კვირის ამბები,რეკლამა

“ვიტა“ – ხერხემლის დაავადებების ინოვაციური დიაგნოსტიკა და მკურნალობა

03.12.2014 • 8902
“ვიტა“ – ხერხემლის დაავადებების ინოვაციური დიაგნოსტიკა და მკურნალობა

დღეისათვის, მოსახლეობაში ყველაზე გავრცელებული ხერხემლის დაავადებებია: სქოლიოზი, ოსტეოქონდროზი,  მალთაშუა თიაქარი, პროტრუზია, რადიკულიტი, სპონდილოზი. იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ მომავალში ქირურგიული ჩარევა, გაიგოთ ზუსტი დიაგნოზი და ეფექტურად იმკურნალოთ დროის დაუკარგავად, ბათუმში არსებულ  სარეაბილიტაციო ცენტრ „ვიტას“ უნდა მიმართოთ.

სარეაბილიტაციო ცენტრი უკვე 3 წელია ემსახურება როგორც ბათუმის, ასევე მთელი რეგიონის  მოსახლეობას. გარდა იმისა, რომ ცენტრი ჩართულია ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში, ასევე აქ ხდება მკურნალობის კურსის ინდივიდუალურად დაგეგმვა. რაც ყველაზე მთავარია, მკურნალობა მიმდინარეობს ბუნებრივი, ვარჯიშების გზით და გამორიცხავს ქირურგიულ ჩარევას, რა თქმა უნდა, თუ პაციენტები დროულად, დაავადების აღმოჩენისთანავე მიმართავენ.

ცენტრი კიევში არსებული „ევმინოვის სარეაბილიტაციო ცენტრის“ ფილიალია. აქ ზუსტად  იმ მეთოდებს იყენებენ, რასაც კიევში. პერიოდულად ცენტრის თანამშრომლები გადიან სხვადასხვა სახის ტრენინგს კიევიდან, ევმინოვის ცენტრიდან მოწვეული სპეციალისტების დახმარებით.

მეთოდები, რომელთა საშუალებითაც ხდება ზემოთ აღნიშნული დაავადებების  მკურნალობა სარეაბილიტაციო ცენტრ „ვიტა“-ში, არის  შემდეგი:

[checklist]

  • ვარჯიში პროფილაქტორზე ( პროფილაქტორი სპეციალური სავარჯიშო დაფაა, რომელზეც ხდება ხერხემლის თანდათანობითი დაჭიმვა სხვადასხვა ვარჯიშის საშუალებით );
  • ელექტროფორეზი;
  • სამკურნალო მასაჟი;

[/checklist]

 მკურნალობასთან ერთად ცენტრში ტარდება  ახალი, ფოტოგეომეტრიული გამოკვლევა, რომლის საშუალებითაც ადგენენ ხერხემლის გამრუდების ხარისხს. მეთოდის არსი მდგომარეობს შემდეგში: პაციენტს გადაუღებენ პირდაპირ და გვერდით ხედში ფოტოსურათს, რომელიც იგზავნება ევმინოვის ცენტრში (კიევში) ინტერნეტის საშუალებით, იქედან კი  ბრუნდება უკვე  სპეციალური პროგრამით დამუშავებული ფოტოსურათი თავისი რეკომენდაციებით.

ბავშვებში გავრცელებულ სხვადასხვა დაავადებას შორის განსაკუთრებით ხშირია სქოლიოზი ანუ ხერხემლის გამრუდება.  სქოლიოზი საქართველოში მეტად გავრცელებული დაავადებაა და ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია მშობლებმა იცოდნენ, თუ როგორ ამოიცნონ ის რაც შეიძლება დროულად. სქოლიოზი არის სხეულის ძირითადი, სწორი ღერძიდან ხერხემლის სვეტის გვერდით გადახრა. სულ რაღაც 20 წლის წინ სქოლიოზით ძირითადად 10 წლის და შემდგომი ასაკის ბავშვები ავადდებოდნენ. ახლა ფაქტობრივად ამ ასაკმა ხუთი წლით  დაიწია. არსებობს ხერხემლის ოთხი ხარისხის გამრუდება. დაავადებულთა 60%-ზე მეტი მდედრობითი სქესიაა.

 სქოლიოზის განვითარების სხვადასხვა მიზეზი არსებობს: კუნთოვანი და ნერვული სისტემის დაავადება, რაქიტული დაზიანება სკოლამდელი ასაკის ბავშვებში, ხერხემლის პათოლოგიები, კუნთოვანი კორსეტის და სწორმედეგობის მოშლა, ადამიანის გარკვეული ფიზიოლოგიური თავისებურებანი: სიელმე, ბრტყელტერფიანობა, კოჭლობა.

პროფესიული თავისებურებანი: არასწორი ჯდომა სამსახურში; არასაკმარისი და არასწორი კვებით გამოწვეული სუსტი ფიზიკური განვითარება; ტრავმული დაზიანება.
სქოლიოზის მკურნალობა მხოლოდ კომპლექსური სისტემითაა შესაძლებელი, რაც მოიცავს:

[checklist]

  • ვერტებროლოგისა და ორთოპედის სისტემატურ კონსულტაციებს;
  •  სამკურნალო მასაჟს (წელიწადში 2-3-4 ჯერ, სქოლიოზის ხარისხის მიხედვით);
  •  სამკურნალო ვარჯიშებს (დამატებით შესაძლებელია ცხენზე ჯირითისა  და ცურვის ჩართვა);
  • ხერხემლის ფრთხილი, იზომეტრიული გაჭიმვები.

[/checklist]

არსებობს ხერხემლის დაავადებების გამომწვევი  შინაგანი (ენდოგენური) და გარეგანი (ეგზოგენური) მიზეზები. შინაგან მიზეზებს მიეკუთვნება ემბრიონის ხერხემლის განუვითარებლობა მუცლად ყოფნის პერიოდში, გენეტიკური მიდრეკილება და ხრტილოვანი ქსოვილის ასაკობრივი ცვლილებები.

გარეგანი მიზეზია ხერხემალზე დატვირთვის არასწორი, არათანაბარი განაწილება, რაც, დროთა განმავლობაში, ხრტილოვანი ქსოვილის ცვლილებას იწვევს.

ხერხემლის დაავადებების  პროვოცირება შეუძლია ხერხემლის ტრავმას, ინფექციას, მოხრილ სიარულსა და ჯდომას, მძიმე ტვირთის აწევას და მოუხერხებელი პოზის ჩვევად ქცევას, მაგალითად, S-ის მსგავსად ჯდომას კომპიუტერთან, მაგიდასთან და სხვა. თუმცა ზემოთ აღნიშნული დაავადებები უვითარდებათ არა მარტო მათ, ვინც გონებრივად მუშაობს, არამედ კარგად ნავარჯიშევ ადამიანებსაც, მაგალითად, სპორტსმენებს, მტვირთავებს. არსებობს სხვა მიზეზებიც: ნივთიერებათა ცვლის მოშლა, მიკროელემენტების (უპირატესად – კალციუმის, ფოსფორის, მაგნიუმის, მანგანუმის), D ვიტამინის ნაკლებობა.

გახსოვდეთ!

ჭარბი წონა ხერხემლის მტერია. მძიმე ტვირთის გადატანისას კი სიმძიმე ორივე ხელისთვის თანაბარი უნდა იყოს. თუ ტვირთი საკმაოდ მძიმეა, უმჯობესია, ის ზურგჩანთით ატაროთ, ვიდრე ხელჩანთით. ზოგადად, ერიდეთ მძიმე ტვირთის ხელით აწევას, რადგან არავინ იცის, როდის დაზიანდება ესა თუ ის მალა.

დამატებითი ინფორმაციისთვის გვეწვიეთ შემდეგ მისამართზე: ქ.ბათუმი, ლერმონტოვის ქუჩა, # 107. ან დაგვირეკეთ: 599 307556 ; 7903 37556

Facebook: vita.scolios

გადაბეჭდვის წესი


ასევე: