კორონავირუსის 1709 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 29 ოქტომბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით დაინფიცირების 1709 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსით ამ დრომდე სულ 35 567 ადამიანი დაავადდა. გარდაიცვალა 20,  გამოჯანმრთელდა – 2075. stopcov.ge-ს მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 16 904. ამ დროისთვის კარანტინშია 3324, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4209, კოვიდსასტუმროებში იმყოფება – 2346 პირი.

კორონავირუსით დაინფიცირების 1731 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 28 ოქტომბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა დადასტურდა, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 33 858-მდე გაიზარდა. stopgov.ge-ის განახლებული მონაცემებით, გამოჯანმრთელდა – 2197, გარდაიცვალა – 15. კორონავირუსით ამ დრომდე ქვეყანაში სულ 253 ადამიანი გარდაიცვალა. კარანტინშია – 3757 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3847, კოვიდსასტუმროში – 2238. 

კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა – 23

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 1 824 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსის გავრცელების საერთო მაჩვენებელი 32 127-მდე გაიზარდა. stopgov.ge-ის 2020 წლის 27 ოქტომბრის დილის მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა – 1 262 , გარდაიცვალა – 23. კარანტინშია – 3 769, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება – 3 832, კოვიდსასტუმროში კი – 2 249 პირი. 

კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 26 ოქტომბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით დაინფიცირების 1872 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 603, გარდაიცვალა – 14. კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელია – 30 303 კარანტინშია – 3769, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3832, ხოლო კოვიდსასტუმროში 2249 პირი მკურნალობს. 

პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილები აჭარის მთავრობის შენობასთან ისევ შეიკრიბნენ

„გამოსავალს არავინ გვთავაზობს. მთავრობა გვეუბნება, გაგებით მოეკიდეთო. ეტყობა, თბილი სავარძლებიდან იოლად ჩანს… ჩვენ პროტესტის ყველა ფორმას მივმართეთ, აღარ ვიცი, რა გავაკეთოთ,“ – ამბობს ქეთი ქუთათელაძე. იგი პანდემიის დროს დარჩა უმუშევარი და რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციაზეა. პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილებმა შიმშლობა 19 ოქტომბერს შეწყვიტეს. აჭარის მთავრობასთან შეკრებილები ამბობენ, რომ 6 ოქტომბრის შემდეგ, როცა პირველი საპროტესტო აქცია …

კორონავირუსის ახალი 389 შემთხვევა აჭარაში – 22 ოქტომბერი

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარის რეგიონში კორონავირუსის 389 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით დღეს გამოვლენილი 1595 შემთხვევიდან, თბილისში გვაქვს 563 შემთხვევა, აჭარაში – 389, იმერეთში – 335, ქვემო ქართლში – 77, შიდა ქართლში – 69, გურიაში – 53, სამეგრელო და ზემო სვანეთში – 42, კახეთში – 17, მცხეთა-მთიანეთში – 26, სამცხე-ჯავახეთში – …

„პანდემია შესაძლოა ერთ წელიწადშიც არ გათავდეს“ – ამირან გამყრელიძე

„დაბეჯითებით გეუბნებით, რომ ეს პანდემია არ გათავდება ერთ თვეში, ორ თვეში, სამ თვეში, ხუთ თვეში და შესაძლოა არც ერთ წელიწადში. ვირუსს აქვს თავისი ბიოლოგიური ციკლი, როცა ვირუსი თანდათან დასუსტდება და პანდემია სხვადასხვა გათვლებით ერთ წელიწადში შესაძლოა ჩაქრეს. ამასობაში ჩვენ გვიწევს მასთან ერთად ცხოვრება. ამას უნდა მივეჩვიოთ,“ – აღნიშნა დღევანდელ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული …

კორონავირუსით აჭარაში 7 პაციენტი გარდაიცვალა, მათ შორის 54 წლის კაცი

21 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში 7 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ ღამით გარდაიცვალა 90 წლის ქალი, მას პნევმონია ჰქონდა და გულის ქრონიკული უკმარისობა, აორტის სარქველის მძიმე სტენოზი, არტერიული ჰიპერტენზია; ასევე 62 წლის ქალი, რომელსაც ასევე სუნთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდა, თანმხლები დაავადება კი – თირკმლის უკმარისობა. ბათუმის სამედიცინო ცენტრში დღეს …

აჭარაში კორონავირუსის 369 შემთხვევა დადასტურდა – 21 ოქტომბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 369 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკებში მკურნალობს 637 ადამიანი, მათ შორს, 24 არასრუწლოვანია და 30 ორსული, რენიმაციაში მოთავსებულია 84 პაციენტი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა – 11, გამოჯანმრთელდა 301 პაციენტი და ჯამში გამოჯანმრთელებულების რაოდენობაა – 5684 პაციენტი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 21 ოქტომბრის მდგომარეობით რეგიონში 56 თავისუფალი საწოლი არსებობს. …

კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 14 ადამიანი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 21 208-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო გამოჯანმრთელდა 337. ეს ბოლო 24 საათის მონაცემია. stopcov.ge-ს მონაცემებით, კარანტინშია 6582  ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 2895, ხოლო კოვიდსასტუმროებში – 1420.  

„უკვე მარტო ვშიმშილობ, წვიმდება… არ მინდა დავიშალოთ,“ – უმუშევრად დარჩენილების აქცია

„ახლა ხელისუფლება და ოპოზიციაც გვპირდება, რომ არჩევნების შემდეგ გვიშველიან. ჩვენ გვინდა, რომ არჩევნებამდე მივაღწიოთ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ გიორგი გორგილაძე, ის პანდემიის დროს უმუშევარი დარჩა და დღეს, 19 ოქტომბერს, აჭარის მთავრობის სახლთან შიმშილობა განაახლა. დღემდე, სამი დღე, აჭარის მთავრობის სახლთან  უმუშევრად დარჩენილი 5 ქალი შიმშილობდა. გიორგი ამბობს, რომ ისინი შეუძლოდ გახდნენ და სასწრაფოს გამოძახებას სახლში წასვლა …

ექიმებს სჭირდებათ გვერდში დგომა და გაგება – ჯანდაცვის მინისტრი

„ეს რიცხვები თქვენ დაგარწმუნებთ იმაში, რომ ისინი, როგორც გაზაფხულზე, ასევე დღესაც თავდაუზოგავად მუშაობენ. მათ ნამდვილად ესაჭიროებათ მეტი მხარდაჭერა, შესაბამისად, გვერდში დგომა და გაგება,“ – მიმართა დღეს, 19 ოქტომბერს, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს, ვიდრე ისინი კითხვებს დასვამდნენ. მინისტრმა განაცხადა, რომ ის ამ ფორმით 112-ის და სასწრაფო-სამედიცინო გუნდის კრიტიკას ეხმაურება. მინისტრმა ბოლო 24 საათის მონაცემები გაახმოვანა …

აჭარაში კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ბათუმში კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა – 60 და 88 წლის ქალები და 69 წლის კაცი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 88 წლის ქალს პნევმონია ჰქონდა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა, 60 წლის ქალს კი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შოკის სხვა ფორმები. 60 წლის ქალს ასევე ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, ის ინსულინდამოკიდებული იყო. 69 წლის კაცს …

აჭარაში კორონავირუსის 343 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 18 ოქტომბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავიურუსით დაინფიცირების 343 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ბათუმში კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა – 60 და 88 წლის ქალები და 69 წლის კაცი. 18 ოქტომბრის დილის მონაცემებით, აჭარის კლინიკებში მკურნალობას გადის 630 პაციენტი, მათ შორის, 17 არასრულწლოვანია და 31 ორსული. რეანიმაციულ განყოფილებაშია 70 ადამიანი. თავისუფალი საწოლების რაოდენობა – 40; კოვიდსასტუმროებში …

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პასუხი უმუშევრად დარჩენილებს, რომლებიც მეორე დღეა შიმშილობენ

„ვწუხვარ და ყოველდღე, როცა შემოვდივარ, მართლა ძალიან მაწუხებს. ეს ახალგაზრდები აგრძელებენ სხვადასხვა ფორმით პროტესტის გამოხატვას,“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს, 17 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე. აჭარის მთავრობის სახლთან გრძელდება პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილი ადამიანების საპროტესტო აქცია. მეორე დღეა შიმშილობს 8 ადამიანი. თორნიკე რიჟვაძის თქმით, ამ დღეებში ჯამში 954 უმუშევრად დარჩენილი ადამიანის განაცხადი შევიდა …

„ადგილი აღარ გვაქვს საწოლების ჩასადგმელად“ – ინტერვიუ რესპუბლიკურის დირექტორთან

„ახლა სისტემა მიჩვენებს, რომ საწოლების რაოდენობა არის ნული, არცერთი საწოლი თავისუფალი არ არის,“ – გვითხრა სოლომონ ფუტკარაძემ, ის ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორია. სოლომონ ფუტკარაძე რამდენიმე დღის წინ დაუბრუნდა სამუშაო გარემოს, თუმცა ამბობს, რომ სრული დატვირთვით ჯერ კიდევ არ მუშაობს და დრო სჭირდება რეაბილიტაციისთვის. სოლომონ ფუტკარაძე კორონავირუსით იყო ინფიცირებული და თავად მკურნალობდა რესპუბლიკურში. რესპუბლიკური საავადმყოფოს რეალობაზე …

„ვისურვებ, ამომრჩეველს ჰქონდეს ნდობა“ – ბრიტანეთის ელჩი პანდემიისას არჩევნების ჩატარებაზე

ადმინისტრაციულ რესურსის გამოყენებას, თავისუფალი მედიის მუშაობა და ამომრჩევლის უფლება მიიღოს კანდიდატებისგან მკაფიო საარჩევნო პროგრამა – ამ საკითხებს განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი მარკ კლეიტონმა, ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, როცა მას წინასაარჩევნო გარემოს გათვალისწინებით არჩევნების ძირითად რისკებზე ვკითხეთ. მარკ კლეიტონი დღეს, 16 ოქტომბერს, ბათუმში საარჩევნო პროცესში ჩართულ სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. „უპირველეს ყოვლისა, გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს არჩევნების თავისუფალ …

„8 ადამიანი შიმშილობას ვიწყებთ“ – უმუშევრად დარჩენილების აქცია აჭარის მთავრობის სახლთან

„ჩვენი მოთხოვნები არ შეცვლილა, ყველანაირი ლიმიტი ამოწურულია. არანაირი ნაბიჯი ჩვენი პრობლემის მოსაგვარებლად, არ გადადგმულა. ჩვენ ვიწყებთ შიმშილობას,“ – ამბობს ქეთი ქუთათელაძე. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც პანდემიის პირობებში უმუშევარი დარჩა. უმუშევრად დარჩენილებმა დღეს, 16 ოქტომბერს, საპროტესტო აქცია განაახლეს. ქეთი ქუთათელაძის თქმით, შიმშილობას რვა ადამიანი იწყებს, ხოლო მათგან ერთი – გიორგი გორგილაძე აჭარის მთავრობის სახლთან მეხუთე …

ვის არ აწყობს არჩევნების გადადება და როგორ აიყოლეს მათ ექიმები პოლიტიკურ პროექტში

„არანაირი საფუძველი არჩევნების გადადებაზე ფიქრის არ არსებობს,“ – განაცხადა 15 ოქტომბერს პრემიერმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ. იმის მიუხედავად, რომ კორონავირუსი ქვეყანაში ანტირეკორდებს ხსნის და 15 ოქტომბერს, მაგალითად, 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხელისუფლება არჩევნების გადადებას არ განიხილავს. საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების გადადებას არც ოპოზიცია ითხოვს იმის მიუხედავად, რომ ეპიდემიის ამ მასშტაბით გავრცელების ფონზე, დღითიდღე …

უმუშევრად დარჩენილები: ხვალ აჭარის მთავრობასთან მდუმარე აქციას გავმართავთ

„ხვალიდან აჭარის მთავრობის სახლთან მდუმარე საპროტესტო აქციას ვიწყებთ, სათქმელი არაფერია,“ – ამბობს ქეთი ქუთათელაძე. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც პანდემიის დროს უმუშევარი დარჩა. უკვე მეოთხე დღეა აჭარის მთავრობის სახლთან ასევე უმუშევრად დარჩენილი გიორგი გორგილაძე შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. უმუშევრად დარჩენილები ამბობენ, რომ ხვალ ისინი აღარ დაიშლებიან, ვიდრე საბოლოო პასუხს არ მიიღებენ. უმუშევრად დარჩენილებმა საპროტესტო …

აჭარაში კორონავირუსის 189 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 14 ოქტომბერი

14 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 189 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით გარდაიცვალა 4 პაციენტი, გამოჯანმრთელდა – 207. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდკლინიკებში მკურნალობს 550 პაციენტი, მათ შორის, 15 არასრულწლოვანია და 26 ორსული, რეანიმაციულ განყოფილებაშია 53 პაციენტი. ამ დროისთვის თავისუფალია 47 საწოლი. კოვიდსასტუმროებში 14 ოქტომბრის მდგომარეობით არის 763 პაციოენტი, მათ შორის, 65 …

უმუშევრად დარჩენილების საპროტესტო აქცია ბათუმში [LIVE]

პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილების საპროტესტო აქცია დღეს, 12 ოქტომბერს, განახლდა. აქციას შეუერთდა ორგანიზაცია „ალტერნატივა“. უმუშევრად დარჩენილებმა საპროტესტო აქცია გასულ კვირას, 6 ოქტომბერს დაიწყეს. საპროტესტო აქციის მონაწილეები ითხოვდნენ: საბანკო სესხების გადავადებას, ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას, უმუშევრობის კომპენსაციის შენარჩუნებას და, ასევე, უმუშევრობის კომპენსაციის ოდენობის გაზრდას. ოქტომბერი ბოლო თვეა, როცა ეს ადამიანები კომპენსაციას მიიღებენ. გასულ კვირას აქციის მონაწილეებს აჭარის …

კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 12 ოქტომბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ქვეყნის მასშტაბით დაინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელია – 12 272. stopcov.ge-ის მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 6538, გარდაიცვალა 91. ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 6 ადამიანი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, კოვიდსასტუმროში მყოფი პირები – 1393.    

„შეიძლება ზამთარში საერთოდ დავიკეტოთ“ – სარესტორნო ბიზნესის კრიზისი

ბათუმში რესტორნების უმეტესობა სერიოზულ კრიზისს განიცდის – ბევრს თანამშრომლების დათხოვნა მოუწია, ბევრი რესტორნის მენეჯერი კი შიშობს, რომ უკვე განახევრებული სტაფის შემცირება კიდევ მოუწევს. ზამთარში თავის გატანის მიზნით, რამდენიმე რესტორანი „იმისთვის, რომ სულ არ დაიკეტოს“, გარე მიწოდების სერვისის დანერგვას გეგმავს. არიან ისეთებიც, რომლებსაც უფრო პესიმისტური განწყობები აქვთ და ფიქრობენ, რომ ზამთარში, როცა „თავის გატანისთვის საჭირო სხვა …

კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 9 ოქტომბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებულთა საერთო მაჩვენებელია – 10 752 . გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა – 5866, გარდაცვლილთა – 72. ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 313 –  გარდაიცვალა – 6 პაციენტი. stopcov.ge-ს მონაცემებით, კარანტინში იმყოფება – 5574 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდსასტუმროებში – 1338.

თუ ვირუსი სხვა რეგიონებსაც მოედო, საპროტესტო მუხტი გაძლიერდება – ინტერვიუ

საპროტესტო აქცია ბათუმში 7 ოქტომბერს იმ პირობით შეწყდა, რომ აჭარის მთავრობაში აქციის მონაწილეების პრობლემებს შეისწავლიან. რამდენად შესაძლოა გაძლიერდეს სოციალური პროტესტი, როცა პანდემიის პირობებში აჭარაში შეზღუდვები ძალაში გაურკვეველი ვადით რჩება და რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამან პოლიტიკურ შედეგზე? – „ბათუმელები“ სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილს ესაუბრა. ბატონო იაგო, პანდემიის პირველ ეტაპზე თქვენ ამბობდით, რომ ეს მუშაობდა ხელისუფლების სასარგებლოდ, …

კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა – 8 ოქტომბრის მონაცემი

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებულთა საერთო მაჩვენებელია – 10 225. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა – 5553, გარდაცვლილთა – 66. ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 318, გარდაიცვალა – 3. stopcov.ge-ს მონაცემებით, კარანტინში იმყოფება – 5574 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვი სასტუმროებში – 1338.  

აჭარის მთავრობის სახლთან შიმშილობა დაიწყეს, საპროტესტო აქცია დღეს განახლდება

დღეს, 7 ოქტომბერს, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია დღის 3 საათზე განახლდება. საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლთან გუშინ პანდემიის შედეგად უმუშევრად დარჩენილმა ადამიანებმა გამართეს. ისინი ითხოვენ საბანკო სესხების გადავადებას, ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას, უმუშევრობის კომპენსაციის შენარჩუნებას და, ასევე, უმუშევრობის კომპენსაციის ოდენობის გაზრდას. ოქტომბერი ბოლო თვეა, როცა ეს ადამიანები კომპენსაციას მიიღებენ. დაგვახრჩო ვალებმა, გაგვეცით პასუხი – …

კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 4 ადამიანი

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. stopcov.ge-ს მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა არის 9753. ჯამში საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 5235 ადამიანი, გარდაიცვალა 62 პაციენტი. დღეის მონაცემებით კარანტინში იმყოფება 5655 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდსასტუმროებში მკურნალობს 1230 ადამიანი.  

ბათუმში საჭიროების მქონე ბავშვები ფიზიკური თერაპიის გარეშე დარჩნენ

ბათუმში კორონავირუსის ეპიდაფეთქებამ შეაფერხა იმ სარეაბილიტაციო ცენტრების მუშაობა, სადაც სხვადასხვა დაავადების მქონე ბავშვები მკურნალობენ. ცენტრები დისტანციურად მუშაობენ, თუმცა ვერ სრულდება ფიზიკური თერაპიის ნაწილი, რაც ბავშვებისთვის უმნიშვნელოვანესია. მშობლები შიშობენ, რომ თვეების განმავლობაში მიღწეული პროგრესი შესაძლოა ამ შეფერხების გამო კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. აჭარაში 2500-ზე მეტი ბავშვი სარგებლობს სარეაბილიტაციო ცენტრების მომსახურებით. აჭარაში სარეაბილიტაციო ცენტრები, რომლებიც განვითარების შეფერხების …

კორონავირუსით 37-ე პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით საქართველოში კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის covid19-ით ქვეყანაში სულ 37 ადამიანია გარდაცვლილი. ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის მასშტაბით დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 6192-მდე გაიზარდა.

კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა – 30 სექტემბრის მონაცემები

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის მასშტაბით დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 6192-მდე გაიზარდა. მთავრობის ოფიციალური საიტის stopgov.ge-ს მონაცემებით, გამოჯანმრთელებულია 2324 პაციენტი, გარდაიცვალა – 36, კარანტინის რეჟიმშია 5413, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836.

უფასო ტესტირება ბათუმში მხოლოდ #1 პოლიკლინიკაშია შესაძლებელი – Covid 19

კორონავირუსზე უფასო ტესტირება ბათუმში მხოლოდ პირველ პოლიკლინიკაშია შესაძლებელი. ეს პოლიკლინიკა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მდებარეობს. დღეიდან, 29 სექტემბრიდან, უფასო ტესტირება სხვა პოლიკლინიკებში აღარ ჩატარდება. გუშინ, 28 სექტემბერს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ „არ არის საჭირო კოვიდინფიცირებულთან კონტაქტში მყოფმა ყველა პირმა ჩაიტაროს ტესტირება.“ ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ მიზნობრივი ტესტირების რაოდენობას გაზრდიან. „…არ უნდა დაიტესტონ, პირდაპირ უნდა წავიდნენ …

ბათუმში კორონავირუსით 55 წლის ქალი გარდაიცვალა

ბათუმში გუშინ, ღამით, კორონავირუსით ინფიცირებული 55 წლის ქალი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მისი დიაგნოზი იყო: COVID 19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი. ის 26 სექტემბრიდან მკურნალობდა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. „პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, აორტოკორონარული შუნტის არსებობა, მიტრალური და სამკარიანი სარქველების ერთდროული დაზიანება, გულის …

უნივერსიტეტების აუდიტორიებში სწავლა 19 ოქტომბერს დაიწყება, მაგრამ არა აჭარაში

უნივერსიტეტებისა და პროფესიული სასწავლებლების აუდიტორიებში სტუდენტები 19 ოქტომბრიდან დაბრუნდებიან. ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა თქვა უწყებათაშორისო კომისიის სხდომის შემდეგ. განათლების მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არ ეხება აჭარაში არსებულ უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებს. დღეს, 28 სექტემბერს, კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 175 ბათუმში.

ბათუმში კორონავირუსის 175 შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 175 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის ბათუმში კოვიდკლინიკებში მკურნალობს 492 პაციენტი, აქედან – 40 ბავშვი და 14 ორსული. დღეის მონაცემებით, საკარანტინო სივრცეებში მკურნალობს 998 ადამიანი, ხოლო ბინაზე – 600-მდე ადამიანი. კოვიდკლინიკებიდან გაეწერა 17 გამოჯანმრთელებული, ხოლო საკარანტინო სივრცეებიდან – 38. ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ …

Exit mobile version