„ამ დღეებში მარტო სახანძრო სამსახურმა მიიღო 94 გამოძახება. აქედან, 90 გამოძახებაზე მოხდა რეაგირება. შპს „ბათუმის წყლმა“ ე.წ ჭაობის დასახლებაში ჩაატარა გაწმენდითი სამუშაოები. განსაკუთრებული პრობლემა შეიქმნა მეჯინის წყალთან დაკავშირებით, როდესაც წყლის არხები მდინაარემ დატბორა და დასახლებულ ადგილებსაც მიადგა ზიანი“- განაცხადა გიორგი ერმაკოვმა.
მერის ინფორმაციით, მეწყრული პროცესები განვითარდა ბოტანიკურ ბაღში და ცენტრალურ მაგისტრალზე მახინჯაურში გვირაბთან. ამ დროისთვის მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები.
გიორგი ერმაკოვის განცხადებით, თავდადებულის ქუჩის 145-147 მცხოვრებ მიქარებიძისა და შენგელიას ოჯახებს მერია დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს:
„ამ ოჯახებს გავიყვანთ ქირით, ბინის ქირავნობის თანხას მერია აუნაზრაურებს ბიუჯეტიდან რადგან ეს ოჯახები სოციალურად დაუცველები არიან. მათ მერია არაერთხელ დახმარებია და კიდევ ერთხელ გაუწევს დახმარებას“-აცხადებს მერი.
მოსახლეობის საყოველთაო აღწერა საქართველოში მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო. აღწერას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ატარებს, რომლის ბიუჯეტი 18 მილიონი ლარია.
საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში არის ბოლო ქვეყანა, რომელიც მოსახლეობის აღწერას ათწლიანი დაგვიანებით ატარებს.
სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს იბფორმაციით, მოსახლეობის აღწერის პირველი ეტაპი აჭარასა და გურიაში განხორციელდა, ნოემბერ-დეკემბერში იქნება თბილისი და სამეგრელო, მომდევნო 2015 წლის თებერვალში კი საყოველთაო აღწერაში ქართლი და იმერეთი ჩაერთვება.
გიორგი მოისწრაფიშვილის ხმას 11 წლის წინ ბათუმში რადიოს მსმენელები კარგად იცნობდნენ, მაშინ ის რადიოში მუსიკალური გადაცემის წამყვანი იყო, დღეს კი გიორგი რადიო “აჭარის” ხელმძღვანელია. ამბობს, რომ ეს მისთვის მოულოდნელი იყო: “ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ იმ რადიოს მენეჯერი გავხდებოდი, სადაც დაიწყო ჩემი კარიერა. 2002 წელს რამდენიმე მეგობართან ერთად დავწერე პროექტი, ყველანი სტუდენტები ვიყავით და ძალიან მოგვწონდა რადიო. პირველად რადიო აჭარის 80-წლიანი ისტორიის მანძილზე, ჩვენ შემოვიღეთ მუსიკალური წამყვანის ინსტიტუტი, მაშინ პირველად აღმოვჩნდი წამყვანის ამპლუაში, ორწელიწად-ნახევარი ვიყავი რადიოში. სტუდენტობის პერიოდში ასეთი გამოცდილება ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, პოპულარობაც ვიგრძენი, მთელი ქალაქი გვიცნობდა, ბევრი მსმენელი დღემდე მეგობრობს ჩემთან,” – ამბობს გიორგი.
რადიოეთერიდან ტელეეკრანზე მალევე გამოჩნდა: “პირველი სატელევიზიო ეთერი აჭარის ტელევიზიის გადაცემა “მუსზონა” იყო, მერე გადავედი 25-ე არხზე, მუსიკალური გადაცემის წამყვანი უნდა ვყოფილიყავი, გადაცემას მე დავარქვი “ბარ10″, ეს ის პერიოდი იყო, როცა ეთერის დროს 5000-6000 ესემესი შემოდიოდა, უამრავი ზარი, ახალი ურთიერთობები…” – იხსენებს გიორგი.
შემდეგ იყო გადაცემა “დილის ტალღა”, სადაც შვიდი წლის განმავლობაში, ყოველ შაბათ-კვირას გიორგი მოისწრაფიშვილი “დილის ტალღის” მაყურებლის განწყობაზე ზრუნავდა. ახარებს ის, რომ ხასიათის წყალობით არასოდეს ყოფილა რუტინული წამყვანი: “უკვე აღარ ვარ დილის ტალღის გუნდის წევრი, ჩემს ცხოვრებაში რაღაც რომ მთავრდება, იწყება მეორე, ამიტომაც დიდხანს არ მიგრძელდება გულის დაწყვეტის მომენტი. “დილის ტალღა” არის ჩემთვის ყველაზე დიდი გამოცდილება. როცა ხარ ეთერში, ვიღაცას არ მოსწონხარ, ვიღაცას – მოსწონხარ. ამაზე არ ვღელავდი, აბსურდია ყველას მოსწონდე, ყოველთვის არის ვიღაც, ვინც შეიძლება მართლა უკეთესი იყოს შენზე” – ამბობს გიორგი.
გიორგის გეგმები ახლა ისევ რადიოს უკავშირდება. ფიქრობს, რომ რადიოს სტრატეგიული ნაბიჯები სჭირდება და საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს მხოლოდ გასართობ და შემეცნებით არხად ვერ აქცევს: “რადიო საზოგადოებრივ ინტერესებს უნდა ითვალისწინებდეს სრულად, საჭიროა ბევრი სოციალური და პოლიტიკური პროექტი, საზოგადოებრივი რადიოს ფორმატი ამას მოითხოვს. რადიოში ყველა ინტერესის დაკმაყოფილებას შევეცდებით, იქნება საბავშვო პროექტები, სოციალური პროექტები, პოლიტიკური თოქ-შოუები, ფერმერული პროექტები და ეს ყველაფერი შეიფუთება მუსიკით. რადიოს აქვს უნიკალური საარქივო ფონდი, მაგალითად გალაქტიონ ტაბიძის ხმა აჭარის რადიოში იყო მხოლოდ შენარჩუნებული, ამ ყველაფერს სჭირდება გამოტანა და გამოყენება” – ამბობს გიორგი.
გიორგი ფიქრობს, რომ რადიოში მუშაობამ გაუადვილა ტელევიზიაში ყოფნა, ახლა კი დაეხმარება, როგორც ხელმძღვანელს. “რადიო არის საოცარი ინტიმი. მსმენელი ვერ გხედავს, მაგრამ გრძნობ, რომ შენი ხმის ტემბრით აღგიქვამს ისეთს, როგორიც უნდა რომ იყო. შენ ლავირებ ხმით, შენი ფლეილისტით, ფაქტობრივად შენ მიერ შექმნილ სამყაროში ამყოფებ მსმენელს” – ამბობს გიორგი.
გიორგი მოისწრაფიშვილი მუშაობას აჭარის ტელევიზიაშიც აგრძელებს, ნოემბრიდან ეთერში გიორგის საავტორო გადაცემა – “მგზავრის წერილები” გავა: “მგზავრი არის გენრე დოლიძე, რომელიც თითქმის არ ჩანს გადაცემაში, ის აკეთებს პროლოგს და ეპილოგს, ის მიდის სოფლებში, სადაც მეგზურობას უწევს სოფლის მკვიდრი, რომელიც მოუთხრობს მას სოფელზე. 25-წუთიანი, საინტერესო გადაცემა გამოვა” – ამბობს გიორგი.
გიორგიდამუსიკა
მუსიკასთან შეხება ბავშვობიდან მაქვს, ვარ შემსრულებელიც და ვქმნი საკუთარ მუსიკასაც, მყავდა ბენდი – “მუტაბორი”, ვუკრავდით ჯაზ-ფანკს, ეს ბენდი ახლა უკრაინაში აგრძელებს მუშაობას, მე კი ჯგუფიდან წამოვედი, ოჯახური პრობლემების გამო, რის გამოც მქონდა დეპრესიული მომენტი. ყველაზე მეტად მუსიკასთან გამოთხოვება მიჭირს. ცოტა ხნის წინ ჩემი მეგობრის ირაკლი შარაძის დამსახურებით ჩემი “აჭარული ბალადა” გამოვფინე. მუსიკით ამბების გადმოცემა მიყვარს, ეს ამბები ძალიან ძველია, ცოტა სევდიანიც. “დილის ტალღა” მაძლევდა საშუალებას მომევლო აჭარის მაღალმთიანეთი, სწორედ იქ მოსმენილი ამბები ხდება ჩემთვის ინსპირაცია, განწყობა, რომელიც ახლავს თან ამ მელოდიებს, ისტორიები… თავისით მოდის ეს თემები. “აჭარული ბალადის” თემატიკა არის საზღვარი, რომელიც გაჩნდა ნათესავებს შორის, ამიტომაც გამოვიდა ბალადა. საინტერესო რაღაცები მაქვს გასაცოცხლებელი, მუსიკით მომაქვს განცდები, ალბათ ამიტომ მოეწონათ ასე “ბალადა”. ვფიქრობ, მოვა დრო, როცა მომინდება ამ ყველაფრის გამოტანა სააშკარაოზე.
ელენესმამა
ელენე ცხრა წლისაა. ვხუმრობ ხოლმე, ჩვენ ერთად გავიზარდეთ-მეთქი, მართლაც ასეა. მე იმ შობლების კატეგორიას მივეკუთვნები, ვინც ფიქრობს, რომ საოცარი შვილი ჰყავს, ის იმდენად კარგი შვილია, რომ მე მხდის კარგ მამად. რა თქმა უნდა, არ მყოფნის დრო, რომელსაც ერთად ვატარებთ, ძალიან სწრაფად იზრდება, ალბათ მალე იმასაც მივხვდები, რომ ელენე ბავშვი აღარ არის, ის ჩემი ტოლია, სკოლის მერე ხომ ისედაც აღარ არის მკვეთრად გამოხატული ასაკობრივი სხვაობა. ვფიქრობ, მე და ჩემი მეუღლე კარგი მშობლები ვართ.
ელენე მგრძნობიარეა, ადამიანური ურთიერთობები უკვე აღელვებს. მოსწონს, როცა ეკრანზე ვჩანვარ, თავადაც მოსწონს კამერებთან პოზირება, შოთა გუჯაბიძემ გადაიღო კლიპში, მას მერე სულ ითხოვს შოთა ბიძიასთან სტუდიაში მიყვანას. ბალეტზე დადის ელენე, აინტერესებს არქიტექტურა და დიზაინი, ეს მე განსაკუთრებით მახარებს.
მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი 14 წლის წინ გავიცანით, ახლა 31 წლის ვარ, ზუსტად ცხოვრების ნახევარი გავატარეთ ერთად, ამიტომ სხვაგვარია უკვე ჩვენი დამოკიდებულებები, ერთად გავიზარდეთ, ყველა მნიშვნელოვანი ეტაპი ერთად გავიარეთ. მეგობრები ვართ პირველ რიგში, ერთმანეთს ვუჭერთ მხარს.
ამერიკული ოცნება
ვოცნებობ ამერიკის მოქალაქეობაზე. ვიცი, რომ აუცილებლად გავხდები აშშ-ს მოქალაქე. ამერიკა, თავისი ისტორიითა და ჯაზით ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე. ბავშვობა გავატარე ამერიკის შესახებ ისტორიების მოსმენით, მამაჩემი იყო მელომანი, მას აქვს განსაკუთრებულად დიდი კოლექცია ვინილის, ამიტომაც ვისმენდი ჯაზს, ვკითხულობდი ისტორიებს ჯაზზე, ამ ყველაფერმა კი ისე ამაფორიაქა, რომ დღემდე ვარ მობილიზებული, რომ აღმოვაჩინო ამერიკა.
სახანძრო ცვლის წარმომადგენელის, ლევან სურმანიძის თქმით სახანძრო სამსახურში შეტყობინება დღის 14:30 შევიდა. „ შემთხვევის ადგილზე სამი სახანძრო გავიდა და გაირკვა, რომ კერძო სახლის სათავსო იწვოდა. საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის და ზარალიც მინიმალურია,”-აცხადებს ლევან სურმანიძე.
მეზობლების განცხადებით, საცხოვრებელი სახლის სხვენში ცეცხლი გაჩენის მიზეზი, სავარაუდოდ გათბობას უკავშირდება:
„სახლის პატრონი საზღვარგარეთ არის წასული და სახლი მიტოვებულია. სახლის სხვენში უსახლკარო ბიჭი ათევს ხოლმე ღამეს. სავარაუდოთ შესცივდა, გათბობა სცადა, რის შედეგადაც გაჩნდა ხანძარი“ – ამბობს ამხანაგობის თავმჯდომარე, იმედა შარაშიძე.
გაცნობებთ რომ თქვენს მიერ შეუსრულებელი ვალდებულებების გამო გატყობინებთ შპს ,,UNLU”-ს თან (ს.კ 248435359) 2011 წლიდან დღემდე ყოველგვარი სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან, მათ შორის ზეპრი თუ წერილობითი გარიგებებიდან ცალმხრივად გასვლის თაობაზე.
„ჯერ კიდევ ზაფხულში, 19 აგვისტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის სხდომაზე განვიხილეთ შუახევის მუნიციპალიტეტის დღვანის თემის სოფელ ლომანაურის მცხოვრებთა კოლექტიური წერილი, რომელშიც მოსახლეობა სოფლისათვის ელექტროენერგიის მოწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების ზამთრის დადგომამდე აღმოფხვრას მოითხოვდა. განმცხადებლები აღნიშნავდნენ, რომ მათთან „არ განხორციელებულა გამრიცხველიანება, არ შეცვლილა ავარიული ელექტროგადამცემი ბოძები, რომ მწყობრიდან იყო გამოსული და არ მუშაობდა საჰაერო გამთიშველები“,- აცხადებს ჯემალ ფუტაკარძე.
მისი თქმით, კანონმდებლებმა სათანადო მსჯელობის შემდეგ, იმავე დღეს, პრობლემის მოგვარებისა და დროული რეაგირების მიზნით, შესაბამისი წერილით მიმართეს „ენერგო პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული სამმართველოს უფროსს.
„ კომპანიიდან უმაღლეს საბჭოში პასუხი მხოლოდ ორი კვირის შემდეგ, 5 სექტემბერს მოვიდა და მასში ნათქვამი იყო, რომ „კომპანიაში მიმდინარეობდა განცხადებაში მოყვანილი ფაქტების შესწავლა“ და რომ ამ პროცესის დასრულების შემდგომ, მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ აჭარის საკანონმდებლო ორგანოს უმოკლეს ვადაში ეცნობებოდა. სამწუხაროდ, მას შემდეგ არავინ შემოგვხმიანებია, – აღნიშნავს ჯემალ ფუტკარაძე. მისივე განცხადებით, ამინდის ცვალებადობა სახეზეა და შედეგმაც არ დააყოვნა – მაღალმთაინეთში პირველი თოვლი მოვიდა და როგორც ირკვევა, სოფლებში არანაირი სამუშაოები არ ჩატარებულა, უფრო მეტიც, მათი ნაწილი კვლავ ენერგომომარაგების გარეშეა დარჩენილი.
ჯემალ ფუტკარაძე ვიდეორგოლში, რომელიც მან უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა, აცხადებს: „საკუთარ მოსახლეობის აღშფოთებული მიმართვა ხელისუფლების მიმართ (შუახევის გამგეობა, თვითმმართველობის ორგანოები ) ამჯერად სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. წინ მკაცრი ზამთარია, გვახსოვს წინა წლის მწარე გამოცდილება – რეზინის ჩექმებსა და თბილ მოსასხამებში ხელისუფლებისა თუ ენერგოკომპანიის ხელმძღვანელი პირების მწუხარე სახით დადებული დაპირებები, რომ ყველაფერს იღონებდნენ პრობლემების აღმოსაფხვრელად, მაგრამ ამინდი უარესდება, მდგომარეობა კი ისევ უცვლელია. დღეისათვის მაღალმთიანეთის ზოგ სოფელში თოვლი ნახევარ მეტრს აღწევს და ასეთ დროს, დღავნი-კვიახიძეების დამაკავშირებელ სოფლებს ელექტროენერგია არ მიეწოდება, დაზიანებულია ბოძები, რის გამოც ენერგიის მიწოდების აღდგენა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
მივმართავ არა მარტო შუახევის, არამედ მაღალმთიანი აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს, ენერგოკომპანიასთან ერთად დაუყოვნებლივ მიიღონ გადამჭრელი ზომები პრობლემების აღმოსაფხვრელად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხის სამართლიან რისხვას დავიმსახურებთ, – აცხადებს ჯემალ ფუტკარაძე.
ამის შესაცებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
აზერბაიჯანში, სახელმწიფო საზღვრის კვეთის დროს, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1973 წელს დაბადებული ექში ჰალილი დააკავეს.
ექში ჰალილი, საქართველოს ინტერპოლის წითელი ცირკულარით, საერთაშორისო ძებნაში 2014 წლის 20 აგვისტოდან იმყოფებოდა. მას ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რაც მითვისება/გაფლანგვას და ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადებას, გასაღებას ან გამოყენებას გულისხმობს.
სამინისტროს ცნობით, ექში ჰალილი კომპანია „TEK-EV INSAAT DECORATION TAHHUT ICH EV DISTIJARET LIMITED SIRKETI Ltd.“-ის დირექტორის თანამდებობას იკავებდა, როდესაც აღნიშნულმა კომპანიამ ბათუმის თოჯინების და ახალგაზრდობის სახელმწიფო თეატრის რეკონსტრუქციისთვის გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.
ბრალდების მტკიცებით, მან დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, ბოლომდე არ შეასრულა თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები და ყალბი ინვოისების გამოყენებით თეატრის ბიუჯეტიდან 86 663, 23 ლარი მიითვისა, რითაც სახელმწიფოს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ზარალი მიაყენა.
ამჟამად ექში ჰალილის მიმართ წინა საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
გამორთულია ჩაქვისა და ჩაისუბნის სასმელი წყლის სათავე ნაგებობები, წყალი არ მიეწოდება ძველი ქსელის მომსახურე აბონენტებს, ბენზე-ბონი- გოროდოკის დასახლებებს, ელოდებიან წყლის დაწმენდას.
რაც შეეხება გაზის მიწოდებას, გუშინ სარფში ჩამოწოლილმა მეწყერმა დააზიანა მილსადენი და 30 – აბონენტი გამორთულია.
გუშინ ყველა მუნიციპალიტეტში მუშაობდა შერეული კომისია. ამ დროისათვის ყველაზე რთული სიტუაცია მათალმთიან რაიონებში გვაქვს. ახლახანს ვესაუბრეთ “ენერგო-პრო ჯორჯიას” წარმომადგენლებს, დღის ბოლომდე მაღალმთიან სოფლებს აღუდგება ელექტრო ენერგიის მიწოდება.
ქედაში მეწყრული მოვლენებს ჰქონდა ადგილი, შესაძლოა კიდევ განმეორდეს. მიმდინარეობს მონიტორინგი, ტექნიკა მობილიზებულია.
ხულოსა და ქედაში ამ დროისათვის მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. დაბაში თოვლის საფარი 10-20 სანტიმეტრს აღწევს, ხოლო მაღალმთიან სოფლებში 70-80 სმ-ს. სავარაუდოდ ინტენსიური თოვის გამო, გოდერძის უღელტეხილის გაწმენდა არ მოხდება და ჩაიკეტება. გზების გაწმენდას დანისპარაულამდე ვაპირებთ.
ძლიერი წვიმის შედეგად ხელვაჩაურსა და ქობულეთში რამდენიმე სახლი დაიმეწყრა. ოჯახები გადაყვანილია უსაფრთხო ადგილას. ყველა შიდა-სასოფლო გზაზე, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
აღსანიშნავია, რომ გაწმენდილია ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბთან ჩამოწოლილი მეწყერი და გზა გახსნილია.
მთავრობის და მუნიციპალიტეტების შესაბამისი უწყებები მობილიზებულია და სრულ მზადყოფნაში არიან საჭიროების შემთხვევაში აღმოფხვრან ლოკალური პრობლემები. ისევ მუშაობს აჭარის მთავრობის ცხელი ხაზი. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დარეკოს და გვაცნობოს პრობლემის შესახებ ნომერზე: 27-20-01.
ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ზაალ მამუჭაძე, „ბათუმელებთან“ კომენტარში აცხადებს, რომ ქალაქში არსებულ ღია ჭებს აკონტროლებენ, თუმცა იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები დაცული ბაგრატიონის ქუჩაზე, ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს:
„გადავამოწმებ ინფორმაციას და გავიგებ“- აცხადებს ის. ზაალ მამუჭაძის ინფორმაციით, ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციას, ქალაქის კეთილმოწყობის სამსახური ახორციელებს და შესაბამისად, უსაფრთხოების ზომებიც მას უნდა მიეღო.
„თუ მონიტორინგის დროს ვნახულობთ კანალიზაციის ღია ჭებს, ვუკავშირდებით და საქმის კურსში ვაყენებთ მათ, ვისაც ექვემდებარება ეს ჭა. ხალხი ახლაც გაშვებული გვყავს შემოწმებაზე და თუ სადმე კიდევ აღმოჩნდება ფაქტი, დაგვირეკავენ“-აცხადებს სამსახურის უფროსი.
ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩების დიდი ნაწილი იტბორება, რის გამოც ღია ჭები როგორც ქვეითებს, ასევე ავტომანქანებსაც საფრთხეს უქმნის.
„მეწყერია ჩამოწოლილია გზაზე, გვირაბთან. გზა გადაიკეტა და საფრთხე სასაფლაოებსაც ემუქრება“- აცხადებს, მწვანე კონცხის დასახლების მაცხოვრებელი, დათო ჯინჭარაძე.
მოქალქე აცხადებს, რომ სამაშველო სამსახურს დაუკავშირდნენ: „გაფრთხილებულია ქალაქის მერიაც“.
„ყველა გამოძახებაზე იყო რეაგირება. ძირითადი ზარები დატბორვის გამო იყო, აეროპორტის მიმართულებით იყო ქუჩები დატბორილი, ჯგუფები გასულია და მუშაოებენ. ქობულეთში, სოფელ ალამბარში მეწყრული პროცესებია განვითარებული, თუმცა მაგისტრალური გზები ჩაკეტილი არ არის, გარდა გოდერძის უღელტეხილისა, რადგან იქ ერთი მეტრო თოვლია“-აცხადებს სამაშველოს უფროსი.
მეწყრული პროცესები განვითარდა სოფელ ჯოჭოშიც. მამუკა თირმანიძის ინფორმაციით, ორ ოჯახი გადაყვანილია უსაფრთხო ზონაში.
„მიმდინარეობს მოკვლევა რამდენად უსაფრთხოა იმ ადგილზე ამ ოჯახების დაბრუნება. თუ დასკვნა იქნება დადებითი, მაშინ შეკეთდება დაზარალებულთა სახლები, თუ არა მოხდება მათი სხვაგან გადაყვანა“.
მაშველებმა ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს ქობულეთში წყალში დაკარგულ მამაკაცს, რომელიც მდინარეში ძაღლის გამო შევიდა.
„ელექტროენერგია არ გვაქვს, ამ დროისთვის მთლიანად გათიშულია მუნიციპალიტეტი. 20 სოფელს კი არც საერთო გათიშვამდე მიეწოდებოდა შუქი. მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 70 სმ აღწევს, ცენტრალურ მაგიასტრალზე მოძრაობა არ შეწყვეტილა, თუმცა სოფლების მიმართულებით, ჯერ გაწმებდითი სამუშაოები არ დაწყებულა. ტექნიკა მობილიზებულია“- აცხადებს გამგებელი.
გამგებლი ამბობს, რომ მოსახლეობისგან მეწყრული პროცესების განვითარების თაობაზე ჯერ-ჯერობით შეტყობინება არ მიუღია.
გამგებლის განცხადებით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ზამთრისთვის შეშითაც მომარაგებულია:
„დაახლოებით ერთი კვირის წინ, მქონდა ინფორმაცია რომ 90 პროცენტი მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფილია. სატყეოს ვესაუბრე და ლიმიტი ამ დროისთვის ამოწურულია“.
“ბათუმელებს” ეს ინფორმაცია სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა დაუდასტურეს.
მათივე ცნობით ამ დროისთვის ზარები არ წყდება. მოსახლეობა აჭარის სხვადასხვა მუნციპალიტეტიდან ითხოვს დახმარებას. სამაშველო სამსახურის თანამშრომლები კი ინფორმაციას მუნიციპალიტეტების გამგეობებს აწვდიან.
ინფორმაციას ამის შესახებ “ბათუმელებს” აჭარის სამაშველო სამსახურში დაუდასტურეს. მათივე ცნობით დაშავებული არავინ არ არის და სამივე ავტომანქანა საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლების დახმარებით ამოყვანილია.
მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები მერთან შეიკრიბნენ და ქალაქში არსებული მდგომარეობა განიხილეს. ამ დრომდე მიმდინარეობს დატბორილი ეზოებიდან და სახლებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები.
გამოდარებისთანავე დაიწყება დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის შესწავლა და ზარალის დათვლა. მერიის წარმომადგენლები სამოქმედო უბნების მიხედვით შეისწავლიან მდგომარეობას და ინფორმაციას მერს წარუდგენენ.
ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ამიტომ ქობულეთისა და ბათუმის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები შემოვლითი გზით გადაადგილდებიან. რაც შეეხება სატვირთო მანქანებს მათ შემოვლითი გზით არ უშვებენ და ისინი გვირაბთან არიან გაჩერებულები.
შემოვლით გზაზე ანუ მწვანე კონცხე კი წვიმს და საცობია. “ბათუმელებს” ფოტო გიორგი გოხიძემ მოაწოდა.
პარალელურად მობილიზებულია ადმინისტრაციულ ერთეულებში სპეციალური მობილური, სამაშველო-სახანძრო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები-ინფორმაციას ამის შესახებ ქობულეთის მუნციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
წინასწარი პროგნოზით ამინდის გაუარესება 24:00 საათიდან არის ნავარაუდები.
მუნიციპალიტეტის შექმნილი საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. ამოქმედებულია ცხელი ხაზი. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 0426 26 72 09; 595 70 44 00; 599 85 63 73; 599 85 63 74.
ქობულეთში, სოფელ აჭყვისთავში მეწყერული კერები გააქტიურდა, ადგილზე ამ წუთებში (17:20 საათი) ქობულეთის გამგებელი სულხნ ევგენიძე იმყოფება და “ბათუმელები” დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.
“მიუხედავად იმისა, რომ რეგულარულად იწმინდება ზღვაში გამსვლელი არხები, ქალაქის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა”-წერია ნიუსში რომელიც ქალაქის მერმა სოციალურ ქსელში, მის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.
“რთული მდგომარეობაა ე.წ. ჭაობის დასახლებაში. დატბორილია თავდადებულის, ლერმონტოვის, სულაბერიძის, მალაზონიას, მაიაკოვსკისა და გოგოლის ქუჩები, სადაც ინტენსიურად მიმდინარეობს ამოტუმბვითი სამუშაოები.
ამ დროისთვის სახანძრო დაცვისა და საგანგებო სიტუაციათა სამსახურში დატბორვასთან დაკავშირებით 50-მდე ზარი დაფიქსირდა”-წერს ქალაქის მერი ფეისბუქის გვერდზე.
როგორც ბესკ ბაუჩაძემ”ბათუმელებს” უთხრა, სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების დახმარებით, თოვლში ჩარჩენილი ავტომანქანები გოდერძის უღელტეხილიდან გამოყვანილია.
მისივე ინფორმაციით, გოდერძის უღელტეხილზე ათ სანტიმენტრამდე თოვლია.
გამგებელი ამბობს, რომ მუნციპალიტეტში სოფლებთან მისასვლელი გზებზე მოძრაობა არ შეზღუდულა. მისივე ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით არც მეწყრული კერები არ გაჩენილა.
„იმ დროს სოფელ ორცვაში ვცხოვრობდით. მამაჩემი, მუსა ქაჯაია კოლმეურნეობაში ბუღალტრად მუშაობდა. 1937 წელს თავის ბიძაშვილებთან ერთად დაიჭირეს. ზუსტად არ ვიცით სასჯელს სად იხდიდა, მაგრამ როგორც შემდეგ გავარკვიეთ, ციმბირში გაუსახლებიათ.
ჟანდარმები მუსა ქაჯაიას სახლში შუაღამით შევიდნენ. „ყველაფერი ააყირავეს და რაც მამას ეკუთვნოდა, წაიღეს. ასე დარჩა დედა მარტო. არც ჩვენ გვქონია ბავშვობა, ჩვენი „სათამაშო“ ბარი, ცელი და თოხი იყო. პატარები ვიყავით, მაგრამ ფიზიკურად ვმუშაობდით. თამბაქო, ვენახი, საქონელი და ბოსტანი – ყველაფერი დედის მხრებზე იდგა. ჩვენც ვცდილობდით საქმე შეგვემსუბუქებინა მისთვის. მამის დაჭერაზე თითქმის არ ვსაუბრობდი, მაგრამ როცა ძალიან დავიღლებოდი, ტყიდან შეშის ზიდვით ან რაიმე მძიმე საქმით, მაშინ ვლანძღავდი ხოლმე მათ ვინც მამა წაგვართვა“.
იმ დღის შემდეგ მერი ქაჯაიას ოჯახს მამისგან არანაირი შეტყობინება არ მიუღია.
„თბილისში რომ გავგზავნე განცხადება, იქედან მომწერეს, ციმბირის ჰავას ვერ გაუძლო და იქ გარდაიცვალაო. სახლში არც მასთან ერთად დაკავებული ბიძაშვილები დაბრუნებულან. ისინიც, როგორც გვითხრეს, ციმბირში გარდაიცვალნენ.
წლების წინ, როცა ჩემი რძალი საავადმყოფოში მუშაობდა, იქ შეხვედრია ერთ კაცს, რომელიც ციმბირში ათი წელი იხდიდა სასჯელს და მას უთქვამს, რომ მამაჩემს იცნობდა. ჩემი ძმის გაცნობაც მოუსურვებია, მაინტერესებს, ისიც მამასავით კარგი კაცია თუ არაო. მაშინ ჩემი ძმა ქალაქის რაიკომის მდივანი იყო. სამწუხაროდ, ეს კაცი ჩემს ძმასთან შეხვედრამდე გარდაიცვალა და ეს ბოლო შესაძლებლობაც დავკარგეთ“, – ამბობს მერი.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირში რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო. მერი ქაჯაიას ოჯახი მეორედ გახდა რეპრესიების მსხვერპლი: „ამჯერად ჩემი ბიძაშვილი და მისი ოჯახი, პატარა ბავშვებით გადაასახლეს ყაზახეთში, მაგრამ სტალინის გარდაცვალების შემდეგ დაბრუნდნენ. მიზეზი არც ახლა იყო ნათელი, ამბობდნენ, რომ თურქეთში გადადიოდნენ და ამის გამო. ჩემი ბიძაშვილი უსუფ ქაჯაია კარგი მომღერალი იყო და იმ დღეებში მოსკოვშიც აპირებდნენ მიწვევას, მაგრამ ასე მოხდა“.
მერი ქაჯაია ამბობს, რომ ადამიანების უსამართლოდ დასჯა ყველაზე დიდი ბოროტებაა: „განა შეიძლება ადამიანები მტკიცებულებებისა და ბრალის გარეშე დაიჭირო? ვინ რას მოიგებს ამით? მხოლოდ ძალადობა და სიძულვილი შეიძლება გააძლიერო. არც საბჭოთა ხელისუფლებას მოუგია რამე… ყველა ბავშვს აქვს უფლება იცხოვროს ნორმალურ ოჯახურ გარემოში, მშობლების მზრუნველობისა და სიყვარულის ქვეშ, მაგრამ საბჭოთა ხელისუფლებამ წამართვა მე ეს უფლება, მამას კი სიცოცხლე მოუსპო“.
ჩაიხერგა მუნიციპალურ ცენტრთან დამაკავშირებელი გზა ზესოფელში, ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის ქედის მონაკვეთზე სოფელ ზვარესთან მეწყერი აქტიურდება.
ქედის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით შემთხევევის ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს გზების გაწმენდა-გასუფთავება ჩამოსული მასისგან.
ქობულეთის გამგებლის, სულხან ევგენიძის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელსაც სამაშველო სამსახური უკვე მეორე დღეა ეძებს, საქონლის მოსაძებნად იყო წასული. მამაკაცს ახლდა ძაღლი, რომელიც ადიდებულ მდინარეში გადახტა.
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით ქობულეთში, სოფელ აჭყვაში ზვავი ჩამოწვა, გარდა ამისა წვიმის დროს დაიბორა ერთი სახლი. ადგილზე უკვე მუშაობა დაასრულეს სახანძროს სამსხაურის თნამშრომლებმა, საგანგებო სამსახურის ცნობით მათ წყალი ამოტუმბეს.
ქობულეთის გამგებლის, სულხან ევგენიძის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელსაც სამაშველო სამსახური უკვე ორი საათია ეძებს, საქონლის მოსაძებნად იყო წასული. მამაკაცს ახლდა ძაღლი, რომელიც ადიდებულ მდინარეში გადახტა.
ადიდებულ მდინარეში ინსტიქტურად გადაეშვა მამაკაციც. გამგებელი ამბობს, რომ მაშველები ჯერ კიდევ ეძებენ მდინარის მიერ გატაცებულ მამაკაცს. სულხან ევგენიძის ინფორმაციით, ძლიერი ქარმა ქალაქ ქობულეთში მოგლიჯა ხე.
გამგებელი ამბობს, რომ ამ დროისთვის ქობულეთში, თბილისის ქუჩაზე უკვე მორჩნენ ხისგან გადაკეტილი ქუჩის გაწმენდას და მოძრაობა აღდგენილია. ქობულეთის გამგებლის ინფორმაციით, სტიქიამ ჩაქვის დასახლებაში სახურავი ახადა ერთ სახლსაც.
ბატონო დავით, საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის დამფუძნებლები და 50/50- პროცენტიანი წილის მფლობელები რუსეთის მოქალაქეები – სერგეი დავიდოვი და მელიტონ ტორჩინავა არიან. ვინ არიან კომპანიის მფლობელები და რატომ გადაწყვიტეს აჭარაში სამშენებლო ბიზნესში კაპიტალდაბანდება?
„დიეს გრუფის” დამფუძნებელი არის სერგეი დავიდოვი. მელონ ტორჩინავაზე ძალიან მოკლედ შემიძლიათ გითხრათ, მალე სერგეი დავიდოვი იქნება ასპროცენტიანი წილის მფლობელი. დაფუძნებამდე გვქონდა რამდენიმე კომპანია, მათ შორის სავაჭრო ცენტრი „მოსკოვი” (ძველი უნივერსამის შენობა). „უნივერსამის” ერთ-ერთი დამფუძნებელი არის სიმონ დავიდოვი, სერგეის ბიძა და მეორე – მარინა დავიდოვა, სერგეი დავიდოვის შვილი. სერგეი დავიდოვი დაბადებულია ბათუმში, 14 წლამდე იზრდებოდა აქ, შემდეგ მშობლები გადავიდნენ რუსეთში, მოსკოვში. სერგეი 2008 წელს ჩამოვიდა რუსეთიდან საქართველოში და სამწუხაროდ დაემთხვა ომი. მაგრამ ამას არ შეუშინდა, რადგან ძალიან დიდი ცვლილებები ნახა ბათუმში და გადაწყვიტა, აქ ბიზნესი დაეწყო.
რა ბიზნესითაა დაკავებული რუსეთში?
ბატონი სერგეის ოჯახი რუსეთში ფლობს კომპანია „ჟიგულის” 50-პროცენტიან წილს, საოჯახო ბიზნესი აქვთ. ძირითადად მუშაობენ ნავთობზე, ბენზინგასამართი სადგურები აქვთ თავისი ინფრასტრუქტურით, რაც ახლავს ბენიზგასამართ სადგურებს – სამრეცხაო, საბურავების მონტაჟი-დემონტაჟი და ასე შემდეგ. პლუს ამას აქვს ორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ეს უკვე პირადად მისი ბიზნესია.
აჭარაში არაერთი სამშენებლო კომპანიაა ბაზარზე, მათ შორის კომპანიები, რომელთაც აქვთ მუშაობის უკვე მრავალწლიანი გამოცდილება, კონკურენცია სამშენებლო ბაზარზე არის. რატომ გადაწყვიტეთ აქ კაპიტალდაბანდება?
ბატონი სერგეი მეგობრული სიტუაციიდან გამომდინარე მე დამეყრდნო, ეს ჩემი იდეა იყო. ჩვენ ბავშვობის მეგობრები ვართ და ამიტომაც დავიწყეთ ეს საქმე. ყველა ბიზნესში, გინდათ მშენებლობა იყოს ეს ან სხვა რამ, ძირითადი პრინციპი უნდა იყოს გულახდილობა და თანადგომა. უშეცდომო არავინ არ არის.
რა არის თქვენი კომპანიის უპირატესობა, რატომ უნდა მოვიდეს მომხმარებელი თქვენთან?
საწყის ეტაპზე მინდოდა გაგვეკეთებინა წინადადება ახალგაზარდა ოჯახებისთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც შეუძლია ნაქირავებში თანხის გადახდა. გათვლა გვქონდა სწორედ ასეთ ოჯახებზე და მოვამზადეთ წინადადება – სამწლიანი უპროცენტო განვადება, წინასწარი შენატანის გარეშე, რომ საშუალო ხელფასის მქონე ადამიანებს შეძლებოდათ ბინის ყიდვა. ამ გათვლით დავიწყეთ და 500 ბინა ჩვენ მოკლე ხანში აღარ გვქონდა. მომხმარებელიც ხედავს იმ უპირატესობას, რაც ჩვენს კომპანიას აქვს. არავინ არ მინდა შევურაცხვყო, მაგრამ არის ბევრი მშენებლობა, რომელიც მუშაობს ასე – გაყიდა ბინა 30-პროცენტიანი ან 100-პროცენტიანი შენატანით, გარკვეული სამუშაოები ჩაატარა და გაჩერდა, რადგან ელოდება ბინების გაყიდვას. როცა ადამიანი მოდის და ხედავს, რომ მშენებლობა სწრაფად მიდის, ნდობის მომენტი მეტია. წელს, 20 ივნისს, გვქონდა მშენებლობის გახსნა, მხოლოდ შენობის საძირკველი იყო და დღეს დაისხა მეშვიდე სართულზე იატაკი. ჩვენ ვიმუშავეთ ხალხზე და არა იმაზე, რომ ერთი ბინიდან ზემოგება მიგვეღო.
რა ღირს ერთი კვადრატული მეტრი თქვენს აშენებულ სახლებში?
პირველ ეტაპზე 380 დოლარად გავყიდეთ კვადრატული მეტრი, უპროცენტო განვადებით და შემდეგ, შემიძლია ვთქვა, რომ 99 პროცენტი გაიყიდა 400 დოლარად სამწლიანი განვადებით, პირველადი შენატანის გარეშე.
სამომავლოდ ფასი შენარჩუნდება თუ გაიზრდება?
იმავე ფასებს შევინარჩუნებთ. აჭარის გზატკეცილზე, ტბელ-აბუსერიძის ქუჩაზე, სადაც ჩვენი 46-სართულიანი კორპუსი შენდება, მის გვერდით არის შენობა, რომელიც კატასტროფულ მდომარეობაშია. ამ სახლის დემონტაჟს ვაპირებთ, დროებით საცხოვრებლად გადაგვყავს ხალხი გვერდით შენობაში და ამ ადგილას 50 ათას კვადრატულ მეტრზე დავიწყებთ მშენებლობას, სადაც იმავე პრინციპით გაიყიდება ბინების ნაწილი. სავარაუდოდ, ახალი წლიდან დაიწყება აქ მშენებლობა, პროექტი უკვე გამზადებულია.
როგორც ვიცით, ყოფილი უნივერსამის ტერიტორიაზე აპირებთ მშენებლობის დაწყებას. აქ რა აშენდება?
ეს იქნება დაახლოებით 16-17-სართულიანი შენობა, ჯერ ზუსტად არ ვიცით. გვინდა, რომ პირველ-მეორე სართულზე იყოს დიდი სავაჭრო ცენტრი და ზემოთ, დამოუკიდებელი შესასვლელით იქნება საცხოვრებელი კორპუსი.
სავაჭრო ცენტრში დასაქმებული ადამიანების გადაყვანას სად გეგმავთ?
სავაჭრო ცენტრში ოთხი წელი ვმუშაობდი, დირექტორი ვიყავი და ვიცი რა პრობლემებია აქ, ძალიან ძველი შენობაა, რამდენჯერმე გვინდოდა დემონტაჟი დაგვეწყო, მაგრამ მოვაჭრეების მოთხოვნას ვითვალისწინებდით, ამ ხალხი გამოყვანა ვერ მოვახერხეთ, რადგან ბევრს ბანკის ვალი აქვს, აქ მუშაობით არჩენენ ოჯახს, ამიტომ მათ შევთავაზეთ უფრო კომფორტულ, დაცულ გარემოში იმუშაონ და მოხდება შენობის დემონტაჟი, სავაჭრო ცენტრი კი გადავა ახალ შენობაში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სადაც 6 000 კვადრატული მეტრი კეთილმოწყობილი ფართობი იქნება, ექსკავატორებით, ისე, როგორც პლაზაშია.
ხშირად ყიდულობენ თქვენს აგებულ სახლებში ბინას უცხოელები?
თავიდანვე ჩვენ გათვლა გვქონდა არა ტურისტებზე, არამედ ადგილობრივ მოსახლეობაზე და ასეც მოხდა. სამი პროცენტი თუ იქნება უცხოეთის მოქალაქეების. მყიდველების დაახლოებით ათი პროცენტი თბილისელია, დანარჩენი – სენაკი, ოზურგეთი, ქუთაისი და უმეტესობა ბათუმელები, 50 პროცენტზე მეტი. ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, სადაც დასრულებული სახლია, მყიდველების 20 პროცენტია ბათუმელი, დანარჩენი უცხოელია. ეს ხდება ფასიდან გამოდინარე, რადგან ცენტრში უფრო ძვირი ღირს ბინები. მიწის ნაკვეთიდან იწყება ფასის კალკულაცია და ცენტრში მიწის ფასი უფრო მაღალია, თან სამშენებლო რეგულაციები არ მაძლევს საშუალებას, ავაშენო მაღალსართულიანი სახლი, თორემ ბინების განლაგება და სამშენებლო მასალები ყველაგან ერთი და იგივეა.
უცხოელებიდან რომელი ქვეყნის მოქალაქეები ყიდულობენ ბინებს ყველაზე ხშირად?
ჩვენთან ძირითადად რუსეთის მოქალაქეები ჭარბობენ.
როგორ აფასებთ საქართველოში, აჭარაში, ბიზნესისა და სახელმწიფოს ურთიერთობას? რა მიმართულებებით არის პრობლემები და რა არის საჭირო ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად?
ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ, ბიზნესი სხვა სფეროა, ეს ისეთი კითხვაა, რომელიც ცოტა პოლიტიკურში გადადის, ნამდვილად არ მინდა ვინმე ვაძაგო და ვინმე ვაქო. ეს კითხვა დავტოვოთ ღიად.
თქვენი აზრით, რატომ უჭირთ ბიზნესმენებს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა? განვითარებულ ქვეყნებში არაერთი ბიზნესმენი ღიად გამოხატავს თავის პოლიტიკურ სიმპათიებს…
ბიზნესი და პოლიტიკა ერთმანეთში არ უნდა ირეოდეს ჩვენისთანა ქვეყანაში. სადაც სტაბილურად მიდის ყველაფერი, იქ შეიძლება ადამიანმა რაღაც არჩევანი გააკეთოს, მაგრამ მე ერთს ვიტყვი, ბიზნესისთვის მთვარია არა პოლიტიკური ცვლილება, არამედ მშვიდობა, რომ არ იყოს ომი და კრიმინალი, რომ ბიზნესი განვითარდეს. სხვა მხრივ პოლიტიკურ გარემოს რაღაც მხრიდან ყოველთვის მოევლება.
მსხვილ კომპანიებს ხშირად აქვთ სხვადასხვა სოციალური პროექტი, რაც ხაზს უსვამს მათ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას. “დიეს გრუფს” თუ აქვს მსგავსი პროექტები ან თუ გეგმავთ სამომავლოდ მუშაობას ამ მიმართულებით?
დაგვიფინანსებია სხვადასხვა პროექტი, მაგრამ ეს სერგეის ჯიბის თანხით ხდებოდა. მას არ უნდა ისე გამოვიდეს, რომ თითქოს, აი, რაღაცას საჩვენებლად აკეთებს. ეკლესიის აშენება უნდოდა საჩუქრად ქალაქისთვის, მიწა მიგვითითეთ და მიწასაც ჩვენ ვიყიდოთო. ძალიან მორწმუნეა. მონაწილეობდა სოციალურად დაუცველებთან დაკავშირებულ პროექტებში, სათნოების სახლთან და ასე შემდეგ. ბევრ რამეს აკეთებს, რასაც არ ახმოვანებს.
სამომავლოდ ხომ არ გეგმავს „დიეს გრუფი” სხვა მიმართულებითაც განვითარებას?
გვაქვს გლობალური პროექტები, რომლის შესახებაც ინფორმაციის გახმაურება ჯერჯერობით არ მინდა. ამ პროექტების განხორციელება ბათუმშია დაგეგმილი. გვინდა პროექტი სიურპრიზის სახით, თავისი სარეკლამო რგოლით გამოვიდეს, ეს მოულოდნელი იქნება არამარტო ბათუმისთვის, არამედ საქართველოსთვის. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ქალაქის მიყრუებული ადგილი აყვავდება.
გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს ბათუმის მერიის ბალანსზე რიცხული მეორადი სამშენებლო მასალების გადაზიდვა-დასაწყობება ქალაქის ტერიტორიაზე არსებული დროებითი ღია სასაწყობო მეურნეობებიდან ბათუმის მერიის საწყობში.
“ბათუმელების“ მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ამ დასაწყოებულ ქონებას ქალაქის თვითმართველობა უსასყიდლოდ გასცემენ.
მაგალითად, ბათუმის საკრებულოს განკარგულებებით საქართველოს საპატრიარქოს გასულ წელს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა 175 ათასი ლარის მეორადი სამშენებლო და სხვა დამხმარე მასალები:
ტროტუარის მოსაპირკეთებელი ფილა (ფოთლის ფორმის) 800 კვ/მ (11 200 ლარის); დეკორატიული სანათი 140 ცალი (53 200 ლარის); გარე განათების სანათი 16 ცალი (2 720 ლარის); გარე განათების ბოძი (ორ რქიანი) 8 ცალი (2 160 ლარის); ბუნებრივი გრანიტის ფილა 18 კვ/მ (1 366 ლარი); საბაღე სკამი 56 ცალი (7 844 ლარის); საყვავილე 10 ცალი (1 450 ლარის); ტროტუარის ბორდიური 335 ცალი (3 350 ლარის); სანაგვე ურნა 5 ცალი (300 ლარის).
როგორც ბათუმის საკრებულოს განკარგულებებიდან ირკვევა, აღნიშნულ მასალებს ბათუმში მშენებარე ეკლესიებისთვის წერილებითა და განცხადებებით ითხოვდნენ შემდეგი სასულიერო პირები და დაწესებულებები: საქართველოს საპატრიარქო; წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მამა მარკოზი, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მდივანი, მღვდელი იოანე ბარამიძე; წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა სერგი; ამავე ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი პეტრე აბჟანდაძე; თამარ მეფის სახელობის ტაძარი; ბათუმის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა; აჭარაში წამებულთა სახელობის ტაძრის მღვდელი იოანე; მირქმის სახელობის ტაძრის მღვდელი დავითი;
ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით შარშან მეორადი მასალები უსასყიდლოდ გადაეცა ასევე ბათუმის საზღვაო აკადემიას (ღირებულებით 9 262 ლარი) და თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტმენტის აჭრის რეგიონალურ სამმართველოს (1 200 ლარის ფილა).
წინათ ნამდვილად შეიძლებოდა ჩვენს კოპწია, მშობლიური ქალაქისთვის ბულვარი გეწოდებინა, მართლაც ბაღნარს ჰგავდა: უნიკალური ჯიშის ხეები, ეგზოტიკური ბუჩქები და ნარგავები, ყვავილნარში ჩაფლული ქუჩები, კოხტა, ლამაზი სახლები, წვიმის დროსაც სუფთა, ქათქათა ქუჩები…
ბოლო ათეულ წლებში გაჩაღებულმა და დღესაც რომ ბოლო არ უჩანს, უგეგმო და უხარისხო მშენებლობებმა მთლიანად შეცვალა ქალაქის იერსახე, გაქრა ევროპული ტანდემი, არც თანამედროვე-ძველებური, არც აზია-ევროპა, რაღაც გაურკვევლი ბაროკო-მაროკოს სტილი, მხოლოდ პირადი ახირებით და “გემოვნებით”. დაირღვა ერთობლიობა, არქიტექტურულად დახვეწილ სახლებს შორის უსახური მაღლივი საცხოვრებლი კორპუსებია მიყრილ-მოყრილი, დაუნდობლად, ძირფესვიანად ჭრიან ასწლოვან ხეებს, იკაფება ნარგავები, ყვავილოვანი გაზონები ფილებით იფარება, ჰაერში ცემენტისა და გაჯის ბუღი დგას, მოსახლეობასთან ერთად ბუნებასაც არ ინდობენ. სად დაიბადნენ, სად გაიზარდნენ ასეთი სულის ადამიანები? ბუმერანგის ბზრიალიც გაიხსენონ, ყველა ქმედებას უკუქმედება მოჰყვება.
მსოფლიოს ყველა ქალაქის ცენტრი სანახაობრივ მუზეუმადაა ქცეული. კატეგორიულად იკრძალება სახლების ნგრევა და შენება, მხოლოდ კარგად გათვლილი რესტავრაცია, შენობების მოვლა-პატრონობა. მაღლივი კორპუსები გარეუბნებში შენდება.
ბათუმი არ იყო მხოლოდ გასართობი და საკურორტო ქალაქი, მაღალ დონეზე განვითარებულ სამრეწველო პოტენციალთან ერთად, კულტურის ცენტრი გახლდათ დასავლეთ საქართველოში. ასიათასობით ადამიანი იყო დასაქმებული. გაუქმდა ორგანიზაციები, დაინგრა შენობები, ჯერი კულტურულ კერებზეც მიდგა, ხალხი დღესაც გაოგნებულია. მრავალი წელი კინოთეატრიც არ არსებობდა, ერთი ახლა ძლივს აღადგინეს.
ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს კინოთეატრებში, კულტურის სახლებში, რომლებიც მრავლად იყო ქალაქში, პრემიერები ეწყობოდა, სულ ანშლაგი იყო… კოხტად მორთულ-მოკაზმული ბათუმელები სამსახურის შემდეგ, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ერთად, დადიოდნენ კინოში, სეირნობდნენ ბულვარში, ქალაქი სავსე იყო უიაფესი კაფეებით, ქუჩები სავსე იყო მხიარული ხალხით. ახლა ქუჩებში კანტი-კუნტი გამვლელია, სამაგიეროდ მომრავლებული ავტომობილები სეირნობენ ქუჩებსა და ტროტუარებზე. ბათუმელები ცოტანი დავრჩით, მიმოიფანტნენ, ზოგი სად და ზოგი სად, ერთმანეთი უკვე ნათესავები გვგონია, შეხვედრა და ნახვა გვიხარია.
მინდა ყველამ ვისეირნოთ ჩვენ ქალაქ-ბულვარში მიუხედავად დროისა და სეზონისა, ისევ ჩვენ უნდა მივხედოთ და მოვუაროთ, შევინარჩუნოთ ის მაინც, რაც დაგვიტოვეს ჩვენი ქალაქიდან.