„ეს იყო შურისძიება“ – განსაკუთრებული მონდომებით ამტკიცებდა პროკურორი ვლადიმერ თურმანიძე მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომის შემდეგ, რომელზეც მოსამართლე ნინო სახელაშვილმა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს პატიმრობა შეუფარდა.
პროკურორ ვლადიმერ თურმანიძის ლოგიკა შურისძიებაზე – მზია ამაღლობელის დევნა
„პოლიციელზე თავდასხმა არის სახეზე, ეს არის მძიმე დანაშაული. ეს იყო შურისძიება პოლიციის სამმართველოს უფროსის მიმართ, ვინაიდან მისმა მოადგილემ ადმინისტრაციული წესით დააკავა ერთი საათით ადრე“, – თქვა ვლადიმერ თურმანიძემ მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან.
14 იანვარს ამ განცხადების გასაკეთებლად პროკურორი სასამართლოს სხდომათა დარბაზში საგანგებოდ მომზადებული, პლანშეტით მივიდა, რომ საუბრის პარალელურად ჟურნალისტებისთვის ბათუმის პოლიციის უფროსზე სილის გაწვნის კადრები კიდევ ერთხელ ეჩვენებინა. აღსანიშნავია, რომ სხდომაზე პროკურორ ვლადიმერ თურმანიძეს ხმა თითქმის არ გაუღია და მისი ჩართულობა მხოლოდ მედიასთან აქტიურობით შემოიფარგლა.
ვლადიმერ თურმანიძემ მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება მოითხოვა გაყალბებული ოქმის საფუძველზე – თითქოს მზია პოლიციელებს ეძახდა „ძაღლებო, ღორებო“. სინამდვილეში კი მზია ისე დააკავეს, ხმა არ ამოუღია, რაც ნათლად ჩანს მისი დაკავების ვიდეოში. შესაბამისად, პროკურატურამ „ბათუმელების“ დამფუძნებლის დასაკავებლად გამოიყენა გაყალბებული ოქმი.
ნახეთ ვიდეო, რომელიც პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ (არ)ნახა.
პროკურორის ლოგიკით სილა, რომელიც ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს მოხვდა, შურისძიება იყო, რადგან მზია „მისმა მოადგილემ დააკავა ერთი საათით ადრე“.
სინამდვილეში კი პირველად, ადმინისტრაციული წესით, მზია ამაღლობელი უკანონოდ დააკავა არა „მოადგილემ“, არამედ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, გრიგოლ ბესელიამ. ამაღლობელის დაკავება გადაღებულია და პროკურორ ვლადიმერ თურმანიძეს კადრები იმავე წარმატებით შეეძლო ენახა, როგორც სილის გაწვნის კადრები ნახა.
მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით.
სილის გაწვნას წინ უძღოდა დაპირისპირება, დაკავებები.
პროკურორ ვლადიმერ თურმანიძის ლოგიკით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა მზია ამაღლობელმა, პირველი დაკავების შემდეგ „შურისძიება დაგეგმა“. ეს პოლიციის შენობის დატოვებიდან მალევე, იქვე, დეპარტამენტის ჭიშკართან განახორციელა, როცა ათობით პოლიციელის გარემოცვაში მყოფ ირაკლი დგებუაძეს, ბათუმის პოლიციის უფროსს, სილა გააწნა.
ირაკლი დგებუაძე, რომელსაც არავითარი დაზიანება არ მიუღია და ამტკიცებს, რომ ლოყა გაუწითლდა, თავს დაზარალებულად მიიჩნევს, ამიტომაც, პროკურორის მტკიცებით, მზია ამაღლობელი, როგორც თავდამსხმელი, პატიმრობაში უნდა დარჩეს.
პროკურორ ვლადიმერ თურმანიძეს პენსიონერმა მამამ 17 000 დოლარი აჩუქა
რა ვიცით პროკურორზე, რომელმაც მზია ამაღლობელის პატიმრობა გაყალბებული ოქმის საფუძველზე მოითხოვა?
ბოლო ქონებრივი დეკლარაცია პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ 2024 წლის 16 ივლისს შეავსო. ამ დეკლარაციის მიხედვით, ის ფლობს ბინას ბათუმში გორგასლის ქუჩაზე, რომელიც მისთვის უჩუქებიათ [70.4. კვ.მეტრი]. როგორც თავად ჩაწერა, ეს ბინა ოჯახის საჩუქარია.
დეკლარაციის მიხედვით, მას 2020 წელს შეუძენია ასევე ბინა თბილისში, მინდელის ქუჩაზე [52.5 კვ.მ] 49 000 დოლარად, იპოთეკური სესხით და ავტოსადგომი 2023 წელს 6000 დოლარად [11 კვ.მეტრი].
მისივე ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ვლადიმერ თურმანიძემ 2024 წელს საბანკო ვალდებულებების დასაფარად 30 324 ლარი გადაიხადა, რაც თვეში 2500-ზე მეტი ლარია. საერთო ჯამში კი ეს ვალდებულება, იპოთეკური სესხი 2034 წლამდე უნდა დაფაროს.
მიუხედავად იპოთეკურ სესხთან დაკავშირებული ვალდებულებებისა, პროკურორმა ფულის დაზოგვაც მოახერხა. 2024 წლის ივლისში, როცა დეკლარაცია შეავსო, მას დანაზოგის სახით 22 400 ლარი ჰქონია ანგარიშზე.
ვლადიმერ თურმანიძე აჭარის საპროკურორო სამმართველოს უფროსია, მან ხელფასის შესახებ ინფორმაცია დეკლარაციაში ორ ნაწილად შეიტანა: ერთ შემთხვევაში მიუთითა, რომ ხელფასის სახით 2023 წელს 46 011 ლარი მიიღო, რაც თვეში 3834 ლარია. მეორე შემთხვევაში კი 13 836 ლარი – სავარაუდოდ ეს დანამატია. საერთო ჯამში 2023 წელს ვლადიმერ თურმანიძის შემოსავალი 60 000-მდე ლარია. ამ შემთხვევაში მისი შემოსავალი თვეში 5000 ლარამდე იზრდება. როგორც უკვე ვიცით, ამ თანხიდან 2500-ზე მეტი ლარი ვლადიმერ თურმანიძეს სესხის დასაფარად სჭირდება.
დეკლარაციის მიხედვით, ვლადიმერ თურმანიძე ლექციებს კითხულობს კავკასიის უნივერსიტეტში, სადაც ის მიწვეული ლექტორია. 2023 წელს მას, როგორც ლექტორს საგანმანათლებლო საქმიანობიდან 2 190 ლარი მიუღია.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2023 წელს პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ სოლიდური საჩუქარიც მიიღო. პროკურორს მამამ, რევაზ თურმანიძემ, 8000 დოლარი აჩუქა. 2023 წელს შევსებული დეკლარაციით კი, 2022 წელს მამა პროკურორს 9000 დოლარით დაეხმარა.
გასულ წელს პროკურორს სხვა ხარჯებიც ჰქონდა. ვლადიმერ თურმანიძეს ავტომანქანა „NISSAN JUKE“ შეუძენია. ამ მანქანაში მას 8000 დოლარი გადაუხდია. 2022 წელს ავტომანქანა „TOYOTA RAV4“ შეუძენია პროკურორის მეუღლეს, რაშიც 13 500 დოლარი გადაუხდია. 2023 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, პროკურორის მეუღლემ 7500 დოლარად გაყიდა ავტომანქანა „ჰიუნდაი სონატა“ .
იმავე დეკლარაციის მიხედვით, ვლადიმერის მეუღლე არ მუშაობს.
რა სახსრებით შეძლო პროკურორმა ავტომანქანების შეძენა, უცნობია. იმ შემთხვევაში, თუ თანხა ავტომანქანებისთვისაც აჩუქეს, პროკურორს ქონებრივ დეკლარაციაში ამ საჩუქრის შესახებაც უნდა ჩაეწერა.
როგორ ახერხებს პროკურორის პენსიონერი მამა შვილისთვის სოლიდური საჩუქრების ჩუქებას?
პროკურორის მამა, რევაზ თურმანიძე ფლობს შპს „მარდი ოქსის“ ას პროცენტს. შპს „მარდი ოქსი“ სახელმწიფო სტრუქტურების ტენდერებში მონაწილეობს. 2024 წელს კომპანიამ სახელმწიფო ორგანიზაციებიდან 400 000-ზე მეტი ლარის, 2023 წელს კი 160 000-ზე მეტი ლარის დაკვეთა მიიღო.
ეს კომპანია 2011 წელს ზურქიფლ მოსიძეს დაუფუძნებია. რეესტრში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, კომპანიის ძირითადი საქმიანობა ჟანგბადის და ინერტული აირების რეალიზაცია, ასევე, ავეჯის წარმოება უნდა ყოფილიყო. 2019 წლის ამონაწერის მიხედვით, კომპანიის დირექტორად რევაზ თურმანიძე ფიქსირდება. 2022 წლის თებერვლის ამონაწერით კი კომპანიის მესაკუთრედ და დირექტორად ნუნუ მოსიძე დაფიქსირდა. მალევე მან კომპანიის ასივე პროცენტი რევაზ თურმანიძეს გადაუფორმა უსასყიდლოდ.
2017 წელს რევაზ თურმანიძეს შპს „სახანძრო უსაფრთხოების სისტემები“ დაუფუძნებია.
რევაზ თურმანიძე ფლობს ასევე შპს „მარდიოქსი 2015“-ის 10 პროცენტს. კომპანიის 60 პროცენტი კი დიანა თურმანიძის საკუთრებაა. დარჩენილ 40 პროცენტს თურქეთის 2 მოქალაქე თანაბრად იყოფს. კომპანიის დირექტორად დიანა თურმანიძე ფიქსირდება. კომპანია „მარდიოქსი 2015“ პროკურორის მამამ რევაზ თურმანიძემ და დიანა თურმანიძემ 2015 წელს დააფუძნეს და კომპანიის წილებს თანაბრად ინაწილებდნენ, ვიდრე კომპანიის 40 პროცენტი თურქეთის ორ მოქალაქეზე არ გადააფორმეს.
პროკურორის მამა, რევაზ თურმანიძე ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე სამ მიწის ნაკვეთს, ჯამში 1480 კვ.მეტრს და მასზე დამაგრებულ 2 შენობას ფლობს. შენობების საერთო ფართობი 373.30 – კვ.მეტრია. ეს ქონება იპოთეკით არის დატვირთული. რეესტრის მონაცემებით, გარკვეულ პერიოდში ამ ნაკვეთის მოაღნაგედ შპს „ნეპტუნი“ ფიქსირდებოდა. ადგილზე გამოკრული ბანერის მიხედვით აქ ჟანგბადის, ნახშირორჟანგის ბალონების და ქიმიური ნივთიერებების დატუმბვის პუნქტი, ასევე ფოლადის შემდუღებელი საწარმო ფუნქციონირებს.
მონიშნულია პროკურორის მამის ქონება
საჯარო რეესტრის მონაცემებით, რევაზ თურმანიძე ფლობს ასევე 4646 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს და შენობას 110 კვ.მეტრს ქედაში, სოფელ სიხალიძეებში.
სახლი ზღვის ხედით
პროკურორის დედა ნარგიზ გორგილაძე ფლობს ორსართულიან სახლს და მიწის ნაკვეთს, 3128 კვ.მეტრს ქობულეთში, სოფელ ბუკნარში.
მიწის ნაკვეთის ნაწილი, 999 კვ.მეტრი ბუკნარში, მომაღლო ადგილზე, ზღვის ხედით პროკურორის დედამ 2015 წელს ჩუქების ხელშეკრულებით დაირეგისტრირა, ნაწილი კი ნაჩუქარი მიწის გვერდით იყიდა.
2015 წლის ამონაწერის მიხედვით ამ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირებული იყო მხოლოდ 44 კვ.მეტრი შენობა-ნაგებობა. 2018 წლის ამონაწერის მიხედვით იზრდება როგორც მიწის ნაკვეთის ფართობი, ასევე ჩნდება ორსართულიანი სახლი, საერთო ფართობით 267,61 კვ.მეტრი.
სახლის აივნებიდან მთისა და ზღვის ხედები იშლება.
სახლი, რომელიც ვლადიმერ თურმანიძის დედამ 2018 წელს ააშენა. აივნებიდან ბუკნარის სანაპიროს გადაჰყურებს
ხედი პროკურორის დედის სახლიდან
„ბათუმელების“ ინფორმაციით, პროკურორის დედამ სახლი უნებართვოდ ააშენა. ამის გადასამოწმებლად ქობულეთის მერიას მივმართეთ, თუმცა უშედეგოდ. ჯერ დაგვპირდნენ, რომ მიწოდებულ საკადასტრო კოდზე მშენებლობის კანონიერების შესახებ ინფორმაციას გადაამოწმებდნენ, თუმცა როცა გაიგეს, ვის ეკუთვნოდა მიწის ნაკვეთი, საერთოდ აღარ გვიპასუხეს.
2025 წლის ოქტომბერში ნარგიზ გორგილაძემ რეესტრს ისევ მიმართა, ის ჩაქვში კიდევ ორი მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებას ითხოვს.
შენიშვნა: მასალის გამოქვეყნებიდან 2 კვირაში ქობულეთის მერიიდან დაგვიკავშირდნენ და გვაცნობეს, რომ ნარგიზ გორგილაძემ სახლის მშენებლობის ნებართვა 2016 წელს მიიღო, შესაბამისად სახლი უნებართვოდ არ აუშენებია. გამოგვიგზავნეს მშენებლობის ნებართვის ასლიც. ნებართვას ხელს აწერს ქობულეთის მაშინდელი გამგებელი სულხან ევგენიძე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 10 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 886 320 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 190]
ტანკი – 10 292 ერთეული [+18]
ჯავშანტექნიკა – 21 400 ერთეული [+40]
საარტილერიო სისტემა – 24 271 ერთეული [+65]
MLRS – 1 311 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 102 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 28 603 ერთეული [+241]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 120 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 40 071 ერთეული [+138]
სპეცტექნიკა – 3 773 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 9 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
656 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
45 877 უპილოტო საფრენი აპარატი
600 საზენიტო სარაკეტო სისტემა
22 090 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 525 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
22 390 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
32 630 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ბათუმში დღეს, 9 მარტს, ჰაერი კვლავ მტვრის ნაწილაკებითაა დაბინძურებული.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის მიხედვით, ბათუმში, 9 მარტის საღამოს 6 საათის მონაცემებით, ჰაერში მყარი ნაწილაკების [ [PM10, PM2.5] შემცველობის მაჩვენებელი ცუდია.
ჰაერში აღნიშნული ნაწილაკები დასაშვებ ნორმაზე მეტი რომ არის, ამას აჩვენებს გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტი მონიტორინგის ავტომატური სადგურები, რომლებიც ბათუმში ორ ადგილზეა განთავსებული – რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან და ცენტრალურ პარკში:
წყარო: ჰაერის ხარისხის პორტალი
„9 მარტიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.“ – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰაერის ხარისხის პორტალზე.
სააგენტოს მიერ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე მოცემულია ასევე ჯანდაცვითი რეკომენდაციებიც. ამ რეკომენდაციების სანახავად გადადით ამ ბმულზე.
ბათუმში დღეს, 9 მარტს დილიდან მზიანი ამინდი იყო, საღამოს 6 საათისკენ კი, ნისლი ჩამოწვა.
მთავარი ფოტო: ბათუმი, ცენტრალური პარკი, 9.03.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 მარტის 21 საათიდან 10 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, გორაკ-ბორცვიან ზონაში შესაძლებელია მეწყრული პროცესების განვითარება, მთიან ზონაში ზვავსაშიშროება:
სოციალური სამართლიანობის ცენტრი საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების დაჯარიმებას ეხმიანება და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს სტუდენტებზე ზეწოლის მიზნით არაკონსტიტუციური ნორმის გამოყენება.
თეატრალური უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტების ნაწილი, რომელიც 80 დღეზე მეტია ღამეს უნივერსიტეტის შენობაში ათევს, პოლიციამ დღეს, 9 მარტს, 5000-5000 ლარით დააჯარიმა.
სტუდენტების დასაჯარიმებლად პოლიცია უნივერსიტეტში 9 მარტს მეორედ მივიდა. პირველად ისინი უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გამოიძახა მას შემდეგ, რაც გაფიცულმა სტუდენტებმა უნივერსიტეტის ტერიტორია არ დატოვეს სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების დროს. სტუდენტები აცხადებენ, რომ ისინი სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების შესახებ არავის გაუფრთხილებია. 9 საათზე ისინი ხსნარების სუნმა გააღვიძა.
„შსს სტუდენტების დაჯარიმების სამართლებრივ საფუძვლად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლსა და შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში, 2025 წლის 6 თებერვალს შესულ ცვლილებებს იყენებს, რომლის საფუძველზეც, აკრძალულია შეკრების დახურულ სივრცეში/შენობაში ჩატარება მისი მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. ქმედება იწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.
„ქართული ოცნების“ ერთპარტიული პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული ზემოაღნიშნული ცვლილებები არაკონსტიტუციურია და ემსახურება პროტესტში ჩართულ პირთა დასჯის და დაშინების მიზანს.“ – აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.
ამავე ცენტრის განცხადებით, შეკრებისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით დაცული ძირითადი უფლებებია, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ჩარევას მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება დაექვემდებაროს.
„უნივერსიტეტი მისი ფუნქციიდან გამომდინარე შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებით სარგებლობისთვის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს და უნივერსიტეტის ჭერქვეშ პროტესტი დაცულია შეკრების თავისუფლების კონსტიტუციური გარანტიით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ხელს არ უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას.
სასწავლებლის ფოიეს ნაწილში პროტესტის წარმართვა, მით უმეტეს, შესასვლელის ბლოკირების გარეშე, ხელს არ უშლის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მიმდინარეობას და არ აფერხებს მის ნორმალურ ადმინისტრაციულ ფუნქციონირებას. შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა, სტუდენტებისთვის საპროტესტო სივრცის შეზღუდვისა, უნდა ჩაითვალოს შეკრების თავისუფლებაში უკანონო ჩარევად.“ – აღნიშნულია სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში.
თეატრალური უნივერსიტეტის გაფიცულმა სტუდენტებმა უნივერსიტეტის შენობა, როგორც თავად აღნიშნავენ, იძულებით უკვე დატოვეს, თუმცა ბრძოლის ახალ და უფრო ძლიერ ეტაპზე გადადიან.
თბილისში ერეკლე II-ის ძეგლის დასადგმელად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ჯამში 955 ათასი ლარია გამოყოფილი. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით პირველი ეტაპი [ძეგლის დამზადება ნატურალურ ზომებში] დასრულებულია და მეორე ეტაპისთვის [თაბაშირის ფორმის მომზადება, ძეგლის ჩამოსხმა ბრინჯაოში, ასევე ადგილზე მონტაჟი] საჭიროა 940 064 ლარი.
სამინისტროს ინფორმაციით „ძეგლის საზეიმოდ გახსნა დაგეგმილია 2025 წლის სექტემბერში“. ძეგლი მერაბ მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით დამზადდება და ის კახეთის გზატკეცილზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მიმდებარედ დაიდგმება.
„გამოჩენილი მხატვრისა და მოქანდაკის, მერაბ მერაბიშვილის ნამუშევარია ერეკლე II-ის ძეგლი ქალაქ თელავში, რომელიც ქალაქის ორგანული ნაწილია. სწორედ, აღნიშნული ესკიზის მიხედვით, უნდა დაიდგას ძეგლი თბილისის შემოსასვლელში, კახეთის გზატკეცილზე, რომელიც ქალაქის იერსახეს მონუმენტური სახვითი ხელოვნების ახალ ნიმუშს შესძენს.
ერეკლე II-ის ძეგლის დადგმას ქალაქ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა ექნება. ერეკლე II-ის ცხენოსანი ფიგურა უდრეკ მებრძოლსა და მხედართმთავარს განასახიერებს, რომელიც ქვეყნის სიძლიერესა და მის პოლიტიკურ მოღვაწეობას თვალსაჩინოდ წარმოაჩენს მისი მხატვრული ინტერპრეტაციისა და ფართო პოლიტიკური მნიშვნელობის გათვალისწინებით, სიმბოლურია, ერეკლე II-ის მონუმენტი ქალაქის შემოსასვლელში დაიდგას.“ – თვლის კულტურის სამინისტრო.
სამინისტროს ინფორმაციით: „პროექტის პირველი ეტაპი შესრულდა შპს „ნიუკონსის“ მიერ. მარიამ და სოფიო მერაბიშვილებსა და „ნიუკონსს“ შორის გაფორმებულია ხელშეკრულება, ერეკლე II-ის ესკიზის გამოყენების უფლების მიცემის თაობაზე, ძეგლის დამზადებისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს საკუთრებაში გადაცემის მიზნით.
მეორე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოებიც უნდა შეასრულოს „ნიუკონსმა“, ამიტომ წინასწარ, შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დაგეგმვა, სამუშაოს მთლიანობაში შეუფერხებლად შესყიდვის მიზნით, შეუძლებელი იყო.“
აქედან გამომდინარე ძეგლის დამზადება-მონტაჟის სამუშაოებს სამინისტრო ტენდერის გარეშე შეისყიდის და ხელშეკრულებას „ნიუკონსთან“ გააფორმებს. შესაბამისი თანხმობის მისაღებად სამინისტრომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.
„ძეგლი, ნატურალურ ზომებში, დაამზადა შპს „ნიუკონსმა“, გამოცდილი მოქანდაკეების ჩართულობით, რისი ხელახალი განხორციელებაც, შეუძლებელია და დაკავშირებული იქნება დამატებითი ხარჯების გაწევასთან, შესაბამისად, არსებობს რისკი იმისა, რომ საბოლოო ჯამში ვერ მივიღოთ სრულყოფილი ნამუშევარი.
გარდა ამისა, შპს „ნიუკონსს“, პირველი ეტაპის დაწყებამდე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებისაგან, ასევე სსიპ საქართველოს კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსაგან აღებული აქვს შესაბამისი ნებართვები, ერეკლე II-ის ქანდაკების განთავსების თაობაზე.“ – წერს კულტურის სამინისტრო შესყიდვების სააგენტოს.
„ნიუკონსი“ კახეთის გზატკეცილზე იმ სკვერსაც აკეთებს, სადაც ძეგლი უნდა დაიდგას. „ჩვენი კომპანია, ახორციელებს თბილისში სამგორის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, სადაც უნდა დაიდგას აღნიშნული ქანდაკება“ – წერია კომპანიის მიერ სამინისტროში გაგზავნილ წერილში.
„თბილისში არსებული გამწვანებული ტერიტორიების აღდგენა-მოწყობის სამუშაოებზე“ თბილისის მერიას ხელშეკრულება „ნიუკონსთან“ ჯამში 5 988 999 ლარზე აქვს გაფორმებული. ამავე კომპანიასთან აქვს თბილისის მერიას ხელშეკრულება დადებული ვერის პარკის რეაბილიტაციაზეც – ამ შემთხვევაში სახელშეკრულებო თანხა 23 484 009 ლარია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 მარტის 21 საათიდან 10 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, გორაკ-ბორცვიან ზონაში შესაძლებელია მეწყრული პროცესების განვითარება, მთიან ზონაში ზვავსაშიშროება;
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 9 – 14 გრადუსი სითბო
ღამით: 1 გრადუსი ყინვა – 4 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
ღამით: 2 – 7 გრადუსი ყინვა
მაღალმთიან ზონაში
დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა
ზღვის წყლის ტემპერატურა +8 გრადუსია, ღელვა 2-3 ბალი.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 11 და 12 მარტს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 9 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 885 130 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 180]
ტანკი – 10 274 ერთეული [+6]
ჯავშანტექნიკა – 21 360 ერთეული [+14]
საარტილერიო სისტემა – 24 206 ერთეული [+58]
MLRS – 1 310 ერთეული [+3]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 101 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 28 362 ერთეული [+190]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 120 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 39 933 ერთეული [+142]
სპეცტექნიკა – 3 773 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 9 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
656 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
45 877 უპილოტო საფრენი აპარატი
600 საზენიტო სარაკეტო სისტემა
22 090 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 525 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
22 390 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
32 630 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
“წლევანდელი 8 მარტი საქართველოში პირველი სინდისის პატიმარი ქალის, მზია ამაღლობელის მტკიცე სულისკვეთებით არის შთაგონებული.
მისი ცხოვრების გზა არის მაგალითი უსამართლობასთან ბრძოლისა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და ღირსეული საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის,” – მედიის ადვოკატირების კოალიცია ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
კოალიცია აღნიშნავს, რომ მზია განასახიერებს ქალებს, რომლებიც არ ნებდებიან და საკუთარი პრინციპების ერთგულებით, ჩაგვრასა და ძალადობასთან დაპირისპირების ისტორიას ქმნიან.
“8 მარტი სოციალური ტრანსფორმაციის სიმბოლოა, რომელიც გვახსენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია ურთიერთმხარდაჭერა და ერთსულოვნება იმ ქალების მიმართ, რომლებიც საკუთარ თავზე იღებენ პიროვნული თავისუფლების, სამართლიანობისა და აზრის გამოხატვის უფლების დაცვის მძიმე ტვირთს.
ეს ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება!” – ნათქვამია მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებაში.
„სამწუხაროდ, სახელმწიფო ქალთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული მრავალი გამოწვევის წინააღმდეგ ეფექტიანი ზომების მიღების ნაცვლად, მიზანმიმართულად აუარესებს გენდერული თანასწორობის კანონმდებლობას და ღიად ახალისებს ქალთა მიმართ გენდერულად მოტივირებული ძალადობის ისეთ ფორმებს, როგორიცაა სექსუალური შევიწროება.
აღნიშნული საგანგაშო ტენდენცია მჭიდრო კავშირშია საქართველოში „ქართული ოცნების“ მიერ ხელისუფლების მიტაცებასთან, ავტორიტარული მმართველობის გაძლიერებასთან, მკვეთრ დემოკრატიულ უკუსვლასთან და ადამიანის უფლებების სისტემურ, მძიმე დარღვევებთან,“- ნათქვამია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარვამარტო განცხადებაში.
დღეს 8 მარტია, ქალთა საერთაშორისო დღე.
საიას განმარტებით, სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა, რომ კაცთა და ქალთა შორის არსებითი თანასწორობა უზრუნველყონ. ასევე იბრძოლონ გენდერული დისკრიმინაციის წინააღმდეგ.
საიამ 2024 წელს გამოაქვეყნა კვლევა „სახელმწიფოს რეაგირება გენდერულად მოტივირებულ ძალადობაზე საქართველოში, კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზი“.
კვლევამ გენდერულად მოტივირებულ ძალადობასთან ბრძოლის სისტემაში არაერთი გამოწვევა და სისტემური პრობლემა გამოავლინა, როგორც საკანონმდებლო, ასევე პოლიტიკის შემუშავების და განხორციელების, სტატისტიკის წარმოების, ძალადობაგამოვლილი ქალების მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის, მეორეული ვიქტიმიზაციასგან დაცვის და მხარდამჭერ სერვისებზე, მათ შორის თავშესაფრებზე წვდომის კუთხით.
„სამწუხაროდ, ამ პრობლემების აღმოფხვრის ნაცვლად, „ქართული ოცნება“ საკანონმდებლო სივრცეს კიდევ უფრო აშორებს სტამბოლის კონვენციის სტანდარტებს და ცდილობს კანონმდებლბიდან გააქროს სიტყვები „გენდერი“ და „გენდერული თანასწორობა“, – ვკითხულობთ საიას განცხადებაში.
სტამბოლის კონვენციის და მისი განმარტებითი ანგარიშის მიხედვით, ტერმინი „გენდერი“ ნიშნავს სოციალურად კონსტრუირებულ როლებს, ქცევას, საქმიანობას ან მახასიათებლებს, რომლებსაც საზოგადოება შესაფერისად მიიჩნევს ქალის ან მამაკაცისათვის.
გარკვეული როლები ან სტერეოტიპები ხელს უწყობს არასასურველ და საზიანო პრაქტიკას და ქალთა მიმართ ძალადობისადმი მიმღებლობას.
კონვენციის განმარტებითი ანგარიშის მიხედვით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა გააზრებული უნდა იყოს გენდერულ ჭრილში, რაც უნდა იქცეს ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და მხარდაჭერაზე მიმართული ღონისძიებების საფუძვლად.
გენდერული პერსპექტივის უარყოფა ნიშნავს იმ სოციალურ და კულტურულ ფაქტორებზე თვალის დახუჭვას, რომელთა მიმართ სენსიტიურობის გარეშე წარმუდგენელია არა მხოლოდ ქალთა მიმართ ძალადობის წინაღმდეგ სისტემური ბრძოლა, არამედ ასეთი ძალადობის ან უთანასწორობის სხვადასხვა ფორმების გამოვლენა და სწორად იდენტიფიცირება.
„იმის გათვალისწინებით, რომ „ქართული ოცნება“ გამუდმებით ახალისებს სტერეოტიპულ გენდერულ როლებს როგორც რიტორიკით, ასევე დისკრიმინაციული საკანონმდებლო ინიციატივებით, სახელმწიფო ფაქტობრივად თავად ამკვიდრებს ქალისა და მამაკაცის როლების შესახებ ისეთ წარმოდგენებს, რომლებიც ძალადობრივ და უთანასწორო გარემოს აძლიერებს.
გარდა საკანონმდებლო ცვლილებებისა და ანტი-გენდერული პროპაგანდისა, განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება აქტიური ქალების წინააღმდეგ ინტენსიურად იყენებს გენდერულად მოტივირებული ძალადობის სხვადასხვა ფორმებს.
2024 წლის ნოემბრიდან, რეპრესიებისა და უფლებადარღვევების სხვა მძიმე ტენდენციებთან ერთად, განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა სამართალდამცავთა მხრიდან ლეგიტიმურ, მშვიდობიან პროტესტში მონაწილე ქალების მიმართ განსაკუთრებულად აგრესიული დამოკიდებულება, სექსუალური შევიწროება, გენდერულად მოტივირებული შეურაცხყოფა და ფიზიკური ძალადობა.
პოლიცია, რომელიც გენდერულად მოტივირებული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი უნდა იყოს, თავად გვევლინება მოძალადედ.
სამართალდამცავი სისტემის მსგავსი ეროზია და მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების, მათ შორის, ქალების წინააღმდეგ პოლიციის ასეთი ინსტრუმენტალიაცია, გავლენას ახდენს არა მხოლოდ საპოლიციო ძალადობის უშუალო მსხვერპლებზე, არამედ, ზოგადად, დაუცველად ტოვებს საზოგადოების ყველა წევრს, ახალისებს გენდერულად მოტივირებულ ძალადობას და უთანასწორობას საზოგადოების ყველა სფეროში,“- აცხადებს საია.
დღეს, 8 მარტს, ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე გაჩერებულ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„გაჩერებული იყო პარკინგზე. მანქანაში არავინ იჯდა. უცებ აფეთქების ხმა გაისმა და ცეცხლი გაუჩნდა. მანქანა თხევად გაზზე მუშაობდა. ცეცხლი მალე ჩააქრეს“ – უთხრა „ბათუმელებს“ თვითმხილველმა.
ადგილზე იმყოფება სახანძრო ეკიპაჟი და საპატრულო პოლიცია.
ბათუმში მანქანას ცეცხლი გაუჩნდა / 8.03.2025ბათუმში მანქანას ცეცხლი გაუჩნდა / 8.03.2025ბათუმში მანქანას ცეცხლი გაუჩნდა / 8.03.2025
შენობაში, სადაც დღეს აჭარის ანტიკონსტიტუციური უმაღლესი საბჭოა განთავსებული, გათბობა-გაგრილების სისტემას მოაწყობენ, რისთვისაც ბიუჯეტიდან 900 000 ლარი დაიხარჯება.
„აჭარის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობის [ქ. ბათუმი, ლ. ასათიანის ქ. №37] გათბობა-გაგრილების სისტემის სახელმწიფო შესყიდვაზე – თანმდევი მონტაჟით და არსებულის დემონტაჟით“ – ტენდერი საბჭოს 963 ათას 77 ლარით აქვს გამოცხადებული.
„დაიგეგმა შენობის გათბობა-გაგრილება VRV სისტემით. გარე ბლოკები დამონტაჟდეს სპეციალურ პლატფორმაზე ამ დროისთვის იქ მწყობრიდან გამოსული ბლოკების ადგილზე. შიდა ბლოკები დამონტაჟდეს არსებული ბლოკების ადგილზე… შეიცვალოს მაგისტრალური და ლოკალური დაერთების სპილენძის მილები, სასიგნალო სადენები, ხოლო კონდენსატის [დრენაჟის] მაგისტრალები ლოკალურად შემოწმდეს და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში შეიცვალოს“ – აღნიშნულია პროექტში.
პირობის მიხედვით „სამუშაოების წარმოების პროცესში ყველა გამოყენებული მასალა და მოწყობილობა უნდა იყოს მაღალი ხარისხის, ექსპლუატაციაში არ მყოფი და შეესაბამებოდეს ამ სფეროში აღიარებულ სტანდარტებს“.
საქონლის მიწოდება-მონტაჟის [დემონტაჟის] შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმების დღიდან არაუმეტეს 120 დღე.
ტენდერში წინადადებების მიღება 2025 წლის 2 აპრილს დაიწყება და 7 აპრილს დასრულდება.
აჭარის 2025 წლის ბიუჯეტში უმაღლესი საბჭოსთვის 10 113 600 ლარია გამოყოფილი, საიდანაც 6 მილიონამდე ლარი უმაღლეს საბჭოში დასაქმებულთა ხელფასებში დაიხარჯება; მომუშავეთა რიცხოვნობაა – 117 [თავად უმაღლეს საბჭოს საკუთარი დაფინანსებისთვის, პროექტით 8 087 154 ლარი ჰქონდა დამტკიცებული, თუმცა აჭარის ბიუჯეტის დამტკიცებისას თანხა გაზარდეს]
შედარებისთვის, გასულ, 2024 წელს უმაღლესი საბჭოსთვის აჭარის ბიუჯეტიდან სულ 6 663 900 ლარი დაიხარჯა.
——
2024 წლის 26 ნოემბერს, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა. სხდომაზე ცნეს უსკოს შემაჯამებელი ოქმის მიხედვით არჩეული დეპუტატების უფლებამოსილებაც.
2025 წლის 12 თებერვალს, აჭარის ანტიკონსტიტუციურმა უმაღლესმა საბჭომ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება“ ვადამდე შეუწყვიტა უსკოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით არჩეულ წევრებს ოპოზიციური პარტიებიდან:
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 8 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 883 950 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 000]
ტანკი – 10 268 ერთეული [+4]
ჯავშანტექნიკა – 21 346 ერთეული [+12]
საარტილერიო სისტემა – 24 148 ერთეული [+24]
MLRS – 1 307 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 099 ერთეული [+3]
თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 28 172 ერთეული [+148]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 120 ერთეული [+35]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 39 791 ერთეული [+113]
სპეცტექნიკა – 3 772 ერთეული [+3]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 8 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
656 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
45 649 უპილოტო საფრენი აპარატი
600 საზენიტო სარაკეტო სისტემა
22 083 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 523 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
22 348 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
32 595 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„უკრაინის მიტოვება სისულელეა,“ – ტრამპის მიდგომებზეა განაწყენებული პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე. იგი დარწმუნებულია, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს, მაგრამ პოლკოვნიკი ხაზს უსვამს ბზარს აშშ-ს და ევროპას შორის – ევროპა აშშ-ს საიმედო პარტნიორად აღარ განიხილავს.
პოლკოვნიკის დაკვირვებით, ახალ ეტაპზე გადადის ევროპისა და უკრაინის ურთიერთობა. ევროპაში დამოუკიდებელი თავდაცვის სისტემის შექმნაზე ფიქრი დაიწყეს და იციან, რომ უკრაინაა ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც „რუსეთთან ბრძოლა იცის და გამარჯვების მოპოვება შეუძლია“, – ამბობს პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე.
„დღეს საკითხი აღარ დგას უკვე იმაზე, რომ აი, უკრაინას მხარს უჭერენ. ეს პირადი გადარჩენის საკითხია. ევროპისთვის უკრაინასთან შეკავშირება და მისი გაძლიერება უკვე ეგზისტენციალური მნიშვნელობისაა,“ – მიიჩნევს პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე.
„ბათუმელებმა“ პოლკოვნიკ ლაშა ბერიძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი მოადგილეა.
ბატონო ლაშა, თქვენი დაკვირვებით, რა შანსი არსებობს უკრაინას და აშშ-ს შორის შეთანხმების მიღწევის? ზელენსკი ამბობს, რომ მხარეებმა მუშაობა განაახლეს.
შანსი არსებობს, თუმცა მთავარია, რას ითვალისწინებს ეს შეთანხმება. კონკრეტულად არავინ იცის ამ ხელშეკრულების პირობები. ღიადაა ბევრი საკითხი დატოვებული. მე შემიძლია გითხრათ ის, თუ რაზე შეიძლება შეთანხმდნენ აშშ და უკრაინა.
ცეცხლის შეწყვეტა პირობების გარეშე მიღწევადია, რადგან რეალურად ყველას აწყობს ეს, თუმცა თუ ცეცხლის შეწყვეტა იქნება მიბმული ტერიტორიების დათმობაზე, ეს მიუღწეველია. უკრაინელები რუსებს ტერიტორიას არ დაუთმობენ.
ჩემი აზრით, უკრაინას უსაფრთხოების რეალურ გარანტიებს ვერავინ მისცემს. ეს არარეალისტურია. ცხადია, ყველას გვინდა უკრაინამ მიიღოს უსაფრთხოების გარანტია, რაც ნიშნავს დახმარებას ბოლომდე. ბოლომდე ახლა არ ეხმარებიან მიმდინარე ომში და სამომავლოდ რა იქნება, ვინ გეტყვის?! როცა რუსეთს ეომები, უსაფრთხოების გარანტიები არარეალურია. რეალურია, მაგალითად, სამხედრო ტექნიკის მიწოდება.
ზელენსკიმ თქვა, რომ პრეზიდენტობას ცვლის ნატოში. რამდენად შესაძლებელია ამ მოცემულობაში უკრაინა გახდეს ნატოს წევრი? იტალიის პრემიერმა, მელონმა განაცხადა, რომ ნატოს მე-5 მუხლი გავრცელდეს უკრაინაზე სრული წევრობის გარეშე. მე-5 მუხლის გავრცელება ნიშნავს იმას, რომ უკრაინა ალიანსის წევრებმა უნდა დაიცვან, თუ რომელიმე ქვეყანა მას თავს დაესხმება.
მოვისმინე ეს განცხადება და მაინტერესებს: თუ მე-5 მუხლი უნდა გავრცელდეს უკრაინაზე, მაშინ სხვა რაღაა პრობლემა უკრაინის ნატოში მიღების? ვფიქრობ, ეს უფრო პოლიტიკური მანევრია, ვიდრე რეალური საქმისკენ გადადგმული ნაბიჯი.
მე ვფიქრობ, რომ აშშ-ი ისევ აუცილებლად მხარს დაუჭერს უკრაინას. აქ ვაჭრობა მიდის რამდენიმე საკითხზე ამერიკელებს და ევროპას შორის. ეს უფრო ხელების გადაგრეხაა, უკრაინა კი, ამის გამოვლინებაა.
რეალურად საქმე ეხება ევროატლანტიკური ალიანსის მომავალს – ამერიკელების ევროპის მხარდაჭერაზე. დღეს რაც არის, ასე ვეღარ გაგრძელდება. ამ დროს რას მოახერხებენ ევროპელები – შეძლებენ ისინი საკუთარი უსაფრთხოების სტრუქტურის შექმნას? ჩემი აზრით, ეს გარდაუვალია, თუმცა რა დრო დასჭირდება ამას, სხვა საკითხია. დღეს ეს უკვე მიმდინარე პროცესია.
რა რესურსი აქვს უკრაინას ამ ომში ამერიკის დახმარების გარეშე? რამდენად შეიცვალა მოცემულობა მას აქეთ, რაც უკრაინაში ამუშავდა სამხედრო მრეწველობა? თუმცა, როგორც ცნობილია, მთავარი პრობლემა საჰაერო თავდაცვის საშუალებებია, და ასევე, მაღალი სიზუსტის რეაქტიული სისტემები…
ძალიან გაუჭირდება უკრაინას ამერიკული დახმარების გარეშე. საჰაერო თავდაცვის საშუალებების, „პატრიოტების“ ჩანაცვლება მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში არ იქნება შესაძლებელი.
უკრაინას რუსეთთან მიმართებით აქვს ტექნოლოგიური უპირატესობა და ეს უკავშირდება სწორედ ამერიკულ აღჭურვილობას. თუ გამორთული იქნება ეს სისტემები სატელიტიდან და უკრაინა შევსებას ვერ მიიღებს, მსხვერპლი მნიშვნელოვნად გაიზრდება, დაიბომბება სტრატეგიული ობიექტები.
ამ შემთხვევაში ზიანი და ზარალი იქნება გაცილებით მეტი.
ეს იცის ზელენსკიმაც. თქვენი აზრით, რეალურად რატომ ვერ შედგა უკრაინის შეთანხმება აშშ-თან?
ტრამპის მეთოდია ამგვარი: ან იმას გააკეთებენ, რაც მას უნდა, ან არადა მათ ელოდებათ შეურაცხყოფა, ბულინგი, ბრალდებები… შესაძლოა, ზელენსკი რაღაცაში შეცდა, მაგრამ იგი მართალი იყო – ზელენსკიმ მსოფლიოს დაანახა არამხოლოდ ტრამპის ადმინისტრაციის რეალური სახე, არამედ ის, თუ რა არის დღეს ამერიკა. ზელენსკიმ მსოფლიოს აჩვენა აშშ-ს დღევანდელი სახე, რომ მათ გიჟური რაღაცების გამო შეუძლიათ მხარი აღარ დაუჭირონ იმას, ვისაც მანამდე წლებია აქტიურად მხარს უჭერდნენ.
აშშ-ის ევროკავშირთან არსებული ხიდი ჩაინგრა ფაქტობრივად. მოკავშირეებთან ასე დაშორება და ასეთი უხეში ფორმებით დაპირისპირება გრძელვადიან პერსპექტივაში აშშ-ს კარგს არაფერს მოუტანს. ევროპის ქვეყნებმა მართლაც თუ გაზარდეს თავდაცვის ბიუჯეტი და ყველამ თავისი ბირთვული იარაღი გააკეთა, ამერიკა მერე ვის რად უნდა?! მერე უკვე ყველას თავის თავს მიხედავს.
მინერალების საქმის ასე გაჯანჯლებაც კარგის მომტანი უკრაინისთვის არ არის, თუმცა ის მუშაობს და მოქმედებს ომის პრინციპებით. ყველას მხარდაჭერა მიიღო უკრაინამ და ახლა უკვე ევროპელების და უკრაინის გაერთიანებული მოქმედების დროა. საქმე ისაა, რომ ევროპელები ამას მიჩვეული არ არიან. მეორე მსოფლიო ომის დროსაც ყველაფერი ძირითადად ამერიკამ გააკეთა.
ჩემი აზრით, უკრაინა დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას გარკვეული პირობებით, რომელიც უკრაინისთვის ასე თუ ისე მისაღები იქნება.
ევროკავშირში შეთანხმდნენ თავდაცვის ხარჯების 800 მილიარდ ევრომდე გაზრდაზე. თქვენი აზრით, რამდენად შეძლებს ევროპა ამერიკისგან დამოუკიდებელი თავდაცვის ინფრასტრუქტურის შექმნას, რომელიც იქნება ფარი უკრაინისთვისაც? რა დრო დასჭირდება ამას? „აუცილებელი არ არის, ევროპის მომავალი ვაშინგტონში ან მოსკოვში გადაწყდეს“, — აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
ტრამპის ადმინისტრაციამ აჩვენა ევროპას, რომ ის არასანდო მოკავშირეა. დღეს ამას ცხადად შესაძლოა ვერ ამბობენ, მაგრამ ევროპელები ხედავენ, რომ რეალურად მართლაც შეუძლია აშშ-ს უკრაინა საჰაერო თავდაცვის სისტემის გარეშე დატოვოს. ევროპელებმა იგივე უსაფრთხოების სისტემა სადღაც უნდა მოიპოვონ…
გამოდის, ევროპა რუსეთს უნდა ეომოს, ან უნდა მოელაპარაკოს. თუ მოლაპარაკებაზე მიდგება საქმე, ამერიკაზე გაცილებით მარტივად ამას ევროპა შეძლებს. მათ გაცილებით მეტი ინტერესი აქვთ რუსებთან და პრაქტიკული ინტერესი. მოგეხსენებათ, უკრაინის ომამდე ევროპას რუსეთთან სიმბიოზური ურთიერთობა ჰქონდა.
მაკრონის გათვლებით, მოსკოვი გეგმავს 2030 წლისთვის გაზარდოს თავისი არმია დამატებით 300 000 ჯარისკაცით, 3 000 ტანკით და 300-ზე მეტი მოიერიშე თვითმფრინავით. რას ამბობს ეს რიცხვები და თქვენი აზრით, რა რესურსი დარჩა რუსეთს უკრაინაში ომის დაწყებიდან 3 წლის შემდეგ?
ეს რიცხვები ნიშნავს იმას, რომ ევროპამაც დაიწყო სამზადისი. ევროპაში ხვდებიან, რომ უნდა გაზარდონ სამხედრო მრეწველობა, თავდაცვის ხარჯები, ბირთვული არსენალი. ბზარის გამთელება, რომელიც ტრამპმა გააჩინა, ძალიან გაჭირდება. ტრამპმა პირველი პრეზიდენტობის დროსაც გააჩინა ბზარი ევროპასთან, თუმცა ამ მასშტაბისა – არა.
უკრაინის მიტოვება სისულელეა, რადგან უკრაინა ერთადერთია, რომელმაც რუსეთთან ბრძოლა იცის, ეს შეუძლია და გამარჯვების მოპოვება შეუძლია. ევროპისთვის უკრაინასთან შეკავშირება და მისი გაძლიერება უკვე ეგზისტენციალური მნიშვნელობისაა.
დღეს საკითხი აღარ დგას უკვე იმაზე, რომ აი, უკრაინას მხარს უჭერენ. ეს პირადი გადარჩენის საკითხია.
რუსეთის მსგავს ქვეყანას სწრაფად ვერ დაამარცხებ – რუსეთის დამარცხებას დიდი დრო და ომი სჭირდება.
რა ხდება ამ ეტაპზე ფრონტის ხაზზე? მედიის ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის ენერგეტიკის და გაზის ინფრასტრუქტურაზე.
რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს, რომ ამ სიტუაციაში, როცა უკრაინის თავდაცვა დასუსტდა, მაქსიმალურად გაუნადგურონ ინფრასტრუქტურა, მაქსიმალურად ბევრი ადამიანი დახოცონ. ესაა რუსეთი. ეს შეტევა არც პირველია და არც ბოლო იქნება.
მთავარი საკითხი ამ ეტაპზე ისაა, რომ ევროპამ დროულად შექმნას პოლიტიკური მართვის ახალი სისტემა, რაც აქვს ევროკავშირს, მაგრამ არაა საკმარისი, როცა დამოუკიდებელ თავდაცვით ინფრასტრუქტურაზეა საუბარი. ევროპას სჭირდება ძლიერი ჯარი და ძლიერი მმართველობა, ლიდერშიპი. ევროპელებმა მკვეთრი ნაბიჯები უნდა გადადგან.
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე, ასევე პროევროპულ აქციებზე დაკავებული პირების ყველა საქმეში მოწმეები პოლიციელები არიან. ისინი სასამართლოში იდენტური ტექსტებით სდებენ ბრალს დაკავებულებს – მტკიცებულების გარეშე.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, ასზე მეტი დაკავებულის უფლებებს იცავდნენ სასამართლოებში. სწორედ მათი ადვოკატები საუბრობენ „ბათუმელებთან“ იმ საქმეებზე, როცა პოლიციელები მტკიცებულებების გარეშე „ამტკიცებენ“ სასამართლოში, რომ აქციის მონაწილემ მათ შეაგინა ან არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას.
საიას იურისტი ირმა აბაშიძე 26 საქმეში წარმოადგენდა დაცვის მხარეს. მისი თქმით, პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა საქმეებში მოწმეები ყოველთვის არიან პოლიციელები.
„ესენი შეიძლება იყვნენ საპატრულოს პოლიციელები ან კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები“, – ამბობს ირმა.
ირმა აბაშიძის თქმით, დაცვის მხარე ყოველთვის მოითხოვს, რომ მოწმე პოლიციელების ჩვენებები არ იქნას გათვალისწინებული, რადგან ისინი არ არიან მიუკერძოებელი პირები.
ირმა აბაშიძე/საია
„ისინი დამოკიდებულნი არიან ბრალმდებელ მხარეზე, ამიტომ ვცდილობთ, სასამართლოს ამაზე ყურადღება მივაქცევინოთ, მაგრამ, სამწუხაროდ, უშედეგოდ“, – გვეუბნება ირმა.
ის გვიყვება საქმეებზე, სადაც მოწმე მხოლოდ პოლიციელი იყო და მხარეს სხვა რაიმე დამატებითი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. მაგალითად, ვიდეომასალა არ ყოფილა საქმეში, მაგრამ სასამართლომ მაინც კანონდამრღვევად ცნო მოქალაქე ერთი პოლიციელის ჩვენების საფუძველზე.
„იყო ისეთი შემთხვევაც, როცა სასამართლო პროცესზე შემთხვევით დარჩა მოწმე. მოწმეს უფლება არ აქვს, ჩვენების მიცემამდე დაესწროს სასამართლო პროცესის არსებით განხილვას, სანამ ის არ იქნება დაკითხული.
როცა გამოიძახეს ეს მოწმე და ის დარბაზში აღმოჩნდა, სასამართლომ ვეღარ დაკითხა ის – პროცესუალური დარღვევა იქნებოდა. ამ მოწმემ კი განაცხადა, რომ მასთან ერთად იყო მეორე დამკავებელიც, რომელიც იმ ეტაპზე სასამართლოს ფოიეში ელოდა.
გამოძახებულმა მოწმემ უკვე იცოდა, რომ ოქმი შედგენილი იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს პოლიციელის შეურაცხყოფას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.
ასევე სრულად გაიმეორა, თუ რას აკეთებდა დაკავების წინ ის პირი, ვის მიმართაც იყო შედგენილი ეს ოქმი, გაიმეორა ყველა ის უწმაწური სიტყვა, რაც იყო ჩაწერილი ოქმში და ასე შემდეგ, მაგრამ როცა მას დავუსვი კითხვა, თუ სად დააკავა ეს პირი, ვერ გვიპასუხა.
მას რამდენჯერმე ჩავეკითხე, თუ სად მოხდა დაკავება. მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოს წინ, მთავრობის სახლთან, რუსთაველის ქუჩაზე, „მაკდონალსთან“, მაგრამ მოწმე იმეორებდა ერთსა და იმავეს – „დაკავება მოხდა აქციაზე“.
სასამართლოს ვუთხარი, თუ ყველა სიტყვა გაიგონა, რასაც დაკავებული ამბობდა დაკავების წინ, რატომ ვერ ასახელებს თუნდაც მიახლოებით იმ სივრცეს, სადაც დააკავა-მეთქი.
მას არ დაუკავებია და აძლევდა ცრუ ჩვენებას. შესაბამისად, არც სიტყვები გაუგონია. ვერც გაიგონებდა, რადგან მის წინ არ იყო ეს პირი“, – ამბობს ირმა აბაშიძე.
მისი თქმით, მოსამართლემ არ გაითვალისწინა ეს დეტალები და მოქალაქე დამნაშავედ ცნო.
ამ საქმის მოწმე პოლიციელები იყვნენ ირაკლი ელიაძე და ერეკლე ფუტკარაძე.
როგორც ირმა აბაშიძე ამბობს, პროევროპულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების მიმართ შედგენილი ოქმები, ასევე პოლიციელთა ჩვენები იდენტურია, „ხშირად წერტილი და მძიმეც კი არ არის ტექსტში შეცვლილი“. ადვოკატის აზრით, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ საქმეებზე წინასწარ არის დაწერილი სასამართლო გადაწყვეტილებები.
სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში. აქტივისტების დაჯარიმებას აჭარის პოლიციიდან ძირითადად თეა ლაღაძე [მარჯვნივ] ითხოვს.„კიდევ ერთ მაგალითს გაგიზიარებთ. სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, ბევრ უწმაწურ სიტყვასთან ერთად, ოქმში მითითებული იყო „პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა“.
ჩვენ სასამართლოს წარვუდგინეთ უწყვეტი ვიდეოკადრი, სადაც ჩანს, რომ მოქალაქე მანამდე დააკავეს, სანამ ის გააკრავდა სტიკერს – „იფიცება საქართველო“.
მანამდე ამ სტიკერის გაკვრისთვის პოლიციას უკვე დაკავებული ჰყავდა ერთი პირი და ის ეკითხებოდა პოლიციელს, „ამის გაკვრის გამო დააკავეთ? თუ ეს დანაშაულია, ახლა მეც გავაკრავ“ ამბობს ის და როცა მოიხარა, ის დააკავა პოლიციამ.
სასამართლოში წარმოდგენილი იყო ოქმი, სადაც ეწერა, რომ თურმე ის ლანძღავდა, აგინებდა პოლიციელებს, ეძახდა რუსეთის მონებს, ივანიშვილის პოლიციას და ასე შემდეგ.
მოწმე პოლიციელები – გიორგი ნაკაშიძე და ემზარ გიორგაძე სიტყვა-სიტყვით იმეორებდნენ ოქმში ჩაწერილ სიტყვებს, ერთმანეთის მიყოლებით, თანმიმდევრულად, რომ თითქოს აქციის მონაწილე მათ ეძახდა „მონებო, რუსებო, ღორებო“ და ასე შემდეგ.
გარდა იმისა, რომ ჩვენ ამ საქმეზე ორი მოწმე გვყავდა, ასევე გვქონდა წარდგენილი უწყვეტი ვიდეო, სადაც ნათლად ჩანდა, რას აკეთებდა ეს ადამიანი დაკავების წინ. ის არ აგინებდა პოლიციელებს. ამის მიუხედავად, სასამართლომ მაინც 5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა“, – ამბობს ირმა აბაშიძე.
სასამართლო „გზის გადაკეტვის“ საქმეზე.
მისი თქმით, არის საქმეები, სადაც ერთი პოლიციელის ჩვენების საფუძველზეც მიუღია სასამართლოს გადაწყვეტილება.
„ვიდეომტკიცებულება ყველაზე ნეიტრალური მტკიცებულებაა იმის, რომ ფაქტობრივი გარემოებები სრულად და სწორად აღიქვას და შეაფასოს მოსამართლემ.
მაგრამ დღეს სასამართლო ერთი პოლიციელის ნათქვამს უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე ვიდეომტკიცებულებას.
ცხადია, ეს არანაირ საკანონმდებლო ნორმაში არ ჯდება“, – გვეუბნება ირმა.
როგორც ირმა ამბობს, „თუ აქამდე ზემდგომი ინსტანციები საჩივრებს იღებდნენ და მხოლოდ განხილვის შემდეგ ამბობდნენ უარს, ახლა განხილვაშიც კი არ იღებენ ასეთ საქმეებს“.
ირმას შეფასებით, დღევანდელ სასამართლო პროცესებს სამართლიანობასა და კანონიერებასთან არაფერი აქვს საერთო.
„ეს ერთი დიდი რეალობაა, სამწუხაროდ“, – გვეუბნება ირმა აბაშიძე.
სასამართლო „ქუჩის გადაკეტვის“ საქმეზე.
რას ნიშნავს, როცასასამართლო მხოლოდ მოწმის ჩვენებას ეყრდნობა და არ იზიარებს საქმეში არსებულ უფრო მყარ მტკიცებულებებს?
„ზოგადად, მოწმის ჩვენებაც კანონით არის ერთ-ერთი მტკიცებულება, მაგრამ მოწმე უნდა იყოს სანდო და დამოუკიდებელი პირი, რომ მხარეს მასზე გავლენის მოხდენა არ შეეძლოს.
სამწუხაროდ, ამ მოცემულობაში ოქმის შემდგენი მხარე ამ სტანდარტს არ იცავს. სასამართლოც რეგულარულად და სრულად არღვევს სტანდარტს. ეს არის უკანონობა და უსამართლობა“, – ამბობს ირმა აბაშიძე.
„არსებობს სასამართლოს პრაქტიკა მოწმის ჩვენების და მოწმის სანდოობის ტესტის შესამოწმებლად. კანონი ცალსახად არ ადგენს, ვინ შეიძლება იყოს მოწმე, მაგრამ მოწმის ჩვენების სანდოობაზე როცა ვსაუბრობთ, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით, მოწმე იმით განსხვავდება პროცესის მონაწილე სხვა სუბიექტებისგან, რომ მას არ გააჩნია საქმის შედეგების მიმართ იურიდიული დაინტერესება.
სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, მოწმეთა კომპეტენცია ეროვნული კანონმდებლობით წესრიგდება, ჩვენი საკანონმდებლო რეგულაციის მიხედვით კი, ასეთი მნიშვნელოვანი განმარტებაა გაკეთებული, რომ მტკიცებულების იურიდიული ბუნება არის და მათ შორის მოწმის, როგორც სუბიექტის დამოუკიდებლობა მხარეთა შორის სადავო ფაქტებისა და მოვლენების მიმართ“, – ამბობს ირმა.
ერთი პოლიციელი მოწმედ სხვადასხვა საქმეში
„ჩემს პრაქტიკაში იყო შემთხვევა, როცა ერთი პოლიციელი, მაგალითად ცოტნე ქართველიშვილი სამი დაკავებულის საქმეში ფიგურირებდა. ეერთ საქმეში ეს პირი დამკავებელიც იყო და მოწმეც. ორ საქმეში კი როგორც მოწმე ისე ფიგურირებს.
ჩვენ რა საქმეებიც გვქონდა, ხშირ შემთხვევებში, დამკავებელი და მოწმე ერთი და იგივე პირია და ყველა პოლიციელია. ანუ მე დავაკავე, ჩავთვალე, რომ მის ქმედებაში იყო დარღვევა, მერე პროცესზე მოვდივარ და როგორც „დამოუკიდებელი“ სუბიექტი, ვაძლევ ჩვენებას, ვამბობ, რომ ფაქტებს ავსახავ.
ყველა შსს დაქვემდებარებაში მუშაობს და არ მაქვს მოლოდინი, რომ თავიანთ შედგენილ დოკუმენტზე განსხვავებულ რამეს იტყვიან.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განაწილებულია მტკიცების ტვირთი. ამის მიხედვით, ოქმის შემდგენი მხარე ვალდებულია ამტკიცოს მის მიერ შედგენილი დოკუმენტის კანონიერება, რომელიც უნდა დაასაბუთოს შესაბამისი მტკიცებულებებით.
გარდა იმისა, რომ ოქმის შემდგენი მხარე ვერ ამტკიცებს პირის დანაშაულს და ასე იყო მაგალითად ცოტნე ქართველიშვილის შემთხვევაშიც, სამწუხაროდ, ჩვენი მოწმეების ჩვენებები მაინც არ გაიზიარა სასამართლომ: ვიდეოკადრი იყო, სადაც სადავო არც კი გამხდარა ჩანაწერის ავთენტურობა, მაგრამ მაინც შეუფარდა სასამართლომ პატიმრობა აქციის მონაწილეებს“, – ამბობს ირმა აბაშიძე.
„აქციებზე დაკავებული პირების საქმეებზე მოწმეებად ყოველთვის პოლიციელები არიან და ყველა მოწმე ზუსტად ერთსა და იმავე ტექსტს ჰყვება“
პროევროპულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების ინტერესებს იცავდა სასამართლოში საიას აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე, თამარ წულუკიძეც.
„გზის გადაკეტვის“ საქმეზე ის 5 საქმეში 12 პირს იცავდა სასამართლოში.
„16 თებერვალს საპროტესტო აქციაზე იყო ხალხის ის რაოდენობა, რომ გზა გადაკეტილიყო. არსებობდა ალტერნატიული გზაც – მემედ აბაშიძის ქუჩა, ავტომანქანებს რომ ესარგებლათ ამით. თუმცა პოლიციელებმა, ნაცვლად იმისა, რომ ავტომანქანები ამ გზით გაეშვათ, თვითონ გადაკეტეს ქუჩა და ავტომანქანებს მიუთითებდნენ ემოძრავათ გამსახურდიას ქუჩაზე, იქ, სადაც ხალხი იყო შეკრებული.
ამის მტკიცებულება პოლიციამ თვითონ წარმოადგინა სასამართლოში. პოლიცია თავად იღებდა ამ კადრებს.
ამ საქმეში მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქუჩა არ გადაიკეტა სამუშაო საათებში. ქუჩის ამ მონაკვეთში მხოლოდ 2 ადმინისტრაციული შენობაა – საკონსტიტუციო სასამართლო და აჭარის მთავრობა, სადაც არც მოქალაქეებს და არც ამ უწყებებში დასაქმებულ პირებს ამ პერიოდში მისვლა არ დასჭირდებოდათ.
გარდა ამისა, ამ ტერიტორიაზე არ არის არც ერთი საცხოვრებელი სახლი. როცა ერთმანეთს უპირისპირდება, ვთქვათ, ორი სიკეთე – გამოხატვის თავისუფლება და მოქალაქის თავისუფლად გადაადგილების უფლება, სასამართლომ უნდა განსაზღვროს, რომელი უფრო დაიცვას.
თუ არ ირღვევა მოქალაქის თავისუფალი გადაადგილების უფლება, მაშინ აუცილებლად უნდა დაიცვას გამოხატვის თავისუფლება. თუმცა სასამართლომ ყველა პირის მიმართ, ვისაც პოლიცია გზის უკანონოდ გადაკეტვას ედავებოდა, გამოიყენა 500-ლარიანი ჯარიმები.
გზის გადაკეტვის საქმეზე 12 პირის მიმართ იყო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილი. კადრში ჩანს, რომ მხოლოდ ერთი პირი ისმენს პოლიციელის გაფრთხილებას, რომ არ გადაკეტოს გზა.
ერთ-ერთი მოქალაქე კი საერთოდ არ იყო აქციაზე გზის გადაკეტვის დროს: ჩვენ წარვადგინეთ სასამართლოში ამის მტკიცებულებები – კადრები, მიმოწერები მეგობართან, რომ აქციაზე 9 საათის შემდეგ გავიდოდა, გზა კი შვიდ საათზე გადაიკეტა. თუმცა, ოქმში მითითებული იყო, რომ ის შვიდ საათზე იდგა აქციაზე და არ ემორჩილებოდა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას.
ამ საქმეებში არაერთი მოწმე გვყავდა და ვითხოვდით, რომ დაეკითხათ ისინი, თუმცა მოსამართლემ მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოგვცა მოწმის დაკითხვის უფლება, მაშინ როცა, შს სამინისტროს არასდროს ეუბნება უარს მსგავს რამეზე“, – ამბობს თამარ წულუკიძე.
მას ვკითხეთ, როცა მტკიცებულებები დაცვის მხარის სასარგებლოდაა, მაგრამ სასამართლო მაინც პოლიციელის ჩვენების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას, რაზე მეტყველებს ეს?
თამარ წულუკიძის თქმით, ეს არ ჯდება სამართლის ნორმაში და არც დღეს მოქმედ კანონმდებლობაში.
„ამ რეპრესიულ კანონშიც კი არ ჯდება მოსამართლეების გადაწყვეტილებები. კანონში პირდაპირ წერია, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მტკიცებულებების გამოკვლევის საფუძველზე. მტკიცების ტვირთი არის ადმინისტრაციულ ორგანოზე. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაამტკიცა, რომ კონკრეტულმა პირმა დაარღვია პოლიციელის კანონიერი მოთხოვნა, მოსამართლემ მაინც შაბლონური გადაწყვეტილება მიიღო ყველას წინააღმდეგ“, – ამბობს თამარი.
მას არ ახსენდება ბოლო პერიოდის არც ერთი საქმე, სადაც მოსამართლემ გამამართლებელი გადაწყვეტილება მიიღო.
„ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა არასრულწლოვანის ინტერესებს ვიცავდი. აქ შეწყვიტეს საქმის წარმოება, თუმცა სასამართლომ მაინც მისცა პირს სიტყვიერი გაფრთხილება“.
თამარ წულუკიძე
თამარ წულუკიძის თქმით, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის პოლიტიკური კურსი შეცვალა და პრორუსული განწყობები ღიად გამოავლინა, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება სასამართლოს მხრიდან თვალშისაცემი გახდა.
„პირველი შოკი მაშინ მივიღე, როცა ბათუმში რუსული გემი შემოვიდა და ამ საპროტესტო აქციაზე 21 პირი დააკავეს. სასამართლომ 21-ივე დააჯარიმა. სამი წელია საიას ხელმძღვანელი ვარ და მანამდე ასეთი რამ რომ მომხდარიყო, არ მახსენდება.
ეს პროცესი უფრო შესამჩნევი გახდა 2022 წლის შემდეგ. აქედან მოყოლებული, ყველა საქმეში, რასაც ოდნავ მაინც დაჰკრავს პოლიტიკური ელფერი – იქნება ეს ანტირუსული საპროტესტო აქციები თუ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლები, სასამართლოს ყველა გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია.
ცრუმოწმე პოლიციელები გურამ მურვანიძის საქმეში.
„სამართლიანი სასამართლოს უფლება დღეს განულებულია“ – თამარ წულუკიძე
„ხანდახან სასამართლო ფასადურად გაჩვენებს, რომ აი, რაღაცებს იკვლევენ, სწავლობენ და რაღაც მომენტში შეიძლება მოქალაქეს გაუჩნდეს განცდა, რომ დაინტერესებულია მოსამართლე, მსჯელობას იწყებს, თუმცა შემდეგ გადაწყვეტილება ყოველთვის არის შაბლონური. თითქოს სასამართლოს უნდა ხაზგასმით აჩვენოს დარბაზში მყოფ მოქალაქეებს, როგორ „იგებს“ სახელმწიფო აშკარად წაგებულ საქმეებს და მოქალაქე ამ რეპრესიული მექანიზმის მსხვერპლი ხდება“, – ამბობს თამარი.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ადმინისტრაციულ საქმეებში ჯერ კიდევ 20 ივნისის საქმეებიდანაა ჩართული.
„ნოემბრის აქციებიდან დღემდე დაახლოებით 80 საქმე ვაწარმოვეთ, გაზაფხულის საქმეებზე – დაახლოებით 70 საქმე. ჩვენ ვართ ასევე იურიდიული დახმარების ქსელის წევრები და ვეხმარებით მოქალაქეებს, ვისაც საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო აკავებენ და აჯარიმებენ“, – ამბობს ორგანიზაციის ადვოკატი თეო ზაქარაშვილი.
თეო ზაქარაშვილიც საუბრისას აქცენტს ცრუმოწმე პოლიციელებზე აკეთებს. მისი თქმით, თითქმის არ ყოფილა საქმე, სადაც მოწმე პოლიციელს ამა თუ იმ ფორმით ცრუ ჩვენება არ მიუცია.
„გვქონდა შემთხვევა, როცა პოლიციელმა გვითხრა, რომ კოლეგა მოუყვა რა ხდებოდა, ანუ რაში უნდა დაედანაშაულებინა ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი. მათ ცრუ ჩვენებების ბევრი ვარიაცია აქვთ, მაგრამ ძირითადი ტექსტი ერთი და იგივეა – „იგინებოდა, ილანძღებოდა, გვეძახდა მონებს“.
იყო შემთხვევები, როცა ერთი და იმავე პოლიციელის სახელი და გვარი სხვადასხვა საქმეში მეორდებოდა, მაგრამ დაზუსტებით ვერ ვიტყვით, ეს პოლიციელები ცრუმოწმეობისთვის ჰყავთ გამოყოფილი, თუ უბრალოდ მათ მორიგეობას ემთხვეოდა დაკავებები“, – ამბობს თეო ზაქარაშვილი.
მისი თქმით, 2023-2024 წლების საქმეებზე არ ყოფილა შემთხვევა, სასამართლოს მოქალაქის სასარგებლოდ გამოეტანა გადაწყვეტილება.
„გზის გადაკეტვის საქმეებზე კი ყველგან გამოიყენა 5-5-ათასლარიანი ჯარიმა.
გააჩნია, რა უნდათ, როგორი მსუსხავი ეფექტი უნდათ, ამის მიხედვით მიიღება გადაწყვეტილებები. ბოლო პერიოდში უფრო მეტად ადმინისტრაციულ პატიმრობებს იყენებენ. 2025 წლის იანვრის დასაწყისიდან კი უფრო მეტად ჯარიმებია გამოყენებული“, – ამბობს თეო.
ისევე როგორც საიას ადვოკატები, თეო ზაქარაშვილიც ამბობს, რომ სასამართლო საერთოდ არ ითვალისწინებს დაცვის მხარის მტკიცებულებებს.
„ბევრი საქმე იყო, როცა მივიტანეთ ვიდეოები, აშკარა მტკიცებულებები, სადაც ჩანს, რომ პირს სამართალდარღვევა არ ჩაუდენია. პირიქით, პოლიცია გასცდა თავის უფლებამოსილებას და ძალის გადამეტებით, კანონმდებლობის სრული დარღვევით დაიწყო ადამიანების დაკავება, აქციის დარბევა. ამის მიუხედავად, სასამართლოს არ აინტერესებს მტკიცებულებები, ისე იღებს გადაწყვეტილებებს“, – ამბობს თეო ზაქარაშვილი.
ბათუმის საქალაქო სასამართლო.
„სასამართლო მოქმედებს, როგორც შს სამინისტროს გაგრძელება“
„ჩვენ ვიცით, რომ დღეს სასამართლოში სამწუხარო რეალობაა – კლანი მძლავრად მოქმედებს და ეს კლანი სახელმწიფოს მხრიდან გამოყენებულია, როგორც სადამსჯელო ღონისძიება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გაგრძელება. სასამართლო რომ მართლა დაინტერესებული იყოს სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღებით, მაშინ სახელმწიფო ვერ შეძლებდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის ასე გამოყენებას.
გამომდინარე იქიდან, რომ დღეს სასამართლო იმ პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნების ინსტიტუტია, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია, ამიტომ ვხედავთ იმას, რასაც ვხედავთ“, – ამბობს თეო ზაქარაშვილი.
მისი შეფასებით, დღეს სამართლიანი სასამართლოს უფლება მოქალაქეებს წართმეული აქვთ:
„სამართლიანი სასამართლოს უფლება დღეს მასიურად ირღვევა – ამ საქმეებზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება არის უკანონო. უკანონოა შსს-ს მოქმედებები და ეს ვერ ჩაითვლება სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვად, მართლმსაჯულების განხორციელებად.
ეს არის სახელმწიფოს დაკვეთა, რომელსაც ასრულებენ შსს, სასამართლო და სხვადასხვა უწყება“.
საქართველოს რკინიგზის ცნობით, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, რკინიგზა 8 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს.
განრიგის მიხედვით, დამატებითი რეისები ღამის საათებში შესრულდება როგორც თბილისიდან, ასევე ბათუმიდან თბილისის მიმართულებით.
დამატებითი რეისები კვირაში სამი დღე: ორშაბათს, შაბათს და კვირას შესრულდება.
ბათუმის აქციების მთავარი მედროშე, თემურ ქათამაძე [გაფარ ილმაზი] 6 მარტს შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში დააბრუნეს.
თემურ ქათამაძე კლინიკა „ვივამედში“ იყო მოთავსებული, სადაც არასრული ორი დღე გაატარა. ბათუმელი მედროშე კლინიკაში 4 მარტს გადაიყვანეს. მან შიმშილობა 48-ე დღეს შეწყვიტა.
„პაციენტი გუშინ გაეწერა კლინიკიდან და დააბრუნეს მიგრაციის სამსახურის დაწესებულებაში. გუშინ, საღამოს საათებში გადაიყვანეს. პაციენტმა ჩვენს კლინიკაში შემოსვლიდანვე შეწყვიტა შიმშილობა. ჩვენ დავიწყეთ კვების აღდგენითი კურსი შესაბამისი პროტოკოლის თანახმად, თუმცა ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის შესრულება კონკრეტულ პაციენტთან. არ ეთანხმებოდა პროტოკოლს, არ ეთანხმებოდა შეთავაზებულ მენიუს, შესაბამის რეკომენდაციას.
[პაციენტის] მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი, ლაბორატორიული კვლევის შედეგებიც იყო დამაკმაყოფილებელი. ვინაიდან პაციენტი, როგორც გითხრით, არღვევდა კლინიკის შინაგანაწესს, აქედან გამომდინარე შესაძლებლად ჩაითვალა, რომ გაწერილიყო კლინიკიდან, დაბრუნებულიყო [საემიგრაციო] დაწესებულებაში. მას მიეცა, რა თქმა უნდა, შესაბამისი რეკომენდაციები”, – უთხრა „ბათუმელებს“ ზურაბ ჩხაიძემ, „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა.
თემურ ქათამაძე მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში დაბრუნების შემდეგ მოინახულა საიას ადვოკატმა, მარიამ გაბროშვილმა, რომელიც თემურ ქათამაძის ინტერესებს იცავს.
„გუშინ სახალხო დამცველის წარმომადგენელი იყო მასთან შესული. მან მაცნობა, რომ ბატონ თემურს აბრუნებდნენ დროებითი მოთავსების ცენტრში… ახლა შევხვდი ბატონ თემურს, მისგან მოვდივარ.
თავს კარგად გრძნობს. ცდილობს, რომ მაქსიმალურად მოიკრიბოს ძალები მომავალი პროცესისთვის, იკვებება იმის შესაბამისად, რა დანიშნულებაც ექიმმა მისცა“, – ამბობს მარიამ გაბროშვილი.
მისივე თქმით, თემურ ქათამაძეს „ვივამედში“ გადაყვანის პირველივე დღეს სურდა, რომ დროებითი მოთავსების ცენტრში დაბრუნებულიყო.
„ვივამედში“ ექიმმა გამოუწერა რა საკვებიც უნდა მიიღოს და იმ საკვების შესაბამისად იკვებება ახლა. 25 კილოგრამი აქვს დაკლებული ბატონ თემურს. 86 კილო ვიყავი და 61 კილო ვარო, ასე მითხრა“, – ამბობს მარიამ გაბროშვილი.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მედიამენეჯერის მზია ამაღლობელის საქმეს ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება.
„ამ კვირას ჟურნალისტი მზია ამაღლობელის სასამართლო დაიწყო საქართველოში. რეპრესიული ქმედებები ჟურნალისტების და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გვაშფოთებს და ვთვლით, რომ ეს არ შეესაბამება საქართველოს ევროპულ და საერთაშორისო ვალდებულებებს.
ბელგია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს გამოხატვის თავისუფლებასა და მშვიდობიანი შეკრების უფლებას.
პრესის თავისუფლების გარეშე არ არსებობს დემოკრატია“ – ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პლატფორმა “X”-ზე ეს განცხადება გუშინ, 6 მარტის საღამოს გამოაქვეყნა, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის დასრულების შემდგომ.
ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება პლატფორმა “X”-ზე
„ქართველი ჟურნალისტი ამაღლობელი ხვალ სასამართლოს წინაშე წარდგება, პატიმრობაში ყოფნიდან ერთ თვეზე მეტი ხნის შემდეგ. ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
„ქართული ოცნება“ აგრძელებს ჟურნალისტების, მომიტინგეებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ დაშინების კამპანიას. ჩვენ გვერდით ვუდგავართ მათ, ვინც იცავს თავისუფლებას“, – ნათქვამი იყო გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
მზია ამაღლობელი „ქართული ოცნების“ რეპრესიულმა სასამართლომ 4 მარტს ისევ პატიმრობაში დატოვა. შემდეგი მოსმენა 18 მარტს არის ჩანიშნული.
______________________________
მზია ამაღლობელის პატიმრობის საფუძველიგაყალბებული ოქმი გახდა – ადმინისტრაციული დაკავების ოქმის მიხედვით, მზია ამაღლობელი პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს [ასკ-ის 173-ე მუხლი].
სინამდვილეში კი, დაკავების დროს გადაღებულ და გავრცელებულ ვიდეო კადრში არა მხოლოდ ჩანს, თუ როგორ აკავებს მას „სტიკერის“ გაკვრის გამო აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ ბესელია, არამედ ისმის კიდევაც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრისთვის აკავებენ 150-ე მუხლით.
გაყალბებული ოქმის საფუძველზე პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ მოითხოვა მზია ამაღლობელის პატიმრობა სისხლის სამართლის საქმეზე. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა სწორედ ამ გაყალბებული ოქმის საფუძველზე მზია ამაღლობელს უკანონოდ შეუფარდა პატიმრობა.
6 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ პროევროპული აქციების ფარგლებში ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა.
გადაწყვეტილება მოსამართლემ ირაკლი შვანგირაძემ გამოაცხადა, რომელიც სამოსამართლეო საქმიანობას ორი თვეა, რაც შეუდგა, აქციის მონაწილეების საქმე კი გუშინ დაეწერა. მიუხედავად ამისა, შვანგირაძე ირწმუნებოდა, რომ 13-ტომიანი საქმის გაცნობა მოასწრო.
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გადახედვის თაობაზე. მან გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ 11 სინდისის პატიმარი კვლავ ციხეში დაეტოვებინა 10-საათიანი სხდომის შემდეგ მიიღო.
ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ აქციის მონაწილეებს შორისაა ბათუმელი, 19 წლის სტუდენტი ზვიად ცეცხლაძე, მას 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
სასამართლო პროცესზე ზვიად ცეცხლაძემ სიტყვით მიმართა მოსამართლესა და პროკურორებს. მან ხაზი გაუსვა იმას, თუ რატომ მიიჩნევს აბსურდულად ბრალდებას ჯგუფურ ძალადობაზე.
„ბათუმელები“ გთავაზობთ ზვიად ცეცხლაძის მიერ სასამართლოში წარმოთქმული სიტყვიდან მნიშვნელოვან მონაკვეთებს.
„ჩემთვის, როგორც სამართლის ფაკულტეტის სტუდენტისთვის, სავსებით გასაგებია, რომ ეს სასამართლოები მომავალში იქცევა ქეისად, შესაბამისად, ნებისმიერი მხრიდან, დაცვის თუ ბრალდების, მოსამართლის მხრიდან, ნებისმიერი ქმედება, იქნება სამაგალითო შემდგომი თაობებისთვის, რომელსაც მეც წარმოვადგენ და რომლებიდანაც უნდა დადგნენ ახალი ადვოკატები, პროკურორები და ა.შ.
მსურს ბრალდების მხარეს მივმართო და გარკვეული ფორმით დავსვა კითხვა და პასუხს გამცემენ თუ არა, ეს უკვე მათი სურვილი იქნება.
იყო ნახსენები, რომ არ არის აუცილებელი ერთმანეთს იცნობდნენო [ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულები].
აქ მსურს ერთ რაღაცას გავუსვა ხაზი. მუხლი, რომელსაც მე მედავებიან, არის 225, რაც გულისხმობს ძალადობრივი ჯგუფის ორგანიზებას, რომელსაც მოჰყვება გარკვეული ზარალი და კონკრეტულად ქვეთავი, რომლითაც მედავებით, ეს არის ძალადობრივი ჯგუფის ორგანიზება.
ზოგადად, სიტყვა “ჯგუფი” მიუთითებს თავისი შინაარსით იმისკენ, რომ არის რაღაც ცენტრალიზებული და პლუს ამას, როდესაც ნათქვამია, რომ რაღაცას სჭირდება ორგანიზება, სადაც არის ნახსენები ორგანიზაცია, შეუძლებელია, რომ ამ ჯგუფში, ორგანიზაციაში არსებული ელემენტები არ იყვნენ ერთმანეთთან იმდენად მჭიდროდ დაკავშირებულები, რომ მათ შორის კომუნიკაცია – მინიმუმ, ან ნაცნობობა არ არსებობდეს.
თუ თქვენ ამბობთ, რომ ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ, მაშინ ამ დანაშაულებს ჩვენ ჯგუფის სახით კი არ უნდა გვედავებოდეთ, არამედ ინდივიდუალური სახე უნდა ჰქონდეს ამ შედავებას.
თუ ჩვენ ვსაუბრობთ ჯგუფზე, მაშინ მინიმუმ ფსიქოლოგიური განზრახვა უნდა არსებობდეს იმისა, რომ ჩვენ, კოლექტიურად, ერთად რაღაც კონკრეტულ შედეგს მივაღწიოთ.
ზოგადად, ინდივიდუალიზმის პრინციპი არსებობს. შეიძლება ერთი ადამიანისადმი ან ერთი ინდივიდისადმი ორ სხვადასხვა ადამიანს ჰქონდეს ერთნაირი განზრახვა ერთმანეთის დამოუკიდებლად… ამას სასამართლო განიხილავს, როგორ ორ ინდივიდუალურ საკითხს და არ შეიძლება ინდივიდუალიზმი გაიბლაროს და კოლექტიურად იქნეს ორი ადამიანის ან რამდენიმე ადამიანის ქმედება განხილული.
…თუ ჩვენ აქ ინდივიდუალიზაციას არ ვიცავთ და ბრალდების მხარე ამბობს, რომ ეს არის ჯგუფური, პლუს ამას, ამბობს, რომ არ არის აუცილებელი, რომ ჩვენს [ბრალდებულებს] შორის იყოს რაიმე მკაფიო ნაცნობობა ან თანაორგანიზება, მაშინ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც იმ დღეს აქციაზე იყო… მსგავსი ფორმულირებით აბსოლუტურად ნებისმიერზე შეიძლება შეიქმნას ჯგუფური ძალადობის იარლიყი.
მაშინ, იქ გამოსული 20 ათასი ადამიანი არის ძალადობრივი, ჯგუფური ქმედების თანამონაწილე.
თქვენ ახსენეთ ბარიკადები და ბარიკადებს მართლა ჰქონდა ადგილი. მე არ შევალ განხილვაში, თუ ვის რატომ დასჭირდა ბარიკადები, ჩემი აზრით ეს იყო თავდაცვის მიზნით, მაგრამ მოცემულობა არის, რომ ბარიკადები გარკვეული პროტესტის დროს, გარკვეულ ადგილას გაკეთდა. ამ ბარიკადების შექმნაში თუ ათასობით ადამიანი იღებდა მონაწილეობას, სიტყვაზე, ერთმა მოიტანა ერთი აგური, მეორემ – მეორე აგური, მაგრამ თუ არ არსებობდა შეთანხმებული, ორგანიზებული, წინასწარ განზრახული ქმედება და ნარატივი, მაშინ ეს ადამიანები შეუძლებელია განხილულები იყვნენ, როგორც ერთი ძალადობრივი ჯგუფის წევრები.
…ის სხვა ამბავია, რომ შეიძლება ადგილზე გაიცნეს ერთმანეთი, შეიძლება – არა, მაგრამ თქვენი მხარე უბრალოდ ვერ ადასტურებს იმას, რომ ადგილზე გაცნობის რაიმე საშუალება მაინც არსებობდა ან ჩვენ ერთ გარკვეულ სივრცეში ერთდროულად რაიმე მომენტში მაინც თანავარსებობდით. ამის გარეშე ფიზიკურად შეუძლებელია ჯგუფს ერქვას ორგანიზაციული.
ახსენეთ მიმალვის საფრთხე და ერთ-ერთ არგუმენტად მოიყვანეთ ის, რომ თვითონ სისხლის სამართლის მუხლი არის მძიმე… თქვენ გავიწყდებათ ის, რომ ჩვენ აქ არც ერთი არ ვართ ნასამართლევი და გავიწყდებათ ის, რომ არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია და სპეკულირებთ, როდესაც ჩვენ ბრალს გვდებთ, რაც ჯერ კიდევ იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ეს ჩავიდინეთ და სასამართლო სანამ ჩაქუჩს არ დაარტყამს, სასამართლოს წინაშეც კი ჩვენ უდანაშაულოები ვართ.
როდესაც ჩაქუჩს დაარტყამს [მოსამართლე], შემდგომ განვიხილავთ რამდენად სამართლიანი იყო ეს ან არ იყო.
შესაბამისად, როდესაც ამბობთ, რომ ჩვენ უსამართლობისკენ ვართ მიდრეკილნი, ჩვენი ინდივიდუალური ბიოგრაფია ამაზე არანაირად არ მიუთითებს. სისხლის სამართლის კუთხით ჩვენ არ გვაქვს არც ერთი ბრალდება, არც ერთი დანაშაული და საჩივარიც კი არ არის ჩვენს სახელზე შესული.
შესაბამისად, იმით სპეკულირება, რომ მძიმე მუხლით მედავებით, არ ქმნის იმის საშიშროებას, რომ მე უცებ ერთი გარდავიქმნები ინდივიდიდან მეორე, სულ სხვა სამართლებრივ ჩარჩოში მყოფ ინდივიდად.
გაქცევის საფუძველზე როცა ლაპარაკობთ, ერთი მაგალითიც არ მოგვეპოვება, როცა ჩვენ გავიქეცით ან ადგილზე მოსულ პოლიციას წინააღმდეგობა გავუწიეთ მას შემდეგ, როდესაც პოლიციელმა გაგვაცნო, რომ, აი, მე თქვენ უნდა დაგაკავოთ 225-ე მუხლით. იქ შეწინააღმდეგების ფაქტორი არ ყოფილა, მეტიც, მარტივი გზა არსებობს იმის, რომ გადავამოწმოთ, ადამიანი მიდრეკილია თუ არა იმისკენ, რომ გაექცეს სასამართლო პროცესს. არსებობს ალტერნატიული შემაკავებელი ხერხები, რაზეც ისაუბრეს – იგივე შინაპატიმრობა, იგივე გირაო და თუ დადგინდა, რომ ადამიანი შინაპატიმრობაში არაკეთილსინდისიერად იქცევა, გირაოს არაკეთილსინდისიერად მოეპყრო და რაღაც გარკვეული წესები დაარღვია, ჯერ კიდევ საქართველოს ტერიტორიაზე როდესაც იმყოფება, ეს უკვე, ერთი პრეცედენტი მაინც ქმნის იმას, რომ ეს ადამიანი მიდრეკილია იმისკენ, რომ გაექცეს სასამართლოს მხრიდან მოსალოდნელ ან დადებით, ან უარყოფით განაჩენს.
შესაბამისად, სანამ ეს პრაქტიკა არ არსებობს, იმაზე საუბარი, რომ ადამიანი გაიქცევა, აბსურდულია.
ჩემს პირად მაგალითს მოვიყვან, რაც სამართლებრივ ჩარჩოში შეიძლება არ მოთავსდეს, მაგრამ ჩემს მორალურ ჩარჩოში ჯდება.
მაშინ როდესაც მე კიდევ, აპრილ-მაისის შემდეგ ვიმყოფებოდი უკრაინაში და გავდიოდი გარკვეულ სამხედრო გადამზადებას, იმიტომ, რომ ჩემი პირადი შეხედულებით სამშობლოს სჭირდება მებრძოლი ადამიანები, გაჩნდა საფრთხე, რომ ჩემს ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში, შესაძლებელი იყო, მე დავეკავებინე. იყო გარკვეული ინფორმაციები ამასთან დაკავშირებით. უკვე საზღვარგარეთ მყოფს შემეძლო გადამეწყვიტა, დავრჩენილიყავი უცხოეთში და მესწავლა იქ სამართალი, თუ დავბრუნებულიყავი საქართველოში. მე უკვე იქ [უკრაინაში] გავაკეთე ჩემი რაციონალური არჩევანი, ჩემთვის რაც იყო მისაღები და ჩემი მორალისთვის რაც იყო მისაღები. ვიცი, რომ ამას სამართლებრივად შეიძლება სპეკულაციად განიხილავდეს ვინმე, მაგრამ ჩემი მორალური მხარისთვის აუცილებელი იყო ამის დაფიქსირება“ – განაცხადა ზვიად ცეცხლაძემ.
____________________
მთავარ ფოტოზე: ზვიად ცეცხლაძე. ფოტო: მინდია გაბაძე
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ძალადობისა და მუქარის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი ამხილეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცავი ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლის მიმართ აგრესიას გამოხატავდა და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა.
კერძოდ, 2024 წლის ივლისში ბრალდებულს და დაზარალებულს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ბრალდებულმა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, დაზარალებულ ქალს სხეულის სხვადასხვა მიდამოში რამდენჯერმე დაარტყა ხელი და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ძალადობის შედეგად, დაზარალებულმა დაზიანებები მიიღო.
გამოიკითხა დაზარალებული, რომელსაც ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა. აგრეთვე გამოიკითხა დაზარალებულის ოჯახის წევრები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები; ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი და მოპოვებული იქნა დანაშაულში მამხილებელი სხვა მტკიცებულებები, რის საფუძველზეც, არასრულწლოვანის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის სამი ეპიზოდისთვის და მუქარის ფაქტზე, საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე, სამართალდამცავს ბრალდება წარედგინა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 11¹, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით აგრძელებს.
დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ – წერს საგამოძიებო სამსახური.
ბათუმში, გოროდოკის დასახლებაში მდებარე სვიშევსკის ქუჩიდან „ბათუმელებს“ მოქალაქე დაუკავშირდა. მის თქმით, ქუჩიდან კვირაზე მეტია ნაგავი არ გაუტანიათ, რის გამოც, ქუჩაში ნაგვის გროვებია.
ფოტოებსა და ვიდეოკადრებზე, რომლებიც მოქალაქემ გამოგვიგზავნა აღნიშნული ქუჩიდან, ჩანს, რომ სანაგვე ურნები გადავსებულია საყოფაცხოვრებო ნარჩენებით და ურნის ირგვლივაც ნაგვის გროვებია.
„ბათუმელები“ ბათუმის მერიის „სანდასუფთავებას“ დაუკავშირდა და ჰკითხა, რატომ არ მოხერხდა ამ დრომდე ნაგვის გატანა სვიშევსკის ქუჩიდან და როდის გაიწმინდება ქუჩა.
როგორც „სანდასუფთავებაში“ გვითხრეს, მათი მანქანები მთელ ქალაქში მოძრაობს.
„ჩვენი მანქანები 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, არ ვიცი. გადავცემთ შესაბამის სამსახურს“ – გვითხრეს „სანდასუფთავებაში“.
ბათუმში თებერვლის ბოლო კვირაში ნახევარ მეტრზე დიდი თოვლი მოვიდა. გაუწმენდავი გზების გამო ქალაქში შეზღუდული იყო ტრანსპორტის მოძრაობა, რამაც ქალაქის ქუჩების დანაგვიანება გამოიწვია.
_____________
მთავარ ფოტოზე: საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დანაგვიანებული სვიშევსკის ქუჩა, ბათუმი
დასანქცირებულ პროკურორს, თორნიკე გოგეშვილს,2023 წელს დედამ თანხა ევროპიდან ხუთჯერ გამოუგზავნა. გზავნილმა საერთო ჯამში 6300 ევრო შეადგინა. ბოლოს ქონებრივი დეკლარაცია თორნიკე გოგეშვილს 2024 წლის ივლისში შეუვსია, რაც იმას ნიშნავს, რომ დეკლარაციაში ასახული უნდა იყოს 2023 წლის მონაცემები.
პროკურორი თორნიკე გოგეშვილი, რომელმაც მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება გაყალბებული ოქმის საფუძველზე მოითხოვა, ესტონეთმა დაასანქცირა. ის სავარაუდოდ დაასანქცირა ლიეტუამაც.
პროკურატურის ვერსიით, მზია ამაღლობელი თითქოს პოლიციელებს ეძახდა – „ძაღლებო, ღორებო“. სინამდვილეში კი მზია ამაღლობელი ისე დააკავეს, ხმა არ ამოუღია, რაც ნათლად ჩანს მისი დაკავების ვიდეოში. შესაბამისად, პროკურატურამ „ბათუმელების“ დამფუძნებლის დასაკავებლად გაყალბებული ოქმი გამოიყენა.
სქრინი ქონებრივი დეკლარაციიდან
წინა წლის დეკლარაციაში ოჯახის წევრებზე ინფორმაცია არ იძებნებოდა, ახალი დეკლარაციის მიხედვით, თორნიკე გოგეშვილი 2023 წელს დაოჯახდა. იმავე დეკლარაციით მისი მეუღლე არ ფლობს ქონებას და არც დასაქმებული არ არის.
2023 წელს თორნიკე გოგეშვილმა შეიძინა ბინა ბათუმში, ელიავას ქუჩაზე, რაშიც 35 000 დოლარი გადაიხადა. ბინის ფართობი 57,65 კვ.მეტრია, რაც იმას ნიშნავს, რომ გოგეშვილმა ერთ კვ.მეტრში 600-ზე მეტი დოლარი გადაიხადა.
2021 წელს თორნიკე გოგეშვილს ასევე აჩუქეს ბინა ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე [36 კვ.მეტრი]. როგორც 2023 წელს შევსებულ დეკლარაციაში თავად ჩაწერა, ეს ბინა მან საჩუქრად ბიძისგან მიიღო. სახელფასო შემოსავალზე თორნიკე გოგეშვილმაც ორ ნაწილად ჩაწერა ქონებრივ დეკლარაციაში, საერთო ჯამში მას სახელფასო შემოსავლის სახით 47 835 ლარი მიუღია.
მისივე ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2021- 2022 წლებში პროკურორს ორი იპოთეკური სესხი აუღია, ჯამში 119 000 ლარი, ამ ვალდებულების დასაფარად 2023 წელს პროკურორმა 20 000 ლარზე მეტი გადაიხადა.
2023 წელს თორნიკე გოგეშვილმა ავტომანქანა MERCEDES-BENZ C შეიძინა, რაშიც 7500 დოლარი გადაიხადა. უფრო ადრე 2020 წელს კი მას Chevrolet Cruze შეუძენია 4200 დოლარად.
გოგეშვილმა ბოლოს ქონებრივი დეკლარაცია 2024 წლის ივლისში შეავსო, თუმცა ამ დეკლარაციაში არ შეუტანია სანტორინში მოგზაურობის ხარჯი. სოციალურ ქსელში განთავსებული ფოტოების მიხედვით, ის საბერძნეთში საქორწინო მოგზაურობაში იმყოფებოდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 მარტის 21 საათიდან 8 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ძირითადად უნალექოდ.
სინოპტიკოსების ცნობით, გორაკ-ბორცვიან ზონაში შესაძლებელია მეწყრული პროცესების განვითარება, მთიან ზონაში კი – ზვავსაშიშროება.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
ღამით: 1 გრადუსი ყინვა – 4 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
ღამით: 2 – 7 გრადუსი ყინვა
მაღალმთიან ზონაში
დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
ღამით: 8 – 13 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 9-10 მარტს მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი.
„ბათუმელი ქალები ვერთიანდებით რუსული რეჟიმის წინააღმდეგ!
ამ პროტესტს ქალის ხმა აქვს და ეს ხმა შენია!
2025 წლის 8 მარტს საქართველოში პირველად ვხვდებით ქალ პოლიტპატიმართან ერთად – მზია ამაღლობელი, ავტორიტარული რეჟიმის მსხვერპლი და თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოა დღეს.
მასთან ერთად, არც სხვა ქალები ვეგუებით საქართველოში ჩამოყალიბებულ დიქტატურასა და პოლიციურ რეჟიმს, რომელსაც ტყვედ ჰყავს უდანაშაულო ადამიანები, უგულებელყო საქართველოს კონსტიტუცია და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, შეურაცხყოფდა მოშიმშილე მზია ამაღლობელს, აწამა მშვიდობიანი მანიფესტანტები და თავისი ყოველდღიური ქმედებით მიჰყავს საქართველო სულ უფრო და უფრო ღრმა კრიზისამდე.
სწორედ ამ რეჟიმის წინააღმდეგ, 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, რომელსაც ქალთა მოძრაობა ყოველწლიურად ვუძღვნით ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, ქალები ვიკრიბებით ბათუმში, „ბათუმელების“ რედაქციასთან და ვმართავთ საპროტესტო მარშს – „ქალები რეჟიმის წინააღმდეგ“, – ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში, ფეისბუქზე.
4 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა წინასწარ პატიმრობაში დატოვა ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი.
განჩინებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. „პუტინის სასამართლო“, „მონებო“, „სირცხვილია, სირცხვილი“, – სკანდირებდნენ ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები.
„არა და არ ვეთანხმები ბრალს. უკანონო პატიმრად მივიჩნევ თავს. საბედნიეროდ, ჩვენს სამშობლოში დიქტატურამ საბოლოოდ ფეხი ვერ მოიკიდა. ამიტომ მჯერა, მეც და სინდისის პატიმრებიც შევძლებთ ჩვენი უდანაშაულობის დამტკიცებას“, – თქვა გუშინ, 4 მარტს სასამართლო სხდომაზე მზია ამაღლობელმა.
გუშინ, 4 მარტს, მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა მზია ამაღლობელის საქმეში დასაკითხ პირთა ნუსხიდან ამოიღო 17 პირი, 18 ვიდეომტკიცებულება, 13 დათვალიერების ოქმი და 14 წერილობითი მტკიცებულება.
მოსამართლემ მტკიცებულებებიდან ამორიცხა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სილის გაწვნიდან რამდენიმე წამში ირაკლი დგებუაძეს ლოყა გაწითლებული არ ჰქონდა.
ადვოკატების თქმით, „სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას არ მოეძებნება პრეცედენტი ქართულ მართლმსაჯულებაში“.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 7 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 882 950 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 150]
ტანკი – 10 264 ერთეული [+3]
ჯავშანტექნიკა – 21 334 ერთეული [+23]
საარტილერიო სისტემა – 24 124 ერთეული [+16]
MLRS – 1 306 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 096 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 28 024 ერთეული [+95]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 085 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 39 678 ერთეული [+72]
სპეცტექნიკა – 3 769 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 7 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
656 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
45 471 უპილოტო საფრენი აპარატი
600 საზენიტო სარაკეტო სისტემა
22 076 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 523 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
22 333 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
32 573 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
კლიმატის მონიტორინგის ევროპული სამსახურის (C3S) მონაცემებით, მსოფლიოს ოკეანეებში ყინულის საფარი ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე შემცირდა.
2015 წლის 7 თებერვლის მდგომარეობით, არქტიკასა და ანტარქტიდაში ყინულის საფარის საერთო ფართობი იყო 16, 04 მილიონი კვადრატული კილომეტრი, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 1979 წლის შემდეგ.
ინფორმაცია ამის შესახებ კლიმატის მონიტორინგის ევროპულმა სამსახურმა, Copernicus-მა გაავრცელა.
ამავდროულად, კლიმატის მონიტორინგის ევროპული სამსახური იტყობინება, რომ 2025 წლის თებერვალი იყო მესამე ყველაზე თბილი თვე, რაც კი დაფიქსირებულა კლიმატის დაკვირვებიდან დღემდე პლანეტაზე. თებერვლის საშუალო გლობალური ტემპერატურა 1,59 გრადუსით მეტი იყო, ვიდრე პრეინდუსტრიულ ეპოქაში.
„განსაკუთრებით შემაშფოთებელია ორივე პოლუსზე ზღვის ყინულის არეალის ერთდროულად შემცირება“ – ციტირებს გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“ ბრიტანეთის საზღვაო კვლევების ეროვნული ინსტიტუტის მკვლევარ – სიმონ ჯოზის. მკვლევარი მიიჩნევს, რომ ზღვისა და ატმოსფეროს მაღალმა ტემპერატურამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ზამთარშიც კი პრაქტიკულად არ მოხდება ახალი ყინულის წარმოქმნა ანტარქტიდაში.
34 წლის გიორგი კაკაბაძე თურქეთის კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
როგორც ოჯახის წევრები გვეუბნებიან, მას თავის ტვინზე ურთულესი ოპერაცია გაუკეთდა საქართველოში, თუმცა მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა, რის გამოც გიორგი კაკაბაძე თურქეთში გადაიყვანეს.
„ბათუმელები“ გიორგის დეიდას, მარი თურმანიძეს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ გიორგის თავში დიდი ოდენობით სისხლი ჩაექცა და ამიტომ გახდა ოპერაცია აუცილებელი.
„ჩემს დისშვილს 18 თებერვალს სისხლი ჩაექცა თავში და მიიღო ინსულტი. ოპერაცია ჩაუტარდა აქ, ბათუმში ერთ-ერთ კლინიკაში, თუმცა მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ აუცილებელი გახდა მისი თურქეთში გადაყვანა.
29 თებერვლის შემდეგ გიორგი თურქულ კლინიკა Liv Hospital-ში წევს. ამჟამად ხელოვნურ კომაშია, რადგან ტვინი არის ძალიან შეშუპებული. ელოდებიან, ტვინის შეშუპებამ იკლოს რომ გაკეთდეს ოპერაცია“ – ამბობს მარი თურმანიძე.
მისი თქმით, გიორგის სამი წლის წინ ურთულესი ოპერაცია გაუკეთდა გულზე. გამოცვლილი აქვს გულის ორივე სარქველი, ამიტომ ის მედიკამენტებს იღებდა.
„გიორგი ჩაქვში ცხოვრობს, ბიძის სახლში, თავიანთი ბინაც არ აქვთ. ჰყავს მეუღლე და ორი არასრულწლოვანი შვილი. ფიზიკური მუშაობა არ შეეძლო ჯანმრთელობის პრობლემების გამო. ცოტა ხანი კაზინოში მუშაობდა, თუმცა იქაც ვეღარ შეძლო დიდხანს მუშაობა. არ აქვს ოჯახს იმის შესაძლებლობა, რომ ასეთი დიდი ხარჯები დაფაროს.
მშობლები პენსიონერები არიან და ბავშვებსაც ბევრი საჭიროება აქვთ. ამიტომ საზოგადოების დახმარების იმედი გვაქვს. აქამდე რაც შეგვეძლო, ახლობლების, ნათესავების დახმარებით გაკეთდა ყველაფერი, თუმცა გვჭირდება ხალხის დახმარებაც.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დავწერეთ განცხადება, სადაც გვითხრეს, რომ 35 ათასი ლარით შეიძლება დაგვეხმარონ, თუმცა ეს თანხა არ არის საკმარისი ოპერაციის ხარჯების დასაფარად, რადგან 43 ათასი დოლარი ჯდება გამოკვლევების, რეანიმაციის და ოპერაციის ხარჯების ჩათვლით.
გიორგის სჭირდება ხელოვნური თავის ქალაც, რადგან, როგორ თურქეთში გვითხრეს, მოხსნილი ქალა ინახება ან იღლიის ქვეშ, ან მუცელში. აქ კი, რაღაც სითხეში იყო შენახული და უკვე დაინფიცირებულიაო, ამიტომ ხელოვნური ქალა უნდა გაუკეთდესო და ბუნებრივია, ესეც ცალკე თანხა ჯდება, დაახლოებით 10-12 ათასი დოლარი“ – ამბობს მარი თურმანიძე.
მისი თქმით, საქართველოში გაუჭირდათ რეანიმობილის შოვნაც.
„მთელი დღის განმავლობაში ვერ ვიშოვეთ რეანიმობილი. მეორე დღეს ქუთაისიდან ჩამოგვივიდა. დილის ათზე უნდა ჩამოსულიყო და ორი საათის დაგვიანებით ჩამოვიდა, მაგრამ გაუმართავი იყო, მანქანა გაფუჭდა, მძღოლიც გაიქცა და ვეღარ გადავიყვანეთ. შემდეგ ისევ თურქეთის კლინიკამ გამოგვიგზავნა რეანიმობილი და ისე წავიყვანეთ.
აქ 2000 დოლარი მოგვთხოვეს, თურქეთს 1500 გადავუხადეთ“ – ამბობს მარი თურმანიძე.
გიორგი კაკაბაძის დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ მითითებული ანგარიშის ნომრებზე.
დღეს, 6 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმის განხილვა დაიწყო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს დიდ დარბაზში მოსამართლის შემოსვლამდე დისტანციური ჩართვისთვის განკუთვნილ ეკრანზე ციხეში მყოფი მზია ამაღლობელის გამოსახულება გამოჩნდა – სხდომის დაწყებამდე მოსამართლის თანაშემწემ დისტანციური ჩართვა დატესტა.
„მე მზად ვარ“- გაისმა მზია ამაღლობელის ხმა სასამართლოს დარბაზში.
„არ მიუახლოვდეთ ეკრანს“- მანდატურმა ჟურნალისტების უკან დახევა სცადა, რომლებიც ეკრანთან შეგროვდნენ.
მალევე ბათუმის საქალაქო სასამართლოს დიდ დარბაზში სხდომა დაიწყო.
მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმის განხილვა მოსამართლე სალიხ შაინიძემ დაიწყო.
მზია ამაღლობელი 11 იანვრის აქციაზე თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს – შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე სტიკერის გაკვრისთვის: „იფიცება საქართველო”, თუმცა მზია ამაღლობელის დაკავების ოქმი გაყალბებულია: დაკავების ოქმში ჩაწერეს, რომ მზია ამაღლობელი თითქოს არა სტიკერის გაკვრისთვის, არამედ პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს.
სტიკერის გაკვრისთვის პოლიციელს მოქალაქის დაკავების უფლება არ აქვს.
არსებობს ვიდეო ჩანაწერები, რომლითაც დასტურდება ოფიციალური დოკუმენტის გაყალბება. კერძოდ, ვიდეოჩანაწერში მზია ამაღლობელის დაკავების დროს ისმის ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით აკავებენ სტიკერის გაკვრისთვის. დაკავების ოქმის მიხედვით კი, მზია ამაღლობელი თითქოს პოლიციელების შეურაცხყოფის გამო დააკავეს სულ სხვა მუხლით.
ასევე, მზია ამაღლობელს უშუალოდ აკავებს გრიგოლ ბესელია – აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი და ესეც ჩანს კადრში, ოქმის მიხედვით კი, მზია ამაღლობელის დამკავებელი გოჩა ვანაძეა.
პროცესის დასაწყისშივე ადვოკატებმა მოსამართლე სალიხ შაინიძის აცილება მოითხოვეს, რადგან სალიხ შაინიძე მზია ამაღლობელის დეიდაშვილის სიძეა.
„თვითონ მოსამართლე თუ არ ითხოვს თვითაცილებას, გაუგებარია თქვენი მოთხოვნა. ჩვენ არ ვითხოვთ აცილებას“,- განაცხადს შსს-ს წარმომადგენელმა, მარიამ კერესელიძემ.
„გასაკვირიაო, ახსენეს, მაგრამ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით არ სარგებლობს ყველა საქმე“,- მოსამართლეს მიმართა ადვოკატმა გიორგი ხიმშიაშვილმა.
საქმის აცილებაზე სალიხ შაინიძემ საბოლოოდ უარი თქვა: „მზია ამაღლობელის ძმას ვიცნობ, ქუჩაში ვესალმები, არ ვიცოდი, თუ მზია მისი და იყოო,“ – აღნიშნა მოსამართლემ.
სასამართლო სხდომაზე შსს-ს წარმომადგენლების: მარიამ კერესელიძის და თეა ლაღაძის სტატუსით დაინტერესდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე. იგი მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავს საიას სხვა იურისტებთან და ადვოკატ გიორგი ხიმშიაშვილთან ერთად.
ნონა ქურდოვანიძემ განმარტა, რომ ვინაიდან მზია ამაღლობელის დაკავების ოქმი პოლიციის მაღალჩინოსნებმა გააყალბეს, საიამ საჩივრით უკვე მიმართა პროკურატურას, დოკუმენტების გაყალბებაზე გამოძიება ჯერ არ დაწყებულა, თუმცა რამდენად მიუკერძოებელი იქნება სასამართლო სხდომაზე ბესელიას დაქვემდებარებაში მყოფი პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი?!
„მე პოლიციის დეპარტამენტის იურისტი ვარ, არ ვექვემდებარები არცერთ სამმართველოს“, – გაღიზიანება დაეტყო შს წარმომადგენელს, თეა ლაღაძეს.
„ბესელიას ხომ ექვემდებარებით?“- შეაწყვეტინა შსს-ს წარმომადგენელს ნონა ქურდოვანიძემ.
„ბესელიას – დიახ“- თქვა თეა ლაღაძემ.
შსს-ს წარმომადგენლების თქმით, პროცედურულად განსაზღვრული არ არის მიუკერძოებლობის პრინციპის იმგვარი დაცვა, რაზეც ნონა ქურდოვანიძე საუბრობს, თუმცა მათ საიას თავმჯდომარემ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები შეახსენა და ის, რომ ამ გადაწყვეტილებების გათვალისწინება სავალდებულოა საერთო სასამართლოებისთვის საქართველოში.
მოსამართლე სალიხ შაინიძემ მზია ამაღლობელის საქმეს ის ვიდეო მტკიცებულებები დაურთო, სადაც 11 იანვრის საპროტესტო აქციის სადავო მონაკვეთია ასახული. შსს-ს წარმომადგენლების წინააღმდეგობის მიუხედავად, მოსამართლე ასევე აპირებს შემდეგ სხდომაზე მოუსმინოს დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ მოწმეებს.
ამ საქმეზე მზია ამაღლობელის ადვოკატები აჭარის პოლიციის მაღალჩინოსნების: ირაკლი დგებუაძის და გრიგოლ ბესელიას დაკითხვასაც ითხოვენ. ირაკლი დგებუაძის ხმა „ბათუმელების“ ვიდეოჩანაწერეში ისმის, მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრისთვის დავაკავეთო, გრიგოლ ბესელია კი, უშუალოდ აკავებს მზია ამაღლობელს.
„არ არიან შემხებლობაში დავის საგანთან,“ – განაცხადა სასამართლო სხდომაზე შსს-ს წარმომადგენელმა, მარიამ კერესელიძემ. შსს-ს წარმომადგენლების კატეგორიული პოზიციაა, გაყალბებული ოქმის საფუძველზე დაკავებული მზია ამაღლობელის საქმეზე აჭარის პოლიციის მაღალჩინოსნები: გრიგოლ ბესელია და ირაკლი დგებუაძე არ დაიკითხონ.
„ღიად ვტოვებ ამ საკითხს“ – გამოსავალი იპოვა მოსამართლე სალიხ შაინიძემ. იგი დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეებს შემდეგ სხდომაზე მოუსმენს.
შემდეგ სხდომაზე მოსამართლემ ასევე უნდა თქვას, რა გადაწყვიტა აჭარის პოლიციის მაღალჩინოსნების დაკითხვაზე.
მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის განხილვა 13 მარტამდე გადაიდო.
28 თებერვალს, საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA)-ს გამარჯვებულები გამოვლინდა. უკვე მეოთხედ, აღნიშნული ჯილდო მცირე და საშუალო კომპანიის კატეგორიაში (500-მდე დასაქმებული) თიბისი ლიზინგს გადაეცა.
2024 წლიდან, BARTA-ს ინიციატივას მხარს უჭერს მსოფლიო ბანკის ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტისა და მდგრადობის ანგარიშგების პროგრამის (EAASURE) რეგიონული პროგრამა, რომელსაც ახორციელებს ფინანსური და მდგრადობის ანგარიშგების რეფორმების ცენტრი (CFRR).
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ აღნიშნული ჯილდოს კიდევ ერთხელ მიღება ხაზს უსვამს თიბისი ლიზინგის კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტთან შესაბამისობისა და ორგანიზაციის მისწრაფებას წლიდან-წლამდე, კიდევ უფრო გააუმჯობესოს ანგარიშგების ხარისხი.
„თიბისი ლიზინგისთვის BARTA-ს კონკურსს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, შესაბამისად, მისი ზედიზედ მეოთხედ მოგება ერთის მხრივ, სასიამოვნოა, მეორეს მხრივ, კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ჩვენს მომხმარებელთან თუ ინვესტორებთან. ანგარიშგების მაღალი ხარისხი, გამჭვირვალობა, სანდოობა ის სტანდარტებია, რომლებიც წლების წინ დავნერგეთ და ვინარჩუნებთ. სწორედ ეს გვაძლევს შესაძლებლობას კიდევ უფრო მეტი რესურსი მოვიძიოთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და მივმართოთ ჩვენს ქვეყანაში სალიზინგო პროდუქტების განვითარებისკენ.“-თორნიკე ეგნატაშვილი, თიბისი ლიზინგის ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
შეგახსენებთ, რომ BARTA, ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში 2019 წელს დაარსდა, მას შემდეგ რაც ევროკავშირმა კორპორაციული ანგარიშგებების ფუნდამენტური გადახედვის ინიციატივა წამოაყენა.
დღეს, 6 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავების საქმეს.
სხდომას მზია ამაღლობელი დისტანციურად ესწრება.
საქმეს მოსამართლე სალიხ შაინიძე განიხილავს. ადვოკატები ამ საქმეზე მოსამართლის აცილებას ითხოვდნენ, რადგან სალიხ შაინიძე მზია ამაღლობელის ნათესავია [დეიდაშვილის სიძე]. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის მიხედვით კი, „მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ ის მხარის, ან მისი წარმომადგენლის ნათესავია“.
სალიხ შაინიძემ საქმის აცილებაზე უარი განაცხადა.
სასამართლო სხდომაზე სალიხ შაინიძემ ასეთი განმარტება გააკეთა:
„რაც არ უნდა გასაკიცხი დარჩეს ჩემ მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიმე მხარისათვის, შეიძლება ეს არ იყოს ადამიანურად სასიამოვნო, მაგრამ მთავარია მე ვიყო მართალი და სწორი. მე არ მქონია ქალბატონ მზიას ოჯახთან რაიმე შემხებლობა ამ ორი თვის განმავლობაში, ადმინისტრაციული წესით როცა იყო დაკავებული.
ის არის ჩემი სიმამრის დეიდაშვილი, გასაგებია, თუმცა შუამდგომლობასთან დაკავშირებით არ არსებობს საფუძველი, აცილების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და აღნიშნული დადგენილება შეუძლიათ მხარეებმა გაასაჩივრონ შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად“ – განაცხადა სალიხ შაინიძემ.
მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს საპროტესტო აქციაზე თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შს სამმართველოს ღობეზე სტიკერის გაკვრისთვის.
მზია ამაღლობელის პატიმრობის საფუძველი კი, მის ადმინისტრაციულ საქმეში არსებული გაყალბებული ოქმი გახდა – ადმინისტრაციული დაკავების ოქმის მიხედვით, მზია ამაღლობელი პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს [ასკ-ის 173-ე მუხლი].
სინამდვილეში კი, დაკავების დროს გადაღებულ და გავრცელებულ ვიდეოკადრში არა მხოლოდ ჩანს, თუ როგორ აკავებს მზიას „სტიკერის“ გაკვრის გამო აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ ბესელია, არამედ ისმის კიდევაც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრისთვის აკავებენ 150-ე მუხლით.
დღეს, 6 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპულ აქციებზე დაკავებული რვა პირის: ზვიად ცეცხლაძის, თორნიკე გოშაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, ირაკლი მიმინოშვილის, გიორგი გიორგაძის, ისლამ ალიევის, ვეფხია კასრაძისა და ვასილ კაძელაშვილის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
გამოძიება თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს, გიორგი გიორგაძეს და ილსამ ალიევს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში სდებს ბრალს [სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილი – ისჯება ოთხიდან 6 წლამდე], ხოლო ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში [225-ე მუხლის პირველი ნაწილი – ისჯება 6-დან 9 წლამდე ციხით].
დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამა – ზურაბ ცეცხლაძე | ფოტო / მინდია გაბაძეფოტო / მინდია გაბაძე
მოსამართლე მარიანა ფომაევამ დღეს, 6 მარტს მოქალაქე გიორგი ჩხაიძის საქმე განიხილა. ის ამ საქმეზე გადაწყვეტილებას 11 მარტს გამოაცხადებს.
გიორგი ჩხაიძე ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც შსს ზებრა გადასასვლელზე მოძრაობით ბარიერი ხელოვნურად შექმნას ედავება.
ეს ბათუმის უწყვეტი საპროტესტო აქციის 31 იანვრის ამბავია: მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა „არასაკმარის რაოდენობაზე“ მითითებით აქციის მონაწილეებს უთხრეს, რომ ქუჩაში ავტომანქანების მოძრაობა უნდა აღდგენილიყო, დემონსტრანტებმა მოძრაობა ზებრა გადასასვლელზე დაიწყეს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარემ, იურისტმა თამარ წულუკიძემ [საია დაცვის მხარეს წარმოადგენს], ყურადღება გაამახვილა გამოხატვის თავისუფლებაზე, ასევე იმაზე, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს სახელმწიფო დემონსტრანტების სადამსჯელო ინსტრუმენტად იყენებს.
საიას იურისტმა ისაუბრა იმაზეც, რომ ამ ტერიტორიაზე არსებულ შენობებს ალტერნატიული მისასვლელი აქვთ.
„როგორ დაადგინეთ, ყოველ ჯერზე რა მიზნით გადადიოდნენ მოქალაქეები ზებრა გადასასვლელზე?“- შსს-ს წარმომადგენელს ჰკითხა საიას იურისტმა, ირმა აბაშიძემ.
„ესენი საუბრობდნენ ამ გადაწყვეტილებაზე, რაც შემდეგ განახორციელეს,“- აღნიშნა შსს-ს წარმომადგენელმა.
საიას იურისტმა ირმა აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ შსს-ს მიერ წარმოდგენილი ვიდეო მტკიცებულებების მიხედვით, გიორგი ჩხაიძე ზებრა გადასასვლელზე მხოლოდ ერთხელ გადადის.
„აქციის მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა, ეს ჩანს კადრებში, გზა ისედაც გადაკეტილი იყო,“- თქვა ირმა აბაშიძემ.
საიას იურისტმა თამარ წულუკიძემ კი ისაუბრა იმაზეც, რომ ეს არ მომხდარა სამუშაო საათებში და ზებრაზე თუნდაც ინტენსიური მოძრაობა ვერც აჭარის მთავრობაში, ან საკონსტიტუციო სასამართლოში დასაქმებულებს ვერ შეაფერხებდა.
სამართალდარღვევის დადასტურების შემთხვევაში, მოსამართლეს შეუძლია გიორგი ჩხაიძე 3 ათასი ლარით დააჯარიმოს ან 15 დღით დააპატიმროს.
დღეს, 6 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის განხილვას ესწრება ლიეტუვის ელჩი დარიუს ვიტკაუსკასი.
ასევე, დღეს მზია ამაღლობელის საქმის განხილვას ესწრებიან ნორვეგიისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წარმომადგენლები.
დღეს, 6 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე სალიხ შაინიძე მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმეს განიხილავს. მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულად გაყალბებული ოქმით დააკავეს.
მზია ამაღლობელის წინასასამართლო სხდომას 4 მარტსაც ესწრებოდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატები.
4 მარტს სასამართლო სხდომას დაესწრნენ: საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი, საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მოადგილე და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები.
დღეს, 6 მარტს, მოსამართლე სალიხ შაინიძემ პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კირთაძე 2 ათასი ლარით დააჯარიმა. მოსამართლემ გიორგი კირთაძეს ასევე ჩამოართვა იარაღის ტარების უფლება 3 წლით.
გიორგი კირთაძე 12 იანვარს საპროტესტო აქციაზე დააკავეს მაშინ, როცა იქ პარტია „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას აკავებდნენ.
შსს-ს წარმომადგენლის, მარიამ კერესელიძის მტკიცებით, გიორგი კირთაძემ ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია პოლიციელებს ელენე ხოშტარიას დაკავების დროს.
„ერთი ვიდეომტკიცებულება მაინც შეგიძლიათ მაჩვენოთ, სადაც ჩანს ჩემი მხრიდან ხელშეშლა?“- შსს-ს წარმომადგენელს მიმართა გიორგი კირთაძემ და ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ აქციას პირდაპირ ეთერშიც კი გადასცემდნენ, გარდა ამისა, პოლიციელებს სამხრე კამერები ჩართული ჰქონდათ.
ეს ვერც შსს-ს წარმომადგენელმა უარყო, თუმცა მან შესვენების დროს „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მოსამართლემ მტკიცებულებების ერთობლიობით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მათ შორის, იმ მოქალაქის შეფასებაზე დაყრდნობით, რომელსაც გიორგი კირთაძის დაკავების დროს უკითხავს: „იმიტომ აკავებთ, რომ წინ გადაგიდგათ?“
შსს-მ ამ საქმეზე მხოლოდ ერთი მოწმე პოლიციელი წარმოადგინა.
შსს-მ წარმოადგინა ვიდეომტკიცებულებებიც, სადაც ჩანს, რომ გიორგი კირთაძე საპროტესტო აქციას ესწრება. სამართალდარღვევის ამსახველი ვიდეო შსს-ს არ წარმოუდგენია.
ამ საქმეზე მკაფიოდ გამოჩნდა, რამდენად ერთიერთში ასრულებს პროკურატურის და შსს-ს მოთხოვნას სასამართლო – მაგალითად, კანონის მიხედვით, თუ სასამართლო კონკრეტულ ქმედებაში სამართალდარღვევას დაინახავს, სახდელის ფორმა და ზომა თავად სასამართლომ უნდა განსაზღვროს.
გიორგი კირთაძის საქმეში კი, გარდა იმისა, რომ მტკიცებულება შსს-ს არ წარმოუდგენია, შსს-ს წარმომადგენელმა, მარიამ კერესელიძემ მოსამართლეს უთხრა, რომ ის გიორგი კირთაძის დაჯარიმებას და იარაღის უფლების ჩამორთმევას ითხოვს.
„დაჯარიმდეს და ჩამოერთვას იარაღის ტარების უფლება,“- გაიმეორა მოსამართლე სალიხ შაინიძემაც.
ბათუმში თოვლი თითქმის დადნა, ქალაქის მერიის შპს „სანდასუფთავებამ“ კი ქუჩების თოვლისგან გაწმენდასა და თოვლის გატანაზე ტენდერი გამოაცხადა.
ტექნიკური დავალების მიხედვით „მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ბათუმის ტერიტორიაზე თოვლის გაწმენდის ან/და მოთხოვნის შემთხვევაში სხვა სახის სამუშაოები“.
„სანდასუფთავების“ მოთხოვნის შესაბამისად, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა შესრულდეს. ტენდერი 58 ათასი ლარითაა გამოცხადებული და წინადადებების მიღება 8 მარტს დაიწყება.
„სანდასუფთავება“, თავის მხრივ, ბათუმის მერიის იმ ტენდერის გამარჯვებულია, რომლითაც მას 2025 წლის პირველი იანვრიდან ევალებოდა ქალაქის თოვლისაგან გაწმენდა, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტში 224 ათას 420 ლარია გაწერილი.
20-21 თებერვალს მოსულ თოვლს ბათუმის მერია ფაქტობრივად ვერ გაუმკლავდა. ვერ გაიწმინდა გზები, ვერ ხერხდებოდა ქალაქიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა[გზების თოვლისგან გაწმენდა და ნაგვის გატანა, ორივე „სანდასუფთავების“ ვალდებულებაა]; რამდენიმე დღით გაჩერდა მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობა, სკოლებში შეწყდა სწავლა.
ბათუმში მკვეთრად გაიზარდა ფასები ტაქსით გადაადგილებაზე. ტაქსის გამოძახების აპლიკაციები ჩვეულებრივზე სამჯერ და ოთხჯერ მაღალ ფასს აჩვენებდა და ამავე დროს, გაზრდილი იყო დაცდის დროც.
ამ ყველაფერს ხელი არ შეუშლია „ოცნების“ დეპუტატებისთვის ქალაქის საკრებულოში, მადლობა გადაეხადათ ბათუმის მერიისთვის.
ამ თემაზე: „მადლობა, მადლობა… ქედს ვიხრით ბათუმის მერიის სამსახურების წინაშე,“ – ბათუმის საკრებულოს წევრებმა 27 თებერვალს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ქალაქის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადეს:
თებერვალში მოსულ თოვლს „სანდასუფთავება“ უნდა გამკლავებოდა, რისთვისაც მას ცალკე ტენდერი გასული წლის დეკემბერში ჰქონდა გამოცხადებული. ამ ტენდერში გამარჯვებულთან შპს „ბონდი-2009“-სთან კი, ხელშეკრულება 29 ათას ლარზე მიმდინარე წლის 9 იანვარს გაფორმდა.
მიუხედავად ამისა, როგორც „სანდასუფთავების“ განაცხადშია აღნიშნული, საჭირო გახდა დამატებითი ტექნიკის დაქირავება ტენდერის გარეშე, რისთვისაც მერიის კომპანიას დამატებით 56 ათასი ლარის გადახდა მოუწევს [„სანდასუფთავებამ“ ჯამში სამი ხელშეკრულება გააფორმა, აქედან ერთი, 29 ათას ლარზე, კვლავ „ბონდი-2009“-სთან – 27 თებერვალს].
„ბონდი-2009“-სთან „სანდასუფთავებამ“ დამატებით კიდევ ორი ხელშეკრულება გააფორმა ტენდერის გარეშე ჯამში 45 500 ლარზე. ამ თანხით „ტექნიკური მარილისთვის შესარევი ქვიშა“ შეისყიდეს.
„სანდასუფთავების“ განაცხადით, რომელიც 27 თებერვლით არის დათარიღებული, ირკვევა, რომ თოვლის მოსვლიდან 6 დღეში „სანდასუფთავებას“ ქვიშაც გამოელია და ტექნიკური მარილიც:
„2025 წლის 21 თებერვლიდან როგორც ქალაქის მასშტაბით, ასევე შემოერთებულ ტერიტორიებზე მოვიდა უხვი ნალექი [თოვლის სახით]. შპს „სანდასუფთავება“-ს მიერ ინტენსიურად ჩატარდა გზების გაწმენდითი სამუშაოები, რის შედეგადაც გაიხარჯა გამარტივებული შესყიდვით განსაზღვრული ქვიშის ოდენობა. ტექნიკური მარილის მარაგიც ამოწურული იყო საწყობში და მარაგის შევსებამდე ორგანიზაციას მოუწია მეტი რაოდენობით ქვიშის გამოყენება. ასევე, სინოპტიკოსების პროგნოზით უახლოეს დღეებში მოსალოდნელი იყო უხვი ნალექი, ყინვები და ამინდის გაუარესება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგა გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება“ – წერს „სანდასუფთავება“.
თოვლის გატანა / ბათუმი, მემედ აბაშიძის გამზირი / 4, მარტი, 2025 წ.
რაც შეეხება დამატებით ტექნიკის დაქირავებას, შესყიდვების სააგენტოს „სანდასუფთავება“ წერს, რომ მას „ევალება ქუჩების წმენდა თოვლის საფარისგან, რათა სატრანსპორტო საშუალებებმა თოვლის დროს შეუფერხებლად შეძლონ გადაადგილება. ბოლო დღეებში ქალაქ ბათუმში და შემოერთებულ ტერიტორიებზე მოსულმა უხვმა ნალექმა თოვლის სახით განაპირობა გადაუდებელი აუცილებლობით ტექნიკისა და მათი ოპერატორების დაქირავების შესყიდვა.
აღნიშნულ სამუშაოებს ვაწარმოებდით ელექტრონული ტენდერით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, აგრეთვე „სანდასუფთავება“-ს საკუთრებაში არსებული ტექნიკით. თუმცა ვითარების სიმძიმის გათვალისწინებით აღნიშნული ტექნიკა საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა პრობლემის აღმოსაფხვრელად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგა გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება.
მოსული და მოსალოდნელი უხვი ნალექიდან გამომდინარე მოძრაობა შეფერხდებოდა ქუჩებში, რასაც შეეძლო გამოეწვია ავტოავარიები და დროებით ხელი შეეშალა ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისთვის, რაც რეალურ საფრთხეს უქმნიდა ორგანიზაციის ფუნქციონირებას, რადგან ვერ შეასრულებდა ქალაქ ბათუმის მერიასთან ნაკისრ ვალდებულებებს.“ – წერს „სანდასუფთავება“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 27 თებერვალს.
ამავე განაცხადში „სანდასუფთავება“ ხაზს უსვამს, რომ ვერც საკუთარი და ვერც ტენდერით დაქირავებული ტექნიკით სამუშაოებს ვერ უმკლავდებოდა და ამიტომ გახდა აუცილებელი ტექნიკის დამატებით დაქირავება, უკვე ტენდერის გარეშე:
„მოგახსენებთ, რომ 2025 წლის 21 თებერვლიდან გადაუღებელი ნალექის [თოვლი] გამო შპს „სანდასუფთავება“ ვერ შეძლებდა საკუთარი რესურსით და უკვე არსებული ელექტრონული ტენდერით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული ვითარების აღმოფხვრას, ვინაიდან გზების თოვლის საფარისგან გაწმენდა მიმდინარეობდა 24 საათის განმავლობაში, გაფორმდა სამი ხელშეკრულება სხვადასხვა მომწოდებლებთან, რომლებსაც საკუთრებაში გააჩნდათ გზების წმენდისათვის საჭირო სპეცტექნიკა.“
თოვლის გატანის მიზნით ტექნიკის დაქირავებაზე დამატებით ექვსი ხელშეკრულების [სხვადასხვა პირთან] გაფორმების შესახებ „სანდასუფთავებამ“ შესყიდვების სააგენტოს დღეს, 2025 წლის 6 აგვისტოსაც მიმართა. ეს ხელშეკრულებები უტენდეროდ ჯამში 90 000 ლარზეა დადებული [„საფასურის ანაზღაურდება მოხდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად“ – წერს „სანდასუფთავება“ სააგენტოს].
„სანდასუფთავების“ განაცხადებიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ანალოგიური ვითარების დადგომის შემთხვევაში მერიის კომპანიას არც მომავალში ექნება შესაბამისი ტექნიკა ქუჩების თოვლისგან გასაწმენდად და ასევე, არ იქნება საკმარისი არც ის ტექნიკა, რომელსაც ახალი ტენდერით დაიქირავებს.
აქვე აღსანიშნავია, რომ ამ ტენდერში გამარჯვებულს ქალაქიდან თოვლის გატანა, დიდი ალბათობით, აღარ მოუწევს, ვინაიდან ხელშეკრულების ვადა 31 დეკემბრამდე იქნება. დღეიდან ახალ წლამდე პერიოდში კი, იმის ალბათობა, რომ ისეთი თოვლი მოვიდეს, როგორც 21 თებერვალს, დაბალია.
შესაბამისი ტექნიკის არქონის მიუხედავად, ბათუმის საკრებულოს წევრი „ოცნებიდან“ სპეცტექნიკის ყიდვის წინააღმდეგია:
რაც შეეხება „სანდასუფთავების“ მიმდინარე ტენდერს, აქ წინადადებების მიღება 2025 წლის 10 მარტს დასრულდება.
ტენდერის ტექნიკური დავალების მიხედვით:
„მომწოდებელი უზრუნველყოფს ყველა ხარჯს სპეცტექნიკის ექსპლუატაციისათვის, საწვავის ხარჯის ჩათვლით; გრეიდერის, წინაციცხვიანი დამტვირთავებისა და თვითმცლელების ტრანსპორტირება, მომსახურების გაწევის ადგილზე.
მიმწოდებელმა ტექნიკის ადგილზე მიყვანა უნდა უზრუნველყოს შეტყობინებიდან არაუგვიანეს 3 საათის განმავლობაში [შეტყობინება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც წერილობითი, ასევე სიტყვიერი ფორმით].
საჭიროების შემთხვევაში მომსახურების მიწოდება უნდა განხორციელდეს 24 საათიან რეჟიმში.
სპეცტექნიკის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში მომწოდებელი ვალდებულია ჩაანაცვლოს იგი სხვა ანალოგიური სპეცტექნიკით.
მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელმა უნდა მოახდინოს თოვლის დატვირთვა თვითმცლელებზე. თვითმცლელების საშუალებით უნდა უზრუნველყოს ანახვეტი თოვლის გაზიდვა 15 კმ მანძილზე [ნაგავსაყრელ პოლიგონზე ან შემსყიდველის მითითებულ მისამართზე.]“
ტენდერით დასაქირავებელი ტექნიკის ჩამონათვალი:
„გრეიდერი – არანაკლებ 1 ერთეული [სიგრძე არანაკლებ 8000 მმ, დანის სიგანე – არანაკლებ 3000 მმ. შესასრულებელი მომსახურების საათობრივი რაოდენობა ჯამურად – არაუმეტეს 200 სთ].
წინაციცხვიანი დამტვირთავი – არანაკლებ 2 ერთეული [მრავალფუნქციური წინა ციცხვი (კოვში). ციცხვის მოცულობა – არანაკლებ 1 კუბური მეტრი. ციცხვის ტვირთამწეობა მაქსიმალურ სიმაღლეზე – არანაკლებ 2500 კგ. ციცხვის აწევის სიმაღლე – არანაკლებ 2500 მმ. შესასრულებელი მომსახურების საათობრივი რაოდენობა ჯამურად – არაუმეტეს 200 საათი].
არანაკლებ 18 კუბური მეტრი ტევადობის თვითმცლელი – არანაკლებ 2 ერთეული [რეისების რაოდენობა ჯამურად – არაუმეტეს 200].“
დღეს, 6 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მოქალაქე თამარ კურატიშვილი 1000 ლარით დააჯარიმა კორპუსის ეზოში შესრულებული წარწერისთვის: „ ირაკლი #ვაფშეარვიცნობ ბესელიას გილოცავ დგებუაძე ნათლისღებას“.
„როდის მერეა კორპუსის შიდა ეზო შენობის ფასადი?“ – შეკითხვით მიმართა თამარ კურატიშვილმა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს.
„სხვამ თუ ეს წაიკითხა, მისთვის გასაგები იქნებოდა, რას აპროტესტებდით?“ – სხდომაზე იკითხა მოსამართლემ.
„იმ პერიოდში იყო ეს აქტუალური – ყველამ ნახა ვიდეო, წინა წლებში ერთ-ერთ აქციაზე როგორ უარყოფს დგებუაძე, რომ გრიგოლ ბესელია მისი ნათლიაა… ნათლიის უარყოფაც ამორალური საქციელია. მინდოდა იმის ჩვენება, რომ ეს პოლიციელი იმდენად ამორალურია, ნათლიაც კი უარყო, როცა მას ეს სჭირდებოდა,“- თქვა თამარ კურატიშვილმა.
ირაკლი დგებუაძე ბათუმის პოლიციის უფროსია, ვისზე სილის გაწვნის ფაქტზეც ჟურნალისტ და მედიამენეჯერ მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ირაკლი დგებუაძეს მზია ამაღლობელი და აქციაზე დაკავებული სხვა პირები არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ, თუმცა ირაკლი დგებუაძეს გამოძიების დასრულებამდე სამსახურებრივი უფლებამოსილებაც კი არ შეუჩერეს.
სასამართლო პროცესი
საინტერესოა ისიც, რომ თავდაპირველად, 11 იანვრის აქციაზე მზია ამაღლობელი ასკ-ის 150-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც შენობის ფასადის იერ-სახის დამახინჯებას გულისხმობს. ეს მუხლი პირის დაკავებას საერთოდ არ ითვალისწინებს, ამიტომაც, მზია ამაღლობელის დაკავების ოქმი გააყალბეს და ჩაწერეს, რომ თითქოს ის პოლიციელების შეურაცხყოფის გამო დააკავეს.
ასკ-ის 150-ე მუხლის დარღვევისთვის გაასამართლეს თამარ კურატიშვილიც, თუმცა ირაკლი დგებუაძის უწყებას ამჯერად შეტყობინება მერიის მუნიციპალური ინსპექციისთვის გაუგზავნია, ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერებში კურატიშვილი ამოვიცანით და იმოქმედეთო.
„რატომ ჩათვალეთ, რომ ეს იყო იერ-სახის დამახინჯება?“- მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელს, ბაქარ სირაძეს მიმართა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ.
„არ აქვს მნიშვნელობა რომელი მხრიდან გააკეთა წარწერა, ეს არის მუნიციპალიტეტის ტერიტორია,“- უპასუხა მოსამართლეს ინსპექციის წარმომადგენელმა.
„შიდა ეზოს კედელზე გაკეთებული წარწერა შენობის იერ-სახეზე ვერ აისახებოდა, ეს არის გამოხატვის თავისუფლების ნაწილი, რომელსაც უნდა ჰქონდეს უპირატესი სახე,“- თქვა საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა, თამარ წულუკიძემ. ის სასამართლოში თამარ კურატიშვილის ინტერესებს იცავს.
იურისტმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ბოლო წლებში ამ მუხლით გათვალისწინებული სახდელი 50 ლარი იყო, რაც ახლა 1000 ლარამდე გაიზარდა.
„გამოხატვის თავისუფლება იმიტომაც არის ფუნდამენტური უფლება, რომ ადამიანებმა ცივილური ფორმით გამოვხატოთ ბრაზის გამოხატვა,“- ბრაზი დაეტყო თამარ კურატიშვილს.
„ფასადი არაა მხოლოდ შენობის წინა მხარე, შეიძლება იყოს გვერდითი ფასადი, შიდა ფასადი…“- დაჯარიმების განმარტება სცადა მოსამართლემ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დროს.
____________________
მთავარ ფოტოზე: წარწერა, რის გამოც თამარ კურატაშვილი 1000 ლარით დააჯარიმეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 6 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 881 800 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 140]
ტანკი – 10 261 ერთეული [+5]
ჯავშანტექნიკა – 21 311 ერთეული [+7]
საარტილერიო სისტემა – 24 108 ერთეული [+21]
MLRS – 1 306 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 096 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 27 929 ერთეული [+80]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 085 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 39 606 ერთეული [+94]
სპეცტექნიკა – 3 769 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 6 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
656 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
45 385 უპილოტო საფრენი აპარატი
600 საზენიტო სარაკეტო სისტემა
21 998 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 523 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
22 299 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
32 470 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.