მთავარი,სიახლეები

როგორ ჩავიდა ზელენსკი ვაშინგტონში – მის თვითმფრინავს გამანადგურებელი F-15 აცილებდა 

23.12.2022
როგორ ჩავიდა ზელენსკი ვაშინგტონში – მის თვითმფრინავს გამანადგურებელი F-15 აცილებდა 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ჩასვლისთვის მხარეებმა უსაფრთხოების „ექსტრაორდინარული ზომები“ მიიღეს, იუწყება „ბი-ბი-სის“ რუსული სამსახური და ამ ზომებს ასახელებს.

ზელენსკი ვაშინგტონს 22 დეკემბერს ეწვია და პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის გარდა კონგრესსაც მიმართა. ომის დაწყების შემდეგ ეს მისი პირველი საგარეო ვიზიტი იყო.

რუსი პროპაგანდისტები და პოლიტოლოგები მთელი ამ ხნის განმავლობაში საუბრობდნენ იმაზე, რომ უკრაინიდან გასული ზელენსკი კარგი სამიზნეა და საჭიროა მისი ჰაერში განეიტრალება.

უკრაინის პრეზიდენტისთვის გზა ვაშინგტონამდე საკმაოდ ხანგრძლივი გამოდგა. ბახმუტში ვიზიტის შემდეგ,  გვიან ღამით ის საიდუმლოდ, მატარებლით გაემგზავრა პოლონეთში, საიდანაც გაფრინდა კიდეც აშშ-ის დედაქალაქში. უკრაინის ტერიტორიიდან გაფრენა რუსული რაკეტების საფრთხის გამო არ გამოვიდა.

პოლონეთში ზელენსკი აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავში ჩაჯდა, რომელსაც მიჰყვებოდნენ ნატოს მზვერავი თვითმფრინავი და გამანადგურებელი F-15, რომელიც დიდი ბრიტანეთის ბაზიდან აფრინდა.

პოლონეთიდან თვითმფრინავი ბრიტანეთის მიმართულებით გაფრინდა, თუმცა ჩრდილოეთის ზღვის საჰაერო სივრცეში შესვლამდე ტერიტორია შეისწავლა ნატოს მზვერავმა თვითმფრინავმა, ვინაიდან ზღვაში რუსული წყალქვეშა ნავები პატრულირებენ.

ატლანტიკის ოკეანის გადაფრენამ მშვიდობიანად ჩაიარა და აფრენიდან დაახლოებით 10 საათის შემდეგ ზელენსკის თვითმფრინავი, საბოლოოდ, ვაშინგტონთან ახლოს დაეშვა.

ABC-ის წყაროების თქმით, სპეცსამსახურები აშშ-შიც კი შიშობდნენ რუსეთის შესაძლო მოქმედებაზე.

უკან დაბრუნებისას ზელენსკი პოლონეთის პრეზიდენტს, ანჟეი დუდას შეხვდა.

დღეს კი თავისი სამუშაო ოთახიდან ვიდეოჩართვაში უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკვე დაბრუნდა და მუშაობს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: