„რატომ არ იმჩნევს მერია უკანონო ავტოპარკინგს, რაც მწვანე ზოლს ანადგურებს?“ – კითხულობს ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მცხოვრები. მან დღის და ღამის საათებში ქუჩის კონკრეტულ მონაკვეთში გადაღებული ფოტოები გამოგვიგზავნა – „აგროჰაბის“ გასწვრივ. ფოტოებზე ჩანს, რომ ავტომანქანები ქუჩის გამყოფ მწვანე ზოლშია დაპარკინგებული და ზიანდება მწვანე საფარი.
ბაგრატიონის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს.
მოქალაქე, რომელიც „ბათუმელებს“ დაუკავშირდა, უკანონო პარკინგსაც დაუსრულებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირებს. „პრაქტიკულად, სხვა გასაჩერებელი ადგილი აღარ არის, ყველა კუთხეს თხრიან, მაგრამ ამასობაში მწვანე საფარის განადგურებასაც არ იმჩნევს მერია,“ – აღნიშნავს მოქალაქე.
„მონა, მონას ვეძახდით და ამის გამო დაკითხვაზე გვიბარებენ,“ – ამბობს მიშა ბოლქვაძე, ენმ-ს ხელვაჩაურის ორგანიზაციის თავმჯდომარე. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც 14 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელს „მონა“ დაუძახა.
ახლახან [15:00 საათი] გამოკითხვაზე დაბარების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია „ალტერნატივას“ ხელმძღვანელმა ხათუნა ბერიძემაც. ის აცხადებს, რომ მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით მისცემს გამოძიებას ჩვენებას.
14 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების მოთხოვნით სასამართლო სხდომა უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ის მოსამართლემ 22 დეკემბრამდე გადადო. 14 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე კი, პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა ნიკა აბრამიშვილმა განაცხადა, რომ პენიტენციურ სამსახურს ერთთვიანი ვადა სჭირდება სასამართლოში წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის გასაცნობად და პოზიციის შესამუშავებლად.
ამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები შეძახილებით დახვდნენ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელს.
„შეძახილებს გარდა ჩვენ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის მანქანას წინ გადავუდექით, ფიზიკური შეხება არ ყოფილა… ეს არის ადამიანების დაშინების მცდელობა, როცა დაკითხვაზე დაგვიბარეს. ჩემი ინფორმაციით, 20-მდე ადამიანია დაბარებული. არ ვიცი, ვინმეს ბრალი წარუდგინეს თუ არა, ასევე დაკავებულია თუ არა აქციის რომელიმე მონაწილე,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მიშა ბოლქვაძე.
მიშა ბოლქვაძის თქმით, მას გამომძიებელიც დაუკავშირდა და სთხოვა, საცხოვრებელი სახლის მისამართის დასახელება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში ადასტურებენ, რომ 14 დეკემბრის შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო.
ეს მუხლი გულისხმობს „პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმას პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით“.
მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში არ დაგვიკონკრეტეს, რა ეტაპზეა ამ საქმეზე დაწყებული გამოძიება და წარუდგინეს თუ არა ბრალი ვინმეს.
მთავარი ფოტო: 14 დეკემბრის სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
გაერთიანებული სამეფოს 26 დეკემბრის დაზვერვის ანგარიში რუსეთის სამხედრო ძალების მიერ უკრაინაში თავდაცვითი პოზიციების შენებასა და მათ ეფექტურობას მიმოიხილავს.
დასავლელმა ექსპერტებმა, მათ შორის, ბრიტანულმა დაზვერვამ არაერთხელ აღნიშნეს, რომ რუსეთი უკრაინაში მსგავსი თავდაცვითი პოზიციების შენებაზეა ფოკუსირებული, რასაც აკრიტიკებენ რუსი სამხედრო ბლოგერები და სამხედრო საკითხების მიმომხილველთა ნაწილი. გაერთიანებული სამეფოს 14 დეკემბრის ანგარიში მიმოიხილავდა იგორ გირკინის (სტრელკოვი) განცხადებას, რომელშიც გირკინმა რუსი სამხედრო მეთაურები გააკრიტიკა და თავდაცვითი პოზიციების შენებაზე მათ ფოკუსს დასცინა.
გირკინი ცნობილი ნაციონალისტი, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ყოფილი თავდაცვის მინისტრია, რომელიც 2014 წელს რუსულ არმიას ყირიმის ანექსიასა და შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსული მილიციის შექმნაში დაეხმარა.
ბრიტანული დაზვერვის დღევანდელი ანგარიშის თანახმად, თავდაცვითი პოზიციების შექმნაზე ფოკუსი ოქტომბრიდან გადავიდა და მხოლოდ ძლიერდება. დაზვერვის მონაცემებით, ეს პროცესი მოიცავს ფრონტის ხაზების გასწვრივ ტანკსაწინააღმდეგო და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების დამატებითი განთავსებას, რაც თითქმის სცილდება რუსეთის დოქტრინულ მითითებებს.
ანგარიშში ასევე განხილულია რუსეთისთვის ფრონტის ხაზის გასწვრივ არსებული ტერიტორიების დანაღმვა, რამდენად ეფექტური იქნება. გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის შეფასებით, მსგავსი დანაღმული ველი გაწვრთნილი ჯარისკაცებისთვის წინაღობა შეიძლება მხოლოდ მაშინ იყოს, თუ იგი დაზღვეული იქნება შესაბამისი დაზვერვითი და საცეცხლე ძალით.
ბრიტანული დაზვერვის შეფასებით კი, რუსეთის სამხედრო ძალებს თავდაცვით პოზიციებზე – ახალი, დანაღმული ფართო ველების ეფექტური მონიტორინგის პროცესში მთავარი გამოწვევა, სავარაუდოდ, სადაზვერვო რესურსებისა და გაწვრთნილი პერსონალის ნაკლებობა იქნება.
აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტ გოდერძიზე სეზონის გასახსნელად თოვლის მოსვლას ელოდებიან.
როგორც „ბათუმელებს“ მთის ტრასების სააგენტოში განუცხადეს, სამთო კურორტი სეზონის გასახსნელად მზადაა, მთავარია თოვლი მოვიდეს.
„კურორტი აღჭურვილია ყველა იმ ინვენტარით, რაც მთას სჭირდება – ბურანით, კვადროციკლით, თოვლსატკეპნით თუ სხვა დამატებითი ტექნიკით“, – უთხრეს „ბათუმელებს“ სააგენტოში.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, კურორტ „გოდერძიზე“ მდებარე ყველა სასტუმრო და კოტეჯი წინასაახალწლოდ სრულადაა დაჯავშნილი.
26 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ყველა სამთო კურორტზე თოვლის ნაკლებობაა. შესაბამისად, სეზონის ოფიციალური გახსნა ყველა კურორტზე გადადებულია.
ჩრდილოკორეული დრონის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო სამხრეთ კორეამ ჰაერში გამანადგურებლები და ვერტმფრენები ააფრინა. როგორც „როიტერსი“ იუწყება, ამის შესახებ სამხრეთკორეელმა სამხედროებმა განაცხადეს.
გავრცელებული ცნობის თანახმად, ჩრდილოკორეულმა უპილოტო აპარატმა ორ ქვეყანას შორის არსებული დემილიტარიზებული ზონა გადაკვეთა. ეს ფხენიანის მიერ სეულის საჰაერო სივრცის დარღვევის პირველი დადასტურებული შემთხვევაა 2017 წლის შემდეგ.
ადგილობრივი გამოცემა „ნიუზ 1“ ანონიმურ სამხედრო პირზე დაყრდნობით წერს, რომ ერთ-ერთმა დრონმა სულაც დედაქალაქ სეულამდე იფრინა.
სამხრეთკორეული მხარე იუწყება, რომ დრონების ჩამოგდება სცადა, თუმცა არ აკონკრეტებს, იყო თუ არა დრონები შეიარაღებული და ჩამოაგდეს თუ ვერა.
ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, სამხედროების მოთხოვნით, შეწყდა ფრენები ინჩხონისა და კიმპჰოს აეროპორტებში.
აგრეთვე, ერთ-ერთმა სამხრეთკორეულმა გამანადგურებელმა, რომელიც დრონის ჩამოსაგდებად აფრინდა, კატასტროფა განიცადა. პილოტები გადარჩნენ და საავადმყოფოში იმყოფებიან.
რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმს უკრაინა დიპლომატიისა და სამხედრო ძალის კომბინაციით დაიბრუნებს, განაცხადა თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში.
ბუდანოვი გამოეხმაურა დასავლელი ლიდერებისა და ექსპერტების აზრს, რომ ყირიმის საკითხი „წითელი ხაზია“ და მხოლოდ დიპლომატიის მეშვეობით უნდა მოგვარდეს.
ბუდანოვის თქმით, უკრაინა მსოფლიოში აღიარებულ, 1991 წლის საზღვრებს უნდა დაუბრუნდეს, ხოლო ვინც ამას არ ეთანხმება, ასევე არ ეთანხმება გაეროს პრინციპებს და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არსებულ მსოფლიო წესრიგს.
„არ მაინტერესებს ვიღაც ადამიანების აზრი, რომლებიც არ გამოხატავენ უკრაინელი ხალხის პოზიციას. მე საწინააღმდეგო აზრი მაქვს. ჩვენ დავიბრუნებთ ყველა დაკარგულ ტერიტორიას. ყირიმი კომბინირებულად – ძალით და დიპლომატიით იქნება დაბრუნებული, მაგრამ ძალის გარეშე არაფერი იქნება. ჩვენი დანაყოფები იქ იარაღით შევლენ“, – აღნიშნა ბუდანოვმა.
____
რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წლის თებერვლის ბოლოს, ევრომაიდნისა და პრორუსულად განწყობილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის დამხობის შემდეგ მოახდინა.
მარტში მოსკოვმა ყირიმში „რეფერენდუმი“ ჩაატარა, რომლის შედეგებსაც მხოლოდ გაეროს რამდენიმე წევრი სახელმწიფო აღიარებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, 26 დეკემბერს უკრაინა ოფიციალურად დააყენებს რუსეთის გაეროს უშიშროების საბჭოდან გარიცხვის საკითხს, იუწყება „ინტერფაქს-უკრაინა“.
„საკითხი ძალიან მარტივია: აქვს კი რუსეთს უფლება, დარჩეს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრად და, ზოგადად, გაეროს წევრი იყოს? გვაქვს ძალიან დამაჯერებელი და არგუმენტირებული პასუხი – არა“, – განაცხადა მინისტრმა.
კულებას აზრით, ომში დამარცხების შემდეგ რუსეთის მომავლის საკითხი მსოფლიო დიპლომატიისთვის ტაბუ აღარ იქნება.
„მართალია, ეს თემა ჯერ არ განიხილება სახელმწიფოთა ლიდერების პრესკონფერენციებსა და საჯარო განცხადებებში, მაგრამ კითხვებს უკვე სვამენ უფრო დაბალი დონის [თანამდებობის] პირები“, – აღნიშნა მან.
___
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ხუთი გამარჯვებული ქვეყანა – აშშ, სსრკ (რომლის სამართლებრივი მემკვიდრე რუსეთია), დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ჩინეთი გახდა. მათ საბჭოს ნებისმიერ რეზოლუციაზე ვეტოს დადების უფლება აქვთ.
დღეს, 26 დეკემბერს, გამთენიისას, რუსეთში, ქალაქ ენგელსთან, სარატოვის ოლქში, სტრატეგიულ აეროდრომთან, აფეთქება მოხდა.
ამ აეროდრომს რუსული არმია უკრაინის ფრთოსანი რაკეტებით დასაბომბად იყენებს.
რუსული მედია წერს, რომ აეროდრომთან ჩამოაგდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონი, რომლის ნამსხვრევებიც აეროდრომზე დაეცა და 3 რუსი სამხედრო დაიღუპა. რუსული მხარე ირწმუნება, რომ ავიატექნიკა არ დაზიანებულა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ აეროდრომზე დეკემბერში უკვე მეორედ განხორციელდა თავდასხმა დრონით.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 26 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 102 600 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +550]
ტანკი – 3 016 ერთეული [+5]
ჯავშანტექნიკა – 6 017 ერთეული [+7]
საარტილერიო სისტემა – 1 996 ერთეული [+5]
MLRS – 418 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 212 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 283 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 267 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 707 ერთეული [+1]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 653 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 4 647 ერთეული [+12]
სპეცტექნიკა – 178 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 26 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
352 თვითმფრინავი
192 ვერტმფრენი
2 731 უპილოტო საფრენი აპარატი
399 საზენიტო სარაკეტო სისტემა
7 249 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
944 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 719 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
7 765 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
დღეს, 25 დეკემბერს და ასევე, 31 დეკემბერს, წინასაახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, მუნიციპალური ავტობუსები ბათუმში 02:00 საათამდე იმოძრავებენ.
დღეს, 25 დეკემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, საახალწლო ნაძვის ხე ოფიციალურად აანთეს.
ევროპის მოედანი შევსებულია ხალხით.
2023 წელს ბათუმი ახალი ნაძვის ხით შეხვდება, რომელშიც ქალაქის ბიუჯეტიდან მერიამ მილიონამდე ლარი გადაიხადა.
ევროპის მოედანზე გალა კონცერტი დღეს 18:00 საათიდან დაიწყო და 24:00 საათამდე გაგრძელდება. მონაწილეობენ: „ლურჯი იალქანი“, „პირამიდა“, ზვიად ბოლქვაძე ბენდთან ერთად, DJ ნუგო.
ევროპის მოედანთან აბაშიძის გამზირი გადაკეტილია და აქ საახალწლო ბაზრობა იმართება.
საახალწლო ღონისძიებები ბათუმში 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
ნახეთ ღონისძიებების გრაფიკი:
26, 27, 28, 29 – დეკემბერს, 18:00 საათიდან 24:00 საათამდე დაგეგმილია ბათუმელი ბენდების კონცერტები, მათ შორის არიან: „ჩემი ბენდი“, „KAI“, „GSOUND“, DJ MODERNIKK, DJ CHIKI
31 დეკემბერს დაგეგმილია საახალწლო გალა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ „კახაბერი და ხანუმები“ – გალა კონცერტებზე დაგეგმილია ასევე ცეცხლოვანი შოუ, აკრობატების, ილუზიონისტების და ჯამბაზების წარმოდგენები.
პარალელურად, 25 დეკემბრიდან 07 იანვრის ჩათვლით, საგამოფენო სივრცეში მოეწყობა საახალწლო ბაზრობა. ასევე, დაგეგმილია ღონისძიება „ახალი წელი შენს ეზოში“ – იმოძრავებს საახალწლოდ მორთული ავტომობილი ანიმატორებითა და სანტა კლაუსით.
ევროპის მოედანიბათუმი, ევროპის მოედანიბათუმი, ევროპის მოედანიბათუმი, ევროპის მოედანიბათუმი, ევროპის მოედანიბათუმი, ევროპის მოედანი
აქტივობა დღეების და შემსრულებლების მიხედვით 18:00 საათიდან 24:00 საათამდე:
27 დეკემბერი – „თავისუფალი სივრცე “, „ROAD RADIO“, „DJ BEKA“.
28 დეკემბერი – „BSU JAZZ BEND OFF SIDE“, „ბათუმის ჯაზ ბიგ-ბენდი და სოლისტები“, DJ მარი, DJ BENE
29 დეკემბერი – ირაკლი ფაღავას ტრიო, ავტოსტოპი, SEASIDE, DJ გიორგი დევაძე, DJ ლაშა გურული
31 დეკემბერი – გალა კონცერტი – „კახაბერი და ხანუმები“
1 იანვარი – DJ QARCII
2 იანვარი – „WHY NOT“, „MELOMANIAKK“, „ღამის შოუს ბენდი“, DJ KIMO
25 დეკემბერს და ასევე 31 დეკემბერს, წინასაახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, მუნიციპალური ავტობუსები ბათუმში 02:00 საათამდე იმოძრავებს.
ბათუმის მერიას 2,2 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი, ქალაქში 8 მისამართზე „სკვერების მოწყობის სამუშაოებისთვის“.
სატენდერო პირობების მიხედვით, სამუშაოები ზოგან ახალი სკვერის მოწყობას [მცირე ფართობებზე], ზოგან კი, არსებულის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 2 275 853 ლარით გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 2023 წლის 5 იანვარს დაიწყება და ხუთ დღეში, 10 იანვარს დასრულდება.
სამუშაოები დაგეგმილია შემდეგ მისამართებზე: ანწუხელიძისა და ადლიის ქუჩების კვეთა; აღმაშენებლის N30, N32 და N34; გორგილაძის N8; კაკაბაძისა და გ. ანწუხელიძის ქუჩების კვეთა; კოტე აფხაზის ქუჩა და მეფე მირიანის N13-15.
სამუშაოების შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით. ამასთან, ტენდერში გამარჯვებულმა სამუშაოები ყველა მისამართზე ერთდროულად უნდა ჩაატაროს.
ანწუხელიძისა და ადლიის ქუჩების კვეთა, სადაც სკვერი უნდა მოეწყოს, აეროპორტის ასაფრენ ზოლთან [ზღვისპირა პრომინადთან არსებული წრიულის] მიმდებარედაა. აქ მინისტადიონის მოწყობაც იგეგმება:
სკვერი/გეგმა – ანწუხელიძისა და ადლიის ქუჩების კვეთაში
აღმაშენებლის N30, N32 და N34, სადაც სკვერები უნდა მოეწყოს, საცხოვრებელი კორპუსებისა და მესხეთის ქუჩის მიმდებარედაა:
აღმაშენებლის 30, 32 და 34
გორგილაძის N8-ში სკვერის რეაბილიტაცია დაგეგმილია ხელოვნების მუზეუმის მიმდებარედ – ლუკა ასათიანისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩებს შორის:
სკვერი ხელოვნების მუზეუმთან, გორგილაძის ქუჩაზე
პატარა სკვერი მოეწყობა ასევე კაკაბაძისა და გ. ანწუხელიძის ქუჩების კვეთაში:
ანწუხელიძის ქუჩა
კოტე აფხაზის ქუჩაზე სკვერის მოწყობას მერია იმ ადგილის მიმდებარედ გეგმავს სადაც კალათბურთის მოედანია:
კოტე აფხაზის ქუჩა
მეფე მირიანის N13-15-ში კი სკვერი, იქვე ახლოს მდებარე მინისტადიონთან მოეწყობა:
მეფე მირიანის ქუჩა
მთავარი ფოტო: სკვერი ბათუმში, ხელოვნების მუზეუმთან
ნინო პაპუკაშვილი გერმანიაში 26 წლის წინ წავიდა. თავიდან ეგონა, რომ მხოლოდ 1 წლით მიდიოდა, ენის ცოდნის დონეს დახვეწდა და უკან დაბრუნდებოდა, მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. ნინო ჰამბურგში დარჩა.
ახლა დიდი ქიმიური კომპანიების მრჩეველია სტრატეგიულ საკითხებში და არეგულირებს, როგორ უნდა მოხდეს „მწვანე ტრანსფორმაცია“, როგორ უნდა შეცვალონ კომპანიებმა თავიანთი ქიმიური პორტფოლიო ნაკლებად მავნე პესტიციდების, ბიოციდებისა და სხვა ტიპის ნივთიერებების დასამზადებლად, რაც სხვადასხვა პროდუქტის კონსერვაციისთვისაა საჭირო.
1995 წელს დატოვა საქართველო და ერთი წელი Au Pair-ის პროგრამით მუშაობდა გერმანიაში, თან ენის კურსებზე დადიოდა.
„უპერსპექტივობას გამოვექეცი. ქვეყანა იმ დროს კრიმინალში იყო ჩაფლული. 1 წლით წავედი, მაგრამ ეს დრო რომ გავიდა, ისევ იგივე მდგომარეობა იყო საქართველოში, ან რა შეიცვლებოდა ამ მცირე დროში. გადავწყვიტე, სანამ Au Pair პროგრამის დრო ამოიწურებოდა უნივერსიტეტში ჩამებარებინა ქიმიის ფაკულტეტზე.
ჰამბურგის უნივერსიტეტიდან დასტური მომივიდა. აქ დავიწყე სწავლა. დისერტაციაც აქ დავიცავი ქიმიისა და მიკრობიოლოგიის ინტერდისციპლინურ საკითხებზე“, – ამბობს ნინო.
დისერტაციის შემდეგ ერთ-ერთ ქიმიურ, ფარმაცევტულ კომპანიაში, დაიწყო მუშაობა, რომელიც მაღალი ხარისხის კოსმეტიკას და სადეზინფექციო საშუალებებს აწარმოებს, უშვებს წამლის სტატუსის მქონე სადეზინფექციო ხსნარებსაც, რაც ოპერაციების დროს გამოიყენება საავადმყოფოებში.
ქართველი ქიმიკოსი პესტიციდების მწარმოებელ კომპანიასთანაც თანამშრომლობდა, სადაც პრიორიტეტი იყო ინოვაციური პროდუქტების შემუშავება, რამაც სამომავლოდ პლანეტისთვის მავნე ფორმულები უნდა შეცვალოს.
„სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ერთი პლანეტის ბინადრები“
„ყოველ ჯერზე, როცა საქართველოდან გერმანიაში ვბრუნდებოდი, ჩემი და ასეთ სურვილებს გამომაყოლებდა ხოლმე: სადაც წახვალ ყველგან კეთილშობილი ადამიანები შეგხვედროდესო.
აუხდა მას ეს ნატვრა. მართლაც სულ ასე ხდებოდა. მაგრამ ამ დიდი გამართლების მიუხედავად, მაინც რთული იყო ინტეგრაციის გზა, მოწყვეტა იმ გარემოსგან, სადაც ყველა გიცნობს, გაფასებს და უყვარხარ, მერე კი გადიხარ დიდ, ფართო სამყაროში, სადაც ყველაფერი ბრწყინავს და სადაც საკუთარი თავი თავად უნდა შექმნა“, – ამბობს ნინო.
მიუხედავად იმისა, რომ გერმანიას მეორე სამშობლოდ თვლის, ინტეგრაციის პროცესი მაინც ძალიან რთული იყო ნინოსთვის, გარემოს სამუდამოდ შეცვლას, მისი გამოცდილებით, სჭირდება მენტალური მზაობა და ახალი საზოგადოების წევრად გახდომის სურვილი, რის გარეშეც ინტეგრაცია შეუძლებელია.
ნინო ამბობს, რომ გაუმართლა და უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდა, კურსელები, ლექტორები, ყოველთვის ინტერესდებოდნენ საქართველოთი. იხსენებს ოჯახს, რომელმაც საკუთარ სახლში უსასყიდლოდ დაუთმო საცხოვრებელი სტუდენტობისას:
ნინო მეუღლესთან ერთად
„ჩემი ცხოვრების მეგობრები გახდნენ მერე ეს ადამიანები. ოჯახი ჩემთან ერთად ზეიმობდა ყველა ჩემს პატარა მიღწევასაც კი და ყოველი გამოცდის ჩაბარებისას იხსნებოდა შამპანურები. ამ ოჯახმა და ჩემმა პროფესორებმა მომცეს ძალა, რწმენა, რომ გამოწვევებს გავმკლავებოდი.
ამ კარგ ადამიანებთან შეხვედრამ დამანახა, რომ მეც, რითაც შემეძლება უნდა დავეხმარო სხვებს, ვისაც ეს სჭირდება, არ უნდა დავინანო ადამიანების გამხნევება, წახალისება.
სამწუხაროა, რომ ჩემმა ქვეყანამ ვერ მომცა, რაც სჭირდებოდა ახალგაზრდა, მაძიებელ ადამიანს და იძულებული გავხდი წავსულიყავი სხვა ქვეყანაში.
საქართველოში რომ ჩამოვდიოდი ხოლმე და მერე გერმანიაში ვბრუნდებოდი, მამა მამხნევებდა: მერე რა რომ ერთმანეთისგან შორს ვართ და სხვადასხვა ქვეყანაში, ხომ ერთი პლანეტის ბინადრები ვართო. ძალიან გამიმარტივა მამამ სიშორე ამ კოსმოპოლიტური სიბრძნით“, – გვიყვება ნინო.
მეუღლე, ტობიასი უნივერსიტეტში გაიცნო. ნინომ და ტობიასმა უნივერსიტეტი ერთად დაამთავრეს და დისერტაციაც ერთსა და იმავე პროფესორთან დაიცვეს. ტობიასიც ქიმიკოსია. მას და მის ოჯახს დიდი წვლილი მიუძღვით ნინოს ინტეგრაციის პროცესში.
„გერმანიის მთავრობა, გერმანული საზოგადოება სოლიდარულია უკრაინელების მიმართ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“
ნინო გვეუბნება, რომ მისთვის, როგორც ქართველი ემიგრანტისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრობდეს საზოგადოებაში, სადაც რუსეთ-უკრაინის უთანასწორო ომზე სწორი წარმოდგენა აქვთ და თანაუგრძნობენ აგრესიის მსხვერპლ ქვეყანას – უკრაინას.
მისი მონათხრობით, გერმანიაში მილიონობით თანხა გროვდება უკრაინელების დასახმარებლად, მოქმედებს სხვადასხვა პროექტი, ტელევიზორში მუდმივად ცხადდება ანგარიშის ნომრები, სადაც მოქალაქეებს დონაცია შეუძლიათ. გროვდება გენერატორები, ტანსაცმელი და ნუგბარი, ტკბილეული ახალი წლისთვის – უკრაინაში გასაგზავნად.
„გერმანიაში ახლა გაცილებით მეტის გადახდა უწევთ ენერგიაში, ვიდრე ომამდე. ომმა გააძვირა პროდუქტიც, თუმცა, მიუხედავად ამისა, მოსახლეობა მხარს უჭერს გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ დაეხმაროს ქვეყანა უკრაინას როგორც თანხით, ასევე იარაღით.
ასე ფიქრობს გერმანული საზოგადოების უდიდესი, ჯანსაღი ნაწილი.
მიიღო ქვეყანამ მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი, ცხადია, სახელმწიფოც აბინავებდა მათ, მაგრამ ოჯახებიც იღებდნენ ლტოლვილებს, უყოფდნენ საკვებს, დროს უთმობდნენ, რაც ყველას ცოტა გვაქვს, დაჰყვებოდნენ სხვადასხვა ინსტიტუციაში რომ დაეკვალიანებინათ, სამსახური მოეძებნათ და ა.შ.“ – გვიყვება ნინო სოლიდარობის მაგალითებზე, რისი მომსწრეც თავადაა.
ProFuture Lab Georgia– ლაბორატორია საქართველოს მომავლისთვის
ნინო პაპუკაშვილის მიერ დაარსებული ეს პლატფორმა გერმანიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს, ქართულ დიასპორას აერთიანებს.
ემიგრანტი გვიყვება, რომ ProFuture Lab Georgia იყო პირველი პლატფორმა, რომელმაც ჰამბურგში გამართა აქცია უკრაინელების მხარდასაჭერად ჯერ კიდევ 2022 წლის 30 იანვარს, ომის დაწყებამდე ერთი თვით ადრე, რადგან უკვე არსებობდა ომის დაწყების საშიშროება.
„როცა მეცნიერი შედის ლაბორატორიაში აქვს იდეა, მაგრამ არ იცის რა შედეგს მოიტანს ექსპერიმენტი. თუ არაფერი გამოვა, ცდის სხვადასხვა გზას რამდენჯერმე. ჩვენი პლატფორმაც ProFuture Lab Georgia ერთგვარი ლაბორატორიაა, პირობითად: ვცდილობთ თავისუფალ დროს უსამართლობასთან საბრძოლველად, ჩვენი ქვეყნის მხარდასაჭერად დრო გამოვნახოთ და გამოვიდეთ“, – გვიყვება ნინო.
ნინო პაპუკაშვილი ჰამბურგში გამართულ უკრაინის მხარდასაჭერ აქციაზე
ProFuture Lab Georgia-ს მიზანია საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმა საკუთარი იდეებისა და საქმიანობის დახმარებით სამომავლო ფართო საზოგადოებრივი დისკურსები წამოწიონ წინა პლანზე.
პლატფორმის გვერდზე წერია, რომ ეს არის კონსტრუქციული და არგუმენტირებული დისკუსიის სივრცე, სადაც ადამიანები ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ ხედვებს, აანალიზებენ წარსულს და საუბრობენ, როგორ წარმოუდგენიათ საქართველოს მომავალი.
2021 წლის 22 მაისს პლატფორმის საუბრების სტუმარი მიხეილ სააკაშვილიც იყო.
„ქართული ოცნება დამღუპველია საქართველოსთვის. დიდ უკუსვლას ვხედავთ ყოველი ჩამოსვლისას“
ნინო 2012 წელს საქართველოში ჩამოვიდა და არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. გვიყვება, რომ მისმა მეგობრებმა, რომლებმაც ბერლინში მისცეს ხმა, ნახეს, როგორ ჩამოჰყავდათ ქართველი ე.წ. ძველი ბიჭები ავტობუსებით ბერლინში.
„რაღაცებით მოხიბლეს ეს ხალხი, სადღაც ასადილეს და ა.შ. როგორც ყიდულობს ხოლმე „ქართული ოცნება“ ხალხის ხმებს სხვა დროსაც, ისე. არჩევნებმა აჩვენა, რომ ემიგრანტები არ უჭერენ მხარს ამ პარტიას“, – იხსენებს ქართველი ემიგრანტი.
აღნიშნავს, რომ ყოველთვის აქტიური მოქალაქე იყო, კითხულობდა პრესას, აანალიზებდა მოვლენებს და მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ ძალას ევროპულ ღირებულებებთან საერთო არ აქვს. როცა ვეკითხებით, რატომ ფიქრობს ასე, გვპასუხობს:
„ქართული ოცნება დამღუპველია საქართველოსთვის. დიდ უკუსვლას ვხედავ ყოველი ჩამოსვლისას.
მათი პოლიტიკა პირველი დღიდანვე სიბინძურე, ზიზღი და ტოქსიკური ენის გამოყენებაა, პოლიტიკური ოპონენტების ჭუჭყში ამოსვრა. ეს არ არის დემოკრატიული პარტია და ძალა, რომელსაც საქართველოსთვის კარგი უნდა.
ახლაც ჩვენ გვაქვს უდიდესი ისტორიული შანსია, გავხდეთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და ეს შანსი წაგვართვა „ქართულმა ოცნებამ“.
ამას მოწმობს ისიც, თუ რა ენას იყენებენ ევროკავშირის ინსტიტუციების მიმართ, საზოგადოების მიმართ, ამ ტოქსიკური ენის, ცინიზმის მიზანი საზოგადოების მასხრად აგდებაა.
მადლობა ხალხს, ვინც არ დაიღალა ამ ყველაფერთან ბრძოლაში.
ხალხში დიდი ნიჰილიზმია, არ აქვს მნიშვნელობა აქტიური ხარ თუ პასიური: არაფერი იცვლება, ეს რუსული სპეცსამსახურების სისტემაა, ყველა უნდა გასვარო, მერე კი ადამიანები იბნევიან, არ იციან რა არის შავი და თეთრი.
ავრცელებენ სისულელეებს, სიბინძურეს ტროლებით, „პოსტივით“, მსგავსი ტელევიზიით და მერე ათჯერ მეტი ძალაა საჭირო ამ სიბინძურის გასანეიტრალებლად“, – ამბობს ნინო.
„მთელი ამ წლების განმავლობაში ვფიქრობდი, რომ საქართველოში დავბრუნდებოდი“
ნინომ გერმანიის მოქალაქეობა შარშან მიიღო. სპეციალურად აჭიანურებდა პროცესს, მაგრამ სხვაგვარად აღარ შეიძლებოდა. ამბობს, რომ სამომავლოდ მისი საქართველოში დაბრუნება ძალიან საეჭვოა.
„ფანტაზია არ მყოფნის წარმოვიდგინო, რა შემთხვევაში დავბრუნდებოდი საქართველოში. ერთადერთი ალბათ იმ შემთხვევაში, თუ 2024 წლის არჩევნებზე გაიმარჯვებს ძალა, რომელსაც ქვეყნის წინსვლა ექნება მიზნად დასახული. თუ ეს ახალი ძალა გადადგამს რეალურ ნაბიჯებს ცვლილებებისკენ, მხოლოდ მერე შეიძლება დაბრუნებაზე საუბარი.
თან მარტო არ ვარ. თუ დავბრუნდები უნდა წამოვიდეს ჩემი მეუღლეც, მისთვისაც საინტერესო უნდა იყოს ეს ცვლილება და იპოვოს საინტერესო საქმე საქართველოში, რაც მოგეხსენებათ არ არის მარტივი.
მთელი ამ წლების განმავლობაში ვფიქრობდი, რომ საქართველოში დავბრუნდებოდი, მაგრამ ეს უკვე არარეალურად მეჩვენება“, – ამბობს ნინო.
_____
კვლევითი ცენტრის PMCG-ის ბოლო კვლევის მიხედვით, 2010-დან 2020 წლამდე საქართველოდან ემიგრაციაში 861 ათასი ადამიანი წავიდა ნინოს მსგავსად, ანუ 10 წლის განმავლობაში ქვეყნის მოსახლეობის 23% წავიდა საქართველოდან.
ბათუმში გრძელდება ნატანის შეტანა სანაპირო ზოლში. ხელოვნური პლაჟების მოწყობის მიზნით, ამ ეტაპზე სანაპიროზე დაახლოებით 413 ათას კუბურ მეტრ ხრეშს შეიტანენ.
ხელოვნურად შეტანილი ხრეშით კი, ზღვამ პლაჟის შექმნა უკვე დაიწყო:
ხელოვნური პლაჟი აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმდებარედ / ბათუმი, 24.12.2022სანაპიროზე შეტანილი ხრეში და ხელოვნური პლაჟი აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმდებარედ / ბათუმი, 24.12.2022ხრეშის შეტანა აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმდებარედ / ბათუმი, 24.12.2022
სამუშაოებისთვის, რომელიც ბათუმის გამწმენდი ნაგებობის მოპირდაპირედ, ასევე, აეროპორტის ასაფრენი ბილიკისა და ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთზე, ზღვის სანაპირო ზოლის ხელოვნურ კვებას [ქვიშა-ხრეშის შეტანას] ითვალისწინებს, აჭარის ბიუჯეტიდან 5,6 მილიონი ლარი დაიხარჯება.
ხელოვნური პლაჟი და შეტანილი ხრეში აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმდებარედ / ბათუმი, 24.12.2022
ხელოვნურად შეტანილ ხრეშს ზღვა შემდეგ სანაპიროს გასწვრივ გადაანაწილებს – რა პერიოდში და რა ფართობზე შეიქმნება პლაჟი, ზღვის შტორმებზეა დამოკიდებული.
ხელოვნური პლაჟი აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმდებარედ / აქ ლოდებით მოწყობილ ნაპირდამცავ ნაგებობამდე ზღვა იყო / ბათუმი, 24.12.2022ხელოვნური პლაჟი აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმდებარედ / აქ ლოდებით მოწყობილ ნაპირდამცავ ნაგებობამდე ზღვა იყო / ბათუმი, 24.12.2022
ხელოვნურად შეტანილ ხრეშს ზღვა ახალი ბულვარის მიმართულებით გადაიტანს და პლაჟებს შექმნის. პლაჟების შესანარჩუნებლად კი, სანაპირო ზოლის ხელოვნური კვება [ხრეშის შეტანა], ყოველწლიურად იქნება აუცილებელი.
ბათუმის სანაპირო ზოლი ერთ-ერთი პრობლემური მონაკვეთია საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში. ჭოროხის შესართავიდან ახალი ბულვარის მიმართულებით აქ ნაპირი ირეცხება, ბათუმის კონცხზე კი გროვდება დიდი რაოდენობით ნატანი, რომელიც დროთა განმავლობაში ზღვის სიღრმეში [ბათუმის კანიონში] იკარგება.
ბათუმის კონცხთან 1999 წლის იანვარში ნაპირს მოსწყდა და ზღვაში ჩაზვავდა 200 მეტრი სიგრძის და 60 მეტრამდე სიგანის პლაჟი [დაახლოებით 1,2 ჰექტარი].
იმ ხრეშს, რომელიც ახლა შეაქვთ სანაპიროზე, ზღვა შტორმის დროს გადაანაწილებს ბათუმის პლაჟზე, საბოლოოდ კი, გარკვეულ ნაწილს თავს ბათუმის კონცხთან მოუყრის. რა რაოდენობით და რა პერიოდში – ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი შტორმული პროცესები განვითარდება სანაპიროზე მომავალში.
ვინაიდან სანაპიროზე ხრეშის ხელოვნურად შეტანა დაგვიანდა, მდინარე ჭოროხს კი, საკმარისი ნატანი ზღვაში ვეღარ შეაქვს, ზღვამ ახალი ბულვარის გასწვრივ ნაპირის წარეცხვა დაიწყო.
ზღვისგან დაზიანებული ახალი ბულვარი / ბათუმი / 24.12.2022
დოკუმენტში, რომლის მომზადებაშიც აჭარის ბიუჯეტიდან 19 700 ლარი დაიხარჯა და რომლის საფუძველზეც ამჯერად სანაპიროზე ხრეში შეაქვთ, აღნიშნულია ასევე, რომ
„ახლო მომავალში აუცილებლად უნდა შემუშავდეს [ბათუმის] სანაპიროს ექსპლოატაციის და ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფული მოვლენები გარდაუვალია, ვინაიდან ამოწურულია ზღვის სანაპიროს ბუნებრივი დინამიკის აღდგენის ყველა შესაძლებლობა“.
იქიდან გამომდინარე, რომ ეს დოკუმენტი მთავრობის დაკვეთით მომზადდა, სავარაუდოდ ამ რისკების შესახებ ცნობილია, როგორც აჭარის, ისე საქართველოს მთავრობისთვის. თუმცა, უცნობია, რას გეგმავენ ბათუმის სანაპიროს დასაცავად.
ბათუმი 2023 წელს 65 ახალ ავტობუსს იყიდის, თუმცა, მერიის განცხადებით, აქედან ქალაქში მხოლოდ 60 ავტობუსი იმოძრავებს. „ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, დარჩენილი 5 ავტობუსის ბედი, თუმცა, ბათუმის მერიაში კომენტარი არ გააკეთეს. 5 ახალი ავტობუსის ფასი კი, ჯამში, 2 მილიონ 683 ათასი ლარია.
„ბათუმისთვის არის 60. დანარჩენი სხვა მუნიციპალიტეტებისთვის“, – მხოლოდ ეს გვითხრეს ბათუმის მერიის პრესსამსახურში.
„ბათუმელები“ შეეცადა დაეზუსტებინა „სხვა მუნიციპალიტეტებიც“. თუმცა, მხოლოდ იმის გარკვევა მოვახერხეთ, რომ 5 ახალი ავტობუსი აჭარაში, ერთ მუნიციპალიტეტს გადაეცემა, სავარაუდოდ, ეს მუნიციპალიტეტი ქობულეთი იქნება.
ბათუმისთვის 65 ავტობუსის შესაძენად კონსოლიდირებული ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ გამოაცხადა და 2022 წლის 3 ოქტომბერს გამარჯვებულიც გამოავლინა – შპს „ჯი-თი გრუპი“.
სატენდერო კომისიის ოქმიდან
„ელექტრონული ვაჭრობის შედეგად შპს „ჯი-თი გრუპის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული ერთი ავტობუსის და მისი გეგმური ფლობის ჯამური ღირებულება შეადგენს 536 600 ლარს“ – ვკითხულობთ სატენდერო კომისიის ოქმში.
სწორედ ამ ფასად მიაწვდის ტენდერში გამარჯვებული კომპანია ავტობუსებს მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ [ანუ, 65 ავტობუსს ჯამში 34 879 000 ლარად].
გამარჯვებულის გამოვლენისა და 65 ავტობუსის შესყიდვაზე ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ კი, ბათუმის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „2023 წელს ბათუმს 60 ახალი ავტობუსი შეემატება“.
ბათუმის მერიის ფეისბუქ გვერდიდან
„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ახალი ავტობუსებით ე.წ. ყვითელ ავტობუსებს ჩაანაცვლებენ.
ბათუმი 65 ახალ ავტობუსს 2023 წლის მაისამდე ეტაპობრივად მიიღებს, ამის შესახებ „ბათუმელებს“ მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ უთხრეს [თუმცა, ამ 65 ავტობუსიდან რამდენს დატოვებენ უშუალოდ ქალაქისთვის, საბოლოოდ ბათუმის მერია გადაწყვეტს. ამ ეტაპისთვის კი, ბათუმს 60 ახალი ავტობუსი რჩება]:
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 25 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 102 050 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +620]
ტანკი – 3 011 ერთეული [+5]
ჯავშანტექნიკა – 6 010 ერთეული [+16]
საარტილერიო სისტემა – 1 991 ერთეული [+3]
MLRS – 418 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 212 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 283 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 267 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 706 ერთეული [+0]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 653 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 4 635 ერთეული [+8]
სპეცტექნიკა – 178 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 25დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
352 თვითმფრინავი
192 ვერტმფრენი
2 724 უპილოტო საფრენი აპარატი
399 საზენიტო სარაკეტო სისტემა
7 240 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
940 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 708 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
7 747 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 დეკემბრის 21 საათიდან 26 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით დროგამოშვებით ზოგან წვიმა, მაღალ მთაში ზოგან თოვა;
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და მთიან რაიონებში იქნება:
დღისით: 10 – 15 გრადუსი
ღამით: 3 – 8 გრადუსი
მაღალ მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 5 – 10 გრადუსი
ღამით: -2 – +3 გრადუსი
სინოპტიკოსების ცნობით, 27 დეკემბერს აჭარაში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვა; 28 დეკემბერს კი, უმეტესად უნალექო ამინდი.
მთავარი ფოტო: ხედი ბათუმის აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმდებარე ტერიტორიიდან/24.12.2022
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის თქმით, ირანი კვლავ უარს ამბობს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებაზე, მაგრამ მან უკვე გაყიდა დაახლოებით 1 700 დრონი, რომლებსაც რუსეთის არმია უკრაინაში ძირითადად ენერგეტიკულ ობიექტებზე იყენებს.
მისი თქმით, მოსკოვმა შესთავაზა ირანის სამხედრო ინდუსტრიას სამეცნიერო სიახლეები, თეირანის დასარწმუნებლად, თუმცა ირანი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს იარაღის სანაცვლოდ სანქციების მოსალოდნელი გამკაცრების გამო.
ბუდანოვი ამბობს, რომ რუსეთმა ირანიდან უკვე შეიძინა 1700 დრონი, რომელთაგან 540 რუსეთმა უკვე გამოიყენა ფრონტის ხაზის გასწვრივ და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ტაქტიკური დარტყმისთვის.
მისი თქმით, ამ დრონების უმეტესობის ჩამოგდებას უკრაინა ახერხებს. მან აღნიშნა, რომ ეს იაფფასიანი დრონებია, ერთეულის ფასი დაახლოებით 7 ათასი დოლარია, თუმცა უცნობია, რეალურად რამდენს უხდის რუსეთი თეირანს ამ იარაღში.
ირანული დრონები რუსეთმა ომში სექტემბერში ჩართო. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის სამხედრო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე ირანული წარმოების დრონი „შაჰედ 136“ პირველად 2022 წლის 13 სექტემბერს, კუპიანსკში ჩამოაგდეს.
ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ირანულ დრონებს ამ ეტაპზე თავისი ტერიტორიიდან, კრასნოდარის ოლქიდან უშვებს.
დაზვერვა ასევე აღნიშნავს, რომ მანამდე ირანული დრონების გასაშვებ ადგილად, ძირითადად, ოკუპირებული ყირიმი გამოიყენებოდა. გაშვების ადგილის შეცვლა, სავარაუდოდ, გამოწვეულია რუსეთის სიფრთხილესთან ყირიმის დაუცველობასთან დაკავშირებით. ამავდროულად ახალი ადგილი მოსახერხებელია რუსეთში იარაღის სავარაუდო ჩამოსვლის ადგილიდან, ასტრახანიდან მარაგების შესავსებად, – ვკითხულობთ გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის ანგარიშში.
რუსეთის არმია თანდათან აგვარებს ჯარისკაცების დეფიციტის პრობლემას მობილიზებულების ხარჯზე, მაგრამ არ აქვს საკმარისი საბრძოლო მასალა შეტევაზე გადასავლელად – ნათქვამია ბრიტანული დაზვერვის 24 დეკემბრის ანგარიშში.
„როგორც ჩანს, რუსეთი განიცდის ფრთოსანი რაკეტების დეფიციტს და ამიტომ შეზღუდა უკრაინის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა. მსგავსი სიტუაციაა საარტილერიო ჭურვებთან დაკავშირებით – ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა მოახერხა მარაგების შევსება საკმარისად, ფართომასშტაბიან შეტევით ოპერაციებზე გადასასვლელად, “- ნათქვამია ანგარიშში.
ბრიტანეთის დაზვერვა მიიჩნევს, რომ რუსეთს ხელს უშლის ფრონტის გრძელი ხაზი, რომელიც მოითხოვს დიდი რაოდენობით ჭურვებისა და რაკეტების ყოველდღიურ ხარჯვას მის დასაცავად.
24 დეკემბერს, დაახლოებით დილის 11 საათზე უკრაინის ქალაქ ხერსონის ცენტრს, საცხოვრებელ ზონას, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნა.
უკრაინული მედია წერს, რომ არიან დაღუპულები და დაჭრილები, მათი რაოდენობა ზუსტდება, თუმცა პირველადი მონაცემებით დაიღუპა მინიმუმ 8 ადამიანი, 35-ზე მეტი კი დაიჭრა. მათგან 16 მძიმე მდგომარეობაშია.
უკრაინული მედიის ცნობით, 23 დეკემბერს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქის ტერიტორიაზე 74-ჯერ გაისროლეს. ხერსონის საცხოვრებელ უბნებში 36 ჭურვი ჩამოვარდა, რუსული ჭურვები მოხვდა საბავშვო ბაღს, სკოლას, საავადმყოფოს, მაღაზიებს, ქარხანას, კერძო სახლებსა და მრავალბინიან შენობებს.
გუშინ ხერსონის ოლქში 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 17 კი – დაშავდა. დაშავებულებს შორის არის 6 წლის ბავშვი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში.
„ბათუმელების“ გამოცემების: batumelebi.ge-სა და netgazeti.ge-ს ჟურნალისტებმა დღეს, 24 დეკემბერს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამი პრიზი მიიღეს სხვადასხვა ნომინაციაში.
ამ ნომინაციას წელს კიდევ ერთი გამარჯვებული ჰყავს – ციფრული მედია პლატფორმა Movement-ი, ეკა ქადაგიშვილისა და ანანო ბაკურაძის მასალით – ნინო ქათამაძე & ნიკოლოზ რაჭველი.
ქარტიის ნომინაციაში – ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქება – გაიმარჯვა „ბათუმელების“ გამოცემა netgazeti.ge-ს ჟურნალისტის, ნინო ბიძინაშვილის მიერ მომზადებულმა სტატიამ – „მენსტრუაციის ხარჯები — ქალების უხილავი პრობლემა“.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრიზი ნომინაციაში – სიღრმისეული ან საგამოძიებო ნამუშევარი ონლაინ ან სატელევიზიო მედიაში – გადაეცა ნინო რამიშვილს, „სტუდია მონიტორს“, ფილმისთვის – „სასამართლო კლანის ლიდერების დამალული სიმდიდრე“.
ქარტიის პრიზი ნომინაციაში – ფოტორეპორტაჟი ონლაინ ან ბეჭდურ მედიაში – მიიღო მარიამ ნიკურაძემ, OC media.
პრიზი ნომინაციაში – დამოუკიდებელი ინდივიდუალური კონტენტი სოციალურ მედიაში – მიიღო თეონა ცხომელიძემ,რომელიც ტელეგრამზე ავრცელებს ინფორმაციას უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ.
პირველ ექვს კატეგორიაში კონკურსი გამოცხადებული იყო IREX-ის USAID პროგრამის მხარდაჭერით, ხოლო ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქების კატეგორიაში პრიზი გაიცა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებენ.
გამარჯვებულებს საჩუქრად ქარტიის სპეციალური პრიზები და ლეპტოპები გადაეცათ. გამარჯვებულები შეარჩია დამოუკიდებელმა ჟიურიმ.
ჟურნალისტური პროდუქტის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი იყო პროფესიული და ეთიკური სტანდარტები, რასაც ეფუძნება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.
უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერელების“ დაახლოებით 80 პროცენტს, სავარაუდოდ, ყოფილი პატიმრები შეადგენენ. ამის შესახებ ჯონ კირბი აცხადებს, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი.
უკრაინაში „ვაგნერელების“ საერთო რაოდენობამ შეიძლება მიაღწიოს 50 ათას ადამიანს, აქედან 40 ათასი ყოფილი პატიმარია და ზოგიერთ მათგანს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს – ციტირებს CNN-ი კირბის.
კირბის თქმით, ბოლო კვირებში ბახმუტთან „ვაგნერის“ 1000-მდე მებრძოლი დაიღუპა. „ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მათი 90 პროცენტი პატიმარი იყო“ – თქვა მან.
„ვაგნერი“ კერძო სამხედრო დაჯგუფებაა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის „მზარეულმა“, ევგენი პრიგოჟინმა შექმნა. „ვაგნერი“ იბრძოდა სირიაშიც.
ბრიტანეთის დაზვერვა წერს, რომ „ვაგნერი“ ციხეებიდან გამოყვანილ პატიმრებს წინა ხაზზე აგზავნის წინასწარ დაგეგმილი მარშრუტით. ამ მარშრუტიდან გადახვევის შემთხვევაში კი, სავარაუდოდ, მათ ადგილზე მოკვლით ემუქრებიან.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა ტვიტერში საშობაო კლიპი გამოაქვეყნა, რომელშიც ასახულია შობის ღამე ორ ქვეყანაში, დიდ ბრიტანეთსა და უკრაინაში, სადაც რუსეთის მიერ ენერგოობიექტების დაბომბვის გამო ენერგოკრიზისია.
„ამ შობას ჩვენ შენთან ვართ უკრაინა“ – ამ წარწერით გააზიარა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალურმა გვერდმა ტვიტერზე კლიპი.
მას მალევე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.
„მადლობელი ვარ რიში სუნაკის და მთელი ბრიტანელი ხალხის! ჩვენ ვგრძნობთ თქვენს მხარდაჭერას. ჩვენ ვგრძნობთ თქვენი გულის სინათლეს და სითბოს. სინათლე ყოველთვის ამარცხებს სიბნელეს. ჩვენ ერთად დავამარცხებთ ბოროტებას და აღვადგენთ მშვიდობას უკრაინაში, ევროპასა და მსოფლიოში. შობას გილოცავთ მეგობრებო“ – დაწერა ზელენსკიმ ტვიტერზე.
დიდი ბრიტანეთი არის უკრაინის სამხედრო დახმარების სიდიდით მეორე დონორი, ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ.
დღეს, 24 დეკემბერს, შობის წინა ღამეა. ქრისტესშობის დღესასწაულს ქრისტიანული სამყაროს დიდი ნაწილი, მათ შორის მართლმადიდებლური ქვეყნებიც, 25 დეკემბერს ზეიმობენ. წელს უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ განაცხადა, რომ ეკლესიებს უფლებას აძლევს, 7 იანვრის ნაცვლად, შობა 25 დეკემბერს აღნიშნონ.
_____________
ფოტოზე: რიში სუნაკი, ბრიტანეთის პრემიერი. ფოტო: EPA-EFE/ANDY RAIN
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 101 430 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +480]
ტანკი – 3 006 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 5 994 ერთეული [+8]
საარტილერიო სისტემა – 1 988 ერთეული [+4]
MLRS – 418 ერთეული [+4]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 212 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 283 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 267 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 706 ერთეული [+8]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 653 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 4 627 ერთეული [+5]
სპეცტექნიკა – 178 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
352 თვითმფრინავი
192 ვერტმფრენი
2 719 უპილოტო საფრენი აპარატი
399 საზენიტო სარაკეტო სისტემა
7 222 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
936 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 704 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
7 737 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
„უკრაინელები ისეთ ეფექტურობას აჩვენებენ, შეიძლება 4 თვეზე მეტი დრო არც დასჭირდეთ,“ – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე „პატრიოტის“ კომპლექსზე, რომელსაც უკრაინას უგზავნიან. მას მოლოდინი აქვს, რომ უკრაინის დიდი ქალაქების და სტრატეგიული ობიექტების დაცვა სრულად ვერა, თუმცა უფრო ეფექტურად მოხერხდება.
გადამდგარი გენერალი ფიქრობს, რომ რუსები მილიონ-ნახევარი არმიითაც ვერაფერს მიაღწევს, რადგან რუსეთის ეკონომიკა სამხედრო რელსებზეა გადასული და არმიის შესაბამისი აღჭურვილობის რესურსი არ აქვთო, აღნიშნავს ის.
ვახტანგ კაპანაძის დაკვირვებით, რუსეთი ამჯერად ბელარუსის დაჯგუფების შექმნას ცდილობს და იქიდან შესაძლოა განაახლოს შეტევა. გადამდგარ გენერალს ეჭვი აქვს, რომ შესაძლოა, ეს იყო არა კიევის მიმართულება, სადაც პუტინმა უკვე იწვნია მწარე მარცხი, არამედ ლვოვი:
„ეცდებიან, დასავლეთის დახმარება მოკვეთონ უკრაინის ძირითად ცენტრს… ამ აქტივობით მათ სურთ დახლიჩონ უკრაინის ძალები და უკრაინელი მებრძოლები მიაჯაჭვონ ორ სხვადასხვა მიმართულებას,“ – მიიჩნევს ვახტანგ კაპანაძე.
„ბათუმელებმა“გადამდგარ გენერალ-მაიორთან, ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.
ბატონო ვახტანგ, რა მიიღო ზელენსკიმ აშშ-ი ვიზიტის შედეგად? მისცემენ იმ შეიარაღებას, რაც უკრაინას სჭირდება, თუ ძირითადად მაინც თავდაცვით იარაღის მიწოდებით შემოიფარგლება დასავლეთი?
ამ ვიზიტით ზელენსკიმ კიდევ ერთხელ შემოუძახა დასავლეთს, რომ დახმარება აუცილებელია. უკვე გაჩნდა დასავლეთში გარკვეული საუბრები, რომ აი, იარაღი აღარ გვაქვს, მარაგების შევსებას წლები დასჭირდება და ასე შემდეგ. ზელენსკის ვიზიტით კი, ამერიკას სთხოვეს, რომ კვლავ გაძლიერდეს ალიანსი უკრაინის დასახმარებლად.
ფაქტია, რომ იარაღის მიწოდების კუთხით გაგრძელდება დახმარება. ეს იქნება ძირითადად ფარული შეთანხმებები და ამ ყველაფერს არ გამოიტანენ სააშკარაოზე, თუმცა ვიცით, რომ, მაგალითად, „პატრიოტს“ მიიღებს უკრაინა. ეს უნივერსალური იარაღია, შესაძლოა, მისი, როგორც მფრინავი ობიექტების, ისე თვითმფრინავების და რაკეტების წინააღმდეგ გამოყენება.
„პატრიოტის“ ეფექტურობა გამოცდილია ერაყში, მას გააჩნია 80 კილომეტრამდე მანძილი, 24 კილომეტრი ჭერის სიმაღლე. საწყის ეტაპზე მისი მართვა პროგრამულად ხდება, შემდეგ – რადიოსაშუალებით და ბოლოს უშუალოდ რაკეტის საშუალებით. მიზანში მორტყმის ალბათობა საკმაოდ მაღალია 80-დან 95 %-მდე.
რა მასშტაბით გაზრდის „პატრიოტი“ იგივე „ნასამსებთან“ ერთად უკრაინის თავდაცვისუნარიანობას? ამით დიდი ქალაქების, ასევე სტრატეგიული ობიექტების დაცვა მოხერხდება?
სრულად ეს ვერ მოხერხდება, თუმცა გააჩნია რაოდენობას. უკრაინისთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია მიწოდებული აღჭურვილობის რაოდენობა.
„პატრიოტის“ (MIM-104A) ბატარეა შედგება 4-დან 8 გამშვებამდე ერთი მართვის სისტემით, თითო გამშვებს გააჩნია 4 – 4 რაკეტა. აღნიშნული საშუალებებით შესაძლებელი იქნება სტრატეგიული ობიექტების უფრო ქმედითად დაცვა. ამაზე ორი აზრი არც არსებობს.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ 20-დან 40 ათასიანი დრონის ჩამოგდებისთვის 3-მილიონიანი რაკეტის გასროლაც ვერ იქნება ეფექტური და ეკონომიური.
მედია წერს, რომ აშშ პირველად მიიღებს უკრაინელ ჯარისკაცებს საწვრთნელად ოკლაჰომას შტატში, სადაც ერთ-ერთი საუკეთესო ბაზაა მოწყობილი, თუმცა ეს ბოლომდე არ არის დადასტურებული. ეს რას შეცვლის? ასევე საინტერესოა, რა დრო დასჭირდება იმის სწავლას, რომ უკრაინელებმა „პატრიოტის“ გამოყენება შეძლონ?
ოპერატორებს დაახლოებით დასჭირდება 4-დან 6 თვემდე, თუმცა უკრაინელები ისეთ ეფექტურობას აჩვენებენ, შეიძლება 4 თვეზე მეტი დრო არც დასჭირდეთ. უზრუნველყოფის და მომსახურების პერსონალის მომზადებას 1 წლამდე სჭირდება ასევე.
რაც შეეხება აშშ-ში სწავლებას, ცნობილია, რომ 2500 უკრაინელს აშშ-ში ამზადებენ კიდეც გაღრმავებული ტაქტიკით. ეს გულისხმობს კომბინირებულ მოქმედებებს და სხვადასხვა სისტემის გამოყენებას.
„კრემლი ახლა ცდილობს დაარწმუნოს დასავლეთი, რომ უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა წამგებიანია, რუსეთი ელის განწყობის ცვლილებას – ამბობს ომის ექსპერტი, პოლკოვნიკი მარკუს რაისნერი „დოიჩე ველესთან“. წინა ინტერვიუებში თქვენც გვითხარით ეს, მაგრამ ვხედავთ, რომ დასავლეთის მხარდაჭერა ისევ მკაფიოა, თანაც უკვე ზამთარია და უკრაინელებიც ენერგოკრიზისს უძლებენ. რა იცვლება?
დასავლეთი ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერს უკრაინას, თუმცა ომის გაჭიანურება, რა გათვლაც ჰქონდა რუსეთს, აისახა დასავლეთზეც. მაგალითად, მაკრონის რამდენიმე ინტერვიუს თუ გავიხსენებთ, ის ამბობს, რომ ორივე მხარე უნდა იყოს დაუმარცხებელი, ორივე მხარეს უნდა გაიცეს უსაფრთხოების გარანტიები. ეს რას აჩვენებს?
არსებობს რეალური, ტექნიკური პრობლემაც. მაგალითად, ნატოს წევრ 30 ქვეყნიდან 20 ქვეყანას უკრაინისთვის დახმარების რესურსი უკვე ამოწურული აქვს. ბრიტანეთის თავდაცვის უფროსიც აცხადებს, რომ წლები დასჭირდება ბრიტანეთს სამხედრო მარაგები მიიყვანოს იმ მდგომარეობამდე, რაც უკრაინის ომამდე იყო. ასამუშავებელია სამხედრო-სამრეწველო კომპლექსები დასავლეთში, რომ დახმარება გაგრძელდეს და ამავდროულად, დახმარების პარალელურად თვითონ ეს ქვეყნებიც არ დასუსტდეს.
რაისნერის კიდევ ერთი მოსაზრება ემთხვევა თქვენსას: „იქმნება შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი კარგად მიდის და უკრაინას შეუძლია თავისითაც გაუმკლავდეს [რუსეთს]. მაგრამ ეს არასწორია…“ – ამბობს ის. რა იკვეთება ახლა, რა სახის დახმარებას გაუწევს დასავლეთი უკრაინას?
პირველად ჟღერდება ის, რასაც მე და კიდევ რამდენიმე ადამიანი ამბობდა ჯერ კიდევ ომის დაწყების ეტაპზე, რომ ეს იქნება ძალიან ხანგრძლივი ომი. თავდაპირველად იყო ვერსიები, რომ აი, რამდენიმე კვირა დასჭირდებათ რუსებს, ან გვესმოდა, რომ შემოდგომამდე დაიბრუნებენ უკრაინელები ყირიმს, მერე ეს თარიღი გადაწიეს ახალ წლამდე… ახლა უკვე ისმის ამერიკელების დონეზე უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან, რომ ეს იქნება ხანგრძლივი ომი.
დასავლეთის მხარდაჭერა უპირობოა, ისინი განაგრძობენ უკრაინის დახმარებას.
ამ ეტაპზე აქტიურობა რუსების მხარესაა დონბასში, თუმცა იმედი მაქვს, ამ დროს უკრაინელები იყენებენ ახალი დაჯგუფების შექმნისთვის. მაგალითად, ჩამოყალიბდა 47-ე მოიერიშე ბრიგადა, რომელიც დაკომპლექტებულია მხოლოდ კონტრაქტორებით, აბსოლიტურად დასავლური სისტემით არის აწყობილი, აღჭურვილობაც შესაბამისი აქვთ, მაგალითად, ღრმად მოდერნიზებული, სლოვაკური ტ-55ს ტანკები, რომელთა 100-მილიმეტრიანი ქვემეხები 105-მილიმეტრიანი ბრიტანული ქვემეხებითაა შეცვლილი, ცეცხლის მართვის სისტემაც თანამედროვეა, რეაქტიული ჯავშანი დაამატეს… ასე რომ, ეს უახლესი ტანკი არა, მაგრამ საკმაოდ ეფექტიანი ტანკია. ამ ტიპის დასავლური დანაყოფები იქნება მომავალი უკრაინული შეაიარაღებული ძალების ბირთვი, აქეთკენ მიდის პროცესი.
გასაგებია, რომ ამ ეტაპზე ზალუჟნის არ სურს რუსებმა ბახმუტის აღებით პოლიტიკური პიარი განახორციელონ, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ზომა. იმედი მაქვს, ზალუჟნი პოლიტიკურ ეფექტიანობას სამხედრო ეფექტიანობას ამჯობინებს და ამ პერიოდს გამოიყენებს ახალი დაჯგუფების შესაქმნელად.
ეს ძალები არ უნდა დაიხარჯოს ბახმუტის დაცვაზე, თორემ იგივე შეიძლება მოხდეს, რაც მოხდა სევეროდენცკში, როცა ლისიჩანსკი პრაქტიკულად უბრძოლველად დათმეს, არადა ლისიჩანსკი გაცილებით მარტივად დასაცავი იყო. ბახმუტის ფოტოები რომ ნახოთ ახლა, პირველი მსოფლიო ომის კადრი გეგონებათ – გადამწვარია იქაურობა, მუხლებამდე წყლიან ტრანშეებში მიდის ბრძოლები, გაუთავებელი საარტილერიო დარტყმებია…
თქვენი დაკვირვებით, ბახმუტში ბრძოლის პარალელურად რამდენად ახერხებს უკრაინა ფართომასშტაბიანი კონტრდარტყმისთვის მომზადებას?
უკრაინა ეცდება ახალი დაჯგუფების შექმნას, ზალუჟნიმ გააკეთა ჩამონათვალი, რაც სჭირდება ახლა უკრაინას. ეს არის ზუსტად ის ჩამონათვალი, რაც საჭიროა დამრტყმელი დაჯგუფების შექმნისთვის. იმედი მაქვს, რომ ამ დროს უკრაინა გამოიყენებს შესაბამისად და გაზაფხულისთვის მოახერხებს გარდატეხის ნიშნების გამოჩენას.
აქ არის დღეს მნიშვნელოვანი ბახმუტის მიმართულება – პრიგოჟინი მიიჩნევს, რომ მისი პირადი ამოცანაა, აქ მიაღწიოს იმას, რასაც ვერ მიაღწია რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა. ეს აღარაა ის „ვაგნერი“, რაც თავდაპირველად იყო – მაღალპროფესიული მებრძოლებისგან შემდგარი კოოპერატივი. დღეს „ვაგნერის“ შემადგენლობა უკვე 20 ათასს გასცდა და შეიერთეს ყოფილი პატიმრები, მოხალისეებიც, აქვთ ავიაცია და არტილერიაც. სცადეს, რომ შეექმნათ „ვაგნერი“, როგორც ბრენდი, ვიდრე ელიტური დანაყოფი. რაღაც მითიური გახადეს „ვაგნერი“.
რა შეიცვლება პრიგოჟინის წარმატებით რუსეთის არმიაში, თუ ისინი მოახერხებენ ბახმუტის აღებას?
არაფერი არ შეიცვლება, უბრალოდ თუ მიაღწიეს ამ წარმატებას ბახმუტში, უკვე ქალაქში მიმდინარეობს ბრძოლები, პრიგოჟინი განიმტკიცებს საკუთარ სტატუსს. დღესაც პრიგოჟინი უფრო მაღალ სტატუსზეა, ვიდრე, მაგალითად, კადიროვი, რომელიც აღარ ჩანს ისე აქტიურად, როგორც ადრე. რეალურად ორივე ერთი და იგივე ფრთას წარმოადგენდა – FSB-ს.
მოკლედ, სამეფო კარის თამაშებია, მაგრამ ფაქტია, რომ კადიროვმა ვერ გააკეთა ის, რა მითსაც ქმნიდა კადიროველებზე. ახლა მითია „ვაგნერზე“.
ამასობაში შოიგუ რუსული ჯარის რეფორმირებას აპირებს, არმიის მილიონ-ნახევრამდე გაზრდას. თქვენი დაკვირვებით, რაზე აქვს გათვლა შოიგუს ამჯერად და რამდენად არის ეს შესაძლებელი?
საომარ ვითარებაში და ამ მოცემულობაში ვერავითარ რეფორმას ვერ ჩაატარებენ, თუმცა რეალობაა, რომ მათ შეუძლიათ გაზარდონ შეიარაღებული ძალები, ადამიანური რესურსი გააჩნიათ. არმიის აღჭურვა თანამედროვე იარაღით ცოტა გრძელვადიანი პერსპექტივაა, რასაც რუსები ამ ეტაპზე ვერ მოახერხებენ.
რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს მილიონ-ნახევრიან არმიას, თუ ის არ იქნება შესაბამისად აღჭურვილი?
ამის ეფექტი იქნება ის, რომ ტერიტორიები, რაც დაკავებული აქვთ რუსებს, შეეცდებიან ამ ტერიტორიის შენარჩუნებას. შემდეგ კი, თუკი რუსებს მიეცათ ამოსუნთქვის შესაძლებლობა და ეკონომიკა აამუშავეს, რაც ახლა მთლიანად სამხედრო რელსებზეა გადასული, რა თქმა უნდა, ეს საფრთხის შემცველია უკრაინისთვის. გვახსოვს – როცა ომი დაიწყო რუსეთმა 180-190 ათასკაციანი დაჯგუფებით დაესხა თავს უკრაინას, ახლა უკვე 300-400 ათასი კაცი ჰყავთ.
რამდენ ხანს შეუძლია უკრაინას ამ ზომის არმიის დაწოლის შეჩერება?
ეს მასა არ არის შეტევისთვის მომზადებული მასა.
აქტუალური დღეს არის ის, თუ რამდენად შეძლებს უკრაინა 2014 წლამდე არსებულ მდგომარეობით არსეულ საზღვრებზე გასვლას. თორემ რუსები ჯარისკაცების გაზრდილი რაოდენობით თავდაცვის გარდა, დიდ ვერაფერს მიაღწევს, ეს ფაქტია.
„რუსეთის მმართველ ელიტებში განსხვავებული მოსაზრებები აქვთ რუსეთის მიერ მორიგი იერიშის წამოწყებაზე“ – წერდა რამდენიმე დღის წინ „როიტერსი“, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ინფორმაციის საფუძველზე. თქვენი ინფორმაციით, რა ვერსიას უყურებენ ამ ეტაპზე ყველაზე მისაღებად კრემლში?
ყველაზე მეტად იკვეთება ბელარუსის დაჯგუფების შექმნის ალბათობა და იქიდან შეტევა უკრაინაზე. ამის ნიშნები ნამდვილად არის, აქტიური თვალ-ყურის მიდევნების პირობებში მალულად ამის მობილიზებას რუსეთი ვერ შეძლებს. წესით ეს დაჯგუფება მცირე არ იქნება, თუ რუსეთს სურს ეფექტური შედეგი.
ანუ ბელარუსიდან პუტინის სამიზნე ისევ კიევია?
რუსებზე ვერასდროს იტყვი ვერასოდეს, რაციონალობა მათთვის რთულად მისასადაგებელია. თუმცა, ჩემი აზრით, კიევზე წესით ისევ არ უნდა წავიდნენ. ერთხელ უკვე მიიღეს მწარე გამოცდილება. ისინი შესაძლოა ეცადონ, რომ დასავლეთის დახმარება მოკვეთონ უკრაინის ძირითად ცენტრს და შეტევის, ან შეტევის მცდელობის მიმართულება იყო ლვოვის მიმართულება.
ამ აქტივობით მათ სურთ დახლიჩონ უკრაინის ძალები და უკრაინელი მებრძოლები მიაჯაჭვონ ორ სხვადასხვა მიმართულებას. მათ აქვთ გათვლა, რომ უკრაინელებმა კონცენტრაცია ვერ მოახერხონ რომელიმე ერთ მიმართულებაზე.
მე ვფიქრობ, რუსეთს ასეთი დაჯგუფების ჩამოსაყალიბებლად და ბელორუსიაში გადასასროლად ორი-სამი თვე მაინც დასჭირდება.
დიდი ალბათობით, ყველაფერი კარგად დასრულდება მათთვის, ვინც ბათუმში უკანონოდ ააშენა სასტუმრო, საცხოვრებელი კორპუსი, დაარღვია სანებართვო პირობები – უკანონოდ დაამატა ორი სართული ან მეტი. ვინც დასრულებულ კორპუსს ტერასული სართული დააშენა და იქ აუზის მოწყობა დაიწყო და ასე შემდეგ… ყველა შენობა კანონის ჩარჩოში მოექცევა. მათი დაკანონებისთვის სამშენებლო კოდექსში ცვლილებას სპეციალურად ბათუმისთვის კიდევ ერთხელ ითხოვენ.
ინიციატივის ავტორები არიან მაჟორიტარები აჭარიდან რესან კონცელიძე [ბათუმის მაჟორიტარი], ზაალ მიქელაძე, [ქობულეთის მაჟორიტარი] და ანზორ ბოლქვაძე [ხელვაჩაურის, ხულოს, ქედისა და შუახევის მაჟორიტარი].
საქართველოს პარლამენტი ბათუმში უკანონოდ აშენებული შენობების დაკანონების მიზნით სამშენებლო კოდექსში ცვლილების პროექტს განიხილავს.
ინიცირებული პროექტით ავტორები ითხოვენ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში დაემატოს 141/7 მუხლი, რაც სანებართვო პირობების დარღვევით მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესის დამტკიცებასაც გულისხმობს.
ამ წესის მიხედვით, მშენებლობის ზედამხედველობის ორგანო, როგორიც არის, მაგალითად, ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, უფლებამოსილი იქნება ექსპლუატაციაში მიიღოს [ჩაიბაროს] შენობა, რომელიც ნებართვით, თუმცა შეთანხმებული პროექტის დარღვევით აშენდა.
ეს შესაძლოა გულისხმობდეს მშენებლობის პარამეტრების დარღვევას, როცა 8 სართულის მშენებლობის ნებართვა მოგცეს და 10 ააშენე, ან თხუთმეტის ნაცვლად – 17. ცვლილება შეეხება ასევე ისეთ შემთხვევებს, როცა დარღვეულია ფუნქციური ზონირების წესით დადგენილი ნორმა. მაგალითად: სარეკრეაციო ზონაში აშენებულია ზონისთვის დაუშვებელი ფუნქციის მქონე შენობა და ასე შემდეგ …
კანონის პროექტის მიხედვით, შეღავათი გავრცელდება იმ ობიექტებზეც [სასტუმრო, მრავალბინიანი კორპუსი, ოფისი], რომელზეც მშენებლობის ნებართვა გაცემული არ არის. ანუ უკანონოდ არის აშენებული, თუმცა მშენებლობა დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის ანუ განაშენიანების დეტალური გეგმის არეალშია.
[განაშენიანების დეტალური გეგმის მომზადება კონკრეტულ ნაკვეთზე დაგეგმილი მშენებლობის პროექტის წარდგენისას იმ კვარტალის განაშენიანების გეგმის მომზადებას გულისხმობს, სადაც სამშენებლო ნაკვეთია].
ცვლილება ასევე შეეხება კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე განთავსებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს [გარდა კომერციული დანიშნულების ობიექტისა], რომლებიც არ სცდება II კლასის შენობის მახასიათებლებს, არ არის გაცემული მშენებლობის ნებართვა ან შეტყობინება და შენობა აშენებულია. [II კლასის შენობა შესაძლებელია იყოს ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი. ოფიციალური შეტყობინება კი საკმარისია პირველი კლასის მშენებლობისას, მაგალითად, ფასადის კარის ან ფანჯრის გამოცვლა, ღობის მოწყობა და ასე შემდეგ].
მაჟორიტარების მიერ შემუშავებული წესის მიხედვით, კოდექსში ცვლილების დამტკიცების შემდეგ, მუნიციპალური ინსპექცია უფლებამოსილი იქნება ექსპლუატაციაში მიიღოს ისეთი შენობები, რომლებიც ნებართვით აშენდა 2022 წლის 26 სექტემბრამდე და დასრულებულია. ასევე, შენობები, რომლებიც უნებართვოდ აშენდა, თუმცა დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის ან განაშენიანების დეტალური გეგმის არეალშია და მათი მშენებლობა 2022 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით დამთავრებულია.
წესის მიხედვით, მშენებლობადამთავრებულ ობიექტად მიიჩნევა შენობა, რომლის ძირითადი კონსტრუქცია და ექსტერიერი, გარდა მოსაპირკეთებელი და კეთილმოწყობის სამუშაოებისა, დამთავრებულია.
ახალი წესი ზოგიერთ შემთხვევაში უკანონო მშენებლობისთვის უკვე დაკისრებული ჯარიმების გაუქმებასაც ითვალისწინებს
ახალ წესში, რომელიც აჭარის მაჟორიტარებმა შეიმუშავეს, ვკითხულობთ:
იმ სამშენებლო სამართალდამრღვევის მიმართ, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედებამდე დაეკისრა პასუხისმგებლობა ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში ამ მუხლის მე-12 და მე-13 ნაწილებით გათვალისწინებული, სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისთვის და რომელსაც ამ ნაწილის [იგულისხმება პროექტით გათვალისწინებული მუხლი] ამოქმედების მომენტისთვის ჯარიმის/საურავის თანხა გადახდილი არ აქვს ან ნაწილობრივ აქვს გადახდილი, ძალადაკარგულად აცხადებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ ან/და სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის საურავის დარიცხვის შესახებ.
ეს ნიშნავს, რომ ამ წესის ამოქმედების შემდეგ ჯარიმას არ გადაიხდის ის, ვისაც უკანონო მშენებლობისთვის ან სანებართვო წესის დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმა ჯერ არ გადაუხდია.
ინიცირებულ პროექტში ასევე ვკითხულობთ:
იმ სამშენებლო სამართალდამრღვევის მიმართ, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედების მომენტისთვის ჩადენილი აქვს ამ მუხლის მე-12 და მე-13 ნაწილებით გათვალისწინებული, სამშენებლო საქმიანობის სფეროში სამშენებლო სამართალდარღვევა და რომლის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებული არ არის, არ დაიწყებს შესაბამისი საქმის წარმოებას, ხოლო თუ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებულია, მაგრამ დადგენილება მიღებული არ არის, იღებს დადგენილებას დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
ასევე განმარტებულია, რომ ამ მუხლის შესაბამისად ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება არ ნიშნავს: მიჯნის ზონის დარღვევით განხორციელებული სამუშაოების კანონიერებას. მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) მომატებისთვის დაწესებული თანხის გადახდისგან გათავისუფლებას.
პროექტის მიხედვით, ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებამდე, მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან კერძო და საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ან შესაბამისი პირობების შესრულება უშუალოდ ამ ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით. ამ ნაწილის თანახმად, მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარუდგენლობა ან შესაბამისი პირობების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
დაინტერესებულმა პირმა ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს უნდა მიმართოს ცვლილების ამოქმედებიდან 2 წლის ვადაში.
ამ წესის მიხედვით [თუ მას პარლამენტი დაამტკიცებს] დაინტერესებულმა პირმა შენობის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით შესაბამის ორგანოს უნდა წარუდგინოს განცხადება.
განცხადებას უნდა ერთვოდეს შენობის ამსახველი ტოპოგრაფიული გეგმა, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და შესაბამისი მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი, რომელზეც ნაჩვენებია საექსპლუატაციო ობიექტი. ობიექტის არქიტექტურული პროექტი და არსებული მდგომარეობის ამსახველი აზომვითი ნახაზი. ასევე, აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მიერ გაცემული, ობიექტის მზიდი კონსტრუქციების მდგრადობისა და სეისმომედეგობის დამადასტურებელი საექსპერტო დასკვნა, საჭიროების შემთხვევაში − აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნა პროექტის თაობაზე და სხვა დოკუმენტები.
[toggle title=” ნახეთ აქ”]
ობიექტის შიდა გეგმარების ან მოსაპირკეთებელი და კეთილმოწყობის სამუშაოების დარღვევით განხორციელების შემთხვევაში − შესაბამის პირთა თანხმობა.
ავტოსადგომების სავალდებულო, შეთანხმებული არქიტექტურული პროექტით გათვალისწინებული რაოდენობის [ასეთი ვალდებულების შეთანხმებული არქიტექტურული პროექტით არსებობის შემთხვევაში], ხოლო აღნიშნული პროექტის არარსებობისას – ამ ობიექტისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ავტოსადგომების რაოდენობის არარსებობის შემთხვევაში – შესაბამის პირთა თანხმობა.
ობიექტში მოწყობილი ტექნოლოგიური მოწყობილობების (ლიფტის, ესკალატორის და სხვა) გამოცდის აქტები.
[/toggle]
რა სახის მშენებლობებზე არ გავრცელდება ეს წესი:
ეს წესი არ გავრცელდება V კლასის შენობა-ნაგებობაზე [ V კლასის შენობაზე ნებართვას საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სამსახური გასცემს], კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე. იმ სუბიექტზე, რომლის საქმიანობა, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის თანახმად, ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩატარებას. ასევე, იმ სუბიექტზე, რომელიც ახორციელებს „გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ საქმიანობას.
წესი დამტკიცების შემთხვევაში მისი გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს შეიძლება ამოქმედდეს.
დღეს, 23 დეკემბერს, სასამართლოს ჩვენება უფროსმა გამომძიებელმა არჩილ სურმანიძემ მისცა. ის ოზთურქის აპარტამენტში ჩხრეკის პროცესს ხელმძღვანელობდა, ასევე გალიფ ოზთურქის პირად ჩხრეკას.
ბიზნესმენი, მილიონერი გალიფ ოზთურქი საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეა. მის წინააღმდეგ თავდაპირველად გამოძიება ფინანსური კუთხით დაიწყო, თუმცა მას ამ ეტაპზე გამოძიება მხოლოდ ნარკოდანაშაულს ედავება. სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი აპარტამენტებიდან 7,2159 გრამი კოკაინი ამოიღეს.
„მას ჯიბეში ჰქონდა 2400 ლარი, რაც თავად წარმოგვიდგინა, ასევე გვაჩვენა თანხა რკინის სეიფში“, – უფროსმა გამომძიებელმა დეტალურად აღწერა, რა იპოვა ოზთურქის და მისი აპარტამენტის ჩხრეკის დროს, თუმცა აღარ დაუკონკრეტებია: რამდენი თანხა დახვდათ გამომძიებლებს მილიონერი ოზთურქის რკინის სეიფში.
„იქ შიდა კიბე იყო, გავემართეთ მეორე სართულზე… ოზთურქმა თანხმობა განაცხადა, მისი დასწრების გარეშე გაგვეგრძელებინა ჩხრეკა ადვოკატის თანდასწრებით“, – განაგრძო მოწმემ. მისი თქმით, ჩხრეკის დროს „ფხვნილისებრი ნივთიერება“ აბაზანაში იპოვეს.
„რკინის პატარა შეფუთვაში იყო“, – დასძინა გამომძიებელმა და შემდეგ ექსპერტიზის დასკვნაზეც მიუთითა. – „ეს იყო კოკაინის მარილი“, – დაამატა მან.
ვიდრე ადვოკატი კითხვებს დასვამდა, პროკურორმა არჩია ის საკითხები თავად გაერკვია, რაზეც დაცვის მხარე ამახვილებს ყურადღებას:
„პირადი ჩხრეკა რატომ არ გადავიღეთ?“ – გამომძიებელს მიმართა პროკურორმა ლევან მურვანიძემ.
„არ ჩავთვალეთ საჭიროდ“, – თქვა უფროსმა გამომძიებელმა უხერხული პაუზის შემდეგ, მოსამართლეს გახედა და ისე დაამატა: „მე მივიღე ეს გადაწყვეტილება“.
რატომ ჩატარდა ჩხრეკა აპარტამენტში, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემებით ოზთურქის საკუთრება არ არის? – ამ საკითხსაც შეეხო პროკურორი. ოზთურქის ადვოკატების მტკიცებით, ჩხრეკა უკანონო იყო და უკანონობა, პირველ რიგში, ამ ნაწილს ეხება: ბინის მესაკუთრე, სადაც ჩხრეკა ჩატარდა, ჩხრეკას არ დასწრებია.
„თავად გალიფ ოზთურქი იძახდა, რომ ბინა ჩემია, შეგიძლიათ გაჩხრიკოთო“, – აღნიშნა მოწმემ და აღწერა, გამომძიებლები ლიფტით როცა მე-18 სართულზე ავიდნენ, პირდაპირ საცხოვრებელ ბინაში აღმოჩნდნენ.
„ადვოკატმა გააკეთა მსგავსი ჩანაწერი, აქ რა გინდათ საერთოდ, ეს არაა ოზთურქის ბინაო?“ – იკითხა პროკურორმა იმის ხაზგასასმელად, რომ ახლა რასაც ადვოკატები მიიჩნევენ უკანონოდ, თავის დროზე წინა ადვოკატს არ გაუპროტესტებია.
ადვოკატ დავით ჩავლეიშვილს ამ საქმეში მოწმის სტატუსი აქვს. მას ჯერ ჩვენება სასამართლოსთვის არ მიუცია.
„არა, ასეთი ჩანაწერი ოქმში არ ყოფილა“, – თქვა მოწმემ დავით ჩავლეიშვილის შესახებ, შემდეგ კი თქვა, რაც მიუთითა ადვოკატმა ჩხრეკის ოქმში.
„მიუთითა, ჩემ მოსვლამდე აქ 10-ზე მეტი პოლიციელი გადაადგილდებოდაო“, – მოსამართლეს გახედა ისევ უფროსმა გამომძიებელმა, არჩილ სურმანიძემ.
„თქვენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება წაკითხული გექნებათ“, – ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა უფროს გამომძიებელს საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომა გაახსენა. ეს გულისხმობს იმას, რომ ჩხრეკის დროს გამომძიებლებმა ე.წ. ნეიტრალური მტკიცებულება უნდა მოიპოვონ, როცა ამის შესაძლებლობა არსებობს, მაგალითად, ვიდეო გადაიღონ ჩხრეკის დროს.
„ეს შეიძლება დამსწრე გარეშე პირიც იყოს“, – ადვოკატის შეჩერება სცადა პროკურორმა ლევან მურვანიძემ. მან კითხვის განრიდება ითხოვა, რადგან გამომძიებელმა მანამდე განმარტა, ვიდეოს გადაღება არ ჩავთვალე საჭიროდო.
მას შემდეგ, რაც მოსამართლემ კითხვა არ განარიდა, გამომძიებელმა თქვა, რომ ოზთურქის პირად ჩხრეკას მისი ადვოკატი – დავით ჩავლეიშვილი და თარჯიმანი ესწრებოდნენ.
„მაშინ ბინის ჩხრეკა რატომღა გადაიღეთ, ისევ იქ იყვნენ ხო დამსწრე პირები?“ – არ მოეშვა უფროს გამომძიებელს ადვოკატი რობერტ გრიგალაშვილი.
„ბევრი ოთახი იყო, მოცულობითი იყო…“ – გამომძიებელმა სცადა, დამაჯერებელი პასუხი გამოსვლოდა.
„ამ დროს მივიღე გადაწყვეტილება, რომ გადაგვეღო, უფრო მეტი მტკიცებულების მოპოვების მიზნით“, – დასძინა მოწმემ.
ადვოკატმა ამჯერად სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი გადაშალა და უფროს გამომძიებელს ის სამართლებრივი ნორმა წაუკითხა, რომლის მიხედვითაც მესაკუთრე თავის საკუთრებაში ჩხრეკის პროცესს უნდა ესწრებოდეს.
„ახლა ვიცით, რომ ეს იურიდიული პირის საკუთრებაა“, – აღარ დამალა გამომძიებელმა, რომ ჩხრეკის დაგეგმვის და მისი ჩატარების დროს საგამოძიებო ორგანოს არ გამოურკვევია, ვის საკუთრებაში ატარებდა ჩხრეკას.
„იქ იყო რეგისტრირებული ოზთურქი… მან თქვა, იქ ცხოვრობდა“, – უხერხული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა სცადა გამომძიებელმა.
„მე რომ თქვენს ბინაში გავიარო რეგისტრაცია, მე ვიქნები მესაკუთრე?“ – გაოცდა ადვოკატი.
„არ იქნებით, მე ვმოქმედებდი მოსამართლის განჩინებაში მითითებული მისამართით“, – მოსამართლეზე ამოფარებაც სცადა გამომძიებელმა.
„კარგით ახლა“, – გაიღიმა ადვოკატმა, მოსამართლეს გახედა და ისევ მიუბრუნდა უფროს გამომძიებელს: – „ჩვენ ხომ ვიცით, რომ საგამოძიებო ორგანო ამზადებს დასაბუთებას და აწვდის მას სასამართლოს. მოსამართლე თავისი ინიციატივით ხომ არ ჩაწერდა მისამართს?“ – იკითხა ადვოკატმა.
„არა… დრო არ გვქონდა საკმარისი“, – მხრები აიჩეჩა უფროსმა გამომძიებელმა.
გამომძიებელი არჩილ სურმანიძე გამოკითხვაზე
მოწმეების გამოკითხვა გრძელდება.
———–
მილიონერი გალიფ ოზთურქი ბათუმში 31 მაისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სპეცოპერაციის დროს დააკავა. 2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ოზთურქს არა ფინანსური დანაშაულის ჩადენას [როგორც ამის შესახებ უწყებამ წინასწარ განაცხადა], არამედ ოფიციალურად მხოლოდ ნარკოდანაშაულს ედავებიან: სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი ბინიდან 7,2159 გრამი კოკაინი ამოიღეს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ოზთურქს 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ელის.
5 ივლისს კომპანია „მეტრო ტერმინალმა“ ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, ოზთურქის სისხლში ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერება არ აღმოჩნდა. 6 ივლისს კი, გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლომ მარიხუანის „მცირე ოდენობით შენახვისთვის“ 500 ლარით დააჯარიმა. აქ გაირკვა, რომ ოზთურქს სისხლის სამართლის საქმის გარდა მარიხუანის ნაწილშიც ადმინისტრაციული წესით ედავებოდნენ.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა დაამთავრა გამოძიება და ბრალდება წარუდგინა რუსეთის მოქალაქე ოლგა ბიკოვსკაიას, რომელიც მეუღლეს, რუს ჯარისკაცს, უკრაინელი ქალების გაუპატიურებისკენ მოუწოდებდა.
„რადიო თავისუფლების“ უკრაინული ბიუროს ცნობით, ბიკოვსკაიას უკვე შეატყობინეს ბრალდების შესახებ და საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს.
მედიის ცნობით, ჯერ არ არის დადგენილი, ცოცხალია თუ არა ოლგა ბიკოვსკაიას ქმარი.
უკრაინელი სამართალდამცავების ვერსიით, ბიკოვსკაია ქმარს დანაშაულის ჩადენისკენ „უკრაინული საზოგადოებისა და ქალების მიმართ პირადი აუტანლობის ნიადაგზე მოუწოდებდა“.
გამოძიების ცნობით, მისი ქმედებები არღვევს ჟენევის კონვენციის 27-ე მუხლის მეორე ნაწილს, ომის დროს სამოქალაქო პირების დაცვის შესახებ.
გარდა ამისა, გამოძიება მიმდინარეობს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის პირველი ნაწილით – ომის კანონების დარღვევა. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, ბიკოვსკაიას, რომელსაც დაუსწრებლად მიუსაჯეს წინასწარი პატიმრობა, 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ჩანაწერი, რომელშიც ქალი მეუღლეს უკრაინელი ქალების გაუპატიურებისკენ მოუწოდებდა, ჯერ კიდევ თებერვალში გავრცელდა. „უნიანის“ ცნობით, მისი მონაწილე პირები უკრაინელმა ჟურნალისტებმა ამოიცნეს.
რომან ბიკოვსკი [27 წლის]: ჟურნალისტების ცნობით, მონაწილეობდა ყირიმის ანექსიის ოპერაციაში, ასევე მსახურობდა რუსეთის ეროვნულ გვარდიაში („როსგვარდია“);
ოლგა ბიკოვსკაია [ჯარისკაცის მეუღლე], ჟურნალისტების ინფორმაციით, ოკუპირებულ ყირიმში შვილთან ერთად ცხოვრობს.
წყვილის სატელეფონო ჩანაწერში ოლგა ბიკოვსკაია მეუღლეს ეუბნება, რომ „უკრაინელი ქალები გააუპატიუროს და მას არაფერი უთხრას“. ქმრის კითხვაზე, აძლევს თუ არა ასე მოქცევის ნებართვას, ბიკოვსკაია დადებითად პასუხობს და [გაუპატიურების დროს] „თავდაცვის“ რეკომენდაციას აძლევს.
„ხელისუფლება რომ გაცხადებულად გეგმავს ჰომოფობიური და ტრანსფობიური პოლიტიკის გატარებას უფრო ღიად და აგრესიულად, ამაზე მეტყველებს სტრატეგიის შეცვლილი დოკუმენტი, რომელიც უკვე დაამტკიცა მთავრობამ. ეს არის ძალიან საშიში და საგანგაშო“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები საერთო მომავლისთვის“ თანადირექტორი იდა ბახტურიძე. საუბარია გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციაზე.
იდა, რაზე დაყრდნობით ამბობთ, რომ სახელმწიფომ გენდერული თანასწორობის დოკუმენტი გააყალბა?
ეს არის დოკუმენტი, რომელზეც 2017 წლიდან მიმდინარეობს მუშაობა და რომელშიც ჩართული იყო საპარლამენტო ოპოზიცია, ასევე, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და სხვა უფლებადამცველი ორგანიზაციები.
ეს არის კონცეფცია, რომელსაც შემდეგ უნდა დაეფუძნოს ყველა ის კანონი თუ სხვადასხვა პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც შეიქმნება გენდერულ თანასწორობაზე. ამიტომ ამ დოკუმენტში გაჟღერებული ყველა კონცეპტუალური საკითხი, იქნება ეს ტერმინოლოგიური თუ სხვა, აისახება ყველა სხვა დოკუმენტზეც.
ის ვერსია, რაც აქამდე მუშავდებოდა და რაზეც შეთანხმდა პარლამენტი გაეროსთან და სხვა ექსპერტებთან, დამტკიცების დროს შეცვალეს. დოკუმენტიდან საერთოდ გამქრალია ტერმინი გენდერული თანასწორობა და დოკუმენტის შესავალშივე მოცემული ტექსტი პირდაპირ მიუთითებს, რომ აქ საუბარია მხოლოდ კაცსა და ქალზე და არა, ზოგადად გენდერზე.
დოკუმენტიდან გაქრა ინკლუზიურობა, ჩაგრული ჯგუფები, სექსუალური თუ რეპროდუქციული ჯანმრთელობა და რაც მთავარია, ტერმინი – გენდერული იდენტობა, რაც თავისთავში მოიაზრებს არა მხოლოდ ქალსა და კაცს, არამედ ლგბტქ ადამიანებსაც.
კონცეფციის დოკუმენტი, რომელიც გვქონდა ნანახი და რაზეც შევთანხმდით, თავისთავად, არ იყო იდეალური, თუმცა ის ზემოთ ჩამოთვლილი ტერმინები და ჩანაწერები მინიმუმ მაინც აკმაყოფილებდა იმ სტანდარტს, რაც გენდერულ თანასწორობას მოიაზრებს.
რა არის ყველაზე პრობლემატური ამ დოკუმენტში?
ის, რომ მხოლოდ სისგენდერ, ჰეტეროსექსუალ ქალს და კაცს ეხება დოკუმენტი და ეს ნათლად არის ხაზგასმული დოკუმენტის შესავალშივე.
ცალკე აღებული ლგბტქ თემი არც წინა დოკუმენტში ყოფილა ნახსენები, მაგრამ როგორც ვთქვი, გენდერული იდენტობა და სხვა ჩანაწერები ამ ჯგუფებსაც მოიაზრებდა.
დოკუმენტის ბოლო განხილვა იყო 9 დეკემბერს, განხილვას ესწრებოდა გაეროს წარმომადგენელი და ამ განხილვაზე დარიგებული იყო დოკუმენტის ის ვერსია, რომელზეც შევთანხმდით.
გუშინ კი მიიღეს სრულიად სხვა დოკუმენტი, რომელშიც საუბარია ქალსა და კაცზე და არა გენდერულ თანასწორობაზე. ამ კონცეფციის ყველა დებულებაში, როდესაც გენდერულ თანასწორობაზე იქნება საუბარი, უნდა ვიგულისხმოთ მხოლოდ ქალი და კაცი, რაც თავისთავად პრობლემაა.
ინკლუზიურობა, გენდერული იდენტობა, რეპროდუქციული თუ სექსუალური ჯანმრთელობის საკითხები, დოკუმენტიდან გამქრალია. ეს დოკუმენტი საერთოდ აღარ ჯდება იმ იდეასა და მიზანში, რასაც გულისხმობს გენდერული თანასწორობის კონცეფცია.
რეალურად, ეს არის ჰომოფობიური და ტრანსფობიური დოკუმენტი, იმიტომ, რომ ყველა ტერმინოლოგია, რაც გულისხმობდა ლგბტქ ადამიანებს, ასევე „გენდერული თანასწორობა“ გამქრალია დოკუმენტიდან.
გენდერული თანასწორობის კონცეფცია არ ნიშნავს მხოლოდ ქალებსა და კაცებს შორის თანასწორობას.
თუ განხილვის დროს სხვა დოკუმენტი დაარიგეს, მაგრამ დაამტკიცეს სრულიად სხვა, გამოდის, რომ საზოგადოება მოატყუეს?
კი. წარმოიდგინეთ, მთავარი პარტნიორი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და რომელთან ერთადაც მიდიოდა ტექნიკური მუშაობა დოკუმენტზე, ისიც კი მოატყუეს.
მე დღეს ველაპარაკე გაეროს ქალთა ორგანიზაციას, კიდევ ერთხელ გადავამოწმე მათთანაც, ჰქონდათ თუ არა ნანახი დამტკიცებული დოკუმენტი და აღმოჩნდა, რომ მათაც არაფერი იცოდნენ ამ ვერსიაზე. მთავარ პარტნიორს დაუმალეს, რომ საბოლოო ჯამში სულ სხვა დოკუმენტს იღებდნენ და არა იმას, რაზეც იყო მანამდე მსჯელობა.
გუშინ, როცა სარჯველაძემ ბრიფინგი გამართა, განაცხადა, რომ დოკუმენტზე მუშაობა გაეროსთან ერთად მიმდინარეობდა და ეს არის არა მხოლოდ სამთავრობო გადაწყვეტილება, არამედ ოპოზიციამაც დაუჭირა მხარი და ინტერპარტიული ნამუშევარიაო.
არც ოპოზიციას არ ჰქონდა ნანახი ეს დოკუმენტი, როგორც გავარკვიე და არც არავის. ახლა გამოდის, რომ გაეროს და სხვა ორგანიზაციებს დაჰბრალდა ამ დოკუმენტის მიღება.
წინა ვერსიაზე ჰქონდა გაეროს შენიშვნები?
გაეროს ის წინა დოკუმენტიც არ მოსწონდა ბოლომდე, მაგრამ მაინც კომპრომისული ვერსია იყო. ზუსტად იცოდნენ, რომ გაერო ამ ვერსიას მხარს არ დაუჭერდა და ისიც მოატყუეს. იდეოლოგიურად და კონცეპტუალურად საერთოდ სხვა დოკუმენტი მიიღეს.
ერთია, რაც ჩაიწერა და მეორე ის, რომ მალულად და მოტყუებით გაიტანეს დოკუმენტი და მიიღეს. ეს რაღაც ახალი, გაუგონარი ჟანრია.
ეს დოკუმენტი არის ჰომოფობიური, ტრანსფობიური, ანტიგენდერული, ქალთა მიმართაც წინააღმდეგობრივი. ეს არის იმის ჩვენება, რომ სახელმწიფომ უკვე კონცეფციების დონეზე დაიწყო ამაზე ლაპარაკი, რომ ჩვენ თურმე ასეთი ქვეყანა ვართ – ჰომოფობიურ, მიზოგინურ პოლიტიკას ვატარებთ და თან ამას ვაფორმებთ კიდეც დოკუმენტებით.
რას აპირებთ უფლებადამცველი ორგანიზაციები, რა შეიძლება ახლა გაკეთდეს?
ჩვენ, უფლებადამცველები, დღეს ვაპირებთ შეხვედრას და ამ საკითხის განხილვას – როგორი რეაქცია უნდა გვქონდეს ამაზე და რა უნდა გაკეთდეს.
დოკუმენტის ცვლილება ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ფაქტია, რომ ამ მთავრობის პირობებში ამის შანსი აღარ არის. მინიმუმ იმას მაინც განვიხილავთ, რა ტიპის წინააღმდეგობა შევქმნათ.
ფაქტია, რომ ხელისუფლება არჩევნებისთვის ემზადება და ეს დოკუმენტი გათვლილი აქვს კონკრეტულ ელექტორატზე, მათთვის, ვისთვისაც მიიღეს ეს დოკუმენტი ჩუმად და მოტყუებით.
ეს არ შეიძლება დარჩეს რეაგირების გარეშე, რადგან ხალხი იფიქრებს, რომ რაღაც კარგი დოკუმენტი მიიღეს და ექნებათ სალაპარაკო საერთაშორისო საზოგადოებასთანაც, რეალურად, კი სულ სხვა შინაარსის მატარებელი დოკუმენტია.
ეს არის ნათელი მაგალითი იმის, რომ ეს ხალხი გაცხადებულად გეგმავს ჰომოფობიური და ტრანსფობიური პოლიტიკის გატარებას უფრო ღიად და აგრესიულად. აი, ეს არის საშიში და საგანგაშო, რადგან მარტო ამ კონცეფციაზე არ არის აქ საუბარი, იმიტომ, რომ დოკუმენტურად დადასტურდა, რა ეჭვები და შიშებიც გვქონდა.
ჯერ დაიწყო ის, რომ ქორწინების დეფინიცია დააზუსტეს კონსტიტუციაში, ახლა გენდერული იდენტობა ამოიღეს და შეცვალეს დოკუმენტი, დღეს ასევე მიდის „ადამიანის უფლებების დაცვის სახელმწიფო სტრატეგიული დოკუმენტის“ განხილვა, საერთოდ წაშალეს ლგბტ ადამიანები და ერთხელაც არ ახსენეს დოკუმენტში, მაშინ, როცა რეალურად ირღვევა ქვეყანაში ამ ადამიანების უფლებები.
ყველანაირად ცდილობენ, რომ არსად ახსენონ არც გენდერული იდენტობა და არც სხვა ჩაგრული და ინკლუზიური ჯგუფები.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი განიხილავს უკრაინელი ჯარისკაცებისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პატრიოტის“ გამოყენების წვრთნები ჩაატაროს ამერიკაში და არა ევროპაში. ამის შესახებ „პოლიტიკო“ აშშ-ის ორ წარმომადგენლზე დაყრდნობით იუწყება.
რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ უკრაინელმა სამხედროებმა იარაღის გამოყენების არაერთი წვრთნა გაიარეს, თუმცა ეს ევროპის ქვეყნების ტერიტორიებზე ხორციელდებოდა და არა შეერთებულ შტატებში.
გამოცემის ცნობით, ოფიციალური გადაწყვეტილება წვრთნების ადგილმდებარეობის შესახებ ჯერ არ არის მიღებული.
უკრაინელები „პატრიოტის“ კომპლექსს დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ, თუმცა აშშ თავს იკავებდა მათი მიწოდებისგან, მათ შორის სისტემისა და წვრთნების სირთულის გამო. როგორც „პოლიტიკო“ წერს, კომპლექსის ოპერირებას 90 ჯარისკაცი სჭირდება, ხოლო წვრთნებს – რამდენიმე თვე.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, ლოგიკური იქნებოდა წვრთნები აშშ-ში, სადაც ინსტრუქტორები და სიმულატორები უკვე არის. ევროპაში ჩატარება კი ლოგისტიკურად უფრო რთული იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, „პატრიოტი“ ვერ მოხვდება ბრძოლის ველზე, სანამ უკრაინელებს არ ეცოდინებათ მისი გამოყენება, აღნიშნა დეპარტამენტის სხვა წარმომადგენელმა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ჩასვლისთვის მხარეებმა უსაფრთხოების „ექსტრაორდინარული ზომები“ მიიღეს, იუწყება „ბი-ბი-სის“ რუსული სამსახური და ამ ზომებს ასახელებს.
ზელენსკი ვაშინგტონს 22 დეკემბერს ეწვია და პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის გარდა კონგრესსაც მიმართა. ომის დაწყების შემდეგ ეს მისი პირველი საგარეო ვიზიტი იყო.
რუსი პროპაგანდისტები და პოლიტოლოგები მთელი ამ ხნის განმავლობაში საუბრობდნენ იმაზე, რომ უკრაინიდან გასული ზელენსკი კარგი სამიზნეა და საჭიროა მისი ჰაერში განეიტრალება.
უკრაინის პრეზიდენტისთვის გზა ვაშინგტონამდე საკმაოდ ხანგრძლივი გამოდგა. ბახმუტში ვიზიტის შემდეგ, გვიან ღამით ის საიდუმლოდ, მატარებლით გაემგზავრა პოლონეთში, საიდანაც გაფრინდა კიდეც აშშ-ის დედაქალაქში. უკრაინის ტერიტორიიდან გაფრენა რუსული რაკეტების საფრთხის გამო არ გამოვიდა.
პოლონეთში ზელენსკი აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავში ჩაჯდა, რომელსაც მიჰყვებოდნენ ნატოს მზვერავი თვითმფრინავი და გამანადგურებელი F-15, რომელიც დიდი ბრიტანეთის ბაზიდან აფრინდა.
პოლონეთიდან თვითმფრინავი ბრიტანეთის მიმართულებით გაფრინდა, თუმცა ჩრდილოეთის ზღვის საჰაერო სივრცეში შესვლამდე ტერიტორია შეისწავლა ნატოს მზვერავმა თვითმფრინავმა, ვინაიდან ზღვაში რუსული წყალქვეშა ნავები პატრულირებენ.
ატლანტიკის ოკეანის გადაფრენამ მშვიდობიანად ჩაიარა და აფრენიდან დაახლოებით 10 საათის შემდეგ ზელენსკის თვითმფრინავი, საბოლოოდ, ვაშინგტონთან ახლოს დაეშვა.
ABC-ის წყაროების თქმით, სპეცსამსახურები აშშ-შიც კი შიშობდნენ რუსეთის შესაძლო მოქმედებაზე.
უკან დაბრუნებისას ზელენსკი პოლონეთის პრეზიდენტს, ანჟეი დუდას შეხვდა.
დღეს კი თავისი სამუშაო ოთახიდან ვიდეოჩართვაში უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკვე დაბრუნდა და მუშაობს.
შუახევში საახალწლო ნაძვის ხე ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ დაამონტაჟა, თუმცა მერიამ ის არ ჩაიბარა და კომპანიას უკან დაუბრუნა.
შუახევი ამჯერად საახალწლო ნაძვის ხეს ტენდერის გარეშე, 49 556 ლარად იყიდის და თანხმობისთვის შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.
საახალწლო ნაძვის ხის ანთება შუახევში 28 დეკემბერსაა დაგეგმილი.
რატომ აიღეს დამონტაჟებული ნაძვის ხე
ხელშეკრულება ახალი ნაძვის ხის შესყიდვაზე მერიას 49 800 ლარზე ჰქონდა გაფორმებული შპს „სთორი ლაბთან“. თუმცა, დოკუმენტების მიხედვით, „ის არ შეესაბამებოდა სატენდერო მოთხოვნებს“. მერიამ ხელშეკრულება ამიტომაც შეწყვიტა და კომპანიას 2 490 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდაც დააკისრა.
ხელშეკრულების შეწყვეტის ბრძანების მიხედვით:
„მომწოდებელს საქონელი უნდა მოეწოდებინა 2022 წლის 20 დეკემბრამდე. დადგენილ ვადაში მომწოდებელმა მოგვაწოდა საქონელი და მოახდინა მონტაჟი. საქონელი უნდა ყოფილიყო ქარხნული წარმოების [მწარმოებელი ქვეყანა ჩინეთი, კომპანია syxmas].
მიმღები კომისიის წევრებისა და მერიის სხვა თანამშრომლების მიერ საქონლის შემოწმებისას მოწოდებულ საქონელს აღმოაჩნდა ნაკლი, კერძოდ: ზოგიერთ ადგილას აღენიშნება შეღებვის შემდეგ ელექტროშედუღების კვალი, რაც ქარხნული წარმოების შემთხვევაში არ ექნებოდა;
საქონლის პედესტალი არ შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს – არის განსხვავებული ფორმის, განათება ნაცვლად ღია სივრცისა, არის შიდა სივრცეში გამოსაყენებელი;
ხელშეკრულების დანართში მითითებული ესკიზის მიხედვით უნდა მოეწოდებინა ნაძვის ხეზე დასამაგრებელი, ღია სივრცეში გამოსაყენებელი ვარსკვლავები, თუმცა მოგვაწოდა დახურულ სივრცეში გამოსაყენებელი;
ნაძვის ხის წვეროზე დასამაგრებელი ვარსკვლავი უნდა ყოფილიყო 1 მ. სიმაღლის, მოგვაწოდა უფრო პატარა, რომელიც შეკრულია კუსტარულად, დენის არაწყალგამძლე იზოლირებული სადენით;
კონსტრუქციას ზოგიერთ ადგილას მოშორებული აქვს საღებავი და აღენიშნება კოროზია; მთლიანობაში ნაძვის ხის ვიზუალური მხარე სრულად არ შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ესკიზს.“
გარდა ამისა, ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „საქონელს არ ერთვის ქარხნული წარმოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რის გამოც შეუძლებელი ხდება მისი სატენდერო და ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის დადგენა… მომწოდებლის 2022 წლის 20 დეკემბრის წერილით გაირკვა, რომ ვერ ახერხებს ვერც დასკვნისა და ვერც სხვა ისეთი დოკუმენტის წარმოდგენას იმ ვადებში, რა ვადაშიც მოგვეცემა საახალწლო ღონისძიების სრულყოფილად ჩატარების საშუალება.“
ამავე ბრძანებით, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურს დაევალა „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდება შპს „სთორი ლაბის“ შავ სიაში შესაყვანად.“
გამარჯვებულს შუახევის მერიისთვის ამ ესკიზის მსგავსი ნაძვის ხე უნდა მიეწოდებინა.
„გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარე წელს დროულად გამოვაცხადეთ ელექტრონული ტენდერი, ხელმეორედ ტენდერის გამოცხადება დროში ვერ ესწრება, ახლოვდება ახალი წელი, საჭიროა დროულად მოხდეს საახალწლო ნაძვის ხის შესყიდვა, რათა განხორციელდეს დაბა შუახევში 28 დეკემბერს დაგეგმილ ღონისძიებებზე საშობაო ნაძვის ხის ანთება.
ვითარება მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის ინტერესებს, რადგან მნიშვნელოვანია მოსახლეობისათვის საახალწლო განწყობის შექმნა.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ეწყობა საახალწლო კონცერტი, ფეიერვერკები, რისი სრულყოფილად ჩატარებისათვის აუცილებელია შესაბამისი საახალწლო ღონისძიებების ჩატარება, ხოლო საახალწლო ნაძვის ხის გარეშე ღონისძიება ვერ შედგება, რაც გამოიწვევს შუახევის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის და განსაკუთრებით ახალგაზრდობის გულისწყრომას“, – აღნიშნულია განაცხადში, რომლითაც მუნიციპალიტეტი ნაძვის ხის ტენდერის გარეშე შესყიდვაზე თანხმობას ითხოვს.
—
შუახევის მუნიციპალიტეტს ნაძვის ხის შესყიდვაზე ტენდერი 56 ათასი ლარით ჰქონდა გამოცხადებული.
„მაკკეინის ინსტიტუტი“ საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდებს.
ინსტიტუტის განცხადებით, სააკაშვილი „პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებითაა დაპატიმრებული“.
„მაკეინის ინსტიტუტი დგას სააკაშვილის, სენატორ ჯონ მაკკეინის მეგობართან და ერთ დროს უფრო თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს ლიდერთან. ხაზს ვუსვამთ მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლების და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის საჭიროებას“, – განაცხადა ეველინ ფარკასმა, ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა.
აქამდე სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ, ასევე სხვა ყოფილმა თუ მოქმედმა თანამდებობის პირებმა:
ჯონ მაკკეინი, რომლის სახელსაც ინსტიტუტი ატარებს, ამერიკელი პოლიტიკოსი და ვიეტნამის ომის ვეტერანი იყო, რომელმაც ტყვეობაში ექვსი წელი გაატარა.
1983-87 წლებში იყო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი, 1987 წლიდან გარდაცვალებამდე – სენატორი. 2008 წელს მან პრეზიდენტად იყარა კენჭი, თუმცა დამარცხდა ბარაკ ობამასთან.
სააკაშვილს მაკკეინი თავის მეგობრად თვლიდა.
სქრინშოტი მაკკეინის „ტვიტერიდან“. წარწერა – მოხარული ვარ, ვნახო ჩემი ძველი მეგობარი მიშა სააკაშვილი, საქართველოს დიდი პატრიოტი.
კომპანია „სოკარის“ ცნობით, დღეს, 23 დეკემბერს, დღის 12 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდათ რურუას ქუჩის აბონენტებს.
„სოკარის“ ცნობით, რურუას ქუჩაზე გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება დღესვე, 16:00 საათიდან და ქუჩის გაზმომარაგება სრულად აღდგება 23 დეკემბრის დღის ბოლომდე.
კომპანიის ცნობით, გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოებია.
„სოკარ ჯორჯია გაზი“ აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.