უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 6 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 881 800 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 140]
- ტანკი – 10 261 ერთეული [+5]
- ჯავშანტექნიკა – 21 311 ერთეული [+7]
- საარტილერიო სისტემა – 24 108 ერთეული [+21]
- MLRS – 1 306 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 096 ერთეული [+2]
- თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 27 929 ერთეული [+80]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 085 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 39 606 ერთეული [+94]
- სპეცტექნიკა – 3 769 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 6 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 656 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 45 385 უპილოტო საფრენი აპარატი
- 600 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 21 998 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 523 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 22 299 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 32 470 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
ევროპის მომავალი აუცილებლად ვაშინგტონში ან მოსკოვში არ უნდა გადაწყდეს — მაკრონი
აშშ-მა უკრაინასთან შეაჩერა დაზვერვის ინფორმაციის გაზიარებაც
“უნდა ვიპოვოთ ძალა, გავაგრძელოთ ერთმანეთის პატივისცემა” – ზელენსკი ტრამპთან დაპირისპირებაზე






