მთავარი,სიახლეები

აჭარაში COVID 19-ზე კიდევ 391 პირი გამოიკვლიეს

14.05.2020
აჭარაში COVID 19-ზე კიდევ 391 პირი გამოიკვლიეს

აჭარაში 391 პირს ლაბორატორიული კვლევის შედეგად Covid19 არ დაუდასტურდა. კვლევები დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

დღის ბოლომდე კიდევ 20 ადამიანის ანალიზის პასუხებს ელოდებიან. ისინი ცხელების ცენტრში არიან მოთავსებული.

ამჟამად კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობის  კურსს მხოლოდ  4 ინფიცირებული პაციენტი გადის. ჯამში აჭარაში 60 პაციენტი გამოჯანმრთელდა. უკვე ორი კვირაა ბათუმში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

14 მაისის დილის  [10:30] მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობაა – 652, გამოჯანმრთელდა – 383, გარდაიცვალა – 11. კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 4246, სტაციონარში მეთვალყუირეობის ქვეშ – 394.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: