განათლება,მთავარი,სიახლეები

მასწავლებლის საგნობრივი გამოცდის შედეგები დღეიდან ხელმისაწვდომია

26.11.2019
მასწავლებლის საგნობრივი გამოცდის შედეგები დღეიდან ხელმისაწვდომია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდის შედეგები დღეიდან ხელმისაწვდომია პედაგოგებსითვის ვებგვერდზე online.naec.ge.

შედეგები გამოქვეყნდა შემდეგ საგნებში: გეოგრაფია, ისტორია, ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII), მათემატიკა (VII-XII), სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ინგლისური, რუსული, გერმანული და ფრანგული.

„სხვა საგნების შედეგები ეტაპობრივად, ნაშრომების გასწორების დასრულებისთანავე  გამოქვეყნდება. ყველა საგნის პირველადი შედეგის გამოცხადების შემდეგ დაიწყება სააპელაციო განაცხადების მიღება. აპლიკანტს შესაძლებლობა ექნება გაასაჩივროს როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება ან მთლიანი შეფასება“ – ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

ცენტრის ინფორმაციით,  2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული ტესტირებაზე  26 600-ზე მეტი აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, ამათგან 15 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო.

„პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ხელახალი ტესტირებისას მიღებული შედეგები აუქმებს იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას წინა ჯერზე მიღებულ შეფასებასა და შესაბამის კრედიტქულებს“ – აღნიშნულია განცხადებაში.

______________

მთავარი ფოტო არქივიდან 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: