მთავარი,სიახლეები

მწვანე ზოლი ბაგრატიონის ქუჩაზე, რომელიც პარკინგად იქცა – მერია ვერ ამჩნევს

26.12.2022
მწვანე ზოლი ბაგრატიონის ქუჩაზე, რომელიც პარკინგად იქცა – მერია ვერ ამჩნევს

„რატომ არ იმჩნევს მერია უკანონო ავტოპარკინგს, რაც მწვანე ზოლს ანადგურებს?“ – კითხულობს ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მცხოვრები. მან დღის და ღამის საათებში ქუჩის კონკრეტულ მონაკვეთში გადაღებული ფოტოები გამოგვიგზავნა – „აგროჰაბის“ გასწვრივ. ფოტოებზე ჩანს, რომ ავტომანქანები ქუჩის გამყოფ მწვანე ზოლშია დაპარკინგებული და ზიანდება მწვანე საფარი.

ბაგრატიონი ის ქუჩაა ბათუმში, რომლის რეაბილიტაცია წლებია არ სრულდება. 2014 წლიდან დღემდე ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციისთვის მინიმუმ 23 მილიონი ლარი და 16 მილიონი ევრო დაიხარჯა.

ბაგრატიონის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს.

მოქალაქე, რომელიც „ბათუმელებს“ დაუკავშირდა, უკანონო პარკინგსაც დაუსრულებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირებს. „პრაქტიკულად, სხვა გასაჩერებელი ადგილი აღარ არის, ყველა კუთხეს თხრიან, მაგრამ ამასობაში მწვანე საფარის განადგურებასაც არ იმჩნევს მერია,“ – აღნიშნავს მოქალაქე.

უკანონო პარკინგი ბაგრატიონის ქუჩის მწვანე ზოლში

სკვერი ბაგრატიონის ქუჩაზე, რომელიც პარკინგად იქცა

სკვერი ბაგრატიონის ქუჩაზე, რომელიც პარკინგად იქცა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: