მთავარი,სიახლეები

უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსეთში „როსგვარდიის“ პოდპოლკოვნიკი გაანადგურეს

30.09.2025
უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსეთში „როსგვარდიის“ პოდპოლკოვნიკი გაანადგურეს

უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მებრძოლებმა „როსგვარდიის“ პოდპოლკოვნიკი და კიდევ ორი ​​ოკუპანტი გაანადგურეს – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახური ავრცელებს.

„2025 წლის 27 სექტემბერს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების სარდლობის კავკასიის განმათავისუფლებელი მოძრაობის მხარდაჭერით ჩატარებული წარმატებული ოპერაციის შედეგად, აგრესორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე – სტავროპოლის ოლქის ტამბუკანის დასახლებასთან ახლოს, სამი „როსგვარდიელი“ იქნა ლიკვიდირებული“ – წერს უკრაინის დაზვერვა.

ამავე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დაღუპულთა შორისაა რუსეთის ეროვნული გვარდიის პოდპოლკოვნიკი, რომელიც სპეცრაზმს, „ავანგარდის“ ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ასევე, ოფიცრის თანაშემწე და მძღოლი.

უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებული ვიდეოს თანახმად, ეს დისტანციურად აფეთქებული ასაფეთქებელი ნივთიერებებით მოხდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: