მთავარი,სიახლეები

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

23.12.2022 • 1007
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 დეკემბრის 21 საათიდან 24 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ძირითადად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და მთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი
  • ღამით: -2 – +3 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, 25 დეკემბერს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

26-27 დეკემბერს კი აჭარაში გაავდრდება, ბარში იწვიმებს, მაღალ მთაში კი თოვაა მოსალოდნელი.

______________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: