სიახლეებსა და თანამედროვე მეთოდებზე ორიენტირებული ჰოსპიტალი ბათუმში


ბათუმი, პუშკინის 118 – ამ მისამართზე მდებარე მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალის, „მედცენტრის“ ისტორია ათწლეულებს ითვლის, თუმცა 2012 წელს ამ სამედიცინო დაწესებულების ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო – შენობას ჩაუტარდა სრული რეკონსტრუქცია – რეაბილიტაცია, განახლდა დიაგნოსტიკური რგოლი, დაინერგა ახალი მიმართულებები, ხოლო, როგორც მაღალტექნოლოგიურმა, მრავალპროფილურმა სამედიცინო დაწესებულებამ, „მედცენტრის“ სახელწოდებით, ჰოსპიტალმა 2018 წლის მაისიდან დაიწყო მუშაობა.

ჰოსპიტალში 160 ექიმი მუშაობს იმისათვის, რომ აქ მოსულ პაციენტს დახმარება აღმოუჩინოს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო ტექნოლოგიების გამოყენებით. რას სთავაზობს „მედცენტრი“ პაციენტებს? – ამ თემაზე მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალის კლინიკურ დირექტორს, დეა ქაჯაიას ვესაუბრეთ.

  • ქალბატონო დეა, რა შეიცვალა „მედცენტრში“, რა სამედიცინო სერვისებს სთავაზობთ პაციენტებს?

დეა ქაჯაია

წლების წინ აჭარის არ ონკოლოგიის ცენტრი მხოლოდ ონკოპაციენტებს ემსახურებოდა რეგიონში, დღეს კი „მედცენტრი“ სიახლეებზე, თანამედროვე ტექნოლოგიებზე ორიენტირებული კლინიკაა, სადაც ერთ სივრცეში ხდება დიაგნოსტიკა, ლაბორატორიული გამოკვლევები, ქირურგიული ჩარევა, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია. ასევე, გვაქვს პალიატიური ზრუნვის განყოფილება, რომელიც ერთადერთია ახლო რეგიონებში. ბოლო ორ წელიწადში „მედცენტრში“ 8 დეპარტამენტი შეიქმნა. 30 საწოლზე გათვლილი სამედიცინო დაწესებულება დღეს 120-საწოლიანი, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი კლინიკა გახდა.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „მედცენტრში“ არის სამედიცინო სერვისები, რომელთა მიღებაც, ბათუმში და მთელს აჭარაში, მხოლოდ ჩვენს კლინიკაში შეუძლია პაციენტს.

კლინიკა „მედცენტრში“ ფუნქციონირებს გადაუდებელი მედიცინის – ემერჯენსის დეპარტამენტი, რომელიც გათვლილია 10 საწოლზე და 24 საათის განმავლობაში ემსახურება პაციენტებს. ემერჯენსში შესაძლებელია ყველა სახის გადაუდებელი მდგომარეობის მართვა, რომელიც საჭიროებს სასიცოცხლო მაჩვენებლების სტაბილიზაციას, რეანიმაციულ ღონისძიებებს. განყოფილება უზრუნველყოფილია თანამედროვე სასუნთქი აპარატებით და სხვა დამხმარე საშუალებებით. ასევე, განყოფილებაში ფუნქციონირებს ჰემოდიალიზის აპარატი.

კლინიკაში არსებული გულის, სისხლძარღვთა და ინტერვენციული მედიცინის განყოფილება დასავლეთ საქართველოში ერთადერთია, სადაც კარდიო და ანგიოლოგიური მძიმე პათოლოგიებისას ინტერვენციები ტარდება სინქრონულად. აქვე დავძენ, ორივე განყოფილებაში, 24 საათის განმავლობაში, პაციენტებს დახვდებათ რეგიონის წამყვანი სპეციალისტები და ჩატარებული ინტერვენციები პასუხობს ამ მიმართულებებში თანამედროვე მოთხოვნებს, დაწყებული კორონარული სისხლძარღვების ინტერვენციული მეთოდებით მკურნალობიდან, დასრულებული აორტის სხვადასხვა ნაწილის დაზიანების სტენტირებით, რაც ხშირ შემთხვევებში სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი შანსია. ამავე დეპარტამენტში ხორციელდება არითმოლოგიური ოპერაციები, რაშიც ჩართული არიან როგორც ადგილობრივი, ასევე დედაქალაქიდან მოწვეული სპეციალისტები.

გულის, სისხლძარღვთა და ინტერვენციული მედიცინის განყოფილება „მედცენტრში“

ჰოსპიტალში ასევე გვაქვს ნეირომედიცინის უძლიერესი დეპარტამენტი, სადაც გაერთიანებულია ნევროლოგია – ნეიროქირურგიის სამსახურები, რადგან არ არსებობს ნევროლოგიური პაციენტი ცალკე და ცალკე- ნეიროქირურგიული.

ამ ეტაპზე რეგიონში „მედცენტრი“ ერთადერთი კლინიკაა, რომელსაც შეუძლია განახორციელოს ინსულტის მართვა ისეთი თანამედროვე მეთოდებით, როგორიცაა თავის ტვინის იშემიური დაზიანებისას დროულად ჩატარებული სისხლძარღვშიდა თრომბოლიზისი თუ თრომბოექსტრაქცია, რაც თავისთავად სრულად აქრობს ან ამცირებს ინსულტის შემდგომ მოსალოდნელ ინვალიდიზაციას.

ნევროლოგიის განყოფილება

კლინიკაში ფუნქციონირებს ქირურგიული დეპარტამენტი, რომელიც მოიცავს ზოგად ქირურგიულ, გინეკოლოგიურ, უროლოგიურ, ენდოკრინულ, ტრავმატოლოგიურ მიმართულებებს, პლასტიკურ ქირურგიას და ოპერაციულ ოფთალმოლოგიას.

ჩვენ გვაქვს უახლესი თაობის ენდოსკოპიური ტექნიკა 4K გამოსახულებით, რომელიც გამოიყენება ყველა სახის უროლოგიური, გინეკოლოგიური, ქირურგიული ენდოსკოპიური ოპერაციებისთვის.

„მედცენტრში” ასევე შესაძლებელია თვალის დაავადებების დიაგნოსტიკა უახლესი სტანდარტების აპარატურით და მკურნალობა თანამედროვე მიდგომებით. პირველად აჭარაში და მხოლოდ ჩვენთანაა შესაძლებელი საცრემლე არხის ლაზერის სხივით ზონდირება.

ენდოკრინული ქირურგიის მიმართულებით შესაძლებელია ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიათა სრული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკა და გამოვლენილ დაავადებათა ოპერაციული მკურნალობა.

მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ „მედცენტრის“ ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი თაობის დახურული სისტემის ანალიზატორებით, რომლებსაც აქვს კვლევის წარმოების სრული ავტომატიზაცია. ROSHE-ს წარმოების აპარატით ხდება ტექნოლოგიური პროცესების ავტომატური მართვა, რაც მაღალკვალიფიციური პერსონალთან ერთად წარმოადგენს შედეგების სიზუსტესა და ხარისხის გარანტიას.

„მედცენტრის“ ლაბორატორია

„მედცენტრში“ პაციენტს შესაძლებლობა აქვს ჩაიტაროს სრული დიაგნოსტიკა მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აპარატურით: კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) – ზუსტი დიაგნოსტირება GE 16-შრიანი აპარატით; მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აპარატის – SIEMENS MAGNETOM ESSENZA 1.5t -ს მეშვეობით; ციფრული რენტგენდიაგნოსტიკა; მამოგრაფია; ულტრასონოგრაფიული დიაგნოსტიკა VARIAN CLINAC-ის ხაზოვანი ამაჩქარებლის, IMRT-ეს  დაგეგმარებით, რომელიც ერთადერთია დასავლეთ საქართველოში.

ჩვენი ყოველი დილა იწყება დილის კონფერენციით, რომელსაც ესწრებიან მორიგე ექიმები, რომ ვიცოდეთ რა მოხდა ღამით, როგორია პაციენტების მდგომარეობა, რა სირთულე გვაქვს, რაა გადასაწყვეტი. იქვე განიხილება რა ოპერაციები გაკეთდება მიმდინარე დღეს, განვიხილავთ რთულ შემთხვევებს და ყოველდღიური კონფერენციის გარდა, ყოველ პარასკევს გვაქვს გაფართოებული შეხვედრა, სადაც ვმსჯელობთ პრობლემებზე, მიღწევებსა და მძიმე პაციენტებზე. კლინიკაში არის ეთიკის კომისია, სადაც განვიხილავთ ლეტალობის შემთხვევებს და კეთდება ანალიზი.

  • თქვენ ჩამოთვალეთ ახალი მიმართულებები. რაც შეეხება ონკოლოგიას, ეს მიმართულება რამდენად მნიშვნელოვანიამედცენტრში“?

ონკოლოგიურ პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ყველა სახის ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა უახლესი მეთოდებით.

ხორციელდება ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა, სხვადასხვა ორგანოების და პერიფერიული ლიმფური ჯირკვლების ბიოფსია, ძვლის ტვინის ტრეპანობიოფსია, ბიოფსიური მასალის ციტოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური კვლევები. ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტირებისთვის მნიშვნელოვანია ძირითადი ონკომარკერების განსაზღვრა. დეპარტამენტში პაციენტების მართვა ხდება საერთაშორისო გაიდლაინების შესაბამისად. მკურნალობის ტაქტიკის შერჩევაში მონაწილეობს პროფესიონალთა გუნდი – ონკოკონსილიუმის სახით.

ქირურგიული ოპერაცია „მედცენტრში“

ქიმიოთერაპიის ამბულატორიული განყოფილება 12 პაციენტზეა გათვლილი და აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების მიხედვით, რაც საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ ექსტრავაზაცია, ინფუზიის არანორმალური სიჩქარე და სხვა გართულებები.

ქიმიოთერაპია ტარდება ჩვენების შესაბამისად, როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ პირობებში. პაციენტებს ვთავაზობთ რამდენიმედღიან უწყვეტ ქიმიოთერაპიას, რომელიც პრინციპულად მნიშვნელოვანია ზოგიერთი ონკოლოგიური დაავადების პირველი ხაზის ქიმიოთერაპიაში. სტაციონარული განყოფილება ასევე საშუალებას იძლევა ადეკვატურად, დროულად და ეფექტურად ვმართოთ პაციენტები ქიმიოთერაპიის შემდგომი გართულებებით. განყოფილებაში სასიამოვნო გარემო, პროფესიონალი და ყურადღებიანი მედპერსონალი დაგხვდებათ.

პალიატიური მზრუნველობის განყოფილებაში ხელმისაწვდომია ყველა სახის ტკივილის მართვა, შესაბამისად ხდება ონკოპაციენტთათვის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება, რასაც ეს მიმართულება გულისხმობს. პალიატიური მზრუნველობაში ჩართულები არიან კლინიკური ონკოლოგები, ფსიქოლოგები და სოციოლოგები. დასავლეთ საქართველოში პალიატიური მზრუნველობის განყოფილება მხოლოდ ჩვენს კლინიკაშია. ონკოპაციენტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მათდამი დამოკიდებულება, ყურადღება და გულისხმიერებაა და ჩვენ ეს შეგვიძლია!

„მედცენტრის“ რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტში ტარდება ყველა ლოკალიზაციის სიმსივნის სხივური თერაპია – დასხივების თანამედროვე ტექნოლოგიით, VARIAN CLINAC-ის ფირმის ხაზოვანი ამაჩქარებლის, IMRT-ეს დაგეგმარებით. აპარატი აღჭურვილია ვიზუალიზაციის სრულყოფილი სისტემით, რაც საშუალებას იძლევა ეფექტურად მოხდეს სიმსივნური წარმონაქმნის დასხივება.

ონკოლოგია, ტრადიციულად, ამ კლინიკის მთავარი მიმართულებაა და ამ მიმართულებაში უმნიშვნელოვანესი სიახლეები გვაქვს. ონკოპაციენტებს აღენიშნებათ დაავადების თანმხლები მრავალი პათოლოგია და „მედცენტრი“ ახლა სრულად პასუხობს ონკოპაციენტების საჭიროებებს. ონკოპაციენტებს არა მხოლოდ კონკრეტული დაავადებების, არამედ ამ დაავადებების თანმხლები გართულებების მკურნალობასაც ადგილზე ვთავაზობთ.

მაგალითად, ონკოპაციენტს შეიძლება სჭირდებოდეს ქირურგიული ჩარევა კუჭზე, მაგრამ ამავე დროს აღენიშნებოდეს თირკმლის უკმარისობა და დიალიზს საჭიროებდეს – ჩვენთან ეს შესაძლებელია.

გარდა ამისა, ვაკეთებთ კომბინირებულ ოპერაციებს. მაგალითად, ადამიანს აქვს ფარისებრი ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნე, მაგრამ ამავე დროს იმავე პაციენტს შეიძლება ჰქონდეს საშვილოსნოს ფიბრომიომაც. ასეთ შემთხვევაში პაციენტი საოპერაციოში შედის ერთჯერ, ერთი ოპერაცია გაკეთდება ღია წესით, მეორე – ლაპარასკოპიულად, ერთდროულად, რაც ძალიან მნიშვნელოვნად ამსუბუქებს პაციენტის მდგომარეობას, მას არ უწევს ორჯერ დაწოლა კლინიკაში ოპერაციის ჩასატარებლად.

„მედცენტრის“ ონკოლოგიური განყოფილების გუნდი

  • თქვენ აღნიშნეთ, რომმედცენტრისიახლეებზე ორიენტირებული ჰოსპიტალია და ისაუბრეთ კიდეც ამ თემაზე, მაგრამ ამჟამად რა ახალი სამედიცინო სერვისების დანერგვაზე მუშაობთ

მთავარი სიახლე, რაზეც ვმუშაობთ, ისაა, რომ „მედცენტრში“შეგვიძლია იშემიური ინსულტის მართვა ისეთი თანამედროვე მეთოდებით, როგორიცაა ინტრავენური თრომბოლიზისი და ინტრაარტერიული თრომბექსტრაცია. ინსულტის მართვისას უმნიშვნელოვანესია დროის ფაქტორი, ფაქტობრივად გადამწყვეტია პირველი 4 საათი, ამიტომაც მნიშვნელოვანია, სწორედ ამ პერიოდში მოხვდეს პაციენტი ჩვენს კლინიკაში.

ამჟამად ვმუშაობთ ახალ მეთოდზე, ეს იქნება ერთმომენტიანი მასტექტომია, როცა პაციენტს მკერდის მოკვეთის შემდეგ გადაენერგება იმპლანტი: მკერდი ექნება ქალს, რომელიც მასტექტომიის შემდეგ გამოვა საავადმყოფოდან. ეს ხდება იმისთვის, რომ პაციენტმა, რომელიც კარგავს ძუძუს, ნაკლები ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღოს.

კიდევ ერთი სიახლე, რაც უკვე დავნერგეთ, ესაა პლასტიკური ქირურგია. ვაკეთებთ ყველანაირ კორექციას, მკერდის, მუცლის, ტუჩების, მხრების და ა.შ.

  • რაც შეეხება მედპერსონალის კვალიფიკაციას, რამდენად ზრუნავსმედცენტრიამაზე?

ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ვცდილობთ, გამოწვევებს ვუპასუხოთ. ჩვენი ექიმები გადიან სტაჟირებას პოლონეთში, ბელორუსში, მონაწილეობენ სამეცნიერო კონფერენციებში, ასწავლიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

გარდა ამისა, „მედცენტრი“ საგანმანათლებლო პროექტების მხარდამჭერი კლინიკაა. რამდენიმე ახალგაზრდა ჩვენი დაფინანსებით იღებს პოსტდიპლომურ განათლებას პოლონეთსა და ბელორუსში, იმ სპეციალობებით, სადაც ჩვენ გვაქვს დეფიციტი. ჩართული ვართ ახალგაზრდა კადრების დასაქმების პროგრამაში, ასევე, ჩვენთან მუშაობენ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები: მოხალისეებად, ექთნების დამხმარეებად, ექთნებად, შემდეგ უმცროს ექიმებად… ძალიან მომწონს ეს ახალგაზრდები, ისინი ცდილობენ კარგი განათლება და მდიდარი გამოცდილება მიიღონ მედიცინაში, რასაც „მედცენტრი“ ყველანაირად უწყობს ხელს.

  • ორი წელია ხელმძღვანელობთმედცენტრს“, როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება კლინიკა კიდევ ორი წლის შემდეგ?

მინდა, რომ ონკოპაციენტების რაოდენობამ იკლოს. სკრინინგი იყოს ეფექტური და ონკოლოგიური დაავადებების ნაადრევ სტადიაში მკურნალობა შევძლოთ. გულ-სისხლძარღვთა ქირურგებმა კიდევ ბევრი სიახლე დანერგონ და ასეც იქნება, დარწმუნებული ვარ.

„მედცენტრს“, გარდა იმისა, რომ პაციენტებს აწვდის უამრავ სამედიცინო სერვისს არამხოლოდ აჭარის, არამედ საქართველოს სხვა რეგიონების მასშტაბით, ჰყავს არაჩვეულებრივი ექიმები, რომელთან ერთადაც ჰოსპიტლის განვითარებაზე ვზრუნავ, რომ ჩვენთან მოსულმა პაციენტმა, რაც შეიძლება კომფორტულად იგრძნოს თავი და სწრაფად გამოჯანმრთელდეს.

„მედცენტრი“

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი