ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, თუ ზიარების შედეგად კორონავირუსი დაფიქსირდება?

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, თუკი ზიარების შედეგად „კორონავირუსის“ გავრცელების შემთხვევა დაფიქსირდება? – ეს შეკითხვა სოციალურ ქსელში მას შემდეგ გააქტიურდა, რაც საპატრიარქომ ღვთისმსახურების შეჩერებაზე უარი თქვა. პრეზიდენტის მიერ გუშინ გამოცემული დეკრეტის შემდეგ ეკლესიებში მხოლოდ ის შეიცვალა, რომ მრევლს სტიქაროსნებმა და პატრიარქმაც ერთმანეთისგან დისტანცირებისკენ მოუწოდეს. დღეს, ზიარების დროს, ისევ გამოიყენეს საერთო კოვზი, რომელიც დაინფიცირების საფრთხეა. „თუნდაც ერთი ადამიანის …

ხვალ ზიარება ეკლესიის შესასვლელთან შედგება – ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია

„ზიარება ეკლესიის შესასვლელთან შედგება, ტაძარში ღვთისმსახურებას მხოლოდ 10-კაციანი შემადგენლობა აღავლენს: მღვდელი, სტიქაროსნები და მგალობლები“, – გვითხრა ბათუმის და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერმა, იოანე გორელიშვილმა. საკვირაო ღვთისმსახურებას მრევლი ტაძრის გარე ტერიტორიიდან ხმის გამაძლიერებლით მოისმენს. ეპარქიის პრესსპიკერი ამბობს, რომ მრევლმა ორმეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვას ლოცვის მოსმენის დროს და ტაძრის შესასვლელთან ზიარების მიღებისას. ბათუმის და ლაზეთის ეპარქიაში ეს გადაწყვეტილება …

ბათუმში კორონავირუსი მესამე პირს დაუდასტურდა

ბათუმში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. ამის შესახებ ახლახან განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ. ბათუმის კარანტინიდან ინფექციურ საავადმყოფოში სამი პირი გუშინ ღამით გადაიყვანეს. კორონავირუსი მათგან ერთ-ერთს დაუდასტურდა. ბათუმში კორონავირუსი 21 მარტის მდგომარეობით უკვე სამ პირს აქვს დადგენილი. ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს მენეჯერის, დავით მურვანიძის თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ქვეყნის მასშტაბით დღეს ახალი …

Exit mobile version