როგორ ეხმარებიან სტუდენტები და მოხალისეები მიუსაფარ ადამიანებს

 

უსახლკარო და მიუსაფარი ადამიანებისთვის ბათუმელმა სტუდენტებმა თბილი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შეგროვება დაიწყეს. საქველმოქმედო აქცია “ხელი ხელს” სტუდენტური ორგანიზაცია “Sunshine”-ის და  დოროთეა პარკელის საქველმოქმედო ფონდის მიერ არის ორგანიზებული. შეგროვებული ნივთების დახარისხება სტუდენტებმა და მოხალისეებმა უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში დღეს, 24 დეკემბერს დაიწყეს. როგორც სტუდენტები ამბობენ, მოსახლეობის აქტიურობამ მათ მოლოდინს გადააჭარბა, შემოსული ნივთები ასობით მიუსაფარ ადამიანს დაურიგდება.

ბათუმში 31 დეკემბრის ღამეს სილამაზის სალონების ნაწილი უკვე დაკავებულია


ბათუმის სილამაზის სალონებში 31 დეკემბრისათვის უკვე ემზადებიან, ცნობილ სალონებში საღამოს საათები უკვე დაკავებულია.  სალონებში ამბობენ, რომ ახალი წლის ღამეს, მომხმარებელთა მოთხოვნის შესაბამისად, გვიანობამდე მუშაობენ.  

რამდენს ხარჯავთ ყოველ თვეში? [ინფოგრაფიკა]

ხარჯები გამოთვლილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ, შინამეურნეობების მიერ დეკლარირებული მონაცემების მიხედვით. * შინამეურნეობების სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურა შესაბამისობაშია ხარჯების ინდივიდუალურ კლასიფიკატორთან (COICOP). “სხვა სამომხმარებლო ხარჯები” მოიცავს შინამეურნეობების ხარჯებს კავშირგაბმულობაზე (08 კატეგორია COICOP–ის მიხედვით), სასტუმროებზე, კაფეებსა და რესტორნებზე (11 კატეგორია COICOP–ის მიხედვით) და სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებაზე (12 კატეგორია COICOP–ის მიხედვით).

სტუდენტები: უნივერსიტეტი სწავლას გვაძალებს

 

 

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო წლის დაწყებისთანავე სტუდენტებს უთხრეს, რომ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით 16-ქულიანი საგამოცდო ბარიერი 21 ქულამდე გაიზარდა. ამ ინფორმაციამ სტუდენტების ვნებათაღელვა გამოიწვია, ისინი უკმაყოფილონი არიან იმის გამო, რომ მათ სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე მეტი მუშაობა მოუწევთ. სტუდენტების მოთხოვნით შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც თავად სტუდენტებისგან შედგება. კომისიის მიზანია განსაზღვროს, არის თუ არა საგამოცდო ბარიერი სწავლის ხარისხის შესაბამისი. 21-ქულანი ბარიერი საქართველოს თითქმის ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტშია.

ლევან ვარშალომიძის ყოფილი მეზობელი პროკურატურის გულგრილობაზე

 

ლევან ვარშალომიძის ყოფილი მეზობელი, ლელა აბესაძე უკვე რამდენიმე წელია ცდილობს პროკურატურა დააინტერესოს 2007 წლის ზაფხულში, 5 დღე-ღამის განმავლობაში, უშიშროების სამინისტროს საპატიმრო დაწესებულებაში მისი გამოკეტვის ფაქტით. ის ამბობს, რომ ჯერჯერობით ვერაფერს გახდა.

გოგა ნიქაბაძის ზამთარი

 

 

“დიზაინერობა არ არის ჩემთვის ბიზნესი, ეს არის ჩემი ცხოვრება, მოდა არ არის მხოლოდ ტანსაცმელი, ის ყოველდღიურობაა. ჩემი წარმატებულობის მიზეზი ის არის, რომ ვარ თავისუფალი მენტალური ბორკილებისგან” – ასე იწყებს საუბარს ბათუმელი დიზაინერი გოგა ნიქაბაძე. თავის საქმიანობაზე და 2015 წლის მოდის ტენდენციებზე ის “ბათუმელების” მკითხველს უამბობს.

„Black Sea Sound”-ის გამარჯვებულები

 

მუსიკალურ ფესტივალში „Black Sea Sound”  ჯგუფმა THE PICKUPERS გაიმარჯვა. ჟიურის სიმპათია კი ჯგუფი ✬ Mao Z Done გახდა. „Black Sea Sound” -ის აღმოჩენად  Lil Beat დასახელდა. 

გადასახლებაში “მოხალისეების ვაგონით“

 

ფადიკო ნაგერვაძეს და მის ოჯახს საბჭოთა რეპრესიები 1951 წელს შეეხო. მაშინ ფადიკო ექვსი წლის იყო და ოჯახში მასზე მცირეწლოვანი და-ძმაც ცხოვრობდა. ერთი წლის ეთერი გადასახლებაში გარდაიცვალა და მშობლებმა მისი საფლავიც დაკარგეს. „დედა სულ ტიროდა, სულ… ცეცხლი მეკიდება გულზე, როცა დედაჩემის სახე და შიშველი ფეხები მახსენდება, როცა თოვლში გულში ჩახუტებული ბავშვებით მიაბიჯებდა თოფიანი ჯარისკაცების წინ“, – ამბობს ფადიკო ნაგერვაძე.

გარემოს დაცვის 25 წელი

 

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა 25 წლისაა. გასულ კვირას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა მწვანეთა მოძრაობის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ნინო ჩხობაძეს გარემოს დაცვის კუთხით გაწეული ღვაწლისთვის სიგელი გადასცა. საბჭოთა კავშირის ბოლო წლებში ახალგაზრდების ჯგუფმა დაიწყო ბრძოლა ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. რისი მიღწევა შეძლო საქართველოში მწვანეთა მოძრაობამ 25 წლის განმავლობაში, რა შეცვალა და რა ვერ შეცვალა- ამ საკითხებზე „ბათუმელები“ მწვანეთა მოძრაობის ერთ-ერთ დამფუძნებელს, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელს, ნინო ჩხობაძეს ესაუბრა. 

ჰობიტის დიდი მოგზაურობა

 

როგორღაც ისე მოხდა, რომ ჩვენმა თაობამ ტოლკინის სამყარო ბავშვობაში გამოტოვა. მიუხედავად იმისა, რომ „ჰობიტი“ საბჭოთა პერიოდში იყო გამოცემული, საქართველოში ტოლკინი ძალიან პოპულარული მაინც ფილმის, „ბეჭდების მბრძანებლის“ გამოსვლის შემდეგ გახდა. დღეს ამ გენიალურ წიგნს უკვე საკმარისი დამფასებელი ჰყავს. ასევეა „ჰობიტის“ შემთხვევაშიც. ფილმის გამოსვლამ დიდწილად განაპირობა ამ დიდი თავგადასავლის დასაწყისის პოპულარობა.

ფოტოკლუბი გორელოვკა ბათუმში

 

ფოტოკლუბი „გორელოვკა“ ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში 21 დეკებერს 17:00 საათზე გაიხსნება და ერთ კვირას გასტანს.  

„Black Sea Sound” – ბათუმში მუსიკალური ფესტივალი იწყება

 

შაბათს, 20 დეკემბერს ბათუმში  მუსიკალური ფესტივალი „შავი ზღვის ხმა – „Black Sea Sound”  გაიმართება.  „Black Sea Sound”-ბათუმის საზაფხულო თეატრში ჩატარდება. ბენდები გამოსვლას საღამოს 8 საათიდან დაიწყებენ. ფესტივალზე დასწრება უფასოა. 

“მინდა ისეთი დედა ვიყო, როგორიც იყო დედაჩემი ჩემთვის”

 

ბავშვობიდან მოსწონს მაღალი ქუსლები და წითელი პომადა, სწორედ ეს გახდა იმ არჩევანის მიზეზი, რომელიც 14 წლისამ გააკეთა. 20 წლის მოდელი ლიზა მოისწრაფიშვილი ამბობს, რომ გაუმართლა, რადგან გოგა ნიქაბაძესთან მუშაობის საშუალება მიეცა. ლიზა მალე დედა გახდება. 

უმაღლესი საბჭო ისევ მოლოდინის რეჟიმში

 

მორატორიუმი, რაც აჭარის უმაღლესი საბჭოს  „ქართული ოცნების“  ფრაქციამ მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის მიმართ გამოცხადებული უნდობლობის პროცედურის შეჩერების მიზეზად დაასახელა, ისევ ძალაშია. უმაღლეს საბჭოში ისევ  ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრასა და პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას ელიან.

ლაკაევის პროცესი – ბრალი დამძიმდა

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ შეცვლა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და თემურ ბახუნტარაძეს, ფირუზ წულუკიძესა და იუსუფ ლაკაევს ბრალდება დაუმძიმა. დაცვის მხარე ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

გაფერმკრთალებული ურთიერთობები სამეზობლოში

 

„სად არის თბილი ურთიერთობები ან ერთმანეთის მონახულების დრო სადღაა, ადამიანები თავიანთ სამყაროში ჩაიკეტნენ“, – ამბობს ბათუმელი ქალი. მისი თაობის სხვა ადამიანებიც მიიჩნევენ, რომ ნელ-ნელა ქრება სამეზობლო  ურთიერთობების ის კულტურა, რასაც საქართველოში ტრადიციას ვეძახით. „აქ ყველა ერთი ოჯახივით ვართ“, – დღეს ქართულ სამეზობლოში ისე აქტუალური აღარ არის, როგორც ეს ადრე იყო. 

როგორ გამოვიცნოთ ანემია ბავშვებში

 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, სისხლში წითელი უჯრედების ნაკლებობა, იგივე ანემია მსოფლიო მოსახლეობის 24%-ს, ანუ 1620 მილიონ ადამიანს აღენიშნება. ანემია ყველაზე ხშირად სკოლამდელი ასაკის ბავშვებშია გავრცელებული და ოფიციალური სტატისტიკით ამ დაავადებით 1-4 წლამდე ასაკის ბავშვების 25%-ია დაავადებული. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკო-ჰემატოლოგი, პედიატრი თამარ კვაჭაძე ამბობს, რომ ანემია საქართველოს ბავშვთა პოპულაციაშიც ხშირია და მისი გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არასრულფასოვანი კვებაა. როგორ უნდა ამოვიცნოთ ანემიის ნიშნები და რა სახის საკვებია რეკომენდებული ანემიის პროფილაქტიკისთვის, ამ და სხვა კითხვებზე თამარ კვაჭაძემ უპასუხა. 

ცოტა რამ ყველაზე კეთილი ჯადოქრობის შესახებ

 

თუ თქვენ ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ „ჰარი პოტერი“, მაშინ ვერაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ მიატოვოთ ნებისმიერი საქმე, რამდენიმე დღით გამოეთიშოთ ვირტუალურ სამყაროს, იშოვოთ შვიდივე წიგნი და დაიწყოთ. დანამდვილებით შეგვიძლია თქმა, რომ ეს იქნება უმშვენიერესი რამდენიმე დღე თქვენს ცხოვრებაში.

ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა საყრდენი გეგმის გარეშე

 

ბათუმის 2015 წლის ბიუჯეტი დეკემბრის ბოლოს დამტკიცდება. მანამდე ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროცესი მიმდინარეობს. ამ დროისთვის ფრაქციებისა და საკრებულოს წევრებისგან რამდენიმე ათეული შენიშვნაა შესული, მათ შორის ერთ-ერთი კორექტივი ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის შექმნისთვის ბიუჯეტში თანხის გამოყოფას ეხება.

11 წლის გოგონაზე მოძალადის საქმე

 

ბათუმის საქალაქოს სასამართლოს მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა 25 წლის ბრალდებულს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ დაკავებულმა ჩაიდინა  სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება: „ძალადობის მუქარითა და დაზარალებულის უმწეო მდგომარეობის  გამოყენებით“. დაზარალებული 11 წლის გოგონაა. ბრალდებული წინასწარი პატიმრობიდან გირაოს საფუძველზე გათავისუფლებას  ითხოვდა. ის დანაშაულს აღიარებს. დაზარალებული – მცირეწლოვანი გოგონა ახლა ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.  

თურქეთის კონსულის მეუღლე ბათუმში

 

ბენეფშე თემისქანი ბათუმში ორი თვის წინ დასახლდა. ის ბათუმში თურქეთის კონსულის – იასინ თემიზქანის მეუღლეა. დიპლომატის მეუღლეს ბათუმის არქიტექტურა მოსწონს და როგორც ხელოვნებათმცოდნეს, ბათუმთან დაკავშირებით საკუთარი გეგმებიც აქვს, რაზეც ის „ბათუმელებს“ ესაუბრა.

ქველმოქმედება და სტერეოტიპები

 

როგორია ქართული ქველმოქმედება და რამდენად მგრძნობიარეა ქართველი მილიონერი სხვისი პრობლემების მიმართ? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ ფსიქოლოგმა თამარ ხუბულავამ ისაუბრა. 

სასწავლო კურსები ბათუმში

 

თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გორგასალთან არსებული  ბიზნესის სასწავლო ცენტრი აცხადებს საბუთების მიღებას შემდეგ სასწავლო პროგრამაზე:

„სტალინი მოკვდა და გაჩნდა იმედი“

 

„დიდი ოჯახი გვქონდა, სახლში რვა ბავშვი ვიყავით, კიდევ, მშობლები და მოხუცებული ბებია-ბაბუა. 1951 წლის 26 დეკემბერი თენდებოდა, როცა რუსი შეიარაღებული სამხედროები  სახლში შემოცვივდნენ. მაშინ 12 წლის ვიყავი და მძიმე ემოციები დატოვა ჩემში ამ სურათმა. ერთად მოგვყარეს, როგორც ცხოველები ისე გადაგვთვალეს და სახლის დატოვება გვიბრძანეს“.

კონსულტაცია ენდოკრინოლოგთან საზღვაო ჰოსპიტალში

 

 

13 დეკემბერს, საზღვაო ჰოსპიტალს ეწვევა და კონსულტაციებს ჩაატარებს მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ენდოკრინოლოგი ლიკა ცუცქირიძე

ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარ

საინიციატივო ჯგუფი: ვითხოვთ რვაფეხას რესტავრაციას, ძეგლის სტატუსს და შენარჩუნებას

 

დღეს, მაღაზია “წიგნები ბათუმში”, საინიციატივო ჯგუფმა “დაიცავი რვაფეხა” ბრიფინგი გამართა. ჯგუფის წევრებმა ჟურნალისტებთან საუბრისას მოქალაეებს აქტიურობისკენ მოუწოდეს და ადგილობრივი ხელისუფლებისთვის თავიანთი ინიციატივები გააჟღერეს.

ფსიქო-ნევროლოგიური სერვისები და სახელმწიფო პროგრამით შეძენილი „ნაკლებ ეფექტური“ მედიკამენტები

 

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 100 ათასი ფსიქიკური ან ქცევითი აშლილობების მქონე ადამიანია რეგისტრირებული. ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით კი, ეს რიცხვი რეალურად გაცილებით უფრო დიდია. ფსიქიკური პრობლემების მქონე მოქალაქეთა არაზუსტი სტატისტიკის ერთ-ერთი მიზეზი სოციალური სტიგმაა. იმის გამო, რომ ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტებს ხშირად „გიჟებად“ მოიხსენიებენ, ბევრი ერიდება ფსიქიატრიული სერვისით სარგებლობას. ამის გამო კი მათი მდგომარეობა დღითი დღე უფრო მძიმდება.

ბათუმში წყლის გაწმენდის მეთოდების შესახებ

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის #62 დადგენილებით, წყლის ქლორირება პრიორიტეტული მეთოდია. მცირე წარმადობის (3 000 მ3) წყალსადენისთვის დასაშვებია სხვა ქლორის შემცველი ნივთიერებებით დეზინფექციაც. თუმცა კოლიფაგების, ვირუსების, პათოგენური უმარტივესების, ცისტების, ასევე გრამდადებითი მიკრობების მიმართ ქლორის მოქმედება ნაკლებად ეფექტურია. სწორედ ამიტომ, წყლის გაუსნებოვნებისთვის საჭიროა სხვა მეთოდების გამოყენება.

“გამომივა თუ არა?! – მხოლოდ ეს მაინტერესებს”

 

ბექა მსხილაძე 13 წლის იყო, როდესაც ფოტოგრაფიით მოიხიბლა. უკვე შვიდი წელია ყველგან ფოტოაპარატით დადის, ამბობს, რომ ფოტოაპარატი მუდამ ჩართული აქვს.  ერთი თვის წინ ბექამ ძმასთან ერთად ბათუმში ფოტო სტუდია “FoTo MSX” გახსნა, სტუდიაში ამჟამად სამ პროექტზე მუშაობენ.

“ვიტა“ – ხერხემლის დაავადებების ინოვაციური დიაგნოსტიკა და მკურნალობა

 

წელის, კისრის, ზურგის, ფეხის ტკივილი, ხელ-ფეხის დაბუჟება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა ტკივილის გამო, მოძრაობის შეზღუდვა, პაციენტის შრომის უნარის დაქვეითება – თუ ჩამოთვლილი ჩივილებიდან  რომელიმე თქვენ ან თქვენს პატარას გაწუხებთ, სავარაუდოდ, არსებობს რისკი, რომ თქვენ ხერხემლის  დაავადება გაქვთ. 

საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებაში “ოცნებას” ოპოზიცია დაეხმარა

 

გადათვლით დგინდება, რომ საკითხი ჩავარდებოდა, უმრავლესობას საკუთარი ხმებით ოპოზიციიდან საკრებულოს სამი წევრი რომ არ დახმარებოდა. თანამდებობის პირის გადაყენება მისი ოპოზიციაში გადასვლის გამო ხელვაჩაურის საკრებულოში პრეცედენტი არ ყოფილა. შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი ფაქტები კვლავაც იქნება – “თავისუფალი დემოკრატების” წევრებს აჭარაში თანამდებობიდან ათავისუფლებენ.

როგორ აისახება ევროკავშირთან ასოცირება საქართველოზე

 

 ორგანიზაცია “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებითა და NED-ის მხარდაჭერით აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრები იმართება. შეხვედრაზე ექსპერტი ვანო ჩხიკვაძე ადგილობრივ მოსახლეობას აწვდის ინფორმაციას დემოკრატიული ღირებულებების შესახებ; ასევე, შეხვედრაზე დისკუსიის ფორმატში მსჯელობენ ხელშეკრულებაზე, რომლის რატიფიცირება უკვე მოახდინა საქართველომ ევროკავშირთან. ვანო ჩხიკვაძე „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” კითხვებს პასუხობს.

სტუდენტები სახელმწიფო სტიპენდიის გარეშე

 

„სახელმწიფო სტიპენდია სტუდენტებს“ – ეს პროგრამა განათლების სამინისტრომ მიმდინარე წლის 30 იანვარს დაამტკიცა. პროგრამის მიზანია გააუმჯობესოს სტუდენტების მატერიალური მდგომარეობა და ხელი შეუწყოს სტუდენტთა სასწავლო პროცესში ჩართულობას. პროგრამაში ჩართულია ყველა სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი  აჭარაში მოქმედი სამი სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა. 

უნუგეშო ეკომიგრანტები

 

 

ათი დღეა, რაც 28 ეკომიგრანტი ოჯახი ყოფილი 53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე, ავარიულ შენობაში შესახლდა. უსახლკარო, ეთნიკური ბერძნების სახლებიდან გამოძევებულმა ეკომიგრანტებმა ახალი კერის შენება საკუთარი ხელით დაიწყეს.  ისინი ამბობენ, რომ ეს აგურები მათი ბოლო იმედია.

„რა ვქნათ, სად წავიდეთ. 62 წლის კაცი ვარ და შვილიშვილი მეტყვის საძვალე არ დამიტოვეო. თუ აქედანაც გაგვყრიან, ზღვა ახლოსაა, სხვა იმედს ვერ ვხედავთ“, – ამბობს თამაზ პაქსაძე.   

ტრანსგენდერი ადამიანები პრობლემებით

 

დამკვიდრებული წარმოდგენის მიხედვით, ადამიანის ბიოლოგიური სქესი ავტომატურად განსაზღვრავს ადამიანის გენდერს (სოციალურ სქესს) და მის სექსუალურ ორიენტაციას, მაშინ როცა ადამიანის სექსუალობის ეს სამი ასპექტი დაკავშირებულია ერთმანეთთან, თუმცა, არაა ურთიერთგანმაპირობებელი. რა ხდება მაშინ, როცა ადამიანები თავს არ აღიქვამენ თავიანთი ბიოლოგიური სქესის შესაბამისად, როგორ აღიქვამს მათ საზოგადოება და რა უწყობს ხელს ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ სხვადასხვა სტერეოტიპის დამკვიდრებას? “ბათუმელების” კითხვებს “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” ხელმძღვანელი ეკა აღდგომელაშვილმა უპასუხა. 

Exit mobile version