მთავარი,სიახლეები

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 9 მარტი

09.03.2025 •
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 9 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 9 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 885 130 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 180]
  • ტანკი – 10 274 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 21 360 ერთეული [+14]
  • საარტილერიო სისტემა – 24 206 ერთეული [+58]
  • MLRS – 1 310 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 101 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 28 362 ერთეული [+190]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 120 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 39 933 ერთეული [+142]
  • სპეცტექნიკა – 3 773 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 9 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 656 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 45 877 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 600 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 22 090 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 525 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 22 390 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 32 630 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

გადაბეჭდვის წესი


ასევე: