მთავარი,სიახლეები

აჭარის უმაღლესმა საბჭომ 6 ოპოზიციონერს უფლებამოსილება შეუწყვიტა

12.02.2025
აჭარის უმაღლესმა საბჭომ 6 ოპოზიციონერს უფლებამოსილება შეუწყვიტა

აჭარის ანტიკონსტიტუციურმა უმაღლესმა საბჭომ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება“ ვადამდე შეუწყვიტა უსკოს  2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით არჩეულ წევრებს ოპოზიციური პარტიებიდან:

  • ელგუჯა ბაგრატიონს, მიშა ბოლქვაძეს, ედიშერ ჟღენტს, ლია ჯაყელს [მპგ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“]
  • გენადი თებიძეს [„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“]
  • მირდატ ქამადაძეს [მპგ „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა“]

აჭარის უმაღლესმა საბჭომ რიგგარეშე სესია დღეს, 12 თებერვალს გამართა.

უსკოს შემაჯამებელი ოქმით საარჩევნო ბარიერი ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ და კოალიციამ გადალახა, თუმცა ოთხივემ უმაღლეს საბჭოში შესვლაზე უარი თავიდანვე განაცხადა. ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა.

უმაღლეს საბჭოში არ შედის, თუმცა სია არ ჩაუხსნია პარტია „გახარია საქართველოსთვის“.

——–

მიმდინარე წლის 5 თებერვალს „ქართული ოცნების“ პარლამენტმა 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას დაუჭირა მხარი.

ვრცლად: „ოცნებამ“ 49 ოპოზიციონერს დეპუტატის მანდატები გაუუქმა, ეს პარტიები საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებენ

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: