მთავარი,სიახლეები

ბათუმში წვიმა, მთაში კი თოვაა მოსალოდნელი – ამინდის პროგნოზი

27.11.2019 • 2338
ბათუმში წვიმა, მთაში კი თოვაა მოსალოდნელი – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით,  დღეს, 27  ნოემბრის 21 საათიდან 28  ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში კი ზოგან მოთოვს.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 12-17 გრადუსი
  • ღამით: 5-10 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0-5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0–5 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, 29 ნოემბერს ღამით ზოგან დროგამოშვებით იწვიმებს, მაღალ მთაში კი მოთოვს. 30 ნოემბერს კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

__________

ფოტოზე: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: