მთავარი,სიახლეები

კრემლის პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის ქმარი მოკვდა

26.09.2025
კრემლის პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის ქმარი მოკვდა

კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანის ქმარი, ასევე პროპაგანდისტი ტიგრან კეოსაიანი მოკვდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად სიმონიანმა გაავრცელა. „დღეს ღამით ტიგრანი წავიდა შემოქმედთან“, – დაწერა მან Telegram-ზე.

ტიგრან კეოსაიანი ცხრა თვე კომაში იმყოფებოდა. რეჟისორი, პროდიუსერი და ტელეწამყვანი კეოსაიანი, აქტიურად მუშაობდა რუსეთის ტელეკომპანიებში სხვადასხვა პროექტზე. „მედუზას“ ცნობით, 2022 წელს კეოსაიანი ევროკავშირის სანქციების სიაში შეიყვანეს „რუსულ მედიაში ანტიუკრაინული პროპაგანდის გავრცელების“ გამო.

ტელეწამყვანის რანგში ის მუშაობდა REN TV-ზე, Rossiya-სა და NTV-ზე. მისი უახლესი პროექტი იყო სატირული პროპაგანდისტული შოუ – „საერთაშორისო ხერხის ქარხანა“.

მარგარიტა სიმონიანი  RT-ს (Russia Today) მთავარი რედაქტორია. ის ასევე ხელმძღვანელობს რუსეთის სახელმწიფო მედიაჰოლდინგს Rossiya Segodnya-ს, რომელიც 2013 წელს ვლადიმირ პუტინის ბრძანებით შეიქმნა და აერთიანებს ისეთ პროპაგანდისტულ საინფორმაციო სააგენტოებს, როგორიცაა РИА Новости და Sputnik-ი. ეს უკანასკნელი ათეულობით ენაზე ავრცელებს რუსულ პროპაგანდას.

__

ამავე თემაზე:

„ტიგრანი ჯერ კიდევ კომაშია, მე კი კიბოს მკურნალობას გავდივარ“ – მარგარიტა სიმონიანი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: