Batumelebi | ბათუმში ენმ-ის ოფისთან საპატრულო პოლიცია გამოიძახეს ბათუმში ენმ-ის ოფისთან საპატრულო პოლიცია გამოიძახეს – Batumelebi

ბათუმში ენმ-ის ოფისთან საპატრულო პოლიცია გამოიძახეს

 

დღეს, 28 ოქტომბერს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ოფისთან ყიფილი პოლიტპატმრების აქციას კონფლქტი მოჰყვა. აქციის წევრები ნაციონალური მოძრაობის აკრძალვას ითხოვდნენ, კონფლიქტი მალე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან საპარტულო პოლიცია გამოიძახეს. 

 

 

ამ წუთებში პარტიის ოფისთან აქციის მონაწილეები ისევ იმყოფებიან: “არ უნდა შეგრჩეთ 7 ნოემბერი, გახსოვდეს სტუდენტების დარბევა”- ასეთია აქციის ერთ-ერთი  მონაწილის პოზიცია. 

რამდენიმე წუთის განმავლობაში ბათუმში, მემედ აბაშიზის გამზირზე სადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისი მდებარეობს, მოძრაობა შეჩერებული იყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
„ბათუმელები"