უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 27 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 107 400 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +970. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
- ტანკი – 11 204 ერთეული [+1]
- ჯავშანტექნიკა – 23 288 ერთეული [+1]
- საარტილერიო სისტემა – 33 186 ერთეული [+39]
- MLRS – 1 502 ერთეული [+1]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 223 ერთეული [+3]
- თვითმფრინავი – 427 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 345 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 63 931 ერთეული [+362]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 747 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 62 909 ერთეული [+91]
- სპეცტექნიკა – 3 977 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 26 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 667 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 86 769 უპილოტო საფრენი აპარატი
- 631 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 25 254 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 592 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 29 956 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 42 665 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
პოლონეთი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ბელარუსი
„უკრაიანას მოკავშირეების კარგი ქსელი აქვს რუსეთში, ამას ბოლო თავდასხმები აჩვენებს“ – ინტერვიუ






