დღეს და ხვალ, 24-25 თებერვალს, სკოლებში სასწავლო პროცესი გადაიდო აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში – ბათუმში, ქობულეთში, ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში.
სასწავლო პროცესის გადადების მიზეზი დიდთოვლობაა, უკვე მესამე დღეა აჭარაში თოვს. სინოპტიკოსების ცნობით, თოვლიანი ამინდი 26 თებერვლამდე შენარჩუნებდება.






