მთავარი,სიახლეები

საქართველოში 50 მლნ-ის ღირებულების ჰეროინის შემოტანის ბრალდებით, 1 პირი დააკავეს – შსს

27.09.2025
საქართველოში 50 მლნ-ის ღირებულების ჰეროინის შემოტანის ბრალდებით, 1 პირი დააკავეს – შსს

შსს-ს ინფორმაციით, საქართველოში 50 მილიონის  ღირებულების ნარკოტიკის შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

„განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნარკოტიკი, 200კგ ჰეროინი ამოვიღეთ. ამოღებული ნარკოტიკის ღირებულება ე.წ შავ ბაზარზე 50 მილიონს აღემატება.

აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე.

ბრალდებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილიდან, რომელიც დატვირთული იყო თევზის საკვებით, ნანახი და ამოღებულია ტვირთში დამალული 8 ტომარა, რომელშიც 200 კგ ნარკოტიკული საშუალება ჰერონი იყო მოთავსებული.

აღნიშნული ავტომობილი ირანიდან საქართველოში შემოვიდა, აზერბაიჯანის გავლით, სასაზღვრო პუნტქ წითელი ხიდიდან“ – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ, შს მინისტრის მოადგილემ.

200 გრ ჰერონის შემოტანის ბრალდებით ირანის მოქალაქე დააკავეს.

განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნარკოტიკის ამოღების ფაქტზე დღეს, 27 სექტემბერს, განაცხადეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: