ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ჰაერში მყარი ნაწილაკების მატება უდაბნოს მტვერს უკავშირდება – სააგენტო

09.03.2025 •
ჰაერში მყარი ნაწილაკების მატება უდაბნოს მტვერს უკავშირდება – სააგენტო

ბათუმში დღეს, 9 მარტს, ჰაერი კვლავ მტვრის ნაწილაკებითაა დაბინძურებული.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის მიხედვით, ბათუმში, 9 მარტის საღამოს 6 საათის მონაცემებით, ჰაერში მყარი ნაწილაკების [ [PM10, PM2.5]  შემცველობის მაჩვენებელი ცუდია.

ჰაერში აღნიშნული ნაწილაკები დასაშვებ ნორმაზე მეტი რომ არის, ამას აჩვენებს გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტი მონიტორინგის ავტომატური სადგურები, რომლებიც ბათუმში ორ ადგილზეა განთავსებული – რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან და ცენტრალურ პარკში:

წყარო: ჰაერის ხარისხის პორტალი

„9 მარტიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.“ – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰაერის ხარისხის პორტალზე.

სააგენტოს მიერ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე მოცემულია ასევე ჯანდაცვითი რეკომენდაციებიც. ამ რეკომენდაციების სანახავად გადადით ამ ბმულზე.

ბათუმში დღეს, 9 მარტს დილიდან მზიანი ამინდი იყო, საღამოს 6 საათისკენ კი, ნისლი ჩამოწვა.

მთავარი ფოტო: ბათუმი, ცენტრალური პარკი, 9.03.2025

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 მარტის 21 საათიდან 10 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, გორაკ-ბორცვიან ზონაში შესაძლებელია მეწყრული პროცესების განვითარება, მთიან ზონაში ზვავსაშიშროება:

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: