მთავარი,სიახლეები

აქციის – „გააღვიძე ოლიგარქი“ ხუთი მონაწილე პოლიციაში დაიბარეს

26.07.2019
აქციის – „გააღვიძე ოლიგარქი“ ხუთი მონაწილე პოლიციაში დაიბარეს

საპროტესტო აქციების – „გააღვიძე ოლიგარქის“ აქტივისტები ოზურგეთის პოლიციაში დაიბარეს. აქციები ყოველ ღამით, შეკვეთილში, ივანიშვილის რეზიდენციასთან ტარდება.

ერთ-ერთი აქტივისტის, ლაშა ადამიას განცხადებით, დღეს, 26 ივლისს, 13:00 საათზე, ოზურგეთის პოლიციაში გამოკითხვაზე უნდა მივიდნენ: ლაშა ადამია, გია ხალვაში, ანზორ გუბაევი, ხათუნა ბერიძე და ბონდო თედორაძე, რომელიც ქობულეთის საკრებულოს წევრია „ნაციონალური მოძრაობიდან“.

„მოტივი როგორც, გვითრეს, არის საპროტესტო აქციები, რომელსაც ჩვენ ვმართავთ ივანიშვილის რეზიდენციასთან. ხმაურის გამო არის შეტყობინება შესული პოლიციაში,“ – გვეუბნება ლაშა ადამია.

ოზურგეთის პოლიციაში 24 ივლისს ასევე დაბარებული იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ელგუჯა ბაგრატიონი, რომელსაც ორი, სსკ-ის 187-ე და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მუხლით ედავებიან.

პირველი მუხლი სხვისი ქონების განზრახ დაზიანებას გულისხობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ელგუჯა ბაგრატიონს მოუწევს „ჯარიმა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ვადით ასიდან ასოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაო ვადით 1 წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე“.

საპროტესტო აქციები ივანიშვილის რეზიდენციასთან 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაიწყო. რეზიდენციასთან აქციის მონაწილე რამდენიმე ადამიანი შიმშილობს და ისინი შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ, ისევე როგორც თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე.

 

მთავარი ფოტო:  აქცია „გააღვიძე ოლიგარქის“ მონაწილეები: ანზორ გუბაევი, ლაშა ადამია და ხათუნა ბერიძე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: