მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რუსეთში ზედიზედ მესამე დღეა კორონავირუსის 10 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება

05.05.2020
რუსეთში ზედიზედ მესამე დღეა კორონავირუსის 10 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება

ბოლო 24 საათში რუსეთში COVID19-ით ინფიცირების 10 102 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 95 ადამიანი. რუსეთმა ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოს ქვეყნების ჩამონათვალში მერვედან მე-7 ადგილზე აინაცვლა.

ვირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა რუსეთში 155 370-ია. დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა მოსკოვში [5714].

ეპიდემიის დაწყებიდან COVID19-ით რუსეთში დაიღუპა  1451, გამოჯანმრთელდა 1770 ადამიანი.

რუსული გამოცემა„დოჟდი“ წერს, რომ რუსეთში მესამე დღეა ზედიზედ ფიქსირდება ახალი კორონავირუსით ინფიცირების 10 000-ზე მეტი შემთხვევა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: