
ბათუმელები


ამ წუთებში პარტიის ოფისთან აქციის მონაწილეები ისევ იმყოფებიან: “არ უნდა შეგრჩეთ 7 ნოემბერი, გახსოვდეს სტუდენტების დარბევა”- ასეთია აქციის ერთ-ერთი მონაწილის პოზიცია.

რამდენიმე წუთის განმავლობაში ბათუმში, მემედ აბაშიზის გამზირზე სადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისი მდებარეობს, მოძრაობა შეჩერებული იყო.





გამგებლის თანაშემწე სოფლის მეურნეობის საკითხებში მერაბ ტაკიძე ამბობს, რომ 31 მაისს განვითარებული სეტყვის შედეგად მუნიციპალიტეტში დაზარალებულები მიღებული კომპენსაციით კმაყოფილები არიან. „ყველაზე დიდი კომპენსაცია – თუ ზუსტად მახსოვს, იყო 14 ათასი ლარი“, – ამბობს სატელეფონო საუბარში მერაბ ტაკიძე. „ბათუმელების“ ინფორმაციით, სწორედ ამდენი თანხა მიიღო კომპენსაციის სახით საქართველოს პარლამენტში ქედის მაჟორიტარი დეპუტატის იაშა შერვაშიძის ძმამ, ნოდარ შერვაშიძემ. ამ ინფორმაციის გადამოწმება თავად ნოდარ შერვაშიძესა და მის ძმასთან შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან სატელეფონო ზარს არც ერთმა მათგანმა არ უპასუხა.
თავის მხრივ ინფორმაცია „ბათუმელებს“ დაუდასტურა პირველი მაისის თემში გამგებლის წარმომადგენლის კანდიდატმა დავით შავლიძემ: „კომპენსაცია მივიღეთ ზარალის მიხედვით, მე, მაგალითად, 400 ლარი ავიღე. სოფლის თავკაცებმა გამოგვკითხეს რამდენი ძირი კიტრი-პომიდორი გვქონდა. თუ რამე საეჭვო იქნებოდა, მერე მოდიოდნენ გამგეობიდან და ამოწმებდნენ. რაც შეეხება დეპუტატის ძმას, მას 2000 ძირზე მეტი ვაზი აქვს, ყველა ჯიშის, ჩხავერიც. 10 ტონამდე ყურძენს კრეფდა, დაახლოებით 15 ათას ლარამდე მიიღო კომპენსაცია. ნოდარ შერვაშიძე მეურნეობას უძღვება – ჰექტარ-ნახევარზე აქვს ვაზი გაშენებული, აქვს მარანი. იაშას არ მიუღია კომპენსაცია, იაშას მეურნეობა სოფელში არ აქვს“.
რა კრიტერიუმებით გაიცა კომპენსაცია, რატომ დაეხმარა სახელმწიფო იმ ოჯახებს, რომლებიც სეტყვამ დააზრალა და რატომ არ დაეხმარა მათ, ვისი მოსავალიც ზუსტად იმავე პერიოდში ყინვამ გაანადგურა? რა კრიტერიუმებით შეარჩიეს დაზარალებულები? – როგორც ირკვევა ამ კითხვებს ქედის მუნიციპალიტეტშიც სვამენ და ბევრი ოჯახია უკმაყოფილო. მაგალითად, სოფელ ძენწმანში ასეთი ფაქტი დაფიქსირდა: კომპენსაცია მიიღო მერაბ სურმანიძის ორმა უახლოესმა მეზობელმა, მაგრამ თავად მერაბ სურმანიძეს უთხრეს, რომ მისი ვენახი სეტყვას არ დაუზიანებია.
ამის შესახებ სმენია მერაბ ტაკიძესაც, გამგებლის თანაშემწეს სოფლის მეურნეობის საკითხებში. მერაბ ტაკიძე: „მერაბ სურმანიძე ჩემი მეგობარია, ის 15 ტონა ყურძენს კრეფს, მე – ექვს ტონას. მერაბის ვენახი სეტყვას არ დაუზიანებია, მაგის ყურძენი დააზიანა გაზაფხულზე ყინვამ. მერაბ სურმანიძე იყო ჩემთან მაგ თემაზე, თვითონ თქვა, რომ მისი ყურძენი სეტყვას არ დაუზიანებია. გაზაფხულზე ყინვით მთელი დასავლეთი საქართველო დაზარალდა, ყველას როგორ გადაუხდის სახელმწიფო კომპენსაციას?!“

პროექტში გათვალისწინებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის მოწყობაც. პროექტს, რომლის ღირებულება 2 013 999 ლარია, ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს „მშენებელი 80“ განახორციელებს. სამუშაოებზე 100-მდე ადგილობრივია დასაქმებული.
„ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი პროექტია. ჩვენ რამდენიმე თვის წინ ხულოში ჩავუყარეთ საფუძველი ასეთივე სახლის სარძიკველს. ეს სხვა რაიონებშიც გაგრძელდება, სანამ მსგავსი სახლების საჭიროება იქნება. 2014 წლის ბიუჯეტში ხელვაჩაურში სოციალური სახლის მშენებლობისთვის გავითვალისწინეთ 2 მილიონ ლარზე მეტი. ეს 50 ბინა პირველ და მეორე კატეგორიაში მყოფ ეკომიგრანტებს გადაეცემათ. მშენებლობა 2015 წლის ბოლომდე დასრულდება, მანამდე კი შევარჩევთ იმ ოჯახებს, ვინც იცხოვრებს ამ კორპუსებში.
არსებული მდგომარეობით ყველა I და II კატეგორიის ეკომიგრანტს ბენზეს დასახლებაში გადავეცით ბინები“- განაცხადა არჩილ ხაბაძემ მშენებლობის მიმდინარეობის გაცნობის შემდეგ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოციალური ბინის მოლოდინში 3000 ოჯახია.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ, ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დღეს ახალი სოციალური სახლის მშენებლობა მოინახულეს და პროექტის დეტალებს გაეცნენ.
თამთა კვარაცხელია, ბათუმის #16 საჯარო სკოლის დირექტორი: „სკოლა იღებს პასუხისმგებლობას, ვინაიდან სკოლა საზოგადოების ნაწილია. პროცესები, რაც საზოგადოებაში მიმდინარეობს, სკოლასაც ეხება, როგორც პირდაპირ, ასევე ირიბად. სკოლა ვერ იქნება იზოლირებული ამ პროცესებისგან. ჩვენ ვგეგმავთ მთელ რიგ ღონისძიებებს, ნოემბრის დასაწყისში ჩვენს სკოლაში იგეგმება კონფერენცია, სადაც იქნება წარმოდგენილი თემები, რომლებიც ეხება ძალადობას. ვფიქრობ სკოლაში უნდა მოხდეს ბულინგის (ბავშვებზე ძალადობის) პრევენცია, – ასეთ სამწუხარო ფაქტებზე უნდა იყოს მწვავე რეაქცია. მასწავლებლებს, განსაკუთრებით კი დამრიგებლებს, აქვთ მითითებები მიცემული, რომ გააკეთონ განსაკუთრებული აქცენტები ძალადობაზე, პიროვნების თავისუფლებასა და რეალიზებაზე. ასევე, აქციის ტიპის ღონისძიებები გვაქვს დაგეგმილი, მაგალითად ნახატების აქცია – „არა ძალადობას“.
სასიცოცხლოდ აუცილებელია სკოლებში გენდერულ საკითხებზე დისკუსიებისა და ლექციების ჩატარება, ვინაიდან საზოგადოებაში თავი იჩინა ამ ხრივ დაგროვილმა აგრესიამ. თემა არის ძალიან ფაქიზი, მნიშვნელოვანია, თუ ვინ წაიკითხავს ამ ლექციებს, ამას სკოლა დამოუკიდებლად ვერ გადაწყვეტს, განათლების სამინისტროსთან კონსულტაციებია საჭირო.
ნაადრევ ქორწინებაში მყოფ მოსწავლეებს ჩვენ ვეხმარებით იმაში, რომ სრულფასოვანი განათლება მიიღონ, დაქორწინებულ მოსწავლეებს უსწავლიათ ჩვენთან, ახლაც გვყავს გათხოვილი გოგონა მე-12 კლასში, თუმცა გასულ წელს მე-11 კლასელმა გოგონამ სწავლა მიატოვა გათხოვების მერე.
რამდენიმე წლის წინ ინიციატივა – სკოლებში ესწავლებინათ „სქესობრივი ცხოვრების ჰიგიენა~ საზოგადოებამ ცუდად მიიღო. ვფიქრობ, აუცილებელია მოსწავლეებს ჰქონდეთ ინფორმაცია სქესობრივ ცხოვრებასა და ჰიგიენაზე, მაგრამ აქაც პრობლემა დგას სპეციალისტზე, რადგან რესურსი არ გვაქვს.“
ნარგიზ ჯინჭარაძე, ქობულეთის #5 საჯარო სკოლის დირექტორი: „პრობლემა არის საყოველთაო, ეს არის საზოგადოების არაინფორმირებულობის ან გულგრილობის შედეგი. სკოლის პასუხისმგებლობა არის იმაში, რომ ჩვენ სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის შუამავლები ვართ, ჩვენ უნდა მივაწოდოთ მოსწავლეებს და მათ უკან მდგომ ოჯახებს ინფორმაცია, რომ ოჯახური ძალადობა არის დანაშაული, რომელზეც სახელმწიფო მკაცრად რეაგირებს. არის ოჯახები, სადაც ბავშვის აღზრდისას აუცილებელ პირობად მიაჩნიათ ფიზიკური დასჯა, რასაც არ განიხილავენ ძალადობად.
სასწავლო გეგმით ისწავლება სამოქალაქო განათლება, სადაც მოსწავლეებს ეძლევათ ინფორმაცია იმაზე, თუ რა არის დანაშაული, რა არის ძალადობა. აუცილებელია სკოლებში გენდერულ საკითხებზე უფრო მეტი საუბარი. დიდი ხანია ვმუშაობ სკოლაში, შემიძლია ვთქვა, რომ გაახალგაზრდავებულია ქორწინების ასაკი, ეს კომპლექსური პრობლემაა და მას მარტო სკოლა ვერ გადაწყვეტს, მაგრამ პრობლემას ვხედავთ, სტატისტიკური მონაცემებიც გვაქვს, რაც აჩვენებს, რომ ნაადრევი ქორწინება არ ამართლებს.
გასულ წელს ორმა გოგონამ მიატოვა სწავლა, ერთი გათხოვილი გოგონა, რომელიც უკვე დედა გახდა, არ ვიცით გააგრძელებს თუ არა სწავლას. გულდასაწყვეტია, რადგან ეს გოგონები არიან გონიერი მოსწავლეები, მათ მიერ გადადგმული გაუაზრებელი ნაბიჯი არ უნდა ვაქციოთ ტრაგედიად, ამიტომაც ვიღებთ პასუხისმგებლობას, ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი მათ პიროვნულ განვითარებას.
თაობა, რომლის დროსაც არ ისწავლებოდა სამოქალაქო განათლება, ნაკლებად არის ინფორმირებული. ვფიქრობ, კონსტიტუციის გაცნობა და გენდერულ საკითხებზე დისკუსიები იქნება ეფექტური. ჩვენ მშობლების აღზრდაზე არ ვმუშაობთ, მაგრამ უნდა გავააქტიუროთ მოსწავლეებთან მსგავს საკითხებზე მუშაობა. მოსწავლეებს უნდა ესმოდეთ, რომ ოჯახური ძალადობა არის დასჯადი, უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ პასუხისმგებლობა აუმაღლდეთ მათ, რომ შემდგომ რეაგირება მოახდინონ მათ გარშემო მომხდარ ფაქტებზეც. საზოგადოებას მიაჩნია, რომ სხვა ოჯახზე საუბარი არასწორია, ამას ისევ `ჩაშვებად~ განიხილავენ, ამიტომაც ჩვენ უნდა გავზარდოთ თაობა, რომელიც იქნება პასუხისმგებლიანი მოქალაქე.“
ზურაბ ზაქარაძე, ბათუმის #6 საჯარო სკოლის დირექტორი: „სკოლის როლი მნიშვნელოვანია, თაობებს ის ზრდის. ჩვენთან სისტემატურად მუშავდება აღმზრდელობითი საკითხები, მსგავსი თემები განხილვადია კლასსაათებზე თუ კონფერენციებზე. პროცესებშიც აქტიურად ვართ ჩართული, წინასწარ, პროფილაქტიკურ სამუშაობეს ვატარებთ, დამატებითაც შესაძლებელია განხილვა ამ თემების, თუმცა მე ვერ ვხედავ სკოლაში ურთიერთობების დისკრიმინაციულ დამოკიდებულებებს.
გენდერულ საკითხებზე დისკუსიები ხელს არ შეუშლის სკოლის მუშაობას, პირიქით წაადგება კიდეც, ამიტომაც წინააღმდეგი არ ვარ მსგავსი ინიციატივების, სკოლა საგანმანათლებლო ფუნქციის მატარებელია. სამწუხაროა, რომ ეს საკითხი კვლავ აქტუალურია, 21-ე საუკუნეში გენდერული ბალანსი უნდა იყოს მიღწეული. ეს პრობლემა დღეს არ წამოსულა, ქალების ასპარეზზე გამოსვლას მოჰყვა ძალადობა. ვფიქრობ, ამ მძიმე ფონის მიუხედავად, გვაქვს წინსვლა ამ მიმართულებით, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პრევენცია აუცილებელია.“
მედეა გვენეტაძე, ბათუმის #1 საჯარო სკოლის დირექტორი: „სკოლასაც დიდი როლი აქვს, მაგრამ მთავარი მაინც ოჯახი და საზოგადოებაა. მიმაჩნია, რომ მძიმე სოციალური ფონია ამ ყველაფრის გამომწვევი. სკოლაში სამოქალაქო განათლების შემოტანამ ბევრი რამ შეცვალა სიკეთისკენ, მოსწავლეების ცნობიერება ამაღლდა. ჩვენ სკოლაში მუდმივად გვაქვს ღონისძიებები ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, დებატები იმართება მოსწავლეებს შორის. სამომავლო გეგმები გაგვეზარდა ძალადობის გახშირებული შემთხვევების გამო, ვფიქრობ, მშობლებიც უნდა ჩავრთოთ შიდა სასკოლო ღონისძიებებში. სამოქალაქო განათლების ფარგლებში მასწავლებელი ნაადრევ ქორწინებასა და გენდერულ საკითხებზეც საუბრობს მოსწავლეებთან, მათ უხსნიან, რომ არ არიან მზად ოჯახის შექმნისთვის და არ ექნება მათ კავშირს ამ ასაკში მყარი საფუძველი. სამწუხაროდ, რამდენიმე შემთხვევა გვქონდა ნაადრევი ქორწინების, წელსაც მიიღო ეს გადაწყვეტილება ჩვენმა მოსწავლემ“.
საკრებულოს დეპუტატებმა გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქად წიგნები და თაიგული გადასცეს.
„ვფიქრობ ძალიან პოპულარულია ჭადრაკი საქართველოში. ის გეგმები, რაც არსებობს 2018 წლამდე ჭადრაკის აღორძინებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ვიმედოვნებ, არა მარტო სპორტის კუთხით, ზოგადად ქალაქს დიდი წარმატებას მოუტანს” – განაცხადა სალომე მელიამ.
„ძალიან გაგვახარეს კლუბის წევრებმა, დიდ წარმატებას მიაღწიეს, სათანადო პირობები კლუბის წევრებს არ აქვთ. მომავალი წლის ბიუჯეტში აუცილებლად ჩავდებთ სახსრებს, რომ სათანადო პირობები შევქმნათ, ფართიც გამოვყოთ და მომავალი წარმატებების იმედად ეს პრობლემები გადავჭრათ.
მე მქონდა ამ პრობლემაზე ბათუმის მერთნ საუბარი, მან გამოთქვა მზადყოფნა და ჩვენ მომავალი წლის ბიუჯეტში გამოვყოფთ სახსრებს იმისათვის, რომ არსებული ფართები გავარემონტოთ და შევუქმნათ სპორტსმენებს კარგი პირობები. არა მარტო მოჭადრაკეებს, სპორტის სხვა სახეობებზეც მაქვს საუბარი”- განაცხადა ირაკლი ჩავლეიშვილმა.
თავდადებულის ქ.# 50/52-ში მდებარე 15-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი კომპანიის პირველი პროექტია ბათუმში, რომელიც მოიცავს 214 ბინას. კორპუსის მშენებლობა სამი წლის მანძილზე მიმდინარეობდა და 2014 წელს დასრულდა. დარჩენილია კეთილმოწყობითი სამუშაოები.

კორპუსი მდებარეობს ბათუმის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩიდან – ილია ჭავჭავაძის გამზირიდან 20 მეტრში. კორპუსის სიმაღლიდან იშლება ზღვის, მთისა და ქალაქის ხედები. საცხოვრებელი ფართობის მინიმალური ფასი 550 დოლარიდან იწყება და მაქსიმალური ფასისგან მხოლოდ 100 დოლარით განსხვავდება. ფართობის არჩევა 40 კვადრატული მეტრიდან 140 კვადრატულ მეტრამდეა შესაძლებელი. თანხის ერთიანად გადახდის შემთხვევაში კომპანია მომხმარებელს ფასდაკლებას სთავაზობს. კორპუსი VTD-ის დაკვეთით კომპანია „ანაგმა“ ააგო.
„ანაგი“ VTD-ის პარტნიორი კომპანიაა. პარტნიორთა წრეს წარმოადგენენ ასევე შპს „ელიტ კონსტრაქტინგი“, შპს „მეტალ ფორს ჯორჯია“, შპს „კომფორტელი“ და შპს „სი დო მა“.
კომპანია გარკვეულ სოციალურ პასუხისმგებლობას ასრულებს ქალაქის, სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე. თავიდან ეს ადგილი იყო ბარაკებით შემოსილი კუთხე, იყო ორი ეზო თავდადებულის ქ. #50/52-ში, სადაც ცხოვრობდა 24 ოჯახი არასანიტარულ პირობებში. კორპუსს გააჩნია კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, ავტოსადგომი, სუფთა სადარბაზოები და ლიფტი, როგორც სამგზავრო, ასევე – სატვირთო. კომერციულ მშენებლობაში პირველად VTD-ის კორპუსმა დასახა, რომ მაღალსართულიან შენობაში მგზავრების გარდა ტვირთისთვისაც ყოფილიყო ლიფტი. კორპუსის ირგვლივ, ასევე კეთილმოეწყობა ეზო, სადაც იქნება ბავშვების გასართობი კუთხე და სპორტული მოედანი. საერთო ჯამში VTD GROUP-მა სამი წლის მანძილზე განავითარა 500 კვადრატული მეტრი რეკრეაციული ტერიტორია.
VTD GROUP-ს კიდევ ერთი უპირატესობა აქვს – სანდო პარტნიორები ჰყავს. ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ უნდა დასახლდეს კარგ საცხოვრებელ სახლში, უნდა ნახოს რას ყიდულობს. ეს არის დასრულებული კომპლექსი, მას მესამე პირთან არ აქვს ვალდებულება – არ აქვს სესხი ბანკებთან და აქვს მოწესრიგებული სამართლებრივი ბაზა. ბინის ყიდვისთანავე საკუთრება საჯარო რეესტრში მყიდველს ურეგისტრირდება. ამ მხრივ კომპანიამ პირველმა გადადგა ნაბიჯი და მყიდველს პირველმა შესთავაზა დამთავრებული ბინა.
კომპანია ფასებთან მიმართებაში არ არის მოგებაზე ორიენტირებული. VTD GROUP-ის ბინებს მშენებლობის სტანდარტების ადეკვატური ღირებულება აქვს.
„სადაც ხარისხიანად შენდება, იქ კომპანია მინიმალურ ფასად 350 დოლარს ვერ დააწესებს, ყველაფერი დამოკიდებულია ხარისხზე, თუ როგორი ხარისხით, რა მასალით აწარმოებს მშენებლობას კომპანია, როგორია არმატურა და სხვა მასალები. ვინც 350 დოლარად ყიდის ბინებს, ის დასაწყისში იზიდავს კლიენტს. მშენებარე კომპანიების უმეტესობა მშენებლობის დასაწყისში საჭირო თანხის მხოლოდ 20 პროცენტს ფლობს. ეს მექანიზმი ასე მუშაობს – ბიზნესი ითვისებს რაღაც თანხას, გაყიდის ბინებს და მერე თავისთავად ზრდის ღირებულებას. ჩვენ ეს არ გაგვიკეთებია, ჩვენ ინტრიგას იმიტომ არ ვდებთ, რომ ყველაფერი გავაკეთეთ ხარისხიანად, დაწყებული არმატურიდან, დამთავრებული დეტალებით. ჩვენთვის ყველაზე მთავარი მომხმარებლის კმაყოფილებაა“, – ამბობს თემურ ვერძაძე.
კომპანია VTD GROUP-ი სწორედ ბიზნესმენ თენგიზ ვერძაძესა და მის პარტნიორს _ თეიმურაზ ჭუმბურიძეს ეკუთვნის. კომპანიის დირექტორის მოვალეობას თემურ ვერძაძე ასრულებს. ისინი დიდი ხანია ბიზნესში სხვადასხვა მიმართულებით საქმიანობენ. შპს „ზუნდაგი“, რომელიც თემურ ვერძაძეს ეკუთვნის, პირველი იყო, რომელმაც წლების წინ, პარტნიორებთან ერთად, ბათუმში პირველი კომპლექსური ავტოგასამართი სადგური გააკეთა. ეს ჯგუფი ბიზნესში კვების კუთხითაც არის ჩართული და აქვს დიდი გამოცდილება. ისინი ბათუმში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ თევზისა და ქართული კერძების რესტორანს ფლობენ.
„ახალგაზრდობიდან მქონდა ბიზნესი. ვიყავი მეზღვაური და ვფიქრობდი მქონოდა პრესტიჟული მაღაზიები ევროპული საქონლით. ეს იყო ჩემი პირველი იდეა ბიზნესში. 1992 წელს გვქონდა მაღაზია „პრესტიჟის“ ქსელი ბათუმში. როცა ომი დაიწყო საქართველოში და ვეღარ შემოდიოდა რუსეთიდან, ევროპიდან საქონელი, ყველა ღონეს ვხმარობდით ევროპული საქონლის შემოსატანად. ბიზნესში დიდი მონდომებაა საჭირო. ჩვენ ვმუშაობთ, არ ვფიქრობთ მარტო მოგებასა და სახელის მოხვეჭაზე, ჩვენი დევიზი ყოველთვის იყო მაღალი ხარისხი“, – ამბობს თემურ ვერძაძე.
რა გეგმები აქვს VTD GROUP-ს? თემურ ვერძაძე ამბობს, რომ ამას უკვე ცხოვრება და სახელმწიფოს ეკონომიკური მდგომარეობა აჩვენებს.
„მაქვს იდეა გავაკეთო ავტოპარკინგი. მაგალითად, ჩემს ქუჩას, ანგისის #19-ში, სადაც აშენდა მრავალსართულიანი კორპუსები, არ აქვს ავტოსადგომი. ქუჩა თითქმის ჩაკეტილია. მინდა ცალკე, ჩემს ტერიტორიაზე გავაკეთო ავტოპარკინგი, თავისი ავტომომსახურების სერვისითა და ავტოსამრეცხაოთი, იქაურობა რომ განიტვირთოს.
VTD GROUP-ი მომავალში კიდევ ერთ საცხოვრებელ კორპუსს ააგებს. მომზადებულია პროექტიც. ჯერჯერობით კომპანია მხოლოდ ბათუმის ტერიტორიაზე აშენებს. თუმცა გაყიდვების ოფისი ბათუმის გარდა თბილისშიც მუშაობს.
VTD GROUP-ის გაყიდვების ოფისი ბათუმში: ილია ჭავჭავაძის ქუჩა #23;
ტელ.: +995 42 22 22 132; მობ.: +995 577 54 54 80; ელფოსტა: sales@vtd.ge
VTD GROUP-ის გაყიდვების ოფისი თბილისში: ი. აბაშიძის 51;
ტელ.: +995 32 2 18 13 43; მობ.: +995 599 809 100; ელფოსტა: info@vtd.ge
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ამ მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნიშნავს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას “ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით”.
ამ დანაშაულისს ჩამდენი ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

სამაშველო სამსახურის უფროსის მამუკა თურმანიძის ინფორმაციით, ამ წუთებში (10.55 საათი) ხანძარი ხელვაჩაურის მუნციპალიტეტში ლიკვიდირებულია.

სუპერმარკეტის პროდუქტების გარდა, წინასწარი ცნობით, ასევე ხანძრის დროს სამშენებლო მასალებიც განადგურებულია, რომელიც ასევე საწყობში ინახებოდა.

თუკი ადგილი ჰქონდა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია, მაშინ ქმედება უნდა დაკვალიფიცირებულიყო სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
თუკი ჯანმრთელობის დაზიანებას ამგვარი შედეგი არ მოჰყოლია, კვალიფიკაცია სსკ 126-ე პრიმა მუხლის მიხედვით, მართებულია. სავარაუდოდ, საქმეში არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მიუთითებს, თუ რა სახის დაზიანება მიიღო დაზარალებულმა და რა შედეგი იქონია მის ჯანმრთელობაზე. საქმის მასალების დეტალურად შესწავლის გარეშე ძნელია იმსჯელო იმაზე, სწორად მიენიჭა თუ არა კვალიფიკაცია.
სამწუხაროდ, ფიზიკური ძალადობის შემთხვევებს არც თუ იშვიათად ვაწყდებით, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სახელმწიფოს, ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით ავალია პატივი სცეს სიცოცხლის უფლებას, ხოლო მე-3 მუხლით – წამების, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას. ამ მუხლების შინაარსი გულისხმობს არა მხოლოდ ნეგატიურ ვალდებულებას, რათა სახელმწიფომ არ დაარღვიოს ამ მუხლებში განმტკიცებული უფლებები, არამედ პოზიტიურ ვალდებულებას – გადადგას შესაბამისი ნაბიჯები, გაატაროს ზომები მათ დასაცავად.
სახელმწიფო ვალდებულია ჩაერიოს ინდივიდების ურთიერთობაში, რათა კერძო პირმა არ დაარღვიოს მეორე პირის კონვენციით დაცული უფლება. ბუნებრივია, დაზარალებული უნდა სარგებლობდეს პროცედურული გარანტიებით, რათა საქმის განხილვის დროს სრულად იქნას მისი უფლებები დაცული. ასევე მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ დასჯადი იყოს ოჯახური ძალადობა, არამედ – სანქცია იყოს ადეკვატური.
ჩემი აზრით, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლები, რომლებიც ოჯახში ძალადობას ეხება, მოითხოვს გადახედვას და გამკაცრებას. ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ასევე ახალი მუხლის შემოტანა სისხლის სამართლის კოდექსში – სტალკინგ (გადაკიდება), რასაც ქართული კანონმდებლობა არ იცნობს და რომელიც გულისხმობს იმგვარი ქმედების დასჯას, როგორიცაა: დევნა, შევიწროება, მუქარა, არაკანონიერი თვალთვალი, განმეორებითი სატელეფონო კავშირის დამყარება, რაც მსხვერპლს აიძულებს შეცვალოს ცხოვრების სტილი. ხშირად სწორედ ამგვარი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ხდებიან ყოფილი მეუღლეები.

ციხის ყოფილი დირექტორისა და მისი მოადგილის სისხლის სამართლის საქმეში პროკურორი ვლადიმერ თურმანიძე პროკურორმა ირაკლი გაჩეჩილაძემ ჩაანაცვლა. გაჩეჩილაძემ მოსამართლე დავით მამისეიშვილს უთხრა, რომ საქმის მასალების გაცნობა ვერ მოასწრო და ამიტომაც სასამართლო პროცესის გადადება სთხოვა.
ბათუმის №3 საპყრობილის ციხის დირექტორისა და მისი მოადგილის სისხლის სამართლის საქმე ოთხტომიანია. “ბატონო პროკურორო, ეს თქვენი პირველი საქმეა, რომელსაც მე განვიხილავ, თქვენ ალბათ მოგეხსენებათ, რომ თითოეულ მოსამართლეს გვაქვს 100 საქმე განსახილველი. დღეს მე ამ სხდომისთვის 4 საათი მქონდა გამოყოფილი. გთხოვთ გაითვალისწინოთ ეს დეტალები… აქვე მინდა გაცნობოთ მხარეებს, რომ პატიმარმა ბათუმის მესამე საპყრობილიდან რამდენჯერმე გამოგვიგზავნა წერილი, ის ითხოვს დავკითხოთ ამ საქმეზე სასამართლოში. მოგეხსენებათ ეს ჩემს უფლებამოსილებაში არ შედის, ჩემი თანაშემწე მხარეებს გაგაცნობთ წერილის შინაარს“, – განაცხადა სასამართლო პროცესზე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა.
გიორგი ვეკუასა და მის მოადგილეს ზაზა ჯიქიას სისხლის სამართლის კოდექსის 144.3-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა, ბ, დ და ზ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ედებათ ბრალი. ეს ნიშნავს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას. „პირის დამცირება ან იძულება, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს… სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; ორი ან მეტი პირის მიმართ დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის, დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ანდა დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის მიმართ; ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, ჯარიმით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ”.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში 116 ადამიანი უნდა დაიკითხოს. საქმის მასალების მიხედვით, ამ ეტაპზე 50 დაზარალებულია, მათ შორის უმრავლესობა პატიმარია. გიორგი ვეკუასა და ზაზა ჯიქიას პროკურატურა ათეულობით პატიმრის არაადამიანურ, დამამცირებელ და სასტიკად მოპყრობაში ადანაშაულებს.
მოსამართლეებმა ისინი წინასწარი პატიმრობიდან გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. ორივე ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ბრალდებულის ინტერესებს ადვოკატები -პაატა ბოლქვაძე და სოსო ჯალაღონია იცავენ.

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის ინსპექტირების სამმართველოს უფროსის ნანა შაშიაშვილის განცხადებით, პირველი იანვრიდან დღემდე ფარმაცევტული ბაზრის კონტროლის შედეგად 183 სამართალდარღვევის ოქმი შედგა.
შემოწმების შედეგად აღმოჩენილი დარღვევების გამო, აფთიაქებს ჯარიმის გადახდა მოუწევთ, რაც მთლიანობაში 950 ათას ლარზე მეტია.
„სახდელის ოდენობა კანონით არის გათვალისწინებული და განისაზღვრება, როგორც წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონით, ასევე ადმინისტრაცილ სამართალდარღვევათა კოდექსით“ – აღნიშნა ნანა შაშიაშვილმა „ბათუმელებთან“. მისივე თქმით, მონიტორინგის შედეგად დაფიქსირებული იქნა როგორც პირველი ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის წესების დარღვევის ფაქტები, ასევე მეორე და მესამე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევას წესების დარღვევა.
„წლის განმავლობაში გამოვლენილი იქნა ცხრა შემთხვევა, როცა დაწესებულება სპეციალურ კონტროლს დაცვემდებარებული სამკურნალო საშუალებების მიმოქცევას აწარმოებდა, მაშინ როცა ნებართვა საერთოდ არ გააჩნდათ. პირველი ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის დადგენილი წესების დარღვევის სულ 111 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის 95 თბილისში იყო, დანარჩენი კი რეგიონებში. მათ შორის აჭარაშიც.
ასევე დაფიქსირდა, ფორმა სამის დარღვევით გაცემის ფაქტები, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში. შვიდ დაწესებულებას გაუუქმდა ავტორიზებული აფთიაქის ნებართვა. საფუძველი იყო ის, რომ აფთიაქში ერთი კალენდარული წლის განმავლობაში დარღვევა სამჯერ გამოვლინდა“.
მონიტორინგის მასალები სასამართლოშია გადაგზავნილი. სასამართლო დაადგენს რომელი აფთიაქი რამდენი ლარით დაჯარიმდება.

„ქართულ-აფხაზური სახალხო დიპლომატიის ფარგლებში ჩვენ ვახორციელებთ პროგრამას, „ქართულ-აფხაზური საგა“. პროექტის ფარგლებში აფხაზეთის მთავრობასთან და საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად ბათუმში მცხოვრები სამი აფხაზი ახალგაზრდა, ორი სტუდენტი და ერთი მოსწავლე, ავსტრიასა და სლოვენიაში გავამგზავრეთ, სადაც ისინი თავიანთ თანატოლ აფხაზებსა და ოსებს შეხვდნენ.
ეს ახალგაზრდები უკვე ჩამოვიდნენ და ახლა მოვისმენთ მათი თანატოლების მოსაზრებებს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე. გარდა ამისა, ჩვენი ორგანიზაცია ამ პროექტის ხუთი წლისთავსაც აღნიშნავს“ – აცხადებს ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია, „სოროპტიმისტ ინტერნაციონალის“ წარმომადგენელი ნათელა დუმბაძე.
„შეხვედრა სლოვაკეთში შედგა. ჩვენ ძალიან დიდი სითბო და სიხარული დავინახეთ ჩვენი თანატოლების თვალებში. ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს და ეს დღე არასდროს წაიშლება ჩვენი მეხსიერებიდან“- ამბობს ქსენია ბედია.
მოსწავლეები ამბობენ, რომ სლოვენიაში შეხვედრა იქ მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენმა ნოდარ გიორგაძე დააფინანსა „გვითხრა, ჩემი ოცნება, თქვენს ოცნებებთან დაახლოებააო“- გვითხრა ჯამილა მუსხაჯბამ.
სლოვაკეთში ქართველ და აფხაზ ბავშვებთან შეხვედრას ქართველი პედაგოგებიც ესწრებოდნენ.


„ათი დღის წინ, მთავრობის თავმჯდომარეს გადავეცით გამოსახლების შესაჩერებლად 80 კაცის სია. ყველაფერი გავაკეთეთ ისე როგორც დაგვავალეს. ჩვენ გვეგონა რამეს მაინც გააკებდნენ, მაგრამ ცვლილება არ არის. ჩვენ ვართ გადამხდელუნარიანები, ჩუქებას არ ვითხოვთ. მოგვცენ ცოტა დრო, რომ გადავიხადოთ საჭირო თანხა. ბანკი ითხოვს თანხის ნახევარს, კერძო მევახშე კი სრულ თანხას, როგორ უნდა გადავიხადოთ ამხელა ვალები?“- ამბობს აქციის მონაწილე ნანა შარაშიძე.
„ჩვენ პირვლ რიგში ვაპროტესტებთ ბოლო პერიოდში გახშირებულ გამოსახლებებს. ყოველი გამოსახლება, ყოველი ტრაგედიაა, მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ პირველ ეტაპზე უნდა შეაჩეროს გამოსახლება, მეორე ეტაპზე კი ხელისუფლებამ მოიფიქროს ფორმა ან რეგულაცია, რომლის მეშვეობითაც შესრულდება დანაპირები და იპოთეკარები გრძელვადიან, დაბალ პროცენტიან სესხებს მიიღებენ“-განაცხადა უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ .

მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში
განხორციელდება ონკოლოგიურ პაციენტთა ტარგენტული, იმუნოთერაპიული მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტებისა და ბისფოსფონატების ჯგუფის მედიკამენტების დაფინანსება სამკურნალო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშ–ფაქტურის მიხედვით ქვეპროგრამით გათვალისწინებული პროპორციების დაცვით არაუმეტეს 5000 ლარისა, წლიური ლიმიტი 10 000 ლარი.
სტიქიური მოვლენებისა და კატასტროფების შედეგად გამოწვეული დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშ–ფაქტურის საფუძველზე პაციენტი დაფინანსდება სრულად, არაუმეტეს 10 000 ლარისა.
პროგრამის ფარგლებში (შესაბამისი პროპორციების დაცვით) დაფინანსდება სამედიცინო რეაბილიტაციის (პაციენტის ფუნქციონალური, ფსიქოლოგიური შესაძლებლობებისა და კომპენსატორული მექანიზმების განვითარება) ხარჯები.
დაფინანსება გაიზრდება გულის ქირურგიის პროგრამის ფარგლებშიც
გაიზრდება პროგრამით დასაფინანსებელი ნოზოლოგიების რაოდენობა. დაემატება ძვირადღირებული კარდიოვერტებდეფიბრილატორის იმპლანტაციის ოპერაცია, კორონალური ანგიოპლასტიკა სამი სტენდით და ბალონური ანგიოპლასტიკა.
შეიცვალება დაფინანსების მეთოდოლოგია, კერძოდ: იმ შემთხვევაში, როცა მიმწოდებლის ტარიფი აღემატება ქვეპროგრამით გათვალსწინებულ ღირებულებას, მაგრამ პაციენტი მოითხოვს სამედიცინო მომსახურების ჩატარებას ამ მიმწოდებელთან, მაშინ მომსახურება დაფინანსდება ქვეპროგრამის ტარიფით დადგენილი დაფინანსების პროპორციებით. განსხვავებას ღირებულებასა და სამინისტროს მიერ დასაფინანსებელ თანხას შორის ფარავს პაციენტი. ხოლო იმ შემთხვევაში, როცა სამედიცინო მომსახურების ღირებულება ნაკლებია პროგრამით გათვალისწინებულ ტარიფზე ზემოაღნიშნული პროპორციებით განსაზღვრული მაჩვენებლები გაითვლება სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ღირებულებიდან.
გაიზრდება პროგრამით დასაფინანსებელი ნოზოლოგიების ტარიფი (სამკურნალო დაწესებულებებიდან მოწოდებული ტარიფების საფუძველზე განსაზღვრული საშუალო ფასი, მიახლოებული მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ლიმიტთან).
შეიცვლება (მოიმატებს) პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების პროპორციები კერძოდ, 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებს პროგრამით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურეობა დაუფინანსდებათ დამტკიცებული ტარიფის – 90 %–ით.
ყველა სხვა კატეგორიის პაციენტს, პროგრამით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურეობა დაუფინანსდებათ დამტკიცებული ტარიფის – 80 %–ით. (წინა წლეების პროგრამით უფინანსდებოდათ –70%).
ვეტერანებს პროგრამით გათვალისწინებული მომსახურეობა დაუფინანსდებათ სრულად პროგრამით განსაზღვრული ტარიფის ფარგლებში. (წინა წლეების პროგრამით აღნიშნული გათვალისწინებული არ ყოფილა).
სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამის ფარგლებში
შეიცვალება დაფინანსების მეთოდოლოგია, კერძოდ: პროგრამის ფარგლებში მკურნალობა დაფინანსდება: 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტებისათვის ფაქტიური ხარჯის 90 %-ით.
სხვა ბენეფიციარები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ 100 000–დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა; შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები; ომის ვეტერანები; ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში მონაწილეები; ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები (დედა, მამა, მეუღლე, შვილები); მრავალშვილიანი ოჯახის წევრები) დაფინანსდებიან ფაქტიური ხარჯის 80%-ით.
სხვა დანარჩენი მოქალაქე დაფინანსდება 70%–ით (სხვა დანარჩენი მოქალაქის დაფინანსება 2014 წლის პროგრამით გათვალისწინებული არ ყოფილა).
პროგრამით დაფინანსების ზღვრული თანხა შეადგენს 4 000 ლარს. მკურნალობის ღირებულების დარჩენილი ნაწილი დაიფარება პაციენტის მიერ.
მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევის პროგრამის ფარგლებში:
მოიმატებს პროგრამით გათვალისწინებული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევების რაოდენობა (მცირე მენჯის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტით და კონტრასტის გარეშე, მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევები ანესთეზიით).
შეიცვლება პროგრამით გათვალისწინებული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევების ტარიფები.

ლუკას მუსიკა მამამ შეაყვარა, თუმცა, როგორც ლუკას მამა, გოგიტა ამბობს, არ უნდოდა შვილი მის გზას გაჰყოლოდა: „ლუკამ თავისით გააკეთა არჩევანი, მე მერჩივნა რამე სხვა აერჩია, მუსიკა საქართველოში რთულ გზასთანაა დაკავშირებული. შეიძლება ყველაფერი გქონდეს იმისთვის, რომ იყო წარმატებული და მინიმუმ შემოსავლიანი, მაგრამ არაფერი გამოდის, აკეთებ ძალიან კარგ მუსიკას, მაგრამ უმეტესობას არ უნდა ეს მუსიკა, „პაჭკა, პაჭკა დოლარების“ მოსმენა ურჩევნია“- ამბობს გოგიტა ბურჭულაძე.
ოთხი თვის წინ ლუკამ ოჯახის წევრებისგან ბენდი შექმნა, მამას გიტარა ჩააბარა, მამიდაშვილი, კოკა კალანდაძე, ჯგუფში დრამერად მიიწვია, კოკას დას, მარის, ვოკალისტობა მიანდო, ბიძიას, პატა ორაგველიძეს კი – დრამი და პერკუსი. ცოტა ხნის წინ ჯგუფში კიდევ ერთი ნათესავი – თემო ტრაპაიძე დაიმატა, თემო კლავიშზე უკრავს.
„ტელევიზორში ვნახე, როგორ უკრავდა ბენდი. ვეხვეწებოდი მამიკოს, ბენდი შეგვექმნა, ბოლოს დამიჯერეს, ახლა ექვსი წევრი ვართ ბენდში. პირველად რომ გიტარა დავინახე, არ ვიცოდი რა იყო, მერე მოვისმინე და მომინდა დაკვრა, ექვსი წლის ვიყავი, როცა გიტარაზე დაკვრა დავიწყე, მერე ვისწავლე ფორტეპიანოზე დაკვრა და მერე – დრამზე. მარტო ფორტეპიანოს სკოლაში დავდიოდი, დანარჩენზე დაკვრა სახლში მასწავლეს. კიდევ უნდა ვისწავლო რამეზე დაკვრა, მინდა სულ, ყოველდღე ვუკრავდე რამეს“ – ამბობს 10 წლის ლუკა ბურჭულაძე.
გოგიტა, მარი, კოკა და პაატა ერთად „სანრემოს“ ბენდში უკვე წლებია უკრავენ, შემოსავლის წყარო რომ ჰქონდეთ: „მეც ლუკას ასაკში დავიწყე დაკვრა, მას მერე არ შემიძლია მუსიკის გარეშე, ბათუმში მშობლებმა ისტორიულზე სასწავლად გამომიშვეს, მე კიდევ სამუსიკო სასწავლებელში ჩავაბარე. მაშინ მუსიკისთვის არავის ეცალა, მე მინდოდა ეს, ლუკასი არ იყოს, არ შემეძლო ამის გარეშე. გამოვიცვალე რამდენიმე ჯგუფი, „სანრემომდე“ თითქმის ენთუზიაზმზე ვმუშაობდი, ჩვენც გვჭირდება არსებობისთვის ფული, მთელი ცხოვრება მშობლები ვერ გვარჩენენ, როცა უკვე ჩვენი ოჯახები გვაქვს. ჩემს მეგობრებს, ვინც ბათუმიდან წავიდა, ყველას დაუფასდა ის, რასაც აკეთებს. მეც ამის იმედი მაქვს, ალბათ მოვა დრო, როცა მუსიკა დაფასდება“- ამბობს გოგიტა ბურჭულაძე.
გოგიტა გვიყვება, თუ როგორ უწევდა წლების განმავლობაში გიტარის გარეშე გიტარისტად მუშაობა, ლუკას კი სხვა რეალობა აქვს, პატარაობიდანვე უამრავი ინსტრუმენტის გარშემო უწევდა ცხოვრება. გოგიტა ფიქრობს, რომ მის შვილს უკეთეს პირობებში მოუწევს ცხოვრება: „გიტარაც მაქვს, პიანინოც და ბარაბანიც, დილით დედიკოზე და მამიკოზე ადრე ვიღვიძებ, მაშინვე გავრბი ინსტრუმენტთან, დაკვრას რომ ვიწყებ, ორივეს ვაღვიძებ, მაგრამ არ მიჯავრდებიან, უხარიათ, რომ ვმეცადინეობ. როკმუსიკა უფრო მომწონს, ენერგიაზე მოვყავარ“- გვიყვება ლუკა.
„თუ რამეში ფული არ მენანება, ეს ინსტრუმენტია. ალბათ იმ დანაკლისის შევსება მინდა, რაც მქონდა. ჩემი მეუღლე მეუბნება ხოლმე, რომ სახლში აღარ ეტევა ამდენი ინსტრუმენტი. ლუკაც ასეა, ბევრი გიტარა აქვს. ლუკა ითხოვს შემოსავალს ბენდიდან, გვეუბნება, პატარა რომ ვარ, იმას არ ნიშნავს, რომ ხელფასი არ მეკუთვნისო. აპირებს შეყვარებულს საჩუქარი უყიდოს, ჯერ ეზოში უთვალთვალებს. დანარჩენი ფულით ვინმეს დაეხმარება, ძალიან მგრძნობიარეა, ადამიანების დახმარება უყვარს“- ამბობს გოგიტა.
ახლა მამა-შვილი „ნიჭიერისთვის“ ემზადება, შარშანაც უნდოდათ გასვლა, მაგრამ გოგიტას ავადმყოფობამ შეუშალათ ხელი: „ჩაწერის წინ გავიგე, რომ ცუდი დიაგნოზი მქონდა, სასწრაფო ოპერაცია მჭირდებოდა, მირჩევდნენ, მარტო ლუკა გამეშვა, მაგრამ ლუკას ნერვიულობისგან ყველაფერი დაავიწყდა, ჩემი დიაგნოზით 1000-ში ერთი გადარჩება, საბედნიეროდ ის ერთი მე ვყოფილვარ, გადავრჩი. წელს ერთად გავალთ, გამარჯვებისთვის არა, უფრო იმიტომ, რომ ხალხმა გაგვიცნოს, პირველ ტურში მარტო მე და ლუკა, მერე ბენდს დავიმატებთ“- ამბობს გოგიტა.
ლუკა რამდენიმე კონკურსის გამარჯვებულია. ამბობს, რომ კონკურსებზე სცენაზე გასვლამდე ღელავს, მერე – აღარ, ამიტომაც „ნიჭიერში“ წარმატების იმედი აქვს. „ლუკა აღმოჩენა გახდა სამი წლის წინ, შვიდი წლის ბავშვი უშეცდომოდ უკრავდა ისეთ რეპერტუარს, რომელიც დიდი მუსიკოსებისთვისაც რთულია, ძალიან შრომისმოყვარეა, პატარა ბავშვს ბევრი მეცადინეობა უწევს, მისი ენთუზიაზმის გამოა, რომ მეც ოპტიმისტურად განვეწყვე, იმედია მოვა წარმატებაც“- ამბობს გოგიტა.
ლუკა დატვირთული მუსიკალური დღის მიუხედავად, სკოლაში კარგად სწავლობს. მან ცოტა ხნის წინ შესაძლებლობები სპორტშიც მოსინჯა: „ფეხბურთზე შემიყვანეს, მაგრამ ბურთი ერთ მხარეს მირბოდა, მე – მეორე მხარეს. ერთხელ ბურთი თავისით გამოგორდა ჩემკენ, ამდენი ხანი დარბიხარ, ერთხელ ფეხი დამარტყიო და მაშინაც სხვამ წამართვა, ამიტომაც გამოვედი ფეხბურთიდან. ველოსიპედი უფრო მიყვარს, ხშირად ვსეირნობ, მაგრამ ახლა აკრძალული მაქვს კონკურსის გამო, არ სჯერათ, რომ ხიფათს არ გადავეყრები, თუ ასე მოხდა, ვეღარ დავუკრავ.“

კომისიის თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი საკრებულოში, ლევან კინწურაშვილი აირჩიეს. მასთან ერთად კომისიაში საკრებულოს კიდევ ორი დეპუტატი, ირაკლი მიქელაძე და ნოდარ დუმბაძე იმუშავებენ. მიწის აღიარების კომისიაში მერიას სამი წარმომადგენელი მამუკა რამიშვილი, რეზო ხახვა და გიორგი რუხაძე ეყოლებათ.
კომისიის წევრები აცხადებენ, რომ შემოსული განცხადებებეიდან ამ ეტაპზე, მხოლოდ 83 განცხადების განხილვას აპირებენ. „განცხადების შესწავლა მოხდება ინდივიდუალურად, ადგილზე გასვლით. ჩვენ ინტენსიურად ვიმუშავებთ და ურაუგვიანეს სამ თვეში, განვიხილავთ ამ საკითხებს”-განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ, ლევან კინწურაშვილმა.
მიწის აღიარების კომისიაში წელს პირველად შეიყვანეს ოპოზიციის წარმომადგენელი. კომისიის მდივნის ადგილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნოდარ დუმბაძემ დაიკავა.
„ჩემთვის მოულოდნელი იყო, მაგრამ ვაპირებ პირნათლად შევასრულო დაკისრებული მოვალეობა,”- განაცხადა ნოდარ დუმბაძემ.

გოგებაშვილის 4 ნომერში მდებარე სახლის კედელი
„ერთი წელი არ გასულა, რაც ბინა გავარემონტე, მაგრამ ნახეთ რა მდგომარეობაშია კედლები. ბზარები მას შემდეგ გაჩნდა, რაც სასტუმროს აშენება განაახლეს და გრუნტის შესწავლა დაიწყეს. სახლს სერიოზული პრობლემები აქვს და ჩვენი უსაფრთხოებაც არ არის დაცული“- აცხადებს სახლის ერთ-ერთი მაცხოვრებელი, ნანა კალანდარიშვილი.
საკუთარ ბინაში ბზარების ზრდაზე საუბრობს „ამხანაგობის“ თავმჯდომარე, დარეჯან ჯაფარიძეც. მისი განცხადებით, სახლის საძირკველი შერყეულია და მაცხოვრებლები საფრთხის ქვეშ არიან:
„ძირითადი კედელიც კი გაბზარულია. 80 ხიმინჯი ჩაარჭეს გრუნტში და საძირკველი შეირყა. სახლს არ აქვს დამცავი კედლები რომ მისი უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო“- აცხადებს „ამხანაგობის“ თავმჯდომარე.
„ბინის გაყიდვა მინდოდა, მაგრამ ახლა კაპიკსა არ მომცემს არავინ“-ამბობს მაია ანთიძე.
„კუბთაუერის“ მშენებლობას კომპანია „ადოგ ჯორჯია“ აწარმოებს. კომპანიის მენეჯერის, თამარ თოფურიძის განცხადებით, მშენებლობა ექსპერტიზის საფუძველზე განახლდა: „ორი ექსპერტიზა გვაქვს, ერთი სამხარაულის ბიუროს, მეორე კი შპს „პროგრესის“. ექსპერტი წერს რომ ბზარები ამ სახლს მშენებლობის დაწყებამდეც ჰქონდა, რაზეც მიუთითებს წინა ფასადის ბზარები. უბრალოდ, ამ ყველაფერმა პროგრესირება განიცადა“.



მენეჯერი ამბობს, რომ საექსპერტო დასკვნის მიუხედავად, მშენებლობა გარკვეული ხნით შეჩერდა, თუმცა ბზარები მაინც იზრდებოდა: „მშენებლობა უნდა გაგრძელდეს, რადგან ეკონომიკის სამინისტრო ჩვენ მშენებლობის დასრულებისთვის გარკვეულ ვადებს გვაძლევს და ამ ვადებში უნდა ჩავეტიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია დაჯარიმდება.“.
სახლის მაცხოვრებლები ამბობენ რომ თავიანთი პრობლემის შესახებ არაერთ ორგანიზაციას აცნობეს. წერილები პრემიერ-მინისტრის სახელზეც კი გაიგზავნა. დარეჯან ჯაფარიძეს ეჭვი შეაქვს ექსპერტიზის დასკვნაშიც: „მე როგორც ვიცი ექსპერტმა ფოტოების საფუძველზე დაწერა დასკვნა. შეუძლებელია ამით მიხვდე ბზარი ახალია თუ ძველი“.
მოსაზრებას არ იზიარებს კომპანიის წარმომადგენელი: „ჩვენ რომ გვითხრას სამინისტრომ ან ექსპერტიზამ რომ ბზარების გაჩენა ჩვენი ბრალია, რა თქმა უნდა შევაჩერებთ მშენებლობას, მაგრამ ჩვენ გვაქვს ვალდებულება და არც საექსპერტი დასკვნა მიუთითებს ამაზე. ჩვენ ტერიტორიის გამაგრებით სამუშაოებსაც ვატარებთ. საცხოვრებელი სახლის გრუნტის გამაგრება კი მერიის კომპეტენციაა“-აცხადებს თამარ თოფურიძე.
ინვესტიციის მასშტაბების მიუხედავად, პროექტში არ არის გათვალისწინებული პარკინგი. გოგებაშვილის ოთხ ნომერში მაცხოვრებლებს ეჭვი აქვთ, რომ პარკინგისთვის სწორედ მათი კორპუსის გამოყენება იგეგმება:
„ამ სახლში ცხოვრება ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება. ალბათ ამ სახლის დაშლა უნდათ რომ ცარიელი ტერიტორია სასატუმრომ პარკინგისთვის გამოიყენოს“-ამბობს ამხანაგობის თავმჯდომარე.
„ადოგ ჯორჯია“ საქართველოში 2010 წელს დარეგისტრირდა და მას მიხეილ ძოძუაშვილი ხელმძღვანელობს. კუბთაუერის მშენმებლობა 2017 წელს უნდა დასრულდეს.

„სამოქმედო პროგრამა გვქონდა წარმოდგენილი ორივე კანდიდატს, იყო ამ პროგრამების განხილვა და ამის მიხედვით ავირჩიეთ დირექტორი. ჩემი მთავარი მიზანი თანამედროვე მეთოდების დანერგვა და სამშობიარო სახლისთვის ძველი ავტორიტეტის აღდგენაა“, – აცხადებს ახალი დირექტორი ნუკრი ბეჟანიძე.
ყოფილმა ხელისუფლებამ ბათუმის სამშობიარო სახლი გაასხვისა. მისი ნაწილი კომპანია „ნიუ ლაიფმა“ 2011 წელს შეიძინა. კომპანია ბათუმში „დედათა და ბავშვთა რესპუბლიკურ ცენტრსაც“ ფლობს. სახელმწიფოსთან დადებული შეთანხმების მიხედვით, ბათუმის სამშობიარი სახლი სწორედ ანგისაში არსებულ დედათა და ბავშვთა ცენტს უნდა შეერთებოდა.
სამშობიაროს მედპერსონალმა სახელმწიფოს გადაწყვეტილება გააპროტესტა. მედპერსონალი მიიჩნევდა, რომ მფლობელი ახალ საავადმყოფოში, სამშობიარო სახლის ყველა თანამშრომლის დასაქმებას ვერ უზრუნველყოფდა.
მოგვიანებით, ბათუმის სამშობიარო სახლი სააქციო საზოგადოებად ჩამოყალიბდა და სამშობიარო სახლზე უფლებები დაიბრუნა. მათ აქვთ დამოუკიდებელი მენეჯმენტი, სამშობიარო სახლმა დაიბრუნა ის ტექნიკაც, რომელიც ხელისუფლებამ 600 ათას ლარად კომპანია „ნიუ ლაიფს“ მიყიდა.
მაშინ აჭარის ჯანდაცვის მინისტრიმა ნუგზარ სურმანიძემ „ბათუმელებთან“ საუბარში განაცხადა, რომ სამშობიარო სახლის გასხვისება არსწორი გადაწყვეტილება იყო. მინისტრის თქმით, სამშობიარო სახლი ბათუმის ისტორიული სახეა და მისი შენარჩუნება მნიშვნელოვანია.
„16 წლის ვიყავი როცა გავთხოვდი, მას შემდეგ ჩემი ქმარი ხშირად მცემდა. ვცდილობდი ბავშვების გამო ოჯახი არ დამენგრია. წელს, 16 აგვისტოს, ჩემი ქმრის სახლიდან დედაჩემთან გადავედი საცხოვრებლად. 18 აგვისტოს ქმარმა მომაკითხა დავილაპარაკოთო. მანქანაში ჩავუჯექი… წამიყვანა ქობულეთში, ე.წ. გარადოკის დასახლებაში, როცა უარი ვუთხარი შერიგებაზე, მცემა, სისხლი მდიოდა პირიდან, ცხვირიდან, მანქანიდან გადმომაგდო და მიმატოვა… დახმარება გზატკეცილთან ახლოს მყოფებს ვთხოვე და მერე არაფერი მახსოვს… გონება დავკარგე. საავადმყოფოში გამეღვიძა… ტვინის შერყევა მქონდა, სისხლჩაქცევები ტანზე… ჩალურჯებები ახლაც მაქვს“, – გვიამბობს თეკლა (სახელი პირობითია).

მოსამართლის მიერ გამოტანილ განაჩენში წერია, რომ ქმარმა ცოლს ფიზიკური ძალადობით ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენა, „რამაც ცოლის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია“.
სასჯელის დასაბუთებაში მოსამართლეს ასეთი რამ უწერია: “ჩადენილი დანაშაულის მოტივისა და მიზნის ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის ქმედების განხორციელების სახისა და ხერხის გათვალისწინებით სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სახის სასჯელი, რაც დაკავშირებული არ იქნება თავისუფლების აღკვეთასთან”.
მოსამართლეს განაჩენში უწერია, რომ გაითვალისწინა ბრალდებულის პიროვნება: „მან აღიარა და მოინანია დანაშაულის ჩადენა, ითანამშრომლა გამოძიებასთან”, ამიტომაც მოსამართლის აზრით, “პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა”.
მოსამართლეს განაჩენში უწერია, რომ ყველა მტკიცებულება მხარეებმა უდავო გახადეს, ბრალდებულმა დანაშაული აღიარა და ამიტომაც განაჩენი მან გამოკვლევის გარეშე გამოიტანა.
თეკლას ქმარი 24 წლისაა. ცოლის ცემაში ბრალდებულის მიმართ მამაკაცი მოსამართლის მსგავსად ლმობიერი იყო ქალი მოსამართლე – თამარ ბეჟანიშვილიც. ამ მოსამართლემ ოჯახში ძალადობაში ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების დროს ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურორ ადილარ წირღვავას შუამდგომლობა. ბრალდებულს აუკრძალა ქვეყნიდან გასვლა, თუმცა გირაოს სახით თანხის გადახდა არ დააკისრა. პროკურორი ბრალდებულისთვის ორი ათასი ლარის შეფარდებას ითხოვდა.
რატომ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით? – ამ კითხვაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გან- მარტავენ, რომ თეკლას ჩვენებით ის მანქანაში ქმარს საკუთარი სურვილით ჩაუჯდა, ანუ ცოლისთვის ქმარს თავისუფლება იძულებით არ შეუზღუდავს. რაც შეეხება ცემას, სამართალდამცავებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით დაიწყეს, რომელიც ოჯახში ძალადობას ეხება. კოდექსში 1261 მუხლი ასეა ჩამოყალიბებული: „ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა… ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე“.
რატომ დაიწყო გამოძიება მხოლოდ 1261 მუხლით? პროკურატურა „ბათუმელების“ ამ კითხვის პასუხად განმარტავს: „შეტყობინების მიხედვით და თავად დაზარალებულის განმარტებით სახეზე იყო მეუღლის მხრიდან ფიზიკური დაზიანება, რის გამოც გამოძიება დაიწყო ოჯახური ძალადობის მუხლით. დაზარალებულმა განმარტა, რომ მის მიმართ თავისუფლების აღკვეთას ადგილი არ ჰქონია და მანქანაში მის მეუღლეს ჩაუჯდა თვითონ. დაზარალებულის მკაცრი პოზიციიდან გამომდინარე პროკურატურამ ბრალდებულზე არ გაავრცელა კანონით გათვალისწინებული შეღავათები (საპროცესო შეთანხმება, განრიდება და ა.შ.), იგი მისცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში და სასამართლოს მოსთხოვა მის მიმართ სასჯელის დაკისრება. წინასასამართლო სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე საქმის ზედამხედველმა პროკურორმა ადილარ წირღვავამ, მისი პოზიციის გარკვევის მიზნით, დაზარალებული დაიბარა შსს ქობულეთის რაიონულ სამმართველოში, მაგრამ იგი არ გამოცხადდა. მის ნაცვლად პროკურორთან შესახვედრად მივიდა დაზარალებულის დედა, რომელსაც პროკურორმა აცნობა წინასასამართლო სხდომის თარიღი (მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი საპროცესო კოდექსი ამას საერთოდ არ ავალდებულებდა) და ადგილი, ასევე მოიკითხა დაზარალებულის პოზიცია ბრალდებულის მიმართ, რაზეც ამ უკანასკნელმა დააფიქსირა, რომ მის შვილს ამ საქმეში თვითონ წარმოადგენდა და დააფიქსირა, რომ იყვნენ წინააღმდეგები ბრალდებულის მიმართ რაიმე შეღავათის გავრცელებისა”.
დაზარალებულის პრეტენზიის საპასუხოდ, იმის შესახებ, რომ სასამართლო პროცესი ისე ჩატარდა, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცოდა, პროკურატურა განმარტავს: „რაც შეეხება საქმის განხილვის თარიღისა და ადგილის შეტყობინებას დაზარალებულისთვის, საქართველოს სსსკ-ის 58-ე მუხლის შესაბამისად ასეთი ვალდებულება პროკურორს გააჩნია მხოლოდ დაზარალებულის მოთხოვნის შემთხვევაში, ამის თაობაზე ინფორმირება კი დაზარალებულს არ მოუთხოვია”.
„ბათუმელების“ კითხვაზე კონკრეტულად საზოგადოებისთვის რა სასარგებლო შრომა მიუსაჯა ბრალდებულს სასამართლომ, პრობაციის უფროსი აჭარაში როინ თურმანიძე განმარტავს, რომ ეს პირის პირადი ინფორმაციაა და შესაბამისად, საჯაროს ვერ გახდის. მისი განმარტებით კი, ზოგადად, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას მსჯავრდებულები ადგილობრივ მუნიციპალიტეტში გადიან, მაგალითად, ზოგიერთი მუნიციპალურ ავტობუსს რეცხავს, ზოგიერთი გამწვანების აქციაშია ჩართული, ასუფთავებს საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიებს, ან მეველის ფუნქციას ითავსებს. კითხვაზე, როგორ აკონტროლებენ, მაგალითად, რამდენად კეთილსინდისიერი მეველეა მსჯავრდებული? როინ თურმანიძე ამბობს, რომ ამას პრობაციის ოფიცერი აკონტროლებს.
რამდენი ოფიცერია აჭარაში და რამდენი პირი, ვისაც საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა აქვს მისჯილი? – ამ კითხვაზე თურმანიძე ამბობს, რომ პასუხის გაცემა მის კომპეტენციას სცილდება.
“ბათუმელები” დაუკავშირდა თავად თეკლას ყოფილ ქმარსაც. ის ქობულეთში, ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მუშაობს. კითხვაზე, კონკრეტულად რას აკეთებს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის სახით, როგორ ასრულებს სასამართლოს განაჩენს, პასუხობს, რომ ეს მისი ოჯახის პირადი საქმეა და საჯაროდ საუბარი არ სურს.

– გელა, რამ განაპირობა ის, რომ დღეს მოჭიდავე ხარ?
– ჩემს სოფელში პოპულარული იყო ჭიდაობა. ჩემი დეიდაშვილი მინდია წულუკიძე ჭიდაობდა, ცხრა წლისა ვიყავი, მან პირველად რომ მიმიყვანა ჭიდაობაზე. იქიდან დავიწყე ინტენსიური ვარჯიში და გავხდი მოჭიდავე. ზოგადად მიყვარს სპორტი.
– ვინ გავარჯიშებდა?
– ლევან შავაძე, ის იყო ჩემი პირველი ტრენერი და ახლაც ისაა ჩემი მწვრთნელი.
– დიდაჭარაში რა პირობებში გიწევდა ვარჯიში?
– იყო ერთი ძველი ხალიჩა, თავისუფლად ვარჯიში არ შეგვეძლო, ციოდა. ლევან შავაძის დახმარებით ყველაფერი ნელ-ნელა გამოსწორდა, ძველი ლეიბები ახალით შეიცვალა, დაემატა სავარჯიშო გირები, დაიდგა გათბობა. დღესდღეობით იქ კვლავ მიმდინარეობს ვარჯიში.
– როდის წამოხვედი სოფლიდან ბათუმში და რატომ?
– 13 წლამდე დიდაჭარაში ვვარჯიშობდი, მერე ჩვენი ტრენერი ლევან შავაძე ბათუმში გადმოვიდა. ვინც შედარებით კარგად ვჭიდაობდით, წამოგვიყვანა. ბიჭები მასთან ოჯახში ვჩერდებოდით, რადგან ჩვენ ბათუმში საცხოვრებელი არ გვქონდა. გარდა იმისა, რომ გვავარჯიშებდა, ის უზრუნველყოფდა ჩვენს კვებას. მერე ჩემი ოჯახიც გადმოვიდა ბათუმში საცხოვრებლად, რამაც უფრო შემიწყო ხელი ჭიდაობაში.
– პირველ წარმატებას როდის მიაღწიე?
– 2012 წელს ბაქოში, ჭაბუკთა შორის ვერცხლის მედალი ავიღე 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ასევე წარმატებული აღმოჩნდა 2014 წელი, რადგან ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოვიპოვე, მსოფლიოზე კი – ბრინჯაოსი.
– რას ფიქრობ, რა არის ყველაზე საჭირო უნარი მოჭიდავისთვის?
– შრომა. უნდა გქონდეს შრომის უნარი, რომ ყოველდღიურად ივარჯიშო. ასევე რწმენა, რომ შეძლო ბრძოლა დიდი წარმატებისთვის.
– შენ რამდენად გაქვს ამის უნარი – ხომ არ ხდება ისე, რომ გიცრუვდება იმედი ან კარგავ ბრძოლის სურვილს?
– იმედგაცრუება მქონია, მაგრამ ინტენსიური ვარჯიშებით შევძელი მისი გადალახვა. ახლა ის ეტაპი მაქვს, როცა კმაყოფილი ვარ ჩემი შედეგებით.
– შენი აზრით, მოჭიდავეს რა უშლის წარმატების მიღწევაში ხელს?
– მოჭიდავისთვის მთავარია პირობები და ოჯახისგან მხარდაჭერა, რომ წახვიდე შეჯიბრებებზე, გქონდეს სათანადო კვება. ამ წლების მანძილზე ოჯახი მედგა გვერდით, ის ჩემი გულშემატკივარია. ყოველთვის დიდ ყურადღებას ვგრძნობდი მამაჩემისგან, რომელიც დამყვებოდა შეჯიბრებებზე და მამხნევებდა.
– სპორტსმენები ფიზიკურად ძლიერები ხართ. იყენებ საკუთარ ძალას არამიზნობრივად?
– არა. მიმაჩნია, რომ სპორტსმენები თავმდაბლები ვართ. მაგრამ თუკი საჭირო სიტუაცია იქნება, უკან არ დავიხევ.
– როგორ მოიქცეოდი, ქუჩაში რომ დაინახო მამაკაცი სცემს ქალს?
– ალბათ, ჩავერეოდი და დავეხმარებოდი ქალს. ჩემთვის მიუღებელია მამაკაცის მიერ ქალის ცემა.
– დღეს აქტუალურია ოჯახში ძალადობის საკითხი. რას ფიქრობ მამაკაცის მიერ ოჯახში ძალადობაზე?
– საშინელებაა და დაუშვებელია ოჯახში ძალადობა.
– გარდა ჭიდაობისა, რითი ხარ დაკავებული?
– განსაკუთრებულით არაფრით, უფრო ჭიდაობაში ვარ ჩართული. თუმცა, მართვის მოწმობის აღება მინდა და ამისთვის ვემზადები.
– რა არის შენთვის ჭიდაობა?
– ჩემთვის პირველი სპორტია. მიმაჩნია, რომ საჭიროა ცხოვრებისთვის. ახალგაზრდა ადამიანი სტორტული ცხოვრებით უნდა ცხოვრობდეს. ჭიდაობით შეგიძლია წარმოაჩინო საკუთარი თავი და ასახელო შენი ქვეყანა.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?
– ვაგრძელებ ინტენსიურ ვარჯიშს. 22 ოქტომბერს მივდივართ სტამბულში, სადაც ტარდება საერთაშორისო ტურნირი ახალგაზრდებს შორის. მერე არის საქართველოს ჩემპიონატი, რომლის შემდეგ ჩამოყალიბდება საქართველოს ნაკრები. იმედი მაქვს, სასურველ შედეგს მივაღწევ და ვიასპარეზებ საერთაშორისო ტურნირებზე.
„4 ამომრჩეველი კიევიდან დროებით ჩამოსულია, დანარჩენი კი საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებია, რომლებიც ფოთში, გურიასა და აჭარაში ცხოვრობენ. 15 საათისთვის ამომრჩეველთა 35 % აქვს ხმა მიცემული,“- განუცხადა „ბათუმელებს“ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ვიქტორია ბუხმა.
უკრაინის უმაღლესი რადას ვადამდელ არჩევნებში 29 პარტია და 3,5 ათასი მაჟორიტარი კანდიდატი მონაწიელობს.
ყირიმის ნახევარკუნძულზე და სევასტოპოლში არჩევნები არ ჩატარდება. ასევე ხმის მიცემის პროცესი არ შედება დონეცკის 9 და ლუგანსკის 6 ოლქში. უკრაინის რადაში 450–ის ნაცვლად 423 დეპუტატს აირჩევენ.
უკრაინის რადაში მოხვდებიან ის პატიები, რომლებიც ხმების 5%–ს მოაგროვებენ და ის მაჟორიტარები, ვინც საკუთრ ოლქებში ხმების უმარვლესობას მიიღებენ.
უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგებს ორი კვირის ვადაში გაასაჯაროებს. სავარაუდოდ 10 ნოემბერს უმაღელსი რადას არჩევნების შედეგები ცნობილი იქნება.


ვანო ქოქოლაძე და შადიე გოგიტიძე – რეპრესირებულები
ეს 1951 წელს მოხდა. მაჭახლის ხეობის სოფელ ჩიქუნეთიდან ჩვიდმეტი ოჯახი გაასახლეს. მათ შორის იყო ვანო ქოქოლაძის ოჯახიც.
„მივატოვეთ ყველაფერი, სარჩო-საბადებელი და დეკემბრის სუსხიან დღეს, სახელდახელოდ წამოღებული ტვირთით წამოვედით. გზაში სულ დაგვისველდა ყველაფერი. ეშელონებში რომ შეგვყარეს, ტანსაცმელს ხელით ვწურავდით, ისეთი სველი იყო. ვაგონში არც ღუმელი გვქონდა. თავიდან გვეუბნებოდნენ, არ იდარდოთ ქობულეთში გასახლებენ და ყველაფერი კარგად იქნებაო. დავიჯერეთ ჩვენც და თვალი სოჭაში გავახილეთ. თურმე ყაზახეთში მივყავდით.
ქვანახშირი მხოლოდ ურალში მოგვცეს. მეც მომქონდა ვედროთი და ვედრო ხელზე მიმეყინა, ხორციანად ამაგლიჯეს. „ფეჩი“ მაინც ვერ ავანთეთ. ბოლოს ხის თაროები დავტეხეთ და იმას მოვუკიდეთ. ამის გამო ჟანდარმმა 500 მანეთით დაგვაჯარიმა და სანამ ფული არ მივუტანეთ, ხუთი კაცი ქვანახშირის ვაგონში გამოკეტა. რომ გამოვიდნენ, ქვანახშირით იყვნენ ახუნძლული, ყინვაში ტანზე მიკროდათ“.
ვანო ქოქოლაძის თქმით, უმძიმესი იყო ეშელონში გატარებული დღეები. უჭირდა მოხუცსაც და ახალგაზრდასაც. ბევრმა ვერც შვილების გადარჩენა შეძლო: „გარდაცვლილების სადგურებზე დატოვება უხდებოდათ, ეს ნამდვილი ტრაგედია იყო. როცა ქალაქში ჩაგვიყვანეს, ეშელონებიდან ჩამოგვყარეს და ერთი ღამე ღია ცის ქვეშ დაგვტოვეს, მხოლოდ მეორე დღეს მოგვაკითხეს მანქანებით და დაგვანაწილეს“.
მძიმე მდგომარეობაში იყო ვანო ქოქოლაძის უფროსი ძმაც: „მას ხერხემალი ჰქონდა დაზიანებული და თაბაშირში გვყავდა ჩასმული. ფიცარზე გაკრული წავიყვანეთ გადასახლებაში და ასევე ჩამოვიყვანეთ. მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ გადავრჩენილიყავით. რვა ბავშვს მიწურის ერთ ოთახში გვეძინა. პატარებიც ფიზიკურად ვშრომობდით, რომ თავი გადაგვერჩინა. ადგილობრივი ბრიგადირი დილაობით თავზე დაგვადგებოდა და მძინარეს წამოგვყრიდა. ერთ დღესაც, როცა საწოლში წამოგვადგა, ვეღარ მოვითმინე და ცხენიდან გადმოვიღე. მიჩივლა, მაგრამ მე გამამართლეს“.
ვანოს ენის ბარიერის გამო ყაზახურ სკოლაში არ უვლია. „კომუნიკაცია გვიჭირდა მოსახლეობასთანაც. ერთხელ მარილი დაგვჭირდა და ვერაფრით გავაგებინე რას ვითხოვდი. „როგორც თოვლი, ისეთი თეთრია“ – ვეუბნები ყაზახს რუსულად, მაგრამ ვერ ხვდება. ბოლოს მანიშნა – შემოდი და აიღეო. `თუზ~ ჰქვია მარილს ყაზახურად, ამის მერე დავიმახსოვრე.
საუბარში ვანო ქოქოლაძის მეზობელი, შადიე გოგიტიძეც გვერთვება. სტალინური რეპრესიის მსხვერპლი მისი ოჯახიც გახდა. შადიე გოგიტიძე ოთხი წლის ასაკში გადაასახლეს. „მახსოვს, მატარებელში რომ გავხდი ცუდად, მშობლები იმაზე დარდობდნენ, თუ სად დავესაფლავებინე, რადგან ფიქრობდნენ, რომ ვერ გადავრჩებოდი. დედამ ბევრი ტკივილი გადაიტანა. ჯერ თავის ოჯახს მისტიროდა, რადგან ხერთვისიდან იყო და საზღვრის ჩაკეტვის გამო მამისეულ ოჯახთან კავშირი გააწყვეტინეს, შემდეგ კი სამშობლო წაართვეს. ისე მოკვდა, სულ ტიროდა დედაჩემი. მე კი დღესაც მახსოვს ის სიხარული, რაც წამოსვლის წინ განვიცადე, რამდენიმე დღეს სიხარულისგან ხმას ვერ ვიღებდი“, – გვეუბნება შადიე გოგიტიძე.
„სტალინზე კარგს ვერ ვიტყვი, ძალიან გვაწვალა“, – ამბობს ვანო ქოქოლაძე. „ვერც მე, ან რატომ უნდა ვთქვა, რა საშინელი დღეები გამოგვატარა“, – ეთანხმება მას მეზობელი. ჩამავალი მზით გამთბარ ჩეროში წარსულის სევდა ცოტა ხნით ისევ ისადგურებს.
„სიყვარული ჟამიანობის დროს“ მარკესის სასწაულთაგან უდიდესი სასწაულია. საერთოდ, ასეთ მწერლებზე წერა ძალიან რთულია – უკვე იმდენი ითქვა, იმდენი აზრი გაჩნდა… „მაგრამ „სიყვარული“ არ არის მარკესის მორიგი წიგნი. ის საერთოდ არ ჰგავს არც მარტოობის ას წელიწადს, არც პოლკოვნიკს, არც გენერალს, არც პატრიარქს, არც მეძავებს… არც ერთს. ეს წიგნი თავიდან ბოლომდე გიჟურ, თავგანწირულ, საზღვრებს გადასულ, ცოტა უცნაურ სიყვარულზეა. და ლათინურ ამერიკაზე.
რამდენი წიგნი შეიძლება ვიცოდეთ მოხუცების სიყვარულზე? ალბათ, რამდენიმე. რამდენი წიგნი შეიძლება ვიცოდეთ მოხუცების, ღრმად მოხუცების ვნებიან, ეროტიზმით სავსე სიყვარულზე? არც ერთი. ჰოდა, „სიყვარული ჟამიანობის დროს“ სწორედ მოხუცების ასეთ სიყვარულზეა, უფრო სწორად, სიყვარულსა და გრძელ გზაზე, მოხუცებულობამდე.
ექიმ ხუვენალ ურბინოს, მიუხედავად თანაცხოვრების სირთულეებისა, ძალიან უყვარს თავისი მოხუცი ფერმინა დასა. ფერმინა დასასაც უყვარს თავისი ქმარი მისი პროთეზით, სახსრების ტკივილით, ვერშეკავებული შარდით, სახლის ფლოსტებით… უყვარს იმ მრავალი პრობლემური წლისა და ქარიშხლისშემდგომი, ბებრული სიმშვიდის გამო. მაგრამ ფერმინა დასა კიდევ ერთ კაცს უყვარს, თანაც, 50 წელზე მეტი ხანია.
ჩვენს მკითხველს ზოგჯერ ფამუქის „უმანკოების მუზეუმიდან“ ქემალის გიჟური, მანიაკალური სიყვარულისა უკვირს ხოლმე. ქემალის სიყვარული მოსატანიც კი არ არის ფლორენტინო არისას ნახევარსაუკუნოვან, დაჟინებულ, გაუხარელ სიყვარულთან.
როცა 18 წლის ხარ, გგონია, 30 წლის შემდეგ ცხოვრება მთავრდება. მაგრამ 80 წელს მიღწეულ ადამიანებს ზუსტად ისევე ახარებთ ცხოვრება, როგორც 18 წლის ასაკში. ზუსტად ისევე უნდათ, ვინმე უყვარდეთ და თავადაც იყვნენ საყვარელნი. ჰოდა, მოხუცების სასიყვარულო სამკუთხედი როგორი წარმოსადგენია? კომიკურად და საძრახისად ჟღერს? სულაც არა. ძალიან ლამაზია სიყვარული ჟამიანობის დროს. ლამაზია 80 წლის მოხუცების სიყვარული, რომლებიც დღედღეზე ელიან სიკვდილს და ამის გამო მაშველი რგოლივით ებღაუჭებიან ყოველ წამს და ყოველ სიკეთეს, რომელსაც ეს წამი გადმოუგდებთ.
ჰოდა, დაუმატეთ ამ ყველაფერს ლათინური ამერიკა, მულატები და თეთრკანიანები, ლამაზი ქალები, ყველაფერზე წამსვლელი, თავზეხელაღებული ხალხი, თუთიყუშები და მაიმუნები, ზარმაცი და წმინდათაწმინდა სიესტები და ეს წიგნი აუცილებლად გახდება თქვენი უდიდესი სიყვარული. სიყვარული ჟამიანობის, სირთულეებისა და განსაცდელის დროს.
ინფექციონისტ ლალი საღარაძის თქმით, უბრალო გაცივებისგან განსხვავებით გრიპი მაღალი ტემპერატურით ხასიათდება და საშუალოდ 3-5 დღე მიმდინარეობს. „გრიპს ახასიათებს: თავისა და სახსრების ტკივილი, გულის რევა, ცრემლდენა, ცემინება, ცხვირიდან გამონადენი და ხველა”, – ამბობს ის.
ლალი საღარაძე ამბობს, რომ გამომწვევი ვირუსის მიხედვით, გრიპის ბევრი სახეობა არსებობს და ისინი კლინიკურადაც განსხვავებულად მიმდინარეობს: „ეს შეიძლება იყოს პარაგრიპი, რომელიც, მართალია, მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, მაგრამ საყურადღებოა იმით, რომ ბავშვებში შეიძლება ე.წ. ცუკრუპი განავითაროს. არის ასევე რინოვირუსული ინფექცია, რომელიც მაღალი ცხელებით არ მიმდინარეობს და ახასიათებს რინორეა, ანუ ცხვირიდან გამონადენი. ადენოვირუსულმა ინფექციამ, რომლის დროსაც გამოხატულია კატარალური მოვლენები (ხველა, ცხვირიდან გამონადენი და სხვა), შეიძლება გამოიწვიოს კონიუქტივიტი, ანუ თვალის ლორწოვანი გარსის დაზიანება, ასევე შესაძლოა რესპირატორულ გამოვლინებებს თან ახლდეს დიარეაც“.
„აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის, მარო ჩხაიძის თქმით, გრიპის აქტიური სეზონი წლის მეორმოცე კვირიდან იწყება. „ეს პერიოდი 7 ოქტომბრიდან უკვე დადგა და იგი მომავალი წლის მეოცე კვირის ჩათვლით გაგრძელდება“. მისივე თქმით, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პირველადი შედეგებით გრიპის შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება არ აღინიშნება, თუმცა დაავადების პიკს მომავალი წლის თებერვალ-მარტში ელოდებიან.
გრიპის პროფილაქტიკური ღონისძეებებიდან ყველაზე ეფექტური საშუალება გრიპის ვაქცინაა. გრიპის ვაქცინაციის დროს ორგანიზმში გრიპის ვირუსის ცილები ხვდება, რის შედეგადაც ორგანიზმში სპეციფიკური ანტისხეულები გამომუშავდება. ლალი საღარაძის თქმით, ვაქცინის გაკეთება სწორედ ახლა – სექტემბრის ბოლოსა და ოქტომრბის დასაწყისშია რეკომენდებული, რათა ორგანიზმმა მოასწროს იმუნიტეტის გამომუშავება. როცა ანტისხეულების ტიტრი სისხლში მაღალია, ეს იმის მანიშნებელია, რომ ადამიანს აქვს იმუნიტეტი ამ დაავადების მიმართ. „გრიპის ვაქცინის გაკეთება აუცილებელიც კია ერთ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ხანდაზმულებისა და ხშირად მოავადე ადამიანებისთვის. ვაქცინის გაკეთების შემდეგ, შეიძლება მაინც დაავადდეს ადამიანი გრიპით, მაგრამ მისი კლინიკური მიმდინარეობა გაცილებით უფრო მსუბუქი იქნება, ვიდრე აუცრელი ადამიანის“, – ამბობს ლალი საღარაძე.
ვაქცინის გასაკეთებლად უბნის ექიმს ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს უნდა მიმართოთ. გარდა ამისა, სეზონური გრიპის ვაქცინები აფთიაქებშიც იყიდება. ლალი საღარაძის თქმით, ეს ფრანგული წარმოების ვაქცინებია და მათ ალერგიული რეაქციები არ ახასიათებთ. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის საშუალო ფასი 90 ლარია.
იმ შემთხვევაში, თუ გრიპი მძიმედ მიმდინარეობს, ექიმი კონსულტაციის შემდეგ ნიშნავს ანტივირუსულ პრეპარატებსა და ანტიბიოტიკებს. ლალი საღარაძის თქმით, ხშირად იმის შიშით, რომ გრიპი არ გართულდეს, ადამიანები გრიპის პირველი დღეებიდანვე იწყებენ ანტიბიოტიკების მიღებას, რაც აქვეითებს იმუნიტეტს და უფრო ხშირად სწორედ ამ პაციენტებს ურთულდებათ დაავადება.
გრიპის პროფილაქტიკისა და მასთან ბრძოლისთვის ზოგიერთი ხალხური მეთოდიც ეფექტურია. ინფექციონისტის თქმით, ნიორი შეიცავს ნივთიერებებს, რომელთაც შეუძლიათ პროფილაქტიკა ჩაუტარონ გრიპის ვირუსებს. „ასევე ეფექტურია ხილისა და განსაკუთრებით კი ციტრუსის, დიდი რაოდენობით მიღება, რადგანაც იგი დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს, რომელიც კარგი საშუალებაა ამ დაავადების თავიდან ასაცილებლად. ასე რომ, ეს მეთოდები სრულიად გამართლებულია“,- ამბობს ლალი საღარაძე.
ექიმის რეკომენდაცია: „უმჯობესია გრიპის მკურნალობისას სახლში დარჩეთ. ოთახი, სადაც გრიპიანი პაციენტი წევს, ხშირად უნდა განიავდეს, მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, ხილი, ცილოვანი საკვები ვიტამინები და სიმპტომური საშუალებები, მაგალითად, სიცხის დამწევები – მაღალი ტემპერატურისას (მაღალ ტემპერატურად მიიჩნევა 38-ზე მაღლა, ზოგი 37.5-ს დროსაც იღებს სიცხის დამწევს. ასეთი გამონაკლისი შეიძლება მხოლოდ მაშინ დავუშვათ, თუ პაციენტი ბავშვია და მას ტემპერტაურაზე კრუნჩხვითი რეაქცია აქვს), ცხვირში ჩასაწვთებელი საშუალებები – ცხვირიდან გამონადენის დროს, ხველის საწინააღმდეგო საშუალებები იმის მიხედვით, თუ როგორ ახველებს პაციენტს“.
გრიპის კლინიკური ნიშნების არსებობის შემთხვევაში ადამიანი უნდა მოერიდოს როგორც სამსახურში სიარულს, ისე ოჯახის წევრებთან ახლო კონტაქტს, რათა თავად არ გახდეს ინფექციის წყარო და სახლში თუ ქუჩაში აუცილებლად ატაროს ნიღაბი. გარდა ამისა, „აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ რეკომენდაციით, გრიპის ვაქცინის გარდა პრევენციისთვის აუცილებელია ისეთი მარტივი ღონისძიებების ჩატარება, როგორიცაა ხელების ხშირად დაბანა და საცხოვრებელი ადგილებისა თუ სათავსოების ხშირი განიავება.
„ჩვენს პროექტს, რომელიც საკონკურსოდ წარვადგინეთ, ერქვა „გონიერი შუქნიშანი“. ყველამ ვიცით, რომ 2014 წელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დაცვის წლად არის გამოცხადებული. შესაბამისად, ჩვენც ჩვენი გამოგონებით ვეცადეთ უსინათლოებს დავხმარებოდით. კონკურსის შესახებ ჩვენი სკოლის დირექტორის, ნინო მურვანიძისგან შევიტყვეთ. მივხვდით, რომ შეგვეძლო მონაწილეობა და დავიწყეთ პროექტზე მუშაობა. ძალიან დაგვეხმარა ჩვენი ფიზიკის მასწავლებელი დიმიტრი ბერია. მაკეტი დავამზადეთ და გავიმარჯვეთ კიდეც. მეორე ადგილზე გავედით კონკურსში“,- ამბობს პროექტის ერთ-ერთი ავტორი ბესო ქვაციხელი.
ბესო პროექტის არსს დეტალურად გვიხსნის: „ბათუმში დაგებულია ღარიანი ფილები. უსინათლოს შეუძლია ამ ფილებს ხელჯოხით გაყვეს და არ აერიოს ორიენტაცია. როდესაც გზაჯვარედინთან მივდივართ, ფილა წყდება და ღარი მთავრდება. იქვე არის პატარა ბურთულები, რომლებიც ეუბნება უსინათლოს, რომ გადასასვლელია.
ჩვენი პროექტის იდეა იყო შემდეგი: ეს ბურთულები უნდა ამოგვეღო და მის ნაცვლად ჩაგვესვა ელექტრომაგნიტი. მაშინ, როდესაც ქვეითის გადასასვლელზე წითელი აინთება, ხელჯოხზე რკინის დაბოლოებას ელექტრომაგნიტი მიიზიდავს. ამით ანიშნებს უსინათლოს, რომ არ უნდა გადავიდეს გზაზე. როდესაც ქვეითის მწვანე აინთება, ჩაირთვება უკვე საავტომობილო გზაზე დაგებული ელექტრომაგნიტი, მსუბუქი ელექტრომაგნიტური ველის დახმარებით ჯოხს მიიზიდავს და ამას გაყვება. ჩვენი გამოგონება დაეხმარება უსინათლოს ქუჩის უსაფრთხოდ გადაკვეთაში“, – ამბობს პროექტის ერთ-ერთი ავტორი ბესო ქვაციხელი.
„ამ პროექტით გვინდოდა გარკვეულწილად შეგვემსუბუქებინა უსინათლოთა მდგომარეობა და ჩვენი წილი შეგვეტანა ქალაქის განვითარებაში. იდეაზე ვმუშაობდით ჯგუფურად და ვცდილობდით ერთმანეთისთვის მიგვეწოდებინა ჩვენი იდეები“, – ამბობს ნინო ხიმშიაშვილი, პროექტის ერთ-ერთი ავტორი.

გამარჯვებულ გუნდს კონკურსის ორგანიზატორებისგან 3000 ლარი გადაეცა. ასევე გუნდის სამივე წევრი გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლოს-ანჯელესში ახალგაზრდა გამომგონებელთა კონგრესზე.
„დიდი გამოცდილება შეგვძინა პროექტზე მუშაობამ. ვიყავით კალიფორნიაში, ლოს- ანჯელესში, სადაც სხვა ახალგაზრდა გამომგონებლებიც იღებდნენ კონკურსში მონაწილეობას. შევხვდით ნობელის პრემიის ლაურეატებს, რომლებმაც პირადად ჩვენს პროექტში გარკვეული შტრიხი შეიტანეს. მოგვცეს სხვადასხვა დარიგება, თუ როგორ უნდა განვავითაროთ ეს პროექტი, როგორ უნდა მივცეთ მას წინსვლა და როგორ დავხვეწოთ. გამოცდილებაც გვაქვს ძალიან დიდი. ჩვენი იდეის რეალობად ქცევას არცთუ ისე დიდი თანხა სჭირდება. ეს გამოადგება იმ ადამიანებს, ვისაც უჭირს ქუჩაზე გადაადგილება. ეს იქნება ძალიან კარგი პროექტი, თუ მას განავითარებს ბათუმის მერია. ჩვენ გვქონდა მოლაპარაკება მერიასთან, თუმცა ჯერ არ ვიცით, რას გადაწყვეტენ“, – ამბობს ზაზა ირემაძე, „გონიერი შუქნიშანის“ ერთ-ერთი ავტორი.
ბესო და ზაზა ახლა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობენ. ბესო ამბობს, რომ აპირებს უნივერსიტეტში ახალგაზრდა გამომგონებელთა კლუბი დააარსოს.
„გადავწყვიტე, უნივერსიტეტში დავაარსო გამომგონებელთა კლუბი. იდეებს გავცვლით, ერთმანეთს გავიცნობთ. ვფიქრობ, კონკურსსაც ჩავატარებთ, სადაც ახალგაზრდა გამომგონებლები შეეჯიბრებიან ერთმანეთს“, – ამბობს ბესო ქვაციხელი.
ბესოს აზრით, სამეცნიერო მუშაობა დიდ შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს.
„გონიერ შუქნიშანზე“ მუშაობის პერიოდში გაკვეთილების მერე მიწევდა დარჩენა და მუშაობა. შაბათ-კვირასაც ვმუშაობდი. ძალიან დიდ პასუხისმგებლობას, დიდ შრომას მოითხოვს იყო გამომგონებელი და გააკეთო რაიმე კარგი, რაც ადამიანს გამოადგება“, – ამბობს ბესო.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ნორჩ გამომგონებელთა კონკურსს „ლეონარდო და ვინჩი 2014“ მიმდინარე წელსაც აცხადებს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. მსურველებს ნამუშევრების ელექტრონული დარეგისტრირება შეუძლიათ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და რუსთაველის ეროვნული ფონდის ვებგვერდებზე: www.mes.gov.ge www.rustaveli.org.ge
წარდგენილი პროექტი უნდა მოიცავდეს გამოგონების როგორც ტექსტურ აღწერილობას, ასევე შესაბამის მაკეტს, მოდელს ან ნახაზებს. ელექტრონული რეგისტრაცია 3 ნოემბერს, ხოლო ნამუშევრების ფონდში წარდგენა 13 ნოემბერს დასრულდება. გამარჯვებულებს ჟიური 6 დეკემბერს დაგეგმილ გამოფენაზე გამოავლენს.
საშუალო სკოლებში საბაზო საფეხურიდან მოსწავლეებს საშუალება აქვთ სპორტის იმ სახეობაში იასპარეზონ, რომელიც სკოლას აქვს არჩეული. არჩეულ სახეობებს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სპორტის მასწავლებლის კვალიფიკაცია განსაზღვრავს. ბათუმის #2 საჯარო სკოლის დირექტორი მარიზა აბაშიძე ამბობს, რომ სპორტის გაკვეთილები ყველა კლასს კვირაში ორჯერ უტარდება, სპორტის მასწავლებლების ანაზღაურება კი სხვა საგნების პედაგოგების ანაზღაურების ანალოგიურია.
„ჩვენს სკოლაში სპორტის ოთხი მასწავლებელი ასწავლის, ყველა მათგანს სპორტის მიმართულებით აქვს განათლება მიღებული, ყოფილი სპორტსმენები არიან და ძალიან კარგად ამეცადინებენ ბავშვებს. ჩვენ მიერ არჩეული სახეობები ისეთია, რომ სპორტის მასწავლებელს საგაკვეთილო პროცესშივე უწევს აქტიური მუშაობა“, – ამბობს მარიზა აბაშიძე.

ქედის რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტი ნადიმ ზანაქიძე ამბობს, რომ მათ მუნიციპალიტეტში არჩეულ სპორტის სახეობას შუახევში სპორტისადმი ტრადიციული დამოკიდებულებაც განსაზღვრავს. „ისტორიულად სახეობები ზონებად იყო დაყოფილი, ქედის ზემოთ პოპულარული იყო ფრენბურთი, ცენტრალურ ნაწილში, სადაც ვაკეა _ ფეხბურთი და კალათბურთი, ქვემოთ – ხელბურთი. ახლა ამ სფეროში სპეციალისტები არ ჰყავთ და აქაც ფეხბურთსა და კალათბურთს ასწავლიან. ვაიოს სკოლის მოსწავლეები მაგიდის ჩოგბურთში არიან საქართველოს ნაკრების წევრები, პირველი მაისის სკოლას ჭადრაკში ჰყავს საქართველოს ნაკრების წევრები“, – ამბობს ნადიმ ზანაქიძე.
მოსწავლეებს სპორტის გაკვეთილები მაღალ კლასებში ნაკლებად მოსწონთ. ისინი ამბობენ, რომ უფრო მეტ დროს სწავლასა და გამოცდებისთვის მზადებას უთმობენ. შესაბამისად მიაჩნიათ, რომ სპორტის გაკვეთილი „დროს აკარგვინებს“. ამ ტენდენციაზე სპორტის მასწავლეებლებიც საუბრობენ. მათი თქმით, დამამთავრებელ კლასებში მოსწავლეების მხოლოდ 30 პროცენტი ერთვება საგაკვეთილო პროცესში აქტიურად. „მაღალ კლასებში კარგავენ ინტერესს, თუმცა ყოველთვის არიან ისეთი მოსწავლეები, რომლებსაც სპორტის გაკვეთილი ახარებთ და პირიქით. როცა შეფასება იყო, მეტი მოტივაცია ჰქონდათ, ნიშნის გამო მონაწილეობდნენ პროცესში,“ – ამბობს ირინე მამულაძე, ბათუმის #2 საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელი. ირინა სკოლებში სპორტული ინვენტარის სიმცირის შესახებაც საუბრობს.
„მწირი ინვენტარი გვაქვს. სკოლისთვის რთულია ამ ინვენტარის შეძენა, მარტო ტანვარჯიშის ლეიბი 800 ლარად შეგვიფასეს. ინვენტარის არარსებობის გამო ავირჩიეთ კალათბურთი, ფეხბურთი და ფრენბურთი. შემიძლია ვთქვა, რომ წამყვანი ჯგუფები გვყავს ქალაქში – ჩვენი მოსწავლეები ხშირად იმარჯვებენ, მაგრამ ზოგიერთს არ მოსწონს სპორტის ის სახეობა, რომელსაც უმრავლესობა ირჩევს, ზოგს ბურთზე მეტად კოტრიალი უნდა, ამიტომ იყო კარგი, როცა პერიოდულად გავდიოდით ყველა სახეობას. მრავალფეროვნება საჭიროა, ბავშვებს ერთი და იგივე ბეზრდებათ“, – ამბობს ირინე, რომელსაც #1 სკოლის მასწავლებელი ზვიად აბაშიძეც ეთანხმება.
„ადრე ისეთი მატერიალური ბაზა გვქონდა, მოსწავლეებს ყველა სახეობაზე ვავარჯიშებდით, ახლა აღარაა ეს მოწყობილობები სკოლებში და ბავშვების უმეტესობას ურჩევნია მარტივი თამაშები ითამაშოს. ეს პირველი სკოლის მეორე კორპუსია, პირველში უკეთესი პირობები გვაქვს, ამ შენობაში დროებით ვართ. დაძალება არ შეიძლება ბავშვზე, რაც შეუძლია და რაც სურს, ის უნდა გააკეთოს, გაკვეთილი უნდა იყოს ხალისიანი, ყველა კლასში არიან აქტიური და პასიური ბავშვები. აქტიურ ბავშვებზე არაფერი მოქმედებს, აბიტურიენტობის პერიოდშიც კი ცდილობენ ჩაერთონ საგაკვეთილო პროცესში, ფორმას ატარებენ, არ აცდენენ გაკვეთილს. სამწუხაროდ, მშობლებსაც ასე მიაჩნიათ – მთავარი არის სწავლა და სპორტი მეორე ხარისხოვანი“, – ამბობს ზვიად აბაშიძე.
შუახევის რესურსცენტრის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში სპორტის 48 მასწავლებელი ასწავლის და ყველა მათგანს სპეციალობაში აქვს მიღებული უმაღლესი განათლება.
მსგავსი შედეგი არ აქვთ სხვა მუნიციპალიტეტებს. ემზარ ქოქოლაძე – ხელვაჩაურის რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტი საკადრო დეფიციტზეც საუბრობს: „პედაგოგების უმრავლესობა პედაგოგიური განათლებითაა, თუმცა დიდი რაოდენობით არიან სპორტის სპეციალისტებიც. უმეტესად ძველი კადრები ასწავლიან სკოლებში. არის სკოლები, სადაც შეთავსებით სხვა საგნის მასწავლებელი ასწავლის სპორტს – ის, ვისაც ცოტა საათი აქვს, მაგალითად, ხელოვნების მასწავლებელი. სადაც არის სპორტის პედაგოგი, იქ ხარისხი კარგია, მაგრამ სადაც არ ჰყავთ – დაბალია. ზოგ სკოლაში არც დარბაზია და არც მოედანი. სკოლა ყველა შემთხვევაში უნდა ატარებდეს სპორტის საათს, თუ დარბაზი არ აქვთ, ჭადრაკს ირჩევენ და იმას ასწავლიან“.
ხულოს რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტი ასლან შავაძე ამბობს, რომ სპორტის გაკვეთილების მონიტორინგის სპეციალური პროგრამა არ აქვთ: „ეს მიმართულება დახვეწის პროცესშია, სასერტიფიკაციო გამოცდების მსვლელობისას სპორტის მასწავლებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებიც კი არ იყო განსაზღვრული. პროგრამა ახლა შემუშავდა, ყველაფერს უნდა ახლებური მიდგომა. ხულოში სპორტის პედაგოგების დეფიციტია, არასპეციალისტს კი სტანდარტს ვერ მოთხოვ“.
ბათუმის რესურსცენტრის უფროსი გოჩა დავითაძე დაწყებით კლასებში სპორტის გაკვეთილების აუცილებლობას უსვამს ხაზს: „ამ საგნის სწავლების მიზანია ჩააბას მოსწავლე ფიზიკურ აქტივობებში. ამ კლასებში მოსწავლეებმა უნდა გააცნობიერონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა ადამიანის სიცოცხლისთვის. საერთო სტანდარტი არსებობს, რომელსაც უნდა მიჰყვეს სკოლა. დაწყებით კლასებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის ფიზიკურ მომზადებასა და საბაზისო მოძრაობითი უნარ-ჩვევების შეძენას. ამ საფეხურზე, ძირითადად, დაწყებითის მასწავლებლები ასწავლიან, მეხუთე კლასიდან კი – ფიზიკური აღზრდის განათლების მქონე პირები“.
ბათუმის თიბისი გალერეაში ახალგაზრდა მხატვრის აკაკი ჯაშის პერსონალური გამოფენა გრძელდება. გამოფენა 22 ოქტომბერს გაიხსნა და მისი ხილვა დამთვალიერებელს 7 ნოემბრის ჩათვლით შეეძლება.
გამოფენაზე ხელოვანის მიერ ბოლო ერთი წლის მანძილზე შესრულებული 30 ნამუშევარია წარმოდგენილი.
აკაკი ჯაში ახალგაზრდა მხატვარი, ფერმწერი და გრაფიკოსია. არის რამდენიმე პერსონალური გამოფენის ავტორი, მონაწილეობდა არაერთ ჯგუფურ გამოფენაში. ნამუშევარი აქვს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების: “ომი და ქორწილი” (რეჟისორი ზ.კოლელიშვილი) და“ჩაიკა” (რეჟისორი მიგელ ანხელ ხიმენესი) მხატვრობაზე.


„ეს არ არის მწვანე შენობა, სამწუხაროდ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ სამშენებლო კომპანია „თუზჯუოღლუ &ქესქინ“ -ის მენეჯერმა ჰალით თუზჯუოღლუმ. მისი კომპანია ბათუმში, კობალაძის, ტბელ აბუსერიძისა და აღმაშენებლის ქუჩის კვეთაში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს აშენებს. ჰალით თუზჯუოღლუს ვკითხეთ რამდენი პროცენტს შეადგენდა მშენებარე ბინის გამწვანება საერთო ფართობში.
„ჩვენ საკმარისი ადგილი არ გვაქვს რომ გამწვანება გავაკეთოთ. თუმცა შევეცდებით და მაინც მოვახერხებთ მცირე გამწვანების გაკეთებას. ყველა მხრიდან შენობა აკრავს. ჩვენი ფართობი 4000 კვადრატული მეტრია და ჩვენ ვაშენებთ ზუსტად 4000 კვადრატულ მეტრს. მთლიანად ვითვისებთ ამ ფართობს.
მთავარი პრობლემა ბათუმსა და თბილისში არის ის, რომ როდესაც პიროვნება მოდის, ყიდულობს მიწას და უნდა იქ რამე გააკეთოს, თითქმის 50 % უნდა რომ იყოს შენობა. არ არის გამოყოფილი ადგილი, ნახევარი მაინც გამწვანებისთვის. დიახ, გამწვანებას უნდა დაეთმოს ადგილი, მაგრამ თვითონ მერიამ, ბათუმის მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს ეს.
მაგალითისთვის თურქეთში ასე არ არის. იქ რომ გქონდეს 4000 კვმ ფართობი, მხოლოდ 1000 კვმ-ს თუ გამოიყენებ მშენებლობისთვის. დანარჩენი უნდა დაუთმო გამწვანებას.
აქ რა ხდება? თქვენ არ უფრთხილდებით თქვენს ქალაქს, აშენებთ ძალიან მაღალ შენობებს, 22 სართულიან შენობებს. არ გაქვთ გამოყოფილი ადგილი პარკინგისთვის. კანალიზაციის სისტემა არ არის გამართული ასეთი დიდი შენობებისთვის და მომავალში თქვენ გექნებათ ძალიან დიდი პრობლემა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში „თუზჯუოღლუ &ქესქინ“ -ის მენეჯერი ჰალით თუზჯუოღლუ.

იანსარიძის ქუჩაზე აშენებს 18-სართულიან საცხოვრებელ სახლს სამშენებლო კომპანია „ახალი ბათუმი ჯგუფი“. როგორც კომპანიის დირექტორი რეზო ჭაღალიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, იმ სახლებს შორის, რომელიც კომპანიას აუშენებია, ინასარიძის ქუჩაზე მშენებარე სახლი ყველაზე „მწვანეა“.
„მიწა ჯამში არის 2100 კვადრატი, შენობას ვაშენებთ 850 მეტრზე. დანარჩენი იქნება ეზო. ამის გარდა ქვემოთ იქნება ავტოსადგომები 26 ავტომანქანისთვის. შენობა არის 18-სართულიანი – 200 ბინაა. ბათუმში ჩვენს მიერ აშენებულ სახლებში, ეგ კორპუსია რომელსაც ყველაზე დიდი ფართობის ეზო აქვს დატოვებული,“ – ამბობს რეზო ჭაღალიძე.
მისივე თქმით არ არის დადგენილი სტანდარტი თუ რა შეფარდებით უნდა იყოს გამწვანება.
„რეგულაციები მაგის შესახებ არ არსებობს, 30 % უნდა დაეტოვებინათ ადრე ეზო. ახლა მშენებელს არ ავალდებულებს კანონი რა ფართობი დატოვოს. მერიამ უნდა გადაწყვიტოს რა ფართობზე იქნება მშენებლობა და რა დაეთმობა გამწვანებას,“ – ამბობს „ახალი ბათუმი ჯგუფის“ ხელმძღვანელი რეზო ჭაღალიძე.

ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის ხელმძღვანელი თქმით, მოქმედი კანონმდებლობით მშენებელი ვალდებულია საერთო ფართობის 10 % დაუთმოს გამწვანებას. გამწვანებაში ითვლება მცირე კორდიც.
„ბათუმი დაყოფილია კონკრეტულ უფლებრივ ზონებად, რომელსაც თავისი განაშენიანობის ინტენსივობის და გამწვანების კოეფიციენტები არეგულირებს. თუ გამწვანების კოეფიციენტი არის საცხოვრებელ, საზოგადოებრივ ზონებში ამ შემთხვევაში გამწვანების კოეფიციენტი არის 10 %. მარტივად რომ ვთქვათ თუ მიწა არის 100 კვადრატი, ასეთ ტერიტორიაზე მინიმუმ 10 % უნდა იყოს გამწვანების კოეფიციენტი. გამწვანებაში იგულისხმება არა ამარტო ხის ნარგავები, ეს ვალდებულება არ არის დამკვეთის, აუცილებელია იყოს 10 % წყალგამტარი შრე,“ – ამბობს ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი ახალაძე.
ახლადაშენებულ კორპუსებში გამწვანების ოდენობა არ მოსწონს ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის ხელმძღვანელს ეთერ მაჭუტაძეს.
„ხიმშიაშვილზე ამდენი სახლებია აშენებული და ჯერჯერობით ვერაფერს ვხედავ გამწვანების ზოლი რომ იყოს დარჩენილი. საერთოდ კომპანია რომ იღებს ტერიტორიას, იმან უნდა ჩადოს გამწვანებაც. მე მაქსიმალურად სადაც დამთავრებულია ვცდილობ უკვე შევიდე და მწვანე ნარგავები დავრგო. სადაც მშენებლობა მიდის იქ ვერაფერს ვერ დარგავ. მე როგორც მოქალაქე ისეთ სახლში არ შევალ და არ ვიცხოვრებ სადაც გამწვანება არ იქნება. ბოლოსდაბოლოს ჟანგბადი ხომ უნდა ისუნთქო,“ – ამბობს ეთერ მაჭუტაძე.
გარდა იმისა რომ ახლადაშენებული კორპუსები პრაქტიკულად გამწვანების გარეშეა, კიდევ ერთი პრობლემა იჩენს თავს. თუ თქვენ იყიდით ბინას „ზღვის ხედით“, შესაძლოა რამდენიმე თვეში საცხოვრებლის წინ კორპუსი ამოაშენონ და თქვენ ბინა ზღვის ხედით, აღარ გექნებათ.
ირაკლი ახალაძე: „ახალი რეგულაციით განსაზღვრულია საზოგადოებრივ სივრცესთან მიმართებაში შენობის განთავსება, ასევე ეზოს და გვერდით მდგომ შენობებთან დამოკიდებულება. თავის საკადასტრო ტერიტორიაზე შეუძლია ადამიანს ააშენოს ისე რომ გვერდით, სხვა საკადასტრო ტერიტორიაზე მეზობელს არ ჰკითხოს. მიუხედავად იმისა რომ იმას შეიძლება ფანჯარა ჰქონდეს შენს მხარეს და შეიძლება რაღაც ისეთი განათება შედიოდეს. ეს არის მისი უფლება. კანონი ასე ანიჭებს უფლებას. როგორც იმას შეუძლია ამის დაუკითხავად აკეთოს რაღაცა მშენებლობა, აწარმოოს. ასევე ამას შეუძლია იმის გარეშე. კედელი შეუძლია პირდაპირ საზღვარზე დასვას. მთავარია ზიანი არ მიაყენოს მეზობელი ნაკვეთის არსებულ ინფრასტრუქტურას. პასუხისმგებლობა ზიანის შემთხვევაში ეკისრება მთლიანად ახალი მშენებლობის დამკვეთს“.

არღვევენ თუ არა სამშენებლო კომპანიები კანონს, როდესაც მშენებლობისათვის გამოყოფილ ფართობს სრულად ითვისებენ, შედეგად კი ეზოსთვის და გამწვანებისთვის ადგილი არ რჩება. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს რომ თუკი მშენებელ კომპანიას მშენებლობის ნებართვა 2009 წლამდე აქვს მიღებული, მაშინ კანონი არ ირღვევა. რადგან 2009 წლამდე არ არსებობდა რეგულაციები.
„იყო შემთხვევები როცა ეზოები თითქმის შევსებული იყო. ახლა თუ არის 50- 70 % ზონების მიხედვით ცარიელი ტერიტორიის დატოვების ვარიანტი, მაშინ იყო თითქმის 100 %-იანი ათვისება ტერიტორიის. არ იყო შეზღუდვა. ზოგი მაინც ტოვებდა, თავის სურვილით. ასეთ მშენებლობებს ვერ შევეხებით,“ – ამბობს ირაკლი ახალაძე.
მისივე თქმით ამჟამად ისეთ სახლზე, რომელსაც ეზო არ ექნება ნებართვა არ გაიცემა.
ირაკლი ახალაძე: „განაშენიანების კოეფიციენტი შენობა-ნაგებობების რაოდენობას განსაზღვრავს კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე. მაგალითად თუ მშენებლობა არის ჭავჭავაძის ქუჩაზე, იქ შესაძლებელია მაქსიმუმ 60 % -ის ათვისება. დანარჩენი 40 % უნდა დარჩეს თავისუფალი. ამ 40 დან 10 % გამწვანებული უნდა იყოს“.
„28 ოქტომბერს არის დანიშნული ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელიც დანიშნა საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე კვირით ადრე. მაგრამ სქართველოს მთავრობის ის წევრები, რომელიც უშიშროების საბჭოს წევრები არიან, ან ის წევრები, რომლებიც მიწვეული არიან ამ სხდომაზე, აკეთებენ სრულიად ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს. მაგალითად, მაია ფანჯიკიძემ გააკეთა განცხადება, რომ ის შესაძლებელია 28 ოქტომბერს არ იყოს საქართველოში იმის გამო, რომ შეიძლება მიიპატიჟოს ერთ-ერთმა მეგობარმა სახელმწიფომ სადღაც მივლინებაში. ეს არის დესტრუქციული განცხადება, არამარტო ანტისახელმწიფოებრივი, არამედ ანტიკონსტიტუციური.
საქართველოს პარლამენტს მივმართე, რომ გამოიყენოს მისი კონსტიტუციური უფლება მოვალეობა და მიმართოს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მაია ფანჯიკიძის, როგორც საქართველოს მთავრობის წევრის, თანამდებობრივი პასუხისმგებლობის დაყენების შესახებ. ეს დესტრუქციული განცხადება არ შეიძლება უპასუხოდ დატოვოს საქართველოს პარლამენტმა,“ – აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე.
დუმბაძის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილია, რომ საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართოს საქართველოს მთავრობის რომელიმე წევრის, ან წევრების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების შესახებ. პრემიერ-მინისტრმა კი პარლამენტს გარკვეულ ვადაში უნდა აცნობოს წერილობით გადაწყვეტილების შესახებ.
მურმან დუმბაძე: „მე ვფიქრობ, საქართველოს პარლამენტი ამ ჩემს მოთხოვნას ყურად არ იღებს, მაგრამ მე ამით ვაფიქსირებ იმას, რომ თუკი პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციის ამ მუხლს იგნორირებას გაუკეთებს, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტი ისევე მორჩილი პარლამენტია, როგორიც გვქონდა ჩვენ უახლოესი წლების განმავლობაში“.
სერია „დაპატიმრებული მზერა“ – „Els Ulls Aturats“ ესპანელი ფოტოგრაფის პროექტია, რომელზედაც იგი 1973-1979 წლებში მუშაობდა. პროექტი მზერის სიმბოლიკაზეა აგებული, რომელიც მის იმ დროინდელ სულიერ და ფიზიკურ მდგობარეობას ასახავს. ფოტოსერია ავტორის ბრძოლის პროცესს წარმოადგენს, სადაც იგი უპირისპირდება ავადმყოფობას, სიკვდილის შიშს და არარსებულ მომავალს.
პროექტის კურატორი თათა ათანელია, თანაკურატორი კი ხიმენა ფლორესი.
მანელ ესკლუსა 1952 წელს დაიბადა ბიკში (კატალონია). ფოტოგრაფიით რვა წლის ასაკში, მამამისის ფოტოსტუდიაში ყოფნისას დაინტერესდა. 1966-დან 1977 წლამდე, მასთან ერთად მუშაობდა სარეკლამო ფოტოგრაფიაში. ის ბიკის ინდუსტრიის მაგისტრების სკოლაში სწავლობდა. მისი პირველი გამოფენა 1973 წელს, Sala Aixela-ში გაიმართა. ერთი წლის შემდეგ, Dotacion de Arte Castellblanch-ისგან ფოტოგრაფიაში გრანტი მოიპოვა და სტაჟირებაზე არლში გაემგზავრა, სადაც მას ანსელ ადამსი, ნილ უაითი, ართურ თრისი, იან დიოზაიდი, დენის ბრაიტი და ლუსიენ კლერჟი ასწავლიდნენ. 1975 წლიდან ასწავლიდა სხვადასხვა ცენტრში, სადაც სწავლებას თავის შემოქმედებით მუშაობას უთავსებდა. ესკლუსა თანამედროვე ესპანურ ფოტოგრაფიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფიგურაა. 1970-იან წლებში გადაღებული მისი პირველი სერიები /Git, Ahucs, Crisalides, Els Ulls Aturats…/ საკუთარი ფოტოენის პოვნის გზად იქცა და 1980-იან წლებში შექმნილი სერიებით დაგვირგვინდა, რამაც მას შემოქმედის სახელი მოუპოვა.


ლექცია ეძღვნება ფემინიზმის მიმართ წინააღმდეგობის თეორიულად გააზრების ცდას. შემოთავაზებული თეორიული ჩარჩოს საილუსტრაციოდ და გასამყარებლად ლექციაზე წარმოდგენილია ანტიფემინისტური არგუმენტების, რამდენიმე ისტორიული, და თანამედროვე ნიმუშის ანალიზი – “რას ნიშნავს, იყო ფემინისტი? და რას ნიშნავს დღევანდელ სამყაროში მტკიცება, რომ არ ხარ ფემინისტი? არის დღეს შესაძლებელი, ისე გავემიჯნოთ ფემინისტურ იდეალებს და ფემინისტურ ბრძოლას, რომ ამით უპასუხისმგებლობა არ დავადასტუროთ?”.
ლექციის აუდიო ვერსიის მოსასმენად, გადადით ბმულზე – [Audio]
საჯარო ლექციები 17 ოქტომბრიდან12 დეკემბრის ჩათვლით, ყოველ პარასკევს, 5 საათზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.
საჯარო ლექციების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გადადით ბმულზე.

გამწვანების აქცია „ეკო-პროექტის“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 2014 წლის მარტიდან საქართველოს 5 ქალაქში ხორციელდება. პროექტის ფარგლებში გამწვანების გარდა დაგეგმილია დასუფთავების აქციებიც.
ღონიძიების მიზანია ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება. აქცია ხორციელდება ბათუმის მუნიციპალიტეტის, სსიპ გარეოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის და საქართველოს რკინიგზის მხარდაჭერით.
გამწვანების აქციაში მონაწილეობა ბათუმის ვიცე მერმა ბაგრატ მანველიძემაც მიიღო, აქციის დასასრულს მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მსგავსი აქციები ბათუმში ეტაპობრივად გაიმართება.
ვერიკო. დ. ონკოლოგიური პაციენტია. ის ბათუმის ონკოლოგიურ საავადმყოფოში მკურნალობს. როგორც მისი ექიმი ამბობს, ის პალიატიურ მზრუნველობას საჭიროებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად ვეღარ გაუმჯობესდება, ახლა მთავარი, მისი მტანჯველი ტკივილისგან ხსნაა.
ვერიკო ბათუმის ონკოლოგიურ საავადმყოფოში მეორედ მოხვდა. პირველად ოპერაცია გაუკეთეს. ამჯერად ღვიძლმა შეაწუხა. პაციენტი საავადმყოფოს მომსახურებით კმაყოფილია. როგორც ექიმებმა უთხრეს, მისი მკურნალობის ხარჯი ორივე შემთხვევაში სახელმწიფომ „საყოველთაო დაზღვევის“ დაფინანსებით დაფარა.
ვერიკომ არ იცის, ამჯერად რამდენ ხანს დარჩება საავადმყოფოში, თუმცა იცის, რომ ვადის ამოწურვის შემდეგ მას სახლში დაბრუნება და ოჯახის წევრების მეთვალყურეობის ქვეშ დარჩენა მოუწევს. მას დასჭირდება სპეციალისტის მზრუნველობა იმისთვის, რომ პერიოდულად თავი დააღწიოს მტანჯველ ტკივილს, რაც ეტაპობრივად თავს აუცილებლად შეახსენებს.
პალიატიური მზუნველობის მიღების უფლებასა და შესაძლებლობაზე არც ვერიკომ იცის და არც მისმა მეურვემ, რომელიც მას საავადმყოფოში მეთვალყურეობს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე პაციენტებზე ბათუმის ონკოლოგიური საავადმყოფო ზრუნავს. ამას ემატება მერიის შინ მოვლის პროგრამაც.
ვერიკოს მკურნალი ექიმის, ონკოლოგ მემედ ჯინჭარაძის ინფორმაციით, უკვე მეოთხე წელია, რაც აჭარაში მკურნალობის ამ მიმართულების პროგრამა „ჰოსპისი ბინაზე“ არ მუშაობს.
„2007-2008 წლებში ჩვენ ვახორციელებთ ამ ტიპის პაციენტებზე მზრუნველობას, რაც აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. შემდეგ პალიატიური მზრუნველობის პროგრამის განხორციელება მთელ საქართველოში დაიყო ფედერალური პროგრამით, რის შემდეგაც აჭარის ბიუჯეტიდან დაფინანსება გაურკვეველი მიზეზით შეგვიწყდა. ამ ეტაპზე ჩვენ ვახორციელებთ მხოლოდ სტაციონალურ ჰოსპისს ფედერალური დაფინანსების ფარგლებში.“
ფედერალური დაფინანსების ფარგლებში ერთ პაციენტზე დღე-ღამის ღირებულება 75 ლარია. პროგრამა გადასახადს არ ითვალისწინებს უმწეოებისთვის. პენსიონერები ამ თანხიდან მხოლოდ ათ პროცენტს, სხვა კატეგორიის პაციენტები კი 30 პროცენტს იხდიან.
„სტაციონარში პაციენტს მაქსიმუმ 10 დღეს, საშუალოდ ხუთ-ექვს დღეს ვაყოვნებთ. შემდეგ მათ ვუშვებთ ამბულატორიულ მოვლაზე. ამის შემდეგ პაციენტებს უვლიან ოჯახის ექიმები. ასევე მოქმედებს მერიის შინ მოვლის პროგრამაც.“
ბათუმის მერიის „შინ მოვლის პროგრამა“ გათვლილია შინ მოვლის საჭიროების მქონე სხვადასხვა კატეგორიაზე და უშუალოდ პალიატიური მზრუნველობის მქონე პაციენტების მოვლას არ ითვალისწინებს. თუმცა, მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის მოადგილის, მარინა რუხაძის ინფორმაციით, შესაძლებელია ამ პროგრამაში პალიატიური ზრუნვის საჭიროების მქონე პაციენტებიც მოხვდნენ.
„პროგრამაში შედიან მარტოხელები, შშმ პირები და ასაკით პენსიონერები, რომლებსაც აქვთ ქრონიკული დაავადებები. პროგრამა გულისხმობს კვირაში ერთხელ ექიმის ვიზიტს, ასევე საჭიროების აღწერას, სასიცოცხლო მაჩვენებლების კონტროლს, დიაგნოზის განსაზღვრას, თუმცა უმეტეს შემთხვევაში უკვე აქვთ დიაგნოზი. ამის შემდეგ ნიშნავენ მედიკამენტებს. ჩვენ გვაქვს ფართო სპექტრი მედიკამენტებისა, რომელთა გამოყენებითაც ექიმს შეუძლია მკურნალობა. საჭიროების შემთხვევაში პროგრამა გულისხმობს ასევე სხვადასხვა სპეციალისტის ჩართვას.“
2014 წლის ბათუმის ბიუჯეტში შინ მოვლის პროგრამისთვის 96 300 ლარი გაითვალისწინეს. პროგრამა ასაკობრივ შეზღუდვას არ ითვალისწინებს, თუმცა ის მხოლოდ ბათუმში რეგისტრირებული მოქალაქეებზეა გათვლილი. მუნიციპალიტეტებში კი მსგავსი პროგრამა არ მოქმედებს.
ვერიკო. დ. ბათუმში არ ცხოვრობს. საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ ის ბათუმთან არც თუ ისე ახლოს, სოფელში, საკუთარ სახლში დაბრუნდება. იქ მას საჭიროების შემთხვევაში დახმარება სოფლის ექიმმა უნდა გაუწიოს, რომელიც დილიდან ექვს საათამდე მუშაობს და სოფელში მას კიდევ ბევრი პაციენტი ელოდება. გარდა ამისა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, პალიატიური მზრუნველობა სპეციალურ ცოდნას და შესაბამის გამოცდილებას საჭიროებს.
„ოჯახის ექიმებს ამ კუთხით სპეციალური ცოდნა არ გააჩნიათ. პროფესიონალმა იცის, როგორ მოუაროს ნაწოლს, რომელიც ამ ტიპის პაციენტებს დროთა განმავლობაში უჩნდებათ, როცა აქვს სუნთქვის გართულება, როგორ უნდა დაუნიშნოს გამაყუჩებლები, როცა პაციენტს აქვს უმართავი ტკივილი, როგორ გამოიცნოს რა ხასიათის ტკივილია, ამ ყველაფერს განსხვავებული მიდგომა სჭირდება. გარდა ამისა საჭიროებებს თუ მივყვებით, მათთვის ისევე მნიშვნელოვანია ფსიქოლოგის დახმარება, როგორც ტკიილგამაყუჩებელი,“ – ამბობს პროფესორი მიშა შავდია, რომელიც თბილისში პალიატიური მზრუნველობის მქონე პაციენტებისთვის განკუთვნილ სოციალურ ჰოსპისს ხელმძღვანელობს. ის დაფინანსების სიმცირეზეც საუბრობს.
პალიატიური მზრუნველობის შესახებ სახელმწიფო პროგრამა მკურნალობის ორ მიმართულებას ითვალისწინებს. საქართველში ამ დროისთვის ფუნქციონირებს 19 საწოლზე გათვლილი სპეციალური ჰოსპისი, რომელიც ყოფილი ონკოცენტრის შენობაში ფუნქციონირებს. დაფინანსება დღიურად პაციენტზე 75 ლარია. ამაში შედის როგორც მოვლა, ასევე სიმპტომური მკურნალობა და დამატებითი ჩარევები. ამ თანხაში შედის საავადმყოფოს მოვლა-შენახვისა და საავადმყოფოს პერსონალის შრომის ანაზღაურების ხარჯიც.
მიშა შავდიას ინფორმაციით, ჰოსპისი მოთხოვნებს ვერ პასუხობს: „დღეს, მაგალითად, სამი ადამიანია რიგში, რომელიც ჰოსპისში მოთავსებას და მკურნალობას საჭიროებს. ისინი ელოდებიან რიგს. როგორც კი ადგილი გათავისუფლდება, მათ მივიღებთ.“
არსებობს მოსაზრებები, რომ პალიატიური მკურნალობა ძირითადად ონკოპაციენტებისთვისაა გათვალისწინებული, რაც სიმართლე არ არის. სპეციალისტის ინფორმაციით, პალიატიურ მზრუნველობას საჭიროებს ნებისმიერი პათოლოგიის მქონე პაციენტი, როცა დაავადება მკურნალობას აღარ ექვემდებარება.
საქართველოში, გარდა აჭარისა, პალიატიურ მზრუნველობას სოციალური სუბსიდიების სააგენტო ახორციელებს. სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, პალიატიური მზრუნველობა გულისხმობს პაციენტთა ბინაზე ამბულატორიული პალიატიური მზრუნველობის განხორციელებას შესაბამისი მობილური გუნდის მიერ. მომსახურების მოცულობა მოიცავს თვეში არაუმეტეს 8 ვიზიტს პაციენტთან. ვიზიტები დაფიქსირებული უნდა იყოს დოკუმენტაციაში ექიმის შესაბამისი ჩანაწერით. მომსახურება მიეწოდება არაუმეტეს 6 თვით.
მემედ ჯინჭარაძის ინფორმაციით, ამ პროგრამაში აჭარა გაუგებრობის გამო ვერ ჩაერთო:
„ადრე ჩვენ ვახორციელებდით პალიატიურ მზრუნველობას 40 პაციენტზე, სპეციალური პროგრამით. მათ ეგონათ, რომ ეს პროგრამა გაგრძელდებოდა, მაგრამ პროგრამა შეჩერდა. შემდეგ, როცა ჩვენ ვიბრძოდით იმისთვის, რომ ყოფილიყო ცალკე პროგრამა პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე პაციენტებისთვის, იყო ირონიული დამოკიდებულება და ხუმრობით დამკრძალავ ბიუროსაც გვეძახდნენ.“
ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის დაზუსტება, თუ რამდენი პაციენტი საჭიროებს პალიატიურ მკურნალობას საქართველოში. სუბსიდიების სააგენტოს გასული წლის ანგარიშის მიხედვით, 2013 წელს სააგენტო 3 345 პაციენტს მოემსახურა. ბათუმის მერიის `შინ მოვლის პროგრამით“ 80 პაციენტი სარგებლობს.
ევროსაბჭოს მისტრთა კომიტეტის მიერ გამოცემული რეკომენდაციით, რომელიც ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში პალიატიური მზრუნველობის ორგანიზებისათვის შემუშავდა ნათქვამია, რომ „ნებისმიერი პიროვნება, რომელსაც პალიატიური მზრუნველობა ესაჭიროება, უნდა იღებდეს მას ყოველგვარი შეფერხების გარეშე, მისი საჭიროებებისა და არჩევანის შესაბამის გარემოში.“

შორენა პურიჭამიაშვილს ცამეტი და სამი წლის შვილები ჰყავს. იგი ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩაზე, ნაქირავებ ოთახში ცხოვრობს. ზაფხულში, ერთი თვით თურქეთში იყო წასული სამუშაოდ. როცა დედა წავიდა, პატარა გოგონაზე უფროსი და ზრუნავდა. თურქეთიდან ჩამოტანილი ფული ერთ თვესაც არ ეყო ოჯახს. მარტოხელა დედა ამბობს, რომ სახელმწიფოსგან მხოლოდ სოციალურად დაუცველი პირებისთვის განსაზღვრულ შემწეობას – 156 ლარს იღებს, რომელიც ბინის ქირაში ეხარჯება.
„სადარბაზოში რომ დამეტოვებინა ახალშობილი, მაშინ ხომ ატყდებოდა ერთი ამბავი? _ ახლა რატომ არ მაქცევს არავინ ყურადღებას. ხან ჭურჭლის მრეცხავად ვმუშაობ, ხან დამლაგებლად, მაგრამ მაინც ვერ ვახერხებ შვილების გამოკვებას. მინდა, რომ ხელისუფლებამ ყურადღება გამოიჩინოს და როგორც სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედა, საცხოვრებლით უზრუნველმყოს“.
შორენა პურიჭამიაშვილი ბათუმში 2008 წლის შემდეგ ცხოვრობს. ამბობს, რომ დევნილი იყო, მაგრამ სტატუსი გააუქმეს. „აგვისტოს ომის მერე თბილისში გადავედით. იმავე შენობაში შეგვასახლეს, სადაც ჩემი ძმის ოჯახი. ჩემი ძმის ოჯახი როცა დააბრუნეს სოფელში, ჩათვალეს, რომ მეც დამაბრუნეს. ასე აღმოვჩნდი სტატუსის გარეშე“.
უსტატუსოდ დარჩენილი ქალი ბავშვებთან ერთად ბათუმში წამოვიდა: „საერთოდ არაფერი გაგვაჩნია მე და ჩემს შვილებს. არც საოჯახო ნივთები გვაქვს და ტანსაცმელიც სხვისი ნაჩუქარი გვაცვია“.
შორენა პურიჭამიაშვილს სოციალურის გარდა ჯანმრთელობის პრობლემებიც აწუხებს. 2001-2007 წლებში პენსიას იღებდა ფეხების დამწვრობის გამო. „მერე შემიწყვიტეს პენსია, მითხრეს აღარ გერგებაო, არ ვიცი რატომ. მხედველობის პრობლემაც მაქვს _ უკვე მიჭირს საოჯახო საქმეების გაკეთება. არც სარეცხის გარეცხვა შემიძლია, რადგან ხელებზე კანი მისკდება და ჭრილობებიდან სისხლი მდის. ორივე ფეხი ნაოპერაციები მაქვს, რის გამოც ხშირად მტკივა. ამდენი პრობლემების გადამკიდე ფსიქოლოგიური პრობლემებიც დამეწყო“.
შორენამ ამ ზაფხულს კიდევ ერთი ოპერაცია გაიკეთა _ ნაღვლის ბუშტზე რეფერალურ საავადმყოფოში, რომელიც სახელმწიფომ დაუფინანსა. ოპერაციიდან ზუსტად ერთ კვირაში თურქეთში წავიდა სამუშაოდ.
ამბობს, რომ თავისი პრობლემების ჩამონათვალით ბათუმის მერიაში არაერთხელ იყო და კიდევ მრავალჯერ აპირებს მისვლას.
მერიის სოციალური სამსახურის უფროსის მოადგილე გოჩა ჯიბლაძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ შორენა პურიჭამიაშვილი მარტოხელა დედის სტატუსის ფარგლებში გარკვეულ შეღავათებს იღებს: „კომუნალური შეღავათებით შეუძლია ისარგებლოს და შვილებს იმ შემთხვევაში, თუკი ისინი სკოლის გარდა დადიან რომელიმე წრეზე, სპორტზე, მუსიკაზე და ა.შ. სემესტრული თანხიდან გავათავისუფლებთ. ერთჯერად დახმარებაზე თუ განცხადება ჰქონდა შემოტანილი, განვიხილავთ და რიგითობის მიხედვით გავცემთ, სხვა ფულადი დახმარება მარტოხელა დედებზე არ გაიცემა“.
ორგანიზაცია „პროგრესის“ ხელმძღვანელის ნინო გაბუნიას თქმით, სახელმწიფომ მარტოხელა დედის სტატუსი 2008 წლიდან გააუქმა, რაც არასწორი გადაწყვეტილება იყო: „მხოლოდ ბათუმის მერია იჩენს კეთილ ნებას და ეხმარება იმ პირებს, ვისაც მანამდე მარტოხელა დედის სტატუსი ჰქონდა. ეს დახმარება, ძირითადად, კომუნალურ გადასახადებზე აისახება. დღეს, სახელმწიფო ფულად კომპენსაციას სოციალურად დაუცველ პირებზე გასცემს, მაგრამ მარტოხელა დედები, რომლებიც სოციალურად დაუცველები არიან, გაცილებით მძიმე პირობებში ცხოვრობენ, ვიდრე ისინი, ვისაც მარჩენალი ჰყავს“.
ნინო გაბუნიას აზრით, მარტოხელა დედებს სახელმწიფომ ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს: „როცა ამბობ, რომ საქართველოს დემოგრაფიულად უჭირს და ამ ფონზე დედებს არ ეხმარები, ძალიან ცუდია. მართალია, წელიწადში მხოლოდ 200 ლარს იღებდა მარტოხელა დედა, მაგრამ სხვა შემწეობებთან ერთად გარკვეულ შეღავათი იყო“.
მარტოხელა დედის სტატუსის გაუქმება უარყოფითად შეაფასა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია „იუნისეფმაც“, თუმცა სახელმწიფოს ამ შემწეობის აღდგენაზე დღემდე არ უფიქრია.
მარტოხელა დედების სტატუსის განსაზღვრის საკითხს სახალხო დამცველიც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, მარტოხელა დედის სტატუსი საკანონმდებლო დონეზე უნდა განისაზღვროს.

მთავარ პარტიებს ასრულებენ – ინგა ჯახუტაშვილი, ირაკლი კახიძე, ბაჩო ნაკაშიძე, სულხან ჯაიანი, მამუკა ლომიძე, ზაზა ხამათაშვილი, არმაზ დარაშვილი, ნანა ძიძიგური, ნონა კორიფაძე, ლევან მაკარიძე და ირმა ჟღენტი.
ამიტომ ახალგაზრდა სოლისტებისა და მთლიანად დასის მხარდასაჭერად ბათუმში ქართველი საოპერო მომღერლები-ცისანა ტატიშვილი, მედეა ამირანაშვილი, თამარ გურგენიძე და თენგიზ მუშკუდიანი ჩამოვლენს.

“მარინა ჯახუტაშვილის დიდი სურვილი ბათუმისთვის შეენარჩუნებინა საოპერო დასი, საზოგადოდ მამულიშვილური საქმეა. ფაქტობრივად, მან თავიდან აღადგინა დასი, გაზარდა სრულიად ახალი თაობა. ამ დასში ბრწყინვალე ახალგაზრდები არიან, შესანიშნავი ხმებით, მდიდარი და მახვილი შემოქმედებითი ინტუიციით. ვოკალური და სამსახიობო პრინციპები, ისე ორგანულადაა შერწყმული მათ შემოქმედებაში, რომ როცა ვუსმენ და ვუცქერ, მავიწყდება, რომ საოპერო სპექტაკლზე ვარ. ვუსურვებ წარმატებას, რადგან დღეს ქართულ საოპერო სცენებს სწორედ ასეთი ხმების, ნიჭიერი ახალგაზრდები სჭირდება. ბათუმში შესანიშნავი მსმენელია და ეს ქალაქი ნამდვილად იმსახურებს ჰქონდეს ძალიან კარგი საოპერო თეატრი,” – ამბობს ცისანა ტატიშვილი.
