ბათუმის აქციაზე, 3 დეკემბერს, აჩვენებენ BBC-ის საგამოძიებო ფილმს „როდესაც წყალი გწვავს“

დღეს, 3 დეკემბერს, საღამოს 8 საათზე, საკონსტიტუციო სასამართლოსთან აჩვენებენ BBC-ის საგამოძიებო ფილმს „როდესაც წყალი გწვავს: ბრძოლა საქართველოსთვის“.

BBC-ის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, გასულ წელს „ოცნების“ მთავრობამ ანტისამთავრობო მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენა პირველი მსოფლიო ომის ეპოქის ქიმიური იარაღი – ბრომობენზილის ციანიდი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც კამიტი [camite].

„ქართული ოცნება“ ამ ცნობას აბსურდს უწოდებს და BBC-ის სასამართლოში ჩივილით ემუქრება.

„ერთად ვნახოთ და გავიხსენოთ რუსული რეჟიმის მიერ ერთი წლის წინ ჩადენილი დანაშაულები! ფილმი არის ინგლისურენოვანი, ქართული სუბტიტრებით.
გელოდებით. თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს!“ – აღნიშნულია ფეისბუქგვერდზე „ბათუმის მოძრაობა“.

ბათუმში უწყვეტი საპროტესტო აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან 19:00 საათზე დაიწყება.

ამ თემაზე:

NGO-ები ითხოვენ პასუხს, რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა შსს პროტესტის წინააღმდეგ?

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 3 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 3 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 176 230 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 200. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 393 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 23 682 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 34 780 ერთეული [+12]
  • MLRS – 1 555 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 253 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 430 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 86 231 ერთეული [+90]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 024 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 68 688 ერთეული [+47]
  • სპეცტექნიკა – 4 012 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 3 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 668 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 100 082 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 638 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 26 348 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 624 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 31 689 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 48 199 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ნობელიატები აცხადებენ, რომ უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო შეთანხმება უნდა შეეხოს პოლიტპატიმრებსაც

ერმაკი აცხადებს, რომ ფრონტზე მიდის

პუტინი ყირიმის და დონბასის საერთაშორისო აღიარებას ითხოვს

უიტკოფი რუსებს ტრამპთან მოსალაპარაკებლად რჩევებს აძლევდა – მედია

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„იგლ ჰილსის“ წილების 33,33% მართვის უფლებით საქართველოს გადაეცა

რეესტრის განახლებული მონაცემების მიხედვით, კომპანია „იგლ ჰილს საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად ფიქსირდებიან საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი და თორნიკე ზირაქიშვილი – სსიპ “აწარმოე საქართველოს“ დირექტორის მოადგილე.

კომპანიის 33.33% პროცენტი საქართველოს ეკუთვნის, 66,67 პროცენტი კი – „იგლ ჰილს დეველოპმენტ ჰოლდინგ ლიმიტედს“

სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან ასევე რაშიდ მოჰამედ ალი რაშედ ალაბბარი და ჰიშამ მოჰამედ იბრაჰიმ სოლიმანი.

ხელშეკრულების მიხედვით, რომელსაც 2025 წლის პირველ დეკემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა და ქონების მართვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი შენგელიამ მოაწერეს ხელი, შპს „იგლ ჰილს საქართველოს“ 33,33% წილი მართვის უფლებით საქართველოს გადაეცა.

წილის გადაცემასთან დაკავშირებული ხელშეკრულების მიხედვით, მხარეები თანხმდებიან, რომ მართვის უფლებით გადაცემული წილის გასხვისებასა და უფლებრივად დატვირთვასთან, ასევე, კომპანიის ბალანსზე რიცხული ქონების განკარგვასა ან უფლებრივად დატვირთვასთან დაკავშირებული საკითხები დარეგულირდება და გადაწყდება
„საინვესტიციო ხელშეკრულების“, „აქციონერთა შეთანხმებისა“ და „საწარმოს“ წესდების შესაბამისად.

„მმართველი პირი“ უფლებამოსილია, „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას [გარდა „საწარმოს“ კაპიტალში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეტანისა] იმოქმედოს „სააგენტოსთან“ შეთანხმების გარეშე, „საინვესტიციო ხელშეკრულების“, „აქციონერთა შეთანხმების“, „საწარმოს“ წესდებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

„მმართველი პირი“ უფლებამოსილია მოითხოვოს „სააგენტოსგან“ [იგულისხმება ქონების მართვის სააგენტო] ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულება.

„სააგენტო“ ვალდებულია დაიცვას „ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებები. „სააგენტოს“ ასევე აქვს უფლება, მოითხოვოს „მმართველი პირისაგან“ „ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულება.

ბათუმის საკრებულომ ღია კარის სხდომის ჩატარების ვალდებულება გააუქმა – ახალი წესები

ბათუმის საკრებულომ რეგლამენტი შეცვალა და ღია კარის სხდომის ჩატარების ვალდებულება აღარ ექნება.

აქამდე კანონის ეს ჩანაწერი საკრებულოს ამომრჩევლის მოსმენას ავალდებულებდა პერიოდულად. ამ დღეს ამომრჩეველს შეეძლო სხდომაზე დასწრება და კონკრეტული საკითხების დღის წესრიგში დაყენება, საკუთარი მოთხოვნებისა და პრეტენზიების გაჟღერება ქალაქის საკითხებზე.

სხვა დროს, სტანდარტული სხდომის მიმდინარეობისას, თავმჯდომარის თანხმობისა და დროის გამოყოფის გარეშე ამომრჩეველს სიტყვით მიმართვის, ასევე კითხვების დასმის უფლება არ აქვს.

ამ დრომდე მოქალაქეებს ასეთი შესაძლებლობა ბათუმის საკრებულოში, რიგ შემთხვევებში, მისცეს კიდეც, თუმცა შეზღუდულად. იყო შემთხვევები, როცა სხდომაზე დასასწრებად მისული მოქალაქეები სხდომათა დარბაზში არ შეუშვეს და იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა საკრებულოს სხდომათა დარბაზის კარს გაბრაზებული მოქალაქეებისგან დაცვის პოლიცია იცავდა.

წინა მოწვევების საკრებულოებში სხვადასხვა დროს კონკრეტული საკითხის დამტკიცებას მოქალაქეები საკრებულოს შენობის ფოიეში აპროტესტებდნენ და სკანდირებდნენ – „შემოგვიშვი“.

ბათუმში მოქალაქეები ხშირად აქტიურობდნენ თვითმმართველობის გადაწყვეტილებებზე – საკრებულოს პროტესტით მიმართავდნენ ქონების გასხვისებაზე, პლაჟების განკარგვაზე, ბულვარის მრავალწლიანი იჯარით გაცემასა თუ სხვა საკითხებზე.

საკრებულომ თავისი გადაწყვეტილებებით მოქალაქეთა მონაწილეობის და ჩართულობის შესაძლებლობა ეტაპ-ეტაპ შეზღუდა. მაგალითად, როცა წინა მოწვევის საკრებულოს შემადგენლობა 25-დან 35 წევრამდე გაიზარდა, დარბაზში რკალისებურად განლაგებულ მაგიდებსა და სკამებს კიდევ ერთი მწკრივი [მაგიდები და სკამები] დაამატეს. ამის გამო დარბაზში, სხდომაზე დასწრების მსურველთათვის, ადგილი უფრო დავიწროვდა.

მანამდე ბათუმის საკრებულოში მოქალაქეებისთვის სკამების ორი რიგი, ჯამში 24 სკამი იყო განთავსებული. ამ ადგილების ნაწილს ხშირად ჟურნალისტები და ოპერატორები ითვისებენ, ნაწილს კი – მერიის სამსახურების უფროსები. ზოგ შემთხვევაში ისინი სხდომას ესწრებიან, როგორც მომხსენებლები, ხშირად კი ინტერესის გამო – ისინი დარბაზში უპრობლემოდ შედიან და გარეთ მყოფი მოქალაქეების მსგავსად სპეციალური საშვი არ სჭირდებათ. საშვთა ბიუროს კი შეუძლია ამომრჩეველს უარი იმ მოტივით უთხრას შენობაში შესვლაზე, რომ „დარბაზში ადგილი არ არის.“

ახლა საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება და რეგლამენტი შეცვალა – ჩაწერა, რომ ღია კარის მოწყობა სავალდებულო აღარ არის.

ამ დრომდე რეგლამენტში „საკრებულოს მიერ ამომრჩეველთა მოსმენის წესი, იგივე საკრებულოს „ღია კარის სხდომა“, განისაზღვრებოდა ასე:

„სამ თვეში ერთხელ მაინც, საკრებულო სხდომათა დარბაზში ატარებს ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა მოსმენას საკრებულოს „ღია კარის სხდომას“. ეს იყო კანონით განსაზღვრული ვალდებულება, ახლა კი ამომრჩეველს უთხრეს, რომ ღია კარის სხდომის ჩატარება თავმჯდომარის სურვილით გადაწყდება.

ახალი ჩანაწერის მიხედვით:

„საკრებულო უფლებამოსილია [და არა ვალდებული] სხდომათა დარბაზში ჩაატაროს ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა მოსმენა-საკრებულოს „ღია კარის სხდომა”.  ამომრჩეველთა მოსმენა ტარდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით. ბრძანება გამოიცემა მოსმენამდე 7 დღით ადრე მაინც.

საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება 7 დღით ადრე განთავსდება საკრებულოს ვებგვერდზე: batumicc.ge და საკრებულოს საინფორმაციო დაფაზე. საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება შეიძლება გამოქვეყნდეს შესაბამისი ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით“.

ამ დრომდე არსებული ჩანაწერი ითვალისწინებდა ღია კარის სხდომაზე მოქალაქეების მიერ დღის წესრიგში დასმული საკითხების განხილვა-რეაგირების კონტროლს:

„საკრებულოს აპარატი აცნობებს „ღია კარის სხდომაზე“ მონაწილე პირს მის მიერ დასმული საკითხის განხილვის მიმდინარეობის შესახებ და აკონტროლებს დასმული საკითხის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში გადაწყვეტას.“

საკრებულოს წევრმა „ლელოდან“, ვაჟა დარჩიამ ამ საკითხზე მეტი განმარტება მოითხოვა:

„ნაცვლად იმისა, რომ იქ იყო მავალდებულებელი ნორმა, ახლა იქნება სრული თავისუფლება. როცა იქნება საჭირო, საკრებულო უფლებამოსილია ჩაატაროს ღია კარის სხდომა და მოუსმინოს თითოეულ ამომრჩეველს“, – აუხსნა საკითხის მომხსენებელმა ირაკლი თავართქილაძემ ვაჟა დარჩიას და თან დაამატა, რომ „ეს უკეთესი და მოქნილი ნორმაა.“

როგორც ჩანს, საკრებულოს იურისტს ასე ესმის თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნა – ამომრჩევლის მაქსიმალურ ჩართულობასა და საჯაროობაზე. მისი აზრით, საკრებულოს „სრული თავისუფლება“ სჭირდება და არა ვალდებულება.

სხვათა შორის, ირაკლი თავართქილაძე წინა მოწვევის საკრებულოს იურისტიც იყო, რომელსაც ვალდებულება ღია კარის მოწვევის თაობაზე ერთხელაც არ შეუსრულებია.

სუს-მა საიას თანამშრომლები გამოკითხვაზე დაიბარა BBC-ისთვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საიას თანამშრომლებს მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე იბარებს.

BBC-ის საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში სუსში გამოკითხვაზე დაბარებულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი და 1 თანამშრომელი.

საია აცხადებს, რომ მისი თანამშრომლები მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხებიან.

„ხაზგასმით გვსურს, აღვნიშნოთ, რომ საიას წარმომადგენლები BBC-სთან მიცემულ ინტერვიუში ახმოვანებენ ორგანიზაციის ოფიციალურ პოზიციას, რომელიც ემყარება უფლებების დარღვევის შემთხვევების მონიტორინგს.

ფილმში საიამ ისაუბრა 2024 წლის მასობრივი პროტესტების დროს აქციის მონაწილეების წამების და ადამიანის უფლებების დარღვევის სხვა სისტემურ შემთხვევებზე, რომელთა შესახებაც საიამ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გამოაქვეყნა დეტალური ანგარიში, სადაც ათეულობით დაზარალებულის შემთხვევაა აღწერილი.

ანგარიში საჯაროდ ხელმისაწვდომია და საია ამ საკითხებზე ღიად საუბრობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მედიაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში საიას თანამშრომლების მოწმის სტატუსით დაბარება  აჩენს ძლიერ ეჭვს, რომ მიზანი არა ჭეშმარიტების დადგენა, არამედ იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებზე ზეწოლაა, რომლებიც სისტემურ უფლებადარღვევებზე საუბრობენ.

სუს-ის მიერ ამ საქმის ფარგლებში გამოყენებული ფორმულირება – „სახელმწიფო ინტერესების დაზიანების“ კვალიფიკაციის შესახებ განსაკუთრებით პრობლემურია იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო არ ატარებს ეფექტიან და დამოუკიდებელ გამოძიებას ძალოვანი უწყებების მხრიდან შესაძლო ძალადობისა და უფლებების დარღვევის ფაქტებზე.

ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ გასცეს მკაფიო და დამაკმაყოფილებელი პასუხი კითხვაზე, რა ქიმიური საშუალებების გამოყენებით მოხდა აქციების დარბევა, სახელმწიფო ცდილობს პასუხისმგებლობა გადაიტანოს იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც ადამიანის უფლებებს იცავენ.

მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ მსგავსი ზეწოლის მცდელობები ვერ შეცვლის ჩვენს საქმიანობას და მიზნებს. გამოძიებას საიას თანამშრომლები მიაწვდიან ინფორმაციას მონიტორინგის ფარგლებში გამოვლენილ დარღვევებზე. ჩვენ ვაგრძელებთ ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევების გამოვლენას, დოკუმენტირებას და საზოგადოების ინფორმირებას,“ – ნათქვამია საიას განცხადებაში.

პირველ დეკემბერს ბრიტანულმა მედიაგამოცემა BBC-მ გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, სადაც საუბარია იმაზე, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეცრაზმმა ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.

ბიბისის მასალის გამოქვეყნების შემდეგ სუს-ში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის  ორი მუხლით: სსკ-ს 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს არაერთი მოქალაქე, რომლებიც დარბევებისას მიღებულ დაზიანებაზე საჯაროდ საუბრობენ. მათ შორის, ექიმი ძმები კონსტანტინე და დავით ჩახუნაშვილები, ექიმი გელა ღუნაშვილი, იმ კვლევის თანაავტორები, რომელიც BBC-ის მასალაშია ნახსენები.

ამავე თემაზე:

BBC-ის გამოძიება: ქართველ დემონსტრანტებს I მსოფლიო ომის დროინდელი ნივთიერება შეასხეს

მოქალაქე, რომელსაც სპეცრაზმმა გასულ წელს სასტიკად სცემა, სუსმა გამოკითხვაზე BBC-ზე გასული ფილმის შემდეგ დაიბარა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა მოქალაქე ზვიად მაისაშვილი, რომელსაც ერთი წლის წინ, 30 ნოემბერს, სპეცრაზმელებმა რუსთაველის გამზირზე სასტიკად სცემეს.

ზვიად მაისაშვილს გასულ წელს პროევროპულ საპროტესტო აქციაზე სცემეს. სპეცრაზმელებმა მას სახის ძვლები დაუმტვრიეს, ცემის შედეგად მიიღო ტვინის შერყევა და სხვა დაზიანებები.

თუმცა მისი საქმე გამოძიებისთვის საინტერესო მას შემდეგ გახდა, რაც მან ბიბისის ინტერვიუ მისცა და საპოლიციო ძალების სისასტიკეზე ისაუბრა.

პირველ დეკემბერს ბრიტანულმა მედიაგამოცემა BBC-მ გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, სადაც საუბარია იმაზე, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეცრაზმმა ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.

ბიბისის მასალის გამოქვეყნების შემდეგ სუს-ში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის  ორი მუხლით: სსკ-ს 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს არაერთი მოქალაქე, რომლებიც დარბევებისას მიღებულ დაზიანებაზე საჯაროდ საუბრობენ. მათ შორის, ექიმი ძმები კონსტანტინე და დავით ჩახუნაშვილები, ექიმი გელა ღუნაშვილი, იმ კვლევის თანაავტორები, რომელიც BBC-ის მასალაშია ნახსენები.

BBC-ის გამოძიება: ქართველ დემონსტრანტებს I მსოფლიო ომის დროინდელი ნივთიერება შეასხეს

რა ელის „ოცნებას“, თუ საერთაშორისო სასამართლოში ქიმიური იარაღის გამოყენებას დაუმტკიცებენ – ინტერვიუ

„ოცნება“ ეცდება, ეს საკითხი მიაფუჩეჩოს. მაგრამ ეს თემა არ უნდა ჩამოვიდეს დღის წესრიგიდან…. როდიონოვის ხსენება ახლაც მზარავს და ამის წარმოდგენა, რომ ჩემი ქვეყნის ხელისუფლება გვწამლავდა, წარმოუდგენელია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ადვოკატი ლია მუხაშავრია, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს საქმეებზე საქართველოდან მუშაობს.

ლია მუხაშავრიას BBC-ის გამოძიებაზე ვესაუბრეთ: რა ელის „ოცნების“ მთავრობას, თუ ევროსასამართლო, ან ჰააგის სასამართლო დაადასტურებს, რომ ქართველ დემონსტრანტებს საკუთარმა ხელისუფლებამ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ნივთიერება შეასხა?

„ეს არის საერთაშორისო დონის სკანდალი. BBC-ის გამოძიება არ არის ხელწამოსაკრავი ამბავი. ახლა ის, რომ ვითომ BBC-ს უჩივლებენ, მით უარესი „ოცნებისთვის“, იმიტომ, რომ კიდევ უფრო გახმაურდება ეს ამბავი, ხომ? თუ უჩივლეს, BBC-ი, რა თქმა უნდა, დადებს მტკიცებულებებს, ეს ხომ „იმედი“ არ არის?!

დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ მომხრეებსაც აღაშფოთებს ეს საკითხი: იმიტომ, რომ შეიძლება მიტინგზე არ ვიყავი, მაგრამ მეორე დღეს გავიარე პარლამენტთან. საწამლავი ხომ არ არჩევს, ვინ არის „ოცნების“ მომხრე და ვინ არა?“ – კითხვას სვამს ლია მუხაშავრია.

„ბათუმელებმა“ ადვოკატ ლია მუხაშავრიასთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ქალბატონო ლია, როგორ უნდა გადარჩეს მტკიცებულებები, როცა საუბარია იმაზე, რომ „ოცნების“ მთავრობამ პირველი მსოფლიო ომის ეპოქის ქიმიური იარაღი გამოიყენა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ? BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ, ამ საქმეზე გამოძიება ჯერ საქართველოში ტარდება. 

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია დაზარალებულები და მათი ჩვენებები, მნიშვნელოვანია სამედიცინო დოკუმენტაცია. ვინც მოყვა დარბევებში და წყლის ჭავლთან ერთად გამოყენებული იყო ქიმიური საშუალება, მათ უნდა გამოითხოვონ სამკურნალო დაწესებულებებიდან თავიანთი დოკუმენტები: რა იყო ანამნეზი, რა სიმპტომები ჰქონდათ, რა სახის მკურნალობა ჩაიტარეს?

ჩვენ ვართ მიერთებული რომის სტატუტს [სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდება], რომლის იურისდიქციის ქვეშ არის ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო. მას შესაძლოა მიმართონ დაზარალებულებმა. განსაკუთრებით საყურადღებო იქნება ეს საკითხი, თუ მასობრივი იქნება მიმართვა.

როდესაც მძიმე დანაშაულის ფორმასთან გვაქვს საქმე, როდესაც წამებას აქვს მასობრივი ხასიათი და უამრავი ადამიანია დაზარალებული, ამ შემთხვევაში განიხილავს საქმეს ჰააგის სასამართლო. ამიტომაც, მნიშვნელოვანია სამედიცინო დოკუმენტაცია: შესაძლოა, არ იყო გაცემული „ფორმა 100“, მაგრამ ექიმებმა უნდა დაადასტურონ, რა სახის სიმპტომები აღენიშნებოდათ დაზარალებულებს, რა დაზიანებები ჰქონდათ მათ.

ჩვენ, რა თქმა უნდა, არავის არ გვჯერა, რომ ჩვენი საგამოძიებო ორგანოები ამას გამოიძიებენ. აუცილებელი იქნება საერთაშორისო ექსპერტების, სპეციალისტების მოწვევა, რომ მათ ჩაატარონ სპეციალიზებული გამოკვლევები და არა ჩვენმა ეგრეთ წოდებულმა გამომძიებლებმა, სამხარაულის ბიურომ, რადგან ცხადია, რომ ისინი დამალავენ, ან არასრულად გამოავლენენ ფაქტებს.

ევროსასამართლოში დარბევებთან დაკავშირებით საქართველოდან რამდენიმე საქმეა უკვე გაგზავნილი. BBC-ის გამოძიება მნიშვნელოვანი გარემოება იქნება ამ საქმეებში, რომ დადგინდეს დარღვევის სიმძიმე.

ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია, მედიამ ეს საკითხი არ ჩამოიღოს დღის წესრიგიდან, ამაზე მუდმივად უნდა იყოს საუბარი და ყველა დაზარალებული გამოეხმაუროს უნდა ამ ფაქტს, უნდა შეიკრიბოს ეს ინფორმაცია და ისე იქნას წარდგენილი.

  • ჰააგის მართლმსაჯულების სისტემას შეუძლია გამოძიების დაწყება, ვიდრე საქართველოში ამ საქმეზე გამოძიება არ დასრულდება? 

შეუძლია, კი, თუ მსხვერპლის სახელით მიმართავენ ადვოკატები. რომის სტატუტი ავალდებულებს სახელმწიფოს, ერთი მხრივ, არ დაუშვას უმძიმესი დანაშაულების ჩადენა მის ტერიტორიაზე, მაგრამ თუ მაინც მოხდა ასეთი რამ, აქვს ვალდებულება, გამოიძიოს და პასუხისგებაში მისცეს დამნაშავე პირები. თუ არცერთს გააკეთებს, არც მეორეს და არც მესამეს, იმ შემთხვევაში წარმოიშობა უკვე უფლება: მსხვერპლმა მიმართოს საერთაშორისო სასამართლოს და პროკურორს.

მტკიცებულებების მოპოვება ადგილზე უკვე წარმოუდგენელია, გარდა იმისა, რაც სამედიცინო დოკუმენტაციაშია აღწერილი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ვინმეს აქვს შენახული ის ტანსაცმელი, რომელიც დარბევის დროს ეცვა, არ გაურეცხია და დალუქული აქვს. საქართველოში ჩვენ გვყავს ერთი-ორი საერთაშორისო დონის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი, ვისაც შეუძლია კვალის აღმოჩენა. ეს, ცხადია, კიდევ უფრო გაამყარებს მოთხოვნას.

წარმოუდგენელია, ევროსაბჭოს წევრ ქვეყანაში მთავრობამ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მიტინგის, მანიფესტაციის დასაშლელად ასეთი ნივთიერება გამოიყენოს. ამ ნივთიერების გამოყენება ნიშნავს უმძიმეს დანაშაულს და ამაზე არავინ არ წავა, იმიტომ, რომ ამას მოჰყვება პასუხისმგებლობა. ეს წარმოუდგენელი რამ არის.

  • რა სახის პასუხისმგებლობა მოჰყვება ქიმიური იარაღის გამოყენების დადასტურებას საერთაშორისო სასამართლოში? რა ელის „ოცნებას“? 

ჰააგის ტრიბუნალს უმძიმესი შედეგები შეუძლია დააყენოს, მათ შორის, სამუდამო პატიმრობის სახით.

საბედნიეროდ, დარბევების დროს არავინ არ გარდაცვლილა, თუმცა არ ვიცით შემდგომი გართულებები რა შეიძლება ამას მოჰყვეს. შეიძლება, შეერაცხოს ბრალდებაც იმ პირებს, ვინც ეს გამოიყენა და ვინც გასცა განკარგულება მათი გამოყენების შესახებ. შესაძლოა, შემდგომი გართულება ვიღაცას ჰქონდა კიდეც, მაგრამ დაჰბრალდა სხვა რამეს და არა ამ მოწამვლას.

უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ეს ხანდაუზმელი დანაშაულია. თუ ადამიანები მიიჩნევენ, რომ ახლა მათი სამედიცინო დოკუმენტაციის გამჟღავნება საფრთხის შემცველია, შესაძლოა, გამოძიება სხვა დროსაც მოითხოვონ. მთავარია, ამ ეტაპზე მათ საკუთარი თავის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაცია გამოითხოვონ.

შეიძლება, ზეწოლა განახორციელონ ექიმებზე, სამედიცინო დაწესებულებებზეც. არაფერი გამორიცხული არ არის.

  • სტრასბურგის სასამართლომ რა შეიძლება მოსთხოვოს „ოცნების“ მთავრობას, თუ დადგინდება წამების შემთხვევა? 

ფინანსური კომპენსაციის გარდა, აუცილებლად იქნება დაკისრებული მიუკერძოებელი და ობიექტური გამოძიების ჩატარება, რომ დადგინდეს კონკრეტული დამნაშავე პირები. უნდა დადგინდეს მთელი ჯაჭვი: ვინ დაგეგმა, ვინ გასცა განკარგულება, ვინ განახორციელა, უშუალოდ ვინ მონაწილეობდა, ვინ ინახავდა ამ აკრძალულ ნივთიერებას და ვის გაახსენდა, რომ ის იქ, სადღაც არის საწყობში. ძალიან მნიშვნელოვანია ამის გამოძიება.

ამიტომაც, „ოცნება“ ეცდება, ეს საკითხი მიაფუჩეჩოს, მიფუჩეჩების პოლიტიკა გააქტიურდება. ეს თემა არ უნდა ჩამოვიდეს დღის წესრიგიდან.

როდიონოვის ხსენება ახლაც მზარავს და ამის წარმოდგენა, რომ ჩემი ქვეყნის ხელისუფლება გვწამლავდა, წარმოუდგენელია. ეს საქმე აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული.

  • გაქვთ ამის იმედია, რომ სუსი ამ საქმეს გამოიძიებს? 

თუ საზოგადოება ძალიან მყარი იქნება თავის მოთხოვნაში და ძალიან დაჟინებით მოითხოვს ამას, იძულებული გახდებიან, რომ გამოიძიონ.

ეს არის საერთაშორისო დონის სკანდალი. BBC-ის გამოძიება არ არის ხელწამოსაკრავი ამბავი. ახლა ის, რომ ვითომ BBC-ს უჩივლებენ, მით უარესი „ოცნებისთვის“, იმიტომ, რომ კიდევ უფრო გახმაურდება ეს ამბავი, ხომ? თუ უჩივლეს, BBC-ს, რა თქმა უნდა, დადებს მტკიცებულებებს, ეს ხომ „იმედი“ არ არის?!

დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ მომხრეებსაც აღაშფოთებს ეს საკითხი: იმიტომ, რომ შეიძლება მიტინგზე არ ვიყავი, მაგრამ მეორე დღეს გავიარე პარლამენტთან. იქ პირველი სკოლაა, გიმნაზია, ბავშვები დადიან ყოველდღე იმ ტერიტორიაზე, უამრავი ადამიანი ცხოვრობს, რომელსაც სულ არ აქვს ეგება პოლიტიკური განწყობა, ან მთავრობის მომხრეა, მაგრამ ისიც შეიძლება მოიწამლა, ავად არის და გართულება აქვს. საწამლავი ხომ არ არჩევს, ვინ არის „ოცნების“ მომხრე და ვინ არა?

ამიტომაც, ეს საყოველთაო აღშფოთებას გამოიწვევს. მით უფრო, რომ ადამიანებმა გაიგეს, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება უკავშირდება ამ მოწამვლას.

ამ თემაზე:

ზურაბიშვილი საერთაშორისო ორგანიზაციებს კამიტის შესაძლო გამოყენების შესწავლას სთხოვს

„საქმე გვაქვს ფარსთან და არა წესრიგთან“ – მანანა რატიანი „ოცნების“ სასკოლო რეფორმაზე

„იმის ნაცვლად, რომ ეთქვათ, როგორ უნდა აემაღლებინათ ხარისხი ზოგად განათლებაში, როგორ უნდა გაეკეთებინათ დიფერენცირებული, სპეციალიზებული მოდელი საშუალო საფეხურზე, აიღეს და მთლიანად გაანადგურეს არსებული სისტემაც კი“- ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორი, განათლების სპეციალისტი მანანა რატიანი კონცეფციაზე, რომელიც დღეს, 2 დეკემბერს, „ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ წარმოადგინა.

შორდება თუ არა ამ კონცეფციით ქართული განათლების სისტემა დასავლურს და უახლოვდება რუსულ ან სხვა ავტორიტარული ქვეყნების განათლების სისტემებს? – ამ თემაზე ესაუბრა „ბათუმელები“ მანანა რატიანს.

  • ქალბატონო მანანა, ყველაზე საგანგაშო და სახიფათო რა მოგეჩვენათ „ოცნების“ მინისტრის მიერ წარმოდგენილ განათლების კონცეფციაში?

პირველი, ალბათ რაც ყველაზე პრობლემურია, არის ის აბსურდი, რომ 11 კლასდამთავრებულების პარალელურად 12 კლასდამთავრებულებიც გვეყოლება და არსად ჩანს პასუხი კითხვაზე – ვინ რა ატესტატს აიღებს და შემდეგ როგორ მოხდება ამ ატესტატების აღიარება. ან ეს მოსწავლეები როგორ შედიან კონკურენციაში ერთმანეთთან, თუკი ისინი გადაწყვეტენ, რომ ჩააბარონ უმაღლეს სასწავლებელში, როცა ვიღაცას ბევრად უფრო მეტი დრო აქვს სახელმწიფოს მხრიდან შეთავაზებულ ფორმალურ განათლებაში გატარებული და ვიღაცას – ნაკლები.

არც იმაზე ყოფილა საუბარი, ეროვნული გამოცდების პროგრამა მხოლოდ 11-წლიან საკითხებზე იქნება გათვლილი თუ შევა მე-12 კლასის საკითხებიც.

ან როგორ უნდა მოხდეს ამ ატესტატების გათანაბრება, რამდენად დაიჩაგრება ის, ვინც 12 კლასს არ აირჩევს და ასე შემდეგ – ეს საერთოდ არ ჩანდა ამ კონცეფციაში.

ფაქტობრივად, გამოვიდა, რომ 10 კლასია ზოგადი განათლების პროგრამა, მე-11 კლასს რეპეტიტორიუმი უწოდეს და როგორც თვითონ ახსნეს, უმაღლესისთვის მზადება იქნება. შესაბამისად, ეს იქნება გამეორებაზე ორიენტირებული კლასი.

მაშინ რას აკეთებს ახალგაზრდა მე-12 კლასში? მეორეჯერ იმეორებს ამ პროგრამას თუ რა პროგრამით გადის? – ეს არ ჩანს.

მთლიანობაში, იმის ნაცვლად, რომ ელაპარაკათ როგორ უნდა აემაღლებინათ ხარისხი ზოგად განათლებაში, როგორ უნდა გაეკეთებინათ დიფერენცირებული, სპეციალიზებული მოდელი საშუალო საფეხურზე, აიღეს და მთლიანად გაანადგურეს არსებული სისტემაც კი.

არათანმიმდევრობა არის ასევე აღმაშფოთებელი და ამაში ვგულისხმობ იმას, რომ შარშან თავად მიიღეს გადაწყვეტილება 10 + 2 მოდელზე გადასვლის, თვითონ იყვნენ ბედნიერები ამით, იმდენ დითირამბებს ასხამდნენ და ახლა თვითონვე აღიარეს, რომ ეს იყო არასწორი.

ახლა 10 კლასი გახდა სავალდებულო და არც განათლების ხარისხზე ითქვა არაფერი, ფაქტობრივად. ან ეს „ერთი სახელმძღვანელო ყველა დისციპლინაში“ როგორ გაზრდის ხარისხს არ ვიცი, აბსოლუტურად სცდება ლოგიკას.

თუ ერთი სახელმძღვანელო იყო საკმარისი, მაშინ 13 წელი რატომ ატარებდნენ გრიფირების პროცესს და რატომ ხარჯავდნენ ამაში მილიონიბით ლარს.

  • „მხოლოდ ერთი სახელმძღვანელო ყველა დისციპლინაში“ ხომ არ გაგონებთ საბჭოთა სკოლას? როგორც ვიცი, იქ იყო ასეთი მოდელი.

ყველა მისტირის რატომღაც საბჭოთა განათლებას, რაც აბსურდია, ხომ?! რაღაც ძლიერი მხარეები შეიძლება იმასაც ჰქონდა, მაგრამ არა იმის გამო, რომ ერთი, ცენტრალიზებული სახელმძღვანელო ჰქონდათ.

საბჭოთა განათლების სისტემაში სწორედ ცენზურა იყო ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი, არ იყო ნებადართული მაღალ დონეზე ესწავლებინათ ჰუმანიტარული მეცნიერებები და სოციალური მეცნიერებები საერთოდ არ ისწავლებოდა.

ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულებები ისწავლებოდა, იმიტომ, რომ ცივი ომის და სამხედრო დოქტრინის პირობებში ეს მიმართულებები საბჭოთა კავშირს სჭირდებოდა. ფაქტობრივად, ჩვენც იქით მივდივართ. ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში არ გვჭირდება თავისუფალი, კრიტიკული აზრი და შესაბამისად, ყველაფერი დაიწერება უზნაძის 52-ში [განათლების სამინისტროში], მიხურულ კარს მიღმა.

  • პოლიციისა და სამხედრო საკითხების სკოლაში ამ დოზით შემოტანითაც ხომ არ უახლოვდებიან რუსეთის მოდელს, როგორ ფიქრობთ?

ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ, შეიძლება მეც მომწონებოდა ის, რომ მოსწავლეებს ჰქონოდათ შეხება პოლიციელებთან და სამხედროებთან, მაგრამ ამ სისტემაში, როდესაც ჩვენ ვუყურებთ საით მიდის ჩვენი ქვეყანა, ვუყურებთ ძალოვანი სისტემები როგორ ექცევიან მოსახლეობას და როგორ ამბობენ უარს მთავარ მისიაზე, იმ ფიცის შესრულებაზე, რომელიც ქვეყნის წინაშე დადეს, რა თქმა უნდა, ეს საკითხიც შიშს ბადებს, რადგან მათი სკოლებში შემოყვანა მოემსახურება მოსწავლეთა ტვინების გამორეცხვას და მეტს არაფერს.

  • 2022 წლიდან, „ქართული ოცნება“ იმაზე ლაპარაკობს, რომ არ შეუძლიათ ომის მოგება, „აბა ომი გინდათ?“ – ამ შიშის თესვით არიან დაკავებული, ამიტომ მოსწავლეების სამხედრო კლუბებში ჩართვა არ ჰგავს პოპულიზმს? თუ სხვა რამეზეა ეს გათვლილი?

რა თქმა უნდა, ეს არის მცდელობა მორჩილი საზოგადოების აღზრდის.

ამავდროულად, ჩვენ თუ შევხედავთ უმაღლესი განათლების რეფორმას, აღარც იქ ეძლევათ ახალგაზრდებს თავისუფალი არჩევანი. უნივერსიტეტებშიც ყველა დანიშნული იქნება პარტიული ხაზით და სახელმძღვანელოებსაც აქეთ დაუწერენ ლექტორებს. ყველაფერს აიყვანენ ცენტრალიზაციის უმაღლეს დონეზე. ამიტომ, ის, რაც დღეს ითქვა და რაც საზოგადოებას პოპულისტურად შეასაღეს, სინამდვილეში მინისტრის გადასაწყვეტიც არ იყო, იმიტომ, რომ აქამდეც შეეძლო სკოლას ეს გაეკეთებინა. მაგალითად, მობილურების შეზღუდვა სასწავლო პროცესში ან ფორმის შემოღება. ეს ყველაფერი შეუძლია სკოლას თავად გადაწყვიტოს მშობლებთან და მოსწავლეებთან ერთად.

მაგრამ არა, ყველაფერი უნდა გადაწყდეს ცენტრალიზებულად და ძალიან არასასიამოვნოა, რადგან ძალიან ვშორდებით სკოლების დამოუკიდებლობას, ავტონომიურობას. ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ თქვა სკოლების პოლიტიზებაზე უარი.

  • „ქართული ოცნება“ სიტყვა „ლიბერალიზმს“ ყოველთვის ნეგატიურ კონტექსტში იყენებს. ახლაც ახსენა გივი მიქანაძემ ლიბერალიზმი და თქვა, რომ 2004 წელს მიღებული ეროვნული მიზნების დოკუმენტი მთლიანად ლიბერალური იყო და ამიტომ არ გვაქვს ხარისხიანი განათლებაო. ეს ნიშნავს იმას, რომ რეალურად, ამ კონცეფციით, ლიბერალიზმის, მაგალითად, ილიას და ვაჟას განდევნა ხდება სასკოლო ცხოვრებიდან?

დიახ. რატომღაც ლიბერალიზმი აღმოჩნდა ძალიან კნინობითი, უარყოფითი კონოტაციის მატარებელი სიტყვა, რაც აბსოლუტურად არასწორია, რადგან განათლების მიზანი თავისუფალი აზროვნების მქონე მოქალაქის აღზრდაა და არა მორჩილი საზოგადოების. სინამდვილეში, ლიბერალიზმი თავისუფლებას ნიშნავს და თავისუფლება, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს სჭირდება განვითარებისათვის.

მორჩილი ადამიანი ვერ ქმნის ვერაფერს ღირებულს, მას ვერ ექნება ინოვაციური აზროვნება, ის ვერ შექმნის ვერაფერს ახალს და აქედან გამომდინარე, მგონია, რომ მათი ახალი კონცეფცია არის სატყუარა, რომელიც თითქოს და რაღაც საფრთხეს აშორებს ჩვენ ქვეყანას.

პატრიოტიზმის გაგებაც ძალიან ზედაპირულია ამ ადამიანებში, რადგან პატრიოტიზმი ვერანაირად ვერ იქნება ეროვნული სასწავლო გეგმიდან რუსეთ-საქართველოს ომის გაქრობა, რაც გააკეთეს ხომ ამ ბოლო პერიოდში, ან საერთაშორისო ორგანიზაციების თემის ამოგდება პროგრამებიდან. ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, თუ საით მიდის საქართველო და რა საფრთხეების წინაშე დგება.

პატრიოტიზმია გიყვარდეს შენი ქვეყანა, იყო მაქსიმალურად რეალიზებული და შენი ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს აკეთებდე, ხედავდე შენ ქვეყანას საერთაშორისო, გლობალურ წყობაში და კი არ ასუსტებდე მას, არამედ აძლიერებდე, ხომ?!

  • ასევე ითქვა, რომ სკოლებში, მეგობრობას და სხვა ღირებულებებს სასულიერო პირები ასწავლიან ბავშვებს და აპირებენ, რომ ყველა სკოლაში შემოიყვანონ საპატრიარქო. რის საფრთხეებს ქმნის ეს?

თუ ჩვენ ვართ სეკულარული სახელმწიფო, მაშინ საჯარო სკოლები უნდა იყოს სეკულარული. ჩვენი რელიგია საკმარისად არის ჩვენს ეროვნულ სასწავლო გეგმაში წარმოდგენილი და ამას ვერავინ უარყოფს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს საკითხები, როგორიცაა მეგობრობა, ზრუნვა, ტოლერანტობა, თანადგომა და მსგავსი ტიპის თემები, სადამრიგებლო პროგრამის ნაწილი იყო და კლასის დამრიგებელი ახორციელებდა.

მასწავლებელს აქვს შესაბამისი განათლება მიღებული, იცის მოზარდთა ფსიქოლოგიური განვითარების თავისებურებები. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ სამღვდელოებაზე, მათ აქვთ საზოგადოებაში, რა თქმა უნდა, თავიანთი ნიშა, მაგრამ არ შეიძლება ასე ბრმად შევიყვანოთ სკოლაში მოსწავლეებთან, იმიტომ, რომ არ აქვთ შესაბამისი ცოდნა, როგორ უნდა იურთიერთონ მოსწავლეებთან.

წარმოიდგინეთ, რა მასშტაბებზე ვლაპარაკობთ – 2200 სკოლაზეა ლაპარაკი და რამდენი ადამიანი შეიძლება გადავამზადოთ, რომ მზად იყვნენ მოსწავლეებთან ურთიერთობისათვის?

ამავდროულად, არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს სკოლებში სხვა კონფესიის ადამიანებიც არიან, რაც თავისთავად დისკომფორტს გამოიწვევს. მრავალფეროვანი საზოგადოებისათვის ასეთი მიდგომა სეკულარულ საზოგადოებაში მიუღებელია.

უბრალოდ იციან, რომ სამღვდელოებას ძალიან დიდი გავლენა აქვს საზოგადოებაზე და მათი გვერდში ყოფნა ავტორიტარულ რეჟიმს ძალიან უხდება, იმიტომ, რომ მათი მრევლი ერთგვარად კეთილგანწყობილია „ოცნებისადმი“. ყოველ შემთხვევაში, მათდამი კრიტიკულად არ არიან განწყობილი. ამიტომ, ხელი ხელს ბანს და ორივე ერთად, ბევრ სარგებელს მიიღებენ ერთმანეთისგან.

ზოგადად კი, ძალიან საშიშად მიმაჩნია არაპროფესიონალი ადამიანების შესვლა სკოლაში, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ როგორც სამხედროებს, ისე პოლიციელებს და სამღვდელოებას, იმიტომ, რომ მოსწავლეებთან ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სათანადო განათლება მიღებული და სხვას არ უნდა ჰქონდეს უფლება შევიდეს ჩვენ შვილებთან.

  • მგონი, ამითაც ემსგავსება რუსეთს ჩვენი განათლების სისტემა?

რუსული კურიკულუმი რომ ვნახოთ, იქ, რა თქმა უნდა, პოლიციის და ჯარის ადგილი ძალიან დიდია, იდეოლოგიზაცია ძალიან დიდია და სამწუხაროდ, ბევრ რაღაცაში ჰგავს. ახლახან ჩემმა სტუდენტმა გააკეთა შუალედური კურიკულუმი და გაანალიზა რუსული განათლების მოდელი და მართლაც კატასტროფაა, როგორ ვუახლოვდებით ჩვენც ამ მოდელს.

  • 3 წელიწადში სრულიად ახალი სახელმძღვანელოები იქნებაო – თქვა გივი მიქანაძემ. გაქვთ მოლოდინი, რომ ამ სახელმძღვანელოებიდან შესაძლოა გააქრონ რუსეთთან დაკავშირებული აჯანყებები, ბრძოლები და რუსული რეპრესიების კვალი ჩვენი ისტორიიდან? თუ ასე მოხდება, ხომ არ იქნება მერე ამაზე რეაქცია გვიანი.

ვფიქრობ, ამ შედეგს არ უნდა დაველოდოთ. იმიტომ, რომ საზოგადოების რეაქციას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და შესაბამისად, ეს რეაქცია უნდა იყოს დროული. ჩვენ ვლაპარაკობთ მილიონ მშობელზე, ჩვენ ვლაპარაკობთ 600 000 მოსწავლეზე და მათ ბედზე და ასევე უმაღლეს განათლებაში 200 000 ადამიანზე.

  • დავაკვირდი საზოგადოების რეაქციას „ოცნების“ განათლების ახალ კონცეფციასთან დაკავშირებით და საკმაოდ ბევრი წერდა, რომ „სკოლაში დამყარდება წესრიგი“. რა შეგიძლიათ უთხრათ მათ, მაგალითად, მოსწავლეზე მობილურის ჩამორთმევა ან მხოლოდ ფორმის ჩაცმა რატომ ვერ იქნება ის წესრიგი, რასაც თავად მოელიან?

თუ ვინმეს წესრიგის დამყარება უნდოდა, ამის შესაძლებლობას სკოლის შინაგანაწესი იძლეოდა და შეეძლოთ თავად დაემყარებინათ.

ახლა რასაც აპირებენ და თავს იწონებენ, არა წესრიგთან, არამედ ფარსთან გვაქვს საქმე.

რატომ გაუუქმა „ოცნებამ“ სოცდაუცველებს 300-ლარიანი დასაქმება – „არჩევნების შემდეგ ისინი მიატოვეს“

„თვალსაჩინოა ამ ადამიანების საარჩევნო მიზნებით გამოყენების ფაქტი,“ – მიიჩნევს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი, სალომე შუბლაძე. მას ვესაუბრეთ „ოცნების“ ანტიკონსტიტუციური მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველთა საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმებისთვის 2026 წლის ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პროგრამა მომავალი წლიდან აღარ გაგრძელდება.

2022 წლიდან ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ მოკავშირედ სიღარიბე აქცია – ქვეყნის მასშტაბით, ბიუჯეტის ხარჯზე 40 ათასამდე სოციალურად დაუცველი ადამიანი დაასაქმეს, თუმცა ეს დასაქმება ძირითადად ფორმალურ ხასიათს ატარებდა, მაგალითად, ქედაში, სოფელ წონიარისში საბჭოთა დროინდელ ტანკს ორი სოცდაუცველი ალაგებდა.

„ქართული ოცნება“ ყველანაირად ცდილობს, რომ გაანადგუროს მისგან დამოუკიდებელი რესურსები და მოახდინოს სიღარიბის კვლავწარმოება. იმიტომ, რომ სიღარიბეში მყოფი ადამიანები პირდაპირ არიან დამოკიდებული კონკრეტული პარტიის კეთილ ნებაზე… „ოცნების“ ეს სტრატეგია ძალიან თვალსაჩინოა,“ – მიიჩნევს სალომე შუბლაძე.

„ბათუმელებმა“ სალომე შუბლაძესთან ინტერვიუ ჩაწერა, იგი „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ადამიანის უფლებების გუნდის ხელმძღვანელია.

  • ქალბატონო სალომე, რას აჩვენებს თქვენთვის სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამის გაჩერება? 

ჯერ კიდევ 2024 წელს ვამბობდით, რომ ამ პროგრამის შემოღების პერიოდულობა აშკარად დაემთხვა საარჩევნო ციკლს, ის გაიწერა იმგვარად, რომ განზრახ მანიპულაციური იყო, ტოვებდა ინტერპრეტაციის სივრცეს. აიმედებდნენ სოცდაუცველებს, რომ კი, 4-წლიანი კონტრაქტი გაქვთ, მაგრამ არ გამორიცხავდნენ შესაძლებლობას, რომ ოთხი წლის შემდეგ ეს კონტრაქტი რაღაც ფორმით გაგრძელდებოდა.

სწორედ ამიტომ ვამბობდით თავიდანვე, რომ პოლიტიკური მიზნებით შეიძლება მომხდარიყო ამ პროგრამის გამოყენება და შემდეგ გაუქმებულიყო.

პირველ რიგში, ეს არის უმძიმესი სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის, რომლებიც იყვნენ ჩართული ამ პროგრამაში. ჩვენ ამ პროგრამას ვაკრიტიკებდით იმიტომ, რომ ის თავის ფუნქციას ვერ ასრულებდა, ვერ ახერხებდა სოციალური დაუცველების სათანადოდ გადამზადებას და მათ შრომით ბაზარზე გაყვანისთვის მომზადებას, მაგრამ თავისი აზრით, ეს პროგრამა იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის მიმწოდებელი ბევრი ოჯახისთვის. 40 000-მდე ადამიანი იყო დასაქმებული ამ პროგრამის ფარგლებში.

სალომე შუბლაძე

ჩვენ კვლევაც ჩავატარეთ ამ პროგრამით დასაქმებულ ადამიანებთან. ისინი ამბობდნენ, რომ ეშინიათ პროგრამა არ გაუქმდეს, რადგან დამატებით 300 ლარი ძალიან მნიშვნელოვანია დაბალი სოციალური შემწეობის ფონზე.

საარჩევნო ციკლის გასვლასთან ერთად, ადამიანების გამოყენების შემდეგ, ისინი მიატოვეს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის კომენტარს ვუსმენდი დღეს, რომელიც ამბობდა, შრომით ბაზარზე გვაქვს დეფიციტი და ჩვენი მიზანია, ღია შრომის ბაზარზე გავიდნენ ეს ადამიანები და კომპანიებმა თავად დაიქირაონო. ეს არის აბსოლუტურად ცინიკური განცხადება და ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. იმიტომ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ პროგრამაში იყვნენ ჩართული, უბრალოდ ვერ დასაქმდებიან. ამას თვითონ ამბობდნენ. ისინი ტრადიციულ სამუშაო ადგილებზე ვერ იმუშავებენ, იმიტომ რომ ჯერ ერთი, ამ ვაკანსიების უმრავლესობა – სადაც ისინი დაასაქმეს – იყო ფიქციური…

  • მაგალითად, საბჭოთადროინდელ ტანკს ქედაში, სოფელ წონიარისში ალაგებდა…

დიახ, იყო სასაფლაოს მოწესრიგება, ან სოფლის გზის დალაგება…

ამიტომაც, ეს პროგრამა გაუქმდა და ეს ადამიანები რომ ღია შრომის ბაზარზე დასაქმდებიან, ტყუილია. ფაქტია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების გარეშე.

  • გამოჩნდა მკაფიოდ, რომ ეს პროგრამა „ოცნებამ“ გამოიყენა საარჩევნო მიზნით? „ოცნებამ“ გამოიყენა მილიონები ბიუჯეტიდან: 2022 წელს – დაახლოებით 48 მილიონი, 2023 წელს – 107 მილიონი, 2024 წელს – 109 მილიონი, 2025 წელს – 112 მილიონი. ეს იყო ცალსახად საბიუჯეტო რესურსის გამოყენება პარტიული მიზნებისთვის? 

დიახ, ნამდვილად ასეა.

მედიაში გაჟღერებული ინფორმაციის გარდა, ადგილზე გვეუბნებოდნენ ადამიანები, რომ პარტია „ქართული ოცნება“ მათ სთხოვდა ხმა მიეცათ, მხარი დაეჭირათ და ასე შემდეგ.

„ქართული ოცნება“ ამ რესურსს იყენებდა იმისთვის, რომ მორჩილებაში ჰყოლოდა ეს ხალხი.

სამწუხაროდ, ეს არ არის არანაირი გამონაკლისი „ქართული ოცნების“ პოლიტიკისგან, იგი სახელმწიფო რესურსებს, სოციალური დაცვის პოლიტიკის ზომებს იყენებს იმისთვის, რომ მისი პარტიული, ელექტორალური მხარდაჭერის მობილიზება შეძლოს.

ინსტრუმენტალიზების და შემდეგ მიტოვების სურათი იმდენად აშკარაა, რომ არ ვიცი, ეს როგორ უნდა უარყონ. თვალსაჩინოა ამ ადამიანების საარჩევნო მიზნებით გამოყენების ფაქტი.

  • სიღარიბე საარჩევნო პერიოდში ივანიშვილმა თავის მოკავშირედ აქცია და ახლა ამის საჭიროება აღარ აქვს? 

დიახ, „ოცნება“ იყენებს სიღარიბეს და იმას, რომ ადამიანები დამოკიდებული არიან ხელისუფლებაზე.

„ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში სიღარიბის ფონზე ადამიანებს არ ჰქონდეთ შემოსავალი, რომელსაც ის ვერ გააკონტროლოს.

ვხედავთ, რომ ყოველწლიურად იზრდება საჯარო სექტორში არამხოლოდ მოხელეების რაოდენობა, არამედ სახელმწიფო კომპანიებში, ადგილობრივ ა(ა)იპ-ებში დასაქმებულების რაოდენობა. ვინც დამოკიდებულია სოციალურ შემწეობაზე, ისინი პირდაპირ არიან მიბმული „ქართული ოცნების“ კეთილ ნებაზე. იგივე რაღაც ადგილობრივი ეროვნული გრანტების სააგენტოს შექმნა და ამ ორგანიზაციების სახელმწიფო საბიუჯეტო დაფინანსებაზე ჩამოკიდება… ყველა ეს მიმართულება აშკარად აჩვენებს „ქართული ოცნების“ განზრახვას.

როცა ადამიანი არ არის დამოკიდებული რაღაც პოლიტიკურ ძალაზე, მას აქვს უფრო მეტი ავტონომია, მეტი თავისუფლება, გამოხატვის არჩევანის თავისუფლება. შესაბამისად, „ქართული ოცნება“ ყველანაირად ცდილობს, რომ გაანადგუროს მისგან დამოუკიდებელი რესურსები და მოახდინოს სიღარიბის კვლავწარმოება.

ეს იმიტომ, რომ სიღარიბეში მყოფი ადამიანები პირდაპირ არიან დამოკიდებული კონკრეტული პარტიის კეთილ ნებაზე, რომ გადარჩნენ ფიზიკურად. ამ ადამიანების შემდეგ პოლიტიკური მანიპულირება, მათი მართვა, იძულებაც კი, არის ძალიან მარტივი.

სამწუხაროა ეს რეალობა, მაგრამ „ოცნების“ ეს სტრატეგია ძალიან თვალსაჩინოა.

  • რა იცვლება სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის, რომელიც ივანიშვილს პოლიტიკურად აღარ სჭირდება? 

მე მგონია, რომ ეს არის სერიოზული ნდობის საკითხი, როცა პოლიტიკური ძალა ადამიანებს მიაგდებს – ცუდ სიტყვას, „მიაგდებს“ ვიყენებ, მაგრამ სინამდვილეში ასე იქცევა ეს პოლიტიკური ძალა. ეს, რა თქმა უნდა, უნდა აჩენდეს ნდობის კრიზისს, ეჭვებს ამ პოლიტიკური ძალის მიმართ, მაგრამ სამწუხაროდ, ეს უნდობლობაც არის ფუფუნება. ძალიან მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები უნდობლობასაც ვერ გამოხატავენ. გააზრება კი არ არის პრობლემა, არამედ უძალობა.

დღესაც ეს ადამიანები რჩებიან დამოკიდებული ამ პოლიტიკურ ძალაზე და იციან, რომ ძალაუფლება არის პარტიის ხელში.

არ მაქვს ამის ილუზია, რომ ეს გამოიწვევს არსებით დამოკიდებულების ცვლილებას პოლიტიკური პარტიის მიმართ.

  • კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა ივანიშვილის მიდგომა: ღარიბ ადამიანებს იყენებს მიტაცებული ძალაუფლების შესანარჩუნებლად. თქვენი დაკვირვებით, ეს რამეს შეცვლის პოლიტიკურად?

მგონია, რომ თუ პოლიტიკური აქტორები ამ საკითხზე სათანადოდ არ ილაპარაკებენ, სათანადოდ არ გაეცნობიან ადგილობრივ ჯგუფებთან, ასევე, ვიდრე მოწყვლადი ჯგუფები არ დაინახავენ, რომ პოლიტიკური აქტორები ამ ქვეყანაში მართლა ღელავენ და აქვთ ხედვა მათი რეალობის გამოსწორების, იქამდე პოლიტიკური ცვლილების პოტენციალი რთულია, რომ დავინახოთ.

მეორეს მხრივ, პოლიტიკური პარტიების მიმართ გატარებული რეპრესიების და დაანონსებული აკრძალვის ფონზე, არ მინდა, რომ ძალიან კრიტიკული ვიყო პოლიტიკური პარტიების მიმართ, რომლებიც თვითონ ძალიან კრიზისულ მდგომარეობაში იმყოფებიან. მაგრამ აქამდეც ეს საკითხები – ხშირად გვითქვამს და უბრალოდ გავიმეორებ – ნამდვილად არ ხვდებოდა მეინსტრიმული პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგში.

საიმისოდ, რომ „ქართული ოცნება“ დანახულ იქნეს, როგორც ანტისოციალური ძალა, როგორიც ის ნამდვილად არის და ამას ადასტურებს ეს ქმედებაც, აქამდე მასობრივი გამოსახლებები და ასე შემდეგ, ამას სჭირდება სერიოზული პოლიტიკური მუშაობა, პირველ რიგში, პოლიტიკური პარტიების მხრიდან.

ამ თემაზე:

როგორ იქცა სიღარიბე „ოცნების“ მოკავშირედ

რუსული გემი, რომელსაც შავ ზღვაში თავს დაესხნენ, საქართველოში არ მოდიოდა – სააგენტო

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აცხადებს, რომ გემი, რომელსაც რუსული და თურქული მედიის ინფორმაციით შავ ზღვაში თავს დაესხნენ, საქართველოს მიმართულებით არ მოდიოდა.

„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ეხმაურება  ღია წყაროებში გავრცელებულ ინფორმაციას  რუსეთის დროშის ქვეშ მცვურავ გემ „Midvolga 2“-თან (IMO 9735139) დაკავშირებით, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით , თურქეთის სანაპიროდან 80 კილომეტრში თავს დაესხნენ.

ამავე წყაროებში გემის დანიშნულების ნავსადგურად   საქართველოს ნავსადგურებია მოხსენებული.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გადამოწმეული ინფორმაციით, აღნიშნული გემი არ ყოფილა  და არ არის ნომინირებული საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში, ასევე ეროვნული საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემაში (NMSW) არ იძებნება აღნიშნული გემის მოახლოების შესახებ არანაირი შეტყობინება. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გემი მოემართებოდა საქართველოს საზღვაო ნავსადგურებისაკენ, არ ემყარება არანაირ ფაქტებს,“ – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

დღეს, 2 დეკემბერს, რუსულმა და თურქულმა სამთავრობო სააგენტოებმა დაწერეს, რომ შავ ზღვაში დრონებით თავს დაესხნენ რუსულ ტანკერს, რომელიც საქართველოს მიმართულებით მიცურავდა.

თურქულმა სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუმ” დაწერა, რომ რუსულ ტანკერს საქართველოში მზესუმზირის ზეთი მიჰქონდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, MIDVOLGA-2-ის ეკიპაჟს დახმარება არ უთხოვია. გემზე 13 მეზღვაური იყო, რომელთაგანაც არავინ დაშავებულა.

გემზე თავდასხმა თურქეთის სანაპიროდან 80 კილომეტრში მოხდა. ტანკერი ამჟამად სინოპის პორტის  მახლობლად გადაადგილდება.

შეძლებ იმასაც, რაც არავის გაუკეთებია – მთავარია გჯეროდეს!

ახლის დაწყება ყოველთვის რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს შენამდე არავის გაუკეთებია. სხვისი იმედების გაცრუების, წარუმატებლობის და შენს თავთან დამარცხების შიში დიდია, მაგრამ, თუ გჯერა შენი მიზნების და შრომისმოყვარეობასთან ერთად გამბედაობასაც გამოიჩენ, შედეგი დაგანახებს, რომ შეუძლებელიც შესაძლებელია, მთავარია გჯეროდეს!

თიბისის ახალი ვიდეორგოლი, რომელიც ქართველი არტისტის, ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის წამყვანი სოლისტის გიორგი ფოცხიშვილი ისტორიას გადმოგვცემს, სწორედ რთულ არჩევანზე, გამბედაობაზე, მხარდაჭერასა და თვითრწმენაზე გვიამბობს.

ცეკვის სამყაროში აღზრდა გიორგის მემკვიდრეობით ერგო. მამა ქართულის, ხოლო დედა კი ბალეტის მოცეკვავეები იყვნენ. მისთვის ბავშვობიდანვე ყოველდღიურობა იყო ცეკვის ის ჯადოსნური სამყარო, რასაც ჩვენ მხოლოდ სცენაზე ვუცქერთ.

ცეკვა ქართულით დაიწყო, მალე ბალეტსაც გაეცნო და აქ დაიწყო მისი, როგორც მოცეკვავის გაორება – არჩევანი ქართულ ცეკვასა და ბალეტს შორის უნდა გაეკეთებინა. რთულმა არჩევანმა და ორივესადმი სიყვარულმა გიორგის გადააწყვეტინა, რომ მისი ხელწერა ამ ორი მიმართულების სინთეზი იქნებოდა. იგი იქნებოდა პირველი, ვინც ქართული ცეკვის სიძლიერესა და ბალეტის ელეგანტურობას გაერთიანებდა.

გიორგის არჩევანს თან ახლდა შიში და კითხვები – გამოვა თუ არა, სწორია თუ არა, მაგრამ მშობლები, რომლებიც ხედავდნენ თუ როგორ მიჰყვებოდა თავიანთი შვილი ორივეს კვალს და სჯეროდათ მისი, მუდამ ეუბნებოდნენ: რაც არავის გაუკეთებია, არ ნიშნავს, რომ ვერც ვერავინ შეძლებს.

„ბევრი მიმეორებდა, რომ ორი განსხვავებული სტილის შეთავსებას ვერ შევძლებდი. არადა, მე ორივე მიტაცებდა, ორივე მომწონდა და მინდოდა – ქართული ცეკვის სიძლიერისა და ბალეტის ელეგანტურობის, ჩემებური სინთეზი შემექმნა. ჩემი მიზნის დავიჯერე და გზა ჯიუტად, საბალეტო სცენაზე გავაგრძელე. დღეს, ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩემს ყოველ მოძრაობაში ქართულ ცეკვასა და ბალეტს ვაერთიანებ. მჯერა, რომ წინ კიდევ ბევრი ისტორიაა, რომელიც ამ სიტყვების შთაგონებით გახდება შესაძლებელი: შეძლებ იმასაც, რაც არავის გაუკეთებია – მთავარია, გჯეროდეს!“- ამბობს გიორგი.

რთულ არჩევანში გიორგის მთავარი მხარდამჭერი ოჯახი იყო. დედა და მამა მუდამ უმეორებდა, რომ რაც არავის გაუკეთებია, არ ნიშნავს, რომ ვერც ვერავინ შეძლებს. სწორედ ამ სიტყვების და თავისი თავის დაჯერებით მოვიდა გიორგი დიდ სცენებამდე და დღეს მის არტისტიზმს მსოფლიო ბალეტის წამყვან სცენებზე ვხედავთ.

თიბისი თავისი გზავნილით „მთავარია გჯეროდეს“ შთააგონებს ადამიანებს, აძლევს მათ თვითრწმენის და გამბედაობის მოტივაციას, რათა უფრო თავდაჯერებულად მიჰყვნენ დასახულ მიზნებს და ირწმუნონ, რომ შეძლებენ იმასაც, რაც არავის გაუკეთებია – მთავარია გჯეროდეს!

რა ქიმიურ ნივთერებებს იყენებდა პოლიცია – 25 ორგანიზაცია შსს-ს მიმართავს

„მოვითხოვთ, საჯაროდ გაეცეს პასუხი შეკითხვას: რა ქიმიურ ნივთერებებს იყენებდა პოლიცია მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ,“ – საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ, მთავრობამ გაასაჯაროოს ინფორმაცია, რა ნივთიერება გამოიყენეს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დარბევისას.

მიმართვაში, რომელსაც ხელს 25 ორგანიზაცია აწერს, ნათქვამია, რომ ერთი წელია შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხს არ სცემს კითხვას, თუ რა ნივთიერება გაურიეს ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლში.  მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია შსს-სგან არაერთგზის გამოითხოვეს.

„2025 წლის 1-ელ დეკემბერს გამოქვეყნებული, BBC-ის მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიების მასალები შეიცავს შოკისმომგვრელ ცნობებს იმის შესახებ, რომ ივანიშვილის პოლიციის მიერ  ქართველი ხალხის წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენებას.

2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენების დროს რეჟიმის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალების მიერ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულები დღემდე გამოუძიებელია.

ამ დანაშაულებისთვის არა მხოლოდ არავინ დასჯილა, ივანიშვილის პრემიერ-მინისტრი კობახიძე მადლობის სიტყვებს არ იშურებდა ამ დანაშაულების ავტორების – აშშ-ის და გაერთიანებული სამეფოს მიერ ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევებისთვის სანქცირებული მაშინდელი შს მინისტრის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მიმართ. უფრო მეტიც, ივანიშვილის პრეზიდენტმა 11 მათგანი ღირსების ორდენითაც კი დააჯილდოვა. „ქართული ოცნების“ ამგვარი ცინიკური დამოკიდებულება საკუთარი მოსახლეობის მიმართ სიახლეს არ წარმოადგენს,“ – ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს 25 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.

ორგანიზაციების განცხადებით, BBC-ის მიერ მომზადებულ ფილმში,  „როდესაც წყალი წვავს“, მოყვანილი ფაქტები და მტკიცებულებები შოკისმომგვრელია.

„ფილმის ავტორი საგამოძიებო ჟურნალისტების თქმით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში რეჟიმის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, წყლის ჭავლთან შერევის გზით, სავარაუდოდ გამოყენებულ იქნა ქიმიური ნივთიერება ბრომობენზილ ციანიდი, აღნიშნული ნივთიერება პირველად პირველი მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს და 1930 წლის შემდეგ მისი გამოყენება აიკრძალა, რადგან  ცრემლსადენ  გაზთან შედარებით იგი ბევრად უფრო საშიში ნივთიერებაა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ხანგრძლივ კვალს ტოვებს.

საზოგადოდ, ქიმიური ნივთიერების ხალხის დიდი მასის წინააღმდეგ გამოყენება ცალსახად არღვევს ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედ საერთაშორისო ნორმებსა და სტანდარტებს და შეიძლება შეფასდეს, როგორც წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ნიმუში,“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

არასამთავრობოების განცხადებით, BBC-ის ფილმის გამოქვეყნების შემდეგ, ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევასთან ერთად, დღის წესრიგში სხვა სამართლებრივი საკითხიც დგება.

„დასადგენია, პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ზემოთ მითითებული ქიმიური ნივთიერება ბრომობენზილ ციანიდის გამოყენება ხომ არ წარმოადგენს „ქიმიური იარაღის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციით აკრძალულ ქმედებას.

უახლოეს დღეებში ჩვენ მივმართავთ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებს, რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოში მოვლენილ იქნენ შესაბამისი კომპეტენციისა და კვალიფიკაციის მქონე ექსპერტთა ჯგუფები, რათა ამ დანაშაულებრივ სქემას ბოლომდე აეხადოს ფარდა.

ამავდროულად, მოვითხოვთ, საჯაროდ გაეცეს პასუხი შეკითხვას: რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა პოლიცია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ,“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

BBC-ის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, გასულ წელს ანტისამთავრობო მომიტინგეების წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ პირველი მსოფლიო ომის ეპოქის ქიმიური იარაღი გამოიყენა.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 დეკემბრის 21 საათიდან 3 დეკემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – წვიმა, მაღალ მთაში – თოვლ-ჭყაპი, დღისით – უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
    ღამით: -2 –+5 გრადუსი

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა კი +16 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 4-5 დეკემბერს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

 

“სისტემა ისე იქცევა, თითქოს ჩემი სიცოცხლე ზედმეტი ტვირთი იყოს,” – აქციაზე დაშავებული ალექსი თირქია

„დღეს ერთ წელი გავიდა. ერთ წელი მას შემდეგ, რაც სახე დამიმსხვრიეს და სახელმწიფომ მაჩვენა, რა მარტივად შეუძლია ადამიანის ტკივილი ფაილად გადააქციოს. დამნაშავე დღემდე თავისუფლად დადის. გამოძიება გაწელილი, გაფუჭებული, უფუნქციო.

სისტემა ისე იქცევა, თითქოს ჩემი სიცოცხლე ზედმეტი ტვირთი იყოს, რომელიც სადღაც შეიძლება ჩაკარგონ და არამარტო ჩემი, უამრავი ადამიანის რომლებიც, აწამეს, სცემეს, დააკავეს,“ – წერს ალექსი თირქია, 22 წლის ახალგაზრდა, რომელიც 2024 წლის 3 დეკემბერს რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მძიმედ დაშავდა.

ალექსი თირქიას თვალში, სავარაუდოდ,  სპეცრაზმელის მიერ ნასროლი გაზის კაფსულა მოხვდა.

იგი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც 7 დღის განმავლობაში კომაში იყო. კომიდან გამოსვლის შემდეგ მან ერთი თვე გაატარა საავადმყოფოში, ახლა კი ხანგრძლივი რეაბილიტაცია სჭირდება.

შემთხვევიდან ერთი წლის მერე ალექსი თირქია წერს, რომ მისი საქმე არ გამოუძიებიათ, სისტემა დუმს, მას კი წინ რამდენიმე ოპერაცია ელოდება.

„მინდა მთავრობასაც მივმართო: ნუ გავიწყდებათ, რამდენი ვიბრძოლე, სანამ თქვენ დუმდით.

მე 7 დღე კომაში ვიყავი. 1 თვე კლინიკაში ვიწექი. დღე-ღამეები მედიკამენტებში, დალეწილ სხეულში, ტკივილში და წამლებში.

თავის ტრავმებმა ცხოვრება დამინგრია.

მხედველობა დავკარგე და თავიდან უნდა მესწავლა, როგორ უნდა მევლო, მელაპარაკა, მეთქვა „კარგად ვარ“, როცა არ ვიყავი. რეაბილიტაციის გზაზე მარტო ვიდექი თქვენ კი ნელ-ნელა, უხმოდ, თითქოს შემთხვევით, თავიდან მიშორებდით.

და მაინც გადავრჩი. სასწაულივით.

დღესაც ვიბრძვი. დღესაც ოპერაციები მელის, დღესაც სხეული მახსენებს იმ დღეს, რომელსაც თქვენთვის მნიშვნელობა არ აქვს.

მაგრამ მე არ ვარ ის, ვისაც ჩუმად გადადებენ თაროზე. მე არ ვარ საქმე, რომელიც მოგვიანებით „გადავხედავთ“-ად რჩება. ხვალ ასე ვთვლი რომ (ჩემი მეორე დაბადების დღეა).

დღე, როცა სიკვდილი ჩემთან მოვიდა და ვერ წამიყვანა. მე ვარ გადარჩენილი, რომელსაც ბრაზიც აქვს, სიმართლეც და ხმა, რომელსაც ვეღარ გააჩუმებთ.

ეს არის ჩემი სიბრაზე. ეს არის ჩემი სიმტკიცე. ეს არის ჩემი ბრძოლა. და სანამ სამართალი არ მოვა – მე არ გავჩერდები. არ გავჩუმდები.

და თქვენც მოგიწევთ საბოლოოდ ჩემი ისტორიის მოსმენა!“ – წერს ალექსი თირქია.

I კლასში შესვლა შეეძლებათ მხოლოდ 15 სექტემბრამდე დაბადებულ 6 წლის ბავშვებს – მიქანაძე

„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის თქმით, პირველ კლასში მხოლოდ ის ბავშვები შევლენ, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრამდე შეუსრულდათ.

„სკოლაში შესვლის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც ყოველი წლის 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი.

ამასთანავე, შემოგვაქვს ახალი მოცემულობა რეგისტრაციასთან დაკავშირებით. საყოველთაო რეგისტრაციამდე გვინდა შემოვიღოთ კიდევ ერთი სარეგისტრაციო ეტაპი, რომელიც უკავშირდება ბავშვის იმ სკოლაში რეგისტრაციას, რომელიც არის დაკავშირებული მისი საცხოვრებლის ტერიტორიულ პრინციპთან.

პირველ ეტაპზე, ეს მიმართულება განხორციელდება დიდ ქალაქებში და შემდეგ უკვე საჭიროებიდან გამომდინარე ქვეყნის მასშტაბითაც გავრცელდება“ – თქვა გივი მიქანაძემ.

დღეს, 2 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა განათლების ახალი კონცეფცია წარმოადგინა, რომელიც საჯარო სკოლებში 11-წლიან სწავლებას ითვალისწინებს. თუმცა მათთვის, ვისაც 12-წლიანი განათლება სურს, მიქანაძის თქმით, სპეციალურ კლასს გახსნიან.

გივი მიქანაძემ ასევე ისაუბრა საჯარო სკოლებში დაგეგმილ ცვლილებებზე, რომელიც სკოლებში სამხედრო სწავლების გაძლიერებას გულისხმობს.

_________

მსგავს თემაზე:

სკოლაში სწავლა 11-წლიანი იქნება, მე-12 კლასი მსურველებისთვის გაიხსნება – მიქანაძე

„ოცნება“ მე-11 კლასში რეპეტიტორიუმს აანონსებს – „ისწავლიან იმ საგნებს, რაც უნდა ჩააბარონ“

დღეს, 2 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განათლების რეფორმის კონცეფცია წარმოადგინა.

მისი თქმით, სასწავლო საფეხური საჯარო სკოლებში 11-წლიანი სწავლებით განისაზღვრება და მე-11 კლასი პროფილური გახდება.

„ეს მოემსახურება იმ მიზანს, რომ მოსწავლეები დავაბრუნოთ სკოლაში, სკოლის პრესტიჟი და ავტორიტეტი გავზარდოთ და ოჯახებს მოვაშოროთ ის წნეხი, რაც ფინანსურ საკითხებთან არის დაკავშირებული, მოსწავლეების მომზადებასთან დაკავშირებული, ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით.

ამ კუთხით, მე-11 კლასში შემოგვაქვს ე.წ. რეპეტიტორიუმი, ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა ისწავლონ მხოლოდ ის საგნები, რაც უნდა ჩააბარონ ეროვნულ გამოცდებზე. ეს იქნება ინტენსიური ერთწლიანი სასწავლო პროგრამა და მათ აღარ უნდა დასჭირდეთ დამატებით სკოლის გარეთ სასწავლო პროცესებში ჩართვა“- თქვა მიქანაძემ.

ასევე, მისი თქმით, სამი წლის განმავლობაში ყველა სახელმძღვანელო შეიცვლება სკოლაში:

„დაიწერება სრულიად ახალი სახელმძღვანელოები. ამისთვის სამინისტრომ გასული 3 თვის განმავლობაში შერჩევითი პროცედურების გავლით შეარჩია ექსპერტთა ჯგუფები სხვადასხვა დისციპლინის მიხედვით და სამინისტრო აიღებს პასუხისმგებლობას დაწეროს სახელმძღვანელოები და დაინერგოს ერთი სტანდარტით – 1 სახელმძღვანელო ყველა სკოლაში, ერთსა და იმავე დისციპლინაში“.

გივი მიქანაძე შეეხო არაფორმალური განათლების საკითხსაც. მისი თქმით, ამ კომპონენტს უნდა მიეცეს უფრო მეტი დატვირთვა და ჩართული უნდა იყოს საპატრიარქო:

„წელს დაწყებული პროექტი საპატრიარქოსთან, რომელიც ღირებულებით განათლებას ეხება და 50 სკოლაში ეს უკვე შევიტანეთ და ვაპირებთ ამ მიმართულების გაფართოებას. სადაც ბავშვებს ასწავლიან სამშობლოს სიყვარულს და ცხოვრებისეულ ფასეულობებს“ – თქვა მან.

მან ასევე მადლობა გადაუხადა შს და თავდაცვის სამინისტროებს ერთობლივი პროექტებისთვის, რომლებიც „ბავშვების აღზრდაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.  ჯარის ბანაკის სახით, რომელიც ერთ-ერთი პროექტია და მოსწავლეებს ყოველკვირეულ რეჟიმში სხვადასხვა საჯარისო ბაზებში სტუმრობის შესაძლებლობა აქვთ და ისინი ეცნობიან მხედრულ სულისკვეთებას“.

მისი თქმით, წელს 150 სკოლაში თავდაცვის სამინისტროსთან ერთად დაიწყეს ჯარის გაკვეთილები, სადაც „მხედრულ სულისკვეთებას, პატრიოტულ მოტივებზე დამოკიდებულ პროგრამებს ასწავლიან და ისტორიებს ჩვენი გმირების შესახებ. ეს მიმართულება კიდევ უფრო განსავითარებელია. ჩამოსაყალიბებელია კლუბები, სექციები, რომელიც ღირებულებით კომპონენტზე იქნება აგებული“ – განაცხადა „ოცნების“ განათლების მინისტრმა.

გივი მიქანაძის თქმით, ასევე აპირებენ, სასწავლო პროცესში აუკრძალონ ბავშვებს მობილური ტელეფონის გამოყენება.

„შემუშავდება შესაბამისი წესი და დაცული იქნება ბალანსი, რომ ბავშვს მშობელთან კომუნიკაციის საშუალება არ დაერღვეს“ – ამბობს მიქანაძე.

___________

ამ თემაზე:

სკოლაში სწავლა 11-წლიანი იქნება, მე-12 კლასი მსურველებისთვის გაიხსნება – მიქანაძე

 

 

სკოლაში სწავლა 11-წლიანი იქნება, მე-12 კლასი მსურველებისთვის გაიხსნება – მიქანაძე

დღეს, 2 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ საჯაროს სკოლების რეფორმა წარმოადგინა.

მისი განცხადებით, სკოლის საფეხურები განისაზღვრება შემდეგნაირად – დაწყებითი იქნება I-VI კლასის ჩათვლით, საბაზო – VII-IX, ხოლო საშუალო საფეხური – X-XI კლასი.

გივი მიქანაძის თქმით, მე-12 კლასი მხოლოდ იმათთვის გაიხსნება, ვისაც ამ საფეხურზე სწავლის გაგრძელების სურვილი ექნება.

„განათლების სამინისტრო სრულ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ 11-წლიანი განათლება იქნება საკმარისი იმისათვის, რომ სრულფასოვანი ზოგადი განათლება მივცეთ ახალგაზრდებს.

ამავდროულად, ჩვენ ნებაყოფლობით კომპონენტს დავტოვებთ, რომლითაც ყოველი წლის მარტში გავხსნით სარეგისტრაციო ბადეს, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება დარეგისტრირდეს, თუ მას ექნება სურვილი, რომ მე-12 კლასშიც ისწავლოს. მათთვის მე-12 კლასი სპეციალურად გაიხსნება შემდეგ სასწავლო წელს და ამით მათ ინტერესებსაც დავაკმაყოფილებთ“- განაცხადა გივი მიქანაძემ.

მიქანაძის თქმით, დღეს არსებული განათლების სისტემა ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის, შესაბამისი კონკურენტუნარიანობის მქონე ახალგაზრდების სრულფასოვნად აღზრდას. მისი აზრით, ამის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ყოფილა 2004 წელს მიღებული ეროვნული მიზნების ზოგადი დოკუმენტი, რომელიც მიქანაძის თქმით, „გაჯერებული იყო ლიბერალური ღირებულებებით“.

მან თქვა, რომ 2023-2024 წელს განათლების სამინისტრომ შეიმუშავა განათლების მიზნების „სრულიად ახალი დოკუმენტი და ამ დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ, მთლიანად შეიცვალა ის მიდგომები, სულისკვეთება და ღირებულებები, რომლებიც სასწავლო პროცესთან არის დაკავშირებული“. მან თქვა, რომ დოკუმენტი დაეფუძნა „ეროვნულ ღირებულებებს, ეროვნულ ფასეულობებს და პატრიოტულ სულისკვეთებას“.

მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ უკვე 13 წელია ხელისუფლებაშია, „ოცნების“ განათლების მინისტრი დღესაც საუბრობს ისეთ გამოწვევებზე, როგორიცაა სასკოლო, კვებისა და სასპორტო ინფრასტრუქტურა, სახელმძღვანელოები და არაფორმალური განათლება, რომელიც მიქანაძის თქმით, ფრაგმენტულია და ვერ აძლევს ბავშვს ხარისხიან განათლებას.

გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ სკოლა ვერ ართმევს თავს დამამთავრებელ საფეხურზე მოსწავლეს მისცეს ხარისხიანი რჩევები კარიერულ განვითარებაზე. „ისეთივე სუსტია, როგორც კლასგარეშე სწავლების კომპონენტი“- თქვა მან.

დღეს „ოცნების“ განათლების მინისტრმა ახსენა სკოლების დაფინანსების საკითხიც. მიქანაძის აზრით, სათანადოდ ვერ მუშაობენ რესურსცენტრებიც და ეს პრობლემა ისევ რჩება. „გადასახედია სკოლების ვაუჩერული დაფინანსებაც“ – განაცხადა გივი მიქანაძემ, თუმცა რის შეცვლას აპირებს „ოცნება“ ამ მიმართულებით, ამის შესახებ მას პრეზენტაციისას არ უსაუბრია.

Interview with a Doctor Whose Study on Chemical Exposure During Georgia’s Protests Was Featured in the BBC Investigation

On December 1, the BBC World Service released a documentary indicating that the Georgian authorities likely used a toxic chemical compound called against protesters during the first week of the pro-European demonstrations. According to the BBC investigation, the compound is Camite—a substance last used during World War I. The report highlights the ongoing protests that began in November and December 2024, during which riot police violently dispersed demonstrators.

The BBC’s investigation references research conducted by Georgian doctors who studied the effects of the substances used during the dispersal on civilians. Their findings were published in the medical journal Toxicology Reports. 

According to the study, citizens who were at the center of the violent crackdowns during the early days of the pro-European protests exhibited lung changes several months after exposure. 

Initially, the group of doctors created a questionnaire that was completed by 347 individuals affected by the protests. Respondents reported the symptoms they experienced upon direct contact with the substance, as well as any symptoms in the weeks that followed, and again 30 days later. Sixty-nine individuals underwent laboratory tests and medical examinations, with their results compared to those of a control group consisting of 31 people who did not participate in the protests, did not live near Parliament, and were not present in the area during or after the dispersals. In short, they had no contact with the substance used against demonstrators in November and December of last year.

Netgazeti interviewed one of the study’s authors, pediatrician Konstantine Chakhunashvili.

  • Dr. Chakhunashvili, let’s begin with when and why you decided to conduct this research.

Many people around us were experiencing specific symptoms — coughing, shortness of breath, nosebleeds, and so on. There was public interest, but also a professional responsibility to study the issue scientifically and document it properly. That’s why we decided to conduct this research. We had planned additional studies as well, but due to a lack of funding, we couldn’t continue and couldn’t examine everything we intended to.

  • What symptoms were most common among participants in your study?

We asked participants, “What symptoms do you still have 30 days later?” We created a table based on their responses. The most frequent symptoms were cough and fatigue. There were also psychological effects — panic attacks, anxiety, and similar issues. A total of 125 participants reported these.

The top three symptoms were fatigue, cough, and anxiety. Still, in addition to these three, participants continued to experience — more than a month after the dispersal — shortness of breath, nosebleeds, nausea and vomiting, headaches, abdominal and joint pain, diarrhea, high blood pressure, rapid heartbeat, skin irritation, eye burning, and more.)

  • Tell us about the research methods: who you examined, when, and how. What did your findings reveal?

We collected questionnaires and data in January. The in-person examinations — when participants came to us for testing — took place in February and up to the beginning of March. So by then, quite some time had passed since the dispersals.

We started with a questionnaire. 347 people filled it out. After that, we contacted each participant individually to ask if they could come in for medical testing. Initially, we hoped to examine at least 100 people, but some couldn’t make it, some declined, and ultimately 69 participants came for in-person evaluation. We conducted electrocardiograms, blood pressure measurements, anthropometric assessments (height, weight, etc.), complete blood count and coagulation tests, capillaroscopy, electrocardiography, and more.

Since many participants reported nosebleeds, we wanted to determine whether they had any blood-clotting abnormalities; capillary damage can also cause nosebleeds, which is why we included capillaroscopy. We also checked heart function with ECGs — right-sided cardiac overload can indirectly indicate lung damage, so this was important to examine.

Our hypothesis was confirmed. The ECG results showed right-sided overload, suggesting that, in some participants, the problem with oxygen delivery to the lungs persisted in the long term. 

  • As you mentioned, the study aimed to identify the effects that victims continued to experience months after exposure to the substance. The BBC investigation, which relies in part on your findings, reports that riot police used a chemical agent during the dispersal. What can you tell us about this?

We don’t know exactly what substance was used. Our goal was to examine the effects of the specific agent on demonstrators. However, the BBC obtained internal information from within the system itself, so they are in a better position than I am to speak about the precise agent used.

What I can say is that if it is confirmed that Camite was used, as the BBC’s investigation suggests, then we are dealing with an entirely different context. Even ordinary CS gas, the tear gas commonly used, is not as harmless as it is sometimes portrayed. For instance, two patients who did not come in for examinations but shared their medical history with us over the phone developed pneumonitis—lung damage—from the substances deployed. Whether that was caused by Camite or something else is, at this point, less important.

To summarize: even standard tear gas should not be used so intensely or so widely, especially in densely populated areas where the general population is inevitably exposed. The goal of the police should be to stop individuals who may be committing offenses, not to punish 100,000, 200,000, or 300,000 peaceful citizens. The use of tear gas must be limited and subject to strict regulations. If Camite was indeed used, as I understand it, it is banned under international conventions. This would require an entirely different legal response and a formal investigation.

  • Dr. Chakhunashvili, a few weeks ago, on October 9, your father, Gogi Chakhunashvili, who is also a co-author of this study, was arrested. He is charged with attempting to seize a strategic facility (the Presidential Palace) and participating in group violence, facing up to six years in prison. Last year, during the early days of the pro-European protests, you were also detained administratively. Your family has been actively involved in the protest movement. Given this context, do you expect that publishing this study could lead to increased pressure or reprisals against you?

We’ll see. We submitted this study earlier, on August 8. The review process takes a long time. Our position hasn’t changed and won’t change—everyone knows where we stand. If something does happen, we’ll know precisely why, whether it’s me, my brother, or my father.

________________________________________________________________________________________________________________________________

The study includes contributions from Konstantine Chakhunashvili, his brother Davit Chakhunashvili, their father Gogi Chakhunashvili, and physicians Nino Jobava and Gela Ghunashvili.

The BBC investigation relies not only on the study above but also on information provided by whistleblowers from inside the Ministry of Internal Affairs, testimonies from former high-ranking officials, assessments from chemical weapons experts, and evaluations by medical professionals.

Furthermore, the BBC obtained a copy of the December 2019 inventory of the Special Tasks Department. This inventory listed two unnamed chemical substances, described only as “chemical liquid UN1710” and “chemical powder UN3439,” along with mixing instructions.

To verify the inventory’s authenticity, the BBC consulted another former senior officer of the riot police, who confirmed it was likely genuine. He identified the two unnamed chemicals as substances likely added to the water cannon. The next step was to identify these chemicals.

According to the BBC investigation, identifying UN1710 was straightforward; it corresponds to trichloroethylene (TCE), a solvent that helps dissolve other chemicals in water. However, determining the identity of UN3439 proved much more challenging, as it is an umbrella code encompassing a wide range of hazardous industrial chemicals.

The only chemical the BBC says they discovered that has ever been used as a crowd-control agent under this code is bromobenzyl cyanide, also known as Camite, which was developed by the Allied powers during World War I.

In response, the Georgian Dream party has rejected the BBC’s findings and is considering legal action against the media outlet. Additionally, Georgia’s State Security Service (SSS) has launched an investigation into the BBC report. The SSS is assessing the credibility of the BBC’s sources and the information they provided. According to the agency, the case is being investigated under two articles of the Georgian Criminal Code: abuse of official authority and assisting a foreign organization in hostile activities.

YouTube video player

სუს-ში დაიბარეს ექიმი, რომელმაც კვლევა ჩაატარა საპროტესტო აქციის მონაწილეების მოწამვლაზე

„სუს-ში დამიბარეს გამოკითხვაზე, ახლა მოდიან უწყების ჩასაბარებლად ციციშვილის კლინიკაში (მოსამართლესთან გამოკითხვა მოვითხოვე),“ – დაწერა ექიმმა კონსტანტინე ჩახუნაშვილმა დღეს, 2 დეკემბერს საკუთარ ფეისბუქგვერდზე.

კონსტანტინე ჩახუნაშვილი ერთ-ერთია ექიმთა იმ ჯგუფიდან, რომლებმაც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციაზე დარბევის შედეგად დაზარალებული მოქალაქეები გამოკითხეს და კვლევა ჩაატარეს.

პირველ დეკემბერს ბრიტანულმა მედიაგამოცემა BBC-მ გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომლის მიხედვითაც საქართველოში პროევროპული აქციის მონაწილეებს შეასხეს „კამიტე“ – ნივთიერება, რომელიც ბოლოს პირველი მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს.

საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დაწყებულ უწყვეტ აქციებზე, რომლის პირველ დღეებში სპეცრაზმმა სასტიკად დაარბია დემონსტრანტები.

BBC-ის გამოძიება ეყრდნობა, მათ შორის, ქართველი ექიმების კვლევას, რომლებმაც შეისწავლეს დარბევისას გამოყენებული ნივთიერებების ეფექტი მოქალაქეებზე.

კვლევა გამოქვეყნებულია სამედიცინო სამეცნიერო ჟურნალში „ტოქსიკოლოგიური მოხსენებები“.

კვლევის ერთ-ერთი ავტორია პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილი, რომელიც დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს.

კვლევის შედეგების მიხედვით, მოქალაქეებს, რომლებიც პროევროპული აქციების დასაწყისში დარბევების ეპიცენტრში მოხვდნენ, თვეების შემდეგაც აღენიშნებოდათ ცვლილებები ფილტვში.

ამავე თემაზე:

ინტერვიუ იმ კვლევის თანაავტორ ექიმთან, რომელიც BBC-ის საგამოძიებო ფილმშია მოცემული

ავტოავარიის პროვოცირებას ახდენდნენ, რომ სადაზღვევოსგან ფული მიეღოთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავში დააკავეს ორი პირი, რომლებიც თაღლითურად ავარიის პროვოცირებას აწყობდნენ, სადაზღვევო კომპანიისგან რომ ფული მიეღოთ.

შსს-მ ჯგუფურად ჩადენილი სხვისი ნივთის დაზიანების, ასევე, თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე 2 პირი დააკავა.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა სადაზღვევო კომპანიებისგან და ავტომობილების მძღოლებისგან, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან, დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თაღლითური სქემა შეიმუშავეს:

„ბრალდებულები წინასწარ შერჩეულ ადგილებში, მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების გამოყენებით, ავტოსაგზაო შეჯახებების პროვოცირებას იმგვარად ახდენდნენ, რომ დაზარალებულ მხარედ თავად წარმოჩენილიყვნენ, ზიანის სანაცვლოდ კი, ავტოსაგზაო შემთხვევებში მონაწილე მძღოლებისგან, ასევე, ავტომობილების დამზღვევი კომპანიებისგან დიდი ოდენობით თანხა მიეღოთ.

ბრალდებულები მსგავსი სახის რამდენიმე ათეულ ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტში მონაწილეობენ“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ დღეს, 2 დეკემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში ბრალდებულებს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით.

„წაიყვანეს დაუსახლებელ ადგილას, გააშიშვლეს, გადაუღეს ვიდეო და ემუქრებოდნენ“ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დააკავეს სამი პირი, რომლებსაც ბრალად ედებათ: ჯგუფურად ჩადენილი ძალადობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გამოყენება, არაადამიანური მოპყრობა და თვითმკვლელობამდე მიყვანა.

შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტში მოხდა.

გამოძიების ვერსიით, დაზარალებულმა თავდაპირველად ბრალდებულებთან ბანქო ითამაშა:

„თამაშის დასრულების შემდეგ აღნიშნულმა პირებმა რ.ბ.-ს განუცხადეს, რომ მას წაგებული ჰქონდა 20 000 ლარი და უნდა გადაეხადა. მოგვიანებით, ა.მ.-მ და ნ.ა.-მ მეგობართან – ე.გ.-სთან ერთად, რ.ბ.-ს 6 500 აშშ დოლარი და 2 800 ლარი მუქარითა და ფიზიკური ძალადობით გამოსძალეს.

ბრალდებულები გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ რ.ბ-ს კვლავ დაუკავშირდნენ და მოსთხოვეს 10 000 ლარის გადახდა, ხოლო 28 ნოემბერს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, წაიყვანეს მარნეულის მუნიციპალიტეტში დაუსახლებელ ადგილას, სადაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, გააშიშვლეს, გადაუღეს ფოტო და ვიდეოკადრები, დღის ბოლომდე გადაუხდელობის შემთხვევაში კი, არსებული ფოტო-ვიდეომასალის გასაჯაროებით დაემუქრნენ, რის შემდეგაც რ.ბ.-მ თვითმკვლელობა სცადა,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ დღეს, 2 დეკემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 2 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 2 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 175 030 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 110. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 387 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 23 679 ერთეული [+1]
  • საარტილერიო სისტემა – 34 768 ერთეული [+14]
  • MLRS – 1 552 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 253 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 430 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 86 141 ერთეული [+51]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 024 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 68 641 ერთეული [+58]
  • სპეცტექნიკა – 4 011 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 2 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 668 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 99 831 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 638 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 26 337 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 623 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 31 682 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 48 144 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ნობელიატები აცხადებენ, რომ უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო შეთანხმება უნდა შეეხოს პოლიტპატიმრებსაც

ერმაკი აცხადებს, რომ ფრონტზე მიდის

პუტინი ყირიმის და დონბასის საერთაშორისო აღიარებას ითხოვს

უიტკოფი რუსებს ტრამპთან მოსალაპარაკებლად რჩევებს აძლევდა – მედია

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება“ – გაეროს სპეცმომხსენებელი წამების საკითხებში BBC-ის გამოძიებაზე

გაეროს სპეციალური მომხსენებელი წამების საკითხებში, ელის ედვარდსი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა BBC-ის დოკუმენტურ ფილმს, რომელიც საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ სავარაუდო ქიმიური იარაღის გამოყენებას ეხება და დღეს გამოქვეყნდა.

„ჩემთვის პატივია მონაწილეობა BBC-ის დოკუმენტურ ფილმში „როცა წყალი წვავს: ბრძოლა საქართველოსთვის“. ფილმი შეეხება 2024 წლის პროტესტს, რომელსაც ასობით ადამიანის დაშავება მოჰყვა და ბრალდებას, რომ პოლიციამ წყლის ჭავლში უცნობი ქიმიური ნივთიერება გაურია.

ნივთიერება, რომელიც სავარაუდოდ გამოიყენეს, „კამიტია“, ბრომობენზილ ციანიდი, თუმცა ხელისუფლებას დღემდე არ გაუვრცელებია ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით.

მოვუწოდებ ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოყენებული ყველა იარაღი და აღჭურვილობა გაკონტროლდეს და და საზოგადოებას მიეწოდოს სრული ინფორმაცია, ასევე ზემოთ აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება.

„ექსპერიმენტული იარაღის ადამიანებზე გამოყენება დაუშვებელია და ყველას, ვინც საქართველოში ადამიანის უფლებებისთვის იბრძვის – ჩემი პატივისცემა თქვენ!!“ – წერს ელის ედვარდსი.

BBC-ის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს ანტისამთავრობო მომიტინგეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის ეპოქის ქიმიური იარაღი გამოიყენა. BBC-ის თანახმად, აღმოჩენილი მტკიცებულებები მიუთითებს ისეთი ქიმიური აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროები „კამიტს“ (camite) უწოდებდნენ.

კამიტი საფრანგეთმა გერმანიის წინააღმდეგ გამოიყენა პირველი მსოფლიო ომის დროს. ამის შემდეგ მისი გამოყენების შესახებ მცირე დოკუმენტაცია არსებობს, თუმცა ვარაუდობენ, რომ ის 1930-იან წლებში ამოიღეს მიმოქცევიდან მისი ხანგრძლივი ზემოქმედების შესახებ არსებული შეშფოთების გამო. მის ნაცვლად დაიწყო CS გაზის გამოყენება, რომელსაც ხშირად „ცრემლსადენ გაზს“ უწოდებენ.

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას დაიწყებს. ამის შესახებ ნათქვამია პარტიის მიერ დღეს, პირველ დეკემბერს, გავრცელებულ განცხადებაში.

ბათუმში ისტორიული სახლის გადარჩენის ოპერაცია დანგრევით დასრულდა – მერია დუმს

ბათუმში, გამსახურდიას #11-ში მდებარე ისტორიული სახლი ჯერ უსაფრთხოების ლენტით შემოსაზღვრეს, შემდეგ კი „მიწასთან გაასწორეს“. ასე გათავისუფლდა ადგილი ბათუმის ისტორიულ ზონაში სამშენებლოდ.

ერთ კვირაზე მეტია, რაც „ბათუმელები“ მერიისგან ელოდება პასუხს კითხვებზე: ვინ გადაწყვიტა შენობის საბოლოოდ დანგრევა და რას ეყრდნობოდა ეს გადაწყვეტილება? არსებობს თუ არა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა? მერია კითხვებს არ პასუხობს. ეს იმას ნიშნავს, რომ მერია ანგარიშვალდებულებას არ გრძნობს საზოგადოებასთან, არ სურს განმარტების გაკეთება ისეთ მნიშვნელოვან საკითხზეც კი, როგორიც არის ისტორიული შენობის განადგურება და ძველი ბათუმის იერსახის შეცვლა.

შეგახსენებთ, რომ წლების განმავლობაში ბათუმის მერიამ სწორედ ძველი ბათუმის ისტორიული იერსახის შესანარჩუნებლად, ძეგლების აღწერისა და აღრიცხვის მიზნით, სპეციალური ზონის შესაქმნელად არაერთი დოკუმენტის მომზადება და კვლევა დააფინანსა ქალაქის ბიუჯეტიდან.

ისტორიული სახლი გამსახურდიას ქუჩაზე, ძველ ბათუმში, 2025 წლის თებერვალში ჩამოინგრა, მანამდე კი შენობა წლების განმავლობაში იყო სახურავის გარეშე. შენობა 2013 წლის 21 სექტემბერს გაჩენილი ხანძრის შედეგად ნაწილობრივ დაიწვა, რის გამოც საცხოვრისის პრობლემა შეექმნა 9 ოჯახს. შენობაში რამდენიმე წლის განმავლობაში წვიმდა და თოვდა. არც ერთ პასუხისმგებელ ორგანოს არ უზრუნია ისტორიული სახლის გადახურვაზე, რომ მისი გადარჩენა რეალურად შესაძლებელი ყოფილიყო.

ბათუმი, გამსახურდიას #11 – ასე გამოიყურებოდა შენობა წლების განმავლობაში ვიდრე ჩამოინგრეოდა
სახლი 2025 წლის თებერვალში ჩამოინგრა

ორსართულიანი სახლი, გამსახურდიას #11-ში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ იყო, თუმცა, გარდა იმისა, რომ ძეგლის დაცვის ზონაში მდებარეობდა, ღირებული იყო მისი არქიტექტურაც.

ბათუმის ყოფილი მერი, ლაშა კომახიძე, წლების წინ ამომრჩეველს დაჰპირდა, რომ ისტორიული სახლის, როგორც ძველი ბათუმის განაშენიანების ნაწილის გადარჩენაზე, მერია იზრუნებდა, გადარჩენის გეგმაც კი გაახმოვანეს.

გამსახურდიას #11

ისტორიული შენობის მოვლა-პატრონობაზე ბათუმში ორი უწყებაა პასუხისმგებელი, ეს არის მერია და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო.

„გადარჩენის გეგმის“ მიხედვით შენობა სრულად უნდა გამოესყიდათ. მერიას მესაკუთრეებისთვის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართობი საბინაო ფონდიდან უნდა შეეთავაზებინა, შემდეგ კი უნდა ეპოვა ინვესტორი, რომელიც აიღებდა პასუხისმგებლობას ამ შენობის ავთენტური სახით აღდგენაზე, სანაცვლოდ კი შეძლებდა მის გამოყენებას კომერციული მიზნებისთვის ან შესყიდვას მისი იერსახის შენარჩუნების პირობით.

მერიამ ამ გეგმის გამხორციელებაზე მუშაობა დაიწყო კიდეც, რამდენიმე კერძო საკუთრება გამოისყიდეს, თუმცა, როგორც ბევრი სხვა, ეს პროექტიც იმდენ ხანს გააჭიანურეს, რამდენიც სახლის ჩამონგრევას დასჭირდა.

გეგმის გახმოვანების შემდეგ, ისტორიული სახლის გადარჩენის პროექტი, აჭარის ყოფილმა თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, პირველ წარმატებულ მაგალითად დაასახელა, როცა ბათუმის მერიამ მოახერხა მესაკუთრეებთან შეთანხმება მათ საკუთრებაში არსებული ბინების ალტერნატიულ ფართობებში გაცვლაზე.

2018 წელს საკრებულოსთვის გაგზავნილ განმარტებით ბარათში მერია წერდა, რომ ისტორიულ სახლს პირობიანი აუქციონის წესით გაასხვისებდა, ერთ-ერთი პირობა კი შენობის პირვანდელი იერ-სახის აღდგენა და მასში საზოგადოებრივი ობიექტის მოწყობა იქნებოდა. შემდეგ კი მერიამ ეს დოკუმენტი დააზუსტა, მასში მხოლოდ ერთი პირობის შესახებ ჩაწერეს, რომ მყიდველს საფასური 30 დღის ვადაში უნდა დაეფარა.

2023 წელს, უკვე არჩილ ჩიქოვანის მერობის პირობებში, ბათუმის მერიამ ეს სახლი საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეიტანა.

ამ წლების განმავლობაში დღის წესრიგში არასდროს დამდგარა შენობის მდგრადობის საკითხი, მეტიც, მერია შენობის პირველ სართულზე კომერციული ობიექტების მოწყობის პროექტებს ითანხმებდა და შესაბამის ნებართვებსაც გასცემდა.

მაგალითად, ამ შენობაში ფასადის ნაწილის რეკონსტრუქციის, კერძო ვიტრაჟის შეცვლის შეთანხმების თაობაზე მერიის მიერ 2024 წელს გაცემულ შეთანხმების დოკუმენტში ვკითხულობთ:

„თუ სამშენებლო/სარეკონსტრუქციო სამუშაოები გავლენას მოახდენს ობიექტის კონსტრუქციულ სიმტკიცეზე, მდგრადობასა და საიმედოობაზე, ასევე, ნაგებობის ცალკეული ნაწილების შეერთების კვანძებზე და საძირკველზე, წინამდებარე ნებართვის მფლობელი ვალდებულია, ისე განახორციელოს სამუშაოები, რომ შეინარჩუნოს ობიექტის სიმტკიცე, მდგრადობა და წონასწორობა ასევე, უზრუნველყოს მზიდი კონსტრუქციებისა და საინჟინრო სისტემების საიმედოობის შენარჩუნება, მაქსიმალურად დაიცვას ტექნიკური რეგლამენტებით და საექსპერტო დასკვნით დადგენილი მოთხოვნები.

აღნიშნულის შეუსრულებლობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება წინამდებარე ნებართვის მფლობელს. თუ I და II კლასების შენობა -ნაგებობების მშენებლობის პროცესში მშენებლობის ნებართვების მფლობელი არ ნიშნავს მშენებლობის უსაფრთხოების ზედამხედველს, თანახმად ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის” 121-ე მუხლისა, მაშინ წინამდებარე ნებართვის მფლობელი ვალდებულია თავად განახორციელოს მშენებლობის უსაფრთხოების ზედამხედველობა, პერმანენტულად შეამოწმოს მშენებლობაზე დასაქმებული სპეციალისტების მიერ მშენებლობის პროცესში უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დაცვა და მათი დარღვევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეატყობინოს მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს“.

როცა მერია წერს, რომ განმცხადებელმა მაქსიმალურად უნდა დაიცვას „საექსპერტო დასკვნით დადგენილი მოთხოვნები“ – ეს ნიშნავს, რომ ასეთი დასკვნა მერიას ჰქონდა ? – პასუხი არც ამ კითხვაზე გვაქვს, იგივე მიზეზით – ბათუმის მერიაში კითხვებს არ პასუხობენ.

საჯარო რეესტრის უახლესი ამონაწერის მიხედვით, აქ საკუთრებას ინარჩუნებდა 4 მესაკუთრე [ძირითადად კომერციულ ობიექტებს პირველ სართულზე], სახლის დიდი ნაწილი კი მერიას საკუთრებად ჰქონდა დარეგისტრირებული.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ისტორიული სახლი უსახურავობის გამო „გახდა არამდგრადი“ და შემდეგ ის დაანგრიეს. ნანგრევებზე კი, როგორც წესი, მაღლივ კორპუსებს აშენებენ.

მშენებელი კომპანიები, რომლებიც მომავალში მშენებლობის მიზნით კვარტალურ გეგმებს ამუშავებენ, შესაბამის კვლევებს უკვეთენ სპეციალისტებს, რომ შემდეგ ის მერიას წარუდგინონ. კვარტალური განაშენიანების გეგმა მოიცავს კვარტლის განაშენიანების საერთო ხედვას, არსებულის ანალიზს და საექსპერტო კვლევას რამდენიმე მიმართულებით.

ასეთ კვლევებში ხშირად ვხდებით სპეციალისტების დასკვნებს კონკრეტულ შენობებთან დაკავშირებით, რამდენად მდგრადია მათი კონსტრუქციული ნაწილი და ექვემდებარება თუ არა აღდგენას. უარყოფითი დასკვნების შემთხვევაში ხშირად გვხვდება ექსპერტების განმარტება, რომ შენობას მოუვლელობა, განსაკუთრებით კი წლების განმავლობაში უსახურავოდ დატოვება აზიანებს. ცხადია, როცა შენობაში წვიმს, ეს მას გადარჩენის შანსს არ უტოვებს.

გამსახურდიას #11 ში მდებარე სახლის გადასარჩენად მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენის საჭიროებაზე მერიას მოქალაქეებიც სწერდნენ და აფრთხილებდნენ.

მსგავსი სახლის ფოტო, რომელიც ნიუ ორლეანშია გადაღებული, სოციალურ ქსელში ბაჩუკი ჩხეიძემ გამოაქვეყნა წარწერით: „ზუსტად ასეთი შენობა გვაქვს ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე, რომელიც შეგნებულად ნადგურდება.“

მსგავსი სახლი ნიუ ორლეანში. აშშ-ში.

მის სტატუსს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოქალაქეები წერენ, რომ მათთვის სამწუხაროა, რომ ქალაქმა ძველი იერ-სახე და ისტორიული განაშენიანება ვერც ერთ ნაწილში სრულად ვერ შეინარჩუნა.

ბათუმის მერია საზოგადოებას 2018 წლიდან არწმუნებდა, რომ ცდილობდა სახლის გადარჩენას, მაგრამ ვერ გადაარჩინა. ახლა საზოგადოებას აქვს კითხვა – ვერ შეძლო? თუ რეალურად ამ სახლს ახალი კორპუსისთვის ამზადებდნენ?

გაასხვისებს თუ არა მერია გამსახურდიას #11-ში უკვე გამოთავისუფლებულ ადგილს სამშენებლოდ, ეს მალე გამოჩნდება.

2025 წელს საქართველოში აივ ინფექციის 516 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დღეს, პირველ დეკემბერს, შიდსის მსოფლიო დღე აღინიშნება.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის სტატისტიკის თანახმად, 2025 წელს, ამ დრომდე, საქართველოში აივ ინფექციის 516 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

არვ მკურნალობაზეა 7163 (მათ შორის აფხაზეთში – 734) პაციენტი.

პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდე ასაკისაა.

რეგიონების მიხედვით, აივ/შიდსის ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისშია რეგისტრირებული – 4 325, მეორე ადგილზეა სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონი – 1412, ხოლო მესამეზე აჭარა – 1407 შემთხვევა. 

ინფიცირების გზების მიხედვით პირველ ადგილზეა ჰეტეროსექსუალური კონტაქტი – შემთხვევათა 53.2 პროცენტი. მეორე ადგილზეა ნარკოტიკების ინექციური მოხმარება.

საქართველოში აივ/შიდსის მკურნალობა, არვ თერაპია, 100%-ით უფასოა.

მსოფლიო სტატისტიკის თანახმად საქართველო აივ ინფექცია/შიდსის დაბალი გავრცელების ქვეყნებს მიეკუთვნება, თუმცა შიდსის ცენტრის ინფორმაციით, აივ ინფიცირებულების სავარაუდო რაოდენობა საქართველოში 10500-მდეა, ეს კი ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

ამავე თემაზე: 

როდის უნდა შეამოწმოთ, გაქვთ თუ არა აივ ინფექცია

რომელ გზებზეა ზამთრის საბურავები სავალდებულო დეკემბრიდან მარტამდე

პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე პერიოდში გარკვეულ გზებზე გადაადგილებისას ავტოტრანსპორტზე სავალდებულოა ზამთრის საბურავების ქონა.

ამავე პერიოდში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციას ასევე შეუძლია დააწესოს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნაც.

ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება 100 ლარით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შეუმცირდება 5 ქულით.

ზამთრის საბურავი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

„საბურავზე დატანილი უნდა იყოს სიმბოლო – ფიფქი. საბურავის პროტექტორის სიღრმე უნდა იყოს:

  • არანაკლებ 3 მმ − მსუბუქი ავტომობილებისთვის (M1) და სატვირთოებისთვის (N1, N2, N3);
  • არანაკლებ 4 მმ − მიკროავტობუსისთვის (M2) და ავტობუსისთვის (M3);

საბურავის დამზადებიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელი; საბურავზე შესაძლებელი უნდა იყოს დამზადების თარიღის წაკითხვა;

ავტობუსისთვის (M3) და 3.5 ტონაზე მეტი სრული მასის მქონე სატვირთო სატრანსპორტო საშუალებისთვის (N2, N3) დასაშვებია იმგვარი ზამთრის საბურავით გადაადგილება, რომელზეც არ არის დატანილი სიმბოლო – ფიფქი.

ვრცლად: როგორი უნდა იყოს ზამთრის საბურავი

იმ ადგილის/გზის მონაკვეთების ჩამონათვალი, სადაც ზამთრის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულოა ზამთრის საბურავებით ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვით, მთავრობის 2023 წლის დადგენილებითაა განსაზღვრული.

გზების ჩამონათვალი ნახეთ ამ ბმულზე:

რა გზებზეა სავალდებულო ზამთრის საბურავები პირველი დეკემბრიდან

„არავინ არ იბარებს აქ მანდარინს“ – ციტრუსის ბაღებში კლიენტი არ ჩანს

„რა მანდარინს ვიბარებ?! არავინ არ იბარებს აქ მანდარინს… ვინც გითხრათ ჩემზე მანდარინს იბარებსო, იმან წაიღოს,“ – ბრაზს ვერ მალავს ქობულეთელი დავით ქათამაძე. მასთან საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზის ოპერატორმა დაგვაკავშირა – მანდარინს იბარებს და ფასსაც თავად გეტყვითო.

აჭარა-გურიაში მანდარინის კრეფის სეზონი უკვე სრულდება. ქობულეთის სოფლების ძირითადი შემოსავლის წყარო მანდარინის ბაღებია, თუმცა, როგორც ქობულეთში ამბობენ, „კლიენტი არ ჩანს“.

ქობულეთის სოფლებში არც მანდარინის შესასყიდად გაჩერებული სატვირთო მანქანები შეგხვდებათ. ქობულეთის ციტრუსის მიმღებ საწარმოში მხოლოდ არასტანდარტული მანდარინის, ე.წ. ენესის ჩაბარებაა შესაძლებელი 40 თეთრად.

რაც შეეხება სტანდარტულ მანდარინს, ამ ეტაპზე ვერც მეციტრუსეებმა და ვერც სამინისტრომ ვერ გვითხრეს, სად შეიძლება დაკრეფილი მანდარინის რეალიზება.

„ზარალში ვარ, მივიღე ორი მანქანა და გავაჩერე ორი კვირაა უკვე,“ – გვიყვება დავით ქათამაძე. მან სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით ქობულეთში მანდარინის მიმღები პუნქტი მოაწყო. მეციტრუსეებს მასთან უნდა შეეძლოთ, წესით, ციტრუსის ჩაბარება, დავით ქათამაძემ კი, ჩაბარებული მანდარინი ექსპორტიორს უნდა გადასცეს.

„მაგრამ მანდარინის მიღება ზარალია…. შეხედვა უნდა ამას, ხალხი რა დღეშია.. რაც მივიღე, იმაში კილოგრამში თითო ლარი გადავიხადე, „სუპერიც“ იყო, „ენესიც“ და ყველაფერი… მე უკვე ვალში ვარ. ვერ მივიღებ მანდარინს, რაფერ მივიღო? რომ მიღო, თქვენ გადმომირიცხავთ ფულს?

ქობულეთში რა საწარმოც არის, სტანდარტულ მანდარინს ჯერ არ იღებს. ვინმე თუ გამოჩნდება სოფელში თავისი ინიციატივით და 50-60 თეთრად იყიდის მანდარინს, სულ ისაა. მეტი არ ღირს მანდარინი. ხალხს კი, ამ ფასად მანდარინის დაკრეფა არ უღირს.

მე კაციშვილი არაფერში არ მომხმარებია: არც გაკეთებაში, არც დამშვენებაში. 140 ათასი ლარი ჯდებოდა აპარატი და ვერ დაგიფინანსებთო. ჩემი სახსრებით მოვაწყვე პავილიონი. აფიქსირებენ ვისი პავილიონია, მარა რანაირად არის გაკეთებული, იმას აღარ კითხულობენ.

არავინ შემხმიანებია [სამინისტრო], მარტო დამისამართებას აძლევენ, რომ იღებს მანდარინსო, მაგრამ როგორ? ჩემს დღეშია ყველა“,- უთხრა „ბათუმელებს“ დავით ქათამაძემ.

მანდარინის ბაღი

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, წელს აჭარის რეგიონში 60 ათასი ტონა ციტრუსის მოსავალია, რაც 30%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით. სამინისტროსვე მონაცემებით, რეგიონში მოქმედებს 20-ზე მეტი პავილიონი და 2 საკონსერვო ქარხანა, არასტანდარტული მანდარინისთვის აჭარის მთავრობა 2025 წელს სუბსიდიის სახით კილოგრამში 35 თეთრს იხდის [არასტანდარტულ მანდარინს 40 თეთრად იბარებენ, აქედან 5 თეთრს ფარავს მხოლოდ ბიზნესმენი].

„ყველა რესურსი მობილიზებულია, რათა ციტრუსის რეალიზაციის პროცესი შეფერხების გარეშე წარიმართოს და აგრარული სექტორი მაქსიმალურად მომგებიანი გახდეს თითოეული ფერმერისთვის,“ – განაცხადა 2025 წლის 15 ნოემბერს აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა.

რა უშლით ხელს ექსპორტიორებს მანდარინი ტრადიციულ ბაზრებზე წაიღონ? რა გამოსავალს სთავაზობს მეციტრუსეებს მთავრობა? – „ბათუმელები“ დაუკავშირდა, ქობულეთის მერიას, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ციტრუსის საკოორდინაციო შტაბს, მაგრამ ამ უწყებებში ჩვენს შეკითხვებს არავინ უპასუხა.

სულხან თამაზაშვილი მანდარინის ბაღში

„ბათუმელების“ სატელეფონო შეტყობინებებს არც ციტრუსის იმ ექსპორტიორებმა უპასუხეს, რომლებსაც გასულ წლებში ძირითადად რუსეთში გაჰქონდათ მანდარინი.

„როგორც ჩემთვის არის ცნობილი, რუსეთმა შეცვალა ციტრუსის განბაჟების წესები – გაართულა, ზომა 50 პლუსი უნდა იყოს, ექსპორტიორები კი ამისთვის არ იყვნენ მზად.

წინასაახალწლოდ ეს პროცესი გააქტიურდება, მე ვფიქრობ, რომ გადაეწყობიან, მოერგებიან მოთხოვნებს და მალე დაიწყებენ ექსპორტიორები გადაზიდვას. მანდარინის ფასი არ იქნება მაღალი,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ კახა შავაძე, შპს „აჭარა ტრეიდინგ გრუპის“ დამფუძნებელი. ის წლების წინ მუშაობდა ექსპორტიორად, ამჟამად კი ციტრუსის დამზადებაზე მუშაობს.

კახა შავაძე გვეუბნება, რომ ციტრუსის ექსპორტიორები ძირითადად ისევ რუსეთის ბაზარზე მუშაობენ, რადგან ეს მათთვის ყველაზე ნაცნობი ბაზარია და ამ გზით უფრო „კეთდება ფული“.

„წლებია ვსაუბრობ ხარისხზე, რომ აქცენტი უნდა გაკეთდეს ხარისხზე: მივიღოთ ხარისხიანი მოსავალი, გავიტანოთ ხარისხიანი ციტრუსი, მაგრამ ეს აქ არავის ანაღვლებს. აწყობენ „კუკლას“ [როცა ყუთში ჩაყრილ უხარისხო მანდარინს ზემოდან აწყობენ ე.წ. სუპერს].

მე ვისაც დავუმზადე წელს მანდარინი, გაიტანა ერთი მანქანა რუსეთში და ელოდება შედეგს, შეხედავს, როგორ იქნება. ფასი თავდაპირველად შედარებით მაღალი იყო, როგორც ხდება ხოლმე აქტიური სეზონის დაწყებამდე, ახლა უკვე ვარდნაა და სავარაუდოდ საახალწლოდ წამოიწევს ისევ.

მოლოდინი მქონდა, რომ ლარი-ლარ-ნახევარი იქნებოდა სადღაც, მაგრამ ამ ფასს სავარაუდოდ ვერ გადაიხდიან – რუსეთში 70-80 მანეთის [2-2,5 ლარი] ფარგლებშია კილო მანდარინის ფასი,“- ამბობს კახა შავაძე.

რატომ აწყობთ ქართველ ექსპორტიორებს რუსეთის ბაზარი და არა, მაგალითად, ევროპის ბაზარი, სადაც ქართული ციტრუსი ისევ ძალიან მცირე რაოდენობით გადის?

„რაც იციან, იმას აკეთებენ. იციან რუსული ბაზარი,“ – გვიპასუხა კახა შავაძემ. ციტრუსით დაინტერესებული ბიზნესმენის დაკვირვებით, ევროპის ბაზარზე ფეხის მოსაკიდებლად, პირველ რიგში, წესიერებაა საჭირო.

„ევროპის ბაზარი იქნებოდა ძალიან კარგი. ფასებში არაა დიდი სხვაობა, მაგრამ სტაბილურობაა. ეს ვერ გაითავისეს.

ასევე, ევროპის ბაზარზე აუცილებელია დალაგებული ხარისხი – ევროპის ბაზარზე მაიმუნობა არ ჭრის. ქვემოთ რომ ნაგავს ჩაყრი და ზემოდან მოაწყობ, ასე ვერ იშოვი ფულს ევროპაში,“ – ამბობს კახა შავაძე.

კიდევ ერთი დეტალი: სამხრეთ კავკასიაში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის შესაბამისად, რუსეთში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს პრაქტიკულად ჩაუკეტეს ოპერირება რუსეთის ბაზარზე. წინა წლებში საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელები საქართველოში ყიდულობდნენ ციტრუსს, ამზადებდნენ და რუსეთში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს უგზავნიდნენ – რუსეთის ბაზარზე სარეალიზაციოდ.

„წელს აირია ეს და საერთოდ ბაზარი ჩაუკეტეს პრაქტიკულად აზერბაიჯანელებს რუსებმა… ახლა დარჩნენ ძირითადად გორელი ბიჭები, რომლებიც მოძრაობენ ვაშლზე, ხილზე და ყიდულობენ მანდარინსაც,“ – დასძინა „ბათუმელებთან“ კახა შავაძემ.

ნუკრი ქანთარია სოხუმის დრამატული თეატრის დირექტორად დანიშნეს

ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორობიდან გათავისუფლებული ნუკრი [ალექსანდრე] ქანთარია სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორად დანიშნეს.

ის დღეს, 1-ელ დეკემბერს, წარუდგინა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ თეატრის თანამშრომლებსა და დასის წევრებს.

ნუკრი ქანთარიამ ბათუმის დრამატული თეატრი მსახიობების პროტესტის ფონზე, ერთი თვის წინ დატოვა. მისი გათავისუფლების მიზეზად მსახიობები მათი გარდაცვლილი კოლეგის, ოთარ ქათამაძის მიმართ უპატივცემულობას ასახელებდნენ.

კერძოდ, მსახიობები ამბობდნენ, რომ ნუკრი ქანთარია არ მივიდა თეატრში მსახიობის სამძიმარზე, მისი დაკრძალვის შემდეგ კი, მსახიობებთან პირველი შეხვედრის შემდეგაც არ გამოუხატავს თანაგრძნობა.

„მეგონა წუთიერი დუმილით დაიწყებდა შეხვედრას, მაგრამ დაიწყო გასტროლებზე საუბრით. მე მივუბრუნდი და ვუთხარი – ეს არის ვერდიქტი, რომ თქვენ დატოვოთ აქაურობა და წახვიდეთ-მეთქი“ – ასე იხსენებდა ჩაშლილი შეხვედრის დეტალებს მსახიობი ავთო ქარჩავა „ბათუმელებთან“.

ნუკრი ქანთარია პარლამენტის ყოფილი წევრია „ქართული ოცნებიდან“. ის ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად კონკურსის გარეშე, 2022 წელს დანიშნეს და მისი დირექტორობის პერიოდში არაერთხელ იყო დაპირისპირება მსახიობებსა და მას შორის.

ჩინეთის მოქალაქეები რუსეთში უვიზოდ ივლიან – პუტინის განკარგულება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ჩინეთის მოქალაქეებისთვის რუსეთში უვიზო მიმოსვლის შესახებ.

ჩინეთის მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ 30 დღემდე შეეძლებათ დარჩენა.

დოკუმენტი დღეს, 1-ელ დეკემბერს გამოქვეყნდა. უვიზო რეჟიმი 2026 წლის 14 სექტემბრამდე იმოქმედებს.

დოკუმენტის თანახმად, უვიზო რეჟიმი ეხება ჩინეთის მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში სტუმრად ან საქმიანი ვიზიტით, ტურისტებად ან სამეცნიერო, კულტურულ, სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ ან სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად მიდიან.

ვიზა საჭირო იქნება ჩინეთის მოქალაქეების იმ კატეგორიებისთვის, რომლებიც რუსეთში სწავლის, მუშაობის ან ჟურნალისტად მუშაობის მიზნით ჩასვლას აპირებენ.

რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეებს, მათ ჩინეთში მოგზაურობისთვის ვიზა უკვე რამდენიმე თვეა არ სჭირდებათ.

______________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო/EPA

 

თურქეთის მოქალაქეებისთვის პასპორტი საკმარისი აღარ იქნება საქართველოში შესასვლელად – მედია

2026 წლის 1-ელი იანვრიდან თურქეთის მოქალაქეებს პირადობის მოწმობით ან პასპორტით საქართველოში შემოსვლის უფლება კვლავ ექნებათ, თუმცა მხოლოდ ეს დოკუმენტები საკმარისი აღარ იქნება. მათთვის საქართველოში შემოსასვლელად სამოგზაურო და ჯანმრთელობის დაზღვევაც იქნება სავალდებულო. ამის შესახებ თურქული მედია წერს და თურქეთის მოქალაქეებს აფრთხილებს.

თურქული მედია წერს, რომ საქმე ეხება საქართველოს კანონმდებლობაში რეგულაციას, რომელიც 2026 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება და რომელიც საქართველოში შემოსული ყველა უცხოელი ტურისტისთვის სამოგზაურო დაზღვევას სავალდებულოს ხდის.

„რეგულაცია ასევე შეეხება მგზავრებს, რომლებიც ერთი დღით გადიან ხოფა-სარფის სასაზღვრო პუნქტში; შესაბამისად დაზღვევა საჭირო იქნება ბათუმში მოკლევადიანი ვიზიტებისთვისაც კი.

სავალდებულო დაზღვევა საჭიროა საავადმყოფოსა და მკურნალობის ხარჯების, უბედური შემთხვევების, გადაუდებელი ჩარევებისა და სავალდებულო დაბრუნების პროცედურების დასაფარად.

ხელისუფლებამ მოქალაქეებს შეახსენა, რომ სამოგზაურო გეგმების შედგენისას წინასწარ უნდა უზრუნველყონ თავიანთი დაზღვევა, რათა თავიდან აიცილონ პრობლემები გამშვებ პუნქტებზე“ – წერს ადგილობრივი ახალი ამბების გამოცემა Arhavinin Sesi. 

  • რა ხდება?

„ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მიხედვით: „საქართველოში შემომსვლელ ტურისტს უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევა.“

აღნიშნული მუხლი თავდაპირველად 2024 წლის 1-ელი ივნისიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა, ამავე წლის 13 ივნისს მიღებული ცვლილებით, მისი მოქმედება 2026 წლის 1-ელ იანვრამდე შეაჩერეს.

ამ ცვლილებით საქართველოს მთავრობას ასევე დაევალა, რომ 2026 წლის 1-ელ იანვრამდე მიიღოს დადგენილება „საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“.

„საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების შემუშავების პროცესში გამოიკვეთა მთელი რიგი საკითხები, რაც მიზანშეწონილს ხდის კანონის მე-12 მუხლის ჩანაწერის 2026 წლის 1-ელ იანვრამდე შეჩერებას, ვინაიდან, იკვეთება, რომ კერძო სექტორი ადაპტირებისთვის საჭიროებს დამატებით ვადებს და ამ ეტაპისთვის მოსალოდნელ ცვლილებებს ვერ ხვდება მზად“ – აღნიშნული იყო განმარტებით ბარათში.

განახლება: აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „ბათუმელები“ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დაუკავშირდა. „გაცნობებთ, რომ „საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების მიღებისა და ძალაში შესვლის თარიღად განისაზღვრება 2026 წლის 1 იანვარი. დეტალების შესახებ ინფორმაცია მალე გავრცელდება.“ – მოგვწერეს ადმინისტრაციიდან 2025 წლის 2 დეკემბერს. ადმინისტრაციიდან კანონთან დაკავშირებით სხვა კითხვებზე კი, პასუხები ჯერ არ მიგვიღია.

 

„მინდა, გაბედოთ და ხმა ამოიღოთ” – დავით კოლდარის წერილი ციხიდან

„ეს წერილი იმიტომ დავწერე, მინდა, გაბედოთ და ხმა ამოიღოთ ამ უსამართლობის წინააღმდეგ. ეს 22 წლის ბიჭის ხედვაა, რომელიც სამშობლოს თვლის მის სახლად და ოჯახად“ – რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს დაკავებული დავით კოლდარი ციხიდან ვრცელ წერილს ავრცელებს.

წერილში ციხეში არსებული მდგომარეობაა აღწერილი, ამასთან საუბარია იმ საერთო სოციალურ ფონზე, რომელიც პატიმართა ნაწილისთვის ციხეში მოხვედრის წინაპირობა ხდება.

დავით კოლდარი 2024 წლის 12 მაისს დააკავეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს. მას ბრალად საპატრულო პოლიციის ავტომობილის შუშის ჩამტვრევა ედებოდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ დავით კოლდარი დამნაშავედ ცნო და 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დავით კოლდარის სასჯელი უცვლელი დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა.

გთავაზობთ დავით კოლდარის წერილს მცირედი კორექტირებით:

„გამარჯობა, ჩემო თანამემამულენო. დღესდღეობით რაც ხდება ჩვენს მიწა-წყალზე, თუ როგორ აირია ეს ქვეყანა, ნათქვამია, „ქვეყანა სხვის ბაძვით წახდებაო“, პრობლემა პრობლემაზე მოდის.

ვერა და ვერ გათავისუფლდა ქართული მიწა-წყალი მტრების ხელიდან, ყოველთვის გლეხი არის დაჩაგრული ყოველ არასწორ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ ამის შემცვლელი მათი რიგებიდან არავინ არის.

რატომ შეცვლიან?! თვითონ და მათი ოჯახნი ხომ კარგად არიან. სხვანი კი არ აინტერესებთ. ვის რაში სჭირდება გლეხის აზრი ქვეყნის სამართავად. ასეთი ფიქრით არიან ყველას მიმართ, ვინც მათიანი არ არიან. კაპიკს-კაპიკზე გადებინებენ და გითვლიან, ვინმეს ან რამეს ხომ არ დააკელი. თვითონ კი არც რიდი არ აქვთ, ისე აკლებენ და იპარავენ და ამაზე მათი რიგებიდან ხმის ამომღები არავინ ჰყავთ. მხოლოდ და მხოლოდ თუ ამოიღეს ხმა, ისიც შიდა სამზარეულოს საქმის გამო.

თქვენს ფულს სახელს არქმევენ და ითვისებენ, არ ამბობენ, რომ ხალხის ფულს იპარავსო და მაგის გამო დავიჭერთო – უბრალოდ კორუფციას იძახიან.

მთავრობა ხომ ყველაზე მეტად კორუფციას და მამაძაღლობას უნდა აქცევდეს თვალ-ყურს. რამდენია კიდევ მოპარული და მათ ჯიბეში შენახული? ამ პრობლემის მომგვარებლები არ არიან, სანამ შემცვლელი მთავრობა არ გამოჩნდება და არ შევალთ იქ, სადაც ჩვენი ქვეყნის ადგილი იყო მუდამ და ახლაც გველოდება ჩვენი ევროპა. ამათ ხელში ჩვენ დიდხანს ვერ შევალთ, რადგან პრემიერზე და პარლამენტზე დიდი ხომ მათი შემქმნელის ბატონის ხმა არის, რომელმაც რუსეთზე უნდა მიგვაჯაჭვოს სამუდამოდ ქართველი ერი და დაგვაბრუნოს ისევ საბჭოეთის შემადგენლობაში, ან უფრო უარესში.

ევროპა რომ ჩვენი ქვეყნის ერთადერთი გადამრჩენელია ეს ოდითგანვე ჩვენმა დიდმა წინაპრებმაც იცოდნენ და სწორედ ევროპისკენ გვიკვალავდნენ ბილიკებს.

ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ იმედი, რომ ჩვენი თაობა შევალთ, მაგრამ ეს მხოლოდ ერთად დგომით არის შესაძლებელი.

ეს მთავრობა უნდა გადადგეს. ნუთუ არ დაიღალეთ ამათი უაზრო ქმედებებით.

ლუკმა-პურის საშოვნელად გამოსულ ადამიანებს პროდუქტების ფასებს უზრდიან და უზრდიან, ქვეყანაში ამდენი უპატრონო ადამიანია, მოხუცებულები, გაჭირვებულები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები. ამათ და კიდევ სხვა პრობლემის მქონე ადამიანებს შესაძლებლობას არ აძლევს იმ ოფლით ნაშოვნი ფულით ნორმალურად გამოკვებოს თავი და გამოკვებოს ოჯახის წევრები. ყველა ხომ პარლამენტარი, დიპლომატი ვერ გამოვა, რომ კარგად იცხოვროს?

ის ცოდნა, რაც მათ აქვთ, ქვეყნის განვითარებას და ხალხის უზრუნველყოფისკენ უნდა იყოს მიმართული. გაჭირვებულ ადამიანებს პირობები უნდა შეუქმნან. კი არ იზამენ ამას, პირიქით, იმ დონემდე მიიყვანენ ადამიანებს, იძულებულნი გახდებიან იქურდონ, როცა შიათ, ტანსაცმელი მოიპარონ – როცა არ აქვთ…. უამრავი რამის მოწმე გახდება ადამიანი თუ ამათმა არ შეცვალეს ხედვა და არ დააყენეს უკეთესი საშველი ჩვენი ქვეყნისთვის…

მაგრამ ამის გამკეთებლები არ არიან და არც იქნებიან, სანამდის გლეხობა არ გამოვა გარეთ.

ციხეებში ტევადობა აღარ არის, ხალხს იჭერენ და იჭერენ. აქ უმეტესობა ამათი უნიათო პოლიტიკის გამო არის. უამრავი ადამიანი შემხვდა, ვისაც სახლ-კარი არ აქვს, საჭმელ-სასმელი არ აქვს გარეთ ყოფნის დროს და აქ შემოდიან.

ზამთრის პერიოდი როცა დგება, წვრილმანი ხულიგნობით აქ ხვდებიან, ზამთარს გადააგორებენ და როცა გასვლა უწევთ, გადიან… მერე ისევ ასე.

ასე არ უნდა ხდებოდეს დამოუკიდებელ ქვეყანაში. განა შეიძლება ასე? თითქმის ყველა, ვისაც ვესაუბრე, მოხუცებულია ან ჯანმრთელობით ავადმყოფი. დაფიქრდით, როგორ ვითარება არის აქ და როგორი ვითარებაა გარეთ, რომ აქედან გამოსული ადამიანი ისევ აქ შემობრუნდეს, რადგან იცის, რომ გარეთ თავს ვერ გაიტანს ამ მთავრობის ხელში.

ყველაფერს აკეთებენ, რომ პატიმარი ისევ აქ შემოვიდეს.

6 თვიდან 3 თვე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გამატარებინეს კარცერში, სისუფთავე მოვითხოვე, როცა ჭერიდან კოღოები და ტარაკნები ვარდებოდა მაგიდაზე, საწოლზე, ყველგან თუ სადმე შეიძლებოდა დავარდნა. ამის გამო 3 თვე ვიყავი კარცერში. ეს გლდანში ყოფნის დროს.

ექიმების პრობლემაც არის. 400 კაცზე 1 ექიმი და ექთანი არის გამოყოფილი. ესეც გლდანის ვითარება არის. თვალის ექიმთან თუ მოგიწია, იმ დღეს ბედნიერი ხარ, რადგან ორ-თვენახევარი გიწევს ლოდინი სხვა დროს.

მედიას ავიწროებენ, რომ სიმართლეს ჰყვება. ეს ხომ დემოკრატიული სამყაროს წესებს ეწინააღმდეგება.

ზიანდება ჩვენი ქვეყნის წინსვლა.

ხმა ამოიღეთ, რადგან თქვენი ვალიცაა. მე ეს წერილი იმიტომ დავწერე, მინდა გაბედოთ და ხმა ამოიღოთ ამ უსამართლობის წინააღმდეგ.

ეს 22 წლის ბიჭის ხედვაა, რომელიც სამშობლოს თვლის მის სახლად და ოჯახად!   გამარჯვებას, წინსვლას და თანასწორობას!

შევეცადე მომეკითხეთ ყველა და მადლობა კიდევ ერთხელ ყოველივესთვის. მიყვარხართ ძალიან!

აქ პატიმრებიც აპირებენ გამოსვლას გარეთ აქციაზე. სჯერათ, რომ სწორ მხარეს ვდგავართ.

23-ში, გიორგობისთვის შემოგზავნილ პროდუქტებზე დიდი მადლობა!!!

მალე თქვენს გვერდით ვიქნები. სულ რაღაც 8 თვე დამრჩა.

მიყვარხართ ყველანი! ჩემი დიდი ოჯახი ხართ!

მე კარგად ვარ, არ იღელვოთ!!!

მოკითხვა პოლიტპატიმრებს.

მოკითხვა სინდისის პატიმრებს.

ჩვენ ყველაფერს შევძლებთ!“ – წერს დავით კოლდარი.

 დავით კოლდარის საქმის შესახებ წაიკითხეთ აქ:

სააპელაციომ რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებზე დაკავებულ კუჭუაშვილს სასჯელი გაუნახევრა

„მუქარის წერილებით 50 000 აშშ დოლარს ითხოვდნენ“ – პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, დაკავებულია 2 პირი, რომელთაც ბრალად ედებათ ჯგუფურად დიდი ოდენობით თანხის გამოძალვა და სხვისი ნივთის განადგურება.

პროკურატურა გამოძიებაზე დაყრდნობით წერს, რომ „ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, თანხის გამოძალვის მიზნით დაზარალებულის ეზოში მუქარის შემცველი წერილები დატოვეს, სადაც 50 000 აშშ დოლარს ითხოვდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოსალოდნელ მძიმე შედეგზე აფრთხილებდნენ, მათ შორის სიკვდილით იმუქრებოდნენ.

იმისთვის, რომ ზემოაღნიშნული მუქარის სისრულეში მოყვანა საფუძვლიანი ყოფილიყო, ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს დაზარალებულის ეზოში მდგარი ორი ავტომობილი დაწვეს“.

უწყების ცნობით, ერთ დაკავებულს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის დიდი ოდენობით 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით (გამოძალვა, სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულისა და მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენებისა და ნივთის განადგურების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტით ( სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, ჯგუფურად).

აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ხოლო მეორე დაკავებულს ბრალდება წარედგინა 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით ( გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულისა და მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენებისა და ნივთის განადგურების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, ჯგუფურად),რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა წერს, რომ სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

___________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ნობელიატები აცხადებენ, რომ უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო შეთანხმება უნდა შეეხოს პოლიტპატიმრებსაც

ნობელის პრემიის ლაურეატების ჯგუფი წერილით მიმართავს აშშ-ს, უკრაინის, რუსეთისა და ევროკავშირის ლიდერებს, უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო შეთანხმებაში გათვალისწინებული იყოს პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი.

„დოიჩე ველე“  წერს, რომ წერილში, რომელიც გამოქვეყნდა 1-ელ დეკემბერს და რომელსაც ხელს აწერს ნობელის პრემიის 17 ლაურეატი, ნათქვამია:

„უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტა, შემდგომ კი ამას უნდა მოჰყვეს მოლაპარაკებები და ტყვეების გაცვლა. გთხოვთ, შეიყვანოთ სამშვიდობო შეთანხმების პროექტში პუნქტი იმ სამოქალაქო პირების შეწყალების ან გაცვლის შესახებ, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ პოლიტპატიმრებად იწოდებიან“.

წერილში აღნიშნულია, რომ რუსეთის ციხეებში ომის საწინააღმდეგო პოზიციის გამო 1000-ზე მეტი ადამიანი იმყოფება და უფლებადამცველი ორგანიზაციის, „მემორიალის“ მიერ ისინი პოლიტიკურ პატიმრებად არიან აღიარებულნი.

„დოიჩე ველე“ წერს, რომ  ნობელის პრემიის ლაურეატებს შორის, რომლებმაც მიმართვას ხელი მოაწერეს, არიან 2015 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში – სვეტლანა ალექსიევიჩი და 2021 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში, რუსი ჟურნალისტი დიმიტრი მურატოვი.

წერილზე ხელმოწერა გრძელდება.

____________

ფოტოზე: სვეტლანა ალექსეევიჩი, დმიტრი მურატოვი

მოამზადა მარია ბასილაძემ.

ბათუმის საკრებულოში ანტიკორუფციული ჯგუფის შექმნას ითხოვენ

ვაჟა დარჩია, ბათუმის საკრებულოს წევრი პარტია „ლელოდან“, ბათუმის საკრებულოში ანტიკორუფციული ჯგუფის შექმნას ითხოვს. ინიციატივა საკრებულოს დეპუტატმა გასულ სხდომაზე დააყენა, დღეს, 1-ელ დეკემბერს გამართულ სხდომაზე, კი ქალაქში მიმდინარე უკანონო მშენებლობებით დაასაბუთა მისი შექმნის აუცილებლობა.

„წინა სხდომაზე ვისაუბრე ანტიკორუფციულ ჯგუფთან დაკავშირებით. იმ სხდომის შემდეგ ამ ჯგუფის შექმნის აუცილებლობა დღის წესრიგში კიდევ უფრო მეტად დადგა. ბატონი მერის კაბინეტიდან ძალიან კარგად ჩანს შემთხვევა, როდესაც “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა ღამის სამ საათზე, ქალაქის ცენტრში ააშენა კოშკი.

ეს როგორ ხდება ასე? მაინცადამაინც “ქართული ოცნების” დელეგატი როგორ აშენებს?” – იკითხა ბათუმის საკრებულოს წევრმა ვაჟა დარჩიამ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე.

ვაჟა დარჩიამ საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატის, გიორგი ჭყონიას კუთვნილი კომპანიის მიერ უნებართვო მშენებლობაზე მიუთითა, რომელიც ბათუმის მერის კაბინეტის ფანჯრების წინ უნებართვოდ აშენებს.

ამ თემაზე: „ოცნების“ დეპუტატმა ბათუმის მერიის წინ სახლს უკანონოდ დააშენა ორი სართული

ვაჟა დარჩია ამბობს, რომ ამ და სხვა არაერთი უკანონო მშენებლობის გამო ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე ეხება კორუფციას. ამიტომ, საჭიროა შეიქმნას ანტიკორუფციული ჯგუფი, რომელიც მსგავს შემთხვევებს შეისწავლის.

„საკრებულოში არსებობს სამუშაო ჯგუფის პრაქტიკა, რეგლამენტი ითვალისწინებს. ჩვენ გვინდა, რომ ამ ჯგუფში იყვნებ საკრებულოს წევრებიც, აღმასრულებელი ხელისუფლებიდან იყოს არქიტექტურის სამსახური, მერია იყოს ჩართული, ჩაერთონ ექსპერტები და ვიმუშაოთ,“ – ამბობს ვაჟა დარჩია.

მისი თქმით, ანტიკორუფციულმა ჯგუფმა უნდა შეისწავლოს ურბანულ საკითხებში დაგროვილი პრობლემები – იქნება ეს უნებართვო მშენებლობები თუ ტენდერების მოგება ისეთი კომპანიების მიერ, რომლებიც ვერ ასრულებენ დაკისრებულ ვალდებულებებს.

„მთავარია არსებობდეს პოლიტიკური ნება ახლა ამაზე მუშაობისთვის,“ – ამბობს ვაჟა დარჩია.

საკრებულოს წევრის თქმით, ის უახლოეს მომავალში წერილობით დაარეგისტრირებს ინიციატივას ანტიკორუფციული ჯგუფის შექმნის შესახებ. ამის შემდეგ ბათუმის საკრებულო იძულებული იქნება წერილობით გასცეს პასუხი დეპუტატის ინიციატივას – დადებითი ან უარყოფითი.

„ქართული ოცნება“ კამპანიურად ებრძვის კორუფციას, მაგრამ ეს ბრძოლა ფასადურია,“ – ამბობს ვაჟა დარჩია.

საკრებულოს დეპუტატი ანტიკორუფციული ჯგუფის შექმნას ითხოვს

სოცდაუცველთა დასაქმების 300-ლარიანი პროგრამა 2026 წლიდან აღარ გაგრძელდება

სოციალურად დაუცველთა საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმებისთვის 2026 წლის ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პროგრამა მომავალი წლიდან აღარ გაგრძელდება.

„შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების“ პროგრამისთვის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე გადამუშავებულ ვარიანტში 113 მილიონ 300 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა მესამე ვარიანტში მხოლოდ 21 მილიონ 600 ათასი ლარია გაწერილი.

„აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, პროექტის წინა ვერსიით გათვალისწინებული იყო საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი ასიგნებები. აღნიშნულ ქვეპროგრამას მიმდინარე წელს შეუსრულდა 4-წლიანი ციკლი, რაც თავდაპირველად იყო დაგეგმილი.

ამავდროულად, ბოლო წლების მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად ფიქსირდება სამუშაო ძალის დეფიციტი შრომის ბაზარზე. შესაბამისად, მიზანშეწონილად ჩაითვალა მომდევნო პერიოდში აღარ გაგრძელდეს პროგრამა არსებული სტრუქტურით და მის ბენეფიციარებს სხვადასხვა გადამზადების პროგრამებით ხელი შეეწყოს კერძო სექტორში დასაქმების მიმართულებით“ – წერს ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის განმარტებით ბარათში.

აღნიშნული პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში წლების მიხედვით შემდეგი თანხა იყო გათვალისწინებული:

  • 2025 წელს – 112 805 000 ლარი
  • 2024 წელს – 109 007 300 ლარი
  • 2023 წელს – 107 265 000 ლარი
  • 2022 წელს – 48 103 400 ლარი

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებისა და პროგრამების მუხლში ჩაწერილია ასევე, რომ „გაგრძელდება სოციალურად დაუცველთა მხარდაჭერა ღია შრომის ბაზარზე დასაქმების ხელშესაწყობად. გარდა ამისა, შემუშავდება უმუშევრობის მხარდამჭერი სხვადასხვა მექანიზმი, მათ შორის, უმუშევრობის დაზღვევა და მისი დანერგვისთვის საჭირო სამოქმედო გეგმა. მუშაობა გაგრძელდება შრომითი უფლებების დაცვის გარანტიების დასაახლოებლად საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან.“

თუმცა, როდის შემუშავდება ეს „მექანიზმი“ და „სამოქმედო გეგმა“, დოკუმენტში ვადები დაზუსტებული არ არის.

დასაქმების სახელმწიფო პროგრამა 2022 წლის მარტიდან ამოქმედდა – სოციალურად დაუცველ ადამიანებს ხელისუფლებამ საჯარო სამსახურებში დასაქმება შესთავაზა შემწეობის შენარჩუნების პარალელურად. ნებისმიერ ასეთ სამუშაო ადგილზე ხელფასი 300 ლარი იყო.

დასაქმების სახელმწიფო სააგენტომ კი, პროგრამის დეტალებზე კანონით სავალდებულო საჯარო ინფორმაცია თავის დროზე „ბათუმელებს“ არ მიაწოდა.

ამ თემაზე ვრცლად:

„ოცნების კოორდინატორი ვარ“ – 30 000 სოცდაუცველის დასაქმების სქემა წინასაარჩევნოდ

 

 

მოსამართლემ მოქალაქე არ დასაჯა და საკონსტიტუციოს მიმართა – „არაკონსტიტუციურია“

„ეს არაკონსტიტუციურია, კონსტიტუციის შეუსაბამოა აშკარად,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა „ოცნების“ მიერ მიღებულ ბოლო რეპრესიული კანონმდებლობიდან რამდენიმე სამართლებრივ ნორმაზე.

თეთრიწყაროს სასამართლოში მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ „ოცნების“ პარლამენტის მიერ მიღებული რამდენიმე რეპრესიული, სამართლებრივი ნორმა არ გამოიყენა, საქმისწარმოება შეაჩერა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. მოსამართლის ერთ-ერთი ასეთი წარდგინება ჯარიმების გადაუხდელობის გამო პირის აუცილებელ დაპატიმრებას ეხება. მოსამართლე მიიჩნევს, რომ არაკონსტიტუციურია კანონის ახალი ჩანაწერი.

  • თუ რომელიმე მოსამართლე მიიჩნევს, რომ კონკრეტული სამართლებრივი ნორმა ბუნდოვანია, ან ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, მას შეუძლია საქმის განხილვა შეაჩეროს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს. საქმისწარმოების განახლება ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
  • მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა 2021 წლის ივნისიდან არის თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე წალკის მუნიციპალიტეტში. ეს ის ერთადერთი მოსამართლეა, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დააკმაყოფილა სარჩელი საარჩევნო უბნების ბათილად ცნობაზე. საქმე გაჟონილ ბიულეტენებს და ხმების ფარულობის დარღვევას ეხებოდა.

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას თეთრიწყაროში შეუჩერებია რამდენიმე ადმინისტრაციული საქმისწარმოება, რომელიც შეეხება წვრილმან ხულიგნობას [ასკ-ის 166-ე მუხლი], ასევე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას [ასკ-ის 173-ე მუხლი]. ამ მუხლებით აკავებენ ყველაზე ხშირად პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილეებს.

„…ბოლო პერიოდის ცვლილებები ითვალისწინებს ჯარიმის გადაუხდელობის გამო მინიმუმ 30-დღიან პატიმრობას პირისთვის, თუ ის განმეორებით ჩაიდენს იმავე სამართალდარღვევას, მაშინ, როცა სხვა ნაწილები უფრო მძიმე სანქციას ითვალისწინებენ ჯარიმის სახით,“ – უთხრაა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ „ბათუმელებს“. – „დავუშვებთ, ერთი ადამიანი გადაიხდის ჯარიმას – ის არ იქნება დაპატიმრებული, თუ ვერ გადაიხდის – მინიმუმ 30 დღით უნდა იყოს დაპატიმრებული. აქ სასამართლოს სხვა საშუალება არ აქვს.

მე, უშუალოდ, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით არ მაქვს საქმე განსახილველად, მე მქონდა მხოლოდ პოლიციელის, ასე ვთქვათ, დაუმორჩილებლობა – წარმოებაში რა საქმეც მქონდა. თუმცა ანალოგიური ცვლილებებია შესული ამ მანიფესტაციების მარეგულირებელ ნორმებშიც. ერთად შევიდა ეს ცვლილებები კანონში 2025 წელს.

ეს აშკარად შეუსაბამოა კონსტიტუციასთან. წინააღმდეგობაში მოდის პირდაპირ ადამიანის ძირითად უფლებებთან,“ – გვითხრა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ.

  • რატომ მიაჩნია მოსამართლეს, რომ „ოცნების“ პარლამენტის მიღებული ახალი სამართლებრივი ნორმები არაკონსტიტუციურია?

„შეუძლებელია, რომ მხოლოდ ადამიანის სოციალურ და ეკონომიურ მდგომარეობაზე იყოს დამოკიდებული: ადამიანი იქნება თუ არა თავისუფალი. შეუძლებელია, ადამიანს, რომელსაც აქვს სოციალური პრობლემა, მას არ აქვს თანხა იმის, რომ გადაიხადოს ჯარიმა, ის ამისთვის უპირობოდ იყოს 30-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში მაშინ, როცა თუ გადაიხდის თანხას, შესაძლებელია, რომ ის პატიმრობაში არ იყოს.

თუ ვერ იხდი ჯარიმას, მოსამართლემ უნდა მოგცეს 173-ე მუხლის შემთხვევაში 30 დღიდან 60 დღემდე პატიმრობა, უალტერნატივოდ,“ – ამბობს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა.

ამ მოსამართლის კიდევ ერთი წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში მარიხუანას ეხება.

„როცა ადამიანს მცირე ოდენობით [ერთი-ორი გრამი] უნახავენ მარიხუანას სახლში, არ აქვს მოხმარების ნიშნები და ვთქვათ ადამიანი ტაქსაობს, სახლში უნახეს 3 გრამი მარიხუანა, მას 3 წლით ერთმევა მართვის უფლება, ერთმევა ასევე სხვა უფლებები 5 წლით და ადამიანი რჩება შემოსავლის გარეშე… მივმართეთ ამ კუთხით, რომ არასამართლიანია სასჯელი.

ეს იგივეა, 20 ლიტრი ღვინო რომ გინახონ სახლში და გითხრან, შენ შეიძლება ეს ღვინო დალიო, დაჯდე საჭესთან, ამიტომ მართვის უფლებას ახლა ჩამოგართმევთო,“ – გვითხრა ვლადიმერ ხუჭუამ.

„ოცნების“ პარლამენტის მიერ შეცვლილი კანონმდებლობით 5 გრამზე მეტი მარიხუანას შეძენა-შენახვისთვის სასჯელი 6 წლამდე პატიმრობაა

ამ თემაზე:

ვინ არის ერთადერთი მოსამართლე, რომელმაც დააკმაყოფილა საია-ს სარჩელი უბნების გაბათილებაზე

Exit mobile version