აჭარაში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველო შეიქმნა.
სამმართველოს უფროსად გიორგი ცოცხალაშვილი დაინიშნა, რომელიც აქამდე ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში მუშაობდა – ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.
შს სამინისტროს ცნობით, ახალი სამმართველოს ძირითადი ფუნქცია ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოტიკის უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლაა.


