Batumelebi | იპოთეკარების აქცია მთავრობის სახლის წინ იპოთეკარების აქცია მთავრობის სახლის წინ – Batumelebi
RU | GE  

იპოთეკარების აქცია მთავრობის სახლის წინ

 

ამ წუთებში ბათუმში, აჭარის მთავრობის წინ იპოთეკარები აქციას მართავენ. ისინი აპროტესტებენ ბოლო პერიოდში გახშირებულ გამოსახლებას. მათი მოთხოვნა ხელისუფლების მხრიდან დაბალი, გრძელვადიანი სესხების გაცემაა.

 

 

 

 

„ათი დღის წინ, მთავრობის თავმჯდომარეს გადავეცით გამოსახლების შესაჩერებლად 80 კაცის სია. ყველაფერი გავაკეთეთ ისე როგორც დაგვავალეს.  ჩვენ გვეგონა რამეს მაინც გააკებდნენ, მაგრამ ცვლილება არ არის. ჩვენ ვართ გადამხდელუნარიანები, ჩუქებას არ ვითხოვთ. მოგვცენ ცოტა დრო, რომ გადავიხადოთ საჭირო თანხა. ბანკი ითხოვს თანხის ნახევარს, კერძო მევახშე კი სრულ თანხას, როგორ უნდა გადავიხადოთ ამხელა ვალები?“- ამბობს აქციის მონაწილე ნანა შარაშიძე.

 

 

„ჩვენ პირვლ რიგში ვაპროტესტებთ ბოლო პერიოდში გახშირებულ გამოსახლებებს. ყოველი გამოსახლება, ყოველი ტრაგედიაა, მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ პირველ ეტაპზე უნდა შეაჩეროს გამოსახლება, მეორე ეტაპზე კი ხელისუფლებამ მოიფიქროს ფორმა ან რეგულაცია, რომლის მეშვეობითაც შესრულდება დანაპირები და იპოთეკარები გრძელვადიან, დაბალ პროცენტიან სესხებს მიიღებენ“-განაცხადა უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ .

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მოხალისე , თაკო ათაბაგი