სასაფლაოების დახურვაზე გადაწყვეტილება ბათუმის მერიას ჯერ არ მიუღია

ბათუმის მერიას სასაფლაოების დახურვის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ბათუმის მერიის პრესსამსახური გვითხრეს, რომ ამის შესახებ უახლოეს დღეებში მოგვაწვდიან ინფორმაციას. 14 აპრილს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ისაუბრა დიდ ქალაქებში სასაფლაოების შესაძლო დახურვის შესახებ. დღეს ქუთაისსა და ზესტაფონის სასაფლაოების დაკეტვის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა. მთავარი ფოტო: ბათუმელების არქივიდან

„საკვებს ვინ შემოგვიტანს? როგორ დავბრუდეთ?“ – კითხვები ქობულეთის ჩაკეტილი სოფლებიდან

„საკვებს ვინ შემოგვიტანს სოფლის მაღაზიაში?“ „ვინც ამ სოფლის მცხოვრებია, როგორ დაბრუნდება, როცა სხვა ბლოკ-პოსტებიც უნდა გამოიაროს?“ „ფული რომ განაღდებული არ გვაქვს და მაღაზიაში ბარათით ვერაფერს ვიყიდით, რა უნდა ვქნათ?“ –  კითხულობენ სოფელ ლეღვას მცხოვრებლები. ლეღვა ქობულეთში ერთ-ერთი სოფელია, სადაც დღეს, 12 აპრილს, საკარანტინე ზონა გამოცხადდა. ლეღვაში დაახლოებით 1000 ოჯახი ცხოვრობს. „…ბლოკ-პოსტი უკვე მოაწყეს, იქ 20-30 …

covid 19-ით დაავადებულთა რაოდენობა ქობულეთში 20-მდე გაიზარდა – 2 ახალი შემთხვევა 

ქობულეთში კიდევ ორ პირს დაუდასტურდა covid 19. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქობულეთში სულ 20 პირს აქვს დადასტურებული covid 19, რამდენიმე პირის ანალიზის პასუხს კი, დღის ბოლოსთვის ელოდებიან. ეს ადამიანები, რომლებსაც ანალიზი აუღეს, თვითიზოლაციაში რჩებიან. ბათუმში covid 19 დღეს, 12 აპრილს, კიდევ ერთ პირს დაუდასტურეს – ის აზერბაიჯანის მოქალაქეა, რომელიც ამ დრომდე კარანტინში იყო. …

ქობულეთის შვიდ სოფელთან მისასვლელი გზები პოლიციამ უკვე ჩაკეტა

„ქობულეთის იმ სოფლებიდან, სადაც საკარანტინე ზონა გამოცხადდა, ადამიანები ვეღარ გამოვლენ, მათ შორის, ისინი, რომლებიც სტუმრად არიან… ამ სოფლებში შესვლას შეძლებენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ამ სოფლების რეგისტრირებული მცხოვრებლები არიან,“ – გვითხრეს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს ცხელ ხაზზე. მთავრობის დადგენილება, რომლითაც სპეციალური რეჟიმის პირობები განისაზღვრება, ამ დროისთვის არ დევს საკანონმდებლო მაცნეზე. 144-ზე გვიპასუხეს, რომ დადგენილება დღის განმავლობაში …

ქართველი მეცნიერი კანადიდან: შესაძლოა, შემოდგომაზე გვქონდეს covid 19-ის ვაქცინა

„შექმნილი ვაქცინა უკვე გადის პრეკლინიკურ ფაზას, ეს არის ცხოველებზე დატესტვა… გააჩნია რა პასუხებს მივიღებთ და შემდეგ გადავალთ ადამიანების გამოცდაზე, რასაც ჰქვია კლინიკური ფაზა…. ამ პროცესს დაახლოებით წელიწადნახევარი სჭირდება,“ – განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ბუნების შემსწავლელ მეცნიერებათა დოქტორმა, კანადის ლავალის უნივერსიტეტის მეცნიერმა გიორგი ბაბუაძემ. ის ერთ-ერთი მეცნიერია მათ შორის, რომლებიც covid -19 -ის წინააღმდეგ ვაქცინაზე მუშაობენ. …

კომენდანტის საათის დარღვევისთვის კიდევ 59 მოქალაქე დააჯარიმეს

კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე 10 აპრილს საღამოს 9 საათიდან დღეს დილის 6-მდე კიდევ 59 მოქალაქე დააჯარიმეს. ბოლო 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის შზღუდვების დარღვევის 139 ფაქტი დაფიქსირდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 55 მოქალაქე დააჯარიმეს. ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული …

„მრევლი ეზოში დადგება, ზიარებაც იქნება“ – როგორ გაიმართება ბზობა ბათუმში

„წირვა-ლოცვა ჩვეულებრივად ჩატარდება, მრევლი ეზოში იქნება და დაიცავს ორმეტრიან დისტანციას, ზიარება ტაძრის შესასვლელთან შედგება,“ – გვითხრა ბათუმის და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერმა, დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა. იოანე გორელიშვილი მრევლს მოუწოდებს, ქოთანში ჩარგული ბზა მიიტანონ ტაძარში. ჩვენთან საუბრის დროს მან ასევე აღნიშნა, რომ ბზის ტოტების კურთხევაც მოხდება. „წლებია მოვუწოდებთ მრევლს, რომ სახლში გაეზარდათ ბზა ქოთნებში და მოხდება კურთხევის …

ჰაერი გაიწმინდა, ნარჩენები შემცირდა – იზოლაციისა და კარანტინის გავლენა კლიმატზე

კორონავირუსის პანდემიის შედეგად მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყანაა კარანტინსა და თვითიზოლაციაში. მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისისა და უმუშევრობის პრობლემის პარალელურად ბრიტანული გამოცემა „გარდიანის“ წერილში გარემოსდამცველები ცალკე თემად გამოყოფენ ეკოლოგიას, რაზეც მსოფლიო კარანტინს უკვე აქვს ზეგავლენა. ჰაერი და კლიმატი ავტომაგისტრალების დაცარიელების და ქარხნებში წარმოების შეჩერების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა გამონაბოლქვი მსოფლიო კარანტინის პირველსავე დღეებში. ევროპის კოსმოსური სააგენტოს მონაცემებით, ჩინეთის, იტალიის, …

რა შემთხვევაში არ გადაიხდი შუქის ფულს, თუკი მთაში ცხოვრობ

მთაში მცხოვრებ მოქალაქეებს აინტერესებთ, იმ შემთხვევაში, თუკი მოიხმარეს, მაგალითად, 200 კვტ/საათზე მეტი ელექტროენერგია, გავრცელდება თუ არა პანდემიის პირობებში დაწესებული ახალი შეღავათები მათზე [მთაში აქამდე გარკვეული შეღავათით სარგებლობდნენ მთის კანონის საფუძველზე]. რა შემთხვევაში არ გადაიხდის შუქის ფულს პანდემიის პირობებში ის ოჯახი, რომელიც მაღალმთიან სოფელში ცხოვრობს? – კითხვაზე პასუხი „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ ამ ეტაპზე არ აქვთ. კომპანიას ვთხოვეთ …

მოსამართლეებმა პანდემიის პირობებში ხელფასი, დანამატი და ასევე, ხელფასის 60% მიიღეს

პანდემიის პირობებში, გასულ თვეში, მოსამართლეებმა ხელფასი, ყოველთვიური დანამატი და ასევე, ხელფასის 60 პროცენტი მიიღეს. განკარგულებაში, რომლის მიხედვითაც მოსამართლეებისთვის ორმაგი დანამატის მიცემა განისაზღვრა, არაფერი წერია, რის გამო დააჯილდოვეს მოსამართლეები. სასამართლოები დისტანციურ რეჟიმში გადავიდნენ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ. სასამართლო პროცესების ნაწილი პანდემიის გამო გადაიდო. „…საერთო სასამართლოების მოსამართლეებს ყოველთვიურ დანამატთან ერთად 2020 წლის მარტში თანამდებობრივ სარგოზე დანამატი განესაზღვროთ …

წესები, რომლებითაც ვიცხოვრეთ, აღარ იარსებებს – როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს

წყარო: ჟურნალი „პოლიტიკო“  ჟურნალმა „პოლიტიკომ“30-ზე მეტი მოაზროვნე გამოკითხა თემაზე, რა ცვლილებები შეიძლება მოჰყვეს COVID-19-ის პანდემიას, როგორ შეცვლის ის კაცობრიობას. პირველი ნაწილი: როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს სამუდამოდ მეორე ნაწილი: პანდემია გვაიძულებს გადავხედოთ, ვინ ვართ ჩვენ ტელემედიცინის აღმასვლა ეზეკიელ ჯ. ემანუელი, პენსილვანიის უნივერსიტეტის სამედიცინო ეთიკისა და ჯანდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პანდემია მიმართულებას შეუცვლის ჯანდაცვის მიწოდების ადგილის პარადიგმას. წლების …

საკონსტიტუციოს ახალი მოსამართლის ფიცი ცარიელ დარბაზში

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა მოსამართლემ ხვიჩა კიკილაშვილმა დღეს, 8 აპრილს, ფიცი დადო. ფიცის დადების ცერემონიალს პანდემიის გამო მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ესწრებოდა. სხვა პირებს, მათ შორის, პრეზიდენტს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ფიცის დადებას უნდა დასწრებოდა, პრესცენტრი მიაწვდის წერილობით ინფორმაციას. ხვიჩა კიკილაშვილი 3 აპრილს დანიშნა უზენაესმა სასამართლომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა …

სმენისარმქონე მოქალაქეები COVID19-ზე ბრიფინგების ჟესტურ ენაზე თარგმნას ითხოვენ

„საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან ერთ თვეზე მეტი გავიდა. როდის დაიწყება ზრუნვა ინფორმაციის მისაწვდომობაზე?“- კითხვით ბათუმში მცხოვრები სმენისარქონე ადამიანები ხელისუფლებას მიმართავენ. მათი თქმით, ხელისუფლება ვალდებულია ინფორმაციაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა უზრუნველყოს, მით უმეტეს, პანდემიის პირობებში. პალინა ჯაღათაშვილი სმენისარმქონე პირია, ის „ბათუმელებს“ ეუბნება, რომ სმენისარმქონე ადამიანები, ფაქტობრივად, ინფორმაციის გარეშე დარჩნენ, რადგან ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული საგანგებო განცხადებები …

„ახლა მძინავს „კარდონებში“ და ოცნებაც აღარ მაქვს“ – სად წავიდნენ ქუჩაში მცხოვრები ბავშვები

სად წავიდნენ პანდემიის პირობებში ბავშვები, რომლებიც აქამდე ქუჩაში ცხოვრობდნენ? – თუკი ამას შესაბამის სახელმწიფო უწყებას ჰკითხავ, მარტივად გიპასუხებენ, რომ „ყველაფერი რიგზეა“ და ბავშვები ქუჩაში აღარ არიან, ისინი საკარანტინო ზონაში გადაჰყავთ, ზონიდან – თავშესაფარში, თუმცა რა ხდება ახლა იმ ბავშვების ცხოვრებაში, რომლებსაც სახლ-კარი შესაძლოა აქვთ, ან ნაქირავებში ცხოვრობენ, მაგრამ აქამდე ლუკმა-პურის საშოვნელად გამოდიოდნენ ქუჩაში? ან ის …

თუ საგანგებო მდგომარეობის დროს პირადობას ვადა გაუვიდა ან დაკარგეთ – იუსტიციის სახლის პასუხი

რა უნდა ქნათ იმ შემთხვევაში, თუკი თქვენს პირადობის მოწმობას ვადა გაუვიდა, დაკარგეთ, ან, მაგალითად, შეკვეთილი გქონდათ, მაგრამ აღება ვეღარ მოასწარით იუსტიციის სახლების დაკეტვამდე? „ბათუმელებს“ ამ პრობლემით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები დაუკავშირდა. მან პირადობის მოწმობა დაკარგა და ახლის აღებას ვეღარ ახერხებს. იუსტიციის სახლები ქვეყნის მასშტაბით დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, პირადობის მოწმობა კი, შესაძლოა, დღისითაც მოგთხოვოთ პოლიციელმა, …

ბათუმში კორონავირუსით დაავადებული ერთი პაციენტის მდგომარეობა ისევ მძიმეა

კორონავირუსით დაავადებული პაციენტებიდან, რომლებიც ბათუმში მკურნალობენ, ერთ-ერთის მდგომარეობა ისევ განსაკუთრებით მძიმეა. კლინიკა „მედალფაში“ 3 აპრილის მდგომარეობით 7 პაციენტია, ვისაც COVID-19 დაუდასტურდა და მკურნალობის კურსს გადის, ერთი პაციენტი კი უკვე გამოჯანმრთელდა. „ის 70 წელს გადაცილებულია და დღესაც იმყოფება მართვით სუნთქვაზე, თუმცა სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმალურია. კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა, რადგან მას ორმხრივი პნევმონია აქვს, თუმცა …

როდის შეიძლება დააჯარიმონ ეკლესიის მრევლი – იურისტის განმარტება

კორონავირუსის  პანდემიის გამო და კომენდანტის საათის ამოქმედების მიუხედავად, ხელისუფლება ამ დრომდე თავს არიდებს იმას, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას კანონით შეუზღუდოს ღვთისმსახურება, რაზეც თავად ეკლესია, მსოფლიო სასულიერო ინსტიტუტებისგან განსხვავებით, კატეგორიულ უარს ამბობს. კომენდანტის საათმა, რომელიც 31 მარტიდან ამოქმედდა, ამჯერად მორწმუნეებისთვის მხოლოდ ის შეცვალა, რომ ისინი იმ შემთხვევაში დაჯარიმდებიან, თუკი საღამოს 9-დან დილის 6-მდე ქუჩაში იმოძრავებენ, მათ შორის, …

სად გავრცელდა ყველაზე მეტად კორონავირუსი – 10 ქვეყანას შორის თურქეთიცაა

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ოფიციალური მონაცემებით, 2 აპრილის მდგომარეობით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 965 246  დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გარდაცვლილია 49 236 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 195 929-ზე მეტი. ამავე წყაროზე დაყრდნობით, იანვრის თვეში, კერძოდ 22 იანვრის მონაცემებით, მთელ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მხოლოდ 555 იყო. ზუსტად ერთ თვეში, 22 თებერვალს ეს რიცხვი 141-ჯერ გაიზარდა – 78 600-მდე. მესამე თვეს, …

როდის უნდა გადაიხადო 3 ათასი, თუკი კომენდანტის საათის დროს დაგაჯარიმეს

გუშინ კომენდანტის საათის დარღვევისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო მონაცემებით, 204 პირი დააჯარიმეს. გუშინდელი მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, 60 სამართალდარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის, 17 დაჯარიმდა. შსს-ს პრესცენტრში  კონკრეტულ შემთხვევებზე არ მოგვაწოდეს ინფორმაცია – მაგალითად, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე გუშინ ღამით ორი ავტომანქანა შეაჩერა საპატრულო პოლიციამ. კომენდანტის საათის, ასევე საგანგებო რეჟიმის პირობების დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი 3 ათასი ლარით, …

ბათუმში კორონავირუსზე 7 პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან

ბათუმში COVID-19-ზე 7 პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან, ისინი ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული. 2 პაციენტი ინფექციურში კარანტინიდან გადაიყვანეს, 5-მა კი, კლინიკას თვითდინებით მიმართა, მათ შორისაა, ხულოდან გუშინ გადმოყვანილი ქალიც, რომელსაც მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. 2 აპრილის დილის მდგომარეობით, ბათუმში კორონავირუსით დაინფიცირებულ 8 ადამიანს მკურნალობენ. ბათუმში გუშინ COVID-19 დაუდასტურდა 10 წლის ბავშვსაც, რომელიც თბილისში გადაიყვანეს. 2 აპრილს …

აჭარის პოლიციის უფროსი: მიმდინარეობს მონიტორინგი ქალაქში და სოფლებშიც

„დაფიქსირდა საგანგებო რეჟიმის დარღვევის რამდენიმე ფაქტი, რაზედაც შინაგან საქმეთა სამინისტრო დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს პერიოდულად… მოვუწოდებთ მოქალაქეებს, გაგებით მოეკიდონ შეზღუდვებს და მაქსიმალურად შეეცადონ არ დაარღვიონ საგანგებო რეჟიმის პირობები“, – განაცხადა დღეს, 1-ელ აპრილს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, კოტე ანანიაშვილმა. კოტე ანანიაშვილის თქმით, თერმოსკრინინგის დროს დღეს არ დაფიქსირებულა, რომ რომელიმე მოქალაქეს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა.  თერმოსკრინინგით ამოწმებენ მოქალაქეებს …

როგორ ავირიდოთ დეპრესია პანდემიის დროს სხვებზე ზრუნვით – ინტერვიუ ფსიქოლოგთან

ვიდრე სახლებში ვართ გამოკეტილი, რაც არ უნდა მომარაგებული ვიყოთ საკვებით ან დისტანციურად ვშრომობდეთ, ჩვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა იცვლება. ფსიქოლოგი თამარ თანდაშვილი ამბობს, რომ ამ ყველაფერს მეხსიერების საკუჭნაოებში გამოვკეტავთ, თუკი პანდემია მალე ჩაივლის, თუმცა თუკი პანდემიის რეჟიმი რამდენიმე თვე გაგრძელდება ან დასრულდება, მაგრამ ახალი პანდემიის შიში შემოგვრჩება, მაშინ საბოლოოდ პანდემიისგან შეცვლილები დავრჩებით. როგორ ცვლის პანდემია ჩვენს ფსიქოლოგიას …

როგორ გაქრნენ ნახატებიდან პერსონაჟები – ესპანელი მხატვრის ექსპერიმენტი

პანდემიის ფონზე მრავალი ადამიანის დღის წესრიგი ერთი და იმავე ამბებით შეივსო. მათ შორის არიან, რა თქმა უნდა, დიზაინერები. ესპანელმა გრაფიკულმა დიზაინერმა და მხატვარმა დევიდ ბოკემ ფერწერის ცნობილი ნიმუშები საკარანტინოდ გადაათამაშა. მის ძველ ნამუშევრებს თუ გადაავლებთ თვალს, აღმოაჩენთ, რამდენად შეცვალა ხედვა არტისტმა. #PandemiArte ასეთი სახელის ქვეშაა გაერთიანებული პერსონაჟებისგან დაცარიელებული ტოლოები. ეს ბოტიჩელის „ხარების“ ვარიაციაა.   View this …

5 ფილმი მსოფლიო პანდემიებზე

კორონავირუსის პანდემიის დროს განსაკუთრებით გაიზარდა ინტერესი ფილმების მიმართ, რომლებიც პანდემიას ან ეპიდემიას ეხება. იქნებ სხვა დროს ეს ფილმები ასეთი ინტერესით არც გენახათ, მაგრამ ახლა, საყოველთაო თვითიზოლაციის პირობებში ყველაფერი გვაინტერესებს, რაც ვირუსულ ინფექციებს ეხება, ფილმებიც კი. ჩვენ 5 ასეთ ფილმს გირჩევთ. ინფიცირება ეს საათნახევრიანი ამერიკული დრამა თითქმის ზუსტად იმეორებს მოვლენათა განვითარების იმ დინამიკას, რასაც დღეს ვხედავთ …

მოვუწოდებთ მთავრობას, პანდემიის პირობებში შეიმუშაოს სოციალური დაცვის მექანიზმები – EMC

როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, გლობალური პანდემია, სავალდებულო სოციალური დისტანცირებისა და ახლა უკვე საგანგებო მდგომარეობის ვითარებაში, უმუშევრობის ახალ და მასშტაბურ ტალღას ქმნის. უმუშევარად დარჩენილ უამრავ მოქალაქეს პრობლემა შეექმნა როგორც ყოველდღიურ სარჩოზე, ისე კომუნალურ გადასახადებსა და ქირით უზრუნველყოფილ საცხოვრებელზე. ამ დრომდე საქართველოს მთავრობას არ გაუჟღერებია თავისი სტრატეგია ამ ადამიანებთან მიმართებაში. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის …

30 მარტს COVID 19-ის შემთხვევები 11-ით გაიზარდა – პირველად

30 მარტს COVID 19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა საქართველოში 11-ით გაიზარდა. დილით კორონავირუსით ინფიცირების 92 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, საღამოს კი – 103. ეს პირველი შემთხვევაა, როცა COVID 19-ით დაინფიცირების შემთხვევები საქართველოში ერთ დღეში 11-ით გაიზარდა. წინა დღეებში COVID 19-ით ინფიცირების მაჩვენებელი ასეთი იყო: 26 მარტს – 79 შემთხვევა [წინა დღესთან შედარებით გაიზარდა 4-ით] 27 მარტს – …

„შეშაც კი არ მაქვს, რომ გავთბე“ – მოხუცები, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ

„საჭმელი დღესაც სასადილოდან მოვიტანე, ვჭამე და ჩავწექი. ასე ვთბები ყოველდღე. ღუმელი კი მაქვს, მაგრამ შეშა – არა. უშეშოდ გამოვიარე ეს ზამთარიც,“ – გვიყვება 69 წლის ნადეჟდა დავითაძე. ის ქობულეთში ნაქირავებ ბინაში, მარტო ცხოვრობს. ამბობს, რომ მისი მდგომარეობით ხელისუფლებიდან ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა. ნადეჟდა არაა ერთადერთი მოხუცი, რომელიც წლებია ხელისუფლებას თავშესაფარს სთხოვს. დღეს, 30 მარტს ხელისუფლებამ …

„თანამოსაყდრის ქადაგება შესაძლოა, გახდეს ძალადობის შთაგონების წყარო“ – თეოლოგი

„ყველაფერში დამნაშავე ისევ ქალები და გეები ვყოფილვართ“, – ასეთი ან მსგავსი შინაარსის პოსტი ფეისბუქში ბევრი შეგხვდებოდათ. მწვავე რეაქცია პატრიარქის თანამოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის გუშინდელ ქადაგებას მოჰყვა, როცა მან კორონავირუსის გავრცელება დაუკავშირა არა, მაგალითად, ქალების კვლას, ან ზოგადად მკვლელობას, არამედ აბორტს და „სოდომის გამოცხადებას“. „…ეს ის ცოდვებია, ერის ცოდვები, როგორიც არის ჩვილთა მკვლელობა, აბორტები, როგორიც არის …

„390-დან 700 ლარამდე ავედი“ – მიკროსაფინანსოებს სესხის გადავადებას სთხოვენ

„არ აინტერესებთ, რა ხდება. კორონავირუსის გამო ვეღარ ვმუშაობ. როცა ვურეკავ, არ პასუხობენ. თვითონ როცა მირეკავენ, მეუბნებიან, არ გვაინტერესებსო. 390 ლარი მქონდა გადასახდელი და 700 ლარს გასცდა უკვე ჩემი სესხი, რაც ახლა უნდა გადავიხადო,“ – ამბობს შალვა გოდერძიშვილი. მას ლიზინგის სესხი „მოგო“-ში აქვს. შალვა არ არის ერთადერთი, რომელიც სალიზინგო კომპანიისგან სესხის გადავადებას ითხოვს. ამ კომპანიის და …

რატომ უნდა აარიდოთ თავი ბათუმის ქუჩების დეზინფექციას, რომელიც 23:00 საათზე დაიწყება

დღეს, ღამით, 23 საათიდან, ბათუმის ცენტრალური ქუჩების დეზინფექცია ჩატარდება. ბათუმის მერიამ უკვე მოუწოდა მოქალაქეებს, ღამის 11 საათიდან ქუჩებში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. რა საფრთხეს შეიცავს დეზინფექცია? – ბათუმის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ნივთიერება, რომლითაც ბათუმის ქუჩების დეზინფექცია ჩატარდება, სრულიად უსაფრთხოა და იგი ჯანდაცვის სამინისტროს მიერაა რეკომენდებული. „გადაადგილებისგან თავის შეკავება მოქალაქეებს მოვუწოდეთ იმიტომ, რომ მაღალი წნევით გაიფრქვევა …

ქალი, რომელიც ფლორენციაში ისევ მოხუცს უვლის: „ბებოსაც ეშინოდა, მაგრამ მერე ამღერდა“

„…ისევ პანიკაა ყველგან, მე და ბებო ისევ ერთად ვართ, ჩვენ ისევ ფლორენციაში ვცხოვრობთ. ბებია, რომელსაც ვუვლი, ანეტა ჰქვია და ხვალ 93 წლის გახდება,“ – გვიყვება მანანა ბოლქვაძე, რომელიც უკვე ორი წელია იტალიაში ცხოვრობს. მისი სამსახური მოხუცების მოვლაა. მანანა მარტოხელა მოხუცთან ცხოვრობს. ამბობს, რომ პანიკის და არსებული საფრთხის მიუხედავად, მოხუცის მიტოვება არ უფიქრია. ამ დრომდე არც …

კარანტინიდან გაქცევა – ექსპერტების გამოკითხვა კორონავირუსთან ბრძოლის გამოწვევებზე

კარანტინიდან გაქცევა ანუ მოქალაქეთა დაუმორჩილებლობა და მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილება, როცა საპატრიარქომ ღვთისმსახურება არ შეაჩერა და არც ზიარების წესი შეცვალა – ეს ორი მთავარი გამოწვევა ექსპერტების გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა. გამოკითხვა „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა“ ჩაატარა. „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა“ სხვადასხვა სფეროში მომუშავე 20 ქართველი და 20 უცხოელი ექსპერტი გამოკითხა. ეს რიგით მეთერთმეტე გამოკითხვაა, რომელსაც პოლიტიკის ინსტიტუტი აქტუალურ საკითხებზე …

როგორ შეგიძლია გახდე მოხალისე – „ვერ ვაცნობიერებთ, რა შეგვიძლია ერთმანეთისთვის“

„ზოგჯერ ვერ ვაცნობიერებთ, რა შეგვიძლია ერთმანეთისთვის… პანდემია არაა საჭირო იმისთვის, რომ ერთმანეთი დავინახოთ,“ – ამბობს თბილისელი მოხალისე, თსუ-ს ტექნოლოგიების და ინოვაციების სამრეწველო ლაბორატორიის მენეჯერი, ნიკოლოზ მნათობიშვილი. იგი მე-6 დღეა პლატფორმა „ერთიანობის“ ფარგლებში მოხალისეა და მოხუცებთან, ასევე, შშმ პირებთან პირველადი დახმარების ნივთები და საკვები მიაქვს. პანდემიის პირობებში ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე მოხალისეობრივი ჯგუფი შეიქმნა. თითოეულ ჯგუფში გეტყვიან, …

„ჰილტონიდან“ ინფექციურში უცხო ქვეყნის მოქალაქე გადაიყვანეს – სასტუმრომ მუშაობა შეაჩერა

ბათუმში სასტუმრო „ჰილტონმა“ დღეს, 23 მარტს, მუშაობა შეაჩერა. „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სასტუმროში მყოფ ერთ-ერთ პირს, გრიპის სიმპტომები დაუდგინეს და ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში, ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამ ინფორმაციას არ ფლობენ. ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, „ჰილტონში“ საკარანტინე ზონა მოწყობილი არ ყოფილა. სასტუმროდან კონკრეტული პირის შესახებ გადაყვანის ჟურნალისტებმა კითხვა ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს მენეჯერს, …

ბათუმის ინფექციურში მოთავსებული 5 პირიდან ვირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა – COVID 19

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 5 პირიდან კორონავირუსი დღეს არც ერთს არ დაუდასტურდა. 5 პირი კარანტინიდან ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ ღამით გადაიყვანეს. 22 მარტის მონაცემებით, ბათუმში 3 პირია კორონავირუსით ინფიცირებული. ქვეყნის მასშტაბით შემთხვევათა რაოდენობა ასე გამოიყურება: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 54 მათ შორის გამოჯანმრთელებული – 3 კარანტინის რეჟიმში – 3 254 თვითიზოლაციაში – 2693 სტაციონარში მეთვალყურეობის …

როგორ ისჯება სხვისთვის ინფექციის გადადება, ან 10 კაცის თავშეყრა – იურისტის განმარტება

„ჯერჯერობით ვერაფრით დასჯიან ვინმეს, თუკი 10, ან თუნდაც მეტი ადამიანი ერთად მოიყრის თავს,“ – ამბობს პაატა დიასამიძე, საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. იურისტი განმარტავს, რომ დეკრეტის გამოცემის შემდეგ დეტალურად უნდა განისაზღვროს, რა სახის შეზღუდვები იარსებებს შეკრების კუთხით, ვიდრე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა დასრულდება. 10 პირის თავშეყრის შეზღუდვაზე გუშინ, 21 მარტს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, ვიდრე პრეზიდენტი საგანგებო მდგომარეობის შემოღებაზე …

Exit mobile version