მთავარი,სიახლეები

„პატრიოტის“ ოპერირებას 90 ჯარისკაცი სჭირდება – უკრაინელები შესაძლოა აშშ-ში გაწვრთნან

23.12.2022
„პატრიოტის“ ოპერირებას 90 ჯარისკაცი სჭირდება – უკრაინელები შესაძლოა აშშ-ში გაწვრთნან

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი განიხილავს უკრაინელი ჯარისკაცებისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პატრიოტის“ გამოყენების წვრთნები ჩაატაროს ამერიკაში და არა ევროპაში. ამის შესახებ „პოლიტიკო“ აშშ-ის ორ წარმომადგენლზე დაყრდნობით იუწყება.

რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ უკრაინელმა სამხედროებმა იარაღის გამოყენების არაერთი წვრთნა გაიარეს, თუმცა ეს ევროპის ქვეყნების ტერიტორიებზე ხორციელდებოდა და არა შეერთებულ შტატებში.

გამოცემის ცნობით, ოფიციალური გადაწყვეტილება წვრთნების ადგილმდებარეობის შესახებ ჯერ არ არის მიღებული.

უკრაინელები „პატრიოტის“ კომპლექსს დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ, თუმცა აშშ თავს იკავებდა მათი მიწოდებისგან, მათ შორის სისტემისა და წვრთნების სირთულის გამო. როგორც „პოლიტიკო“ წერს, კომპლექსის ოპერირებას 90 ჯარისკაცი სჭირდება, ხოლო წვრთნებს – რამდენიმე თვე.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით,  ლოგიკური იქნებოდა წვრთნები აშშ-ში, სადაც ინსტრუქტორები და სიმულატორები უკვე არის. ევროპაში ჩატარება კი ლოგისტიკურად უფრო რთული იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, „პატრიოტი“ ვერ მოხვდება ბრძოლის ველზე, სანამ უკრაინელებს არ ეცოდინებათ მისი გამოყენება, აღნიშნა დეპარტამენტის სხვა წარმომადგენელმა.

ამავე თემაზე იხილეთ:

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: