მთავარი,სიახლეები

მზია ამაღლობელის საქმის განხილვას ესწრებიან ლიეტუვის ელჩი და ნორვეგიისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წარმომადგენლები

06.03.2025
მზია ამაღლობელის საქმის განხილვას ესწრებიან ლიეტუვის ელჩი და ნორვეგიისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წარმომადგენლები

დღეს, 6 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის განხილვას ესწრება ლიეტუვის ელჩი დარიუს ვიტკაუსკასი.

ასევე, დღეს მზია ამაღლობელის საქმის განხილვას ესწრებიან ნორვეგიისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წარმომადგენლები.

დღეს, 6 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე სალიხ შაინიძე მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმეს განიხილავს. მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულად  გაყალბებული ოქმით დააკავეს.

მზია ამაღლობელის წინასასამართლო სხდომას 4 მარტსაც ესწრებოდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატები.

4 მარტს სასამართლო სხდომას დაესწრნენ: საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი, საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მოადგილე და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები.

ამავე თემაზე: 

დაკავება გაყალბებული ოქმით – მზია ამაღლობელის პირველ დაკავებაზე სასამართლო 6 მარტს გაიმართება

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: