
ფოტოს ავტორმა, ლელა ვერულიძემ “ბათუმელებს”განუმარტა, რომ ფოტო გუშინ 20 ოქტომბერსაა გადაღებული ქობულეთის მუნციპალიტეტში, სოფელ ხუცუბანში.
ადგილობრივებმა სასწრაფო დახმარების მანქანა გუშინ გამოიძახეს.
ბათუმელები

ფოტოს ავტორმა, ლელა ვერულიძემ “ბათუმელებს”განუმარტა, რომ ფოტო გუშინ 20 ოქტომბერსაა გადაღებული ქობულეთის მუნციპალიტეტში, სოფელ ხუცუბანში.
ადგილობრივებმა სასწრაფო დახმარების მანქანა გუშინ გამოიძახეს.

გერმანული ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელმა, ტოსტენ ზელმანმა საქართველოში ჩამოსვლის მიზნებზე ისაუბრა. „ეს არის ტრადიციის დამყარება და ურთიერთობების აგება გერმანულ და აჭარის ფეხბურთის გუნდებს შორის. უკვე ერთი თამაში გაიმართა და შედეგს დადებითად ვაფასებ. სასურველია ყოველ წელს მოხდეს ახალგაზრდა ფეხბურთელების გაცვალა“- განაცხადა მწვრთმელმა.
„როგორც შეხვედრიდან გაირკვა, ახალგაზრდები ძალიან კმაყოფილი არიან. მართალია გერმანელებმა მოგვიგეს ფეხბურთში, მაგრამ არაუშავს, სამაგიეროდ ყოველივე ეს ალბათ ემსახურება უფრო არა მხოლოდ ქალაქების, არა მხოლოდ ახალგაზრდების, ქვეყნების დაახლოებასაც და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენმა გერმანელებმა სტუმრებმა კიდევ ერთხელ ნახეს როგორია ბათუმი. არის თუ არა უსაფრთხო ქალაქი და შესაძლებელია თუ არა აქ დასვენება”- თქვა გიორგი ერმაკოვმა.
მერის თქმით, მსგავსი შეხვედრები ქალაქის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
„რაც უფრო მეტი სტუმარი ეყოლება ბათუმს, მით უფრო განვითარდება ქალაქი“- აცხადებს მერი.
შეხვედრის დასასრულს, გიორგი ერმაკოვს გერმანელმა სტუმრებმა საჩუქრად თავიანთი კლუბის მაისური და ბურთი გადასცეს. სტუმრებმა კი მერიისგან საჩუქრად სპორტული ქუდები მიიღეს.

ქალაქ ბათუმში, ავტოსადგურთან სასწრაფოდ იყიდება 110 კვ/მ ფართობის საშუალოდ გარემონტებული ბინა. ფასი 55 ათასი აშშ დოლარი.
მობ.: 577 252585
597 019963
ქალაქ ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე გირავდება ევრორემონტითა და ავეჯით უზრუნველყოფილი სამოთახიანი ბინა. ფასი : 25 ათასი დოლარი.
მობ.: 577 252585
597 019963

ალექსანდრე აკიმოვმა საკონსულოს დახურვის მიზეზად უკრაინაში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა დაასახელა.
კონსულმა აღნიშნა, რომ უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლობა ბათუმში სავარაუდოდ, რამდენიმე წელიწადში გაიხსნება.
„მინდა მადლობა გადავუხადო კონსულს მუშაობისთვის. ძალიან რთული იქნება ალბათ მის გარეშე უკრაინასთან ურთიერთობა. მისი დახმარებით უკრაინის რეგიონებთან სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობდით. გადაწყვეტილება მიიღო უკრაინის მთავრობამ, კიდევ 20-მდე საკონსულო გაუქმდა და ჩვენი ინფორმაციით ეს უკავშირდება ფინანსურ საკითხებს. შევაჯამეთ ჩვენი მუშაობა და სამომავლოდ როცა გამოსწორდება სიტუაცია უკრაინაში, იმედი გვაქვს განახლდება ურთიერთობა”, – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.
არჩილ ხაბაძის განცხადებით, საკონსულოს გაუქმება სირთულეებს შექმნის როგორც ტურისტულ, ასევე ბიზნეს ურთიერთობებში ბათუმსა და უკრაინის ცალკეულ რეგიონებს შორის, რის გამოც სამომავლოდ აუცილებელი გახდება საკონსულოს გახსნა.

გამოფენა „საკუთარი სუფრა“ – თანამედროვე ხელოვნების სივრცეში 18 ოქტომბერს გაიხსნა. გამოფენის მიზანია შეიქმნას სივრცეში ვირჯინია ვულფისეული „საკუთარი ოთახი“, სადაც იმ ქალების ხმა ისმის, რომლებიც პირადად გახდნენ გენდერული ძალადობის მსხვერპლი.
„ყველაფერი დაიწყო იმით, რომ პოლონელი ანთროპოლოგი, აგნეშკა დუდრაკი ჩამოვიდა საქართველოში და კვლევის ფარგლებში ჩაიწერა ბევრი ინტერვიუ ძალადობის მსხვერპლ ქალებთან. იგი მიხვდა, რომ ინტერვიუები, რომლებიც კვლევისთვის იწერება, რაღაც მომენტში იკარგება, მაშინ როცა საქართველოში ამ თემაზე დისკუსიის ნაკლებობაა. აგნეშკა დამიკავშირდა და შემომთავაზა, გაგვეკეთებინა რაღაც, რაც ამ თემაზე ლაპარაკის საშუალებას მოგვცემდა. რა თქმა უნდა, ძალიან დამაინტერესა თემამ, რომელიც ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს მხატვარი თამარ ჭაბაშვილი.

თამარ ჭაბაშვილი და აგნეშკა დუდრაკი ერთი წლის მანძილზე მუშაობდნენ ერთად, ამ ხნის მანძილზე სხვადასხვა ასაკისა და სტატუსის ბევრი ქალი ჩაწერეს. ზოგიერთი მათგანი ქმართან ერთად ცხოვრობდა, ზოგიერთიც – თავშესაფარში, თუმცა ყველა მათგანს აერთიანებდა ის, რომ ისინი ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ. გამოფენისთვის 20 ქალის ინტერვიუ შეირჩა.
„ეს იყო საკმაოდ რთული, დაძაბული და ძალიან საინტერესო პროცესი“, – იხსენებს თამარი. „ჩემთვის, როგორც მხატვრისთვის, პირველი შემთხვევა იყო, როცა „მასალა“ იყო ადამიანი, რომელსაც აქვს ყოველდღიური და დიდი, დროში გაწელილი პრობლემები. მე მათგან უნდა ამეღო ინფორმაცია და მეთარგმნა ნამუშევარში. აგნეშკასთანაც საინტერესო იყო მუშაობა, რადგან იგი არ არის მხატვარი, მეცნიერული ხედვა აქვს. შევთანხმდით, რომ აგვეღო სუფრის ფორმა. სუფრა, როგორც ფიზიკური, საზიარო სივრცე, სადაც ჩვენ ყველანი ვყოფილვართ და ზოგს წყენა ახსოვს, ზოგს სიხარული… სუფრა ადგილია, სადაც ყველა საკუთარ თავს საუკეთესოდ წარმოაჩენს და ამავე დროს არის თემები, რომლებიც სუფრის ქვეშ რჩება, უხილავია.
მუშაობის პროცესში მივხვდით, რომ ჩვენ, სუფრა, როგორც ფიზიკური აქტი კი არ გვაინტერესებს, არამედ როგორც იდეა, კონცეპტი. ისე ხდება, რომ მსხვერპლი ქალების ნაცვლად თითქმის ყოველთვის სხვა ლაპარაკობს, ჩვენთვის მთავარი იყო, რომ მათ ელაპარაკათ ამაზე, ამიტომ ავიღეთ ამონარიდები ინტერვიუებიდან და ეს ყველაფერი გადავიტანეთ სუფრაზე. სიტყვები, წინადადებები, რომელიც გამოვიყენეთ, ყველასთვის ნაცნობია. მეც კი მუშაობის პროცესში გამიჩნდა ეს განცდა – ეს ხომ ყველამ ვიცით! მაგრამ ჩვენ გვქონდა სწორედ იმის გააზრების მცდელობა, რაც ვიცით. ამოვქარგეთ ვარდისფერ სუფრაზე – „მე არ მინდოდა გათხოვება, მე დიდ სიყვარულზე ვოცნებოდი“. ერთი მხრივ, ეს მილიონჯერ გაგვიგია, მაგრამ ამ წინადადების იქეთ ისმის, რომ ადამიანს მთელი ცხოვრება ამოუტრიალდა. ჩვენ არ გვინდოდა, რაღაც მყვირალა – ვიღაც მოკვდა და ა.შ. გვინდოდა ყოველდღიურობის ჩვენება, რომელიც სავსეა ძალადობით“.
გამოფენის მოსამზადებლად ორგანიზატორებმა 20 ქალის ინტერვიუ და 24 სუფრა გამოიყენეს და სუფრების საშუალებით ოთახები შექნეს. „ბევრ ქალს გააჩნია ფიზიკური თავშესაფარი, ან მშობლებთან არიან, ან ქმართან, ან თავშეფარაში, მაგრამ მივხვდით, რომ ამ სივრცეში ისინი ხშირად გრძნობენ თავს ცუდად, ამიტომ გადავწყვიტეთ სუფრებით შეგვექმნა ბინა, რომელიც დავყავით ოთახებად; არა ისე, სამზარეულო, მისაღები და ასე შემდეგ, არამედ ქალის განვლილი ცხოვრების ოთახები. მაგალითად, არის „ოთახი“ გათხოვება. ამ ოთახში არის ამონარიდები სხვადასხვა ინტერვიუდან, როგორ მოხდა ეს ამბავი სხვადასხვა ქალის ცხოვრებაში… არის ბავშვობის ოთახი, სადაც სუფრაზე წერია თეთრით თეთრზე, თან ჩანს და თან არ ჩანს“.
„ახლა სადაც ვართ, ეს არის ოთახი, სადაც ქალებმა შეძლეს, გაერღვიათ წრე და გამოთქვეს თავიანთი სატკივარი“, – მიხსნის თამარი გამოფენის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილას განთავსებულ სუფრასთან, რომელზეც ყველაზე მეტი წარწერაა დატანილი: „ამ ოთახში ხდება მათი გულისტკივილის ამოხეთქვა, მაგრამ რა არის ამის შემდეგ?! კი, გამოთქვი სატკივარი და ახლა გჭირდება დახმარება, სახელმწიფოდან, ორგანიზაციებიდან, დახმარება რომელიც რეალურად არ არის და ყველაფერი ისევ ტრიალებს ერთ წრეზე, ლაბირინთში“.

სუფრებისგან შექმნილი ბინა-ლაბირინთის ერთ კუთხეში აგნეშკა დუდრაკის ვიდეოინსტალაციაა. დიდ ეკრანზე მხოლოდ ტუჩები ჩანს – 12 ქალი საკუთარი თავის შესახებ ყვება, მათი სახეები არ ჩანს, დამთვალიერებელი მხოლოდ ტუჩებს ხედავს და ესმის ქალის ხმა, რომელსაც დროდადრო ქალაქური სიმღერები ენაცვლება: „მითხარ რად ხარ მოწყენილი“, „კარზე მოდგა შემოდგომა“… „აგნეშკამ გადაწყვიტა გაეკეთებინა მოკლე ვიდეო, სადაც ქალები ისაუბრებდნენ. გამოვიყენეთ ასეთი ხერხი და თან დავესესხეთ სემუელ ბეკეტს, რომელსაც აქვს ასეთი ვიდეო , სადაც ქალი ლაპარაკობს თავის პრობლემებზე და მთელ აქცენტი არის ტუჩებზე. აგნეშკამ ვიდეოს დაურთო ქალაქური სიმღერები, ამონარიდები სიმღერებიდან, ამის ფონზე ისმის ქალების ხმა, ისინი ყვებიან თავის ისტორიებს“, – ამბობს თამარი.
გამოფენა „საკუთარი სუფრა“, ბათუმამდე თბილისში, გალერეა „ნექტარში“ გამოფინეს. პარალელურად თბილისში, გალერეაში სხვადასხვა ფილმის ჩვენება და ლექციები იმართებოდა, რასაც ხშირად სტუმრობდნენ ქალები, რომელთა ინეტერვიუებიცაა გამოყენებული გამოფენის მომზადებისას. „მათთვის უცხო იყო ხელოვნებასთან შეხება. ძალიან კრიტიკულები იყვნენ, მათ აწუხებთ კონკრეტული პრობლემები და რა თქმა უნდა, ხელოვნება არ არის ის ფორმა, რომელსაც შეუძლა ეს ყველაფერი ამოხსნას პირდაპირ, მაგრამ ხელოვნებას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია და ამაში თავადაც დარწმუნდნენ. ეს ქალები ყველა ღონისძიებაში ერთვებოდნენ, კითხვებს სვამდნენ, მათ რეალურად იგრძნეს, რომ გააჩნიათ ცოდნა, რომელიც მხოლოდ მათ გააჩნიათ და ამიტომაც არიან ძლიერები. ეს არის უშუალოდ მათი გამოცდილებით მიღებული ცოდნა, რაზეც შეიძლება ბევრმა ექსპერტმა ილაპარაკოს, მაგრამ ეს ყოველთვის იქნება ნათარგმნი, ამიტომაც სჯობს, რომ მათ თავად აიმაღლო ხმა და გაგვიზიარონ ის, რაც მხოლოდ მათ იციან“, – ამბობს თამარი.

გამოფენა „საკუთარი სუფრა“ მონდრიანის ფონდისა (ნიდერლანდები) და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ-რეგიონალური ბიუროს (საქართველო) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ბათუმის შემდეგ „საკუთარი სუფრა“ თელავში გამოიფინება.

„აჭარის ბიუჯეტი წალკაში მცხოვრები ეკომიგრანტებისთვის საცხოვრებელი სახლების შესაძენად თანხას ვერ გამოჰყოფს. ეს აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფუნქციებში შედის და ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით.
2014 წლის ბიუჯეტიდან დაახლოებით 30-მდე სახლის შეძენა უნდა მოხდეს. როგორც ვიცი ღორჯომელაძეების ოჯახი წალკაში 2000 წლიდან ცხოვრობდა და ჩაწერილები არიან იქ, მახარაძეების ოჯახი კი ქობულეთშია ჩაწერილი და წალკაში თვითნებურად წავიდნენ. შესაბამისად, მინისტრის მოადგილე ჩავიდა წალკაში, გაეცნო სიტუაციას და ჩვენ ოპერატიულად გადავწყვეტთ, თუ რა სამუშაოები და რა მიმართულება უნდა იყოს შერჩეული“-აცხადებს ხაბაძე.
წალკის მუნიციპალიტეტიდან გუშინ ღამით, ორი, ღორჯომელაძის და მახარაძის ოჯახები გამოასახლეს. ისინი ადგილობრივი ბერძნების კუთვნილ სახლებში ცხოვრობდნენ. ხელისუფლება ეკომიგრანტებს სახლების შეძენას რამდენიმე წელია ჰპირდება.
გამოსახლების საფრთხის წინაშე, წალკაში ათეულობით ოჯახი დგას.

სტუდენტები აცხადებენ, რომ ისინი აპროტესტებენ სტუდენტებზე ზეწოლას და სახელმწიფოს მხრიდან კერძო ინტერესების დაცვას, სტუდენტების ინტერესების ხარჯზე.
„გვინდა თსუ-ს სტუდენტებს გამოვუცხადოთ სოლიდარობა გაზგასამართი სადგურის მშენებლობის გამო, რომელიც მათი უნივერსიტეტის ტერიტორიაზე შენდება. ეს პროექტი ხელს უშლის საუნივერსიტეტო სივრცის განვითარებას. მოვითხოვთ, რომ სახელმწიფომ პრიორიტეტად მიიჩნიოს განათლება და არა კერძო ინტერესები. ამის გამო, თსუ-ს ერთ-ერთ სტუდენტზეც განხორციელდა ზეწოლაც, მას უთხრეს რომ თუ ამ მშენებლობას კიდევ გააპროტესტებდა, საქმე ცუდად წაუვიდოდა. ჩვენ მოვითხოვთ საქმის ობიექტურად გამოძიებას და სტუდენტების მისამართით დაშინების პოლიტიკის შეწყვეტას“-აცხადებს „ალტერნატივას“ წარმომადგენელი, დიანა ბაუჟაძე.
სტუდენტების განცხადებით, სახელმწიფო უნდა იყოს გარანტი ნებისმიერი მოქალაქის, ნებისმიერი სტუდენტის უსაფრთხოების:
„ძალოვანი სამსახურების მხრიდან უნდა შეწყდეს ზეწოლა და სტუდენტური აზრის გამოხატვის შეზღუდვა. ამას ვაპროტესტებთ და და ვუერთდებით თსუ-ს სტუდენტების პროტესტს“-ამბობს სტუდენტი, ზურა მელიქაძე.

თამაშები სასტუმრო შერატონსა და ინტურისტში 19 ოქტომბერს დაიწყო. 8-დან 18 წლამდე გოგონები და ვაჟები 6 ასაკობრივ კატეგორიაში 10 დღის განმავლობაში იასპარეზებენ.

„დღევანდელ შეხვედრაზე განხილული იქნა ის პრობლემები, რაც გასულ წლებში საზოგადოებრივი დარბაზების ფუნქციონირებაში იყო გამოკვეთილი. აღნიშნული დარბაზი, რომელიც 20 ნოემბრამდე დაკომპლექტდება, აუცილებლად გაითვალისწინებს მრჩევლების შეხედულებებს. მთავარი მიზანი მოქალაქეთა მოტივაციის ამაღლების მიზანია. მოვუწოდებ თითოეულ მოქალაქეს შეავსონ განაცხადის ფორმა და გახდნენ საზოგადოებრივი დარბაზის წევრი“- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება-თავისუფალი დემოკრატები“ წევრმა კობა ჩხეიძემ.
როგორც კობა ჩხეიძე აცხადებს, დღეიდან, ერთი თვის განმავლობაში მერიის ყველა ტერიტორიულ ორგანოებში დაიწყება იმ პირების რეგისტრაცია, რომლებსაც 18 წელი შეუსრულდათ და მზად არიან მონაწილეობა მიიღონ ქალაქის მართვის პროცესებში.
„ჩვენ ვთავაზობთ ეფექტური და თავისუფალი მართვის მექანიზმებს, საკრებულო და მერია ნათლად აცხადებს, რომ არ ვაპირებთ ჩავერიოთ დარბაზების საქმიანობაში, მეტსაც გეტყვით, ჩვენ ვაპირებთ დამატებითი პარტნიორები ვიპოვოთ მათი სახით, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელვანი იქნება დარბაზების ეფექტური მუშაობა“ – აცხადებს კობა ჩხეიძე.

„სამი დღეა წყალი არ მოდის, დავიხრჩეთ უწყლოდ. თუ მოდის იმდენად ბინძურია რომ ბავშვები იწამლებიან. მოვითხოვ, დროულად მოგვაწოდონ წყალი და უზრუნველყონ წყლის ხარისხი“- განაცხადა მოქალაქემ, რომელსაც ვინაობა არ დაუსახელებია.
შპს „ბათუმის წყალის“ ცხელი ხაზის ოპერატორი მაია დათუნაშვილი აცხადებს რომ წყალი გოროდოკის დასახლებაში დღეს 11:00 საათისთვის ჩაირთო:
„ოთხი დღეს არ ვიცი, მაგრამ გუშინ გაითიშა სისტემა. წყალი აიმღვრა და იმიტომ გავთიშეთ. ძველ სისტემაზე ვინც არის, მოსახლეობის იმ ნაწილს ეთიშება ხოლმე წყალი, მაგრამ სისტემების გამოცვლის მესამე ეტაპი დაწყებულია და ეს პრობლემა მოგვარდება“-აცხადებს ოპერატორი.

ძლიერი წვიმის შედეგად აჭარაში მდინარეები ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა, რამაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დატბორა. ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის მე-20 კილომეტრზე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში ადიდებულმა მდინარემ გზას გამოაცალა საყრდენი და საავტომობილო გზის სავალი ნაწილი ნაწილობრივ შევიწროვდა. ადგილზე მობილიზებული არიან შსს-ს აჭარის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივი მოსახლეობის გამოყვანას უზრუნველყოფენ პოლიციის მაღალი გამავლობის ავტომანქანებით.

როგორც სამაშველო სამსახურის უფროსი მამუკა თურმანიძე აცხადებს, მოსახლეობის მხრიდან გამოძახებები არ ყოფილა.
„მდგომარეობა სტაბილურია, ზღვის ღელვა 3-4 ბალამდეა, შუადღის შემდეგ კიდევ დაიკლებს. ველოდებით ამინდის გაუმჯობესებასაც“.
გუშინ ძლიერი წვიმის შედეგად ქედის მუნიციპალიტეტში საავტომობილი მაგისტრალი დაზიანდა, როგორც მამუკა თურმანიძე აცხადებს, მდგომარეობა არ გართულებულა და გზის აღდგენითი სამუშაოები ამინდის გაუმჯობესების შემდეგ დაიწყება. გუშინ ბათუმში ხუთბალიანი შტორმი დაფიქსირდა, რომელმაც ბულვარის სანაპირო ზოლი დააზიანა.

ღორჯომელაძის ოთხსულიანი და მახარაძის ექვსულიანი ოჯახები გუშინ გამოასახლეს, რომელებიც იმაცე ღამესვე წამოვიდნენ თავიანთი საქონლით და საოჯარო ტვირთით. ახლა მიდიან კვირიკეში რომ დროებითო თავშესაფარი იპოვონ ახლობლებთან“-აცხადებს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე.
ეკომიგრანტები ადგილობრივი ბერძნების კუთვნილ სახლებში ცხოვრობდნენ, რომელიც ხელისუფლებას უნდა გამოესყიდა:
„ჩვენ ვაპირებთ მოვთხოვოთ ხელისუფლებას პასუხი რომ ამ ოჯახებს ეპატრონოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებამ რაიმე ქმედითი ნაბიჯები არ გადადგა, ეს პროცესი იქნება მასიური და უფრო პრობლემატური გახდება. წალკაში დაახლოებით 150 ოჯახია მსგავს მდგომარეობაში. მე პირადად ვნახე რომ წალკაში არის შესაძლებლობა რომ გლეხებს მიწები გამოუყონ და დაურიგონ“-აცხადებს თამაზ ბაკურიძე.
გამგებლის თქმით უამინდობამ ხულოში სხვა პრობლემებიც შექმნა:
დილით ძლიერმა ქარმა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულში გელაძეეების ოჯახის სახლს სახურავი გადახადა. აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია.
ამ დროისათვის უკვე გაწმენდილია გზა სოფელ კვატიის მიმართულებით, გზა დღეს დილის საათებში მეწყერის შედეგად ჩაიკეტა.
დანისპარაულში ისევ თოვს, ამ დროისთვის თოვლი 3-4 სანტიმეტს აღწევს.
ორდღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად, ქედის მუნიციპალიტეტის რამოდენიმე სოფელში საავტომობილო გზაზე მეწყერი განვითარდა. საფრთხე შეექმნა საცხოვრებელ სახლს.

„ ამჯერად მხოლოდ შლამი ამოიტანა სავალ ნაწილზე, რასაც გამოდარებისთანავე გავიტანთ.“ – უთხრა ბათუმელებს გიორგი ზირაქაშვილმა.


– ბატონო ვახტანგ, ორი წელია თქვენ მთავარი მწვრთნელი ხართ. თქვენი შეფასებით, რამდენად პოპულარულია აჭარაში ძიუდო?
– რომ გითხრათ ძალიან პოპულარულია აჭარაში-მეთქი, მოგატყუებთ, თუმცა მე და ლაშა ლომინაძე ვცდილობთ, აღვზარდოთ ჩემპიონები. ჩემამდეც ამას ცდილობდა ნაკრების მთავარი მწვრთნელი სოლომონ ფეიქრიშვილი. ის იყო ჩემი ტრენერი. მან აჭარაში გაზარდა ერთი მსოფლიო ჩემპიონი და რვა ევროპის პრიზიორი. სული და გული ჩადო ძიუდოში. მისი დამსახურებაა, რომ აჭარაში ძიუდო არსებობს, რომ გვყავს მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორები.
– ძიუდოს შემსწავლელი რამდენი ცენტრია აჭარაში?
– სულ ხუთი ბაზაა – ქობულეთში, ბათუმში, შუახევსა და ხულოში. არის გოგოების წრეც, სინი ხელვაჩაურის სპორტსკოლაში ვარჯიშობენ. თუმცა რაიონებიდან არ მოდის ისეთი ნაკადი, ნაკრები რომ შევავსოთ. არასდროს მიფიქრია, რომ მთავარ ტრენერად მოვსულიყავი, მაგრამ გამიხარდება, როცა იტყვიან ეს ჩემპიონი ვახტანგ ზოიძემ გაზარდაო. სანამ სოლომონ ფეიქრიშვილი წავიდოდა, მითხრა, რომ მთავარ მწვრთნელად უნდა მოხვიდე და ბავშვებს ასწავლოო. დიდი სიყვარული მაქვს ჩემი საქმისადმი. ჭიდაობას ვერც ვერასოდეს დავანებებდი თავს, აქ რომ არ მოვსულიყავი. ისე მიყვარს, ბავშვივით ვარ, დღემდე ვჭიდაობ და ვვარჯიშობ, მაგრამ იმდენ დატვირთვას ვერ ვაძლევ თავს, რადგან შენ თუ ივარჯიშე, ბავშვებს ვეღარ მიხედავ. დროის გასაყვანად არ მოვსულვარ. მინდა შედეგი გავაკეთო და ჩემი კუთხე და ქვეყანა ვასახელოთ მე და ბიჭებმა. გვყავს ახალგაზრდული ნაკრები – ექვსი წლიდან ოც წლამდე სამოცი ბავშვი. დიდების ნაკრებში მხოლოდ ამირან პაპინაშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი გვყავს, რომლებიც ეროვნული ნაკრების პირველი ნომრები არიან და 60 და 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატზე ლიდერობენ. ახალგაზრდებში ევროპის პრიზიორი გვყავს ბაჩო ბოლქვაძე, ის ძლიერი და პერსპექტიული სპორტსმენია. ცოტა ხანში უკვე დიდებში გააგრძელებს ასპარეზობას.
– ნაკრებში ყველაზე პატარა რა ასაკის გყავთ?
– 5 წლისაც მოუყვანიათ. დღეს ის საოცრად ჭიდაობს. ძიუდოში პერსპექტიული მომავალი თაობა გვეზრდება. ბევრი მსურველი მოდის. ერთი რომ მოვა, სხვასაც უჩნდება სურვილი და მას რვა ბავშვი მოყვება, მაგრამ მერე იფილტრება და რჩება სამიოთხი, რომლითაც ივსება ძირითადი გუნდი.
– როგორ ირჩევა ძირითადი გუნდი?
– ბავშვების კატეგორია ადვილად უღებს ალღოს, ზოგისთვის რთულია ძიუდოს ილეთების შესრულება. მე ორი წელია რაც ნაკრების ტრენერი ვარ და შემიძლია გითხრათ, რომ ვინც ჩვენთან ძიუდოზე მოდის, მხოლოდ ოცი პროცენტი რჩება. პატარა ბავშვებს დატვირთვა ნაკლები აქვთ, უფრო თამაშით ვცდილობთ შევაჩვიოთ ძიუდოს. არიან შვიდი-რვა წლის ბავშვები, ისეთები ყველაფერს რომ გააკეთებენ, მაგრამ ვცდილობთ ისე არ დავტვირთოთ, როგორც დიდები. მაგალითად, თუ დიდები ჭიდაობენ ხუთ შერკინებას, ესენი ორ-სამ შერკინებას აკეთებენ, თუ დიდები ოც აზიდვას აკეთებენ, პატარები შვიდ-რვას და ასე შემდეგ. პატარები ძალიან რომ დატვირთო, ის მეორეჯერ აღარ მოვა ვარჯიშზე.
– რა ბაზა აქვს ძიუდოს და რა პირობებში ვარჯიშობთ?
– ერთადერთი ჩვენი გადაუჭრელი პრობლემა დარბაზის უქონლობაა. 90 ტატამს ყოველ დღე ვიღებთ და ისევ ვაგებთ, რადგან სხვამაც უნდა ივარჯიშოს დარბაზში. სპორტსკოლა მაქსიმალურად ხელს გვიწყობს, მაგრამ არც ერთ სახეობას თავისი ბაზა არ აქვს. აქაა ხელბურთი, კალათბურთი და კიდევ სხვა სახეობის სპორტული ჯგუფები. ბევრჯერ მივმართე ბათუმის სასპორტო სკოლის დირექტორს მუხრან ვახტანგაძეს, ერთად გადავწყვიტოთ სად, რომელ დარბაზში წახვალთო მითხრა, მაგრამ სხვა დარბაზი ვერ ვნახეთ აჭარაში. ტატამს ყოველდღე რომ აალაგებ და დაალაგებ, ის ტატამიც ფუჭდება, ბავშვების ნერვებიც და სავარჯიშო განწყობაც.
– რას ფიქრობთ, მომავალში ეყოლება ძიუდოს მიმდევრები?
– თუ ხელშეწყობა იქნება, გვექნება საკუთარი დარბაზი, რატომაც არა?!

აჭარის გარემოს დაცვის ზედამხედველობითი ინსპექციის იურისტის ქეთი ჯორბენაძის განმარტებით „დასუფთავების წესების დარღვევა ადმინისტრაციული კანონის 140-ე პრიმა 2 მუხლით ისჯება. ფიზიკური პირი 200 ლარით, ხოლო იურიდიული პირები და დაწესებულებები 1000 ლარით დაჯარიმდებიან . ამას ემატება ჯარიმა იმ ზიანის სანაცლოდ რა ზიანიც კონკრეტული ქმედების გამო გარემოს მიადგა.
განმეორებით ფიზიკური პირის მიერ გარემოს დაბინძურება ისჯება 500 ლარით, იურიდიული პირების შემთხვევაში კი 3 ათასი ლარით. “
გარემოსდაცვითი დარღვევების კონტროლს აჭარის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის სწრაფი რეაგირების ჯგუფი ახლორცილებს. კანონმდებლობა დამრღვევის დაჯარიმებას ფატზე წასწრების შემთხვევაში ითვალისწინებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კანონის დარღვევაზე რეაგირება ვერ მოხდება.

„ მოქალაქეს ჩაუქრა მანქანა, დავემარეთ, ჩვენი აკუმულატორით ავამუშავეთ ის და ჩამოვიყვანეთ.“ – უთხრა მამუკა თურმანიძემ „ბათუმელებს.“

„ყოველთვის ვიღებდი მონაწილეობას ოჯახში დაყენებული ღვინოების ფესტივალში. არ გამოდიოდა ჩვენი ღვინო ისეთი ხარისხის, როგორც კახეთიდან ჩამოგვქონდა. შემდეგ როცა მეღვინეებს გავესაუბრე, მითხრეს რომ ყურძენი მოკრეფიდან ოთხი საათის შემდეგ უნდა დაიწუროს, მე კი ვყიდულობდი ჩამოტანილ ყურძენს, ამიტომაც გარკვეულწილად ხარისხი იკლებდა. ამან გადამაწყვეტინა შემეძინა ვენახი. კახეთში მაქვს ერთი ჰექტარი ვენახი, იქვე ვწურავ ღვინოს. რამდენიმე დასახელების ღვინო ჩამოვასხი. ვენახი გავაშენე შუახევში, სოფელ ნენიაშიც, ციცკა, ცოლიკაური და ჩხავერი. ჩვენ გვაქვს ასევე ძალიან საინტერესო ჯიში საწური, ეს არის აჭარული საღვინე ჯიში, წელს პირველად ჩამოვასხით ეს ღვინო ბოთლებში.“
ბიზნესმენს ვაზზე, მის მოვლაზე, ჯიშებზე, ღვინის დამზადების ტექნოლოგიაზე ბევრი აქვს მოსაყოლი. ამ თემაზე საუბარი მას არ ბეზრდება, ამიტომაც ბაზარზე და კონკურენციაზე კითხვებზე პასუხის გაცემისას საუბარს ისევ ვენახით იწყებს.
პროფესიით მსახიობია. ამ პროფესიაზე არასოდეს უოცნებია. თავიდანვე ღვინო აინტერესებდა, მაგრამ „ასე მოხდა“. თბილისის რუსთაველის თეატრალური უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ცოტა ხნით ბათუმის თოჯინების თეატრში იმუშავა.
2007 წელს წინა ხელისუფლებამ მას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა შესთავაზა. სიის პირველ ნომრად ჩაწერეს და შუახევის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაც ჩააბარეს, მაგრამ საკრებულო დროზე ადრე დატოვა და ისევ ბიზნესს დაუბრუნდა. მისივე თქმით, ამ საქმეს ვერ შეეგუა: „თუმცა ყოველთვის აქტიური ვიყავი, ადრე ეროვნულ მოძრაობაში, სახალხო ფროტშიც ვიყავი.“
წლების წინ მას ტურისტული კომპანიაც ჰქონდა, შემდეგ კი შეიძინა ორსართულიანი კერძო სახლი, რომელიც კრედიტის დახმარებით ექვსსართულიან სასტუმროდ გადააკეთა. აქვე მოაწყო ღვინის სადეგუსტაციო დარბაზიც, რომლის იატაკქვეშ ქვევრები ჩამარხა.
ბიზნესმენის თქმით, წითელი აგური, რომელიც სასტუმროს სადეგუსტაციო დარბაზის კედლებს ამშვენებს, სასტუმრო „ლონდონის“ ნანგრევებია: „იქედან წამოვიღე და დავამუშავებინე.“
სასტუმროს „მარანი“ დაარქვა. „ბავშვობიდანვე მქონდა ვაზისადმი, ღვინისადმი სიყვარული იმ გაგებით, რომ ეს არის ყველაზე საინტერესო პროდუქტი, რაც არსებობს დედამიწაზე. ახლა ამ სასტუმროში ვაწყობ ღვინის დეგუსტაციებს სტუმრებისთვის. ტურისტები, რომლებიც ამ სასტუმროში ისვენებენ, ყოველთვის ყიდულობენ ჩემგან ღვინოს და მიაქვთ.“
ვაჟა დავითაძეს კახეთში 10 ტონამდე ყურძენი მოჰყავს, ამას ემატება 3 ტონამდე მოსავალი შუახევში. ამბობს, რომ ამ ოდენობის მოსავლისაგან მიღებული ღვინის რეალიზაციისათვის ადგილობრივი ტურისტები და მისი სასტუმროს დამსვენებლები, რომლებიც მისი პროდუქტის მუდმივი კლიენტები არიან, სრულიად საკმარისია.
სამომავლოდ ღვინის ქარხნის გაკეთებასაც გეგმავს.
„მინდა გავაფართოვო მეურნეობა. ახლა უკვე დაინტერესებული ვარ, კახეთში შევიძინო კიდევ ერთი ვენახი. დაინტერესებული ვარ იმითაც, რომ ისეთივე მოვლილი ვენახი ჰქონდეს გვერდით ნაკვეთზე გლეხს, როგორიც მე მაქვს, რომ შევძლო მისგან ხარისხიანი პროდუქტის შეძენა.“
ბიზნესმენი სამომავლოდ ევროპულ ბაზარზე გასვლას გეგმავს. ის ამბობს, რომ მისთვის მისაღებია ის მოთხოვნები, რასაც ევროპის ბაზარი მწარმოებელს უყენებს.
„ჩვენი ღვინო მაღალი ხარისხის პროდუქტია. მე არ ვეთანხმები ძველ, კომუნისტების დროინდელ მიდგომას, რომ ყურძენს უნდა დაამატო შაქარი ან წყალი. ეს არასწორია. ის უნდა მოკრიფო იმ დროს, როცა მისი შაქრიანობა ღვინის დასაყენებლად საკმარისია. ჩვენი პროდუქტი გაივლის ლაბორატორიულ შემოწმებას და არც სერტიფიცირების პრობლემა გვექნება.“
ვაჟა დავითაძეს მისი პროდუქტი ჯერ არ შეუტანია მსხვილ სამარკეტო ქსელში, რომელიც ითხოვს პროდუქტისათვის შტრიხკოდის მინიჭებას
„მაგალითად, თუ გუდვილში ან მსგავს ქსელში შეიტან პროდუქტს, თითოეულ დასახელებას უნდა ჰქონდეს თავისი შტრიხკოდი. ის შეიცავს ყველანაირ ინფორმაციას პროდუქტზე. ერთ სახეობაზე შტრიხკოდის მინიჭება ერთჯერადად 1000 ლარი ჯდება. მე ვაპირებ საწურს მივანიჭო შტრიხკოდი.“
ვაჟა დავითაძის თქმით, ბიზნესმენის მთავარი უნარი წარმატებისთვის ინტუიციაა: „ეს სხვა უნარია, მას უნდა შეეძლოს რაღაცების არა მარტო კარგად გამოთვლა, არამედ გათვლაც. მას მოთმენის უნარიც უნდა ჰქონდეს და საქმე უყვარდეს. ის, ვინც ყოველი დღის ბოლოს კალკულატორზე ჩამოჩოთქავს, ბიზნესმენი ვერ გახდება.“
„ ზღვამ ახალი ბულვარის ტერიტორია ნაგვით და ფიჩხებით გაავსო, ჩვენი ინფორმაციით ამინდი გაუმჯოვესდება და ზღვაც თანდათან უნდა დაწყნარდეს, რის შემდეგაც ახალი ბუვარის ტერიტორიას გაწმენდენ და დაალაგებენ“ – უთხრა მამუკა თურმანიძემ ბათუმელებს.

შეხვედრაზე განხილული იქნა ვეტერანთა სოციალური და უფლებრივი მდგომარეობა, აგრეთვე ვეტერანთა სამოქალაქო ინტეგრაცია, ჯანმრთელობის დაცვა და რეაბილიტაცია. „აჭარის მთავრობა საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში ძალ–ღონეს არ იშურებს ვეტერანთა დასახმარებლად, რამდენიმე თვის წინ რუსეთ–საქართველოს ომში მონაწილე ორ ვეტერანს ბინები გადავეცით. ჩვენ, ასევე ვგეგმავთ ბათუმში ახალი საავადმყოფოს მშენებლობას, სადაც ვეტერანებისათვის სპეციალური ბლოკი მოეწყობა და მათ სხვადასხვა სახის სამედიცინო დახმარების მიღება შეეძლებათ. აჭარის მთავრობა მატერიალურ დახმარებას უწევს 2008 წლის რუსული აგრესიისა და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულთა ოჯახებსაც“ – აღნიშნა ნუგზარ სურმანიძემ და მზადყოფნა გამოთქვა ასოციაციასთან სამომავლო თანამშრომლობისათვის.
დან ვიგო ბერგტუნი საქართველოში, საქართველოს ვეტერანთა ფედერაციისა და კავკასიის ვეტერანთა ცენტრის მოწვევით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, გუშინ, მსოფლიო ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტმა, მონაწილეობა მიიღო თბილისში, ვეტერანთა დღისადმი გამართულ ღონისძიებებში.
2014 წლის 11 იანვარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის უნებართვო ხელყოფისათვის საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელმა, შოთა გუჯაბიძემ საპატრულო პოლიციას მიმართა რეაგირებისათვის. შსს-ში აცხადებენ, რომ ამ დრომდე მიმდინარეობს მოკვლევა.
წმ. ბარბარეს ეკლესიის სააღრიცხვო ბარათში აღნიშნულია, რომ შენობა მე-19-20 საუკუნეების მიჯნაზეა აგებული და ამ ადგილას მდებარე ძველი ჰოსპიტალის შენობების დანგრევის შემდეგ (1990 – იანი წწ.) ეკლესიამ ქალაქგეგმარების თვალსაზრისითაც შეიძინა მნიშვნელობა, როგორც ძველი განაშენიანების ნაწილმა.


ბატონო იასინ, რა განათლება გაქვთ?
დაწყებითი და საშუალო განათლება სტამბოლში, საუნივერსიტეტო განათლება კი ანკარაში, დედაქალაქში მივიღე. ანკარის ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ გავიარე სამხედრო სავალდებულო სამსახური. შემდეგ ჩავაბარე გამოცდა საგარეო საქმეთა სამინისტროში და ვმუშაობდი ახლოაღმოსავლეთის დეპარტამენტში ატაშეს თანამდებობაზე, რის შემდეგაც გადავედი არაბეთში ვიცე-კონსულად. ამის შემდეგ მალაიზიაში თურქეთის საელჩოში ელჩის მოადგილედ ვმუშაობდი. ანკარაში საგარეო საქმეთა სამინისტროში ორი წელი ვიმუშავე ტექნოლოგიების დეპარტამენტში, მალაიზიაში დავასრულე ასევე მაგისტრატურა საერთაშორისო ურთერთობების განხრით. 2014 წლის სექტემბერში ჩამოვედი ბათუმში, დავინიშნე თურქეთის გენერალური კონსულის თანამდებობაზე. ვიცი ინგლისური, დავიწყე ქართულის სწავლა. იმედია, უახლოეს მომავალში შევძლებ ქართულად საუბარს.
ქართულის სწავლა ბათუმში ჩამოსვლის შემდეგ გადაწყვიტეთ?
როცა გავიგე აქ უნდა ჩამოვსულიყავი, დავიწყე ქართულის სწავლა. როგორც კი ჩამოვედი, დავიწყე კერძოდ მეცადინეობა.
გაცნობითი ხასითის შეხვედრების შემდეგ, რასაც თქვენ ამ დღეებში მართავდით, როგორია თქვენი შთაბეჭდილებები, რამ მიიქცია თქვენი ყურადღება?
ჩვენი პორთფელი მოიცავს თითქმის ყველა სფეროს. აქედან გამომდინარე მე ვხვდები როგორც პოლიტიკოსებსა და საქმიან წრეებს, ბიზნესმენებს, ასევე კულტურის მოღვაწეებს, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს. შეხვედრების შემდეგ გამოიკვეთა თანამშრომლობის სფეროები, მომავალი წლიდან ვაპირებ უფრო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას.
საკონსულოს მოვალეობაა ჩვენი მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვა, უნდა დავიცვათ საკონსულო ოლქში შემავალ ტერიტოროებზე დასაქმებული ან იქ მყოფი ადამიანები. ამასთან ორ ქვეყანას შორის კულტურის, ეკონომიკის, სოციალურ სფეროებში, ჩვენი წვლილის შეტანას შევეცდებით.
რა წვლილზე საუბრობთ, რაიმე კონკრეტული პროექტები გაქვთ?
ახლო მომავალში ვგეგმავთ მედიის წარმომადგენლებისთვის პრესტურის მოწყობას. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ანკარის ახლო აღმოსავლეთის უნივერსიტეტის; ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სტამბულის ბოაზიჩის უნივერსიტეტის; ასევე საზღვაო აკადემიასა და რიზეს საზღვაო სასწავლებელს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. ვგეგმავთ მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის წევრებისათვის ვიზიტის მოწყობას თურქეთში. ვიმუშავებთ ასევე სასაზღვრო მიმოსვლის პროცედურის გამარტივებისთვის, რომ თურქეთიდან უფრო მეტი ტურისტისა და ინვესტორის მოზიდვა მოხერხდეს. მოვაწყობთ ქართველი და თურქი მხატვრების გამოფენებს…
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გთხოვათ ყურადღება მიგექციათ სარფის საბაჟოსთან დაკავშირებულ პრობლემებზე. თუ გაქვთ უკვე ინფორმაცია, რა სახის პრობლემებზე იყო საუბარი?
ფიზიკური პრობლემებია, განსაკუთრებით ჩვენს მხარეს. ერთ მხარეს მთაა, მეორე მხარეს – ზღვა. ტერიტორია ვიწროა და უნდა გაფართოვდეს. საქართველოსა და თურქეთის სასაზღვრო უწყებების ხელმძღვანელობამ გასულ კვირას ანტალიაში გამართეს შეხვედრა, ამ შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილებები არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, ახლო მომავალში იქ არსებული სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება.
ალტერნატიულ გადასასვლელზეც მინდა გკითხოთ, წლებია ამაზე არის საუბარი, თუმცა რეალურად არაფერი გაკეთებულა. მითია თუ აქვს რამე პერსპექტივა ამ პროექტს?
ორივე მხარეს სურს, რომ ეს პროექტი განხორციელდეს. როგორც ჩემთვის ცნობილია, ტექნიკური სამუშაო გრძელდება, მაგრამ მხოლოდ შენობა-ნაგებობა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ გაიხსნას გამსვლელი პუნქტი, იქ ინფრასტრუქტურის მოწყობაა საჭირო, რაც დაკავშირებულია დიდ ხარჯებთან.
გქონდათ თუ არა თურქ ბიზნესმენებთან შეხვედრა, რომლებმაც ბათუმში დიდი ინვესტიცია განახორციელეს. რას ამბობენ ისინი, არის ბათუმში ხელსაყრელი საინვესტიციო პირობები?
უმრავლესობას ახალ სავიზო რეგულაციებთან დაკავშირებით აქვთ პრობლემები. მათი შეფასებით ბოლო პერიოდში ეკონომიკური აქტივობა ცოტა შენელებულია. მათ აქვთ სურვილი, რომ გაიზარდოს ინვესტიცია.
მე ვიცი რამდენიმე ბიზნესმენი, რომლებმაც თქვეს, რომ ეცდებიან თურქეთის პრეზიდენტის დახმარებით დაუკავშირდნენ საქართველოს პრემიერს და მიაწვდინონ მთავრობის ზეწოლის შესახებ ინფორმაცია. თქვენამდე მოვიდა მსგავსი ინფორმაცია?
თუკი არსებობს რაიმე პრობლემა, ჩვენი საელჩო აუცილებლად ერთვება ამაში _ ვხვდებით კოლეგებს. ჩვენ საქართველოსთან გაგვაჩნია კეთილმეზობლური ურთიერთობა, ჩვენ შორის მოუგვარებელი პრობლემა არ არსებობს.
ბათუმში ოჯახთან ერთად ჩამოხვედით?
დიახ, მეუღლესთან ერთად. ჩვენი პროფესია, ასე ვთქვათ, ოჯახური პროფესიაა, ჩემთან ერთად მუშაობს ჩემი მეუღლე. მას დამთავრებული აქვს ხელოვნების ფაკულტეტი, ხელოვნების მასწავლებელია. ის კულტურულ სფეროებზე მუშაობისას მეხმარება. ორივეს ძალიან მოგვეწონა და უკვე შეგვიყვარდა ბათუმი. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ცხოვრებაში აქ გატარებული წლები იქნება ბედნიერი.
და ბოლოს, თურქეთის პრეზიდენტის, ერდოღანის განცხადებაზეც მინდა გკითხოთ, საქართველოში დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი იმაზე, რომ მან თითქოს ასეთი რამ თქვა: `მეუბნებოდნენ, რომ ქართველი ვარ, მეტიც, ერთმა ადამიანმა კიდევ უფრო სიბინძურე თქვა, რომ მე სომეხი ვარ~. მართლა გააკეთა მან მსგავსი განცხადება?
ეს ნამდვილად იყო თარგმანის პრობლემა ანუ გაუგებრობა მოხდა. ის არის რიზედან, ამიტომ მან ამ რეგიონის გეოგრაფია ძალიან კარგად იცის. მას არ უთქვამს ისეთი რამ, რაც გულისხმობდა შეურაცხყოფას.
პანდუსებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 499 ლარი გამოიყო და სამუშაოების შესრულებისთვის ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. ტენდერში გამარჯვებულმა შპს „საბა-555“-მა საჯარო სკოლებსა და კულტურის ცენტრის შენობაზე პანდუსები 1905 ლარად დაამონტაჟა.
დაბა ქედის საჯარო სკოლა ქედის მუნიციპალიტეტში ყველაზე დიდკონტინგენტიანია, სკოლაში 420 მოსწავლე სწავლობს, მათგან 17 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, მათ შორის ერთი ეტლით მოსარგებლე. სკოლის დირექტორი თამარ თავდგირიძე ამბობს, რომ პანდუსების არსებობა სკოლაში მნიშვნელოვანია, არა მარტო სკოლაში ეტლით მოსარგებლე მოსწავლისთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც.
ქედის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ თავდგირიძე: „ნებისმიერი ბავშვისთვის სკოლაში შესაბამისი გარემო უნდა იყოს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისთვის. ჩვენს სკოლაში 17 სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვია, აქედან ერთს გადაადგილების პრობლემა აქვს – ეტლით გადადგილდება, ბავშვს ბინაზე ვასწავლით, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ეს ფორმა არის მისთვის მისაღები, მაგრამ არის პერიოდი, როცა სკოლაშიც შეიძლება ეს მოსწავლე მოვიდეს, შესაბამისად, პანდუსიც აუცილებელია. შეიძლება სკოლაში არ სწავლობდეს ეტლით მოსარგებლე მოსწავლე, თუმცა პანდუსის არსებობა აუცილებელია იქედან გამომდინარე, რომ სკოლაში შემოსვლის შესაძლებლობა ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს“.
ნინო, ელოდი თუ არა გამარჯვებას?
მოულოდნელი იყო, ბევრი კონკურენტი მყავდა. გამარჯვება, რა თქმა უნდა მინდოდა, მაგრამ ჩემი სახელი რომ გამოაცხადეს, სასწაული გრძნობა დამეუფლა, ასეთი რამ არასოდეს მიგრძვნია. კონკურსზე ადრეც მინდოდა გასვლა, მაგრამ ბოლოს როცა ჩატარდა, აბიტურიენტი ვიყავი და ვერ მოვახერხე, მერე რეპორტაჟი ვნახე ტელევიზიაში და მივიღე მონაწილეობა.
კონკურსის მონაწილეებს როგორი ურთიერთობა გქონდათ, ინტრიგები თუ იყო?
ძალიან მეგობრულად ვიყავით, ერთი ოჯახივით. ბევრი მეგობარი შევიძინე, ამან გამაკვირვა ძალიან, ასეთ კონკურსებზე ინტრიგებს ველოდი. 18 გოგო ვიყავით, ყველასთან კარგად ურთიერთობა მაქვს.
აქამდე თუ მიგიღია კონკურსში მონაწილეობა?
სხვა ორ კონკურსში გავედი, „მის ბიკინიზე“ ფინალში მოვხვდი, ეს იყო საქართველოს მასშტაბით ჩატარებული კონკურსი. ხოლო „მის თინეიჯერში“ პირველი ადგილი დავიკავე, მაშინ 15 წლის ვიყავი, ეს იყო ჩემთვის პირველი გამოცდილება.
გამარჯვების გარდა რა მოგცა „მის აჭარამ“?
პირველ რიგში მეგობრები. ძალიან დატვირთული ორი კვირა გვქონდა, ვვარჯიშობდით, ფოტოსესიაში ვმონაწილეობდით, თავის წარმოჩენას გვასწავლიდნენ, კარგი გამოცდილება მივიღე. ამ კონკურსმა სტიმული მომცა, უკვე ვფიქრობ სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობაზე.
თუ ეცნობი კომენტარებს, რომელსაც აკეთებენ მოქალაქეები კონკურსის შემდეგ?
ამას ბევრი მეკითხება, ვკითულობ თუ არა კომენტარებს. თვალი გადავავლე მათ, ბუნებრივია იქ არის განსხვავებული აზრიც, ყველას ვერ მოეწონები. რა თქმა უნდა გულდასაწყვეტია, რადგან ზოგიერთი არაადეკვატურ კომენტარს წერს, ამიტომაც ასეთი კომენტარების წაკითხვით დროს არ ვკარგავ. ამაზე არც ვბრაზდები, მიმაჩნია, რომ ეს ბუნებრივია.
თავად როგორ ფიქრობ, იმსახურებდი თუ არა გამარჯვებას?
ვიმსახურებდი, რადგან მოდელი არ არის მხოლოდ ნატურა, რომელსაც აქვს ლამაზი ტანი და სახე. ეს არის მნიშვნელოვანი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის ნიჭი, რომლის საშუალებითაც ამ ყველაფერს წარმოაჩენ, მნიშვნელოვანია, როგორ დადიხარ პოდიუმზე, როგორ მუშაობ კამერებთან, ეს ყველაფერი გამოცდილების შედეგია, მე კი სხვა კონკურენტებთან შედარებით მქონდა ეს გამოცდილება. თუმცა მეც მყავდა ფავორიტები, ვიცე „მის აჭარა“ – ვერონიკა ჯერ პატარაა, სამომავლოდ თუ იშრომებს, ბევრ წარმატებას მიაღწევს.
როგორ დაიწყო შენი სამოდელო კარიერა?
15 წლის ასაკში დავიწყე, სამოდელო სააგენტოს წარმომადგენელი ნიკო მგალობლიშვილი ბათუმში ეძებდა გოგონებს „მის თინეიჯერისთვის“. სკოლაში მომაკითხეს, ყველა მეუბნებოდა, რომ კარგი მონაცემები მქონდა და უნდა მეცადა. ამ კონკურსზე მასწავლეს ყველაფერი, ძალიან მომეწონა ეს საქმე, მერე თბილისში და ბათუმში ჩვენებებზე გამოვდიოდი, სააგენტოებთან ვთანამშრომლობდი. საკმაოდ რთული საქმეა, გამძლეობას მოითხოვს, ყველა ადამიანთან უნდა გამონახო საერთო ენა, იმის მიუხედავად, მოგწონს თუ არა მისი შეხედულებები. მე ეს საქმე ძალიან მიყვარს, ამიტომაც ვცდილობ ეს ნიუანსები გავითვალისწინო და ყველაფერი ხარისხიანად გავაკეთო.
როგორც ვიცი, სტუდენტი ხარ, რას სწავლობ?
ტურიზმს ვსწავლობ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ტურიზმი საერთაშორისო პროფესიაა, გიწევს უცხოელებთან ურთიერთობა, საინტერესო საგნებს გავდივართ, ხალხთან ურთიერთობაც ძალიან მსიამოვნებს, მეორე კურსზე ვარ, გამოცდების პერიოდში ცოტა მიჭირს თან სამოდელო კარიერაზე ზრუნვა და თან სწავლა.
რას გულისხმობ სამოდელო კარიერაზე ზრუნვაში?
ვარჯიშს. ფიტნესზე ვვარჯიშობ, ეს აუცილებელია. ზოგჯერ ცურვაზეც დავდივარ, განსაკუთრებულ დიეტაზე არ ვარ, მაგრამ ვერიდები ცხიმიან საჭმელს და ცომეულს, თუმცა თვეში ერთ დღეს ყველაფერს ვჭამ.
ზაფხულში ბათუმშიც ვიღებდი მონაწილეობას დამწყები დიზაინერის ჩვენებაზე. ახლა სამოდელო სააგენტოებთან ვთანამშრომლობ. პორტფოლიო მომიძველდა, ახლის დამზადებას ვაპირებ, ფოტოსესიისთვის ვემზადები, აგენტის დახმარებით კი ჩემს ფოტოებს ამერიკასა და ევროპაში გადავაგზავნი. რაც მთავარია, ენის ბარიერი არ მაქვს, რუსულსა და ინგლისურს კარგად ვფლობ.
ნინო, არჩევანის წინაშე რომ დადგე, სწავლაზე უარს იტყვი?
ახლა იმაზე ვფიქრობ, რომ თუ მიწვევა მომივა, სწავლასაც იმ ქვეყანაში გავაგრძელებ, სადაც ვიმუშავებ, გააჩნია შემოთავაზებას. თუ არჩევანის წინაშე დავდექი, სამოდელო კარიერას ავირჩევ, რადგან ეს არის საქმე, რომლის კეთებაც მაბედნიერებს. მომწონს კამერები, პოდიუმი…
შენს პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვი?
მყავს შეყვარებული, თბილისელია. ისიც სამოდელო სფეროშია ჩართული, აგენტია. ერთ-ერთ საღამოზე გავიცანი, უკვე რამდენიმე თვეა ერთად ვართ, ბედნიერად ვგრძნობ თავს. სხვათა შორის, მისი იდეა იყო, რომ ამ კონკურსზე გამოვსულიყავი, მითხრა, რომ ეს გამოცდილება დამეხმარებოდა, ჩემით ძალიან ამაყობს.
ტურნირში, ასევე გამოვლინდა საუკეთესო მეკარე ნიკა ქაცარავა და საუკეთესო ფეხბურთელი საბა ზოიძე.

როინ გუნდაძის ინფორმაციით, რომელიც სტიქიის ადგილზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში იმყოფება, წყალმოვარდნის გამო ადამიანური მსხვერპლი არ ყოფლა. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური. მდინარე კიდევ ორ საცხოვრებელ სახლს ემუქრება.

თვითმხილველის თქმით, სამივე სახლის მცხოვრებლები, უსაფრთხო ადგილზე მეზობლებთან ჰყავთ გაყვანილები. როინ გუნდაძე, ამბობს რომ ამ დრომდე სტიქიის ადგილზე ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არ შეუნიშნავს.
ლექციაზე ფემინისტური იდეების დასავლური ისტორია დაკავშირებული იყო ქართულ სინამდვილესთან – “სრულიად არასწორია აზრი იმის შესახებ, რომ ფემინიზმი და ქალთა მოძრაობა, ქალთა საკითხები, გენდერული პრობლემები დასავლეთიდან არის შემოტანილი და აი ამ ქართულ უმანკო სხეულში ჩაკერებული – ეს ასე არ არის. მართალია ამ იდეებს, ქალის უფლებებს, ფემინიზმს საქართველოში არა აქვს ისეთი მრავალსაუკუნოვანი ისტორია, როგორც დასავლეთში, მაგრამ ორი-სამი საუკუნის ისტორია ნამდვილად აქვს, ამიტომ ჩემი ლექციის მეორე ნაწილში, შევეცდები გაგაცნოთ ის ძირითადი იდეები და ადამინები, რომელბიც საქართველოში ფემინისტურ იდეებს ემსახურებოდნენ, ხელს უწყობდნენ ამ იდეების გავლით საზოგადოებისთვის პროგრესის და განვითარების შეთავაზებას და გარკვეულ შედეგებს მიაღწიეს კიდეც ზოგიერთ დარგში.


აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, მამუკა თურმანიძის თქმით 18-19 ოქტომბერს მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი კლება და შტორმი 4-დან 6 ბალამდე. მისივე თქმით შტორმი დღეს დღეს ხუთ საათზე უკვე დაიწყო და იგი ორ ბალს გასცდა. პროგნოზის მიხედვით ბათუმში მთელი ღამე იწვიმებს.
“გემები უკვე დაბრუნდნენ ღია ზღვიდან და შემოვიდნენ იახტკლუბში. მზადყოფნაში ვართ ყველა, გაფრთხილებული გვყაცვს მუნიციპალიტეტები – ხულო, ქედა, შუახევი. მთაში მოსალოდნელია მოვიდეს ნალექი თოვლჭყაპის სახით და შეიძლება ითქვას შევდივართ ზამთრის ფაზაში. ვართ განსაკუთრებულ რეჟიმში, თუმცა საგაგნგებო სიტუაცია გამოცხადებული არ არის” – ამბობს მამუკა თურმანიძე.
შეხვედრაზე, სახალხო დამცველი ქობულეთში პანსიონთან დაკავშირებულ ინციდენტს შეეხო და თქვა, რომ გამოძიება დღემდე გაჭიანურებულია და ის სასჯელი რაც ამ ინცინდენტს მოყვა არა არის ადექვატური – “მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება დასრულდეს ძალიან მალე” – თქვა მან.
არჩილ ხაბაძის თქმით, გაჭიანურებული პროცესები ახლო პერიოდში დაიძვრება – “მე გავაცანი ბატონ უჩას არსებული სიტუაცია და ვფიქრობ ყველაფერი ისე წარიმართება, რომ ყველა მხარისთვის – მთავრობისთვის, მუსლიმური თემისთვის და საზოგადოებისთვის შედეგი მისაღები იყოს,”- განაცხადა არჩილ ხაბაძემ.
მოგვიანებით უჩა ნანუაშვილი, სახალხო დამცველის აჭარის წარმომადგენლობის ოფისში, აჭარაში მცხოვრებ მუსლიმებს შეხვდა. შეხვედრას დასავლეთ საქართველოს მუფტი ჯემალ პაქსაძე ესწრებოდა.
გია აგირბა საკუთარ თავს ხუმრობით „აჭარული ხაჭაპურის მეფეს“ უწოდებს. ეს ტიტული არამხოლოდ კარგად გამომცხვარი აჭარული ხაჭაპურისთვის დაიმსახურა, გიას უკავშირდება აჭარული ხაჭაპურის ის ვერსია, რომელსაც ცომგამოცლილს უწოდებენ და აჭარული ხაჭაპურის ყველა მოყვარულისათვის კარგად ცნობილია.
გია აგირბა 17 წლის იყო, აჭარული ხაჭაპურის მცხობელად რომ დაიწყო მუშაობა. შემდეგ ჯარიდან ჩამოსულმა ხელვაჩაურში მდებარე დიდ სახაჭაპურეში დაიწყო მუშაობა და დღეში 4 000 ცალ აჭარულ ხაჭაპურს აცხობდა.
„გოგი ხაჩატურიანი იყო ჩემი მასწავლებელი, რომელმაც დამახვეწინა ეს საქმე, ახლა ამერიკაშია ეს კაცი. 20 წლის ვიყავი მაშინ. დილას 5-6 საათზე ვდგებოდი, 4 ათას ხაჭაპურს ვაცხობდი დღეში, 72 ხაჭაპური ეტეოდა ერთ ჟარონაზე, სულ ხალხმრავლობა იყო, რიგი. დღეში სამასი მანეთი მქონდა, დიდი შემოსავალი იყო. ბევრი მეხუმრებოდა, ხალხი ზღვაზე დადის ზაფხულში, შენ ხაჭაპურს აცხობო, მაგრამ ჩემი საქმე მქონდა“, – იხსენებს გია.
სწორედ მაშინ შეიქმნა ცომგამოცლილი აჭარული ხაჭაპურიც, 1987 წელს. გია ჯარიდან ახალი ჩამოსული იყო:
„ჯანზე ვიყავი, მეთქი ამდენი ცომი ამოვიდა ყელში და ქერქს ვჭამდი, მაგრამ ძირს ვტოვებდი. მერე ავდექი და ცხობის დროს ცომი ამოვიღე, ჩემთვის გავიკეთე ასე, სხვას ამას არ ვუკეთებდი, ხელით ვაცლიდი ცომს, სულ დამწვარი მქონდა ხელი.
წლების მერე, „ლაგუნაში“ რომ ვმუშაობდი, მთხოვეს, შენთვის რომ იკეთებ, ჩვენც გაგვიკეთეო და ცომგამოცლილი თანდათან გახდა ჩემი ბრენდი. 2003 წლიდან უკვე ინტენსიურად დავიწყე გაკეთება. „გიას აჩიშენნი ხაჭაპური“ – ასე ეძახდნენ მაშინ“, – ამბობს გია.
რით განსხვავდება ცომგამოცლილი აჭარული ხაჭაპური ჩვეულებრივისაგან, გარდა იმისა, რომ ნაკლებკალორიულია? გიას თავისი თეორია აქვს ამის შესახებ:
„ყველს მომზადების შემდეგ წათხში დებენ. როცა ხაჭაპური ცხვება და შიგთავსი დუღს, ყველიდან გამოდის ზედმეტი წყალი და მინარევები. ამ წყლით ცომი იჟღენთება, რომელსაც მე ვაცლი. რჩება სუფთა, შეკრული ყველი და პურის თხელი, ხრაშუნა მასა. ამიტომაც გამოდის გემრიელი.“
მას შემდეგ, რაც აჭარული ცომგამოცლილი ხაჭაპური ძალიან პოპულარული გახდა და მას ახლა ბევრ კაფეში ამზადებენ, გიამ ცომგამოცლილი ხაჭაპურის დაპატენტებაზეც დაიწყო ფიქრი და სახელწიფოს მიმართა. ამბობს, რომ პატენტი ჯერჯერობით ვერ აიღო, თუმცა მას ამ საკითხში პრიორიტეტი მიანიჭეს და სხვა ვერ შეძლებს აჭარული ცომგამოცლილი ხაჭაპურის დაპატენტებას.
სამუშაოდ მისულ გიას თავისი პირობა აქვს: მისი აჭარული ხაჭაპური აუცილებლად შეშის ღუმელში უნდა გამოცხვეს და არა გაზის ან ელექტროღუმელში. ღუმელს თავად აშენებს, ურჩევნია ყველაფერი თავად გააკეთოს.
„ადრე ყველსაც მე ვყიდულობდი, ვერ ვანდობდი სხვას“, – ამბობს გია. მისი თქმით, შეშაზე გამომცხვარ აჭარულ ხაჭაპურს სულ სხვა გემო და არომატი აქვს:
„შეშა ეკოლოგიურად სუფთაა და ნაკვერჩხალი, კვამლი თავისებურ სუნს და გემოს აძლევს, ხაჭაპური გამოდის ხრაშუნა. ელექტროღუმელში გამოდის რბილი და გაზზე მე საერთოდ არ ვმუშაობ. გაზზე შეიძლება აადუღო რაღაც, მაგრამ გაზში რომ გამოაცხო… წარმოიდგინეთ, ცომში, ყველში შედის გაზის გამონაბოლქვი და მერე ამას ჭამ… არ შეიძლება.“
გიამ 60-ზე მეტ მოსწავლეს შეასწავლა აჭარული ხაჭაპურის გამოცხობა, მათ შორის საკუთარ შვილსაც, რომელიც ახლა თბილისში მუშაობს.
კითხვაზე, რა არის რთული ამ პროფესიაში, გია პასუხობს, რომ ყველაზე რთული სიცხის ატანაა: „გარეთ რომ 35 გრადუსია, სამზარეულოში 55 გრადუსია. სიცხე, ცეცხლის ალი სახეში… ძნელი სამუშაოა, ვიწურებით თავიდან ბოლომდე.“
აჭარული ხაჭაპურის შექმნის არაერთი ვერსია არსებობს. ზოგი მას ბერძნებს უკავშირებს და საბერძნეთში მართლაც არის გავრცელებული კერძი, რომელიც ძალიან ჰგავს აჭარულ ხაჭაპურს, იმ განსხვავებით, რომ მასში ძირითადად გატარებულ ფარშს ან მშრალ ყველს ათავსებენ.
იგივე კერძი გვხვდება თურქეთშიც, თუმცა არა აჭარული ხაჭაპურის ზუსტი ანალოგი.
აჭარული ხაჭაპურის დღეს არსებულ ფორმას უკავშირებენ ლაზებსაც და აფხაზებსაც. გიას ვერსიით ამ კერძის ისტორია სწორედ აფხაზებს უკავშირდება: „მე აფხაზი ვარ, როგორც ვიცი, ეს არის აფხაზური, შავი ზღვისპირეთში გავრცელებული კერძი, ფიდეს ეძახიან, ხორცს დებდნენ შიგ. აჭარაში ჩამოსულმა აფხაზმა მუჰაჯირებმა გამოაცალეს ხორცი და ჩადეს ყველი. მაშინ კვერცხით არ აცხობდნენ. მე როგორც გამიგია, კვერცხი დაუმატებია ფრანგ კულინარს: ზღვა, ხაჭაპურის ნავის ფორმა და კვერცხი – მზე.“
რა არის მთავარი, რომ აჭარული ხაჭაპური კარგი გამოვიდეს? გია ამბობს, რომ „მთავარია ხელი“ და ის, რომ გიყვარდეს შენი საქმე: „ცომს თუ არ მოეფერე არ ამოვა, პირჯვარს ვწერ ცომს, რომ კარგად ამოვიდეს და ბლომად ყველი, ბლომად კარაქი – ყველაფერი ბლომად. თუ მიაკელი, არ გამოვა. ეს არის საიდუმლო“.
პირველი გამოფენა სახელწოდებით “სხვა”, 4 ნოემბერს მოეწყობა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება იმ ადამიანების ნამუშევრები რომლებიც, პარალელურად თავიანთი ძირითადი საქმიანობისა (რომელიც ხელოვნებას არ უკავშირდება), ქმნიან ხელოვნების ნიმუშებს.
შემდეგ გამოფენაზე სახელწოდებით – “ახალი”, რომელიც 9 ნოემბერს მოეწყობა, წარმოდგენილი იქნება ახალგაზრდა ხელოვანების ნამუშევრები (ინსტალაციები, ფერწერული თუ გრაფიკული ნამუშევრები) თანამედროვე არატრადიციულ მიმდინარეობებში.
მესამე გამოფენა სახელწოდებით ამაღელვე, 14 ნოემბერს მოეწყობა და მასზე ბათუმის ფსიქონევროლოგიური საავდმყოფოს პაცენტების ნამუშევრები გამოიფინება.
ჯერ-ჯერობით არ სახელდება გამოფენების ზუსტი ადგილმდებარეობა. გამოფენების დაწყებამდე პროექტის ფეისბუქ გვერდსა და ბლოგზე გამოქვეყნდება ინფორმაცია იმ ადგილის შესახებ, სადაც უნდა შეიკრიბოს გამოფენის მაყურებელი, რომელთაც უფასო ავტობუსები მოემსახურებათ.
პროექტის ორგანიზატორის, თამარ მასალკინის თქმით პროექტისთვის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. “პროექტის იდეის ავტორია ნინო მასალკინა. ჩვენი მიზანია ამ გზით მოვახდინოთ თანამედროვე და არატრადიციული ხელოვნების პოპულარიზაცია და არასაგამოგფენო ალტერნატიული სივრცეების საგამოფენო სივრცეებად გამოყენების გზით, შევცვალოთ უკვე არსებული, მოსაწყენი და ერთფეროვანი გამოფენების სტილი” – ამბობს ის.
“გამოფენების ფესტივალი” აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინსიტროს დაფინანსებით ხორციელდება.


„გამოძიება სამწუხაროდ გაჭიანურებულია და არ ისჯებიან ის ადამიანები, ვინც ეს ფაქტი ჩაიდინა”, – საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ეს შეფასება ქობულეთში, მუსლიმთა პანსიონის კარზე ღორის თავის მიმაგრების ფაქტზე გააკეთა.
შეხვედრას დასავლეთ საქართველოს მუფტი ჯემალ პაქსაზე ესწრება.

მხარეებმა ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირებისა და აღსრულების საკითხი განიხილეს. ასევე ისაუბრეს პროგრამული ბიუჯეტის თემასა და მთავარი ფინანსური დოკუმენტის შედგენის პროცესში მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობის შესახებ.
დავით ბალაძემ სტუმრებს აჭარის პროგრამული ბიუჯეტის დაგეგმვის დეტალები გააცნო. მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ რეგიონის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში უკვე აქტიურად არის ჩართული მოსახლეობა,რაც კიდევ უფრო ზრდის ბიუჯეტის გამჭვირვალობას.

შეხვედრაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მიწვევა მიიღო საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსისტთა ასოციაციის რიგით მეშვიდე ყრილობაზე, რომელსაც წელს ბათუმი 18-19 ოქტომბერს პიაცას მოედანზე უმასპინძლებს.
ქართულმა მხარე ასევე ოფიციალური მიწვევით ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ფილადელფიაში, 2015 წლის მაისში დაგეგმილ ამერიკისა და კანადის ფინანსისტთა ასოციაციის ყრილობას დაესწრება.
შეხვედრას საერთაშორისო ფინანსური ექსპერტები, სხვადასხვა ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების გამგებლები და ფინანსური დირექტორები ესწრებოდნენ.