დღეს, პირველ ოქტომბერს, „ოცნებამ“ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა ბიძინა ივანიშვილის წერილი, რომლითაც ივანიშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ოცნების“ გამარჯვების 13 წლისთავს ეხმიანება.
ამავე დროს ივანიშვილი წერს, რომ „ფეხი არ უნდა დაგვიცდეს“ და წერს გუნდში „ღალატზეც“:
„კარგად უნდა გავიაზროთ, რომ დღეს კვლავ ბეწვის ხიდზე გავდივართ და არ გვაქვს უფლება, ფეხი დაგვიცდეს. უნდა გვესმოდეს, რომ სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის მუდმივ ბრძოლას მუდმივი სიფხიზლე სჭირდება.
რა თქმა უნდა, განვლილ 13 წელიწადში იყო შეცდომებიც, თუმცა, საბედნიეროდ, არა იმ ხარისხის, რომ ჩვენს სახელმწიფოებრიობას თუ ფიზიკურ არსებობას საფრთხე დამუქრებოდა, არა იმ ხარისხის, რომლის გამოსწორება და აღმოფხვრაც შეუძლებელი იქნებოდა.
პირადად ჩემთვის, უმძიმესია, რომ განვლილ წლებში ჩვენი გუნდის შიგნით იყო მუხანათური ღალატიც, რამაც არამხოლოდ „ქართული ოცნება“ დააყენა კრიზისის წინაშე, არამედ, ქართველ ხალხსა და ჩვენს ქვეყანას შეუქმნა განვითარების ტრაექტორიიდან აცდენის, ქვეყნის სათავეში უცხო ინტერესების მორჩილი ძალების დაბრუნების რეალური საფრთხე.
წარსულში ჩვენი გუნდის არაერთმა წევრმა გადაწყვიტა, რომ გავლენიანი უცხო ძალების მორჩილებაში გადასვლას ან ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაზიანების ხარჯზე პირადი კომფორტისთვის ზრუნვას, მათთვის დიდი სარგებლის მოტანა შეეძლო, შესაბამისად, გუნდისა და ქვეყნის ინტერესების გვერდით გადადებაც ღირდა, თუმცა, ჩვენ ამასაც გავუძელით! ამ პროცესში, ისე, როგორც 2011 წლიდან მოყოლებული, ქართული საზოგადოების, ჩვენი ბრძენი ხალხის გვერდში დგომა მაძლევდა და გვაძლევდა ბრძოლის შემართებას, გვიმყარებდა რწმენას, რომ ყველა სირთულის გადალახვა შეგვეძლო“.
ამავე დროს, ივანიშვილი ახსენებს „გარე მტრებსა“ და „აგენტებს“. „ოცნების“ ლიდერი აგენტებს პირდაპირ უწოდებს ოპოზიციურ პარტიებსა და არასამთავრობო სექტორს:
„…ამ ფონზე, ქვეყნის შიგნით მოქმედი მათი დასაყრდენი აგენტები, რომლებიც ოპოზიციურ პარტიებსა და ე.წ. არასამთავრობო სექტორში უხვად არიან გაბნეული, ერთი შეხედვით დასუსტდნენ, თუმცა, კარგად უნდა გვესმოდეს, რა ძალები ცდილობენ ჩვენი ქვეყნის საკუთარი ინტერესებისთვის დაქვემდებარებას.
მათთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, ჩვენი მოქალაქეების თვალის ასახვევად, ერთი ცნობადი სახის სხვა ადამიანით, ერთი პარტიის სხვა პარტიით, ან თუნდაც, ერთი ტელევიზიის სხვა ტელევიზიით ჩანაცვლება. მათ შეუძლიათ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ახალ-ახალი უცხოელი პოლიტიკოსები, ე.წ. გავლენიანი ექსპერტები გამოიყვანონ სცენაზე, რომლებიც სიცრუეში უკვე მხილებულ, მსგავსი რანგის ადამიანებს ჩაანაცვლებენ, თუმცა, უჭირთ გააზრება, რომ ვეღარ მოგვატყუებენ“ – ვკითხულობთ ივანიშვილის წერილში.
ივანიშვილი საკუთარი გუნდის წარმატებად მიიჩნევს „თავსმოხვეული იდეოლოგიის განეიტრალებას“:
„საზოგადოებასთან ერთად, წარმატებით გავანეიტრალეთ თავსმოხვეული ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, რომელიც დამნაშავე რეჟიმს დემოკრატიის შუქურად წარმოაჩენდა, ხოლო, ჭეშმარიტად დემოკრატიულ ხელისუფლებას დიქტატურას უწოდებს. დღეს ჩვენ აღარ გვეშლება ხარისხობრივი შეფასება იმისა, თუ ვინ მეგობარია და ვინ – მტერი“ – წერს ივანიშვილი.
წერილში მოკლედ აღნიშნულია, რომ ივანიშვილი არავისთან პარტნიორობაზე „უარს არ ამბობს“. ამავე დროს, ვრცელ წერილში ნახსენები არ არის რუსეთი.
„არავისთან პარტნიორობაზე უარს არ ვამბობთ, თუმცა, ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დასუსტების და საქართველოს გამოყენების ხარჯზე. მტკიცედ ვდგავართ პოზიციაზე, რომ პარტნიორობა და მეგობრობა უნდა იყოს ორმხრივი“ – ვკითხულობთ ივანიშვილის წერილში.
წერილი სრულდება 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისკენ მოწოდებით.
2012 წლის 1-ელ ოქტომბერს საქართველოში გაიმართა საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა „ოცნებამ“ კოალიციით გაიმარჯვა. „ოცნება“ უკვე 13 წელია მართავს ქვეყანას. ამ პერიოდში ივანიშვილი პოლიტიკიდან ფორმალურად ორჯერ „წავიდა“ და შემდეგ ისევ „დაბრუნდა“, რეალურად კი ბიძინა ივანიშვილი 13 წლის განმავლობაში რჩება ქვეყნის ჩრდილოვან მმართველად.
_____________
ფოტოზე: ბიძინა ივანიშვილი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/DAVID MDZINARISHVILI
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის პირველ ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 111 480 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +920. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 223 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 23 294 ერთეული [+3]
საარტილერიო სისტემა – 33 324 ერთეული [+13]
MLRS – 1 505 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 224 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 427 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 346 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 65 552 ერთეული [+249]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 790 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 63 274 ერთეული [+33]
სპეცტექნიკა – 3 979 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის პირველ ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
667 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
87 502 უპილოტო საფრენი აპარატი
631 საზენიტო სარაკეტო სისტემა
25 314 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 592 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
30 095 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
43 010 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„რამდენი ზღაპარიც არ უნდა მოგვიყვეს ხელისუფლებამ და მისმა პროპაგანდისტებმა, რომ ყველაზე განვითარებული ქვეყანა ვართ და ყველაზე წინ ვართ ევროპაში, ვხედავთ, რა მდგომარეობაშიც ვართ,“ – ფილოსოფოს გიორგი მაისურაძის დაკვირვებით, ადამიანები საქართველოში კარგად აცნობიერებენ საფრთხეს, რომლის წინაშეც ივანიშვილის რეჟიმმა დაგვაყენა, მაგრამ კრიტიკულად მძიმეა ვითარება პოლიტიკური ორგანიზების კუთხით.
„იმისათვის, რომ პროტესტი გამოხატო, არ არის საკმარისი, უბრალოდ რაღაც გაწუხებდეს, მით უმეტეს, როცა ეს პროტესტი პოლიტიკურ თემას ეხება. აქ აუცილებელი ფაქტორია, ჩემმა წუხილმა მიიღოს პოლიტიკური განცხადების ფორმა,“ – ამბობს გიორგი მაისურაძე. მასთან ინტერვიუ იმ ადამიანებზე საუბრით დავიწყეთ, რომლებიც კარგად ხედავენ დღევანდელ საფრთხეს, გულშემატკივრობენ წინააღმდეგობას, მაგრამ მაინც დუმილს ამჯობინებენ.
ბატონო გიორგი, რა შეგიძლიათ გვითხრათ ადამიანებზე, რომლებიც მკაფიოდ ხედავენ საფრთხეებს, გულშემატკივრობენ საქართველოს დამოუკიდებლობას და ევროპულ განვითარებას, მაგრამ ე.წ. კომფორტის ზონას ვერ ელევიან და დუმილს ამჯობინებენ?
ეს ძალიან რთული თემაა. ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ მაქვს და ვერიდები ხოლმე ვინმეს დამუნათებას.
ძალიან ბევრი ფაქტორი შეიძლება იყოს: დაწყებული იქიდან, რომ ადამიანს არ შეუძლია ამდენი სტრესით ცხოვრება და ეს პროცესი ძალიან ძლიერ სტრესთან და ფიზიკურ დაღლილობასთან არის დაკავშირებული. მეორეა შანტაჟის და რაღაცის დაკარგვის ფაქტორი, სამსახურის დაკარგვა, ან მის ოჯახის წევრს მიადგნენ მისი აქტიურობის გამო და ასე შემდეგ. ბევრი ინდივიდუალური და პიროვნული ფაქტორია.
არის შემთხვევები, როცა ადამიანს უმუშევრად დარჩენა არ ემუქრება, მაგალითად, საჯარო სამსახურშიც კრიტიკულად განწყობილმა მოხელემ იცის, რომ ის უკვე სისტემისთვის არასასურველია, რადგან „ოცნებას“ ბოლომდე არ მიყვება…
რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია გამოხატო პროტესტი და გამოხატო ასეთ კრიტიკულ ვითარებაში შენი პოზიცია, მაგრამ იცით, რა არის?! ადამიანი ესწრაფვის კომფორტში ყოფნას და ძალიან უჭირს მისი დათმობა. ეს ძალიან ადამიანური თვისებაა. ის, რომ ადამიანი გამოდის მდგომარეობიდან და საკუთარ პოზიციას თუ პროტესტს საჯაროდ გამოთქვამს, ეს უფრო გამონაკლისია სინამდვილეში, ვიდრე ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა.
გიორგი მაისურაძე
ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა მაქსიმალურად კომფორტში ყოფნა. თუ გადავხედავთ ძალიან ცნობილ პოლიტიკურ დოკუმენტებს ბოლო რამდენიმე საუკუნის, მაგალითად, გავიხსენოთ ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია, ადამიანს ურჩევნია, რაც შეიძლება დიდხანს შეეგუოს და აიტანოს უსამართლობა, აიტანოს ტირანია, ვიდრე ის კრიტიკულ ზღვარს არ გადასცდება…
საქართველოში არ არის პროტესტი მარტო იმის გამო, რომ ჩვენ ევროპას ვშორდებით. რა თქმა უნდა, ევროინტეგრაციას უზარმაზარი, ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს ჩვენი არსებობისათვის, მაგრამ აი, ევროპაში გვინდა და ეს აკვიატებაა, ასე არ არის. ეს არის ამ ქვეყნის გადარჩენის სტრატეგია.
რამდენი ზღაპარიც არ უნდა მოგვიყვეს ხელისუფლებამ და მისმა პროპაგანდისტებმა, რომ ყველაზე განვითარებული ქვეყანა ვართ და ყველაზე წინ ვართ ევროპაში, ვხედავთ, რა მდგომარეობაშიც ვართ.
ამას ყოველდღიურად გრძნობს ადამიანი. ყოველდღიურად გრძნობს იმ ტყუილებს, რომელსაც ისმენს და არ უნდა ამის დაჯერება. ასეთ ხალხსაც ვიცნობ, რომელიც ცდილობს დაიჯეროს ტყუილები. ადამიანს აქვს ეს: შიშის მდგომარეობა, საფრთხის მდგომარეობა და რაღაცნაირი, ირაციონალური რწმენა, რომ მოდი, იქნებ, ასე არ არის მთლად და იქნებ, ეს მართალია?!
იმისათვის, რომ პროტესტი გამოხატო, არ არის საკმარისი, უბრალოდ რაღაც გაწუხებდეს, მით უმეტეს, როცა ეს პროტესტი პოლიტიკურ თემას ეხება. აქ აუცილებელი ფაქტორია, რომ ამ ჩემმა წუხილმა მიიღოს პოლიტიკური განცხადების ფორმა.
როდესაც ჩემი წუხილი, ჩემი უკმაყოფილება იღებს პოლიტიკური პროტესტის ფორმას, რაც უკვე გულისხმობს იმას, რომ არსებობს პოლიტიკური გაერთიანებები, პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ამ უკმაყოფილებას აძლევენ გარკვეულ ფორმას, ორგანიზაციულ ფორმას, სახავენ მიზნებს, გამოიმუშავებენ გარკვეულ სტრატეგიებს და ამ სტრატეგიის, ამ ახალი მიზნების ირგვლივ აერთიანებენ იმ ხალხს, რომელიც უკმაყოფილოა, არ ეთანხმება, აპროტესტებს არსებულ სისტემას.
ის დამოკიდებულება, რომ ადამიანები პასიურები არიან, ან ვერ, არასაკმარისად გამოხატავენ თავიანთ პროტესტს, ეს არა მარტო მათი სუბიექტური მდგომარეობით უნდა ავხსნათ, არამედ უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა დავინახოთ ის რეალური პოლიტიკური სიტუაცია, რომელიც დღეს გვაქვს და გულისხმობს სწორედ ოპოზიციური პარტიების პრობლემას – ოპოზიციის პრობლემას. თუ საქართველოს უახლეს ისტორიას გადავხედავთ, აი, ბოლო ათწლეულების ისტორიას, ყოველთვის არსებობდა ძლიერი ოპოზიციური გაერთიანებები თავისი ლიდერებით.
ჩემი აზრით, არაფერი კატასტროფული და საშიში, ნეგატიური იმაში არ არის, რომ არსებობდეს ლიდერის მოთხოვნილება, მაგრამ ლიდერს ხელოვნურად ვერ შექმნი.
მაგრამ როცა ვსაუბრობთ ავტორიტარიზმზე, გასაგები არაა, რომ ავტორიტარიზმში პოლიტიკური ოპოზიცია ძლიერი ვერ იქნება?
დიახ, ჩვენ ამას პირდაპირაც ვხედავთ – უამრავი პოლიტიკოსი დაპატიმრებულია. მაინც მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა მისცენ პროტესტს ორგანიზებული ფორმა.
უნდა გაჩნდეს ალტერნატივა. ვგულისხმობ არა იმას, რომ გაბრაზებული ვარ და მოდი, გამოვიდეთ და გავაპროტესტოთ, საჭიროა, არსებობდეს პოზიტიური შინაარსიც. მარტო იმის თქმა, რომ ევროპაში გვინდა, გასაგებია, მაგრამ აქ გვაქვს პრობლემა ავტორიტარულ სისტემასთან, ქვეყანასთან, რომელშიც ფაქტობრივად, სასამართლო აღარ არსებობს, მთელი სამართლებრივი, ძალოვანი სტრუქტურები ერთი პოლიტიკური ძალის ხელშია და ეს ყველა ინსტიტუცია ფაქტობრივად კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებს მიღმაა გაყვანილი.
ასეთ ვითარებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, არსებობდეს პოზიტიური პროგრამა, რომ იმას, რასაც გავურბივარ, შენ ამის სანაცვლოდ კონკრეტულად რას მთავაზობ, ასევე, როგორ შეძლებ ამის მიღწევას?
ამიტომაც, აქ არის დიდი გულაცრუება, გაწბილება, რაც დღითიდღე კიდევ უფრო საგრძნობია.
ოპოზიცია მოქალაქეებს, პირველ რიგში, არჩევნების დაბრუნებას სთავაზობს, რაც არის საშუალება, შენთვის მისაღები ხედვის ხელისუფლება თავად აირჩიო….
კი, მაგრამ აი, ისევ და ისევ მივდივართ იქამდე, რომ მაგალითად, 2024 წლის არჩევნებზე რატომ ვერ მოხერხდა უფრო დიდი მობილიზება? რამდენიმე აქცია იყო, სადაც ჭარბობდა ისევ სამოქალაქო ინიციატივა და არ იყვნენ პოლიტიკოსები. არც მაშინ არ იყო აქტიური საარჩევნო კამპანია. არ ჩანდა აქტიური მცდელობა, რომ გაგვეგო, რა ალტერნატივას მთავაზობ, რა რეალური გზებია, რა სტრატეგია გაქვს…
ამ ვითარებაში „ოცნების“ ხელისუფლებამ შეინარჩუნა თავისი პოზიციები და გადმოვიდა კატასტროფულ კონტრშეტევაზე – დაიწყო მასობრივი რეპრესიები, დაჭერები, უსამართლო სასამართლო პროცესები. ეს ყველაფერი, ფაქტობრივად, იმის გამოა, რომ არ იყო საკმარისი პოლიტიკური ორგანიზება. ეს არის პარტიების ფუნქცია, ეს არ არის აქტივისტების საქმე, უბრალოდ აქციაში მონაწილე ადამიანების პრეროგატივა.
ჩვენ ვხედავთ პარტიულ პოლიტიკურ კრიზისს საქართველოში. ოპოზიცია დღემდე ვერ თანხმდება, რა უნდათ. ნაწილი იღებს, მაგალითად, არჩევნებში მონაწილეობას, ნაწილი – კატეგორიულად ემიჯნება, ანუ, ვერ მოხერხდა საერთო სტრატეგიების გამომუშავება. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ფაქტობრივად, აი, ლანგრით ართმევ „ქართულ ოცნებას“ ავტორიტარიზმის აშენების საშუალებას.
საქართველოს ისტორიაში ამდენი ადამიანი ერთად ქუჩაში არასდროს გამოსულა, როგორც ეს მოხდა გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში. ამდენი აღშფოთებული, გამწარებული ადამიანი ერთად მე არ მინახავს. 54 წლის ვარ და ამ ქვეყანაში ამ მასშტაბის პროტესტი არ მახსოვს.
ვთქვათ, რომ ადამიანების ნაწილი პასიურია და უფრო სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არის გულაცრუება, გაწბილება, ხელის ჩაქნევა, რაც, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობს და ხელს უწყობს ავტორიტარიზმის დამყარებას, მაგრამ თუ ვერ მოხერხდება პოლიტიკური ორგანიზაცია, მოქალაქეზე მოთხოვნა: შენი ბრალია, ხმას რატომ არ იღებ, არ გამოდიხარ და არ ათენებ ქუჩაში – არამართებული მგონია.
პოლიტიკური ოპოზიციაც დააპატიმრა ივანიშვილის რეჟიმმა. ამ ვითარებაში სწორია, რომ გვქონდეს ისევ ოპოზიციური პარტიების ორგანიზების იმედი? სამოქალაქო ორგანიზებას, თქვენი აზრით, მსგავს სიტუაციაში არ აქვს რესურსი, შეცვალოს სიტუაცია ქვეყანაში?
ზედმეტად ბევრს ხომ არ ვითხოვთ ცალკეული მოქალაქეებისაგან? მე ვიცი ძალიან ბევრი მოქალაქე, რომელიც აქტიურად გამოდიოდა აქციაზე და აღარ გამოდის, ხელჩაქნეულია…
ეს ყველაფერი არ ხდება ინდივიდუალურ დონეზე, რომ ვაცნობიერებ რაღაცას, ვთქვათ, დავარქვათ ამას სამშობლოს დაკარგვა, ევროპული მომავლის დაკარგვა, ეს გასაგებია, მაგრამ აი, ვინ უნდა მოახდინოს ამ უკმაყოფილების და პროტესტის ორგანიზება? ვინ უნდა აქციოს ეს ზვირთად. ეს ისევ და ისევ პოლიტიკოსების პრეროგატივაა.
ჩვეულებრივ დემოკრატიულ გარემოშიც კი, ნორმალურია ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არის პასიური. არჩევნების წინ ყოველთვის ამ პასიური ადამიანების მობილიზაციაზე მიდის მუშაობა, რომ აი, დავაინტერესო, ვუბიძგო, რომ მივიდეს არჩევნებზე. ჩვენ კი ვართ კურიოზულ სიტუაციაში, როდესაც მთელი პოლიტიკური სპექტრი არის ორად გაყოფილი: ერთი ნაწილი მონაწილეობს არჩევნებში და მოუწოდებს თავის ამომრჩეველს, მივიდეს და ხმა მისცეს, მეორე – კატეგორიულად გმობს და ბოიკოტს უცხადებს. ამ ვითარებაში რატომ შეგვიძლია მოვთხოვოთ ადამიანს, რომ შენ უნდა მიიღო სწორი გადაწყვეტილება?!
დიდმა აქციებმა აჩვენა, რომ საზოგადოებას აქვს საქართველოში არაჩვეულებრივი თვითორგანიზების უნარი. გაზაფხულის აქციები და ნოემბერ-დეკემბრის აქციები – რამდენადაც „ქართული ოცნების“ პროპაგანდამ არ მიაწერა ეს ოპოზიციას – თვითორგანიზებული იყო. ეს ხალხი საკუთარი სურვილით, საკუთარი ნებით, ყოველგვარი მოწოდების გარეშე გამოდიოდა ქუჩაში და აპროტესტებდა.
ვთქვათ, გაიქცა „ქართული ოცნება“, აღარ არსებობს, ისმის ლოგიკური კითხვა: ვინ იკავებს ძალაუფლებრივ ვაკუუმს? აბსტრაქციაა კოალიციური მთავრობაც. ეს იდეაც ვინმემ გასაგები გახადა? ჩვენ ვერ მოვთხოვთ, მათ შორის, განათლებულ და კულტურულ ადამიანებს, რატომ არ ერკვევა, აი, ამ დეტალებში.
თითქოს ეს პარტიები მივლინებაში იმყოფებიან, თუ შვებულებაში, ისინი ცალკე არიან და ხალხის ინტერესი და დამოკიდებულება ცალკეა.
რამდენად ზუსტად გამოხატავს ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი იმ ტკივილს, იმ გაჭირვებას, იმ სურვილებს, რომელიც აქვს მოსახლეობის დიდ ნაწილს? ვის აქვს საერთოდ სოციალური პრობლემები თემატიზებული? რამდენად გასაგებად და სწორად აქვთ ეს ჩამოყალიბებული, რომ ადამიანს ჰქონდეს ნდობა?
ამიტომაც, ადამიანებს ურჩევნიათ უსამართლობა მოითმინონ და გაუძლონ, შესაძლოა, ეზიზღებათ ეს ყველაფერი, მაგრამ ეს ურჩევნიათ იმას, რომ რაღაც გარისკონ, გამოვიდნენ ქუჩაში და მოითხოვონ ცვლილებები – ცვლილებები, რომლის შესახებ კონკრეტულად არ იციან.
როდესაც იგივე კურსის შეცვლაზე არის საუბარი, ან კურსთან დაბრუნებაზე პოლიტიკურ ცვლილებებზე, ამას პოლიტიკური ორგანიზაცია, პოლიტიკური პარტია უნდა სთავაზობდეს ხალხს. სთავაზობდეს არა ლოზუნგების, უაზრო, უშინაარსო ლოზუნგების სახით, რომლისგანაც შინაარსს ვერ გამოიღებ: დამოუკიდებლობა, სუვერენულობა, ევროპული გზა, ნატო… აი, კონკრეტულად რას სთავაზობ? ან რამდენად შემიძლია ვენდო ამ ადამიანს, რომ უარესი არ დამმართოს? მე პირადად ამაში ვხედავ ყველაზე სერიოზულ პრობლემას და, მათ შორის, ჩიხში აღმოჩენის პრობლემას, რომელიც აქვს მთლიანად საპროტესტო მოძრაობას.
თუ არ გამოჩნდა ის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ადეკვატური იქნება, გამოსავალი არ იქნება.
მახსოვს, გასულ გაზაფხულზეც გვესმოდა, აი, დღე-დღეზე დასრულდება ივანიშვილი, ბილეთები აქვს ნაყიდი და გარბის. ამ სიცრუით როცა მელაპარაკები და ვხედავ, უარესი ხდება, აქ უკვე ძალიან რთულადაა საქმე.
მოწოდება, რომ ივანიშვილი გაიქცევა და „ქართული ოცნება“ აღარ იქნება, რიტორიკულ დონეზეც კი, მგონია, არასწორი, რადგან ეს გამოიწვევს მორიგ გაწბილებას. ნახევარი მილიონი ადამიანიც რომ გამოვიდეს 4 ოქტომბერს ქუჩაში, ეგ არ ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად ივანიშვილი გაიქცევა და ეს სისტემა დამთავრდება.
ოპოზიციური პარტიები უნდა ახერხებდნენ ერთმანეთთან კონსესუსის მიღწევას. ევროპის ისტორიაც რომ გავიხსენოთ, როგორ ხდება იქ ცვლილებები? – პარტიებს შესაძლოა ერთმანეთის მიმართ ჰქონდეთ მტრული დამოკიდებულება, მაგრამ საერთო ინტერესით ხდებოდნენ პარტნიორები. მახსენდება ფრანსუა მიტერანი, როგორ გახდა საფრანგეთის პრეზიდენტი, ყველა მემარცხენე და მემარცხენე-ლიბერალური ძალა გაერთიანდა და 14 წელი იყო ეს ადამიანი პრეზიდენტი. მართლაც, რაღაც მესიასავით მოვიდა საფრანგეთის სათავეში, იმიტომ, რომ რაღაც რაციონალურ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა მთელი ოპოზიციური სპექტრი.
ოპოზიცია უნდა ვაიძულოთ, მივიდეს რაღაც შეთანხმებამდე. თუ არ იქნება ერთობლივი სტრატეგია, გამოვა, რომ ისინი ივანიშვილის დაკვეთას ასრულებენ, ან დაკვეთის გარეშე ფაქტობრივად ეხმარებიან. ვერც კი წარმომიდგენია, ვთქვა, რომ ამას ვერ ხვდებიან.
მოვიტყუებ, რომ ვიძახო, რომ აი, 4 ოქტომბერს ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ დამთავრდება და გაიქცევიან. ეს ძალიან დიდი ტყუილი იქნება. არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მეორე დღეს აღარავინ აღარ გამოვა – ის ხალხი, რომელსაც ყელში აქვს ამოსული „ქართული ოცნება“.
მე ვერ მოვიტყუებ და ვერ ვაკადრებ ამ ტყუილს საზოგადოებას, რომლისთვისაც ისედაც გამაღიზიანებელია ეს დაპირებები.
ხალხი აფიქსირებს პროტესტს, მაგრამ ხელისუფლება უნდა შეცვალოს პოლიტიკურმა ძალამ.
საქართველოს უახლოეს ისტორიაში და სხვა ქვეყნების გამოცდილებაც ამას აჩვენებს, რომ ცვლილებების პერიოდში ყოველთვის გადამწყვეტი იყო ოპოზიციური პოლიტიკური ძალა.
___________
მთავარ ფოტოზე: ფოტოკოლაჟი. გიორგი მაისურაძე, ფონზე – პლაკატი ბათუმში გამართული პროევროპული საპროტესტო აქციიდან.
„მასწავლებლის 2025 წლის ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებული ჟანა ხაჩატურიანი გახდა. ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის „მე და საზოგადოების“, სამოქალაქო განათლებისა და მოქალაქეობის მასწავლებელი.
„ეს ჯილდო ეკუთვნის ჩემს რეგიონს, სამცხე-ჯავახეთს, ჩემს სკოლას, ჩემს მოსწავლეებს, ჩემს ოჯახს და ჩემს ქვეყანას. მე ვალდებული ვარ, ვიდგე ჩემი ქვეყნის სამსახურში“- განაცხადა გამარჯვებულმა პედაგოგმა.
გამარჯვებულ პედაგოგს 15 000 ლარი გადაეცემა ჯილდოს სახით, რომელიც დაწესებულია კონკურსის გენერალური სპონსორის „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის“ მიერ.
ფინალისტებს კი „საქართველოს ბანკი“ დააჯილდოებს.
ფინალისტებს სხვადასხვა საჩუქარი გადაეცათ ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან და „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ სხვა დამფინანსებლებისგან.
დაჯილდოების ცერემონიალზე განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ ირინა ხანთაძემ გაიხსენა სინდისის პატიმარი მასწავლებელი ნინო დათაშვილი, რომელიც უკანონო პატიმრობაშია.
„2025 წელი ჩვენს თანამედროვე ისტორიაში გამორჩეულად მძიმე წელი იყო და ისმოდა კითხვები, რამდენად აქტუალურია ეს კამპანია მაშინ, როცა ქვეყნის დემოკრატია საფრთხეშია. თუმცა ჩვენ გვჯერა, რომ ასეთ რთულ ჟამს, ასეთ დრთულ დროსაც კი, პროფესიული აღიარების სივრცეები საჭირო და მნიშვნელოვანი ხდება და დღეს, როცა ჩვენ ვზეიმობთ მასწავლებლის პროფესიას, ალბათ ამ პროფესიის სინდისის სახე, დღეს არის ნინო დათაშვილი და ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ სამართლიანობა რაც შეიძლება მალე აღდგეს და ნინო დაუბრუნდეს საკლასო ოთახს, სადაც არის მისი რეალური ადგილი“- განაცხადა ირინა ხანთაძემ.
ასევე გაისმა ფრაზები – „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „თავისუფლება მათ, ვინც იბრძვის უკეთესი საქართველოსთვის“.
ნინო დათაშვილს და სინდისის სხვა პატიმრებს, სოლიდარობა გამოუცხადა გასული წლის გამარჯვებულმა ნათია უჩავამ.
ჟანა ხაჩატურიანის გარდა, წლევანდელი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები იყვნენ:
ელენე ბეთლემიშვილი, გორის N3 და N8 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი;
ნესტან კუბლაშვილი, თბილისის N172 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
მაია ლაპიაშვილი, დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;
შალვა მინდაძე, თბილისის N70 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წელს დაარსდა და მას შემდეგ დაჯილდოების ცერემონია ტრადიციულად 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეზე იმართება. თუმცა წელს, ქვეყანაში მიმდინარე მძიმე პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, დაჯილდოების ცერემონია 30 სექტემბერს გადმოიწია.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ დაარსების ინიციატივა გლობალური კამპანიის – The Global Teacher Prize-ის ნაწილს წარმოადგენს.
ჯილდო მიზნად ისახავს საქართველოში პროფესიის პოპულარიზაციას, პედაგოგების პრესტიჟის ზრდას, წარმატებული მასწავლებლების გამოვლენასა და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას.
მარი კაიშაური რვა წელია საფრანგეთში, სტრასბურგში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. მისი თქმით, თუ ქართველმა ხალხმა დაკარგა ევროპაში თავისუფალი მიმოსვლის უფლება, ის დაკარგავს ბევრ სიკეთეს, „პირველ რიგში კი, ჯანდაცვის უფლებას“.
გარდა ამისა, ძალიან დიდი პრობლემები შეექმნებათ ადამიანებს ჯანდაცვის სფეროში, რადგან ვიზალიბერალიზაციამ ასეულობით ქართველს მისცა შესაძლებლობა, ჩამოსულიყვნენ საფრანგეთში და შეენარჩუნებინათ სიცოცხლე.
გავრილოვის ღამის მერე აქტივისტი გავხდი, ასოციაცია „თამარიელის“ დამფუძნებელი ვარ და სხვა ემიგრანტებთან ერთად ვიბრძვი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.
საქართველოშიც ადამიანის უფლებების მიმართულებით ვმუშაობდი და ვიცი, რამდენ სფეროში და როგორ ირღვევა მოწყვლადი ჯგუფების უფლებები ჩვენს ქვეყანაში.
ვიზალიბერალიზაციის დაკარგვა უკიდურეს მდგომარეობამდე მიიყვანს ბევრ ადამიანს ბევრი მიმართულებით. ვერ შეძლებენ მკურნალობას ევროპაში და თუ დაიწყებენ მკურნალობას, ვერ შეძლებს მკურნალობის ბოლომდე მიყვანას, პრობლემა იქნება ზუსტი დიაგნოსტირების, ბევრი სარისკო ოპერაციის წინაშე დადგებიან, რეაბილიტაციაზე აღარ ვლაპარაკობ საერთოდ.
ლეიკემიით და სხვა სიმსივნური დაავადებების მკურნალობა ხომ ისედაც პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში და ადამიანებს აღარ ექნებათ შესაძლებლობა ევროპაში ჩამოვიდნენ სამკურნალოდ.
უამრავი ადამიანი ვიცი, რომელიც მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ ევროპაში ჩამოვიდა სამკურნალოდ. სიმსივნურის გარდა, სხვა უამრავი დაავადება არსებობს, რომლის მკურნალობაზეც უბრალოდ აღარ ექნებათ წვდომა ადამიანებს.
ამ ყველაფერს დღეს გვაძლევს ევროპა და ახლა ვკარგავთ ერთი დიქტატორის ხუშტურის და რუსეთის გამო. თვალები უნდა გავახილოთ ყველამ და გავიაზროთ, რომ ევროპის გარეშე ვერ ვიქნებით დაცული საქართველოში.
შეიძლება ვიღაცას შენი გამოხედვა არ მოეწონოს და მარტო ამის გამო დაგიჭირონ, ან ერთი სიტყვის გამო მოგკლან. არაფერი უნდა გაგვიკვირდეს, რადგან სამართალი არ გვაქვს, სასამართლო აღარ არსებობს.
ქალზე ძალადობის პრობლემა ევროპაში ფაქტობრივად აღმოფხვრილია, მაქსიმალურად დაცულია ქალი ოჯახის წევრების ძალადობისგანაც და სხვა ტიპის ძალადობისგანაც, რადგან პრევენციული ზომები მუშაობს. ჩვენთან კი ყველა წითელი ხაზი გადაკვეთილია.
დაუცველი არიან ბავშვები და ხშირად განიცდიან ფსიქოლოგიურ წნეხს. მუდმივი სტრესის ქვეშ ყოფნა კი აავადებს ადამიანებს და თუ ასე დიდხანს გაგრძელდა, ფსიქოლოგიური განადგურებაც გვემუქრება?!
ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის დაკარგვა მძიმედ აისახება ჩვენზე, ემიგრანტებზეც, რადგან დავკარგავთ კავშირებს ოჯახებთან, ახლობელ ადამიანებთან. პრობლემები შეიქმნება ფულის გადარიცხვებშიც. 90-იანებშიც ემიგრაციამ შეინახა საქართველო და ახლაც ემიგრაცია ინახავს, მაგრამ ევროპას თუ დავშორდებით, ეკონომიკური ურთიერთობებიც გართულდება.
ქართველ ხალხს გენოციდისკენ მიაქანებს „ოცნების“ მთავრობა. პირადი გამდიდრების იქეთ არაფერი ამოძრავებთ, მიტაცებული აქვთ ქვეყანა.
ევროპაში ვარ ამდენი წელია და ვხედავ რას მაძლევს ის. ეკონომიკური სიკეთეების გარდა მაქვს ადამიანური სიმშვიდე, მყარად და დაცულად ვგრძნობ აქ თავს. ადამიანი ვერ განვითარდება თუ არ აქვს სტაბილურობის და დაცულობის შეგრძნება.
ამიტომ, ჩვენივე მომავლისთვის ჩვენვე უნდა ვიბრძოლოთ. ნუ დაველოდებით სხვას, რადგან მასე ველოდეთ ვიღაცებს და მივიღეთ ბიძინა.
ყველამ ვიპოვოთ საკუთარ თავში პასუხისმგებლობა, ჩვენი მომავალი ჩვენი გადასაწყვეტია. ინდივიდუალური პასუხისმგებლობებია საჭირო და მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ ჩვენი სახელმწიფოს დასაბრუნებლად“ – ამბობს მარი კაიშაური.
იგი ამბობს, რომ ემიგრანტები ცდილობენ ხმა მიაწვდინონ ევროპის პარლამენტს. არაერთი წერილით თუ პეტიციით მიმართეს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის მთავრობებს, ევროპარლამენტს და მოითხოვენ, სანქციები დაუწესონ ყველა იმ პირს, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას და აძლიერებს რუსულ რეჟიმს ქვეყანაში.
„პლატფორმა „ერთობის” ბორდის დამფუძნებელიც ვარ, ვთანამშრომლობ სხვადასხვა ემიგრანტულ ასოციაციებთან, ვცდილობთ ჩავშალოთ თემები და წინ წამოვწიო ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა. ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები დარღვეულია და ქვეყანა მიექანება დიქტატურისკენ.
მართალია, ივანიშვილი და მისი გარემოცვა ცდილობს ყველაფერი მიიტაცოს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ მიწას ხომ ვერ მიიბამენ სხეულზე? თუ მივაღწევთ იმას, რომ დავიბრუნოთ ქვეყანა, მიტაცებულ მიწა-წყალსაც დავიბრუნებთ. როცა კანონი იმუშავებს და სასამართლო სასამართლოს დაემსგავსება.
საქართველო ჩვენია, მოქალაქეების და არა ერთეულების. არც ივანიშვილის ბაღჩაა, საქართველო სახელმწიფოა და ხალხს გვეკუთვნის“- ამბობს მარი კაიშაური.
მისი თქმით, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში საქართველოში ჩამოსვლას უკვე ვეღარ ახერხებს, რადგან არ არის გამორიცხული რომ დააკავონ.
„თეა წულუკიანი რომ იყო სტრასბურგში, მაშინ აქ ემიგრანტებმა საკადრისი პასუხი გავეცით და არ მივეცით საშუალება თავისუფლად ესეირნათ ქუჩებში. ამის გამო, როგორც ვიცი, მიჩივის წულუკიანი და გამოძიებაც არის დაწყებული. რომ ჩამოვიდე, დარწმუნებული ვარ, დამაკავებენ.
თუმცა არ ვჩერდები, არც მე და არც სხვა ემიგრანტები და ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ აქედან რეჟიმის შესაცვლელად“- გვეუბნება მარი.
საუბარში მარი კაიშაური თვითმმართველობის არჩევნებსაც შეეხო. მისი თქმით, არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ ჩატარებული არჩევნებიც უკანონოა და მასში მონაწილეობა არავინ უნდა მიიღოს.
„თუ ვამბობთ, რომ არალეგიტიმური მთავრობა გვყავს და არ ვაღიარებთ, როგორ შეიძლება მათ მიერ ბაღის გახსნაც კი ლეგიტიმურად ჩავთვალოთ. როცა მათ მიერ ჩატარებულ არჩევნებში შედიხარ, გამოდის, მის აღიარებას უწყობ ხელს.
იმ ხალხს, ვინც არჩევნებში შედის, თუ ქართველობის ოდნავი ნაპერწკალი შერჩათ, მაინც უნდა დადგნენ ხალხის მხარეს და არჩევნებში მონაწილეობის მიუხედავად, გავიდნენ რუსთაველზე.
თუ ეს მომენტი გავუშვით, თუ დავკარგეთ ვიზალიბერალიზაცია, ალბათ საუკუნეები დაგვჭირდება იმისთვის, რომ უკან დავიბრუნოთ ჩვენი საქართველო.
ასმაგად ტრავმულია ჩემი აქ ყოფნა, როცა ვერ ვახერხებ ფიზიკურად მანდ ყოფნას, მაგრამ სულით მანდ ვარ და აქედან ვიბრძვი ჩემი ქვეყნის თავისუფლებისთვის“- ამბობს მარი კაიშაური.
უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მებრძოლებმა „როსგვარდიის“ პოდპოლკოვნიკი და კიდევ ორი ოკუპანტი გაანადგურეს – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახური ავრცელებს.
„2025 წლის 27 სექტემბერს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების სარდლობის კავკასიის განმათავისუფლებელი მოძრაობის მხარდაჭერით ჩატარებული წარმატებული ოპერაციის შედეგად, აგრესორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე – სტავროპოლის ოლქის ტამბუკანის დასახლებასთან ახლოს, სამი „როსგვარდიელი“ იქნა ლიკვიდირებული“ – წერს უკრაინის დაზვერვა.
ამავე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დაღუპულთა შორისაა რუსეთის ეროვნული გვარდიის პოდპოლკოვნიკი, რომელიც სპეცრაზმს, „ავანგარდის“ ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ასევე, ოფიცრის თანაშემწე და მძღოლი.
უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებული ვიდეოს თანახმად, ეს დისტანციურად აფეთქებული ასაფეთქებელი ნივთიერებებით მოხდა.
პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრის, გელა ხასაიას დაკავებას ციხიდან ეხმიანება ნიკა გვარამია, „ახალის“ ლიდერი. პოსტი მისი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
„გელა ხასაია გალელი ბიჭია, ნახევრად აფხაზი. სულ რამდენიმე წლის წინ გადმოვიდა სოხუმიდან ენგურის ხიდის გავლით საქართველოში.
ქართულად მოლაპარაკე გელა უბრალოდ არ დააყენეს სოხუმში, სწავლის და განვითარების საშუალება არ მისცეს და ბოლოს უსაფრთხოების პრობლემები შეუქმნეს.
თინეიჯერი იყო აქ რომ დაიწყო დამკვიდრება. არავინ იცოდა, თვითონაც არავის იცნობდა, ძალიან უჭირდა. დამკვიდრდა. ძალიან გაიზარდა ცოდნითაც და პიროვნულადაც. მე რომ მკითხო ერთ-ერთი საუკეთესო სპიკერია ახალგაზრდა პოლიტიკოსებში და მარტო ზურა და გირჩი კი არა, მთელი კოალიცია ვამაყობთ, რომ გელა გვყავს – გულანთებული ქართველი პატრიოტი, ერთადერთი ეთნიკური აფხაზი ქართულ პოლიტიკაში (ბოდიში თუ გამომრჩა ვინმე, უბრალოდ არ მახსენდება) და უშიშარი და დაუღალავი აქტივისტი.
აი, ეს გელა დააკავა წუხელ რეჟიმმა და ზუსტად ყველაფერი იმისთვის რაც ზემოთ დავწერე.
თავისუფლება გელას!
თავისუფლება ყველა პოლიტიკურ და სინდისის პატიმარს! ოლიგარქია უნდა დაემხოს!
p.s. კოალიციის ოთხივე ლიდერი ციხეში ვართ, ჩვენი საბა (სხვიტარიძე) მთლად წამების მსხვერპლია და ისიც ზის. აგერ ახლა გელაც. კი არ გვეზარება ან გვეშინია, მარა ვინმე დაგვიტოვეთ გარეთ, ქოცებო, რა ვიცი, ამბის მომტანი რომ გვყავდეს მაინც:)“ – წერს ნიკა გვარამია.
გელა ხასაია დააკავეს გუშინ, 29 სექტემბერს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 120-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. ეს მუხლი 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ხასაიას ადვოკატ ომარ ფურცელაძის განცხადებით, საქმე შეიძლება ეხებოდეს 1-ელ სექტემბერს თბილისში, სადგურის მოედანზე მომხდარ ინციდენტს, რომლის მონაწილეც ხასაია არ ყოფილა, თუმცა შეესწრო.
30 სექტემბერს, ღამით, უკრაინაში, სუმის ოლქში მდებარე სოფელ ჩერნეჩჩინაში საცხოვრებელ სახლზე რუსული დრონის დარტყმის შედეგად ორი ზრდასრული და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა.
ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს ოლქის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ გრიგოროვზე დაყრდნობით.
„ამ ღამეს მტერმა სოფელ ჩერნეჩჩინაში მდებარე საცხოვრებელი შენობა სადესანტო დრონით დაბომბა. სახლში ცხოვრობდა დაქორწინებული წყვილი ორი მცირეწლოვანი ბავშვით. სამწუხაროდ, ვერავინ შეძლო თავის დაღწევა“ – წერს გრიგოროვი ტელეგრამზე.
მისი თქმით, მაშველებმა ნანგრევებიდან ოთხი მსხვერპლის ცხედარი გამოიტანეს – მშობლების (35 და 26 წლის) და მათი 6 და 4 წლის ვაჟების.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 30 სექტემბრის ღამეს რუსეთი უკრაინას თავს დაესხა 65 „შაჰედის“, „გერბერას“ და სხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით.
„საიმისოდ, რომ წერა შეძლოს, ქალს უნდა ჰქონდეს ფული და საკუთარი ოთახი“ – წერდა დაახლოებით 100 წლის წინ ვირჯინია ვულფი. წერა ამ შემთხვევაში ნომინალურია. ქალებს საკუთარი მისწრაფებების განსახორციელებლად სჭირდებათ პირადი სივრცე და სახსრები. განსაკუთრებით მაშინ, როცა გეოგრაფიული მოცემულობა რთულია. ამ სტატიაში 2 ქალს გაგაცნობთ ხულოს მუნიციპალიტეტიდან, რომლებმაც გადაწყვიტეს სოფელში დარჩენა და ისეთი საქმეების წამოწყება, რაც მანამდე იქაურობას არ ახსოვდა.
პირველი ზეინაბ მეხეშიძეა. ის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგის პროფესიას ეუფლებოდა, იმავდროულად კი საკონდიტროში მუშაობდა. სწავლის დასრულების შემდეგ სწორედ ცხობის მიმართულებით დაინახა საკუთარი მომავალი და ახლა მას უკვე ხულოს ცენტრში კაფე და საკონდიტრო აქვს.
„სრულიად მარტომ, შიშველი ხელებით წამოვიწყე ეს საქმე. მცირედით დავიწყე, თუმცა, დღეისთვის, ვერ ვიტყვი, რომ მიღწეულით უკმაყოფილო ვარ. მე როცა გავხსენი საკონდიტრო, იმ დროისთვის აქ, სიახლოვეში არსად არ იყო ასე ოფიციალური სახით სივრცე, სადაც მომსახურება, ტორტი, ყავა იქნებოდა. 2016 წლიდან ვმუშაობ ხულოს რაიონში და სულ ვფიქრობ განვითარებაზე, მინდა, რომ უკეთესი იყოს მომავალი ჩემი ბიზნესისთვის.
სოფლად მცხოვრებ ქალებს ნამდვილად სჭირდებათ მხარდაჭერა. თითქოს მაღალმთიან აჭარაში რაღაცნაირი შეზღუდვებია ქალების მუშაობასთან დაკავშირებით, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად აქაური ქალები მაინც აქტიურები არიან.
მე როცა მოვისურვე, მხარდაჭერაც გამოჩნდა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ისე სხვადასხვა უწყებიდან, იქნებოდა ეს ფინანსური თუ სხვა ტიპის თანადგომა.
შიდა მიგრაციის ფონზე ეს განსაკუთრებით დასაფასებელია.
ზეინაბ მეხეშიძე
ხალხისგან იცლება სოფელი, თუმცა ჩვენ მაინც შემოვრჩით და ვცდილობთ რაღაც გავაკეთოთ. არის სხვადასხვა საგრანტო პროგრამა, რაც ქალმა და არამარტო ქალმა შეიძლება გამოიყენოს, თუ აქვს სურვილი დაიწყოს ან განავითაროს არსებული ბიზნესი.
„გამოცხადდა საგრანტო კონკურსი, რომელშიც მივიღე მონაწილეობა. კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ ფინანსური მხარდაჭერით, შევიძინე მაცივარი. ყველა ბიზნესს სჭირდება წლების განმავლობაში გადაიარაღება, ინვენტარის შეძენა და ეს იყო უნიკალური შანსი მეწარმეებისთვის, ვისაც სჭირდებოდა ინვენტარის შეძენა და მე გამოვიყენე ეს შანსი“ – ამბობს ზეინაბი
ზეინაბის საკონდიტროდან არც ისე შორს, ხულოს ცენტრში, „ამილონას ესთეტიკურ ცენტრსაც“ ნახავთ. ამილონა დეკანაძემ სურვილი, ადგილობრივ ქალების გარეგნობაზე ეზრუნა, 2021 წლიდან რეალობად აქცია.
„სამწუხაროდ, ჩვენი ქალები საკუთარი თავისთვის ძალიან ძნელად იცლიან. მოგეხსენებათ, სოფლის ცხოვრება, მესაქონლეობა უფრო დიდ დროს ართმევს მათ, ვიდრე ვთქვათ ქალაქში მცხოვრებ ქალებს. ამიტომ გამიჩნდა იდეა, პირველ რიგში საკუთარი თავის და შემდეგ უკვე თანასოფლელი ქალებისთვის, რომ აქვე, ხულოში გამეხსნა ესთეტიკის ცენტრი. შევიძინეთ აპარატები და ვემსახურებით ჩვენი და შუახევის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს.
გეოგრაფიული მოცემულობიდან გამომდინარე, ზამთარში ხშირად გზა არ არის, რთულია ქალაქში წასვლა პროცედურების ჩასატარებლად, ამიტომ გახდა პრიორიტეტული ჩემთვის მსგავსი სერვისის შექმნა ხულოში.
2021 წლიდან ვმუშაობთ, ვეძებთ ინოვაციებს, ახალი აპარატები მოგვაქვს და ვთავაზობთ მომხმარებლებს. ამჟამად 8 ადამიანი გვყავს დასაქმებული, რაც ნიშნავს, რომ რვა ოჯახის სოფლად დარჩენას შევუწყვეთ ხელი. სექტემბრიდან ვგეგმავთ მოსწავლეების მიღებასაც, რომლებსაც ადგილზე შევასწავლით საქმეს.
სამწუხაროდ, სოფელი ბევრმა ქალმა დატოვა იმის გამო, რომ ვერ მოახერხეს ჩვენს მუნიციპალიტეტში თვითრეალიზაცია და ახლა უწევთ ქალაქში იმ საქმის კეთება, რომელიც არ უნდათ, არ მოსწონთ… მაგრამ ხომ უნდა იარსებონ? სხვა რა გზა აქვთ.
ამილონა დეკანაძე
2024 წელს „ქალთა ოთახის“ დახმარებით “აჭარისწყალი ჯორჯიასგან” მივიღეთ დაფინანსება და შევიძინეთ ულთერაპიის აპარატი, რომელიც არაინვაზიური მეთოდით ასწორებ სახეზე ნაოჭებს“ – ამბობს ამილონა დეკანაძე.
მასთან ქალებს შეუძლიათ ისეთი პროცედურების ჩატარება, როგორიცაა: ეპილაცია, კრიოლიპოლიზი, კავიტაცია, RF ლიფტინგი, სახის ზედაპირული და ღრმა წმენდა და სხვა.
კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ წლებია მხარს უჭერს ქალი მეწარმეების განვითარებას მაღალმთიანი აჭარის რეგიონში, აფინანსებს მათ წამოწყებებს და ეხმარება არსებული ბიზნესის განვითარებაში.
ენერგო კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებთან ერთად უკვე მესამე წელია აფინანსებს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამას და ამ დროის განმავლობაში, ჯამში 31 პროექტის თანადამფინანსებელია. კომპანიისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება ადგილობრივი ქალების წახალისება და მათი ეკონომიკური გაძლიერებაა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 სექტემბრის 21 საათიდან 1-ელი ოქტომბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, ღამით – ყველგან, დღისით კი ზოგან წვიმა.
იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:
დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
ღამით: 11 – 16 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა კი +21 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 2-3 ოქტომბერს მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 110 560 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +970. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 222 ერთეული [+4]
ჯავშანტექნიკა – 23 291 ერთეული [+1]
საარტილერიო სისტემა – 33 311 ერთეული [+27]
MLRS – 1 505 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 224 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 427 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 346 ერთეული [+1]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 65 301 ერთეული [+301]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 790 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 63 241 ერთეული [+90]
სპეცტექნიკა – 3 979 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
667 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
87 405 უპილოტო საფრენი აპარატი
631 საზენიტო სარაკეტო სისტემა
25 304 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 592 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
30 078 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
42 941 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
დღეს, 29 სექტემბერს, სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შემოდგომის სესიის გახსნაზე დაასახელეს ვაცლავ ჰაველის პრემიის ლაურეატი. ჰაველის პრემია 2025 წელს გადაეცა უკრაინელ ჟურნალისტს, მაქსიმ ბუტკევიჩს, რომელმაც ორ წელიწადზე მეტი გაატარა რუსების პატიმრობაში, სანამ 2024 წლის ოქტომბერში ტყვეთა გაცვლის დროს გაათავისუფლებდნენ.
მაქსიმ ბუტკევიჩთან ერთად ჰაველის პრემიის ფინალისტთა სიაში იყვნენ მზია ამაღლობელი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ულვი ჰასანლი.
მზია ამაღლობელს სტრასბურგში მისი ადვოკატი და უფლებადამცველი, მაია მწარიაშვილი წარმოადგენდა, რომელმაც ასამბლეაზე გამართულ ცერემონიაზე მზია ამაღლობელის გზავნილი წაიკითხა და მიმართა ასამბლეას:
„ვაცლავ ჰაველის სახელობის პრიზის ნომინანტებს შორის დასახელება უდიდესი პატივია, პატივი მორალური გამბედაობისთვის, სიმართლისთვის, წინააღმდეგობის ძალისთვის, მაგრამ ის ასევე არის სიგნალი, საგანგაშო სიგნალი, რომ ჩემს ქვეყანაში, მზიას ქვეყანაში, ყველაფერი რიგზე არ არის. უფრო სწორად, კი ძალიან ცუდად არის.
დღეს, 50 წლის ასაკში, მზია საკუთარ ქვეყანაში სინდისის პატიმარია. ის, ამავდროულად პოლიტიკური დევნის ობიექტიცაა.
მან არ დაიბრალა, რაც არ ჩაუდენია.
მან არ მიიღო შეთავაზება საპროცესო შეთანხმებაზე, თავისუფლების სანაცვლოდ.
მან თქვა, რომ არ ითამაშებდა რეჟიმის წესებით და არც ითამაშა.
მზიას საქმის დამკვეთებმა და შემსრულებლებმა სცადეს, ის ექციათ სიჩუმის, მორჩილებისა და სინანულის სიმბოლოდ, მაგრამ ის იქცა სიმამაცის ხმად.
მზიას ბრძოლა განასახიერებს ბრძოლას იმ ინსტრუმენტებით, რომლებიც თავისუფალ საზოგადოებას აყალიბებს: ესაა სიტყვა, საჯაროობა, პრინციპულობა, კანონის წინაშე თანასწორობა და კანონისადმი მორჩილება, მაგრამ არა შეგუება უსამართლობასთან.
პატივცემულო ასამბლეის წევრებო,
გთხოვთ, არ დაივიწყოთ, რომ მზია კვლავ უკანონო პატიმარია, უფრო სწორად კი მძევალია. მას თითქმის სრულად აქვს დაკარგული მხედველობა. დღეში მხოლოდ რამდენიმე გვერდის წაკითხვა შეუძლია, ამიტომ ძირითადად წერს“ – განაცხადა მაია მწარიაშვილმა.
„ვიდრე მზიას ხმა ამ დარბაზსა და სხვა დარბაზებში გაისმის, კვლავაც არსებობს იმედი იმისა, რომ ციხე არ გახდება ის ადგილი, სადაც მზიასა და სხვების ხმას დაადუმებენ.
თუმცა, თუკი დადუმდება სასამართლო დარბაზები, თუკი გაქრება კრიტიკული მედია, თუკი დამოუკიდებელი ადვოკატები და უფლებადამცველები აღარ იარსებებენ და თუკი მათ, ვინც მიიღო გადაწყვეტილება მზიას საპატიმროში გამოკეტვის შესახებ, ირწმუნეს, რომ ცივილიზებული მსოფლიო მათ თვალს არ ადევნებს, და მართლმსაჯულების გამრუდება დაუსჯელია, მაშინ ვშიშობ, ციხე იქცევა იმ ადგილად, საიდანაც აქ, ევროპაში ხმა ვეღარ მოაღწევს.
არ დაუშვათ ეს“.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 261 დღეა უკანონო პატიმარია.
„ფიშერის განცხადებები გულზე ხვდებათ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს. მეორე მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება გრძნობს გერმანიის ძლიერ მხარდაჭერას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ჩვენ ამ სიტუაციაში და ამ დაპირისპირებაში არ ვართ მიტოვებული „ქართული ოცნების“ ამარა და რომ ქართველ ხალხს, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, ჰყავს ძალიან ძლიერი მოკავშირე და ისტორიული, ტრადიციული მეგობარი გერმანიის სახით,“ – ამბობს ანალიტიკოსი ზაალ ანდრონიკაშვილი. მას ვესაუბრეთ თემაზე – რატომ ესხმის თავს „ქართული ოცნება“ გერმანიის ელჩს.
რატომ არის პეტერ ფიშერი „ოცნების“ განსაკუთრებული სამიზნე? – პოლიტიკის ანალიტიკოსის აზრით, „ოცნება“ მოქმედებს რუსეთის დაკვეთით და აკეთებს ყველაფერს, რომ საქართველოს ევროპაში მეგობრები აღარ ჰყავდეს.
ზაალ ანდრონიკაშვილის დაკვირვებით, მნიშვნელოვანია ელჩის, პეტერ ფიშერის პერსონალური გამბედაობა, თუმცა „ეს არის პირდაპირი გამოხატულება გერმანიის საგარეო პოლიტიკისა საქართველოს მიმართ… პეტერ ფიშერის ზურგს უკან დგას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, გერმანიის საგარეო პოლიტიკა – სრულიად გამიზნული და მიზანდასახული,“ – ამბობს ზაალ ანდრონიკაშვილი.
ბატონო ზაალ, თქვენი აზრით, რატომაა გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი „ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის განსაკუთრებული სამიზნე? 28 სექტემბერს თბილისში გაიმართა უშუალოდ ელჩის მხარდასაჭერი და ქართულ-გერმანული მეგობრობის მარში.
მინდა სრული სოლიდარობა გამოვუცხადო მარშს და გერმანიის ელჩს, რომელიც მართლა ძალიან დიდ საქმეს აკეთებს და ძალიან დიდ მეგობრობას უწევს საქართველოს, განსაკუთრებით ამ ძალიან რთულ პერიოდში.
„ქართული ოცნების“ რამდენიმე ფიგურა, როგორც იცით, გერმანიასთან არის დაკავშირებული, მათ დაიცვეს დისერტაციები გერმანიაში და, როგორც ჩანს, ჰქონდათ ამის იმედი, რომ შეძლებდნენ გერმანია დაერწმუნებინათ თავიანთი პოლიტიკური კურსის სისწორეში.
ალბათ გემახსოვრებათ კობახიძის ვიზიტი გერმანიაში, როდესაც ის ჯერ კიდევ 2 წლის წინ ცდილობდა დაერწმუნებინა მაშინდელი კანცლერი იმაში, რომ ე.წ. კანონი გამჭვირვალობის შესახებ, რომელიც გერმანიასაც მიაჩნდა არამართებულად, თითქოს არანაირ საფრთხეს არ უქმნიდა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, მაგრამ გერმანიის ამაში დარწმუნება კობახიძემ ვერ შეძლო.
გემახსოვრებათ ისიც, რომ მკვეთრად შეიცვალა საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის დამოკიდებულება გერმანიის მიმართ. დაიწყო თავდასხმები გერმანიის ელჩზეც და ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ რამდენჯერმე უწოდა გერმანიის ელჩს საქართველოში „ეგრეთ წოდებული ელჩი“.
არამეგობრული ნაბიჯებისა და ძალიან არამეგობრული რიტორიკის მთელი კასკადი, როგორც „ქართული ოცნების“ წამყვანი პოლიტიკური ფიგურებისგან, ასევე, შედარებით მეორე რანგის პოლიტიკოსების მხრიდანაც დამთავრდა იმით, რომ გერმანიის ელჩი დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ზაალ ანდრონიკაშვილი
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია ამასთან დაკავშირებით – ეს არის არამეგობრული ნაბიჯი, ანუ ეს არის დიპლომატიურ ენაზე სანქცია, რომელიც მიმართულია, როგორც წესი, არამეგობრულად განწყობილი ქვეყნების მიმართ. შესაბამისად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს შეაფასა, როგორც არამეგობრული ნაბიჯი გერმანიის მიმართ და ამავდროულად სრული მხარდაჭერა გამოუცხადა გერმანიის ელჩს.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო სამთავრობო პარტია „ქართული ოცნების“ სტაბილურად აგრესიული რიტორიკა საქართველოში გერმანიის ელჩის მიმართ. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ ელჩი წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას და ის ვენის კონვენციასთან სრულ შესაბამისობაში მოქმედებს.
ევროკავშირის ელჩის მიმართაც კეთდება „ქართული ოცნების“ მხრიდან მსგავსი განცხადებები, ასევე ბრიტანეთის ელჩის მიმართ, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ მნიშვნელოვანი ქვეყანაა და ისიც დაიბარეს საგარეო უწყებაში…
ეს ნაბიჯები პირდაპირი გამოხატულებაა „ქართული ოცნების“ ანტიევროპული პოლიტიკისა. ჩვენ არ უნდა შევაფასოთ ეს, როგორც მათი პოლიტიკის მარცხი ან ჩავარდნა, არამედ პირდაპირ შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული პოლიტიკა – საქართველო მთლიანად მოსწყვიტოს ევროპას.
ევროპულ ქვეყნებს შორის განსაკუთრებული სამიზნე არიან „ოცნებისთვის“ გერმანიის და ევროკავშირის ელჩები, ასევე საფრანგეთის უკვე ყოფილი ელჩი. ეს პირდაპირ უკავშირდება ამ ელჩების ძალიან მწვავე შეფასებებს „ოცნების“ მიმართ?
რა თქმა უნდა. ვიცით, რომ გერმანია და საფრანგეთი წამყვანი ქვეყნები არიან ევროკავშირში და მათი პოლიტიკა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას. ამიტომაც, არ არის გასაკვირი, რომ სწორედ ეს საელჩოები და განსაკუთრებით გერმანიის საელჩო ხდება ამ განცხადებების სამიზნე.
ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ გერმანიის ელჩი საქართველოში, ბატონი პეტერ ფიშერი ძალიან აქტიური ელჩია. ის ძალიან მკაფიოდ აფიქსირებს ხოლმე თავის პოზიციებს, სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესებსაც ესწრება, გერმანიის ელჩის განცხადებები „ქართული ოცნების“ გაღიზიანებას იწვევს და „ოცნება“ არც მალავს ამ გაღიზიანებას. ისინი სრულიად აბსურდულად, ელჩს ბრალს სდებენ ვენის კონვენციის დარღვევაში.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს სრული აბსურდია – არანაირი ვენის კონვენციის დარღვევა ეს არ არის და ელჩი სრულიად არის უფლებამოსილი, მაგალითად, შეხვდეს, როგორც მთავრობის, ისევე ოპოზიციის წარმომადგენლებს.
ეს პოლიტიკა მთლიანად არის მიმართული იქითკენ, რომ საქართველო მაქსიმალურად დააშორონ ევროკავშირს.
პერსონალური მომენტიც, რა თქმა უნდა, რაღაც დოზით გასათვალისწინებელია, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ გასულ წლებში გერმანიას ჰყავდა ელჩები, რომლებიც ძალიან მეგობრულად იყვნენ განწყობილნი საქართველოს მთავრობის მიმართ და „ქართული ოცნების“ მიმართ.
თუმცა ძალიან მკაფიოდ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ყოველგვარი პერსონალიზაციის მიღმა გერმანიის საგარეო პოლიტიკა ყოველთვის არის ძალიან ფრთხილი, მაქსიმალურად ფრთხილი და ის, რომ გერმანიის ელჩი იქცევა ისე, როგორც იქცევა, ეს არის პირდაპირი გამოხატულება გერმანიის საგარეო პოლიტიკისა საქართველოს მიმართ. ანუ საგარეო საქმეთა სამინისტროს მყარი, აბსოლუტურად ურყევი მხარდაჭერის გარეშე დიდი ალბათობით გერმანიის ელჩი ამ ნაბიჯებს არ გადადგამდა. არავის არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ეს არის ელჩის პირადი ინიციატივა. ეს არის გერმანიის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც წარმოადგენს საქართველოში დღეს ელჩი – პეტერ ფიშერი და მის ზურგს უკან დგას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, გერმანიის საგარეო პოლიტიკა – სრულიად გამიზნული და მიზანდასახული.
რა როლი შეიძინა, თქვენი დაკვირვებით, გერმანიის ელჩის შეფასებებმა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში?
ცხადია, რომ ფიშერის განცხადებები ძალიან ნეგატიურად ხვდება გულზე „ქართულ ოცნებას“ და მის წარმომადგენლებს. მეორე მხრივ, ასე ვთქვათ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება გრძნობს გერმანიის ძლიერ მხარდაჭერას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ სიტუაციაში და ამ დაპირისპირებაში არ ვართ მიტოვებული „ქართული ოცნების“ ამარა და რომ ქართველ ხალხს, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, ჰყავს ძალიან ძლიერი მოკავშირე და ისტორიული, ტრადიციული მეგობარი გერმანიის სახით.
ივანიშვილი რა გათვლით მოქმედებს ამ დროს, როცა ის თავს ესხმის გერმანიის ელჩს?
ეს სრულიად მიზანმიმართული პოლიტიკაა „ქართული ოცნების“ და ამ პოლიტიკის მიზანია საქართველო მაქსიმალურად ჩამოაშოროს ევროკავშირს, მთლიანად დაუხუროს მას ევროპული პერსპექტივა. ეს ძალიან ნათლად ამოსაცნობი მიზანია, თუ შევხედავთ „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯს, იქნება ეს შიდა თუ საგარეო პოლიტიკაში.
მაგრამ საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობის დაკვეთა არის ევროინტეგრაცია და ეს კარგად იცის ივანიშვილმაც. სავარაუდოდ ამიტომაც ჯერ კიდევ ანტიდასავლური რიტორიკით გამორჩეული „ოცნება“ ვერ ამბობს ღიად, რომ საქართველომ ევროპულ ინტეგრაციაზე აღარ უნდა იფიქროს.
დიახ, პირდაპირ ამას ვერ ამბობს, ჯერჯერობით რიტორიკის დონეზე არის ლაპარაკი იმაზე, რომ აი, ჩვენ გვინდა ევროპა, ოღონდ ჩვენ გვინდა ისეთი ევროპა, რომელიც ჯერ არ არის…
პრაქტიკულ დონეზე კი, „ოცნების“ ყველა ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ საქართველო ევროპულ გზას დაშორდეს.
ევროპასთან ურთიერთობის გაწყვეტა ხდება არა ერთი ძლიერი დარტყმით – როგორც ეს იყო, მაგალითად, უკრაინაში იანუკოვიჩის დროს – იმიტომ რომ იციან, ამან შეიძლება გამოიწვიოს ძალიან მძაფრი რეაქცია, არამედ ეს ხდება პატარ-პატარა ნაბიჯებით, მათ შორის ასეთი ნაბიჯებით, რაც არის ელჩებზე თავდასხმა.
„ქართულ ოცნებას“ ასევე აქვს გათვლა, რომ ევროპასთან დაშორება გაასაღოს ისე, თითქოს ეს ევროკავშირის გადაწყვეტილებაა და არა საქართველოს.
„ოცნება“ ამ ეტაპზე ცდილობს, გერმანიის და ევროკავშირის ელჩები წარმოადგინოს, როგორც „რადიკალური დღის წესრიგის“ წამხალისებლები. ეს რაზე მიუთითებს?
ეს სუფთა რუსული ნარატივია. ეს არის ის, რასაც ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და რაც ახლაც თქვა გაეროში ლავროვმა. რუსული საინფორმაციო და პროპაგანდისტული არხებიდან გვესმის მუდმივად, რომ რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე, არ არის რუსეთის ბრალი, არამედ არის ევროკავშირის ბრალი, რომ თურმე რუსული სამხედრო თვითმფრინავების შეფრენა ევროკავშირის ტერიტორიაზე და ევროკავშირის მხრიდან მათი ჩამოგდების მუქარა, არის ესკალაცია არა რუსეთის მხრიდან, არამედ ევროკავშირის მხრიდან.
პირდაპირ ვხედავთ, რომ გადაბრალება ევროპაზე, ევროკავშირზე რადიკალიზმისა და რაღაც არამეგობრული ნაბიჯებისა – ეს არის რუსული საინფორმაციო სტრატეგიის ნაწილი, რომელსაც ახორციელებს „ქართული ოცნება“.
თქვენი აზრით, ევროპული სახელმწიფოების ელჩებზე თავდასხმაც რუსეთის მითითებით ხდება?
დიდი ალბათობით, ასეა.
პრინციპში ყველაფერი მიგვანიშნებს იმაზე, რომ საქართველო მოქმედებს დიდი რუსული ჩარჩოს შიგნით.
ყველაფერი, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, არის მიმართული იმაზე, რაც აწყობს რუსეთს და არის მიმართული საქართველოს სუვერენული ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ, რომელშიც პირდაპირ არის ჩაწერილი ევროინტეგრაცია და ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
რას ნიშნავს საქართველოსთვის გერმანიასთან ურთიერთობის გაფუჭება და რა შანსია უკვე დაზიანებული ურთიერთობის გამოსწორების?
ეს ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილის რეჟიმი პირდაპირ ჭრის იმ ტოტს, რომელზეც ჩვენ ვსხედვართ.
ივანიშვილი გვაშორებს ჩვენს მეგობრებს და ცდილობს, დაგვაახლოვოს საქართველოს მტრებთან. აი, ეს ემუქრება საქართველოს.
საქართველო იქნება ქვეყანა, რომელსაც აღარ ეყოლება მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები.
გერმანია პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც აღიარა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918 წელს, გერმანია იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა მეორე რესპუბლიკის დროს. გერმანიაზე მყარი და ერთგული პარტნიორი საქართველოს არ ჰყოლია. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსება 1918 წელს, პირდაპირ არის დაკავშირებული მაშინდელი გერმანიის მხარდაჭერასთან.
გერმანია არის ჩვენი საკვანძო პარტნიორი ევროკავშირში და, რა თქმა უნდა, მასთან ურთიერთობის გაფუჭება საქართველოსთვის არის უკიდურესად საზიანო.
ყველამ, ვინც ლაპარაკობს გერმანიის სახელით, არაერთხელ და ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა თავისი მხარდაჭერა ქართველი ხალხის და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მიმართ. გასაგებია ცალსახად, რაზეა ლაპარაკი: ვის უჭერს მხარს გერმანია და ვის – არა.
ის, რომ ქართველი ხალხი იბრძვის და არ ნებდება, იბრძვის თავისი ევროპული მომავლისთვის, ეს, რა თქმა უნდა, აძლევს საფუძველს და ენერგიას ჩვენს მეგობრებს ევროკავშირში, რომ უჭერდნენ მხარს ქართველ ხალხს. არავინ რომ ხმას არ იღებდეს, გერმანიის და ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა უკვე სხვაგვარი იქნებოდა. ისინი ჩათვლიდნენ, რომ ქართველი ხალხიც ეთანხმება მთავრობას, რომელიც ახლა ჰყავს და მის საგარეო კურსს.
მაგრამ რადგანაც ეს პროტესტი არსებობს, რადგანაც არსებობს ისეთი ხალხი, როგორიც არის მზია ამაღლობელი, რომელიც სრულიად უსამართლოდ ზის ციხეში, ციხეში არიან სინდისის სხვა პატიმრები, ეს ყველაფერი აძლევს საფუძველს ევროკავშირის ქვეყნებს და კონკრეტულად გერმანიას, რომ მხარი დაუჭიროს ამ ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან საქართველოს ევროპული მომავლისა და დემოკრატიისთვის.
გერმანია ყოველთვის მზად არის, სრულიად აღადგინოს ურთიერთობები საქართველოსთან. როგორც კი საქართველოს პოლიტიკა შეიცვლება, იმ წუთასვე საქართველოს კვლავ გაეხსნება ევროპული პერსპექტივა და გერმანია, როგორც ახლა, დარჩება საქართველოს და ქართველი ხალხის მეგობრად.
პეტერ ფიშერი, გერმანიის ელჩი საქართველოში, მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც გუშინ, 28 სექტემბერს, „ქართულ-გერმანული მეგობრობის“ მარშში მონაწილეობდნენ. მსვლელობა პეტერ ფიშერის მხარდასაჭერად გაიმართა.
„დიდი პატივისცემა და მადლობა ყველას, ვინც გუშინ ღამით თბილისში გამოვიდა, რათა მადლიერება გამოეხატა გერმანიის მიმართ და სოლიდარობა – ჩემ მიმართ.
მადლობა უცხოელ დიპლომატებზე თავდასხმების შეწყვეტის მოთხოვნისა და დემოკრატიისა და ევროპული გზის განვითარებაში ჩვენი წვლილის აღიარებისთვის. ევროკავშირი უხმობს საქართველოს. გერმანია და ევროკავშირი ამისთვისაა აქ“ – წერს პეტერ ფიშერი, გერმანიის ელჩი საქართველოში X-ზე.
გერმანიის ელჩი საქართველოში უკვე რამდენიმე თვეა „ოცნების“ მთავრობის თავდასხმის სამიზნეა.
24 სექტემბერს პეტერ ფიშერი საქართველოს საგარეო უწყებაშიც კი დაიბარეს.
„ქართული ოცნება“ საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ელჩებს ვენის კონვენციის დარღვევაში, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასა და „რადიკალური დღის წესრიგის წახალისებაში“ ადანაშაულებს, რასაც დიპლომატები უარყოფენ და „ოცნებას“ ადანაშაულებენ დეზინფორმაციული ნარატივის გატარებაში.
იმავე დღეს, 24 სექტემბერს, ელჩის დაბარებას საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოეხმაურა გერმანიის მთავრობა.
„ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან აგრესიულ რიტორიკას საქართველოში გერმანიის ელჩის მიმართ და მის უსაფუძვლო დაბარებას. ელჩი წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას და მოქმედებს ვენის კონვენციის სრული დაცვით“, — ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთის ბოლოდროინდელი საჰაერო პროვოკაციები არის არა დამთხვევების სერია, არამედ საერთო სქემის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს საჰაერო სივრცის და, ზოგადად, ნატოს ქვეყნების მზადყოფნის შემოწმებას – განაცხადა 29 სექტემბერს, ვარშავაში „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნებისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა.
ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
„რუსეთს სურს ჩვენი სიმტკიცის გამოცდა და შფოთვის დათესვა. ეს საშიშია და საჭიროა მკაფიო და ერთსულოვანი პასუხი“ – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი „ყოველთვის ფხიზლადაა, მზადაა მოქმედებისთვის და იცავს თავისი ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს“.
ვადეფულმა მოკავშირეებს მოუწოდა დრონების საწინააღმდეგო ზომების შემუშავების, საფრთხეებზე უფრო სწრაფი რეაგირების და ალიანსის ფარგლებში უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ევროპის დასაცავად“, – განაცხადა მინისტრმა.
„დოიჩე ველე“ მიუთითებს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ევროპაში გახშირდა ინციდენტები რუსული დრონებისა და ნატოს საჰაერო სივრცეში შეჭრილი თვითმფრინავების მონაწილეობით. ორი კვირის წინ, პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონები შეიჭრა, რომელთაგან ზოგიერთი ალიანსის ძალებმა ჩამოაგდეს. მსგავსი ინციდენტები დაფიქსირდა რუმინეთში.
დანიასა და ნორვეგიაში ბოლო დღეებში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია აეროპორტებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის თავზე დრონების ფრენების შესახებ.
ასევე, ესტონეთმა რუსული გამანადგურებლების მიერ მისი საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ განაცხადა.
ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ეს ქმედებები მოსკოვის პროვოკაციებად შეაფასა. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს.
დღეს, 29 სექტემბერს, სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეის შემოდგომის სესიის გახსნაზე დაასახელეს ვაცლავ ჰაველის პრემიის ლაურეატი.
ჰაველის პრემია 2025 წელს გადაეცა უკრაინელ ჟურნალისტს, მაქსიმ ბუტკევიჩს, ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის „ზმინასა“ და „ჰრომადსკე რადიოს“ თანადამფუძნებელს, პაციფისტს, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოხალისედ ჩაეწერა და ქვეყნის დასაცავად იბრძოდა, სანამ ტყვედ არ ჩავარდა. მან ორ წელზე მეტი გაატარა რუსების პატიმრობაში, სანამ 2024 წლის ოქტომბერში ტყვეთა გაცვლის დროს გაათავისუფლებდნენ.
მაქსიმ ბუტკევიჩთან ერთად ფინალისტთა სიაში იყვნენ მზია ამაღლობელი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ულვი ჰასანლი.
მზია ამაღლობელს სტრასბურგში მისი ადვოკატი და უფლებადამცველი, მაია მწარიაშვილი წარმოადგენდა, რომელმაც ასამბლეაზე გამართულ ცერემონიაზე მზია ამაღლობელის გზავნილი წაიკითხა.
„თავისუფლების, დემოკრატიის გზაზე მიმავალს, იშვიათად მიმაჩნდა რამე შეუძლებელი…
თუმცა წარმოუდგენლად ემოციურია და დღემდე მიჭირს იმის დაჯერება, რომ ჩემი სახელი და გვარიც არის „ჰაველის“ ჯილდოს ნომინანტებში.
ყოველთვის აღფრთოვანებული და შთაგონებული ვიყავი იმ აზერბაიჯანელი ჟურნალისტებით, რომლებიც დევნის მიუხედავად რჩებოდნენ სამშობლოში და აგრძელებდნენ პროფესიულ საქმიანობას. ჩემი პატივისცემა ულვი ჰასანლის შეუვალობას.
სოციალურ მედია X-ზე, ჩემს ქავერზე დღემდე უნდა იყოს ფოტო, წარწერით – „იყავი ისეთი მამაცი, როგორიც უკრაინაა“. მაქსიმ ბუტკევიჩს მინდა ვუთხრა, რომ გულწრფელად მჯერა უკრაინის გამარჯვების.
ეს ნომინაცია არ არის მხოლოდ ჩემი. მე მას ვიღებ ჩემი კოლეგების სახელით, იმ ჟურნალისტების სახელით, რომლებიც დამოუკიდებელ, კრიტიკულ მედიაში მუშაობენ.
საქართველოში ჟურნალისტად ყოფნა დღეს მსხვერპლის გაღებას ნიშნავს.
ჩემს კოლეგებს მტრულ და საფრთხისშემცველ გარემოში უწევთ ყოველდღიურად მუშაობა. მათ დევნიან, აშანტაჟებენ, ავიწროებენ, მიზანმიმართულად ესხმიან თავს და ფიზიკურად უსწორდებიან.
ერთპარტიულმა „ქართული ოცნების“ პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაგვიმტკიცა „რუსული კანონები“, რითაც სიტყვის თავისუფლება პრაქტიკულად აკრძალა, ხოლო საგრანტო ინვესტიციების მოზიდვა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, აგენტობას და ღალატს გაუთანაბრა – ზუსტად ისე, როგორც ეს რუსეთში მოხდა.
დღეს ჩემს სამშობლოში, საქართველოში, ხელისუფლება მიტაცებული აქვს რუსული ინტერესების გამტარ რეჟიმს. დღეს ქვეყანას 60-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს – მსახიობი, პოეტი, მასწავლებელი, კომიკოსი, სტუდენტი, ჟურნალისტი.
თუმცა ქართველები ვაგრძელებთ ევროპული მომავლისთვის ბრძოლას.
300 დღეზე მეტია ჩემი ქვეყნის მოქალაქეები ქუჩაში უწყვეტ პროტესტს მართავენ, რადგან ჩვენ, ქართველებს გვჯერა, რომ დემოკრატიული ღირებულებების გარანტი ევროკავშირია.
ჩვენ თქვენს გვერდით ვხედავთ ჩვენს თავს, ამიტომ მინდა გთხოვოთ – მანამ, სანამ გვიანი არ არის, ნუ დაგვტოვებთ რუსეთთან პირისპირ და მარტო!
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს, რომლის პროევროპულმა პარტიამ არჩევნებზე, წინასწარი შედეგების თანახმად, ხმების 50.14% მიიღო.
„ბრავო! თქვენი გამარჯვება საუკეთესო ამბავია ევროპისთვის, დემოკრატიისთვის და ძლიერი პასუხია რუსეთისა და მისი ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ.
პროევროპული საქართველო თქვენ გვერდით დგას და მისი წინააღმდეგობა რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ ურყევია“ – წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.
წინასწარი შედეგებით, სანდუს „მოქმედების და სოლიდარობის პარტიამ“ ხმების 50.14 % მიიღო, პრორუსულმა კოალიცია „პატრიოტულმა ბლოკმა“ კი – 24.19%. დათვლილია ხმების 99.87% ამ შედეგების მიხედვით, სანდუს პარტია პარლამენტში უმრავლესობას შეინარჩუნებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 29 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 109 590 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 080. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 218 ერთეული [+7]
ჯავშანტექნიკა – 23 290 ერთეული [+0]
საარტილერიო სისტემა – 33 284 ერთეული [+53]
MLRS – 1 504 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 224 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 427 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 345 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 65 002 ერთეული [+617]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 790 ერთეული [+43]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 63 151 ერთეული [+111]
სპეცტექნიკა – 3 979 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 29 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
667 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
87 277 უპილოტო საფრენი აპარატი
631 საზენიტო სარაკეტო სისტემა
25 291 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 592 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
30 044 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
42 869 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში წყალდიდობის შედეგად რამდენიმე სოფელი მთლიანად დაიტბორა. როგორც ადგილობრივმა მოსახლემ „ბათუმელებს“ უთხრა, ყველაზე მძიმე მდგომარეობაა სოფლებში – უზუნთალაში, კაბალსა და განჯალოში.
ფერი აღაჯანოვა სოფელ უზანთალაში ცხოვრობს. ის გვიყვება, რომ წყალმა სახლებში შეაღწია, რის შედეგადაც მოსახლეობას ფქვილი და სხვა საკვები პროდუქტები გაუფუჭდა.
აღნიშნულ სოფლებში მოსახლეობა სასმელი წყლისთვის ჭას იყენებს. ფერის თქმით, ადიდებული წყალი ჩავიდა ჭებშიც, რის გამოც წყალი სასმელად უვარგისი გახდა, -„მღვრიე და დაბინძურებულია“-ამბობს ფერი აღაჯანოვა.
ის ამ ფაქტის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელშიც ავრცელებს.
ლაგოდეხში სამი სოფელი დაიტბორა. მოსახლეობა შველას ითხოვს.
მისი თქმით, მოსახლეობა დარჩენილია გზის, საკვებისა და გაზის გარეშე. დატბორილ სოფლებში ამ დრომდე არ გამოჩენილან ადგილობრივი თვითმმართელობის წარმომადგენლები. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
„ისეთი მდგომარეობაა, ზოგიერთი მოსახლე სახლებშიც კი ვეღარ შედის. წყალი მუხლამდეა. დაიტბორა ყველაფერი. დღეს შედარებით დაიკლო წყლის დონემ, თუმცა მდგომარეობა მაინც მძიმეა. ჩვენ ფრინველებს ვუვლით და ამით ვირჩენთ თავს. ახლა ეს ფრინველები და პირუტყვიც წყალმა წაიღო. ალბათ ცოცხლები აღარ არიან.
ყველაზე მძიმე მდგომარეობაა 4 სოფელში, სადაც გათიშულია გაზიც. შეშა სველია და არც იწვის. დაახლოებით 10-15 სახლია, სადაც ადამიანები შესვლას ვერ ახერხებენ.
მოსახლეობას ყველაფერი გაუფუჭდა. მათ შორის ზამთრისთვის შენახული საკვები. ვრეკავთ 112-ზეც, გვეუბნებიან, რომ მოვალთ, მაგრამ ჯერ არ გამოჩენილან“-გვეუბნება ფერი აღაჯანოვა.
დღეს, 28 სექტემბერს, 18:00 საათზე, სპორტის სასახლიდან კურიერების საპროტესტო მსვლელობა გაიმართება.
„მოვიდეთ საქართველოს დროშებით, ვაჩვენოთ, რომ ჩვენი დროშა პარტიულზე მეტია!
ბათუმში რამდენიმე კურიერი „ქართულ ოცნებას“ აქტივისტად ემსახურა, მაგრამ ათასები შეურაცხყოფილნი დარჩნენ.
ჩვენ ვიდექით ნამოხვანში, მაღაროელებთან, ევოლუშენის გაფიცულებთან და გამოსახლებულებთან, დღესაც ვიბრძვით! ჩვენი პასუხია – არა მოღალატე მთავრობას!“- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საპროტესტო მსვლელობის ორგანიზატორებმა გაავრცელეს.
მათივე ინფორმაციით, კურიერები ასევე გეგმავენ დიდ საპროტესტო მსვლელობას 4 ოქტომბერს. მარში დაიწყება 12:00 საათზე „თბილისი მოლის“ ტერიტორიიდან, შემდეგ კურიერები შეუერთდებიან საერთო სახალხო აქციას, რომელიც 16:00 საათზე დაიწყება რუსთაველზე.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 სექტემბრის 21 საათიდან 29 სექტემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:
დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
ღამით: 9 – 14 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა 1-2 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა კი +22 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 30 სექტემბერს და 1-ელ ოქტომბერს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 28 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 108 510 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 110. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 211 ერთეული [+7]
ჯავშანტექნიკა – 23 290 ერთეული [+2]
საარტილერიო სისტემა – 33 231 ერთეული [+45]
MLRS – 1 503 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 223 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 427 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 345 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 64 385 ერთეული [+454]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 747 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 63 040 ერთეული [+131]
სპეცტექნიკა – 3 977 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 28 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
667 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
87 130 უპილოტო საფრენი აპარატი
631 საზენიტო სარაკეტო სისტემა
25 273 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 592 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
30 010 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
42 797 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა მთავარმა პროპაგანდისტმა ზაზა შათირიშვილმა განაცხადა, რომ „ზედმეტი ახალგაზრდები“ ქვეყნიდან უნდა წავიდნენ.
„საქართველო ქართველების გარეშე“ – ეს რუსეთის დიდი ხნის ოცნებაა. ასრულდება თუ არა რუსული ოცნება საქართველოში? -– „ბათუმელები“ ამ თემაზე „თავისუფლების მოედნის“ წარმომადგენელს აზა გაბუნიას ესაუბრა, რომელიც შათირიშვილის პროპაგანდას ასე გამოეხმაურა ფეისბუქში – „შენი შვილები გაუშვი ემიგრაციაში!“
აზა, რამდენიმე წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ საკმარისი დასაქმების ადგილებს „ოცნება“ ვერ შექმნიდა საქართველოში და ვისაც დასაქმება გინდათ, სხვა ქვეყანაში წადითო. ფაქტობრივად, მან საქართველოს მოქალაქეებს მაშინ ემიგრაციისკენ მოუწოდა. დღეს კი, მისი პროპაგანდისტი პოლიტიკური ემიგრაციისკენ მოუწოდებს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვიან. როგორ ფიქრობთ, ასრულდება რუსული ოცნება ამ ქვეყანაში?
ცხადია, შათირიშვილიც და ყველა ის „მოაზროვნე“, ფილოსოფოსი, ისტორიკოსი თუ პოლიტიკოსი, ვინც „ქართული ოცნების“ კარზე მუშაობს, მუშაობენ რუსეთის, კრემლის და პუტინის პირად პროპაგანდისტებად, საქართველოში იმ პოლიტიკის გატარება სურთ, რაც გაატარეს რუსეთში – არ დატოვეს მოაზროვნე ადამიანი ქვეყანაში და გაქცეულია ყველა. დაცლილია რუსეთი მოაზროვნე ადამიანებისგან.
იგივე გეგმა, იგივე სცენარია საქართველოშიც. უნდათ, რომ საქართველო დატოვონ მოაზროვნე, ინტელექტუალური და ქვეყნის პატრიოტი ადამიანების გარეშე. ცხადია, მათი სამიზნე ახალგაზრდები არიან, ეგრეთ წოდებულები „ჯენზი“ და მათი ქვეყნიდან გაშვებაზე არიან მობილიზებულები – მათში ხედავენ ძალას, რომელიც ვერ გააჩერეს.
უნდათ, რომ ახალგაზრდებისგან, მოაზროვნე ადამიანებისგან დაცალონ ქვეყანა, ამის შემდეგ არ ეყოლებათ ველზე ადამიანი, რომელიც მათ გააკრიტიკებს, მათ პროპაგანდას წინ აღუდგება, ქუჩაში გამოვა და იქნება პროტესტში ჩართული.
ერთი ნაწილი ამ საზოგადოების ციხეებში გამოკეტეს, ნაწილი, რომელიც დარჩა ქვეყანაში, უნდათ, რომ წავიდნენ. სამწუხაროდ, დიდმა ნაწილმა მართლა დატოვა ქვეყანა.
როგორ ფიქრობთ, ივანიშვილს თავიდანვე ჩაფიქრებული ჰქონდა ქვეყნის დაცლა პროგრესული საზოგადოებისგან, თუ ახლა მუშაობს ამ მიზნის განხორციელებაზე, როცა მის რეჟიმს შეხვდა დიდი წინააღმდეგობა?
ივანიშვილი იმასაც ამბობდა, ევროპის კარი არ უნდა გაგვეღო, რადგან ადამიანებმა კარგი ცხოვრება დაინახეს და მეტი მოუნდათო.
რა თქმა უნდა, ადამიანებმა უნდა ნახონ კარგი ცხოვრება, ახალგაზრდებმა უნდა მიიღონ ევროპული განათლება მაღალი დონის სასწავლებლებში, მაგრამ ივანიშვილს განათლებული, ერუდირებული ადამიანები არ სჭირდება – განათლებული, ინტელექტუალური ადამიანი არ შეეგუება სიბნელეს, არ შეეგუება რუსეთის ჩექმის ქვეშ ყოფნას, არ შეეგუება იმ ყოფას, იმ რეჟიმს, რომლის გატარებასაც „ქართული ოცნება“ ცდილობს ჩვენს ქვეყანაში.
შესაბამისად, ის ყველანაირად აღუდგება იმას, რომ ადამიანებმა კარგი განათლება მიიღონ და იცხოვრონ ღირსეული ცხოვრებით. მისი მიზანია გაანეიტრალოს საზოგადოება, რომ აღარავინ დარჩეს წინააღმდეგობაში.
წინა საუკუნეში ბოლშევიკებმა გაანადგურეს ქართული საზოგადოების მოაზროვნე ნაწილი. ზოგი გადაასახლეს, ზოგი დახვრიტეს, დღეს რამდენად გაუძლებს ამ წნეხს ქართული საზოგადოება, როგორ ფიქრობთ?
როცა ვლაპარაკობთ წარსულზე, იმაზე, რომ მაშინ ვერ მოერიენ ქართველები ამ სიბოროტეს, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მათგან განსხვავებით დღეს ჩვენ სხვა მოცემულობაში ვართ. ციფრულ საუკუნეში ვცხოვრობთ და მთლად ჩალით არ არის დახურული სამყარო. ჩვენც შეგვიძლია ინფორმაცია გავიტანოთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.
შეგვიძლია ჩავიდეთ დასავლეთში, კომუნიკაცია გვქონდეს ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, აშშ-სთან, ევროპასთან და ასე შემდეგ. ვესაუბროთ მათ, მოვითხოვოთ მათგან მხარდაჭერა და გავაგებინოთ მთელ სამყაროს, რომ ჩვენ, ამ ქვეყნის ადამიანები არ უნდა დაგვტოვონ სიბოროტის პირისპირ მარტო.
საუკუნის წინ ამის საშუალება არ იყო, ვაკუუმში იყვნენ ადამიანები მოქცეულნი. დღეს სხვა რეალობაა. ამიტომ, „ქართულმა ოცნებამ“ რაც არ უნდა ტყუილები მიაწოდოს თავის ამომრჩეველს, ჩვენ ხომ ვიცით სიმართლე? საზოგადოებამ ხომ იცის, რომ „ოცნებას“ ყველანაირი დიპლომატიური გზა ჩაკეტილი აქვს, იზოლაციაში არიან, მათ ზურგი აქცია ყველამ. შესაბამისად, ეს არ ჩაივლის ურიგოდ.
შეიძლება რაღაც პროცესი დროში გაიწელოს, მაგრამ „ქართული ოცნების“ დასასრული უკვე დაწყებულია. მგონია, რომ სწორედაც, „ოცნების“ წინააღმდეგ მუშაობს საინფორმაციო ველი, მათ წინააღმდეგ მუშაობს განათლება, მათ წინააღმდეგ მუშაობს სიმართლე, რომელიც არის ქართველი ხალხის მხარეს.
შათირიშვილის პროპაგანდა ამბობს, რომ იანვრის შემდეგ თითქოს „ბევრი ახალგაზრდა შეიპყრო უიმედობამ“, ანუ გამარჯვების რწმენა დაკარგა. რამდენად გამოუვათ დათესონ ეს ნიჰილიზმი?
ცდილობენ, გატეხონ საზოგადოება, ჩააგდონ ნიჰილიზმში, უიმედობაში, რადგან ბევრი ადამიანი მართლაც გაქრა საპროტესტო აქციებიდან – მეტ-ნაკლებად იმუშავა „ქართული ოცნების“ პროპაგანდამ.
ბიძინა ივანიშვილს და მის პროპაგანდისტებს ჰგონიათ, რომ ეს ქვეყანა მათია. ჰგონიათ, რომ მათ საკუთარ ფერმაში, ბაღში ან ბოსტანში ვცხოვრობთ და უნდათ, გაგვიშვებენ, უნდათ – არა.
ივანიშვილს აქვს განცდა, რომ მთელი საქართველო მისი საკუთრებაა. ამიტომაც თხრიდა ხეებს და გადაჰქონდა ერთი კუთხიდან მეორეში. დენდროლოგიური პარკი ჰგონია მთელი საქართველო, მოქალაქეები კი – მისი ხელქვეითები, კარისკაცები და მისი მარიონეტები.
პრინციპში, არ მახსენდება პრეცედენტი, როცა ხელისუფლება ხალხისგან ქვეყნის დაცლას ცდილობდა. ხალხი თუ არ არსებობს, არც სახელმწიფო არსებობს, ხომ? ქართული სახელმწიფოს იდეას ებრძვის ივანიშვილი?
ჩვენ ვხედავთ როგორი კორუფციაა ამ ქვეყანაში. ფაქტობრივად, თვითონ არიან მილიონერები, მილიარდელებიც ალბათ, ამ უკანონო ფულის შოვნით და მოსახლეობას აღარიბებენ.
ამიტომ ივანიშვილი ბოლომდე შეეცდება ქვეყანაში დაამყაროს ავტოკრატია და დიქტატურა. ის შესულია ბრძოლაში, რომელშიც დასახევი გზა არ აქვს. ან დამარცხდება, ან ბოლომდე გაატარებს ამ რეჟიმს.
სად არის ეს „ბოლომდე“, კიდევ რაზეა წამსვლელი?
ალბათ კრემლის სცენარში უწერიათ ეს ნაბიჯები, რაც უნდა გააკეთონ. ის ხომ ერთი-ერთში იმეორებს ყველაფერს.
ბოლო ნაბიჯი მისთვის იქნება ის, რომ გაავსოს ციხეები პოლიტპატიმრებით, განსაკუთრებით ახალგაზრდებით.
გაანეიტრალოს ყველა პარტიის ლიდერი და ჩასვას ციხეში, რომ არავინ დარჩეს გარეთ, ვინც წინ წაუძღვება ადამიანთა ჯგუფს. შემდეგი ნაბიჯი შიძლება იყოს პროფესორების, ლექტორ-მასწავლებლების დაჭერა. ნინო დათაშვილი ხომ ჰყავთ ციხეში. მზია ამაღლობელიც იმიტომ ჰყავთ ციხეში, რომ ამით ამბობენ – „აი, ხმას თუ ამოიღებთ, ჩვენ წინააღმდეგ წახვალთ, ყველას დაგიჭერთ და გამოგკეტავთ“.
ძალიან ბევრი ადამიანი დატოვეს უმუშევარი, დააყადაღეს ანგარიშები, უამრავი ჯარიმა გამოწერეს… არა მგონია, სიკვდილით დასჯა შემოიღონ და ამაზეც წავიდნენ, მაგრამ სხვა ყველაფერი გააკეთეს რეპრესიების სახით.
ამიტომ, გამოსავალი არის საყოველთაო ჯანყი და მე ეს არაერთხელ მითქვამს.
გამოსავალია ის, რომ ყველა გამოვიდეთ ქუჩაში და დავუპირისპირდეთ ამ რეჟიმს. სხვანაირად ისინი არ გაჩერდებიან და სხვა გზა ჩვენ, სამწუხაროდ, არ გაგვაჩნია.
ჩვენ ძალიან ბევრი დრო მივეცით „ქართულ ოცნებას“ იმისთვის, რომ გონს მოგებულიყვნენ, რაღაც გაეაზრებინათ და მშვიდად წასულიყვნენ. მთელი ამ 305 დღის განმავლობაში, ვითხოვთ ახალი არჩევნების ჩატარებას, მშვიდობიანად და წყნარად მივყვებით ამ პროცესებს, მაგრამ თუ აღარ დარჩება ამ ქვეყანაში სხვა გამოსავალი, მაშინ ზუსტად იგივენაირად ვუპასუხებთ, რა ფორმითაც ისინი გვებრძვიან.
როცა „ოცნება“ წავა, ამ ქვეყანაში დაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ჩატარდება დემოკრატიულად და ქვეყანა აირჩევს ახალ, მრავალპარტიულ პარლამენტს.
სოხუმის დაცემის დღის გამო და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს სახელმწიფო დროშები დაუშვებულია სახელმწიფო დაწესებულებების შენობებზე.
სოხუმის დაცემის დღეს გამოეხმაურა აშშ-ის საელჩო საქართველოში.
განცხადებაში, რომელიც ფეისბუქზე გამოაქვეყნეს ნათქვამია, რომ აშშ-ი, ქართველ ხალხთან ერთად პატივს მიაგებს ომში დაღუპულთა ხსოვნას.
„სოხუმის დაცემის ტრაგიკული დღის 32-ე წლისთავს გიერთდებით, იმ ადამიანთა თავგანწირვისა და სიმამაცის გახსენებაში, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს სამშობლოს დასაცავად და რომლებმაც დაკარგეს საკუთარი სახლი“-ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს გაგრძელდა.
ამ ომს 10 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 300 ათასამდე ადამიანი კი დევნილად იქცა.
_______________
მთავარი ფოტო: ამერიკელი სამხედროები პატივს მიაგებენ აფხაზეთის ომში დაღუპულებს.
შსს-ს ინფორმაციით, საქართველოში 50 მილიონის ღირებულების ნარკოტიკის შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
„განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნარკოტიკი, 200კგ ჰეროინი ამოვიღეთ. ამოღებული ნარკოტიკის ღირებულება ე.წ შავ ბაზარზე 50 მილიონს აღემატება.
აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე.
ბრალდებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილიდან, რომელიც დატვირთული იყო თევზის საკვებით, ნანახი და ამოღებულია ტვირთში დამალული 8 ტომარა, რომელშიც 200 კგ ნარკოტიკული საშუალება ჰერონი იყო მოთავსებული.
აღნიშნული ავტომობილი ირანიდან საქართველოში შემოვიდა, აზერბაიჯანის გავლით, სასაზღვრო პუნტქ წითელი ხიდიდან“ – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ, შს მინისტრის მოადგილემ.
200 გრ ჰერონის შემოტანის ბრალდებით ირანის მოქალაქე დააკავეს.
განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნარკოტიკის ამოღების ფაქტზე დღეს, 27 სექტემბერს, განაცხადეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 27 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 107 400 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +970. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 204 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 23 288 ერთეული [+1]
საარტილერიო სისტემა – 33 186 ერთეული [+39]
MLRS – 1 502 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 223 ერთეული [+3]
თვითმფრინავი – 427 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 345 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 63 931 ერთეული [+362]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 747 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 62 909 ერთეული [+91]
სპეცტექნიკა – 3 977 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 26 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
667 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
86 769 უპილოტო საფრენი აპარატი
631 საზენიტო სარაკეტო სისტემა
25 254 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 592 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
29 956 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
42 665 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, N82-ში მერიამ ახალი საბავშვო ბაღი გახსნა. ამ ბაღთან ახლოს მაღალი ძაბვის ხაზები გადის, საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მშობლებს ბაღის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. ერთ-ერთი მშობლის ინფორმაციით, ბაღების გაერთიანებაში დაჰპირდნენ, რომ გაარკვევენ, უსაფრთხოა თუ არა ბაღის ტერიტორია ბავშვებისთვის.
ბათუმის #38 -ე ბაღი. ეზო შემოსაზღვრულია ღია რკინა-ბეტონის ღობით, ელექტროგადამცემი ბოძის მხარეს კი – ბეტონის კედლით. ეს ბოძი მეორე მხრივ მდინარე მეჯინისწყლის კალაპოტთან ახლოსაა.
მშობლების ინფორმაციით, რაც „ბათუმელებს“ ადგილზე დასაქმებულმა პირმაც დაუდასტურა, ბაღი 15 სექტემბერს გახსნეს: „რას ამბობთ? ახალი ბაღია, ახლა გაიხსნა, 15 სექტემბერს“, თუმცა სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, მერიას ამ ბაღის გახსნის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები არც ვებგვერდზე განუთავსებია და არც ფეისბუქის გვერდზე.
„ბაღი ჩუმად რომ გახსნეს, ამანაც დაგვაეჭვა, რომ რაღაც არ იყო ისე“, – გვიყვება #38-ე ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელი.
გახსნიდან რამდენიმე დღეში ბაღის აღსაზრდელების მშობლებმა შენობასთან ახლოს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ბოძის საკითხის განხილვა შიდა ჯგუფში დაიწყეს, რამაც უფრო მეტი კითხვა გამოიწვია, ამიტომაც ბაღების გაერთიანებას მიმართეს.
„ამხელა ბოძი ვერ დაინახეს?“ – გვითხრა ბაღის აღსაზრდელის მშობელმა, რომლის შვილიც #6-ე ბაღში სწავლობს, თუმცა იმის გამო, რომ ბათუმის #6-ე ბაღის რეაბილიტაციის პროცესი ვერ დაასრულეს, ბავშვები დროებით #38-ე ბაღში გადაუყვანიათ: „გაერთიანებაში გვითხრეს, რომ ყველაფერს გაარკვევენ და გვიპასუხებენ, თუმცა ჯერ ვერ გაარკვიეს, ძალიან ვნერვიულობ.“
ინფორმაციის გადამოწმება ბათუმის ბაღების გაერთიანებაში „ბათუმელებმაც“ სცადა. პასუხს მთელი დღის განმავლობაში ველოდით, თუმცა უშედეგოდ. როგორც ჩანს, ბაღების გაერთიანებას მართლაც არ აქვს დაზუსტებული პასუხი კითხვაზე, უსაფრთხოა თუ არა ბაღი ბავშვებისთვის, რომელიც ახლახან, 15 სექტემბერს მერიასთან ერთად გახსნა.
კომენტარისთვის ბათუმის მერიასაც მივმართეთ, თუმცა უშედეგოდ – დიდი ხანია ბათუმის მერიაში თავს არავინ იწუხებს იმ საკითხებზე პასუხების გასაცემად, რაც ხალხს აინტერესებს. მეორე მხრივ კი, მერის მოვალეობის შემსრულებელი ამომრჩეველთან დადის, ხმა მომეცით და თქვენს პრობლემებს მოვაგვარებო. ის უკვე შეხვდა ბაღებში დასაქმებულებსაც.
ფოტო: ბაღების გაერთიანება – მერის მოვალეობის შემსრულებელი ბაღებში დასაქმებულებს ხვდება.
„ბათუმელებმა“ გამოარკვია, რომ საბავშვო ბაღთან 110 კვ მაღალი ძაბვის ხაზები გადის. ხაზს კი თავისი დამცავი ზონა უნდა ჰქონდეს. საქართველოში მოქმედი სტანდარტების მიხედვით ეს არის სადენიდან 20 მეტრი იქეთ და აქეთ. ანუ ამ 40 მეტრი სიგანის დერეფანში საცხოვრებელი შენობა არ უნდა იყოს. N38 ბაღის შენობის ნაწილი კი ხაზის დამცავ ზონაშია მოქცეული. რაც შეეხება ბაღის ეზოს ღობეს, ის გადამცემი ბოძის ძირში გადის. ფაქტობრივად, ბოძი სამი მხრიდან ბაღის ღობითაა შემოსაზღვრული.
„ბათუმელებმა“ საბავშვო ბაღთან არსებული ელექტროგადამცემი ბოძის შესახებ „ენერგო პრო-ჯორჯიასაც“ ჰკითხა. კომპანიაში დაგვიდასტურეს, რომ ბოძი შენობიდან დაშორებული უნდა იყოს 20 მეტრით, თუმცა აქვე მოგვწერეს, რომ „შენობის განაპირა კედლიდან შესაძლებელია დაშორება 15 მეტრიც“.
ენერგოკომპანიამ განმარტა: „აღნიშნულ მისამართზე ელ.გადამცემი ხაზი ეზოზე არ გადადის, გამომდინარე აქედან საშიშროებას არ წარმოადგენს.“
„ბათუმელებმა“ ბაღის შენობიდან [„განაპირა კედლიდან“] ელექტროგადმცემ ბოძამდე მანძილი გადაზომა და ის ზუსტად 15 მეტრია.
ეს ფოტო ასახავს შენობის უკანა მხარეს, სადაც ელექტროგადამცემი ბოძია განთავსებული
აღსანიშნავია, რომ ბაღის შენობა მერიამ მაღალი ძაბვის ხაზებთან და მდინარე მეჯინისწყლის კალაპოტთან ააშენა, რომელიც ქალაქისთვის ფაქტობრივად ღია სანიაღვრე არხის ფუნქციასაც ასრულებს. შენობის ამ მხარეს ბეტონის მომაღლო კედელი აუშენებიათ.
მდინარის კალაპოტი
ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე №82-ის მიმდებარედ საბავშვო ბაღის მშენებლობაზე ელექტრონული ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 2023 წლის აგვისტოში გამოაცხადა.
ეს ტენდერი ვაჟა-ფშაველას ქ.№83-სა და ნანეიშვილის ქ.№12-ის მიმდებარედ კიდევ ორი ბაღის მშენებლობას ითვალისწინებდა. გარდა ამისა, სატენდერო წინადადება ითვალისწინებდა ურეხის ყოფილი ინტერნატის მზრუნველობამოკლებულ ხანდაზმულთა ცენტრის რეკონსტრუქცია-ადაპტაციის სამუშაოებს და თამარ მეფის ქ.№20-ში სკვერის მოწყობის სამუშაოებს – შესყიდვის ღირებულება 13 მილიონ 600 000-ზე მეტი ლარი იყო.
აეროპორტის გზატკეცილზე, მაღალი ძაბვის გადამცემ ელექტრობოძებთან ახლოს ბაღის მშენებლობისთვის მერიამ 4 მილიონ 500 000 ლარი დახარჯა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები წინასწარ მომზადებული არქიტექტურული პროექტის მიხედვით ჩაატარა.
„მედიამბუდსმენის“ განცხადებით, 26 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „მედიაომბუდსმენს“ წერილობით აცნობა, რომ დაიწყო წარმოება რუსული კანონის საქმეზე.
„მედიამბუსდმენი“ წერს, რომ საქმე – „კოკაია და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ დეტალურად აღწერს 2023 წლის მარტში, არაერთი კრიტიკული მედიის ჟურნალისტისა და ოპერატორის დევნას. ისინი სამიზნედ ე.წ. „რუსული კანონის“ (კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“) წინააღმდეგ, მოქალაქეთა მასშტაბური საპროტესტო აქციების გაშუქების გამო იქცნენ. მედიის მუშაობაში ხელშეშლით ძალოვნები ცდილობდნენ არ გასაჯაროებულიყო მშვიდობიან მოქალაქეთა დარბევის და ძალის გადამეტების შემთხვევები.
„მედიაომბუდსმენის“ დახმარებით, მედიის წარმომადგენლებმა სტრასბურგს 2025 წლის ზაფხულში მიმართეს.
დავა შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული ფუნდამენტური უფლებების დარღვევას.
ესენია:
სამართლიანი სასამართლოს უფლება (მე-6 მუხლი);
გამოხატვის თავისუფლება (მე-10 მუხლი);
შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება (მე-11 მუხლი);
სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი).
სტრასბურგში საჩივრის გაგზავნამდე, არცერთი მოძალადე პოლიციელი არ ყოფილა იდენტიფიცირებული და დასჯილი. საგამოძიებო უწყებას არ გამოუკითხავს საქმესთან შემხებლობაში მყოფი არცერთი ძალოვანი.
საქმეში განმცხადებლები არიან ჟურნალისტები და ოპერატორები, რომლებიც 2023 წელს, სხვადასხვა მედიასაშუალებას წარმოადგენდნენ:
ნიკოლოზ კოკაია, ოპერატორი, ტელეკომპანია „პირველი“
მარი წაქაძე, ჟურნალისტი, ტელეკომპანია „ფორმულა“
ალექსანდრე ქეშელაშვილი, ჟურნალისტი, ონლაინ გამოცემა „პუბლიკა“
მამუკა მგალობლიშვილი, ჟურნალისტი, ონლაინ გამოცემა „პუბლიკა“
ირაკლი ბახტაძე, ჟურნალისტი, ტელეკომპანია „მთავარი“
სალომე ჩადუნელი, ჟურნალისტი, რადიო თავისუფლება
გიორგი კვიჟინაძე, ჟურნალისტი, ტელეკომპანია „ფორმულა“
დავით მანია, ჟურნალისტი/ოპერატორი, ტელეკომპანია „ფორმულა“
ვახტანგ ქარელი, ფოტორეპორტიორი, ტელეკომპანია „ფორმულა“
თამარ გეგიძე, ჟურნალისტი, ონლაინ გამოცემა on.ge
საქმის მასალებს თან ერთვის „მედიაომბუდსმენის“ მიერ მომზადებული ვიდეორეპორტაჟი –„რუსული კანონის საქმე“.
„მედიაომბუდსმენი“ აგრძელებს კრიტიკული მედიის სამართლებრივ დახმარებას. გვჯერა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებებს განსაკუთრებული გავლენა ექნება საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების გადასარჩენად. ვიცავთ მედიას, ვიცავთ თავისუფლებას!“ – ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.
„რესურსი აღარ აქვს რუსეთს, რომ მასიური შეტევა განახორციელოს,“ – მიიჩნევს პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე.
სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, უკრაინელებს უკვე მოკავშირეები ჰყავს რუსეთში. ამას აჩვენებს უკრაინელების ბოლოდროინდელი თავდასხმები რუსეთის სამხედრო ობიექტებზე და ეს ძალიან საინტერესო საყურებელიაო, დასძენს პოლკოვნიკი.
„უკრაინა საკმაოდ კრეატიულია თავის შეტევაში და რუსეთის ენერგომატარებლებს საკმაოდ ზუსტად ურტყამს. უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში ბევრი დარტყმა განახორციელეს უკვე. ეს, ასევე, აჩვენებს იმას, რომ ძალიან კარგი ქსელი აქვს უკრაინის სპეცსამსახურებს რუსეთის შიგნით,“ – გვიყვება პოლკოვნიკი.
საითკენ მიდის რუსეთ-უკრაინის ომი, რა შეიძლება აღმოჩნდეს გარდამტეხი? – „ბათუმელებმა“ პოლკოვნიკ ლაშა ბერიძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი მოადგილეა.
ბატონო ლაშა, რა სიახლეებია ფრონტის ხაზზე უკრაინაში, რა იცვლება?
გარკვეული ტაქტიკური სიახლეებია, მაგრამ სტრატეგიული ჯერჯერობით არაფერი. რუსეთი ისევ ცდილობს, მოაგროვოს ხალხი, რაღაც დაჯგუფება შექმნას და დიდი შეტევა წამოიწყოს, მაგრამ უკრაინელები რუსების ამ გეგმას წარმატებით შლიან. იმედი მაქვს, ბოლომდე ასე იქნება.
რუსებს ჰქონდათ გარკვეული სამზადისი, რომ ზაფხულში შეტევა განეხორციელებინათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. ამიტომაც, ძირითად მიმართულებად აქციეს დონეცკი, პოკროვსკი-ლიმანი. აქ აქვთ გარკვეული მცდელობები – რამდენიმე სოფელს აიღებენ, მერე კარგავენ. ძირითადად ეს დინამიკაა.
უკრაინა კარგად არის ფორტიფიცირებული და დაცული. გარდა ამისა, რესურსი აღარ აქვს რუსეთს, რომ მასიური შეტევა განახორციელოს. დანაღმულია ველები, ბოგირები. რთულია წინსვლა. თანაც, ურბანულია დონეცკის ოლქია, ამიტომაც აქ ბრძოლა რუსებისთვის დიდ დანაკარგებთან არის დაკავშირებული.
დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასვლის რესურსიც აღარ აქვს რუსეთს, თქვენი აზრით?
არა მგონია, დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვარზე მოახერხოს რუსეთმა გასვლა: გარკვეული მნიშვნელოვანი პუნქტები ისევ უკრაინას უკავია. უკრაინელები საკმაოდ კარგად ახერხებენ თავდაცვას.
შემოდგომის დადგომა რამდენად ცვლის მოცემულობას მხარეებისთვის? მაგალითად, უკრაინელები რამდენად წარმატებით შეძლებენ ისევ გამოიყენონ დრონები რუსეთში, სამხედრო დანიშნულების ობიექტებზე?
ტექნოლოგიები იქამდე მივიდა, რომ ბუნებრივი შენიღბვა უკვე ბევრს არაფერს ცვლის.
როდესაც წვიმებია და ცუდი ამინდი, ორივე არმიას უჭირს გადაადგილება, მოქმედება, მანევრირება. კიდევ უფრო შეზღუდულია წინსვლა ცუდ ამინდში.
რა გამოჩნდა გაეროს გენერალური ასამბლეის შეხვედრებზეთქვენთვის? რა იცვლება უკრაინის სასიკეთოდ?
რუსეთმა ეს ომი აქცია არა უკრაინა-რუსეთის, არამედ დასავლეთ-რუსეთის დაპირისპირებად. რეალურად დასავლეთს მართლა არ აქვს სხვა გზა გარდა იმისა, რომ უკრაინას ბრძოლის ველზე დაეხმაროს.
ძალიან კარგია, რომ შეიცვალა თვითონ დონალდ ტრამპის რიტორიკა რუსეთის მიმართ. ტრამპმა აშკარად დაინახა, რომ რაღაც წითელი ხალიჩების დაგებით და წითელი კვერცხების გადაგორებით არ გამოდის რუსეთთან საუბარი. საჭიროა უფრო და უფრო მტკიცე ენა, ბულინგი, უფრო მეტი შეტევაა რუსეთზე.
რუსეთი არ აპირებს, თავის მხრივ, დათმობებზე წასვლას. მან საკმაოდ არარაციონალურად იბრძოლა ამ ომში, მაგრამ, რაც არის, ეგ არის.
რა გამოჩნდა ტრამპის ბოლო განცხადებებით, აშშ-ის როლი ამ ომში რამდენად შეიძლება შეიცვალოს?
არ ვფიქრობ, რომ ამ განცხადებების გამო შეიძლება დრამატულად შეიცვლება ამერიკის როლი, თუმცა პოზიცია, რომ უკრაინას უნდა დაეთმო თურმე ტერიტორიები – ამ რიტორიკიდან გადასვლა იმ რიტორიკაზე, რომ უკრაინას შეუძლია თავისი ტერიტორიები გაათავისუფლოს, ბევრი რამ იცვლება. ამით მოკავშირეებში რწმენა ბრუნდება და ეს უკვე პოლიტიკის დონეზეც ჩამოყალიბდა ტრამპის ადმინისტრაციაში.
მიუხედავად იმისა, რა რიტორიკა და მძიმე დღეები გაგვივლია ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, რეალურად ტრამპის ადმინისტრაციას არანაირი დახმარება უკრაინისთვის არ შეუწყვეტია. იმედია, ეს მხარდაჭერა გაგრძელდება და კიდევ უფრო გაიზრდება.
უკრაინის სამხედრო მრეწველობა ომის პირობებში სერიოზულად დაიხვეწა, მას ბევრი რამის წარმოება შეუძლია და უნდა ვივარაუდოთ, რომ კიდევ უფრო გაზრდიან თავის შესაძლებლობებს. მთლიანად უკრაინული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის დამსახურებაა, რომ გარკვეულ მიმართულებებზე ტექნოლოგიური უპირატესობა სწორედ უკრაინის მხარესაა და არა რუსეთის – დრონების ტექნოლოგიური უპირატესობა, მთლიანად უკრაინის მხარეს არის.
რა განზრახვით მოქმედებს რუსეთი ნატოს წევრ ქვეყნებთან სამხედრო თვითმფრინავების გამოჩენით? როიტერსის ინფორმაციით, ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო კოსმოსური თავდაცვის სარდლობამ [NORAD] ოთხშაბათს გამანადგურებლები ააფრინა ალასკის მახლობლად ოთხი რუსული სამხედრო თვითმფრინავის იდენტიფიცირებისა და ჩაჭრის მიზნით.
რუსეთმა ამჯერად ამერიკასაც მოუსინჯა კბილი: როგორ იმოქმედებენ ნატოს ძალები? აშშ-ს და ევროპასაც ჰყავს საკმარისი სამხედრო ძალები, რომ პასუხი გასცეს რუსეთს. მაგალითად, პოლონეთმა პირდაპირ თქვა, რომ ჩამოვაგდებთ რუსულ თვითმფრინავებს, თუ ისინი საზღვრებს გადმოკვეთენო.
ეს არის რუსეთის მხრიდან მოსახლეობის დაშინების მცდელობა, მოსახლეობის განწყობებზე ზემოქმედება: ომი გელოდებათ, თუ ისევ დაუჭერთ მხარს უკრაინას. რუსებმა იციან, რომ ევროპის ქვეყნებში დემოკრატიაა და აისახება ხალხის აზრი, მაგრამ ჩემი აზრით, რუსეთის ეს მოქმედება არაპროდუქტიულია: ევროპის ქვეყნებში მთავრობებს უადვილდებათ უკვე თავდაცვაზე ფული დახარჯვა, იმაზე აქცენტის გაკეთება, რომ რუსეთია საფრთხეა არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპული კონტინენტისთვის.
არ არის ევროპაში ის განწყობა, რომ მოდი, უკრაინას აღარ დავეხმაროთ. ყველა კარგად ხვდება, რომ უკრაინა არის კედელი, რომელსაც შეუძლია რუსული აგრესიის შეჩერება. მთავარია, უკრაინას დაეხმარონ. უკრაინის უსაფრთხოება გადაბმულია ევროპულ უსაფრთხოებაზე, ძალიან მჭიდროდ არის გადაბმული და ყველას კარგად ესმის, რომ თუკი უკრაინაში პროცესები არ განვითარდება კარგად, მაშინ ყველა ევროპულ ქვეყანას ექნება დიდი გამოცდა, ძალიან დიდი პრობლემები რუსეთთან.
ორბანი და ვიღაცები იძახიან, რომ რუსეთს ამის თავი არ აქვს, ევროპასთან კონფლიქტი შექმნას, მაგრამ ფაქტია, რომ შესაძლებლობების მიუხედავად, რუსეთს ამის სურვილი აქვს.
რუსეთის ამ დაშინების ტაქტიკას, მეტად ხისტი პასუხი უნდა გაეცეს.
მინდა გკითხოთ უკრაინელების შეტევაზე. ბაშკირეთში უკრაინელებმა უკვე ორჯერ შეუტიეს „გაზპრომის“ ქარხანას, ასევე რუსეთში სხვადასხვა სამხედრო დანიშნულების ობიექტს. რა მასშტაბის ზარალი მიადგა ამით რუსეთს?
უკრაინა საკმაოდ კრეატიულია თავის შეტევაში და რუსეთის ენერგომატარებლებს ზუსტად ურტყამს. უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში ბევრი დარტყმა განახორციელეს. ეს აჩვენებს, რომ ძალიან კარგი მოკავშირეების ქსელი აქვს უკრაინის სპეცსამსახურებს რუსეთში. აშკარაა, რომ ბევრი მეკავშირე ჰყავთ რუსეთის შიგნით და ისინი ამ პროცესს ეხმარებიან.
ეს ძალიან საინტერესო საყურებელია.
პუტინის პრესსპიკერის, პესკოვის თქმით, რუსეთის ეკონომიკა დიდწილად შესანიშნავად უმკლავდება ფრონტის საჭიროებებს. თქვენი დაკვირვებით, რა მდგომარეობაშია რუსეთის სამხედრო რესურსები?
რუსეთის ეკონომიკა ომის ეკონომიკაზე ნამდვილად გადაერთო, მაგრამ ისეთი სახელმწიფო, როგორიც რუსეთია, ომის ეკონომიკით დიდხანს ვერ იმუშავებს. გრძელვადიან ომს რუსეთი ვერ გაუძლებს, მას ძალიან გაუჭირდება და სხვა მიმართულებებზე ექნება სერიოზული ჩავარდნები.
კოლოსალური თანხები სჭირდება ამხელა ფრონტის შენარჩუნებას. ვფიქრობ, რუსეთს ძალიან გაუჭირდება რესურსების მობილიზება და მართვა. მე ამის მჯერა.
უკრაინა კი, რომელსაც დასავლეთი უჭერს მხარს, მოიგებს.
რამდენად მნიშვნელოვანია ამ ომში რუსეთის ყოფილი მოკავშირის, სირიის უკრაინასთან დაახლოება? უკრაინამ სირიასთან აღადგინა ბაშარ ასადის რეჟიმის მმართველობის დროს შეწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობა.
რუსეთმა ახლო აღმოსავლეთიდან, ფაქტობრივად, მთლიანად დაიხია, იგი ვერაფრით ვერ დაეხმარა თავის მოკავშირე ირანს. ასევე, ვხედავთ რა ხდება კავკასიაში: აზერბაიჯანმა და სომხეთმა დიდი, თამამი ნაბიჯები გადადგეს რუსეთის გავლენისგან გასათავისუფლებლად, ვხედავთ შუა აზიაში რუსეთის შესუსტებას. ეს ემართება ქვეყანას, როდესაც ასეთ მძიმე ომში იჭედება – ის სხვა მიმართულებებზეც სუსტდება. ეს არის ბუნებრივი პროცესი.
მოკავშირეების გარეშე თანამედროვე სამყაროში არავინაა. რუსეთს, რეალურად მოკავშირე აღარ ჰყავს ბელარუსს თუ არ ჩავთვლით და ჩრდილოეთ კორეას. დანარჩენი ყველა რუსეთთან თანამშრომლობს ერთჯერადად. ყველა ცდილობს იაფად იყიდოს, მაგალითად, რუსული პროდუქცია, სარგებელი ნახოს.
საითკენ მიდის რუსეთ-უკრაინის ომი. რამ შეიძლება შექმნას გარდამტეხი მომენტი და როდის?
ეს ომი, ალბათ რამდენიმე წელი კიდევ გაგრძელდება ასეთივე ინტენსივობით. ეს აწყობს თუ არა რუსეთს, სხვა საკითხია – რაციონალურ გადაწყვეტილებებს რომ იღებდნენ რუსეთში, დათანხმდებოდნენ ცეცხლის შეწყვეტას პირობების გარეშე. ეს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემდა რუსეთს, მაგრამ ამ მომენტმა უკვე ჩაიარა, თამამად შეიძლება ითქვას და ამაზე რუსეთმა თვითონ თქვა უარი.
ის შესაძლებლობები, რაც რუსეთს თავიდან ჰქონდა, ახლა არ აქვს. რა თქმა უნდა, რუსებმაც ბევრი რამ ისწავლეს, ბევრი რამ ახალი აწარმოვეს, მაგრამ ეს გრძელი ომია. ომი რაც უფრო გაიწელება დროში, მით უფრო მეტი სირთულე იქნება.
ყველა წარსულ ომს რომ დავაკვირდეთ, დიდ სახელმწიფოს ყოველთვის გაუჭირდა პატარა ქვეყნებთან კონფლიქტის გადაწყვეტა.
პუტინს ალბათ მაინც სჯერა, რომ წარმატებას მიაღწევს, თუმცა, ნათელია, მაგათი მიზანი არის არა დონბასის დაპყრობა, არამედ მთელი უკრაინის დაპყრობა. როგორ მიაღწევენ წარმატებას, ჩემთვის პირადად გაუგებარია – რუსეთის აზროვნებაში რაციონალურის დანახვა ძალიან რთულია.
არ განიხილავთ ვერსიას, რომ უკრაინა ისე გაძლიერდეს სამხედრო აღჭურვილობით, თავად გადავიდეს მასობრივ კონტრშეტევაზე და დაიბრუნოს დაკარგული ტერიტორიები?
რუსეთისნაირ სახელმწიფოსთან უკრაინა ფართომასშტაბიან კონტრშეტევას ვერ შეძლებს. არცერთი ტერიტორია, რომელიც უკრაინამ აქამდე დაიბრუნა, დიდი კონტრშეტევით არ დაუბრუნებია, რეალურად დაბრუნდა იმით, რომ ყველა მიმართულებაზე მიაყენა დარტყმა და რუსეთმა თვითონ ვეღარ შეძლო ბრძოლის გაგრძელება, გამოიფიტა და თვითონ გადაჯგუფდა. გაიხსენეთ, კიევის ალყა თვითონ მოხსნეს, რადგან აღარ შეეძლოთ ბრძოლის გაგრძელება, ხერსონიც თვითონ დატოვეს და იზიუმიც. დაახლოებით ამ სცენარით დატოვებენ სხვა მიმართულებებსაც.
ახალი სტრატეგიით, რაც რუსებს თავის დროზე სუროვიკინმა შესთავაზა, რუსეთი უპირატეს მდგომარეობაში გადავიდა – ძირითადად დაკავებული ტერიტორიების დაცვას ცდილობენ, ასევე, ფოკუსირება გააკეთეს ერთ პატარა მიმართულებაზე – დონბასზე.
რაც დრო გავა, რუსეთი ვეღარ შეძლებს ომის გაგრძელებას ყველა მიმართულებაზე და ნელ-ნელა მოუწევს იმ მიმართულების მიტოვება, ან ჩამოიშლება. ყველაფერი დროის საკითხია. ამას კი დიდი დრო სჭირდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომდევნო 5 თვეში 45,4 ტონა ტკბილეულის შეძენის უფლება ექნება. აქედან 43,5 ტონა – შოკოლადი გულსართით – ბატონის ტიპის, 1,1 ტონა – გულსართიანი ტკბილეული [სამარხვო], 0,7 ტონა – გულსართიანი ტკბილეული [არასამარხვო] და 188 კილოგრამი – კარამელის კანფეტი[სხვადასხვა].
ტკბილეულის შეძენაზე კონსოლიდირებული ტენდერია გამოცხადებული. შსს სწორედ ამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიისგან შეისყიდის ტკბილეულს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით პერიოდში.
რაც შეეხება ფასებს, შსს აღნიშნულ ტკბილეულში ჯამში მაქსიმუმ 1 მილიონ 28 ათას ლარს გადაიხდის. თუმცა, ეს არის სატენდერო სავარაუდო ღირებულება და საბოლოო ფასი ტენდერის დასრულების შემდეგ დაზუსტდება.
ამასთან, შსს არ იქნება ვალდებული ტკბილეულის ზემოთ მითითებული რაოდენობა სრულად შეისყიდოს [თუმცა, ვერც იმას გავიგებთ, რამდენს შეისყიდის, ვინაიდან სამინისტრო ამ მონაცემებს უბრალოდ არ ასაჯაროებს].
შესყიდული ტკბილეული [2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით პერიოდში] ტენდერის მიხედვით შემდეგნაირად უნდა გადანაწილდეს:
რამდენი შოკოლადი და სხვა ტკბილეული შეიძინა შსს-მ ბოლო პერიოდში, ინფორმაცია იმ მიზეზით არ არსებობს, რომ შსს 2019 წლიდან დღემდე გამარტივებულ შესყიდვებისა და კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით გაფორმებულ ხელშეკრულებებს აღარ აქვეყნებს.
აღნიშნული ხელშეკრულებები შსს-მ უნდა ატვირთოს შესყიდვების პორტალზე ველში – ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშები [CMR].
გასულ წელს „ბათუმელებმა“ აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსაც მიმართა. სააგენტომ 2024 წლის 28 მაისს, წერილობით მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია მოგვაწოდა, რომ „ხელშეკრულებების მოდულში [CMR] გარკვეული ტექნიკური შეფერხების გამო, ამ ეტაპზე ხარვეზებით მუშაობს ზოგიერთი შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადებულ ცალკეულ ხელშეკრულებებზე წვდომის ფუნქციონალი, რის თაობაზეც, შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, ხარვეზების იდენტიფიცირების დროიდან ხორციელდება საჭირო ტექნიკური სამუშაოები, რაც მოითხოვს ხანგრძლივი დროის პერიოდს.“
ეს „ხანგრძლივი დროის პერიოდი“, როგორც ჩანს, 2019 წლიდან დღემდე გრძელდება.
2017 წელს კი, შს სამინისტრომ 104 ტონაზე მეტ შოკოლადსა და 125 კილოგრამ კარამელის კანფეტის შესყიდვაზე ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყვიტა. მიზეზად შსს ასახელებდა იმ ფაქტს, რომ შოკოლადის გარკვეულ პარტიაში აღმოჩნდა ობი და შოკოლადის შიგთავსში მიკრობთა საერთო რაოდენობის მაჩვენებელი იყო გაზრდილი; მაშინ სამინისტროს ეს ტენდერი 1 მილიონ 58 ათას 989 ლარით ჰქონდა გამოცხადებული.
თუ შევადარებთ, გამოდის, რომ მიმდინარე წელს შსს 5 თვის სამყოფ ტკბილეულში იმდენივეს გადახდას გეგმავს, რასაც შვიდი წლის წინ 10 თვის სამყოფ ტკბილეულში იხდიდა, ანუ მარტო ტკბილეულისთვის საჭირო ხარჯები მინიმუმ გაორმაგებულია [2017-18 წლების 10 თვეში 104,3 ტონა ტკბილეულისთვის 1,058 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი; 2025-26 წლების 5 თვეში 45,4 ტონა ტკბილეულისთვის კი – 1,028 მილიონი ლარია გამოყოფილი].
აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დაწყებიდან მოყოლებული პოლიციელებისთვის და სპეცრაზმელებისთვის ბატონის ტიპის შოკოლადებს დამატებითაც ყიდულობდა – ყოველგვარი ტენდერის გარეშე.
ამჯერად, ძალოვანი სტრუქტურებისთვის განკუთვნილი ტკბილეულის [შოკოლადი გულსართით, გულსართიანი ტკბილეული და კარამელის კანფეტი] შეძენაზე კონსოლიდირებული ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 2025 წლის 24 სექტემბერს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 1 097 781.80 ლარია.
ამ ტენდერის ფარგლებში შესასყიდია ჯამში 54 488 კილოგრამი სხვადასხვა ტკბილეული [ამაში შედის შსს-ს მიერ შესასყიდი ტკბილეულიც, დანარჩენი ოდენობა კი თავდაცვის სამინისტროს შპს „ სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფისთვის“ არის განკუთვნილი]:
ძალოვანი სტრუქტურებისთვის განკუთვნილი ტკბილეულის დასახელება, ჯამური რაოდენობა და ზღვრული ღირებულება / წყარო: კონსოლიდირებული ტენდერი
აღნიშნულ ტენდერში წინადადებების მიღება 2025 წლის 28 სექტემბერს დაიწყება და მეორე დღეს – 29 სექტემბერს დასრულდება. პირობის მიხედვით, საქონლის მიწოდება განხორციელდება ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით პერიოდში შემსყიდველი ორგანიზაციების მოთხოვნების შესაბამისად.
“Georgian Dream” propagandist Zaza Shatirishvili claims that part of the youth is “redundant” and should leave Georgia – “just as the communists left the Basque Country during Franco’s regime”. He praised the Spanish dictator and said that “Georgian Dream” likewise defends religion.
Speaking on Radio Sivrtse, Shatirishvili said that many opposition supporters are already emigrating.
“The fact that no wing of the United National Movement is participating [in the municipal elections] is the result of Bidzina Ivanishvili’s policy to fragment the opposition until it practically ceased to exist. The second factor is despair – they’ve lost hope.
I haven’t spoken to anyone directly about emigration, but from what I see around me, many UNM supporters are leaving the country. And that’s absolutely right – it always happens this way. When the communists suffered a serious electoral defeat in Greece, many of them left. Likewise, during the civil war, many communists fled the Basque Country,” Shatirishvili said.
He added that “while the vast majority of Georgian youth are Orthodox Christians, Generation Z is uneducated. For example, he argued, enrolling a child in Ilia State University automatically means indoctrination”.
“So yes, it’s correct to say Gen Z has been dumbed down. If you send your child there, of course they’ll be dumbed down. Some part of society must be stupid.
You can check the statistics – there are 73,000 students, and at the peak, just over 3,000 of them took part in protests. That’s nothing.
So I remain absolutely optimistic about the youth overall. Georgia is a country of traditions, where respect for elders and many other values matter. But there is this part that is redundant, and it should leave for emigration – just as the communists left the Basque Country for the Soviet Union, when Franco defended religion in exactly the same way we are defending it today.
Because terrible things were happening… and he did the right thing, since there was no other way out at the time, when thousands of believers were killed over three years, bishops were slaughtered, churches destroyed. By the way, it was a far more severe moment than the Bolshevik persecution,” Shatirishvili said on Radio Sivrtse.
He also said that, for him, Franco is a “hero who saved Spain from anarchism, the deep state, liberalism, Trotskyism, and so on.”
“But of course it was a personal tragedy. Families left, men stayed there, women came here.
Many of our fellow citizens are of Basque origin…
When there is no way out, you have to leave.
What’s very important is that we didn’t have a hot civil war here. And when you’ve lost all hope, you have to emigrate, right? And then, after some time has passed, you might return – like Salome Zourabichvili did,” Shatirishvili said.
For context: Francisco Franco’s nationalist regime in Spain claimed hundreds of thousands of lives. According to the Spanish government, 114,000 civilians disappeared, presumed killed by Franco’s forces during the war and throughout the dictatorship.
2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნები საქართველოში, ფაქტობრივად, გამოცდილი და დამოუკიდებელი დამკვირვებლების გარეშე ჩატარდება.
ცესკოს მონაცემების მიხედვით, არჩევნებს საქართველოში რამდენიმე ორგანიზაცია დააკვირდება, თუმცა როგორც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს „ბათუმელებთან“, ამ სქემას საერთაშორისო დონეზე კარგად იცნობენ, როგორც „ყალბ დაკვირვებას“.
„ყველა არჩევნებზე ჩვენ ვხედავთ გარკვეულ ჯგუფებს, ორგანიზაციებს, რომლებიც რეგისტრირდებიან ხოლმე სადამკვირვებლო ორგანიზაციებად. ამ ფენომენს საერთაშორისო დონეზე მოიხსენებენ ასე – „ყალბი დამკვირვებლები“. ეს გავრცელებული მოვლენაა ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის საქართველო – არიან გარკვეული ჯგუფები, რომლებიც გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეიძლება დააკვირდნენ არჩევნებს და შექმნან ილუზია იმისა, რომ რეალურად ადგილი აქვს არჩევნებზე დაკვირვებას.
შეიძლება ანგარიშებიც გამოაქვეყნონ ხოლმე, რომელიც, როგორც წესი, დადებითია,“ – ამბობს ლევან ნატროშვილი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი.
არჩევნების ექსპერტების შეფასებით, „ოცნების“ არალეგიტიმურმა მთავრობამ ყველა პირობა შექმნა იმისთვის, რომ რეალური, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები არ ჩატარდეს. ამიტომაც, 2025 წლის არჩევნებს არ დააკვირდებიან გამოცდილი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები:
31-წლიანი არსებობის განმავლობაში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პირველად არ აკვირდება არჩევნებს. 4 ოქტომბრის არჩევნებს არც „სამართლიანი არჩევნები“ დააკვირდება – ეს ორგანიზაცია 1995 წლიდან ყველა არჩევნებს აკვირდებოდა საქართველოში.
4 ოქტომბრის არჩევნებს საქართველოში არც ეუთო/ოდირი დააკვირდება. ეს ყველაზე ცნობილი და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით აკვირდება არჩევნებს. ეუთო/ოდირი საქართველოში მუდმივად აკვირდებოდა არჩევნებს. „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურმა და ანტიკონსტიტუციურმა მთავრობამ კი, ეუთო/ოდირი მოიწვია იმ დროს, როცა ამ ორგანიზაციის არჩევნებზე დაკვირვების მომზადების პერიოდი უკვე გასული იყო.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადება 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებზე:
„2025 წლის 4 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ და მძიმე პოლიტიკურ და სამართლებრივ გარემოში ტარდება.
ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ გატარებული რეპრესიული პოლიტიკა, შემზღუდველი კანონების მიღება, ასევე, საარჩევნო კანონმდებლობით დამკვირვებლის სამართლებრივი ჩარჩოს გაუარესება, ჩვენთვის პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის სრულფასოვანი სადამკვირვებლო მისიის ფორმირებას და არჩევნებზე დაკვირვებას.
საია გააგრძელებს ადამიანის უფლებების და სამართლის უზენაესობის დაცვას და მიმდინარე სამართლებრივი გარემოს შეფასებას საზოგადოებას პერიოდულად წარუდგენს“ – ვკითხულობთ საიას მიერ 2025 წლის 24 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით კი, ვენეციის კომისიის საარჩევნო ნორმათა კოდექსის ის სამი პირობა, რაც მოიცავს ძირითადი უფლებების პატივისცემას, საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობასა და პროცედურული გარანტიების არსებობას, დიდწილად არ არის დაცული, რითაც თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად არის შეზღუდული.
აქედან გამომდინარე, „სამართლიანი არჩევნები” მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით არ დააკვირდება, თუმცა, ორგანიზაცია აგრძელებს მიმდინარე პოლიტიკური და საარჩევნო პროცესების მონიტორინგს და შეფასებას,“ – აღნიშნული იყო „სამართლიანი არჩევნების“ მიერ 2025 წლის 21 აგვისტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.
„სამართლიან არჩევნებში“ მიიჩნევენ, რომ საარჩევნო გარემოს კუთხით არაფერი გაუმჯობესებულა. ამიტომაც, „სამართლიანი არჩევნები“ 4 ოქტომბრის არჩევნებზე ტრადიციული მეთოდით დაკვირვებას არ გეგმავს.
ლევან ნატროშვილს, „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელს ვკითხეთ – რას ნიშნავს არჩევნები დამკვირვებლის გარეშე?
„ამ არჩევნებზე არ იქნებიან არც ადგილობრივი და არც საერთაშორისო დამკვირვებლები, რომლებსაც აქვთ გარკვეული რეპუტაცია, ვის სიტყვას და პროფესიონალიზმს ენდობიან. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან ჩრდილს მიაყენებს, სხვა ფაქტორებთან ერთად, ამ არჩევნებს.
იმ ქვეყნებზე, სადაც არ არის მაღალი ხარისხის დემოკრატია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არჩევნებზე დაკვირვების კომპონენტი, ვინაიდან საქართველო არ არის იმ ქვეყნების რიგში, სადაც დემოკრატია უკვე ჩამოყალიბებულია და ნდობა საარჩევნო პროცესების მიმართ მაღალია,“ – ამბობს ლევან ნატროშვილი.
ლევან ნატროშვილი
ლევან ნატროშვილის ვკითხეთ საერთაშორისო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც არჩევნებს დააკვირდებიან საქართველოში: რა გამოცდილება აქვთ ამ ორგანიზაციებს და როგორია მათი ნდობის მაჩვენებელი?
„როგორც წესი, საერთაშორისო დამკვირვებლებში რამდენიმე ჯგუფი გამოიყოფა ხოლმე. ერთია პროფესიონალი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, როგორიც არის ეუთო/ოდირი, NDI-ის, IRI-ს მისიები და სხვადასხვა რეგიონული ორგანიზაცია. ეს არის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია და მათ შეუძლიათ სრულყოფილად შეაფასონ პროცესები.
ჩვენებიც მიდიან ხოლმე, ქართველები, სხვა ქვეყნებში, ანუ ცესკოს წევრები. აქ ძირითადად იგულისხმება ის, რომ რამდენიმე ადამიანი ჩამოდის სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო კომისიებიდან, ან იმ უწყებებიდან, რომლებიც არიან არჩევნებთან რაიმე კავშირში. მათ დამკვირვებლის სტატუსი აქვთ მინიჭებული, მაგრამ მათი საქმიანობა არ არის ხოლმე არჩევნებზე დაკვირვება, როგორც, მაგალითად, ეუთო/ოდირის შემთხვევაშია. ისინი არც აფასებენ პროცესს, ანგარიშს არ წერენ. ამიტომაც, ვერ აღიქმებიან საერთაშორისო დამკვირვებლებად.
შესაბამისად, მათი არსებობა პრობლემას ვერ ხსნის,“ – გვითხრა ლევან ნატროშვილმა ცესკოში რეგისტრირებული საერთაშორისო დამკვირვებლების შესახებ.
რაც შეეხება ადგილობრივ დამკვირვებლებს, ცესკოში 22-მა ორგანიზაციამ გაიარა რეგისტრაცია დაკვირვებაზე. ლევან ნატროშვილი გვიყვება, რაში სჭირდება ეს ორგანიზაციები რეალურად „ქართულ ოცნებას“:
„ეს ორგანიზაციები რეგისტრირდებიან იმისთვის, რომ პარტიებმა გამოიყენონ ხოლმე მათი კვოტები საარჩევნო კომისიებში, როგორც დამკვირვებლების კვოტები. ზოგიერთ ორგანიზაციას ჰყავს რამდენიმე ათასი დამკვირვებელი რეგისტრირებული და ვიცით, რომ ეს ადამიანები, ვინც მათ სახელით რეგისტრირდებიან დამკვირვებლად, რეალურად პარტიებთან დაკავშირებული პირები არიან. დიდი მასშტაბით, როგორც წესი, გამოირჩევა მმართველი პარტია. ესაა ხრიკი, რომ სხვა ორგანიზაციის სახელით საკუთარი პარტიის წარმომადგენლებს აფორმებენ ხოლმე, რომ მისი მეტი წარმომადგენელი იყოს უბანზე.
ასევე, ეს ჯგუფები შეიძლება გამოყენებულ იქნას იმისთვის, რომ სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომლებიც არიან დამოუკიდებელი ორგანიზაციები ან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს საქმიანობაში ხელი შეუშალონ. ასეთებიც არიან ამ არჩევნებზეც დარეგისტრირებულნი, თან საკმაოდ ბევრნი,“ – გვითხრა ლევან ნატროშვილმა.
25 სექტემბრის მონაცემებით[ცესკო], 4 ოქტომბრის არჩევნებს საქართველოში 26 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება:
Association „ALTERFACT
„იორდანიის დამოუკიდებელი საარჩევნო კომისია“ (IEC)
„ტუნისის რესპუბლიკის დამოუკიდებელი უმაღლესი საარჩევნო ორგანო“
„თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო საბჭო“
„მალდივის რესპუბლიკის საარჩევნო კომისია“
„ეთიოპიის ეროვნული საარჩევნო საბჭო“ (NEBE)
„მონტენეგროს სახელმწიფო საარჩევნო კომისია“
„ბოსნია და ჰერცეგოვინას ცენტრალური საარჩევნო კომისია“
„სამხრეთ აფრიკის საარჩევნო კომისია“
„ბულგარეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია“
„ყირგიზეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო და სარეფერენდუმო კომისია“
„აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია“
„ფიჯის საარჩევნო ოფისი“ (FEO)
„უნგრეთის ეროვნული საარჩევნო ოფისი“
„სლოვაკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს არჩევნების, რეფერენდუმისა და პოლიტიკური პარტიების დეპარტამენტი“
„სომხეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია“
„ფილიპინების რესპუბლიკის საარჩევნო კომისია“
„ესტონეთის სახელმწიფო საარჩევნო კომისია“
„ალბანეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია“
„გაერთიანებული სამეფოს საარჩევნო კომისია“
„მალაიზიის საარჩევნო კომისია (ECM)“
„მეხიკო სითის საარჩევნო ინსტიტუტი (IECM)“
„მექსიკის ეროვნული საარჩევნო ინსტიტუტი“
„უზბეკეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია“
„ბელარუსის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კიმისია“
„შვეიცარიის საელჩო საქართველოში“
4 ოქტომბრის არჩევნებს 22 ადგილობრივი ორგანიზაცია დააკვირდება:
ა(ა)იპ „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“
ა(ა)იპ „საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების ანალიტიკურ-კომპილაციური ცენტრი
ა(ა)იპ „საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირი
ა(ა)იპ „დემოკრატიისა და უფლებების დაცვის ცენტრი“
ა(ა)იპ „მასმედიისა და უფლებების დაცვის ცენტრი“
ა(ა)იპ „პოლიტიკის და სამართლის ობსერვერი“
ა(ა)იპ „სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრი“
ა(ა)იპ „რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრი“
ა(ა)იპ „ასოციაცია თავისუფალი თაობა“
ა(ა)იპ „საერთაშორისო ასოციაცია დაიცავი შენი წილი სამშობლო“
ა(ა)იპ „საქართველოს ტრენინგებისა და განვითარების ინსტიტუტი“
ა(ა)იპ „მომზადებისა და გადამზადების ცენტრი პროფესიონალი“
ა(ა)იპ „დემოკრატიული მრავალფეროვნების კვლევის ცენტრი“
ა(ა)იპ „მოძრაობა ამომრჩეველთა ლიგა“
ა(ა)იპ „საერთაშორისო ასოციაცია ქალთა მოძრაობა თანასწორობისათვის“
ა(ა)იპ „წინ-სვლა“
ა(ა)იპ „კავშირი საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო“
ა(ა)იპ „საქართველოს მოხალისეთა გაერთიანება“
ა(ა)იპ „საზოგადოებრივი დამცველი“
ა(ა)იპ „ახალგაზრდა ექსპერტთა კლუბი“
არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და მასში არ მონაწილეობს 8 ოპოზიციური პარტია: „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ახალი“, „ფედერალისტები“, „თავისუფლების მოედანი“ და „ევროპული საქართველო“ .
4 ოქტომბრისათვის ქვეყნის მასშტაბით 3 051 საარჩევნო უბანი 84 საარჩევნო ოლქში გაიხსნება. აქედან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული იქნება, ხოლო 767 უბანზე, ძველი წესით გაიმართება.
ქვეყნის მასშტაბით უნდა აირჩიონ 64 ქალაქის მერი და 64 ქალაქის საკრებულოს 2 058 წევრი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2025 წლის 4 ოქტომბრისთვის ამომრჩეველთა რაოდენობა ერთიან სიაში 3 476 140 – ია.
დღეს, 26 სექტემბერს, სახლში, სადაც „დროას“ წევრი, ნათია ლეთოდიანი ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ცხოვრობს, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი მივიდა და განუცხადა, რომ 5000-ლარიანი გადაუხდელი ჯარიმის გამო, მისი ნივთების დაყადაღებას აპირებენ.
„ბათუმელები“ ამ თემაზე ნათია ლეთოდიანს ესაუბრა.
„ჩემი ბებია-ბაბუის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში დაგვადგა აღსრულების ბიუროს წარმომადგენელი და გვითხრა, რომ უნდა დაიწყონ ნივთების დაყადაღება, რადგან არ გადავიხადე 5000-ლარიანი უკანონო ჯარიმა, რომელიც ბათუმში, ზებრაზე გადასვლის გამო დამიწერეს.
აფხაზეთიდან ვარ დევნილი. ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია ჩემი ოჯახისთვის. არც ბინა მოუცია, როგორც დევნილისთვის. აფხაზეთის ომის შემდეგ, რუსთავში ბებია-ბაბუასთან ჩამოვედით და, ფაქტობრივად, აქ გავიზარდე.
ახლა უნდათ, რომ სახლი და ნივთები წაგვართვან?
ჩემს საკუთრებაში არაფერია – არც სახლი, არც მანქანა და არც სხვა რაიმე საოჯახო ნივთი. სხვისი ნივთები უნდა აღწერონ და გადასცენ აღსრულების პოლიციას?
ჩვენ როცა ვამბობთ, რომ რუსულ რეჟიმს ვებრძვით, ეს არ არის ფარატინა სიტყვები, მართლა რუსულ ტერორში ვცხოვრობთ და ახლა სახლიდან მაცივრის, სკამის და სარეცხი მანქანის გატანით უნდათ, რომ შეგვაშინონ? რაღაც ხელოვნურად შექმნილი კანონებით მოიგონეს ტერორის ახალი სახეობა. ჯერ სახის ამომცნობი კამერები დაგვიყენეს რუსთაველზე, მაგით რომ ვერ შეგვაშინეს, მერე ჯარიმებზე გადავიდნენ და ახლა ოჯახებში შემოგვივარდნენ.
რუსი მაროდიორები რომ იქცეოდნენ ხოლმე და რაღაცები გაჰქონდათ სახლებიდან, ისე იქცევიან ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლები“, – ამბობს ნათია ლეთოდიანი.
მისი თქმით, აღსრულების ბიუროს წარმომადგენელმა მას უთხრა, რომ დღეს გაფრთხილების დოკუმენტზე უნდა მოეწერა ხელი, ნივთების აღსაწერად კი ორშაბათს მოვლენ.
„მე, რა თქმა უნდა, არ მოვუწერე ხელი ადვოკატის გარეშე. არც ამ ხელისუფლებას ვაღიარებ და არც მათ რეპრესიულ კანონებს. სახლშიც გაუფრთხილებლად დამადგნენ თავზე.
აბსურდის თეატრია მართლა. აფხაზეთიდან წამოსული, დევნილობაში გაზრდილი ადამიანი უნდათ, რომ დამატერორონ“, – ამბობს ნათია ლეთოდიანი.
მისი თქმით, 5000-ლარიანი ჯარიმა ბათუმში, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ, ზებრაზე გადასვლის გამო გამოუწერა პოლიციამ. საქმე განიხილა ბათუმის საქალაქო სასამართლომ, რომელსაც ნათია ლეთოდიანი არ დასწრებია.
„მე მხოლოდ სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესებს ვესწრებოდი, ჩემს სასამართლოზე არ მივსულვარ. თებერვალში განიხილა სასამართლომ ეს საქმე, მაისში კი დამიყადაღეს საბანკო ანგარიშები“, – ამბობს ნათია ლეთოდიანი.
ნათიას მამა, კობა ლეთოდიანი, 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაშავდა. მას საპროტესტო აქციების დარბევის დროს თვალი დაუზიანდა, რის გამოც მთლიანად დაკარგა მხედველობა.
ნათია ლეთოდიანი პარტია „დროას“ წევრია, რომლის ლიდერი ელენე ხოშტარია დააკავეს რამდენიმე დღის წინ, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერისთვის – „რუსული ოცნება“.
დღეს კი, „დროამ“ განცხადება გაავრცელა მისი წევრის, ნათია ლეთოდიანის საცხოვრებელ სახლში აღსრულების ბიუროს წარმომადგენლის მისვლასა და ქონების აღწერაზე.
კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანის ქმარი, ასევე პროპაგანდისტი ტიგრან კეოსაიანი მოკვდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად სიმონიანმა გაავრცელა. „დღეს ღამით ტიგრანი წავიდა შემოქმედთან“, – დაწერა მან Telegram-ზე.
ტიგრან კეოსაიანი ცხრა თვე კომაში იმყოფებოდა. რეჟისორი, პროდიუსერი და ტელეწამყვანი კეოსაიანი, აქტიურად მუშაობდა რუსეთის ტელეკომპანიებში სხვადასხვა პროექტზე. „მედუზას“ ცნობით, 2022 წელს კეოსაიანი ევროკავშირის სანქციების სიაში შეიყვანეს „რუსულ მედიაში ანტიუკრაინული პროპაგანდის გავრცელების“ გამო.
ტელეწამყვანის რანგში ის მუშაობდა REN TV-ზე, Rossiya-სა და NTV-ზე. მისი უახლესი პროექტი იყო სატირული პროპაგანდისტული შოუ – „საერთაშორისო ხერხის ქარხანა“.
მარგარიტა სიმონიანი RT-ს (Russia Today) მთავარი რედაქტორია. ის ასევე ხელმძღვანელობს რუსეთის სახელმწიფო მედიაჰოლდინგს Rossiya Segodnya-ს, რომელიც 2013 წელს ვლადიმირ პუტინის ბრძანებით შეიქმნა და აერთიანებს ისეთ პროპაგანდისტულ საინფორმაციო სააგენტოებს, როგორიცაა РИА Новости და Sputnik-ი. ეს უკანასკნელი ათეულობით ენაზე ავრცელებს რუსულ პროპაგანდას.
The Armenian Court of Appeals has denied the release of Georgian citizen Giorgi Kinoiani, who is wanted by Russia and faces deportation.
“The hearing of Giorgi’s appeal took place without his presence. The court did not grant our request for Giorgi to be released from unlawful detention, where he has already been held for 23 days. At this stage, the only option is to wait—we are awaiting an expedited ruling from the European Court of Human Rights on Giorgi’s release. At the same time, we plan to appeal to the Court of Cassation to prove that the decision of the self-proclaimed republic and Giorgi’s detention are illegal. We extend our deepest gratitude to the lawyers of the Helsinki Commission, especially Ani and Artur, for their support and dedication,” Kinoiani’s family members wrote on his Facebook page.
In October 2024, the so-called court of the occupied Donetsk region sentenced Giorgi Kinoiani in absentia to seven years in prison for alleged participation in the war in Ukraine. Kinoiani, who is wanted by Russia, was detained on the Armenian border on September 3. He was arrested in Armenia at Russia’s request and placed in 40-day extradition custody.
“I don’t know what will happen. The Armenian lawyers are not giving us hope. They say the risk of extradition is very high. When crossing the border, he had no information that he would be detained or face any problems; otherwise, he would never have made that decision,” Giorgi’s brother, Vazha Kinoiani, told TV Pirveli. According to him, Georgian border guards at the Geguti checkpoint did not warn Giorgi Kinoiani whether he was wanted under a red notice.
The Ministry of Internal Affairs of Georgia later explained to a television channel that Russia is searching for Kinoiani not through an Interpol red notice, but via the CIS (Commonwealth of Independent States) system, which Georgian border guards could not have detected.
Narek Sargsyan, spokesperson for Armenia’s Ministry of Internal Affairs, told Radio Free Europe/Radio Liberty’s Armenian Service that the Armenian authorities had already informed the Russian Federation about the detention of the wanted Georgian citizen.
According to the spokesperson, after police officers identified Kinoiani while crossing the border on September 3, they notified the Prosecutor General’s Office, the Ministry of Justice, and the requesting party — the Russian Federation.
Netgazeti inquired whether Georgia’s diplomatic mission had been in communication with the Armenian side and what measures were being taken to prevent Kinoiani’s extradition to Russia.
“The Georgian Embassy in Armenia was informed of the detention by the family members of the detainee; however, the embassy has not yet received any official notification from the Armenian authorities. The consulate is working on the matter within the scope of its competence,” Georgia’s Ministry of Foreign Affairs told Netgazeti in early September.