მთავარი,სიახლეები

ფრანები, ნატვრის ხე და წარწერა ბათუმგორაზე – ხმის მიცემით გამარჯვებული 3 პროექტი

01.07.2019
ფრანები, ნატვრის ხე და წარწერა ბათუმგორაზე – ხმის მიცემით გამარჯვებული 3 პროექტი

ბათუმის მერიის პროექტის – „შენი იდეა ბათუმს“ კონკურსის სამი გამარჯვებული გამოვლინდა.  ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტი „ბათუმის ფრანების ფესტივალია“, რომელმაც ბათუმელებისგან 336 ხმა მიიღო. იდეის ავტორი ლაშა კუკულაძეა.

„Batumi Kite Festival პირველი ფესტივალია საქართველოში, რომელსაც  შავიზღვისპირეთში ანალოგი არ გააჩნია. მსგავსი ფესტივალის ჩატარება საქართველოში არის ახალი კულტურული მოვლენა“, – ნათქვამია იდეის დასაბუთებაში.

ფრანების ფესტივალი პირველად 2018 წელს ჩატარდა. „საზოგადოების მაღალმა აქტივობამ და დადებითმა შეფასებამ გადაგვაწყვეტინა ფესტივალს ყოველწლიური, ტრადიციული ხასიათი მიეცეს“.

ფრანების ფესტივალი ბათუმის ცენტრალური პარკის მიმდებარედ, სანაპიროს ტერიტორიაზე უნდა გაიმართოს აგვისტო-სექტემბერში. „Batumi Kite Festival ორდღიანი ფესტივალია, რომლის დროსაც გაიშვება სხვადასხვა სახის და ზომის კლუბი KiteDreams – ის კუთვნილი 30 000 ლარის ღირებულების 100-მდე ფრანი: გიგანტური ჯადოსნური თევზი, დიდი მეგა ბურთები, დელტები, რვაფეხები, გულები და ა.შ.

ფრანების ფესტივალი

იდეის ავტორის თქმით, ფესტივალი ასევე გაფორმებული იქნება სხვადასხვა სახის და ზომის ბანერებითა და დროშებით. „იმისათვის, რომ ფესტივალი უფრო სანახაობრივი გახდეს, აუცილებელია ყოველწლიურად მოხდეს სხვადასხვა ზომისა და დიზაინის ფრანების შეძენა“.

„შენი იდეა ბათუმს“ კონკურსის გამარჯვებული პროექტია „ნატვრის ხე“, რომლის ავტორი თამთა ჯინჭარაძეა. პროექტმა 287 ხმა მიიღო. პროექტის ბიუჯეტი 40 ათასი ლარია. აღწერის მიხედვით, „ნატვრის ხე“ ბათუმის ცენტრალურ პარკში უნდა დაიდგას.

„ნატვრის ხე“

იდეების კონკურსის გამარჯვებულია წარწერა „ბათუმი“, რომელიც იდეის მიხედვით ბათუმგორაზე უნდა განთავსდეს. პროექტის დასაბუთებაში წერია, რომ წარწერის განთავსება „ტურისტებისა და ბათუმელებისთვის ულამაზესი სანახაობა იქნება,  ქართული და ლათინური ასოებით დაწერილი ბათუმი, შუაში ბათუმის ლოგოთი. განსაკუთრებით ღამით“.

ანბანის სიმაღლეს 3,5 მეტრია, ხოლო სიგანე  – 37 მეტრი. იდეის ავტორი თეონა კეშელევაა, იდეამ 352 ხმა მიიღო. პროექტებზე ხმის მიცემა სპეციალურ ვებგვერდზე მიმდინარეობს.

წარწერა ბათუმგორაზე „ბათუმი“.

გამარჯვებული პროექტების დამტკიცება დაგეგმილია დღეს პირველ ივლისს, საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: