მთავარი,სიახლეები

„ტიგრანი ჯერ კიდევ კომაშია, მე კი კიბოს მკურნალობას გავდივარ“ – მარგარიტა სიმონიანი

22.09.2025
„ტიგრანი ჯერ კიდევ კომაშია, მე კი კიბოს მკურნალობას გავდივარ“ – მარგარიტა სიმონიანი

„სიამოვნებით დავწერდი, რომ კარგად ვარ, მაგრამ ვცდილობ, არასდროს მოვიტყუო. ტიგრანი ჯერ კიდევ კომაშია, მე კი კიბოს მკურნალობას გავდივარ. რა არის ამაში კარგი? მალე პარიკებში მნახავთ. ერთად ავირჩევთ, რომელი გვიხდება ყველაზე მეტად” – წერს კრემლის პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი საკუთარ Telegram არხზე.

მარგარიტა სიმონიანის დიაგნოზის შესახებ ცნობები რუსულ მედიაში აქამდეც ვრცელდებოდა. თავად სიმონიანმა, კრემლის კიდევ ერთი პროპაგანდისტის, ვლადიმერ სოლოვიოვის გადაცემაში თქვა, რომ მას მძიმე დაავადება დაუდგინეს და რომ ის მკერდის ოპერაციისთვის ემზადებოდა. ამავე გადაცემაში მან ახსენა, რომ მისი მეუღლე ტიგრან კეოსაიანი, ცხრა თვეა კომაშია.

მარგარიტა სიმონიანი  RT-ს (Russia Today) მთავარი რედაქტორია, ის ასევე ხელმძღვანელობს რუსეთის სახელმწიფო მედიაჰოლდინგს Rossiya Segodnya-ს,  რომელიც 2013 წელს ვლადიმირ პუტინის ბრძანებით შეიქმნა და აერთიანებს ისეთ პროპაგანდისტულ საინფორმაციო სააგენტოებს, როგორებიცაა РИА Новости და Sputnik-ი. ეს უკანასკნელი ათეულობით ენაზე ავრცელებს რუსულ პროპაგანდას.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: