BBC Culture-მ რეჟისორი ქალების მიერ გადაღებული, 100 საუკეთესო ფილმის სია გამოაქვეყნა. როგორც სტატიაშია აღნიშნული, სიის შედგენაზე 368 სპეციალისტი მუშაობდა – კინოკრიტიკოსები, ჟურნალისტები, კინოს სპეციალისტიები, სხვადასხვა ფესტივალის პროგრამის ავტორები. მათ რეჟისორი ქალების მიერ გადაღებული 761 ფილმიდან საუკეთესო 100 გამოარჩიეს. „ბათუმელები“ გთავაზობთ პირველ ათეულს.
1. „პიანინო“ – რეჟისორი ჯეინ კემპიონი
1993 წელს გადაღებული „პიანინოს“ რეჟისორი და სცენარის ავტორიც ჯეინ კემპიონია, ახალზელანდიელი რეჟისორი, სცენარისტი და მწერალი. ამ ფილმმა რეჟისორს განსაკუთრებული წარმატება მოუტანა, „პიანინომ“ ეკრანებზე გამოსვლის წელს კანის კინოფესტივალზე მიიღოს „ოქროს პალმის რტო“, „ოქროს გლობუსი“, 3 „ოსკარი“ – საუკეთესო სცენარისთვის და საუკეთესო მთავარი და მეორეხარისხოვანი მსახიობის როლისთვის. ჯამში ფილმმა 63 სხვადასხვა ჯილდო მიიღო ფესტივალებზე. ჯეინ კემპიონი პირველი რეჟისორი ქალია, რომელმაც კანის კინოფესტივალის „ოქროს პალმის რტო“ მიიღო.
2. „კლეო 5-დან 7 საათამდე“ – რეჟისორი ანიეს ვარდა
ფრანგი რეჟისორის, ანიეს ვარდას ეს სურათი 1962 წელსაა გადაღებული. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ქალის ცხოვრების საათნახევარზე, სანამ იგი ანალიზის პასუხებს ელოდება, რის შედეგადაც უნდა გაირკვეს, აქვს თუ არა მას სიმსივნე.
რეჟისორი ანიეს ვარდა ფრანგული კინოს „ახალი ტალღის“ წარმომადგენელია და ფილმში ეპიზოდურ როლებს ასრულებენ „ახალი ტალღის“ ისეთი ცნობილი სახეები, როგორიცაა ჟან-ლუკ გოდარი, ანნა კარინა და ჟან-კლოდ ბრიალი. ფილმის კომპოზიტორია მიშელ ლეგრანი.
ანიეს ვარდა არა მხოლოდ მხატვრული, არამედ დოკუმენტური კინოს რეჟისორიც იყო, ასევე სცენარისტი, პროდიუსერი და ფოტოგრაფი. იგი წელს, 29 მარტს, გარდაიცვალა 90 წლის ასაკში.
3. „ჟანა დილმანი, სანაპიროს 23, 1080 ბრიუსელი“ – რეჟისორი შანტალ აკერმანი
ბელგიელი რეჟისორისა და სცენარისტის, შანტალ აკერმანის ეს ფილმი 1975 წელსაა გადაღებული. ფილმის მთავარი გმირი, ჟანა დილმანი, მარტოხელა დედაა, ფილმი მის რამდენიმე დღეს აღწერს. „ჟანა დილმანი, სანაპიროს 23, 1080 ბრიუსელი“ ფემინისტური ფილმების სხვადასხვა სიაში შედის.
4.„კარგი სამსახური“ – რეჟისორი კლერ დენი
ფრანგი რეჟისორი კლერ დენი თანამედროვე ფრანგული საავტორო კინოს წარმომადგენელია. „კარგი სამსახური“ ჰერმან მელვილის ნაწარმოების მიხედვით მან 1999 წელს გადაიღო. „კარგი სამსახური“ ყოფილ ოფიცერზე მოგვითხრობს, რომელიც თავის ცხოვრებას იხსენებს. ფილმს ექვსი სხვადასხვა ჯილდო აქვს მიღებული.
5.„თარგმანში დაკარგული“ – რეჟისორი სოფია კოპოლა
ამერიკელი რეჟისორის, სცენარისტისა და მსახიობის, სოფია კოპოლას ეს სურათი 2003 წელსაა გადაღებული. ფილმში მთავარ როლებს სკარლეტ იოჰანსონი და ბილ მიურეი ასრულებენ. ფილმის ბიუჯეტი 4 მილიონი დოლარი იყო, შემოსავალმა კი 119 მილიონს გადააჭარბა. ფილმმა სხვადასხვა ფესტივალის 98 ჯილდო მიიღო, მათ შორისაა ერთი „ოსკარი“ – საუკეთესო სცენარისთვის, „ოქროს გლობუსი“ და ა.შ.
6.„გვირილები“ – რეჟისორი ვერა ხიტილოვა
ფილმი 1966 წელს გადაიღო ჩეხური კინოს ახალი ტალღის წარმომადგენელმა ვერა ხიტილოვამ. რეჟისორს 30-მდე ფილმი აქვს გადაღებული და „გვირილები“ მათ შორის ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც ექსპერიმენტული ფილმი.
7.„ქარიშხლის მბრძანებელი“ – რეჟისორი ქეთრინ ბიგელოუ
ამერიკელი რეჟისორი ქეთრინ ბიგელოუ პირველი რეჟისორი ქალია, რომელმაც „ოსკარი“ მიიღო, სწორედ ამ ფილმისთვის. „ქარიშხლის მბრძანებელი“ 2008 წელსაა გადაღებული. ფილს 118 სხვადასხვა ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის 6 ოსკარი და „ოქროს გლობუსი“.
8.„ტონი ერდმანი“ – რეჟისორი მარენ ადე
გერმანელი რეჟისორის 2016 წელს გადაღებული სურათი „ტონი ერდმანი“ მამისა და შვილის ურთიერთობაზე გვიამბობს. ფილმი არაერთი ჯილდოს მფლობელია, მათ შორის კანის კინოფესტივალის FIPRESCI-ს პრიზის.
9.„აკვარიუმი“ – რეჟისორი ანდრეა არნოლდი
ფილმი 2009 წელს გადაიღო ბრიტანელმა რეჟისორმა ანდრეა არნოლდმა. ფილმი თინეიჯერ გოგოზეა, რომელიც დედასთან და მცირეწლოვან დასთან ერთად ცხოვრობს. რეჟისორმა ფილმისთვის კანის კინოფესტივალის ჟიურის პრიზი მიიღო, 2010 წელს კი „ბაფტა“ – საუკეთესო ბრიტანული ფილმისთვის.
ანდრეა არნოლდმა გადაიღო ბოლო წლებში პოპულარული მინი სერიალის – „დიდი, პატარა ტყუილები“ – მეორე სეზონი.
10.„ნისლის ქალიშვილები“ – რეჟისორი ჯული დეში
„ნისლის ქალიშვილები“ ამერიკელი რეჟისორის, ჯული დეშის ფილმია, რომელიც 1991 წელსაა გადაღებული.
საქართველოს მთავრობა ახალ ა[ა]იპ-ს აფუძნებს, რომელსაც მართვაში ბათუმის ახალი [რესპუბლიკური] საავადმყოფო გადაეცემა. „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“ დაფუძნების შესახებ განკარგულება მთავრობამ რამდენიმე დღის წინ გამოსცა.
ამ დოკუმენტის თანახმად, ცვლილება შევიდა მთავრობის მიმდინარე წლის მარტის განკარგულებაში, რომლითაც ა[ა]იპ „რუხის მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკა“ უნდა დაფუძნებულიყო.
მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის განკარგულებით, ა[ა]იპ „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“ დაფუძნება საქართველოს ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა; სააგენტოსთვის ახალი ჰოლდინგის წესდების პროექტისა და ამ ჰოლდინგის ხელმძღვანელი პირ[ებ]ის კანდიდატურ[ებ[ის წარდგენა კი – საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“ დაფუძნების შემდეგ, დამფუძნებლის ყველა უფლებამოსილებას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო განახორციელებს.
ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ახალი ა[ა]იპ-ი ჯერ დაფუძნებული არ არის.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში თავის დროზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სახელმწიფოს ერთიან მართვაში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ერთად მოიაზრებოდა კიდევ მინიმუმ სამი კლინიკა: თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო; საჩხერის სამედიცინო ცენტრი და ზუგდიდის [რუხის] კლინიკა.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით კი, „შეიქმნება საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი, რომელშიც თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, ონკოლოგიური ცენტრი, ბავშვთა ინფექციური და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო გაერთიანდება, მოექცევა ერთიან კონცეფციაში და იქნება სახელმწიფოს მართვასა და საკუთრებაში“.
მინისტრმა ეს განცხადება 6 ნოემბერს ბათუმში ყოფნისას გააკეთა.
ბათუმის მოქმედი რესპუბლიკური საავადმყოფო დღეს შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ დაქვემდებარებაშია, რომლის 100% წილის მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა, წილის მმართველი კი – აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
„სტადიონში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ ეტაპზე შენობასთან დაკავშირებით ექსპერტიზები ტარდება, შესაბამისად, მისი ჩაბარება 2019 წელს, შესაძლოა, ვერ მოესწროს.
ვინაიდან ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო [ახალი შენობა] ახალი ჰოლდინგის მართვაში უნდა გადავიდეს, ხოლო საავადმყოფოს არსებული [ძველი] შენობა უნდა დაინგრეს, აქედან გამომდინარე, რამდენადაც „ბათუმელებმა“ გაარკვია, მოხდება შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ ლიკვიდაცია. თუმცა, საავადმყოფოს ტერიტორია [22 109 კვ.მ] დარჩება აჭარის საკუთრებაში.
მიუხედავად იმისა, სამშენებლო სამუშაოები დროში საკმაოდ გაიწელა, ჯერ კიდევ არ არის გამოყოფილი თანხა საავადმყოფოს ახალი შენობის სამედიცინო აპარატურითა და ინვენტარით აღსაჭურვად.
ეკატერინე ტიკარაძემ ბათუმში ყოფნისას განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის შესაბამის აღჭურვაზე სახელმწიფო იზრუნებს, თუმცა, მან ვერ დაასახელა კონკრეტული თარიღი, როდის დაიწყებს ახალი რესპუბლიკური საქმიანობას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ოზურგეთის მოსამართლე ბიძინა სტურუას გადაწყვეტილება, რომლითაც აქციის „გააღვიძე ოლიგარქის“ 9 წევრი გააფრთხილეს „დასაშვებ ზღვარზე მეტად ხმაურისთვის“.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ტიპის საქმეებზე საბოლოოა და იგი გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის კუთხით სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს. საია ამ აქციაზე დაკავებულების ინტერესებს იცავდა.
აქცია „გააღვიძე ოლიგარქის“ მონაწილეების: ხათუნა ბერიძის, ნინო კვიტაიშვილის, მამუკა კომახიძის, ბონდო თედორაძის, მანუჩარ გოხიძის, მამუკა ქობულაძის, ანზორ გუბაევის, გიორგი დიასამიძის და დარეჯან ცხვიტარიას წინააღმდეგ სამართალდარღვევის ოქმი ოზურგეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 26 ივლისს შეადგინა. ოქმში ეწერა, რომ აქციის მონაწილეები დასაშვებ ზღვარზე მეტად ხმაურობდნენ და ეს სპეციალური აპარატურით გაზომეს. სამართალდარღვევის ოქმს თან ახლდა ვიდეოჩანაწერებიც. საპროტესტო აქციები ივანიშვილის რეზიდენციასთან 20 ივნისის მოვლენებისშემდეგ დაიწყო. რეზიდენციასთან აქციის მონაწილე რამდენიმე ადამიანი შიმშილობდა – ისინი ყოფილი შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდნენ.
მოსამართლე ბიძინა სტურუამ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირები სამართალდამრღვევებად მიიჩნია და გაფრთხილებით შემოიფარგლა.
„ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით სოლიდარობის გამოხატვა, რა თქმა უნდა, შეფასდება შეკრებად, თუმცა პროტესტის საგანი ვერ გახდება ამა თუ იმ ადამიანის მიერ იმ უფლებებით სარგებლობა, რომლებიც ადამიანის არსებობის საფუძველს წარმოადგენს,“ – აღნიშნულია ოზურგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელსაც საია-ს იურისტი, პატა დიასამიძე „გაუგებარს“ უწოდებს.
მოსამართლე ბიძინა სტურუას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში მსგავსი ბევრი წინადადება წერია.
პაატა დიასამიძე აცხადებს, რომ ოზურგეთის სასამართლოს გადაწყვეტილება „საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას“. საიას შეფასებითაც, ეს გადაწყვეტილება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საშიში პრეცედენტია.
მხარეებს ჯერ არ ჩაბარებიათ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, უცნობია, რა არგუმენტით დაინახა სამართალდარღვევა საპროტესტო აქციაში მონაწილეობა მეორე ინსტანციის სასამართლომ.
მთავარი ფოტო: 2019 წლის ივლის საპროესტო აქცია შეკვეთილში და ოზურგეთის სასამართლოს თავმჯდომარე ბიძინა სტურუა
„არასდროს მესმოდა, როგორ შეეძლოთ ქართველებს ეამაყათ სტალინით… არ შემიძლია ვწერო იმ საუკუნეზე და არ დავწერო სისასტიკეებზე,“ – ამბობს ბრიტანულ გამოცემა The Guardian- თან ინტერვიუსდროს ქართველი მწერალი ნინო ხარატიშვილი. ინტერვიუ მის ბოლო რომანზეა – „მერვე სიცოცხლე“, სადაც საქართველოს რეალობაა აღწერილი, მათ შორის, საბჭოთა წლები და ქვეყანა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. ნინო ხარატიშვილი 2003 წლიდან გერმანიაში ცხოვრობს. წელს იგი შილერის პრიზით დააჯილდოვეს.
„გარდიანთან“ ნინო ხარატიშვილი ამბობს, რომ სტალინის მმართველობის დროს მკვლელობის ჩრდილი იყო ყველგან, თუმცა ამის მიუხედავად სტალინის მუზეუმი გორში ისევ არსებობს. მწერალი ამბობს, რომ გერმანიისგან განსხვავებით, საქართველოში ჯერ კიდევ არ დაუწყიათ ისტორიის „კოლექტიური კვლევა“.
„როდესაც სკოლაში ისტორიას მასწავლიდნენ, ბევრი წელი გავდიოდით შუა საუკუნეების პერიოდს ან მეფე დავითის ისტორიას. მხოლოდ ერთი თავი იყო საბჭოთა კავშირის შესახებ. ეს იყო აბსურდი,“ – ამბობს ნინო ხარატიშვილი გამოცემასთან.
ნინო ხარატიშვილმა „მერვე სიცოცხლე“ გერმანულ ენაზე დაწერა. მისი თქმით, ენამ მას მისცა დისტანცირების საშუალება. „მე მჭირდებოდა მანძილი, რომ აღწერილიყო ყველაფერი,“- დასძენს იგი.
ინტერვიუში ნინო ხარატიშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ დღეს საქართველოს მომავალი რთულად პროგნოზირებადია, რადგან ქვეყანა დიდი ეკონომიკური და სოციალური პრობლემების წინაშეა, გრძელდება „მცოცავი ოკუპაცია“, ხოლო რუსეთის დუმის დეპუტატის საქართველოს პარლამენტის სხდომების წაყვანა სურს. მწერალი აქცენტს აკეთებს ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციებზე, რომლის შემდეგაც პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ფინკა ბანკსა და ფერმერთა სერვის ცენტრების ქსელ „აგროსფეროს“ შორის თანამშრომლობა გრძელდება. ფერმერებს აქვთ საშუალება ისარგებლონ ექსლუზიური პირობებით აგრო სესხებზე – წლიური განაკვეთი 2%-დან (ეფექტური 2.68%-დან).
ფინკა ბანკის აგრო სესხის ექსკლუზიური პირობები არის მათთვის, ვინც „აგროსფეროს“ მაღაზიათა ქსელში შეიძენენ სასოფლო-სამეურნეო აღჭურვილობას და მასალებს, მცენარეთა დაცვის საშუალებებს, სასუქებს, სათესლე მასალას და სხვა წარმოდგენილ პროდუქციას.
აგრო სესხის განვადების ვადა 6-დან 15 თვემდე, ხოლო სესხის თანხა 4500 ლარიდან 60 000 ლარამდეა, აგრო სესხის დამტკიცების და გაცემის საკომისიო – 0%-ია. 40000 ლარამდე სესხი გაიცემა გირაოს და თავდების გარეშე.
დიახ, ეს რეალურია – აგრო სესხზე ექსკლუზიურ პირობებს ვთავაზობთ ფერმერებს და გვაქვს მართლაც უპრეცედენტოდ დაბალი ფასი – წლიური 2%-დან (ეფექტური 2.68%-დან), რაც დიდი შეღავათია ჩვენი ფერმერებისთვის. ეს არის შესაძლებლობა ფერმერებისათვის რათა მათ მარტივად შეიძინონ მეურნეობისთვის საჭირო ინვენტარი, მცენარეთა დაცვის საშუალებები, სასუქები, სათესლე მასალა, აგროტექნიკა, აგროინვენტარი, წვეთოვანი მორწყვის სისტემები, ასევე მეღვინეობის დანადგარები, ფილტრაციის სისტემები, მუხის კასრები, დამხმარე მასალები და ა.შ. სწრაფად და მარტივად, დამატებითი პროცედურების გარეშე.
ფინკა ბანკი უკვე 20 წელზე მეტია მომსახურებას უწევს მცირე და საშუალო მეწარმეებს და ფერმერებს საქართველოს ყველა რეგიონში.
აგრო სესხის განაცხადი შეავსეთ აქ, მოგვმართეთ ფილიალში ან ეწვიეთ აგროსფეროს მაღაზიებს თქვენს ქალაქში
ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ აჭარის რეგიონში მოღვაწე წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები. ღონისძიებაზე, სადაც „თეგეტა აკადემიამ“ საინტერესო და ინტერაქტიული პრეზენტაცია წარმოადგინა, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ „თეგეტა აკადემიის“ მიმდინარე სიახლეებსა და პროგრამებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მათი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას.
ღია კარის დღე „თეგეტა აკადემიაში“
„თეგეტა აკადემია“ ფუნქციონირებს 2017 წლიდან და არის უნიკალური სასწავლო პლატფორმა, მისი მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია ქვეყანაში და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება ავტომომსახურების სფეროში.
ღია კარის დღე „თეგეტა აკადემიაში“
2019 წლიდან „თეგეტა აკადემიას“ მიენიჭა ავტორიზებული პროფესიული კოლეჯის სტატუსი და წარმოადგენს ერთადერთ ავტორიზებულ კერძო კოლეჯს, რომელიც სტუდენტებს დუალური განათლების მოდელს სთავაზობს, რაც პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას ეფუძნება.
ღია კარის დღე „თეგეტა აკადემიაში“
„თეგეტა აკადემიის“ სასწავლო კურსს უძღვებიან როგორც ადგილობრივი, ისე მსოფლიოს წამყვანი ბრენდების უცხოელი ტრენერები ავტოინდუსტრიის სფეროდან, როგორებიც გახლავთ: ბოში, მოტული, პორშე, ტოიოტა და სხვა.
„თეგეტა აკადემია“ წელიწადში 80-ზე მეტ ტრენინგს ატარებს. სასწავლო ცენტრი აღჭურვილია საკონფერენციო დარბაზებით, კომპიუტერული ლაბორატორიითა და ბიბლიოთეკით.
28 ნოემბერს, ხუთშაბათს, ბუსსს ანრიში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „საზღვაო ნარჩენების მართვა საქართველოში“-ის მიხედვით.
პროექტის ფარგლებში საჯარო ლექციას წაიკითხავენ შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორ -მასწავლებლები ნარგული ასანიძე და გუგული დუმბაძე. ასევე, გაიმართება ევროლის გარემოს დაცვის სააგენტოს EMBLAS plus მიერ შემუშავებული მობილური აპლიკაციის MarineLitterWatchპრეზენტაცია.
ბათუმის მერია ახორციელებს მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტს, შენი იდეა ბათუმს, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეების იდეების დაფინანსებაზე 2020 წლისთვის გამოყოფილია 500 000 ლარი. მრავალდონიანი განხილვისა და ანალიზის შედეგად ხმის მიცემის ეტაპზე გადავიდა 6 იდეა, რომლებიც უკვე თანაქალაქელების მხარდაჭერას ელიან. მათგან ყველა გამორჩეული და ინდივიდუალურია.
დავინტერესდით რა ისტორიები აქვთ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან ჩაერთონ ქალაქის მართვაში და იზრუნონ მის განვითარებაზე.
მევლუდ საბაშვილი – ძაღლების პარკი
პირველი ადამიანი, ვისაც გავესაუბრეთ მევლუდ საბაშვილია. ის ამჟამად აეროპორტიდან ზრუნავს თვითმფრინავების უსაფრთხო ფრენაზე. მისი იდეაა შეიქმნას პარკი ძაღლებისთვის, როგორც თქვა, პირველად მსგავსი დაწესებულება მოგზაურობისას ნახა და მას შემდეგ ამ იდეის ჩვენს ქალაქში განხორციელებაც მოუნდა. წაიკითხა კვლევები, ნახა სხვა ქვეყნების გამოცდილებაც და ახლა უკვე “შენი იდეა ბათუმის” კონკურსის ფინალშიცაა.
” ეს პარკი ქალაქში ახალი სოციუმის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძაღლებს ექნებათ ადგილი, სადაც ბედნიერად გაატარებენ დროს, ითამაშებენ და შეხვდებიან სხვა ძაღლებს. მე სულ მანქანით ვატარებ ხოლმე ძაღლის საჭმელს და ვცდილობ ქუჩის ძაღლების გამოკვებას, ამის გამო მიწევს ხოლმე ვეტერინარიულ მაღაზიებში მისვლაც, სადაც შემიმჩნევია როგორი გახსნილი და კომუნიკაბელური ადამიანები არიან ძაღლების პატრონები. ძაღლის ყოლა ადამიანზე დადებითად მოქმედებს და ამ პროექტის განხორციელებაც, ვფიქრობ, ქალაქში გაზრდის ცხოველების მიმართ მიმღებლობას. თან ძაღლები ენერგიას სწორად დახარჯავენ და აგრესიულები აღარ იქნებიან. მე და ჩემი მეგობარი დავდიოდით ამ პერიოდში და ვარჩევდით ადგილს ძაღლების პარკისთვის, ვფიქრობ ეს პარკი უნდა იყოს დასახლებისგან და საგზაო ნაწილისგან დისტანცირებული, რათა დავიცვათ ძაღლების უსაფრთხოება და არ გამოვიწვიოთ ადამიანებში დისკომფორტის განცდა.”
მევლუდ საბაშვილი – ძაღლების პარკი
ნინო ბასილაძე – ონლაინ თამაში Batumi Dots
ნინო ბასილაძეს სურს პროექტ “შენი იდეა ბათუმის” ფარგლებში დაიგეგმოს ერთგვარი city game ქალაქში, რაც მოიცავს იმას, რომ ადამიანები ჩაერთვებიან თამაშში, ივლიან ქალაქში და აღმოაჩენენ ისტორიებს შენობების, ძეგლების, ადგილების მიღმა და თუ ყურადღებით იქნებიან, პრიზებსაც მოიგებენ. ამჟამად, როგორც ნინომ აღნიშნა, ბევრი თავისუფალი დრო აქვს, დადის ქალაქში, იღებს ფოტოებს და თავიდან იცნობს ქალაქს:
ნინო ბასილაძე: “ვფიქრობ, ეს თამაში გაზრდის მგრძნობელობას ქალაქის მიმართ. ხშირად ისეა, რომ უმეტესად ვმუშაობთ, დრო არ გვაქვს იმისთვის, რომ აღვიქვათ ჩვენი ქალაქი, ამბები შენობების მიღმა. მინდა ამ თამაშმა ადამიანებს აღმოაჩენინოს ბათუმი თავიდან. რათა სამომავლოდ, უფრო მეტმა ადამიანმა დაიცვას ქალაქის კულტურულ-ისტორიული ნაწილი.
როცა მიღება გამოცხადდა ვფიქრობდი, ინფრასტრუქტურული პროექტის შემოტანას, თუმცა ბოლო დღეს მივხვდი, რომ რაღაც სხვა გვჭირდებოდა. ისეთი პროექტი, რომელიც ქალაქს უფრო საინტერესოს გახდიდა, ეს თამაში თანამედროვე იქნება, ტექნოლოგიებთან დაახლოებული და ჩემთვისაც სიახლეა, სიამოვნებით ვიმუშავებდი ასეთ რამეზე.”
ნინო ბასილაძე – ონლაინ თამაში Batumi Dots
პაატა ურიადმყოფელი – ქართული ჭიდაობის მოედანი
პაატა ურიადმყოფელის ინიციატივაა ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ღია ტიპის ქართული ჭიდაობის მოედნის მოწყობა, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდება ვარჯიშები, ყოველ კვირას კი უშუალოდ ჩემპიონატები, რასაც, როგორც თვითონ ამბობს, დიდი გამოხმაურება მოჰყვება, როგორც ადგილობრივების, ისე ტურისტების მხრიდან. ის თავადაც გახლავთ მრავალი ფედერაციის დამაარსებელი ჭიდაობის სფეროში. ახლახანს მათ რიგს ქალთა ფედერაციაც შეემატა. :
“თამაშები იქნება ყველა სეზონზე, შაბათ-კვირას ადამიანებს შეეძლებათ მოვიდნენ და ცოცხლად ნახონ ქართული ჭიდაობა. მე წარმოშობით ხაშურიდან ვარ, იქ რამდენიმე სოფელში არის საჭიდაო მოედნები, რაც იქცევა ხოლმე სოციალურ სივრცედ, ადამიანები დადიან იქ ჭიდაობის საყურებლად, ერთმანეთთან შესახვედრად და გასაცნობად. ჩვენს ქალაქში ეს სტადიონი დატვირთავს ახალი ბულვარის ტერიტორიას, ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას და თუ ახლა 100 ბავშვი დადის ჭიდაობაზე მერე დარწმუნებული ვარ, მინიმუმ გახუთმაგდება ეს რიცხვი.”
პაატა ურიადმყოფელი- ქართული ჭიდაობის მოედანი
თეიმურაზ დიასამიძე – ელექტრონული შთაბეჭდილებათა წიგნი
თეიმურაზ დიასამიძის იდეაა, რომ შეიქმნას ელექტრონული შთაბეჭდილებების წიგნი ბათუმში არსებული მომსახურების სფეროს შესახებ. მისი თქმით, მსგავსი ლოკალური აპლიკაციები უფრო მეტად ავითარებს არსებულ სერვისებს, რადგანაც, ეს კლიენტსა და სერვისის მომწოდებელს უშუალოდ აკავშირებს ერთმანეთთან და ადამიანები ხედავენ მათ თვალწინ როგორ უმჯობესდება სერვისები, მაგალითად, რესტორნებში, კაფეებში, სასტუმროებსა თუ მაღაზიებში.
თეიმურაზიც თავად ტურიზმის სფეროში მოღვაწეობს და გამოცდილების საფუძველზე, ფიქრობს, რომ ქალაქში ტურიზმის განვითარებას მისი პროექტი წაადგება:
თეიმურაზ დიასამიძე “გარდა ამ პირდაპირი ბენეფიტისა, რაც ამ სისტემას ექნება, კიდევ ის ნაწილიცაა, რომ შეგროვდება უამრავი ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა კატეგორიის ადამიანებს რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ. კვლევითი ნაწილის გამართვაც იქნება მონაცემებზე დაკვირვებით შესაძლებელი.”
თეიმურაზ დიასამიძე – ელექტრონული შთაბეჭდილებათა წიგნი
გაბრიელ ღვინიანიძე და სოფო ქამადაძე – მოხატული ლუქები – ჭარტი
ესენი კი “ჭარტის” იდეის ავტორები გაბრიელი და სოფო არიან. ისინი ძირითადად მარკეტინგისა და ტურიზმის მიმართულებით მუშაობენ. მათი იდეა ისაა, რომ ქალაქში არსებული საკანალიზაციო ჭების სახურავები თემატურად მოიხატოს:
სოფო ქამადაძე: ქალაქში ლუქები იმდენად ხშირად გვხვდება, რომ თავს ვერ აარიდებ მასზე გავლას. ხშირად ვფიქრობდი, რა იქნებოდა, ლუქები მოხატული რომ ყოფილიყო, ქალაქს გაახალისებდა, ტურისტულად მიმზიდველიც იქნებოდა. ჩვენ ქალაქშიც ბევრ მოხეტიალე ტურისტს შევხვედრივარ, რომლებიც ზუსტად რომ ასეთ მცირე დეტალებს ეძებენ მოგზაურობისას. ამასთანავე, შესაძლებელია ეს ლუქები ისეთი კონცეფციის იყოს, რომ ერთის ნახვის შემდეგ, მოგინდეს სხვა მოხატული ლუქის პოვნაც და ამ ძიების პროცესში ერთგვარი წრე შეიკრას “ჭარტის” ირგვლივ და იქცეს ეს ერთგვარ მარშრუტად ჩვენი ქალაქისთვის.
გაბრიელ ღვინიანიძე: ლუქების მოხატვაში შეიძლება ჩაერთონ როგორც ადგილობრივი, ისე მოწვეული არტისტებიც, რაც გაამრავალფეროვნებს პროექტის კონცეფციას.
გაბრიელ ღვინიანიძე და სოფო ქამადაძე – მოხატული ლუქები – ჭარტი
ნიკოლოზ კიკვაძე – ქუჩის კალათბურთი
ნიკოლოზ კიკვაძესთან შეხევედრისას და საუბრისას რწმუნდები, რამდენად მთელი გულით ეკიდება იმ საქმეს, რომელსაც აქამდეც აკეთებდა და ახლაც იმედი აქვს, რომ პროექტის ფარგლებში გააგრძელებს. მას უამრავი ბავშვი გულშემატკივრობს, რომლებიც მისი წყალობით ეზიარნენ ქუჩის კალათბურთს.
ნიკოლოზ კიკვაძე: “ქუჩის კალათბურთის ორგანიზების იდეა წამოვიდა იქედან, რომ მსურდა სხვებისთვის შემექმნა ის გარემო და ემოციები, რაც მე მაკლდა ბავშვობაში. პირველი ტურნირი ჩავატარე ჩვენთან, უნივერსიტეტში. ეს აღმოჩნდა ძალიან დატვირთული ემოციურად. შემდეგ მერიის ახალგაზრდული ინიციატივების პროექტშიც გავიმარჯვე და აქედან დაიწყო ყველაფერი. შეიქმნა ონლაინ გვერდები, ქუჩის კალათბურთის კულტურა გაჩნდა ქალაქში.
ეს პროექტი თუ განხორციელდება ექნება რამდენიმე მიმართულებით კარგი შედეგები: ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზებას და დროის სასარგებლოდ ხარჯვას შეუწყობს ახალგაზრდებში ხელს. კიდევ ის არის, მოვიძიებთ ტალანტებს ქუჩებიდან. NBA-შიც მაგალითად უმრავლება საკალათბურთო ვარსკვლავებისა ქუჩიდან წამოსულია. შეიძლება ამ ტურნირების მანძილზე მოვიწვიოთ ცნობილი მწვრთნელები და მოთამაშეები, რომლებიც აღმოაჩენენ ტალანტებს და ეს საბოლოო ჯამში განავითარებს ამ სპორტის ამ სახეობას ჩვენს ქალაქსა და ქვეყანაში.”
ნიკოლოზ კიკვაძე – ქუჩის კალათბურთი
ხმის მიცემა უკვე დაწყებულია. თქვენ შეგიძლიათ ხმა მისცეთ რჩეულ პროექტებს და შემატოთ ქალაქს ახალი მუხტი.
ხმის მიცემა მიმდინარეობს ონლაინ, ვებგვერდზე www.idea.batumi.ge და გაგრძელდება 21 დეკემბრამდე. გამარჯვებული იდეისთვის დაწესებულია ხმათა მინიმალური რაოდენობა, რაც ბათუმში რეგისტრირებული მოსახლეობის 0,5 % -ი, დაახლოებით 700 ხმაა. თითოეულ მოქალაქეს საშუალება აქვს ხმა მისცეს 3 იდეას.
ხმის მისაცემად აუცილებელია პირველადი რეგისტრაციის გავლა, რომელიც მიმდინარეობს ბათუმის მერიაში, მერიის 14 სერვის ცენტრში ან ონლაინ www.idea.batumi.ge (საჭიროა ელექტრონული ხელმოწერა).
პროექტს „შენი იდეა ბათუმს“ ახორციელებს ბათუმის მერია და ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტო. მხარდამჭერები: ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორის სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI), პური მსოფლიოს (BftW) და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.
ყოფილი პარლამენტარები სახელმწიფოსგან დანიშნული კომპენსაციის ოდენობას ასაჩივრებენ. ისინი ყოველთვიურად 560 ლარს იღებენ. სარჩელს დღეს, 27 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.
მოსარჩელე 50 ყოფილი პარლამენტარია, ისინი სადავოდ მიიჩნევს კანონის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ სამართლებრივ ნორმებს. ამ ნორმების მიხედვით, კომპენსაციის ოდენობის მაქსიმალური ზღვარი – 560 ლარია.
კანონში ეს ჩანაწერი 2006 წლიდან გაჩნდა. მანამდე ყოფილი პარლამენტარები პენსიის სახით იმ ანაზღაურებას იღებდნენ, რასაც პარლამენტში მუშაობის დროს ხელფასი ჰქონდათ. 2006 წლამდე პარლამენტარის ხელფასი 750 ლარი იყო. ყოფილი პარლამენტარები ამ ოდენობით იღებდნენ პენსიასაც.
სარჩელებში არაა დაკონკრეტებული მოსარჩელეების პოზიცია, რა ოდენობით პენსიას უნდა იღებდნენ ისინი. ყოფილი პარლამენტარები მიიჩნევენ, რომ კანონის ჩანაწერი კომპენსაციის შესახებ ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებას და პარლამენტის გადაწყვეტილება, რომლითაც მათ პენსია შეუმცირდათ, მოსარჩელეების „ეკონომიკურ მდგომარეობაზე აისახა“.
თუკი საკონსტიტუციო სასამართლო მოსარჩელეების მოთხოვნას დაკმაყოფილებს, პარლამენტს მოუწევს ხელახლა შეისწავლოს ეს საკითხი და გადაწყვიტოს, როგორც ყოფილი პარლამენტარების, ასევე საკუთარი, მომავალი პენსიის ბედი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო სტატისტიკური მონაცემების მიხედვით წელიწადში დაახლოებით 20 მილიონი ადამიანი ავადდება ინსულტით. კვლევები აჩვენებს, რომ ინსულტით ყველაზე ხშირად განვითარებად ქვეყნებში ავადდებიან. მსოფლიოში ინსულტის შემთხვევების ორი მესამედი სწორედ განვითარებად სამყაროზე მოდის, თუმცა ინსულტი გლობალური პრობლემაა მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის იმ ქვეყნებისთვის, სადაც მედიცინა კარგადაა განვითარებული.
რა იწვევს ინსულტს, როგორ შეიძლება დავეხმაროთ ადამიანს ამ დროს და რატომ არის გადამწყვეტი პირველი საათები? – ამ საკითხების შესახებ მაღალტექნოლოგიური, მრავალპროფილური ჰოსპიტლის, „მედცენტრის“ ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ჯამბულ მაკარაძე საუბრობს.
რა არის ინსულტი და როგორ ამოვიცნოთ დაავადების ნიშნები?
ინსულტი თავის ტვინის სისხლძარღვოვანი მიზეზით გამოწვეული დაზიანებაა, რომელიც 24 საათზე მეტხანს გრძელდება ან მთავრდება სიკვდილით 24 საათის განმავლობაში.
არსებობს 2 სახის ინსულტი: იშემიური, ანუ ტვინის ინფარქტი და ჰემორაგიული ინსულტი ანუ სისხლჩაქცევა ტვინში. ორივე ტიპის ინსულტისთვის ხშირად დამახასიათებელია:
სახის ასიმეტრია რომელიმე მხარეს;
ხელის, ფეხის ან ორივეს დაბუჟება ერთად;
ძალის დაქვეითება;
პაციენტის გაბრუება;
წონასწორობის დაკარგვა;
მხედველობის ველის დარღვევა;
გულისრევა, ღებინება და ა.შ.
რა იწვევს ინსულტს და რა არის ამ დაავადების რისკ-ფაქტორები
ისევე, როგორც დაავადებათა უმრავლესობას, ინსულტსაც თავისი რისკ-ფაქტორების სპექტრი აქვს. ზოგადად ინსულტი პოლიეტიოლოგიური დაავადებაა – მრავალი მიზეზი აქვს. რისკ-ფაქტორი არის სხვა დაავადება ან ცხოვრების სტილი, ჩვევა, რომელიც უფრო მეტად ახასიათებს ამ დაავადების მქონე ადამიანებს, ვიდრე დანარჩენ პოპულაციას.ეს რისკ-ფაქტორებია:
ცხოვრების სტილი, მავნე ჩვევები: ნიკოტინის, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება და ნარკოტიკი მნიშვნელოვნად ზრდის ინსულტის რისკს;
ორივე ტიპის ინსულტის რისკ-ფაქტორია არტერიული ჰიპერტენზია ანუ მაღალი წნევა;
იშემიური ინსულტის ერთ-ერთი უხშირესი გამომწვევი ასევე არის გულის მოციმციმე არითმია, ანუ წინაგულთა ფიბრიდაცია;
შაქრიანი დიაბეტი;
პერიფერული ან კისრის მსხვილი არტერიების ათეროსკლეროზი;
დისლიპიდემია (ქოლესტერინის ცვლის დარღვევა)
გულის სხვადასხვა დაავადებები: გულის შეგუბებითი უკმარისობა, გულის მანკები და ამ დროს ჩატარებული ოპერაციები, როცა იქმნება ხელოვნური სარქვლები
ეს უკანაკნელი გულიდან გამომავალი ემბოლებით განპირობებული ინსულტის რისკებია.
ყველა ზემოთჩამოთვლილი დაავადების მატარებლები ინსულტის მაღალი რისკის ქვეშ მყოფები არიან. ინსულტი შეიძლება განვითარდეს ქოლესტერინის ცვლის დარღვევით მიმდინარე პროცესების დროსაც.
ასაკთან ერთად ინსულტის რისკი იზრდება. ხანდაზმულობაში რისკების დაგროვება-კუმულაცია ხდება, რის შედეგადაც თითქოს გეომეტრიული პროგრესით იზრდება ინსულტის რისკი. მაგალითად იშემიური ინსულტის რისკი 80 წლის ადამიანს 30 ჯერ მეტი აქვს ვიდრე 50 წლისას.
ინსულტი ზოგადად ასაკოვანი ადამიანების დაავადებაა, მაგრამ გვხვდება ძალიან ახალგაზრდებშიც. ამ დროს მისი განმაპირობებელი არტერიული ჰიპერტენზია, მაგალითად ახალგაზრდა ქალებში ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების, კონტრაცეპტივების ხშირმა მოხმარებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ინსულტი. ამ დროს ვითარდება ე.წ. ტვინის ვენური ინფარქტები, ტვინიდან გამომავალ ვენებში ჩნდება თრომბი, ვენებში გუბდება სისხლი და შესაბამისად ზიანდება ტვინის მიმდებარე ქსოვილი – ეს იშვიათი, მაგრამ მძიმე ფორმის ინსულტია.
ზოგადად ინსულტი უფრო მამაკაცების დაავადებაა, რადგან ამ დაავადების გამომწვევი რისკ-ფაქტორები უფრო მამაკაცებშია გავრცელებული.
თრომბოლიზისი – როგორ მოქმედებს ინსულტის მკურნალობის ეს უახლესი მეთოდი „მედცენტრში“
იშემიური, ანუ ტვინის ინსულტის დროს თავის ტვინის მკვებავი რომელიმე არტერია იხშობა თრომბით და თუ ის არ გაიხსნა, ამ დროს ტვინის ნაწილი, რომელსაც ეს სისხლძარღვი კვებავს, განიცდის სისხლნაკლებობას, შედეგად ყალიბდება ტვინის ინფარქტი.
აჭარაში „მედცენტრის“ ინსულტის მიმართულება ყველაზე მეტად უახლოვდება მსოფლიო სტანდარტებს. აქ უკვე ინერგება უახლესი მეთოდით, სისტემური თრომბოლიზისით მკურნალობის პრაქტიკა, რაც გულისხმობს იშემიური ინსულტის პირველივე საათებში ინტრავენურად ნივთიერება ალტეპლაზას შეყვანას, რომელსაც აქვს თრომბის დაშლის და არტერიაში სისხლნაკადის აღდგენის უნარი.
თრომბოლიზისის ჩასატარებლად საჭიროა პაციენტთა სიფრთხილით შერჩევა ჩვენებების და უკუჩვენებების გათვალისწინებით. დროის ფაქტორი გადამწყვეტია და პროცედურა უნდა ჩატარდეს ინსულტის დაწყებიდან პირველ სამ, მაქსიმუმ ოთხსაათ-ნახევარში.
„მედცენტრის“ ინსულტის ცენტრში არის სრული მზაობა, დროულად მიიღონ ინსულტიანი პაციენტები. იშემიური ინსულტის დროს, ერთეულ შემთხვევებში, შესაძლებელია მექანიკური ბრძოლაც ტვინის ინფარქტთან. ამ დროს დაზიანებული სისხლძარღვის სანათურში არსებულ თრომბს მექანიკურად გამოდევნიან – ამ პროცესს მექანიკური თრომბექსტრაქცია ქვია. ამ შემთხვევაში პაციენტის შველა შესაძლებელია ინსულტიდან პირველი ექვსი საათის განმავლობაშიც. ექსტრაქცია საკმაოდ რთული მექანიკური პროცედურაა და შესაძლებელია მოგვცეს გარკვეული ეფექტი, თუმცა არა ყოველთვის.
ნევროლოგიის განყოფილება „მედცენტრში“
რა კვალს ტოვებს ინსულტი ადამიანზე
ინსულტი მთელს მსოფლიოში ზრდასრული მოსახლეობის შრომისუუნარობის გამომწვევ მიზეზებს შორის პირველ ადგილზეა, ვინაიდან ინსულტი ხშირად იწვევს კიდურების დამბლას, მხედველობის, მეტყველების, კომუნიკაციის უნარების დარღვევას. ავთვისებიან სიმსივნეებთან და გულის იშემიურ დაავადებებთან ერთად ინსულტი სიკვდილიანობის გამომწვევი დაავადებების სამეულში შედის.
ინსულტის გადატანის შემდეგ პაციენტთა ერთი ნაწილი შესაძლოა დაუბრუნდეს ჩვეულ ცხოვრებას, ეს ხდება მაშინ, როცა ტვინის დაზიანების უბანი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი არ არის, დაზიანების კერამ შეიძლება არ დატოვოს რაიმე მნიშვნელოვანი დეფექტი, მაგრამ ასე იშვიათად ხდება.
ზოგადად ინსულტგადატანილებს უხშირესად სჭირდებათ კვალიფიციური ნეირორეაბილიტაცია, რაც რეალურად პირველი თვეების და ნახევარი წლის განმავლობაში უფრო მიღწევადია, ვიდრე მოგვიანებით. თავის ტვინს გააჩნია უნიკალური თვისება: ნეიროპლასტიურობა, ანუ ტვინის ქსოვილის ნაწილი ინსულტისას ნეკროზდება და მისი ფუნქციონირება გამორიცხულია, მაგრამ მიმდებარე ჯანსაღი ქსოვილი დროთა განმავლობაში ითავსებს დაკარგულ ფუნქციებს და ასე ხდება პაციენტის რეაბილიტაცია – ხელ-ფეხის ამუშავება, კომუნიკაციის უნარების აღდგენა და ა.შ.
როგორ უნდა დავეხმაროთ ინსულტისას პაციენტს კლინიკაში გადაყვანამდე
პირველ რიგში დროულად უნდა დავუკავშირდეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადას. ინსულტი, ურგენტული, ანუ გადაუდებელი საჭიროების მქონე დაავადებაა და აქ გადამწყვეტი ფაქტორი დროა.
სანამ სასწრაფო მოვა, ვეცადოთ ადამიანი იწვეს და არ ჰქონდეს სუნთქვის პრობლემები, ირგვლივ არ ეხვიოს ხალხი, არ ჩავერიოთ მედიკამენტოზურად მაღალი წნევის შემთხვევაშიც კი – ამან შეიძლება კიდევ უფრო დააზიანოს თავის ტვინი. პაციენტი ინსულტისას სასწრაფოდ უნდა გადავიყვანოთ საავადმყოფოში.
როგორ დავიცვათ თავი ინსულტისგან
ინსულტის გამომწვევ რისკ-ფაქტორებზე ზემოქმედება ინსულტის რისკის შემცირებას ნიშნავს – ეს არის ამ დაავადების პრევენცია. ინსულტის გამომწვევ რისკ-ფაქტორების შორის გამოყოფენ მოდიფიცირებად და არამოდიფიცირებად ფაქტორებს – ანუ მიზეზებს, რაზეც შეიძლება ჩვენი ნებით ვიმოქმედოთ და მიზეზებს, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლად ჩნდება.
მოდიფიცირებადია, მაგალითად, ნიკოტინის მოხმარების ჩვევაზე უარის თქმა, რაც პრევენცია იქნებოდა არა მხოლოდ ინსულტის, არამედ გულის ინფარქტის, ფილტვის კიბოსდა სხვა არაერთი დაავადებისა.
უმოძრაო ცხოვრები სტილიც ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია, რაც შეგვიძლია ჩავანაცვლოთ სპორტით – ფიზიკური აქტიურობა ხელს უშლის არტერიული ჰიპერტენზიის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ჭარბი წონის განვითარებას.
ცხოველური ცხიმი, ქოლესტერინი, ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია იშემიური ინსულტის განვითარებისა, ამიტომ უარი უნდა ვთქვათ მის ჭარბ მოხმარებაზე, მივირთვათ ბევრი ხილი და ბოსტნეული, (ე.წ. ხმელთაშუა ზღვის ტიპის დიეტა) – ჯანსაღი კვების რეჟიმი ინსულტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან თავის არიდების საშუალებაა.
დადასტურებულია, რომ სუფრის მარილი ვნებს მაღალწნევიანებს. უმჯობესია თუ ამ პროდუქტს საერთოდ ამოვიღებთ ხმარებიდან ან უკიდურესად შევამცირებთ მის დოზას.
ინსულტის გამომწვევ მძლავრ რისკ-ფაქტორებად ითვლებაე.წ. ათეროგენული რისკ-ფაქტორები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, რადგან თავის ტვინის დაზიანება სწორედ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გართულებული ფორმაა. მაგალითად, ძალიან გავრცელებულია არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც ინსულტიანი პაციენტების 80-90 პროცენტს აღენიშნება. პაციენტების ნაწილი არტერიულ ჰიპერტენზიას ხშირად მხოლოდ რამდენიმე კვირა ან ერთი-ორი წელი მკურნალობს, თუმცა ეს ქრონიკული დაავადებაა და მუდმივად და განუწყვეტლივ სჭირდება მკურნალობა.
ინსულტის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია შაქრის კონტროლი – შაქრიანი დიაბეტისას.
იშემიური ინსულტის მძლავრი რისკ-ფაქტორია წინაგულთა ფიბრილაცია ანუ მოციმციმე არითმია. ის ხელს უწყობს გულის მარცხენა წინაგულის ყურში თრომბის წარმოქმნას, რომელიც მიედინება სისხლთან ერთად, ეს სისხლის ნაკადი როგორც წესი, პირველ რიგში თავის ტვინის დიდ მაგისტრალურ არტერიებში ხვდება. მოციმციმე არითმიის დროს პაციენტმა აუცილებლად უნდა მიიღოს მუდმივად ანტიკუაგულანტები, ეს იქნება ამ დაავადების მატარებლებისთვის ინსულტისგან თავდაცვის საშუალება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 27 ნოემბრის 21 საათიდან 28 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში კი ზოგან მოთოვს.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 12-17 გრადუსი
ღამით: 5-10 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 0-5 გრადუსი სითბო
ღამით: 0–5 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, 29 ნოემბერს ღამით ზოგან დროგამოშვებით იწვიმებს, მაღალ მთაში კი მოთოვს. 30 ნოემბერს კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში 28, 29 და 30 ნოემბერს, ფესტივალ Black Sea Sound-ის ორგანიზებით, მუსიკოსებისთვის, ხელოვანებისთვის და ნებისმიერი დაინტერესებული პირებისათვის ვორქშოპების ციკლი გაიმართება.
28 ნოემბერი, “წარუმატებლობის სასარგებლო ძალა” – თევდორე მაყაშვილი პირადი გამოცდილების საფუძველზე ისაუბრებს, თუ როგორ შეიძლება პრობლემებთან გამკლავება და წარუმატებლობის გარდაქმნა მამოძრავებელ ენერგიად. თევდორე მაყაშვილი 7 წელია ხელმძღვანელობს კომპანია Funday Entertainment-ს, რომლის სახელსაც არაერთი პროექტი უკავშირდება მუსიკის სფეროში. მას, ასევე უმუშავია არაერთ ფესტივალსა და სხვა მუსიკალურ პროექტებზე ესპანეთი, აშშ, უკრაინა და ა.შ.
დასაწყისი: 19:00
ხანგრძლივობა: 90 წუთი
29 ნოემბერი, “როგორ იქმნება ელექტრონული მუსიკა” – ვორქშოპს ექსპერიმენტული ელექტრონული მუსიკის არტისტი ზვიად ალიევი გაუძღვება. მისი შემოქმედება გაჯერებულია თანამედროვე ციფრული სინთეზატორებისა და ძველი, ფოლკლორული ანალოგ ინსტრუმენტებით. ამ ორი, რადიკალური ხმების დიზაინით იგი აღწევს საინტერესო ხმებს და ახალ ემოციებს. ვორქშოპის შემდეგ გაიმართება არტისტის მუსიკალური პროექტის წარმოდგენა.
დასაწყისი: 19:00
ხანგრძლივობა: 90 წუთი
30 ნოემბერი, “ხმის და მუსიკის როლი ვიზუალურ მედიაში” – თემაზე ბესო კაჭარავა და ზვიად მღებრიშვილი ისაუბრებენ, კომპანიის, Post Red-ის დამფუძნებლები. მათ ფილმის, რეკლამის და ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში მუშაობა 5 წლის წინ დაიწყეს. ბესო ხმის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, ზვიადი კი – მუსიკის. Post Red-ს უკვე არაერთ ცნობილ ფილმზე აქვს ნამუშევარი. მაგალითისთვის, საქართველოს მხრიდან ოსკარზე წარდგენილი ფილმი “შინდისი”, ასევე შვედეთიდან ოსკარზე წარდგენილი ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ”. Post Red-მა ბოლო პერიოდში აქტიურად დაიწყო საკუთარი სერვისების ევროპისა და ჩრდილო ამერიკის ქვეყნებისთვის შეთავაზება. ბესო და ზვიადი, გუნდთან ერთად, არაერთ საერთაშორისო პროექტზე მუშაობენ ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა BBC, Netflix, Amazon და ა.შ. თუმცა ქართული საზოგადოებისთვის უფრო მეტად ცნობილია მათი ნამუშევრები ქართული სარეკლამო სააგენტოებისთვის. მაგალითად, “ზუმერული ფასები”, “თუ გიჭედავს, შეამოწმე”, “სექრეთ სანტა” და ა.შ. ასევე აღსანიშნავია, ქართული ანიმაციური ფილმები, რომლებისთვისაც ხმა და მუსიკა ზუსტად Post Red-ში შეიქმნა. ესენია: ნათია ნიკოლაშვილის “ლილე”, დათო კიკნაველიძის “ჯინო”, მამუკა ტყეშელაშვილის “მეთევზე და გოგონა”.
დასაწყისი: 19:00
ხანგრძლივობა: 90 წუთი
ვორქშოპებზე დასწრება უფასოა. მისამართი: ზვიად გამსახურდიას ქუჩა 1/5, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე.
პროექტის ორგანიზატორია EREDELI, მხარდამჭერი კი – აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
ბათუმის ცენტრალურ პარკში „ნატვრის ხის“ საუკეთესო ესკიზის გამოვლენასა და პროექტის შედგენაზე გამოცხადებული კონკურსი საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს საკონკურსო კომისიამ შეწყვიტა. კონკურსი წინადადებების მიღების დასრულებიდან ორი დღის შემდეგ შეწყდა. შესყიდვების პორტალის მიხედვით, კონკურსს მხოლოდ ერთი მონაწილე ჰყავდა. საკონკურსო თანხა 5 ათასი ლარი იყო.
კონკურსი კომისიამ „საკონკურსო დოკუმენტაციის სრულყოფის მიზნით“ შეწყვიტა:
ამონარიდი კომისიის 8 ნოემბრის ოქმიდან კონკურსის შეწყვეტის შესახებ / წყარო შესყიდვების პორტალი
„ბათუმელები“ დაინტერესდა რა იგულისხმება „დოკუმენტაციის სრულყოფაში“.
„კონკურსში მხოლოდ ერთი პირი მონაწილეობდა. მის მიერ წარმოდგენილი ესკიზი არ განვიხილეთ, ვინაიდან ჩავთვალეთ, რომ უმჯობესი იქნება დავხვეწოთ საკონკურსო პირობები ტექნიკურად ისე, რომ უფრო განვმარტოთ იდეა, მეტად დავაინტერესოთ და მეტს გაუჩნდეს მონაწილეობის სურვილი… შესაძლოა მეტი ფინანსებიც მოვიძიოთ. კომისია იმსჯელებს ამ საკითხზე, თუმცა, ხელახალ კონკურსს წელს ვეღარ გამოვაცხადებთ“, – გვითხრეს კომისიაში.
კონკურსზე, რომელიც კომისიამ შეწყვიტა, ესკიზი მხოლოდ თეიმურაზ მახარაძეს ჰქონდა წარდგენილი.
„ნატვრის ხე“ – კონკურსზე წარდგენილი ესკიზი, რომელიც საკონკურსო კომისიას არ შეუფასებია / ესკიზის ავტორი: თეიმურაზ მახარაძე / კონკურსი შეწყდა / წყარო: შესყიდვების პორტალი
ესკიზის განმარტებითი ბარათიდან:
„მოცემულ ესკიზი პირველ რიგში ითვალისწინებს ქანდაკებისათვის დამახასიათებელ, სპეციფიკურ მიდგომას, რომ მიგვეღო მონუმენტური და ამასთან განსხვავებული ჩვეულებრივი ხისაგან, რადგან ნებისმიერი მხატვრული ქმნილება უნდა პასუხობდეს იმ მოთხოვნებს, რასაც უყენებს მას მაღალი ხელოვნება.
გადავწყვიტეთ, რომ გენიალური ვაჟა-ფშაველას „ხმელი წიფელის“ იდეა და „ნატვრის ხე” შეგვერწყა ერთმანეთისთვის. ფორმები, რომელიც მოცემულია წარმოდგენილ ესკიზში, დელფინარიუმის გვერდით (სადაც განსაზღვრული გვაქ მისი განხორციელება) კარგად ერწყმის მიმდებარედ არსებულ არქიტექტურულ კომპლექსს. ესკიზი შესრულებული იქნება რკინა-ბეტონში მასიური დეტალები, ხოლო თავად ხე მთლიანად იქნება ჭედურით შესრულებული რკინაში…“
„ნატვრის ხის“ განთავსების ადგილი, ავტორი: თეიმურაზ მახარაძე / წყარო: შესყიდვების პორტალი
მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის კონცეფცია:
„ნატვრის ხე“ სადაც უნდა განთავსდეს, უნდა მოპირკეთდეს იგივე ბეტონის ფილებით, როგორიც არის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე უნდა დამონტაჟდეს 2 განათების ბოძი, 2 სკამი და 2 ნაგვის ურნა. მოპირკეთების ფართობი მინიმალურია, რადგან ვუფრთხილდებით, რაც შესაძლებელია ნაკლები ბეტონის ფილებით დაიფაროს ბუნებრივი მწვანე საფარი, რისთვისაც მხოლოდ ერთი მისასვლელი ბილიკია გაყვანილი „ნატვრის ხესთან“.
„ნატვრის ხე“ კონკურსის – „შენი იდეა ბათუმს“ ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტია. იდეის ავტორი თამთა ჯინჭარაძეა.
იდეის ავტორს პროექტის განსახორციელებლად 40 ათასი ლარი აქვს დასახელებული, შეწყვეტილი კონკურსის პირობით კი „ნატვრის ხის“ ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 70 000 ლარს. კონკურსში მონაწილე თეიმურაზ მახარაძე კომისიას დეტალური ხარჯთაღრიცხვის წარდგენას ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 დღეში ჰპირდებოდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 26 ნოემბრის 21 საათიდან 27 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 13-18 გრადუსი
ღამით: 5-10 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 3-8 გრადუსი
ღამით: 0–5 გრადუსი
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 28 და 29 ნოემბერს დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი.
_____________
ფოტოზე: გზა ქობულეთში. ფოტო: გურამ მურვანიძე/„ბათუმელები“
დღეს, დილის 5 საათისთვის თბილისში რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლას განცხადებით ეხმაურება ქართველ მუსლიმთა კავშირი. განცხადებას ამ კავშირის თავმჯდომარე, ტარიელ ნაკაიძე ავრცელებს. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
„რამდენიმე დღეა თვალს ვადევნებთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. როგორც რელიგიური ორგანიზაცია ვცდილობთ თავი შევიკავოთ ღიად ჩვენი დამოკიდებულების დაფიქსირებისაგან. თუმცა ვფიქრობთ ეს ის მომენტია, როცა არავის არ აქვს უფლება ჩუმად დარჩეს.
ამ ხნის განმავლობაში იმედს ვიტოვებდით, რომ საქართველოს ხელისუფლებას ექნებოდა რაციონალური და ცივილური პასუხი საქართველოს მოსახლეობისადმი, რომლებიც სამართლიანად აპროტესტებენ პარლამენტის წინ, პარლამენტის წევრების იმ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას, რომლითაც ჩააგდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციულად ჩატარების შესაძლებლობა.
ვფიქრობთ, პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნები იქნებოდა საუკეთესო შანსი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარეც, მხოლოდ პროპორციული წესით არჩევნების ჩატარება იქნება არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის საუკეთესო შესაძლებლობა.
სხვა შემთხვევაში, როგორც ვხედავთ, საქართველოს ხელისუფლება უკვე გადავიდა ყველა რაციონალურ და ეთიკურ ზღვარს. მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა, სამწუხაროდ მათი ფიზიკური დასახიჩრება და ბოლოს 26 ნოემბრის გამთენიისას მშვიდობიანი მომიტინგეების დაშლა წყლის ჭავლითა და სხვადასხვა საშუალებით, კიდევ უფრო მეტს გვეუბნება ხელისუფლების არაადეკვატურ მოქმედებებზე.
ხელისუფლებამ შექმნა პოლიტიკური კრიზისი და ის ვალდებულია მოუსმინოს საქართველოს მოსახლეობას, გაიაზროს ქართველი ხალხის პროტესტის შინაარსი, გონივრული და რაციონალური ნაბიჯები გადადგას არსებული სიტუაციიდან გამოსვლისთვის.
იმედს ვიტოვებთ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“ უკეთ გაიაზრებს სახელმწიფოებრივ პასუხიმგებლობას და მოუსმენს ხელისუფლების ლეგიტიმურ წყაროს საქართველოს მოსახლეობას“.
ფერდსამაგრი კედელი, რომელიც ბათუმის მერიის დაკვეთით 2018 წელს აშენდა და რაშიც ბიუჯეტიდან 26 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა, დასანგრევია. კედლის დემონტაჟისთვის ფული, 6 300 ლარი ისევ ქალაქის ბიუჯეტიდან დაიხარჯება, დემონტაჟის შემდეგ კი, მერიამ ისევ ახალი კედელი უნდა ააშენოს.
საუბარია მახინჯაურის დასახლებაში, ჰორტენზიის ქუჩა N4-ში არსებულ ფერდსამაგრ კედელზე, რომელიც დაზიანებულია. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით:
„აღნიშნულ მისამართზე, ორსართულიანი შენობის წინ შიდა საუბნო გზის მხარეს აგებულია ბეტონის ფერდდამცველი კედელი, რომელიც თავდაპირველად 2019 წლის სექტემბრის თვეში უხვი ატმოსფერული ნალექის გამო დაზიანდა და გადაიხარა ფერდის დახრის მიმართულებით… გადაუდებელი ვითარების დადგომა გამოიწვია ფერდსამგარი კედლის დაზიანებამ, რისი სასწრაფო დემონტაჟიც აუცილებელია, რათა ავიცილოთ თავიდან გადახრილი კედლის თვითნებური ჩამონგრევა და საზოგადოებრივი და სატრანსპორტო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. კედლის დაზიანება და გადახრა შენიშნული იქნა მოსახლის მიერ შემოდგომის უხვი ნალექების მოსვლის შემდეგ, რაც წინასწარ ვერ იქნებოდა განსაზღვრული“.
რატომ ვერ გაუძლო „უხვ ნალექს“ კედელმა, რომელიც, ერთი წელიც არ არის გასული, რაც სტიქიის შედეგის სალიკვიდაციოდ აშენდა? – ამ კითხვაზე პასუხად სამმართველოში გვითხრეს, რომ „სტიქიის მასშტაბებს წინასწარ ვერ განსაზღვრავ“.
„შარშან ამ კედლის აშენებაში 26 646 ლარი დაიხარჯა. შემსრულებელი იყო ინდმეწარმე ჯემალ ირემაძე. ეს კედელი არ დაზიანებულა, უბრალოდ, რადგან სტიქია მოხდა, შემდეგ სტიქიას ვეღარ გაუძლებს… ეს კედელი რომ არ ყოფილიყო სავალალო მდგომარეობა იქნებოდა – საცხოვრებელ სახლს წაიღებდა იმდენად დიდი მასშტაბის სტიქია იყო მაგ მისამართზე. ოდნავ გადმოიხარა კედელი. ამჯერად დაიშალოს უნდა და ახალი გაკეთდეს, რათა შემდეგი სტიქიის შემთხვევაში გაუძლოს“, – გვითხრეს საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს პრესსამსახურში.
საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით, „სამმართველოში მოწოდებული იქნა გეოლოგიური სამსახურის საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა და 5 ნოემბერს გაიგზავნა შეტყობინება ზემდგომ ორგანოში უბნის მდგომარეობის შესახებ, სადაც აღნიშნული იყო – ძლიერი წვიმების შედეგად განვითარდა მეწყრული პროცესები, რამაც საფრთხე შეუქმნა საავტომობილო მოძრაობას და ქუჩით მოსარგებლე მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილებას… სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი მუდმივმოქმედი საბჭოს მიერ გადაწყდა ფერდსამაგრი კედლის დემონტაჟისა და ამ სამუშაოებისათვის თანხის [6300 ლარი] გამოყოფა… მომზადებული იქნა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და ბათუმის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი იქნა საჭირო თანხა“.
სამმართველო კედლის დემონტაჟისთვის ხელშეკრულების გაფორმებას ტენდერის გარეშე გეგმავს, ვინაიდან „ტენდერის თავისებურებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებას დასჭირდება მინიმუმ 40 დღე, ამ ხნის განმავლობაში შეიძლება დადგეს სავალალო შედეგი. ვინაიდან კედელი განიცდის თანდათანობით გადახრას და ჩამოშლას, ამავე დროს მოსალოდნელი ნალექები დააჩქარებს მეწყრულ პროცესებს“.
სამმართველოს გათვლებით კედლის დემონტაჟს 2 კვირა დაჭირდება.
ბათუმში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებზე [მათ შორის აღნიშნული 43 მეტრი სიგრძის კედლის აგებაზე] ტენდერი სამმართველომ 2018 წლის სექტემბერში გამოაცხადა. 21 ადგილზე სხვადასხვა სამუშაოების ჩასატარებლად ხელშეკრულება ინდმეწარმე ჯემალ ირემაძესთან იმავე წლის 15 ოქტომბერს გაფორმდა, ზუსტად იმ თანხაზე, რა თანხითაც ტენდერი იყო გამოცხადებული – 480 370 ლარზე [შესყიდვების პორტალის მიხედვით ტენდერში სხვა არავინ მონაწილეობდა].
ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 25 დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო, შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადა კი 2 წლით განისაზღვრა. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, ვინაიდან კედლის დაზიანების მიზეზად შემსყიდველის მიერ სტიქია სახელდება, მშენებლის თუ დამპროექტებლის პასუხისმგებლობის საკითხს მერია აღარ დააყენებს.
ფერდსამაგრი კედელი ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში, ჰორტენზიის ქ.N4-ში / ფერდსამაგრი კედელი თავად აღარ ექვემდებარება გამაგრებას [როგორც ფოტოზე ჩანს, რკინის საყრდენებით მისი გამაგრება უცდიათ] და დასანგრევია / კეთილმოწყობის სამმართველოს ფოტო
ბულგარეთის მთავრობის გრანტის ფარგლებში და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობით, სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვებისა და მოზარდების სასწავლო პროცესში ჩართვის ორწლიანი საპილოტე პროგრამა იწყება. სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წელს ჩატარებული ბავშვთა შრომის ეროვნული კვლევის მიხედვით, 5-17 წლამდე თითქმის 11 200 ბავშვი სკოლაში არ დადის. (2016 წლამდე არ იყო ასაკობრივი შეზღუდვა სკოლაში შესვლასთან დაკავშირებით, ამიტომ მშობლებს ბავშვები 5 წლის ასაკშიც შეჰყავდათ 1-ელ კლასში)
როგორც გაეროს ბავშვთა ფონდში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, ამ პროექტის მიზანია სკოლის გარეთ დარჩენილი ბავშვების ინტეგრაცია და მათთვის სპეციალური კურიკულუმისა და სისტემური მიდგომის შემუშავება.
ფონდის ინფორმაციით, წლების წინ მსგავსი გამოწვევის წინაშე დადგა ბულგარეთიც, რადგან გაიზარდა იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც არ იღებდნენ ფორმალურ განათლებას. ხანგრძლივი ინტერვალის შემდეგ სკოლაში დაბრუნებული ბავშვები ვერ ეწეოდნენ სასწავლო პროგრამას და გაჩნდა რისკი, რომ ისინი კვლავ სკოლის მიღმა აღმოჩნდებოდნენ. ამიტომ, ბულგარეთის მთავრობამ შეიმუშავა ე.წ. მეორე შანსის პროგრამა, რომელიც მთლიანად მორგებულია სკოლის გარეთ მყოფი ბავშვების საჭიროებებს.
როგორც გაეროს ბავშვთა ფონდში განმარტავენ, კურიკულუმის ნაწილი გამარტივებულია და მიმართულია იქეთკენ, რომ ბავშვმა შეძლოს სკოლაში ინტეგრაცია, გამოტოვებული მასალის გააზრება და ათვისება.
საპილოტე პროგრამა ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 15 საპილოტე სკოლასა და 6 დღის ცენტრი განხორციელდება. შემდეგ კი პროგრამა ქვეყნის მასშტაბით დაინერგება.
პროექტი ითვალისწინებს მშობლების ჩართულობასაც ამ პროცესში და მათთვისაც მომზადდება პროგრამა, თუ როგორ უნდა მიუდგნენ შვილს სასწავლო პროცესში ჩასართავად.
პროექტის ფარგლებში გადამზადდებიან იმ სკოლების მასწავლებლები და სკოლის დირექტორები, სადაც საპილოტე პროგრამა ხორციელდება.
ფონდის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ რეფორმების შედეგები მიუთითებს პროგრესზე, ხარისხიან განათლებაზე წვდომა საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება. ფონდის პოზიციაა, რომ ყველა ბავშვს და მოზარდს აქვს უფლება მიიღოს ხარისხიანი განათლება. „თუმცა, საქართველოში ბევრი ბავშვია, განსაკუთრებით კი სოციალურად და ეკონომიურად მოწყვლადი ჯგუფებიდან, რომელთათვისაც სავალდებულო განათლება არ არის ხელმისაწვდომი“.
გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, დღესდღეობით საქართველოში მწირია განათლების მეორე შანსის პროგრამები, რომლებიც მისცემს შესაძლებლობას სკოლის მიღმა დარჩენილ ბავშვებს და მოზარდებს დაუბრუნდნენ ფორმალური განათლების სისტემას, ჩაერთონ მოსწრების გასაუმჯობესებელ სავალდებულო განათლებაში, გამოასწორონ სწავლის შედეგები და შეძლონ სკოლიდან შრომის ბაზარზე გადასვლა.
„სისტემის ნაკლოვანებები, როგორიცაა არასაკმარისად განვითარებული მასწავლებლის ტრენინგის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფდა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების უნარებით აღჭურვილ მასწავლებლების მომზადებას, საჯარო დღის ცენტრებში მომვლელთა არასათანადო კვალიფიკაცია, არასაკმარისი სწავლის და სწავლების რესურსები მოსწავლეების აკადემიური ჩამორჩენის გასაუმჯობესებლად, ასევე ფორმალურ კურიკულუმებში გაძლიერებული სასწავლო პროგრამების ნაკლებობა, რაც დაეხმარებოდა მოსწავლეებს ჩვეულებრივ სკოლაში წარმატებით ინტეგრირებაში კვლავ მთავარ პრობლემად რჩება“, – ვკითხულობთ ფონდის შეფასებებში.
პროექტის პრეზენტაცია დღეს 26 ნოემბერს თბილისში გაიმართა.
მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა, რომელიც ახლახანს [11:00] პარლამენტში მივიდა, ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა. ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, რამდენად გადაუდებელი იყო დღეს, დილის 5 საათზე აქციის დაშლა და რა პასუხისმგებლობას იღებს ის.
კახა ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ ეს კითხვა ჟურნალისტებმა შსს უნდა დაუსვან.
„მე ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემს ქმედებებზე. მე მხარს ვუჭერ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას, აგრეთვე საპრეზიდენტო მმართველობას. ეს არის ჩემი ჩამოყალიბებული ხედვა და მე პასუხისმგებელი ვარ ჩემს ხედვებზე.
თუ სამწუხარო პოლიტიკური პროცესები ამგვარად განვითარდა მომავალშიც, ვფიქრობ, რომ დასრულდება რიგგარეშე არჩევნებით“ – განაცხადა მან.
დღეს, 26 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტში გაიმართება ბიუროს სხდომა, შემდეგ კი სესია.
კახა ოქრიაშვილი იმ „აჯანყებულ“ მაჟორიტარებს შორისაა, რომლებიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეს. ამ კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ თბილისში პერმანენტული აქციები იმართება.
_____
სპეცდანიშნულების რაზმებმა დღეს, დილის დაახლოებით 5 საათზე კიდევ ერთხელ დაშალეს პარლამენტთან მიმდებარე აქცია და პიკეტირებული საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები გაათავისუფლეს. დაშლისას გამოიყენეს წყლის ჭავლი. ოპოზიცია გეგმავდა, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატებისთვის დღეს, 26 ნოემბერს, არ მიეცა პლენარული სხდომის ჩატარების საშუალება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდის შედეგები დღეიდან ხელმისაწვდომია პედაგოგებსითვის ვებგვერდზე online.naec.ge.
შედეგები გამოქვეყნდა შემდეგ საგნებში: გეოგრაფია, ისტორია, ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII), მათემატიკა (VII-XII), სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ინგლისური, რუსული, გერმანული და ფრანგული.
„სხვა საგნების შედეგები ეტაპობრივად, ნაშრომების გასწორების დასრულებისთანავე გამოქვეყნდება. ყველა საგნის პირველადი შედეგის გამოცხადების შემდეგ დაიწყება სააპელაციო განაცხადების მიღება. აპლიკანტს შესაძლებლობა ექნება გაასაჩივროს როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება ან მთლიანი შეფასება“ – ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.
ცენტრის ინფორმაციით, 2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული ტესტირებაზე 26 600-ზე მეტი აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, ამათგან 15 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო.
„პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ხელახალი ტესტირებისას მიღებული შედეგები აუქმებს იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას წინა ჯერზე მიღებულ შეფასებასა და შესაბამის კრედიტქულებს“ – აღნიშნულია განცხადებაში.
აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე გუშინ, 25 ნოემბერს, საღამოს დაიწყო. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რომლებიც პროპორციული საარჩევნო რეფორმის ჩაგდებას აპროტესტებენ, ჯერ რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველზე მსვლელობა გამართეს, შემდეგ კი პარლამენტთან შეიკრიბნენ პარლამენტის პიკეტირებისთვის.
აქციის დაწყებამდე შსს-მ აქციის მონაწილეებს საჭირო ნივთებით დატვირთული 4 სატვირთო მანქანა ჩამოართვა და საჯარიმო სადგომზე გადაიყვანა. სატვირთო მანქანებში იყო შეშა, რომელიც აქციის მონაწილეებს ღამის განმავლობაში, გასათბობად სჭირდებოდათ.
დემონსტრანტებს, მათ შორის „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ ელენე ხოშტარიას და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ თინა ბოკუჩავას, პოლიციელებმა ჩამოართვეს კასრები, რომლებიც, მათი განცხადებით, პარლამენტთან აქციაზე გასათბობად სჭირდებოდათ. პოლიციის წარმომადგენელმა მათ უთხრა, რომ კასრები „დროებით ჩამოართვეს“ და რომ კასრების/შეშის მიტანა პარლამენტთან „არაკონსტიტუციურია“.
აქციის მსვლელობისას ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სალობიე „ბიაში“ ვახშმობდა. დემონსტრანტების ნაწილი სალობიესკენ გაეშურა. „ბიას“ შესასვლელთან უკვე იმყოფებოდა პოლიცია. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა პოლიციის კორდონის მეშვეობით დატოვა სალობიე. აქციის მონაწილეებმა მას ჯონჯოლი და კიტრის მწნილი მიუტანეს.
მოგვიანებით, სალობიე „ბიას“ მფლობელმა, შეფმზარეულმა გიორგი იოსავამ აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადა – „გავედი თუ არა ქალაქიდან, ჩემ სალობიე „ბიას“ ესტუმრა სალომე „ბუა“. სრული სოლიდარობა აქციის მონაწილეებს. #სტუმარიღვთისაა”, – დაწერა გიორგი იოსავამ ფეისბუკზე.
რუსთაველის გამზირზე აქცია გაგრძელდა, მიუხედავად ცივი ამინდისა. აქციის მონაწილეებს არ მისცეს ცეცხლის დანთების და გათბობის საშუალება. პოლიცია დასდევდა ყველას, ვისაც შეშის ნაჭრები მიჰქონდა რუსთაველზე და ართმევდა მათ შეშას. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ პოლიცია შეშის ჩამორთმევით მანიფესტაციის უფლებას უკანონოდ ზღუდავს.
გასათბობად რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები წრეში ბურთს თამაშობდნენ და ცეკვავდნენ. საჯარო ლექცია და პანელური დისკუსია გამართა აქციაზე გრიგოლ ვაშაძემ.
უკვე 26 ნოემბერს, პირველ საათებში, პარლამენტთან ახლოს დააკავეს პარლამენტის წევრები „ევროპული საქართველოდან“, თენგიზ გუნავა და გიგა ბოკერია დააკავეს, რომელთაც წალამი მიჰქონდათ აქციაზე. დეპუტატები მალევე გაათავისუფლეს, შსს-მ დაკავების ფაქტი არ დაადასტურა.
გამთენიისას პარლამენტთან სპეცდანიშნულების რაზმები გამოჩნდნენ. დილის 5 საათზე სპეცრაზმმა აქცია წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა და პიკეტირებული საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები გაათავისუფლა.
აქციის დაშლიდან რამდენიმე საათის შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ გამთენიისას პარლამენტთან აქციის დაშლის შედეგად 28 პირი დააკავეს, 3 ადამიანი კი დაშავდა.
დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებს ედავებიან.
ამ დროისთვის [11:10] აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ თბილისში საპროტესტო აქციების ახალი ტალღის დაწყების მიზეზი გახდა „ქართული ოცნების“ დაპირების შეუსრულებლობა, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო. ეს კანონპროექტი პარლამენტმა 14 ნოემბერს ჩააგდო. ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით ითხოვს. ხელისუფლება ამბობს, რომ პროტესტის მიუხედავად, ისინი დათმობას და სხვა ცვლილებას საარჩევნო სისტემაში არ გეგმავენ.
პროცესი კი, რომელსაც თბილისში რამდენიმეთვიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა, დაიწყო 20 ივნისს, ე.წ. „გავრილოვის ღამეს“, როცა საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაზიანება მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. 2-მა მოქალაქემ დაკარგა თვალი.
__________
ფოტოზე: აქცია თბილისში, პარლამენტთან. ფოტო: „ნეტგაზეთი“/მარიამ ბოგვერაძე
განახლება, 13:40 – სტატიის თავდაპირველი სათაური იყო “ჭავლის შედეგად ამოვარდნილი თვალი აქციის მონაწილემ საკუთარი ხელით ჩაისვა – თვითმხილველი”. მას შემდეგ, რაც ჩვენთვის ხელმისაწვდომი გახდა პაციენტის სამედიცინო გამოკვლევის შედეგი, სათაური შეიცვალა.
აქციის მონაწილე ზაზა ლიპარტიას გამთენიისას, პარლამენტის მიმდებარედ აქციის დაშლის დროს, წყლის ჭავლმა თვალის მიდამოში სახის ძვლები დაუზიანა. ექიმების ინფორმაციით, ზაზა ლიპარტიას ჩაუტარდა კვლევები და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა აუცილებელია ქირურგიული ოპერაცია. ექიმის განცხადებით, მას მოტეხილი აქვს სახის ძვლები თვალის მიდამოებში.
ლიპერატელიანის სამედიცინო კვლევის დასკვნის მიხედვით, მას აღენიშნება თვალბუდის ფსკერის მოტეხილობა, თუმცა უშუალოდ თვალი დაზიანებული არ არის. კლინიკაში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ლიპარტელიანს სჭირდება ოპერაცია, თუმცა ეს სასწრაფო არ არის. გარდა ამისა, პაციენტმა თავისივე ინიციატივით დატოვა კლინიკა და რუსთაველის გამზირზე აქციას შეუერთდა. როგორც ის ამბობს, ოპერაციას მოგვიანებით გაიკეთებს.
მთავარი არხის ინფორმაციით, ზაზა ლიპარტია ქვეყნის პირველი პრეზიდენტის დაცვის წევრი იყო.
სპეცდანიშნულების რაზმებმა 26 ნოემბრის დილიდან 5 საათისთვის კიდევ ერთხელ დაშალეს პარლამენტთან მიმდებარე აქცია და პიკეტირებული საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები გაათავისუფლეს. დაშლისას გამოიყენეს წყლის ჭავლი.
ოპოზიცია გეგმავდა, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატებისთვის დღეს, 26 ნოემბერს, არ მიეცა პლენარული სხდომის ჩატარების საშუალება.
პარლამენტთან წუხელ აქციის მონაწილეები სპეცრაზმმა ისევ დაშალა. ამ დროის ინფორმაციით, აქციის დაშლისას დაშავდა სამი პირი, რომლებიც ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები. ერთ-ერთი დაშავებული არის მთავარი არხის ჟურნალისტი ვასილ დაბრუნდაშვილი.
ვასულ დაბრუნდაშვილი ამბობს, რომ ის დაპირისპირებისას დაეცა.
სპეცრაზმმა წუხელ აქცია წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.
___
სპეცდანიშნულების რაზმებმა დილიდან 5 საათისთვის კიდევ ერთხელ დაშალეს პარლამენტთან მიმდებარე აქცია და პიკეტირებული საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები გაათავისუფლეს. დაშლისას გამოიყენეს წყლის ჭავლი.
ოპოზიცია გეგმავდა, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატებისთვის დღეს, 26 ნოემბერს, არ მიეცა პლენარული სხდომის ჩატარების საშუალება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, 26 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი აქციის ორგანიზატორები/მონაწილეები გააფრთხილეს და მათ მისცეს გონივრული ვადა, რომ ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან გაეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები და გზის სავალი ნაწილი.
აქციის მონაწილეებმა მითითებულ ვადაში არ გაათავისუფლეს საკანონმდებლო ორგანოს მათ მიერ ბლოკირებული შესასვლელები. შესაბამისად, აქცია გასცდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დადგენილ ფარგლებს, კერძოდ, დაირღვა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც კრძალავს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირებას, ასევე, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას, თუ აღნიშნულის საჭიროებას არ განაპირობებს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები გათავისუფლებულია. პოლიცია მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, დაიცვას კანონის მოთხოვნები. შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს.
პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის სულ დაკავებულია 28 პირი. სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო სამმა მოქალაქემ. დაშავებულ პირებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი დახმარება გაეწიათ“ – აცხადებს შსს.
თბილისში აქცია ისევ დაშალეს. ხელისუფლება მომიტინგეებს რუსთაველის გამზირზე, წუხელ, 2 გრადუს ყინვაში ჯერ შეშის შეტანის უფლება არ მისცეს, შემდეგ კი წყლის ჭავლით დაშალეს, არიან დაშავებულები.
საპროტესტო აქციების დაწყების მიზეზი გახდა “ქართული ოცნების” დაპირების შეუსრულებლობა, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო. ეს კანონპროპროექტი პარლამენტმა 14 ნოემბერს ჩააგდო. ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით ითხოვს. ხელისუფლება ამბობს, რომ პროტესტის მიუხედავად, ისინი დათმობას და სხვა ცვლილებას საარჩევნო სისტემაში არ გეგმავენ.
თბილისში აქცია ისევ დაშალეს. ხელისუფლებამ მომიტინგეებს რუსთაველის გამზირზე, წუხელ, 2 გრადუს ყინვაში, ჯერ შეშის შეტანის უფლება არ მისცეს, შემდეგ კი წყლის ჭავლით დაშალა. არიან დაშავებულები.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით, დაშლას არ აპირებენ და მოსახლეობას მოუწოდებენ ქუჩაში გასვლისკენ. „დაღლილები ვართ, მაგრამ 1 საათი დავიძინებთ და ისევ ისეთი შემართებით ვართ. არ დავუთმობ ჩემს ქვეყანას რუს ოლიგარქს. ბიძინა ივანიშვილის გადაგდება შეიძლება მხოლოდ გაერთიანებით“.
აქცია/თბილისი
აქციაზე თავდაპირველად დააკავეს ორი დეპუტატი – ევროპული საქართველოს წევრები გიგა ბოკერია და თენგიზ გუნავა. ისინი მოგვიანებით გაათავისუფლეს.
_____
სპეცდანიშნულების რაზმებმა დილიდან 5 საათისთვის კიდევ ერთხელ დაშალეს პარლამენტთან მიმდებარე აქცია და პიკეტირებული საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები გაათავისუფლეს. დაშლისას გამოიყენეს წყლის ჭავლი.
ოპოზიცია გეგმავდა, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატებისთვის დღეს, 26 ნოემბერს, არ მიეცა პლენარული სხდომის ჩატარების საშუალება.
ბათუმში მდებარე სახელოვნებო სკოლებს გოროდოკის დასახლებაში, სვიშევსკის ქუჩა N1-ში გადაიტანენ, სადაც ამ სასწავლებლებისთვის ერთი საერთო შენობა აშენდება. ამ მისამართზე გადადის კოლეჯი „ბლექსი“. აქვე აშენდება კომაროვის სკოლაც.
ტერიტორიასთან, სადაც ეს სკოლები უნდა აშენდეს, ახლოს გადის ბათუმის შემოვლითი გზა, იქვე მოეწყობა საავტომობილო კვანძიც, რომელიც ამ ტერიტორიიდან დაახლოებით 170 მეტრით იქნება დაშორებული.
სვიშევსკის ქუჩაზე სახელოვნებო სკოლის ერთიან შენობაში გადაიტანენ მელიტონ ბალანჩივაძის ხელოვნების სკოლას; ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლას; ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლას; რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლას და ასევე აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლას.
სახელოვნებო სკოლის ახალი შენობის შექმნისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოაცხადა. სატენდერო თანხა 365 ათასი ლარია. ტენდერში გამარჯვებული საავტორო ზედამხედველობასაც გაუწევს შემდგომში სკოლის მშენებლობას.
სამშენებლო მოედნისთვის განკუთვნილია დაახლოებით 10 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. საპროექტო ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობით განთავსებულია 2 სადემონტაჟო შენობა.
სატენდერო პირობების მიხედვით:
პროექტის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ობიექტის არქიტექტურული იერსახის ადგილმდებარეობასთან შესაბამისობა, ენერგო ეფექტური მშენებლობის სტანდარტების
მოთხოვნები, თანამედროვე მასალების გამოყენება, აღნიშნული ტერიტორიისთვის დამახასიათებელი კლიმატური ფაქტორები და შესაბამისი დატვირთვები შენობაზე. პროექტი უნდა მოიცავდეს ზოგად ინსტრუქციებსა და რეკომენდაციებს მომავალი კონტრაქტორებისთვის შენობის სამშენებლოდ, ისევე როგორც დეტალურ სპეციფიკაციებს გამოყენებული მასალის, მუშაობის მეთოდებისა და ხარისხის გასაკონტროლებლად.
უნდა დაპროექტდეს 2 ან 3 შენობა, კერძოდ ძირითადი კორპუსი, საკონცერტო დარბაზი და საჭიროების შემთხვევაში მცირე შენობა საამქროებისათვის. შენობები გათვალისწინებულია სახელოვნებო სკოლისათვის, რომელშიც იფუნქციონირებს 5 სკოლა. მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ შენობები მოემსახურება ჯამში 2500-მდე ადამიანს.
პროექტირებისას გათვალისწინებული უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის სივრცეების ადაპტაციის მოთხოვნები (პანდუსები, ლიფტები ან სხვ.).
პროექტირება მოიცავს სამ ეტაპს:
I ეტაპი – საძიებო-კვლევითი სამუშაოები და კონცეპტუალური პროექტი – ტერიტორიის შესწავლა, საკადასტრო ინფორმაცია, ტოპოგრაფიული კვლევა, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, პირველადი ინფორმაცია არსებულ საინჟინრო ქსელებთან დაკავშირებით, კონცეპტუალური დიზაინის დამუშავება შემსყიდველთან შეთანხმებით.
II ეტაპი – კონცეპტუალური დიზაინის საფუძველზე ესკიზური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება;
III ეტაპი – დეტალური პროექტის დამუშავება, საბოლოო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოდგენა და პროექტის ექსპერტიზა.
მიმწოდებელი/საპროექტო ჯგუფი ვალდებულია დამატებითი ანაზღაურების გარეშე განახორციელოს მშენებარე ობიექტზე საავტორო ზედამხედველობა. პროექტირების სავარაუდო ხანგრძლივობაა 225 დღე, საავტორო ზედამხედველობის გარეშე.
ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 3 დეკემბერს დაიწყება და 6 დეკემბერს დასრულდება.
მთავარი ფოტო: სამხატვრო სკოლა ფიროსმანის ქუჩაზე, ბათუმში / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
ბათუმი, პუშკინის 118 – ამ მისამართზე მდებარე მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალის, „მედცენტრის“ისტორია ათწლეულებს ითვლის, თუმცა 2012 წელს ამ სამედიცინო დაწესებულების ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო – შენობას ჩაუტარდა სრული რეკონსტრუქცია – რეაბილიტაცია, განახლდა დიაგნოსტიკური რგოლი, დაინერგა ახალი მიმართულებები, ხოლო, როგორც მაღალტექნოლოგიურმა, მრავალპროფილურმა სამედიცინო დაწესებულებამ, „მედცენტრის“ სახელწოდებით, ჰოსპიტალმა 2018 წლის მაისიდან დაიწყო მუშაობა.
ჰოსპიტალში 160 ექიმი მუშაობს იმისათვის, რომ აქ მოსულ პაციენტს დახმარება აღმოუჩინოს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო ტექნოლოგიების გამოყენებით. რას სთავაზობს „მედცენტრი“ პაციენტებს? – ამ თემაზე მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალის კლინიკურ დირექტორს, დეა ქაჯაიას ვესაუბრეთ.
წლების წინ აჭარის არ ონკოლოგიის ცენტრი მხოლოდ ონკოპაციენტებს ემსახურებოდა რეგიონში, დღეს კი „მედცენტრი“ სიახლეებზე, თანამედროვე ტექნოლოგიებზე ორიენტირებული კლინიკაა, სადაც ერთ სივრცეში ხდება დიაგნოსტიკა, ლაბორატორიული გამოკვლევები, ქირურგიული ჩარევა, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია. ასევე, გვაქვს პალიატიური ზრუნვის განყოფილება, რომელიც ერთადერთია ახლო რეგიონებში. ბოლო ორ წელიწადში „მედცენტრში“ 8 დეპარტამენტი შეიქმნა. 30 საწოლზე გათვლილი სამედიცინო დაწესებულება დღეს 120-საწოლიანი, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი კლინიკა გახდა.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „მედცენტრში“არის სამედიცინო სერვისები, რომელთა მიღებაც, ბათუმში და მთელს აჭარაში, მხოლოდ ჩვენს კლინიკაში შეუძლია პაციენტს.
კლინიკა „მედცენტრში“ფუნქციონირებს გადაუდებელი მედიცინის – ემერჯენსის დეპარტამენტი, რომელიც გათვლილია 10 საწოლზე და 24 საათის განმავლობაში ემსახურება პაციენტებს. ემერჯენსში შესაძლებელია ყველა სახის გადაუდებელი მდგომარეობის მართვა, რომელიც საჭიროებს სასიცოცხლო მაჩვენებლების სტაბილიზაციას, რეანიმაციულ ღონისძიებებს. განყოფილება უზრუნველყოფილია თანამედროვე სასუნთქი აპარატებით და სხვა დამხმარე საშუალებებით. ასევე, განყოფილებაში ფუნქციონირებს ჰემოდიალიზის აპარატი.
კლინიკაში არსებული გულის, სისხლძარღვთა და ინტერვენციული მედიცინის განყოფილება დასავლეთ საქართველოში ერთადერთია, სადაც კარდიო და ანგიოლოგიური მძიმე პათოლოგიებისას ინტერვენციები ტარდება სინქრონულად. აქვე დავძენ, ორივე განყოფილებაში, 24 საათის განმავლობაში, პაციენტებს დახვდებათ რეგიონის წამყვანი სპეციალისტები და ჩატარებული ინტერვენციები პასუხობს ამ მიმართულებებში თანამედროვე მოთხოვნებს, დაწყებული კორონარული სისხლძარღვების ინტერვენციული მეთოდებით მკურნალობიდან, დასრულებული აორტის სხვადასხვა ნაწილის დაზიანების სტენტირებით, რაც ხშირ შემთხვევებში სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი შანსია. ამავე დეპარტამენტში ხორციელდება არითმოლოგიური ოპერაციები, რაშიც ჩართული არიან როგორც ადგილობრივი, ასევე დედაქალაქიდან მოწვეული სპეციალისტები.
გულის, სისხლძარღვთა და ინტერვენციული მედიცინის განყოფილება „მედცენტრში“
ჰოსპიტალში ასევე გვაქვს ნეირომედიცინის უძლიერესი დეპარტამენტი, სადაც გაერთიანებულია ნევროლოგია – ნეიროქირურგიის სამსახურები, რადგან არ არსებობს ნევროლოგიური პაციენტი ცალკე და ცალკე- ნეიროქირურგიული.
ამ ეტაპზე რეგიონში „მედცენტრი“ ერთადერთი კლინიკაა, რომელსაც შეუძლია განახორციელოს ინსულტის მართვა ისეთი თანამედროვე მეთოდებით, როგორიცაა თავის ტვინის იშემიური დაზიანებისას დროულად ჩატარებული სისხლძარღვშიდა თრომბოლიზისი თუ თრომბოექსტრაქცია, რაც თავისთავად სრულად აქრობს ან ამცირებს ინსულტის შემდგომ მოსალოდნელ ინვალიდიზაციას.
ნევროლოგიის განყოფილება
კლინიკაში ფუნქციონირებს ქირურგიული დეპარტამენტი, რომელიც მოიცავს ზოგად ქირურგიულ, გინეკოლოგიურ, უროლოგიურ, ენდოკრინულ, ტრავმატოლოგიურ მიმართულებებს, პლასტიკურ ქირურგიას და ოპერაციულ ოფთალმოლოგიას.
ჩვენ გვაქვს უახლესი თაობის ენდოსკოპიური ტექნიკა 4K გამოსახულებით, რომელიც გამოიყენება ყველა სახის უროლოგიური, გინეკოლოგიური, ქირურგიული ენდოსკოპიური ოპერაციებისთვის.
„მედცენტრში”ასევე შესაძლებელია თვალის დაავადებების დიაგნოსტიკა უახლესი სტანდარტების აპარატურით და მკურნალობა თანამედროვე მიდგომებით. პირველად აჭარაში და მხოლოდ ჩვენთანაა შესაძლებელი საცრემლე არხის ლაზერის სხივით ზონდირება.
ენდოკრინული ქირურგიის მიმართულებით შესაძლებელია ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიათა სრული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკა და გამოვლენილ დაავადებათა ოპერაციული მკურნალობა.
მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ „მედცენტრის“ ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი თაობის დახურული სისტემის ანალიზატორებით, რომლებსაც აქვს კვლევის წარმოების სრული ავტომატიზაცია. ROSHE-ს წარმოების აპარატით ხდება ტექნოლოგიური პროცესების ავტომატური მართვა, რაც მაღალკვალიფიციური პერსონალთან ერთად წარმოადგენს შედეგების სიზუსტესა და ხარისხის გარანტიას.
„მედცენტრის“ ლაბორატორია
„მედცენტრში“პაციენტს შესაძლებლობა აქვს ჩაიტაროს სრული დიაგნოსტიკა მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აპარატურით: კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) – ზუსტი დიაგნოსტირება GE 16-შრიანი აპარატით; მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აპარატის – SIEMENS MAGNETOM ESSENZA 1.5t -ს მეშვეობით; ციფრული რენტგენდიაგნოსტიკა; მამოგრაფია; ულტრასონოგრაფიული დიაგნოსტიკა VARIAN CLINAC-ის ხაზოვანი ამაჩქარებლის, IMRT-ეს დაგეგმარებით, რომელიც ერთადერთია დასავლეთ საქართველოში.
ჩვენი ყოველი დილა იწყება დილის კონფერენციით, რომელსაც ესწრებიან მორიგე ექიმები, რომ ვიცოდეთ რა მოხდა ღამით, როგორია პაციენტების მდგომარეობა, რა სირთულე გვაქვს, რაა გადასაწყვეტი. იქვე განიხილება რა ოპერაციები გაკეთდება მიმდინარე დღეს, განვიხილავთ რთულ შემთხვევებს და ყოველდღიური კონფერენციის გარდა, ყოველ პარასკევს გვაქვს გაფართოებული შეხვედრა, სადაც ვმსჯელობთ პრობლემებზე, მიღწევებსა და მძიმე პაციენტებზე. კლინიკაში არის ეთიკის კომისია, სადაც განვიხილავთ ლეტალობის შემთხვევებს და კეთდება ანალიზი.
ონკოლოგიურ პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ყველა სახის ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა უახლესი მეთოდებით.
ხორციელდება ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა, სხვადასხვა ორგანოების და პერიფერიული ლიმფური ჯირკვლების ბიოფსია, ძვლის ტვინის ტრეპანობიოფსია, ბიოფსიური მასალის ციტოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური კვლევები. ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტირებისთვის მნიშვნელოვანია ძირითადი ონკომარკერების განსაზღვრა. დეპარტამენტში პაციენტების მართვა ხდება საერთაშორისო გაიდლაინების შესაბამისად. მკურნალობის ტაქტიკის შერჩევაში მონაწილეობს პროფესიონალთა გუნდი – ონკოკონსილიუმის სახით.
ქირურგიული ოპერაცია „მედცენტრში“
ქიმიოთერაპიის ამბულატორიული განყოფილება 12 პაციენტზეა გათვლილი და აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების მიხედვით, რაც საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ ექსტრავაზაცია, ინფუზიის არანორმალური სიჩქარე და სხვა გართულებები.
ქიმიოთერაპია ტარდება ჩვენების შესაბამისად, როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ პირობებში. პაციენტებს ვთავაზობთ რამდენიმედღიან უწყვეტ ქიმიოთერაპიას, რომელიც პრინციპულად მნიშვნელოვანია ზოგიერთი ონკოლოგიური დაავადების პირველი ხაზის ქიმიოთერაპიაში. სტაციონარული განყოფილება ასევე საშუალებას იძლევა ადეკვატურად, დროულად და ეფექტურად ვმართოთ პაციენტები ქიმიოთერაპიის შემდგომი გართულებებით. განყოფილებაში სასიამოვნო გარემო, პროფესიონალი და ყურადღებიანი მედპერსონალი დაგხვდებათ.
პალიატიური მზრუნველობის განყოფილებაში ხელმისაწვდომია ყველა სახის ტკივილის მართვა, შესაბამისად ხდება ონკოპაციენტთათვის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება, რასაც ეს მიმართულება გულისხმობს. პალიატიური მზრუნველობაში ჩართულები არიან კლინიკური ონკოლოგები, ფსიქოლოგები და სოციოლოგები. დასავლეთ საქართველოში პალიატიური მზრუნველობის განყოფილება მხოლოდ ჩვენს კლინიკაშია. ონკოპაციენტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მათდამი დამოკიდებულება, ყურადღება და გულისხმიერებაა და ჩვენ ეს შეგვიძლია!
„მედცენტრის“რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტში ტარდება ყველა ლოკალიზაციის სიმსივნის სხივური თერაპია – დასხივების თანამედროვე ტექნოლოგიით, VARIAN CLINAC-ის ფირმის ხაზოვანი ამაჩქარებლის, IMRT-ეს დაგეგმარებით. აპარატი აღჭურვილია ვიზუალიზაციის სრულყოფილი სისტემით, რაც საშუალებას იძლევა ეფექტურად მოხდეს სიმსივნური წარმონაქმნის დასხივება.
ონკოლოგია, ტრადიციულად, ამ კლინიკის მთავარი მიმართულებაა და ამ მიმართულებაში უმნიშვნელოვანესი სიახლეები გვაქვს. ონკოპაციენტებს აღენიშნებათ დაავადების თანმხლები მრავალი პათოლოგია და „მედცენტრი“ ახლა სრულად პასუხობს ონკოპაციენტების საჭიროებებს. ონკოპაციენტებს არა მხოლოდ კონკრეტული დაავადებების, არამედ ამ დაავადებების თანმხლები გართულებების მკურნალობასაც ადგილზე ვთავაზობთ.
მაგალითად, ონკოპაციენტს შეიძლება სჭირდებოდეს ქირურგიული ჩარევა კუჭზე, მაგრამ ამავე დროს აღენიშნებოდეს თირკმლის უკმარისობა და დიალიზს საჭიროებდეს – ჩვენთან ეს შესაძლებელია.
გარდა ამისა, ვაკეთებთ კომბინირებულ ოპერაციებს. მაგალითად, ადამიანს აქვს ფარისებრი ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნე, მაგრამ ამავე დროს იმავე პაციენტს შეიძლება ჰქონდეს საშვილოსნოს ფიბრომიომაც. ასეთ შემთხვევაში პაციენტი საოპერაციოში შედის ერთჯერ, ერთი ოპერაცია გაკეთდება ღია წესით, მეორე – ლაპარასკოპიულად, ერთდროულად, რაც ძალიან მნიშვნელოვნად ამსუბუქებს პაციენტის მდგომარეობას, მას არ უწევს ორჯერ დაწოლა კლინიკაში ოპერაციის ჩასატარებლად.
„მედცენტრის“ ონკოლოგიური განყოფილების გუნდი
თქვენაღნიშნეთ, რომ „მედცენტრი“ სიახლეებზეორიენტირებულიჰოსპიტალია დაისაუბრეთ კიდეც ამ თემაზე, მაგრამამჟამადრაახალისამედიცინოსერვისებისდანერგვაზემუშაობთ?
მთავარი სიახლე, რაზეც ვმუშაობთ, ისაა, რომ „მედცენტრში“შეგვიძლია იშემიური ინსულტის მართვა ისეთი თანამედროვე მეთოდებით, როგორიცაა ინტრავენური თრომბოლიზისი და ინტრაარტერიული თრომბექსტრაცია. ინსულტის მართვისას უმნიშვნელოვანესია დროის ფაქტორი, ფაქტობრივად გადამწყვეტია პირველი 4 საათი, ამიტომაც მნიშვნელოვანია, სწორედ ამ პერიოდში მოხვდეს პაციენტი ჩვენს კლინიკაში.
ამჟამად ვმუშაობთ ახალ მეთოდზე, ეს იქნება ერთმომენტიანი მასტექტომია, როცა პაციენტს მკერდის მოკვეთის შემდეგ გადაენერგება იმპლანტი: მკერდი ექნება ქალს, რომელიც მასტექტომიის შემდეგ გამოვა საავადმყოფოდან. ეს ხდება იმისთვის, რომ პაციენტმა, რომელიც კარგავს ძუძუს, ნაკლები ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღოს.
კიდევ ერთი სიახლე, რაც უკვე დავნერგეთ, ესაა პლასტიკური ქირურგია. ვაკეთებთ ყველანაირ კორექციას, მკერდის, მუცლის, ტუჩების, მხრების და ა.შ.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ვცდილობთ, გამოწვევებს ვუპასუხოთ. ჩვენი ექიმები გადიან სტაჟირებას პოლონეთში, ბელორუსში, მონაწილეობენ სამეცნიერო კონფერენციებში, ასწავლიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
გარდა ამისა, „მედცენტრი“ საგანმანათლებლო პროექტების მხარდამჭერი კლინიკაა. რამდენიმე ახალგაზრდა ჩვენი დაფინანსებით იღებს პოსტდიპლომურ განათლებას პოლონეთსა და ბელორუსში, იმ სპეციალობებით, სადაც ჩვენ გვაქვს დეფიციტი. ჩართული ვართ ახალგაზრდა კადრების დასაქმების პროგრამაში, ასევე, ჩვენთან მუშაობენ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები: მოხალისეებად, ექთნების დამხმარეებად, ექთნებად, შემდეგ უმცროს ექიმებად… ძალიან მომწონს ეს ახალგაზრდები, ისინი ცდილობენ კარგი განათლება და მდიდარი გამოცდილება მიიღონ მედიცინაში, რასაც „მედცენტრი“ყველანაირად უწყობს ხელს.
მინდა, რომ ონკოპაციენტების რაოდენობამ იკლოს. სკრინინგი იყოს ეფექტური და ონკოლოგიური დაავადებების ნაადრევ სტადიაში მკურნალობა შევძლოთ. გულ-სისხლძარღვთა ქირურგებმა კიდევ ბევრი სიახლე დანერგონ და ასეც იქნება, დარწმუნებული ვარ.
„მედცენტრს“, გარდა იმისა, რომ პაციენტებს აწვდის უამრავ სამედიცინო სერვისს არამხოლოდ აჭარის, არამედ საქართველოს სხვა რეგიონების მასშტაბით, ჰყავს არაჩვეულებრივი ექიმები, რომელთან ერთადაც ჰოსპიტლის განვითარებაზე ვზრუნავ, რომ ჩვენთან მოსულმა პაციენტმა, რაც შეიძლება კომფორტულად იგრძნოს თავი და სწრაფად გამოჯანმრთელდეს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ შპს „აჭარგანათების“ ტენდერების შესახებ აქვეყნებს კვლევას, რომელშიც ნათქვამია, რომ მიუხედავად აუდიტის სამსახურის შენიშვნებისა, შპს „აჭარგანათებასთან“ ბათუმის მერია სატენდერო პირობების ერთ კომპანიაზე მორგების პრაქტიკას აგრძელებს.
„გამჭვირვალობის“ ცნობით, „აჭარგანათება“ ბათუმის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრის, ირაკლი თოფურიძის ოჯახის კუთვნილი კომპანიაა, რომელსაც მისი ძმა, ნიკოლოზ თოფურიძე მართავს, ხოლო ირაკლი თოფურიძის დედა, ზოია დოლიძე კომპანიის 52-პროცენტიანი წილის მფლობელია. კვლევის თანახმად, კომპანიამ 2011 წლის თებერვლიდან 2019 წლის მაისის ჩათვლით 94 ტენდერიდან და 22 გამარტივებული შესყიდვიდან მთლიანობაში 26 523 383 ლარი მიიღო.
„2011-2019 წლებში შპს „აჭარგანათებამ” 94 ტენდერიდან და 22 გამარტივებული შესყიდვიდან 26 523 383 ლარი მიიღო, მათ შორის, 72 უკონკურენტო ტენდერიდან – 18 797 797 ლარი (მთლიანი თანხის 71%) და გამარტივებული შესყიდვებიდან – 2 946 219 ლარი (მთლიანი თანხის 11%). ამ სახელმწიფო ტენდერების შემსყიდველთა უმრავლესობას (94-დან 68) ბათუმის მერია და ბათუმის მუნიციპალური იურიდიული პირები წარმოადგენენ“, – აღნიშნულია „გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ამასთან, ბათუმის მერია არ ითვალისწინებს აუდიტის სამსახურის რეკომენდაციებს „აჭარგანათებასთან” დაკავშირებით.
კერძოდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ 2016 წელს „აჭარგანათებას” ბათუმის მერიისთვის ტენდერის პირობებით გათვალისწინებული მომსახურება არცერთ თვეში სრულყოფილად არ მიუწოდებია, თუმცა მიმწოდებელთან ხელშეკრულება არ შეწყვეტილა და კომპანიას არანაკლებ 270 200 ლარის ოდენობის ჯარიმა არ დაკისრებია. მსგავსი პრობლემა ნახსენებია 2017 წლის ანგარიშშიც – აქაც აუდიტის სამსახური განიხილავს კომპანიის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობას და მერიის მხრიდან კომპანიისთვის დასაკისრებელი 731,400 ლარის ოდენობის ჯარიმის უგულებელყოფას.
„ბათუმის მერიამ უგულებელყო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციები ტენდერებში კონკურენტული გარემოს შექმნასთან დაკავშირებით: 2018-2019 წლებში შპს „აჭარგანათებამ” ბათუმის მერიისა და მერიის ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს 6 ტენდერში გაიმარჯვა, მათგან 4-ში უკონკურენტოდ. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, აჭარაში განათების მომსახურების სფეროში გამოცხადებულ სახელმწიფო ტენდერებში რამდენიმე კომპანია (შპს „მეოხი”, შპს „მარდი”, შპს „გუნგლი”, შპს „გელმარი”, შპს „მშენებელი 5” და ა.შ.) მონაწილეობს, ბათუმის მერიისა და მერიის ა(ა)იპის მიერ გამოცხადებული სატენდერო პირობები ნაკლებად აძლევს სხვა კომპანიებს ტენდერში მონაწილეობის საშუალებას, რადგან პრეტენდენტებს მრავალწლიანი გამოცდილება და ასობით ათასი ლარის ღირებულების ვიწრო სპეციფიკის სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია მოეთხოვებათ“, – აღნიშნულია „გამჭვირვალობის“ კვლევაში.
„გამჭვირვალობა“ მიიჩნევს, რომ პროკურატურასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში უნდა დაიწყოს მოკვლევა სატენდერო პირობების კონკრეტულ კომპანიაზე მორგების სავარაუდო ფაქტების გამოვლენასთან დაკავშირებით და, ასევე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ უახლოეს პერიოდში უნდა იხელმძღვანელოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციებით, მათ შორის არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების გამო დააჯარიმოს კომპანია „აჭარგანათება” და დაამკვიდროს ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოს ეფექტიანი კონტროლის პრაქტიკა.
საშობაო-საახალწლო დღეებში ბათუმს კვლავ „აჭარგანათება“ გაანათებს, მერიის ტენდერის გამარჯვებული კვლავ ეს კომპანიაა და მას ტენდერში კონკურენტი არ ჰყოლია. ამ ეტაპზე მიმდინარეობსხელშეკრულების გაფორმების პროცედურა 428 423 ლარის ღირებულების სამუშაოებზე.
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის ბრძანებით, შეჩერდა რანიტიდინის შემცველი ფარმაცევტული პროდუქტების რეგისტრაცია.
სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ცნობით, რანიტიდინის შემცველი ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაციით დაინტერესებულ პირებს დაევალათ შეჩერებული ფარმაცევტული პროდუქტების რეალიზაციის შეწყვეტა, მათი ბაზრიდან გამოთხოვა და გატარებული ღონისძიებების შესახებ სააგენტოში ინფორმაციის წარდგენა.
გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ევროპის მედიკამენტების სააგენტოს განცხადება იმის შესახებ, რომ ევროკომისიის მოთხოვნით იწყება რანიტიდინის შემცველი მედიკამენტების მიმოხილვის პროცესი, რასაც საფუძვლად დაედო ლაბორატორიული ტესტირების შედეგად აღნიშნული სუბსტანციის შემცველ რამდენიმე პროდუქტში ნიტროზოდიმეთილამინის (NDMA) მინარევის აღმოჩენის ფაქტი.
ბაზრიდან იქნა გამოთხოვილი კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულის საწინააღმდეგო შემდეგი პრეპარატები: ზანტაკი, რაბისფლატი, აციბლოკი, რანიტისი, რანიტაბი, რანი-დენკი, გასტროფლატი, რანკური, RantaG, რანტაქსი და სხვა.
ბოლო 15 განმავლობაში განათლების სამინისტრომ 11 მინისტრი გამოიცვალა. ყველა ახალი მინისტრი ამბობდა, რომ რომ იწყებდა რეფორმების ახალ ტალღას, რაც საგანმანათლებლო სივრცეში, სპეციალისტების თქმით, არასტაბილურობისა და არაპროგნოზირებადი პროცესების განცდას აჩენდა. იტანს თუ არა მსგავსი ტიპის რყევებს განათლების სფერო და რა აჩენს სიახლეების მიმართ ნიჰილიზმს? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ განათლების სპეციალისტი, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კომპანია „თიმბოუთის“ დირექტორი პაატა პაპავა საუბრობს.
ბატონო პაატა, რას ნიშნავს, როცა განათლების მინისტრი ერთ წელზე დიდხანს ვერ ინარჩუნებს პოსტს, მაშინ როცა ყველა მინისტრი საუბრობდა იმ ცვლილებების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე, რასაც აანონსებდნენ?
დავიწყოთ იმით, რომ ყველა სისტემას სჭირდება მდგრადობა და იმ დაწყებული საქმეების დასრულება, რომლებიც მასში მიმდინარეობს. მეორე მხრივ, ყველა სისტემას სჭირდება გამდიდრება ახალი წამოწყებებით და ინიციატივებით. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია პროპორციების დაცვა.
განათლების სისტემა მართლაც სენსიტიურია დიდი რყევების მიმართ, რადგან ეს არის დიდი და მრავალკომპონენტიანი სისტემა, რომელშიც დასაქმებულია უამრავი ადამიანი, რომელსაც ჰყავს ბევრი დაინტერესებული მხარე და მომხმარებელი. ეს არის სისტემა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა ადამიანის მომზადება და დაკვალიანება იმისთვის, რომ შემდგომში წარმატებით შეძლოს თვითრეალიზაცია.
ერთი მხრივ, ამ სფეროში მნიშვნელოვანია ექსპერიმენტების ჩატარება, რადგან მთელი მსოფლიო დღეს დაკავებულია ძალიან საინტერესო ექსპერიმენტების, ახალი აღმოჩენების, მიგნებების, პროგრესის და პრობლემების შემოქმედებითად გადაჭრის პროცესით. ცხადია მნიშვნელოვანია, რომ არ ჩამორჩე გლობალურ პროცესებს და ამის მცდელობები სისტემაში იყო და არის.
მაგალითად რა ექსპერიმენტების?
მაგალითად, კრიტიკული აზროვნების კომპონენტის აქტიურად შემოტანა სასკოლო და საუნივერსიტეტო პროგრამებში, სკოლისა და უნივერსიტეტის დემოკრატიულად მართვის ინიციატივები, სასწავლო პროგრამების განახლება და ა.შ.
მიუხედავად ამისა, არის ორი სერიოზული პრობლემა. პირველი, რაც უკვე მთელი 20 წელია შესამჩნევია, არის დემოტივირებული მასწავლებელი, რომლის სამუშაო მოსწრება, მიზეზთა გამო, ვეღარ ეწევა თანამედროვე მოთხოვნებს, სასწავლო გარემოში განხორციელებულ სერიოზულ ცვლილებებს.
მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა განათლების სისტემის დაფინანსება, მასწავლებლის ხელფასი, სხვა პროფესიების მუშაკთა საშუალო შემოსავალს რომ შევადაროთ, მაინც დაბალია. აქედან გამომდინარე, მასწავლებლების მოსწრებასაც ბევრი ვერაფერი ეშველა, რადგან ანაზღაურება პირდაპირ ბმაშია მოტივაციასთან და პროფესიულ ზრდასთან.
მეორე დიდი პრობლემაა განათლების სისტემის პოლიტიზირებულობა. და ეს განსაკუთრებით შესამჩნევია არჩევნების წინ, როცა ხელისუფლება იწყებს ლაპარაკს ხელფასების მატებაზე, პედაგოგებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაზე. ეს ყველაფერი მიბმულია საარჩევნო ხმების დაგროვებასთან და იმასთან, რომ განათლებაში ინვესტირების თემა ყველა მთავრობისთვის მომგებიანია.
ეს აჩენს ნიჰილიზმს რეფორმის მიმართ?
ანგარებიანი დაპირებები ალბათ ნიჰილიზმის და გულგრილობის ყველაზე დიდი წყაროა. ნიჰილიზმს ბადებს ასევე სარეფორმო ექსპერიმენტების ფრაგმენტულობა, ბოლომდე არ მიყვანა, გზადაგზა წამოჭრილი შეფერხებები, ზედმეტი ბიუროკრატია, დეცენტრალიზაციის ნაკლებობა და, რაც მთავარია, მანიპულაციები. უკვე იმდენი ციკლი აქვთ გამოვლილი მასწავლებლებს, რომ ეს აჩენს სკეპტიციზმს.
სამწუხაროდ, არ გამოჩნდა ისეთი ხელისუფლება, რომელიც მნიშვნელოვან სარეფორმო ხაზს შეინარჩუნებს და გაატარებს, მართლაც მნიშვნელოვან და საინტერესო სიახლეს დანერგავს, ისეთს, რაზეც დღეს მთელი მსოფლიოა ორიენტირებული. მაგალითად, ბევრი ქვეყანა მაქსიმალურად ცდილობს შემოქმედებითი აზროვნების, საგამომგონებლო პოტენციალის გაძლიერებას, რასაც ახალი მუხტი და ენერგია შემოაქვს სკოლებში.
სარეფორმო პროექტები ცალ-ცალკე რომ განვიხილოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ ეფექტურია, არ არის ვაკუუმიდან მოტანილი და თავის თავში სასიკეთო ძვრების მატარებელია, მაგრამ ხშირად პროექტები ფრაგმენტულია და ეს არის მათი მთავარი პრობლემა. მინისტრების ხშირი ცვლა კი ამ ფრაგმენტულობას კიდევ უფრო მტკივნეულს ხდის. სინამდვილეში, ის რაც ყველაზე მეტად აკლია ამ რეფორმებს და წინსვლის პროცესს, არის შეთანხმებული და თანმიმდევრული მოქმედება.
განათლების სისტემაში ახალი მიდგომების დანერგვა არ არის გასაკვირი ამბავი – პედაგოგიკა, ფსიქოლოგია, ფიზიოლოგია, ანთროპოლოგია და ბევრი სხვა მეცნიერება კვებავს განათლებას, სწავლებისა და სწავლის პროცესს. ამიტომ ამ მეცნიერებებში წინსვლა, გვინდა თუ არ გვინდა, რეფორმებზე და სკოლების ცხოვრებაზე აისახება. ასე რომ, ის კი არ არის გასაკვირი, რომ რაღაც ახალი ინიციატივები ჩნდება, არამედ ის, რომ თანმიმდევრულობა აკლია ამ ყველაფერს.
არსებობს საერთაშორისო კვლევები, რომლებიც გვაჩვენებს, რამდენად ჩამორჩებიან მოსწავლეები საქართველოდან სხვა ქვეყნებში მოსწავლეებს აკადემიურ მოსწრებაში, კრიტიკულ აზროვნებაში და ა.შ. ასევე, რამდენად დიდია განსხვავება საგანმანათლებლო რესურსებზე სოფლად და ქალაქად მცხოვრებ, მდიდარსა და ღარიბ მოსწავლეებს შორის. ამ განსხვავებულობის შემცირება ვერ შეძლო ვერცერთმა ხელისუფლებამ. როგორ ფიქრობთ, რატომ?
სწორედ ამიტომ ყვავის რეპეტიტორობის ინსტიტუტი, ისევ მივდივართ იმისკენ, რომ სკოლა როგორც სისტემა ხელახლაა დასალაგებელი.
რესურსების ხელმისაწვდომობის თანასწორობისთვის ერთი კარგი პროექტი მუშაობს, ეს არის „ასწავლე საქართველოსთვის“, რომელმაც მართლაც შეამსუბუქა ეს პრობლემა, როცა ძალიან მწვავე გახდა სკოლებში მასწავლებლების დეფიციტი. თუმცა აუცილებელია ამ პროგრამის გაფართოვება და, ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება რესურსების ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად. უნდა გაფართოვდეს პროგრამის მასშტაბი და უფრო მეტი ახალგაზრდა უნდა მოიზიდონ ამ პროგრამაში. ამისთვის საჭიროა ფართო სოციალური კამპანია, გადასახედია კონტრაქტის პირობებიც, შესაძლებელია უფრო მოკლევადიანი კონტრაქტებითაც გაიზარდოს ახალგაზრდების დაინტერესება.
მოკლევადიანი კონტრაქტი ანაზღაურებაზე არ იმოქმედებს?
დარწმუნებული ვარ, ანაზღაურებით კი არა, მოხალისეობრივ საწყისებზეც კი შეიძლება დიდი მოძრაობის აგორება. გამომიცდია, მიკეთებია და მჯერა. მინახავს, უნივერსიტეტებიდან მოწვეული სტუდენტები როგორ ჩადიოდნენ ზაფხულობით სოფლებში და ეხმარებოდნენ ბავშვებს უცხო ენის შესწავლაში. ევროკავშირის პროექტი იყო და ძალიან კარგად იმუშავა.
ამ ყველაფერს სჭირდება ლიდერობა და პატრონობა, კარგი გონებრივი იერიშის გაკეთება, სერიოზული დაპროექტება, კომისიის შექმნა, რომელიც ცალსახად ამ თემაზე იქნება კონცენტრირებული. შესაძლებელია დონორების მოძიებაც.
საჯარო მოხელეების შვილები ძირითადად სწავლობენ კერძო სკოლებში და არის ნაწილი, ვინც უცხოეთში აძლევს შვილებს განათლებას. წლების შემდეგ, რამდენად კონკურენტული იქნებიან ამ ადამიანებთან ისინი, ვისაც დღეს იმის შესაძლებლობაც კი არ აქვს რომ რეპეტიტორი დაიქირაოს. რა სურათს მოგვცემს ეს მომავალში?
თუ რამე არ შეიცვალა, სამომავლოდ სურათი იქნება კიდევ უფრო მწვავე, უთასწორობის უფსკრული გაღრმავდება მდიდარ და ღარიბ ოჯახებს შორის. მომავალში ეს მოზარდები განსხვავებულ პირობებში იქნებიან შრომის ბაზარზეც. თუ არსებული რესურსები თანმიმდევრული, კარგად დამუშავებული პროექტებით არ წარიმართა, მაშინ ეს „რეფორმები“ ფუჭ მცდელობებს შეიძლება დაემსგავსოს.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ხუთივე მუნიციპალიტეტში აქტიურად განაგრძობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.
ამჯერად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში გვარა-მოწყობილების საავტომობილო გზაზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტი 1300 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე ხორციელდება.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, გვარა-მოწყობილების საავტომობილო გზის კეთილმოწყობის სამუშაო.
გვარა-მოწყობილების გზა დაზიანებული და გრუნტოვანი იყო, ადგილობრივ მოსახლეობას წლებია უგზოობის პრობლემა აწუხებდა. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოსახლეობის მოთხოვნა გაითვალისწინა და ოთხმოცამდე ოჯახი ახალი გზით ისარგებლებს.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა 7600 კვ.მ ასფალტობეტონის საფარი და 700 გრძ.მ სხვადასხვა ტიპის დამცავი-ხელოვნური ნაგებობა. სამუშაო პროცესში 28 ადამიანი არის დასაქმებული.
სამუშაოებს შპს სამკუთხედი ასრულებს.
პროექტის ღირებულება 505 358 ლარს შეადგენს.
„ქობულეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება წელს თითქმის დასრულების პროცესშია და მომავალ წელს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი პროექტების განხორციელებას უფრო აქტიურად გააგრძელებს,“- ამბობს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი მუხრან კაკაბაძე.
ქობულეთის მერის მირიან ქათამაძის თქმით, აღნიშნული გზით ისარგებლებენ არამარტო გვარა-მოწყობილების მაცხოვრებლები, არამედ ხუცუბნელები, რომლებიც უმოკლესი გზით დაუკავშირდებიან ქალაქ ქობულეთს.
„აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2019 წელს ათობით წარმატებული პროექტი განახორციელა. 2020 წლისათვის იგეგმება ასევე სხვადასხვა მიმართულებით ასფალტობეტონისა და ბეტონის გზის მოწყობა, რაც უდაოდ ჩვენი მოქალქაქეების და საზოგადოების შეკვეთას წარმოადგენს,“- აღნიშნა მირიან ქათამაძემ.
ასევე ქედის მუნიციპალიტეტში, დანდალო-ხარაულას საავტომობილო გზაზე, ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. ინფრასტრუქტურული პროექტი 1100 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში, მოეწყო 4579 კვ.მ ასფალტობეტონის საფარი და 1096 გრძ/მ სხვადასხვა ტიპის დამცავი-ხელოვნური ნაგებობა. სამუშაო პროცესში 32 ადამიანი იყო დასაქმებული. პროექტი აჭარის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტიდან 560 699 ლარით დაფინანსდა.
„სოფლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ახალი გზით ორასამდე ოჯახი ისარგებლებს,“-აღნიშნა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა მუხრან კაკაბაძემ.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ინფრასტრუქტურული პროექტი მაღალი ხარისხით არის შესრულებული.
„ყველაფერი, რაც გაკეთდა უმაღლეს დონეზეა. სოფელის ყველა მაცხოვრებელი კმაყოფილია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თითქმის ქედის ყველა სოფელში ბეტონის საფარია დაგებული,“- ამბობს სოფელ ხარაულას მცხოვრები მალხაზ ხარაძე.
„სასამართლო ხელისუფლება, ყველა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტთან ერთად, ვერ ასცდება კრიტიკას. ამ დროს შოკისმომგვრელი და მიუღებელი აზრები, სიტყვები შეიძლება იქნეს გამოყენებული,“ – ეს შეფასება ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მოსამართლეებმა გააკეთეს საქართველოში ერთ-ერთი საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავებაზე.
2012 წელს სტრასბურგის სასამართლომ თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან 2006 წელს საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავების კანონიერებაზე იმსჯელა. საქმეში „კაკაბაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ევროსასამართლომ კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებისა და სამართალდარღვევის ზღვარზე იმსჯელა, ევროკონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევა დაადგინა და გაოცებაც გამოხატა რამდენიმე მიმართულებით. მაშინ ევროსასამართლომ თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ საქართველოს ხელისუფლებას 6 – 6 ათასი ევროს გადახდა დააკისრა მორალური ზიანის საკომპენსაციოდ.
ერთ-ერთი მოსამართლე, რომელიც ამ გადაწყვეტილებას აწერს ხელს, ნონა წოწორიაა. მან „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ბოლო დღეებში საპროტესტო აქციებზე დაკავებულების საქმეშიც ანალოგიურად ჩანს უკანონობა და ამ შემთხვევაშიც დამარცხდება საქართველო, თუკი ადმინისტრაციული წესით დაკავებულები სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ. ნონა წოწორია ევროსასამართლოს 2012 წლის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით მიუთითებს დღეს არსებულ ტენდენციაზე, როცა მოსამართლეები საპროტესტო აქციის დაკავებულების საქმეს მხოლოდ სამართალდარღვევის ჭრილში განიხილავენ და საერთოდ არ მსჯელობენ გამოხატვის თავისუფლების იმ სტანდარტზე, რაც ევროსასამართლომ შექმნა.
2006 წელს, ერთ-ერთი საპროტესტო აქციის შემდეგ, გამოხატვის თავისუფლების დარღვევის და უკანონო დაკავების მოტივით მიმართეს ევროსასამართლოს მოქალაქეებმა: ირაკლი კაკაბაძემ, ლაშა ჩხარტიშვილმა, ჯაბა ჯიშკარიანმა, ზურაბ რთველიაშვილმა და დავით დალაქიშვილმა. მათ საპროტესტო აქცია თბილისის სააპელაციო სასამართლოს შენობასთან 2006 წლის ივნისში მოაწყვეს და ტელეკომპანია „202“-ის მფლობელების პატიმრობიდან გათავისუფლება მოითხოვეს. ს
აქმის მასალების მიხედვით, აქციაზე იყო მოწოდება, რომ სასამართლო არ გამხდარიყო შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის – ვანო მერაბიშვილის „კრიმინალური ქმედებების მონაწილე“. აქციაზე ისმოდა ფრაზაც ვანო მერაბიშვილის მისამართით – „ლავრენტი ბერიას ნაბიჭვარი“. აქციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში აქციის ხუთივე მონაწილე მანდატურებმა სასამართლოს სამორიგეო ოთახში გამოკეტეს რამდენიმე საათით, ხოლო შემდეგ მოსამართლე ეკატერინე ტყეშელაშვილმა მათ 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა „სასამართლოს უპატივცემულობისთვის“.
„მთავრობა მიიჩნევს, რომ გამონათქვამები, განსაკუთრებით, შს მინისტრის მიმართ – „ნაბიჭვარი“ და მოწოდება სასამართლოსადმი, არ დამორჩილებოდა და არ გამხდარიყო
„კრიმინალური საქმიანობის“ თანამონაწილე, აღემატებოდა ნორმალური კრიტიკის საზღვრებს,“ – ვკითხულობთ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში 2006 წლის საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების შესახებ. მაშინ საქართველოს მთავრობამ ასეთი პოზიცია გაუგზავნა სტრასბურგის სასამართლოს. ევროსასამართლომ კი მთავრობას ასეთი პასუხი დაუბრუნა:
„სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთადერთი შეურაცხმყოფელი ფრაზა -„ლავრენტი ბერიას ნაბიჭვარი“, წარმოთქმული მომჩივნების მიერ აქციის დროს, ეხებოდა შს მინისტრს, თუმცა სასამართლოსთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება ეს ფრაზა წარმოადგენდეს სასამართლოს შეურაცხყოფას, როდესაც ის მიმართული არ იყო სასამართლო ხელისუფლების წევრებისკენ. ნებისმიერ შემთხვევაში, დემოკრატიულ საზოგადოებაში, დიდი მოთმინება უნდა იქნეს გამოჩენილი მსგავსი შეხედულებებისადმი, რომლებიც კრიტიკულია მნიშვნელოვანი საჯარო პირების მიმართ,“ – აღნიშნულია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში.
ევროსასამართლოს მთავარი აქცენტი 30-დღიანი პატიმრობაა. ევროპელმა მოსამართლეებმა მიიჩნიეს, რომ ამ გადაწყვეტილებამ „დააზიანა შეკრებების და გაერთიანება თავისუფლების უფლების ცნება“.
„სასამართლო გაოცებას ვერ მალავს იმ ფაქტის გამო, რომ მომჩივანთა მხრიდან აქციის მიმდინარეობისას რაიმე ძალადობრივი ქმედების არარსებობის მიუხედავად, ისინი მაინც დაექვემდებარნენ ყველაზე მკაცრ სასჯელს, რომელიც გამოიყენება სადავო სამართალდარღვევისთვის, კერძოდ 30-დღიან თავისუფლების აღკვეთას, რომლის დროსაც სასამართლომ დაადგინა, რომ 30-დღიანმა თავისუფლების აღკვეთამ სანქცირებულ და მშვიდობიან ქუჩის დემონსტრაციაში მონაწილეობისთვის შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლების ცნება დააზიანა. მოცემულ შემთხვევაში, ზედმეტად მკაცრი სასჯელის ბოროტად გამოყენებას კიდევ უფრო ამძიმებს 2006 წლის 29 ივნისის განკარგულებაში საკმარისი და ჯეროვანი მოტივების ზემოხსენებული არარსებობა,“ – ვკითხულობთ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში.
2006 წელს აქციაზე დაკავებულები სისხლის სამართლის კოდექსის იმ დროისთვის მოქმედი რედაქციით, 208-ე მუხლის შესაბამისად გაასამართლეს. ეს მუხლი გულისხმობდა სასამართლოში წესრიგის დარღვევას და სასამართლოს შეურაცხყოფას. ევროსასამართლომ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვერ მიუთითებს კონკრეტულ ფრაზებზე, რაც შეიძლება ჩაითვალოს სასამართლოს შეურაცხყოფად.
„სასამართლოს შეშფოთების საგანს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ნაცვლად იმისა, რომ შეესრულებინა თავისი მოვალეობა და დაედგინა საფუძვლიანი მიზეზები, რომლებიც გაამართლებდა აქციის დაშლასა და მომჩივნებისთვის პატიმრობის შეფარდებას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ, 2006 წლის 29 ივნისის განკარგულებაში, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასა და სასამართლოს შეურაცხყოფასთან დაკავშირებული სამართალდარღვევის კვალიფიკაციის ზოგად და აბსტრაქტულ ტერმინებზე ისაუბრა შიდა კანონმდებლობის მიხედვით.
თავმჯდომარემ არ განმარტა, ინციდენტის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, თუ როგორ შეეშალა ხელი მართლწესრიგის უზრუნველყოფას და მომჩივნების მიერ წარმოთქმული რომელი კონკრეტული ფრაზები ჩაითვალა სასამართლოს შეურაცხყოფად; ერთადერთი, რასაც ის დაეყრდნო თავის გადაწყვეტილებაში, იყო ის განცხადება, რომ მომჩივნებმა გამართეს დემონსტრაცია „შენობის შიგნით, მის ცენტრალურ შემოსასვლელში“, რაც არ იყო სწორი და შესაბამისად, მიუღებელი არგუმენტია“, – წერია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში.
დაკავებულების საქმეზე მოსამართლე ეკატერინე ტყეშელაშვილმა გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო და მხოლოდ მანდატურების ჩვენებებს დაეყრდნო, რაც ევროსასამართლომ პირდაპირ სამართლიანი სასამართლოს უფლებების დარღვევად შეაფასა.
„სასამართლო ასკვნის, რომ მომჩივანთა დაკავება 3 საათის განმავლობაში არ ეფუძნებოდა გასაგებ და წინასწარ განჭვრეტად შიდასამართლებრივ ნორმებს, მაშინ როდესაც 30-დღიანი პატიმრობის შეფარდება მოხდა თვითნებურად და არ გამოხატავდა კეთილსინდისიერ დამოკიდებულებას სასამართლოს შესაბამისი ორგანოების მხრიდან.
სასამართლო მიიჩნევს, რომ გზა, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ მოისმინა საქმე სსსკ-ის 208-ე მუხლის თანახმად, ზედაპირული პროცედურით, დახურულ კარს მიღმა, მხოლოდ მანდატურთა მოხსენებითი ბარათების საფუძველზე და არ მისცა მომჩივნებს შესაძლებლობა, დასწრებოდნენ მოსმენას, წარმოადგენს სამართლიანი სასამართლო განხილვის ელემენტარული პროცედურული მოთხოვნების სრულ უარყოფას, როგორებიცაა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითი პროცესის, დაცვის მომზადებისთვის საჭირო ადეკვატური დროისა და საშუალებების, კვალიფიციური იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლებები,“ – აღნიშნულია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში.
გადაწყვეტილების ბოლო ნაწილშიც იპოვით ევროსასამართლოს შეფასებას იმ თემაზე, რაც უკავშირდება გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობას, როცა სამართალდამცველებმა შესაძლოა სამართალდარღვევა დააფიქსირონ:
„შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლება, როგორც გამოხატვის თავისუფლება, წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი საფუძველს. შესაბამისად, მხოლოდ რეალურად დამაჯერებელ და ანგარიშგასაწევ მიზეზებს შეუძლია გაამართლოს ამ უფლების განხორციელებაში ჩარევა…“
მთავარი ფოტო: საპროტესტო აქცია თბილისში, 2019 წელი.
სამშაბათს, 26 ნოემბერს, საღამოს 6 საათიდან, ქალაქ ბათუმში, ჯავახიშვილისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაზე, აჭარაში „აგროჰაბის“ პირველი ობიექტი იხსნება.
ახალ ჰიპერმარკეტში (ბათუმის „აგროჰაბი“ მოიცავს დაახლოებით 2000 კვადრატულ მეტრს), წარმოდგენილი იქნება ყველა ის პროდუქტი, რომელსაც კომპანია თავისსავე საწარმოებში ამზადებს. ბათუმის „აგროჰაბში“ დასაქმებულია სამასამდე ადგილობრივი ადამიანი.
„აგროჰაბის“ კონცეფცია გულისხმობს, 100 პროცენტით ნატურალურ, ჯანსაღ და ყოველდღიურად ახალ აგროპროდუქტებს და ასეთსავე ნედლეულზე დამზადებულ ნახევარფაბრიკატებისა და მზა პროდუქტების შეთავაზებას მომხმარებლისთვის.
კომპანიას აქვს თავისივე რძის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც „აგროჰაბის“ ბრენდის ქვეშ ამზადებს თითქმის ყველა სახის რძის პროდუქტს: მაწონს, ხაჭოს, არაჟანს, ნადუღსა და ყველის ათობით სახეობას. ხორცის გადამამუშავებელ საწარმოში მზადდება უმაღლესი ხარისხის ძეხვეული და სხვა ხორცპროდუქტები.
კომპანიის მფლობელობაშია კონსერვაციის საწარმო, უგემრიელესი მურაბებით, ჯემებითა და მწნილებით, „აგროჰაბს“ კახეთის რეგიონში აქვს საკუთარი ღვინის მარანი, რომელიც ამზადებს ნატურალური, ფრეშ ღვინის ათზე მეტ სახეობას.
კახეთის რეგიონშია „აგროჰაბის“ ფრინველისა და მსხვილფეხა საქონლის ფერმები. ფერმები თანამედროვე სტანდარტებითაა მოწყობილი, სადაც მხოლოდ ნატურალური, მაღალი ხარისხის ორგანული საკვები გამოიყენება, რაც იმის გარანტიაა, რომ მომხმარებელს ჰიპერმარკეტის დახლებზე, უმაღლესი ხარისხის ხორცი ხვდება.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილ საწარმოს მინიჭებული აქვს, კვების მრეწველობაში უმაღლესი ხარისხის საერთაშორისო სტანდარტი, ISO 22000.
მედიამენეჯერი მარინა ვაშაყმაძე „აჭარის ტელევიზიას“ ტოვებს. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზია და რადიო“ ავრცელებს.
მარინა ვაშაყმაძე 2018 წლის მარტიდან ტელევიზიის დირექტორის კონსულტანტად მუშაობდა. მანამდე იგი რადიო „თავისუფლების“ თბილისის ბიუროს ხელმძღვანელობდა.
დღეს, 25 ნოემბერს, „აჭარის ტელევიზია“ დატოვა ასევე ზვიად ქორიძემ. ისიც დირექტორის კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობდა.
კონსულტანტებმა „აჭარის ტელევიზიის“ დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, როცა 22 ნოემბერს, მრჩეველთა საბჭომ ტელევიზიის დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩია.
ბათუმის საბავშო ბაღების გაერთიანება 14 ცალ პიანინოს 35 ათას ლარად შეისყიდის. გაერთიანებამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. პირობის მიხედვით, პიანინო უნდა იყოს ახალი [გამოუყენებელი] ან/და მეორადი [ექსპლუატაციაში შესული] რესტავრაციის გარეშე.
გაერთიანების ინფორმაციით, პიანინოებს ბათუმის იმ საბავშვო ბაღებს გადასცემენ, სადაც არსებული ინსტრუმენტები რესტავრაცია-აღდგენას აღარ ექვემდებარება. ეს ბაღებია: N1, 2, 3, 4, 8, 13, 14, 16, 17, 29, 30, 31, 33 და საბავშვო ბაღი N34.
ბაღების გაერთიანება ორი წლის წინ ახალი, ციფრული ფორტეპიანოების შესყიდვას გეგმავდა და ტენდერებიც გამოცხადებული იყო, თუმცა გაერთიანებამ ის ტენდერები შეწყვიტა.
რატომ თქვა უარი გაერთიანებამ ციფრულ ფორტეპიანოებზე? – ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის, მამუკა შამილიშვილის თქმით, კლასიკური პიანინო საბავშვო ბაღებისთვის უფრო მისაღებია, ვიდრე ციფრული ფორტეპიანო.
„პირადად ყოველთვის კლასიკური ინსტრუმენტის შეძენის მომხრე ვიყავი… ის ტენდერები რომ ჩავარდა, შემდეგ ციფრულის შეძენა გადავიფიქრე. ბავშვებისთვის კლასიკური პიანინო სჯობს ციფრულს ჟღერადობით, ასევე ექსპლუატაციის ხანგრძლივობით და ასე შემდეგ. ამ ფასად რომ იყიდი ციფრულს, ის არ არის მაღალი ხარისხის, ჩინურია და ერთი თუ გაფუჭდა, რემონტსაც არ ექვემდებარება. ამჯერად პირობებში ჩაწერილი მაქვს ჩეხური და გერმანული პიანინოს მონაცემები, ანუ რუსულს და სხვა იაფფასიანს ვერ შემოგვთავაზებენ მაგ ტექნიკური დახასიათებით. საღი ინსტრუმენტები რომ შევიტანოთ ამ მონაცემებით და ამ ფასად, ბაღებს მოემსახურება, ალბათ, 10 წელი მაინც. ახალი პიანინო, გერმანული ან ჩეხური რომ იყიდო ღირს 15 ათასი ევრო. მე კი ერთი პიანინო მინდა 2 500 ლარად ვიყიდო – შევისწავლე ბაზარი, ფასებიც დავადგინე და ამ ფასში შესაძლოა კარგი, საღი პიანინოს შესყიდვა, რომელიც მრავალ წელიწადს იმუშავებს“, – ამბობს მამუკა შამილიშვილი.
ტენდერის პირობის მიხედვით: შესასყიდი პიანინოს ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 40 წელს, უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური აგრაფები; მექანიზმში არ უნდა ჰქონდეს პლასტმასის დეტალები; უნდა ჰქონდეს სრული საკონცერტო კლავიატურა [88 კლავიში]; დემფერული სისტემა დეფექტის გარეშე, „ფალცი“ არ უნდა იყოს დაზიანებული; აკუსტიკა სრულყოფილი; ვირბელბანკი უხარვეზო, უნდა იჭერდეს წყობას; კლავიატურა, სიმები არ უნდა იყოს დაზიანებული [დაჟანგული, არ უნდა აკლდეს]; 2 ან 3 პედლიანი, საპედალო მექანიზმი სრულყოფილი; მექანიკის ჩაქუჩები უნდა იყოს საღი, ჩრჩილის გარეშე, თაგვის მიერ არ უნდა იყოს დაზიანებული; ინსტრუმენტი უნდა იყოს გარეგნული დაზიანებების გარეშე.
ტენდერში წინადადებების მიღება 30 ნოემბერს დაიწყება და 2 დეკემბერს დასრულდება. გამარჯვებულმა 14-ივე ბაღში პიანინო ხელშეკრულების დადებიდან 20 დღის ვადაში უნდა მიიტანოს.
– – –
ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება 2017 წელში 13 ციფრული ფორტეპიანოს შესყიდვას აპირებდა, რისთვისაც 34 190 ლარი იყო გათვალისწინებული. გაერთიანების მაშინდელი ინფორმაციით, ახალ პიანინოს ბათუმში მოქმედი 32-ივე ბაღი ითხოვდა, თუმცა მათგან, შეარჩიეს მხოლოდ 13. გაერთიანებამ მაშინ ტენდერიც გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით შეწყვიტა.
ბაღების გაერთიანებას მაშინ 13 ციფრულ ფორტეპიანოს ზუსტად 34 900 ლარად სთავაზობდა ტენდერში მონაწილე შპს „შოუ ტექნიკის ცენტრი“. 2017 წლის 18 ოქტომბრის ოქმში კი ვკითხულობთ, რომ ბიუჯეტში შეტანილი ცვლილების გამო გაერთიანებას ფორტეპიანოებისთვის ფული აღარ რჩებოდა, ამიტომ ტენდერი შეწყვიტა:
ამონარიდი ტენდერის შეწყვეტის [2017 წლის 18 ოქტომბრის] ოქმიდანმიუხედავად იმისა, რომ „გაერთიანებას ფორტეპიანოებისთვის საჭირო თანხა აღარ გააჩნდა“, წინა ტენდერის შეწყვეტიდან თითქმის ერთ თვეში ტენდერი ხელახლა გამოაცხადა [2017 წლის 15 ნოემბერს]. ამ ტენდერში გაერთიანებას ციფრულ ფორტეპიანოებს ორი კომპანია სთავაზობდა: „ჯეოვოის ტრეიდინგი“ – 33 800 ლარად და „ტექნიკის ცენტრი“ – 33 488 ლარად.
საბავშვო ბაღების გაერთიანების სატენდერო კომისიამ ეს ტენდერიც შეწყვიტა [გაერთიანების ამჟამინდელი დირექტორი მამუკა შამილიშვილი მაშინ დირექტორის მოადგილე და სატენდერო კომისიის თავმჯდომარე იყო].
2017 წლის 25 ნოემბრის ოქმში ვკითხულობთ, რომ აუცილებელი გახდა შესყიდვის ობიექტის რაოდენობის გაზრდა; უნდა შეცვლილიყო ტექნიკური მახასიათებლები და არსებული თანხით, 13 ციფრული ფორტეპიანოს ნაცვლად 17 ცალი მსგავსი ნივთი უნდა შეეძინათ:
ამონარიდი ტენდერის შეწყვეტის [2017 წლის 25 ნოემბრის] ოქმიდან
დღეს, 25 ნოემბერს, ქობულეთის მერიის წინ, ფიზიკური დაპირისპირების დროს, პოლიციამ ხულიგნობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. როგორც ქობულეთის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ბონდო თედორაძე ამბობს, მას დილით სამსახურში შესვლის დროს, მერიის წინ „ქართული ოცნების“ აქტივისტები და საკრებულოს უმრავლესობის წევრები დახვდნენ და შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
„არც მერიის დაბოქლომებას ვაპირებდი და არც რაიმე აქციას, მე და ჩემი რამდენიმე მეგობარი შევხვდით მერიის წინ, რადგან თბილისში აქციაზე ვაპირებთ წასვლას. სამუშაო კაბინეტში რაღაცის დატოვებას ვაპირებდი და როცა [შენობაში] შესვლა ვცადე, დილის 8:00 საათიდან მობილიზებული ჯგუფი დამხვდა.
მერის დავალებული ტექსტებით საუბრობდნენ, „რატომ მოხვედი“, სად შედიხარ, რატომ შედიხარ“, დაიწყეს მაპროვოცირებელი სალანძღავი შეძახილები. ამ დროს ჩემი ორი მეგობარიც მოვიდა და მათზეც გადაიტანეს აგრესია, დაუპირისპირდნენ ფიზიკურად, მათ შორის მეც“, – ამბობს ბონდო თედორაძე.
ბონდო თედორაძე ამბობს, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ როგორც ქობულეთის საკრებულოს უმრავლესობის წევრები და მერიის თანამშრომლები, ასევე „ქართული ოცნების“ აქტივისტები.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირების დროს ერთი პირი დააკავეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით. დაკავებული პირის ვინაობას პოლიციას არა ასახელებს.
ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში აჭარის მაუწყებლის კონსულტანტი იყო, ახალდანიშნულ დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს გათავისუფლების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად მაუწყებელი ავრცელებს.
“2019 წლის 1 იანვრიდან ვასრულებ მაუწყებლის კონსულტანტის ფუნქციებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში. გთხოვთ, ცალმხრივად შეწყვიტოთ ჩემსა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს შორის გაფორმებული ხელშეკრულება”, – ეს არის ამონარიდი ზვიად ქორიძის განცხადების ტექსტიდან.
მაუწყებელი არ აზუსტებს, რატომ ითხოვა ზვიად ქორიძემ ცალმხრივად ხელშეკრულების შეწყვეტა.
ახალ დირექტორად გიორგი კოხრეიძის არჩევას მაუწყებლის თანამშრომელთა ერთი ჯგუფი საჯაროდ აცხადებს, რომ მრჩეველთა საბჭოს ეს გადაწყვეტილება მათთვის არის გამოწვევა.
ეს არის პირველი თანამშრომელი, რომელმაც ახალი დირექტორის არჩევის შემდეგ აჭარის მაუწყებელი დატოვა.
___
18 ოქტომბერს უმაღლესმა საბჭოს დეპუტატმა მერაბ ბლადაძემ აჭარის მაუწყებლის პირდაპირ ეთერში თქვა: „მე კიდე მაინტერესებს, რატომ უნდა იყოს აჭარის ტელევიზიის იდეოლოგი თემურ ქორიძე, რატომ უნდა ღებულობდეს 3 ათას ლარს ხელფასს, ადგილობრივი არ გვყავს? დავიჯერო ასეთი უვიცები არიან ადგილობრივები?…. სულ შეიძლება ყველაზე კარგი ადგილი… აჭარაში არ არის ადამიანები?“ – იკითხა მერაბ ბლადაძემ. ის გადაცემაში მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს არჩევნებზე სასაუბროდ იყო მიწვეული.