
ბატონო იოსებ, რა არის ვარიკოზი, რა პროცესი მიმდინარეობს ამ დროს ორგანიზმში?
ვენური სისტემა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანოა ადამიანის ორგანიზმში და ის სისხლის, ქვემოდან ზემოთ – გულისკენ ადინებას უზრუნველყოფს. ვენაში არის სარქველები, რომლებიც სისხლის ერთი მიმართულებით – მაღლა ასვლას უზრუნველყოფენ. ვარიკოზის დროს კი ვენების სარქვლოვანი აპარატი გაუმართავად მუშაობს, მოშლილი სარქველების გამო სისხლი ზევით ასვლის შემდეგ, ქვემოთაც ჩამოდის, რის გამოც ფართოვდება და იკლაკნება ვენები.
რა შეიძლება იყოს ვარიკოზის გამომწვევი მიზეზები?
ქვედა კიდურების ვარიკოზული გაგანიერება უმეტესად იმ ადამიანებს აწუხებთ, ვისაც სამსახურის გამო დიდხანს ფეხზე დგომა უწევთ, ქალებში ვარიკოზის მიზეზი უმეტესად ორსულობაა, ასევე ჭარბი წონა და უმოძრაობა.
რა სიმპტომები ახასიათებს დაავადებას საწყის ეტაპზე?
დაავადების საწყის ეტაპზე პაციენტი საღამოობით ფეხებში სიმძიმის შეგრძნებას უჩივის, შეენიშნება ფეხებში დაღლილობა და სიმხურვალე. აღენიშნება ფეხების შეშუპება და ასევე ე.წ. ღამის კრუნჩხვები წვივის კუნთებში – ანუ ის, რასაც ხშირად ძარღვის განასკვნას ეძახიან.
როგორ ვითარდება დაავადება?
ქრონიკულ ვენურ უკმარისობას განვითარების რამდენიმე სტადია აქვს. ნულოვან სტადიაზე დაავადებას არანაირი გამოვლინება არ აქვს, თუმცა დაავადების პირველ სტადიაზე ფეხზე წვრილი კაპილარები ჩნდება, მეორე სტადიაა კანქვეშა ვენების ვარიკოზი, მესამე ეტაპზე ვარიკოზს ემატება ფეხების შეშუპება დღის ბოლოს (რომელიც დილამდე გადადის ხოლმე), შემდეგ არის ეგზემა (კანის ანთებითი პროცესები) და კანის ტროფიკული წყლულები, რომლებმაც შესაძლოა ადამიანი ინვალიდობამდე მიიყვანოს.
როგორია დაავადების პროფილაქტიკა და რას უნდა მოერიდონ პაციენტები ვარიკოზის სიმპტომებით?
პირველ რიგში, უნდა მოერიდონ დიდხანს ფეხზე დგომას, ჯდომას და ზოგადად დიდხანს უმოძრაობას, აუცილებელია ფიზიკური აქტივობა და ჭარბი წონის მოშორება. ძალიან კარგია ცურვა, თუმცა მზეს უნდა მოერიდონ. კარგია ფეხებზე ცივი შხაპის მასაჟი და ფეხების ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მოსვენება.
ფეხსაცმელს რაც შეეხება, იგი არ უნდა იყოს არც ძალიან მაღალქუსლიანი და არც სულ უქუსლო, 2-3-სანტიმეტრიანი ქუსლი სავსებით ნორმალურია.
იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს ვარიკოზის ნიშნები შეენიშნება, მისთვის რეკომენდებულია სხვადასხვა კომპრესიის (ჭიმვადობის) ტრიკოტაჟის ტარება, რომლის შეძენაც ექიმის დანიშნულებით აფთიაქებშია შესაძლებელი.
როგორ მკურნალობენ ვარიკოზს?
ვარიკოზის მკურნალობა კომპლექსურია. როგორც წესი, მკურნალობის მხოლოდ ერთი მეთოდი არ არის საკმარისი. მაგალითად, ქირურგიული კორექციის შემდეგ გრძელდება მედიკამენტოზური მკურნალობა, გარკვეულ რეჟიმში ცხოვრება და ა.შ.
მკურნალობა, რა თქმა უნდა, არსებობს როგორც მედიკამენტოზური, ისე ქირურგიული. მედიკამენტოზური მკურნალობისას პაციენტს ძირითადად ვენოტონიკები ენიშნება, რომელთა მიზანიც სარქველოვანი აპარატის გამაგრებაა, შესაბამისად ისინი უზრუნველყოფენ სისხლის ერთი მიმართულებით ადინებას. ვარიკოზის მკურნალობა ერთჯერადი აქცია არ არის, ეს გრძელვადიანი პროცესია. ეს მედიკამენტები პაციენტმა წელიწადში ორჯერ, ორ-ორი თვის განმავლობაში უნდა მიიღოს.
მკურნალობის ქირურგიული მეთოდი დღეს ბევრად უფრო დახვეწილია, ვიდრე ადრე, ახლა ღია წესით ოპერაციის ნაცვლად ლაზერულოთერაპია ან სკლეროთერაპია კეთდება, მაგრამ საქმე ისაა, რომ პაციენტები დაავადების ისეთი სტადიით მოდიან, რომ თანამედროვე მეთოდების გამოყენება ვეღარ ხერხდება. ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტებმა დაავადების საწყის ეტაპზევე მოგვმართონ სპეციალისტებს.



„მსგავსი პროექტი განხორციელდა ესპანეთის შეიარაღებულ ძალებთან, ამ გამოფენას დაესწრო საქართველოს ელჩი ესპანეთში ზურაბ პოლოლიკაშვილი, რომელიც დაინტერესდა ამ პროექტით და სურვილი გაუჩნდა, იგივე გაკეთებულიყო საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან მიმართებაშიც“ – ამბობს მხატვარი.
ამავე დადგენილებით შუახევის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების რისკის ზონაში მცხოვრებ ექვს ოჯახს შუახევის მუნიციპალიტეტის ყოფილი საავადმყოფოს რეაბილიტირებულ შენობაში გადაეცემა საცხოვრებელი ბინები.




სოფელ ზედა მახუნცეთში მცხოვრები ნური ბალაძე ამბობს, რომ მსგავსი სეტყვა ბოლო 45 წელია არ ახსოვს. ის იგონებს 1969 წელს, როდესაც გაზაფხულზე მოსულმა სეტყვამ ქედის სოფლებს დიდი ზარალი მიაყენა.



„ფრანგული პოეზიის ათასწლეული“ IX საუკუნის საგმირო ეპოსის – „სიმღერა რონალზე“ – ფრაგმენტის თარგმანით იწყება და 20-საუკუნის ავტორის, ლეოპოლდ სედარ სანგჰორის ლექსით სრულდება. კრებულში 80-ზე მეტი ფრანგი პოეტის 250-მდე ლექსია თავმოყრილი.
ბადრი თევზაძეს მკითხველი იცნობს როგორც პოეტს, მთარგმნელსა და წიგნის – „პარიზში წასვლას რა უნდა?!“ – ავტორს. ამ მხატვრულ-დოკუმენტური კრებულისთვის ავტორს 2000 წელს „ლომისის“ პრემია მიენიჭა, 2006 წელს კი საფრანგეთში, კინოსტუდია „ლა ფემისში“ რეჟისორმა თ. გრენადმა წიგნის მიხედვით გადაიღო 20 წუთიანი დოკუმენტური ფილმი „ქართველი ტარტარენის ნაკვალევზე“.











ბანკები, საჯარო ბიბლიოთეკა, აჭარის მთავრობა, ბათუმის მერია, მუზეუმები, კინოთეატრი – ეს იმ ორგანიზაციების მოკლე ჩამონათვალია, რომელთაც პანდუსი არ გააჩნიათ, შესაბამისად შშმ პირებს აქ შესვლა დამოუკიდებლად არ შეუძლიათ.
ქუჩის ბიბლიოთეკის იდეა ქედაში CAUCULT-ის აჭარის ჯგუფში ჩართულ გიორგი აბულაძეს ეკუთვნის. ღია ცის ქვეშ, სპეციალურ საცავებში, რომლებსაც ბიბილოთეკის დანიშნულება აქვს, სხვა და სხვა ჟანრის წიგნებია თავმოყრილი ყველა ასაკის მკითხველისთვის. გიორგი აბულაძე ამბობს, რომ აღნიშნული პროექტით ევროკავშირის ქვეყნებში ადაპტირებული მეთოდის დამკვიდრება სცადა.
„მადლობა მინდა გადავუხადო აქციის სულისჩამდგმელს. ადამიანის სულიერებისთვის ასეთ პროექტებს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს“ – ამბობს ციალა ასამბაძე, ქედის მცხოვრები, რომელმაც პროექტს წიგნი გადასცა საჩუქრად.




