ონკოპაციენტი ბავშვების მკურნალობა დაფინანსდეს სრულად – PHR-ი სასამართლოში დავობს

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ონკოდაავადების მქონე ბავშვებისთვის ცვლილებებს ითხოვს. ორგანიზაციის სარჩელი ონკოდაავადების მქონე ბავშვებისთვის სახელმწიფო დაფინანსების გაზრდას უკავშირდება. 2022 წლის მარტის დასაწყისში თბილისის საქალაქო სასამართლომ PHR-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო. უფლებადამცველი ორგანიზაცია პრობლემის მასშტაბზე წერს. მათ მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ 100 ბავშვს უსვამენ ონკოდაავადების დიაგნოზს. PHR-ის ინფორმაციით, 2015-2020 წლებში სიმსივნით 169 ბავშვი გარდაიცვალა. …

რა წამლები გაიაფდა? – თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტების სია

მთავრობის განცხადებით, აპრილიდან ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე თურქეთიდან შემოსული 200-მდე მედიკამენტი იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა ამ მედიკამენტების სია დაზუსტებული ჯერაც არ არის. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ინიციატივის ფარგლებში, ამ ეტაპზე საქართველოში თურქეთიდან შემოტანილია 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი, რომელთა შეძენა „ფარმადეპოსა“ და „ავერსის“ სააფთიაქო ქსელში 60-80%-ით დაბალ ფასად არის შესაძლებელი. „ჩვენ საიდან ავიღეთ ეს 200 მედიკამენტი – გასული წლების …

კიევში 17 მარტამდე კომენდანტის საათი ცხადდება

კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ დღეიდან, 15 მარტის 20 საათიდან 17 მარტის დილის შვიდ საათამდე კიევში კომენდანტის საათი ცხადდება. „ვთხოვ კიეველებს, მოემზადონ იმისთვის, რომ ორი დღე მოუწევთ სახლში ყოფნა ან განგაშის სიგნალის შემთხვევაში, თავშესაფარში“, – აცხადებს კიევის მერი. რუსულმა არტილერიამ 15 მარტსაც გააგრძელა უკრაინაში დასახლებული პუნქტების დაბომბვა. მთლიანად ცეცხლის ალში გაეხვა ორი მრავალსართულიანი საცხოვრებელი …

რას ითხოვენ ქალები შუახევში – ორი პეტიცია საკრებულოსა და უმაღლეს საბჭოში

პროექტის – „ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერება შუახევის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში შუახევში ორი პეტიცია მოამზადეს, რომელთაგან ერთი უშუალოდ შუახევის მუნიციპალიტეტს ეხება და ადგილობრივ საკრებულოს წარუდგენენ, მეორე კი აჭარის ყველა მუნიციპალიტეტს შეეხება და მისი ადრესატი აჭარის უმაღლესი საბჭოა. „ერთი კვირის წინ შუახევში ვიყავი, ფეხი მტკივა და გაწვალებული გავედი. გზის პრობლემა გვაქვს ძირითადად და დიდი ბედნიერება იქნება ჩვენთვის, სოფლებში …

სპეციალური მასწავლებლის საგნობრივი გამოცდები გადაიდო

მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილება შევიდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიცვალა სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ვადები. ბრძანების მიხედვით, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა უნდა ჩატარდეს „არაუგვიანეს 2023 წლის პირველი იანვრისა, ხოლო წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა უნდა ჩატარდეს, არაუგვიანეს 2024 წლის პირველი იანვრისა“. რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე წელს უფროსი და წამყვანი სპეციალური მასწავლებლები სტატუსის ამაღლებას ვერ …

„ოცნება“: პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციას სწორად ვერ ან არ კითხულობს

„ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და პრეზიდენტს კონსტიტუციის დაცვისკენ მოუწოდებს: „კონსტიტუციის პატივისცემა და მის შესაბამისად მოქმედება ყველა კონსტიტუციური ორგანოს უპირველესი ვალია. განსაკუთრებით ეს ეხება საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც კონსტიტუციის დაცვის ვალდებულებას თავად კონსტიტუცია პირდაპირი ტექსტით აკისრებს.“ გუშინ, 14 თებერვალს, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მოხსენებით წარსდგა. ამ მოხსენებაში მან უკრაინასთან მიმართებაში საქართველოს მთავრობის და …

რუსული НТВ-ეს წამყვანმა ტელევიზია დატოვა – მედია

რუსული НТВ-ეს წამყვანმა, ლილია გილდეევამ, ტელევიზია თავისი განცხადების საფუძველზე დატოვა. Varlamov News-ს მან უთხრა, რომ ჯერ უცხოეთში წავიდა და შემდეგ დაწერა განცხადება. „მეშინოდა, რომ ისე არ გამიშვებდნენ,“ – ამბობს ის. რუსული მედიის ცნობით, გილდეევას ორჯერ აქვს მიღებული რუსეთის პრეზიდენტის მადლობის წერილი „მედიის განვითარებისთვის“. გილდეევა 16 წლის განმავლობაში მუშაობდა НТВ-ში. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია ან გილდეევას …

ბათუმში მარტის ბოლომდე სიცივე და ნალექია მოსალოდნელი | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 მარტის 21 საათიდან 16 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით თოვლ-ჭყაპი, მთაში – თოვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 1 – 6 გრადუსი სითბო  ღამით: 0 – 2 გრადუსი ყინვა  შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია: დღისით: 0 – …

დადასტურდა კოვიდის 1716 ახალი შემთხვევა | 15 მარტის მონაცემები

15 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 716 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 19 857 ტესტი კორონავირუსზე. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდის დიაგნოზით. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8,64 პროცენტი. დღეის მონაცემებით, 1 324 ადამიანი კორონავირუსზე კლინიკებში მკურნალობს.

კაფე ბათუმში, საიდანაც უკრაინელ ლტოლვილებს ყოველდღე უგზავნიან სადილს

არტ-კაფე „ბათუმის გული“, მაზნიაშვილის  ქუჩაზეა, 11 ნომერში. კაფეს მეპატრონე მინდია ბოლქვაძეა. მინდია 10 წელი ცხოვრობდა უკრაინაში: 2 წელი ყირიმში, სევასტოპოლში მუშაობდა მზარეულად, მერე კიევში გადავიდა და იქ 8 წელი იცხოვრა. „პროფესიით მზარეული ვარ, ცოლი მყავს უკრაინელი. 8 წელია, რაც საქართველოში გადმოვედით საცხოვრებლად. საუკეთესო წლები მაკავშირებს უკრაინასთან, საუკეთესო მოგონებები. რაც ახლა იქ ხდება, წარმოუდგენელია. იცით, რა …

რას შეცვლის საქართველოს ისტორიის ცალკე საგნად სწავლება? – მასწავლებლის მოსაზრება

ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დაგეგმილია საქართველოს ისტორიის ცალკე საგნად სწავლება. დღეს საქართველოს და მსოფლიო ისტორია ერთ საგნად ისწავლებაი. რას შეცვლის საქართველოს ისტორიის ცალკე გამოტანა სკოლებში? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ ბათუმის №16 საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი თამარ თევზაძე საუბრობს. ქალბატონო თამარ, ფიქრობთ, რომ საქართველოს ისტორია ცალკე უნდა ისწავლებოდეს? რა შეიცვლება ამით? ეს ფაქტი, …

თუ გინდა შვილებს ასწავლო, საკუთარ თავს ყველაფერი უნდა მოაკლო – 5 შვილის დედა ხულოდან

61 წლის გულიკო ზანდარაძე 5 შვილის დედაა სოფელ დიოკნისიდან. ის ამბობს, რომ ბედნიერია, რახან მცირე შემოსავლისა და ეკონომიკური გაჭირვების მიუხედავად, შეძლო ხუთივე შვილისთვის მიეცა უმაღლესი განათლება. ის საუბრობს იმ ოჯახების რთულ მდგომარეობაზე, რომელთა წევრებიც არსად არიან დასაქმებული, ბოლომდე დამოკიდებულნი არიან სოფლის მეურნეობაზე და სტუდენტი შვილი ან შვილები ჰყავთ.  „ყველა მშობელს უნდა, რომ შვილს განათლება მისცეს …

ვინც არ ვეთანხმებით იმას, რაც ხდება… მწერენ, რომ სიამოვნებით მომკლავენ – რუსი მსახიობი

ავტორი: იულია აუგი, რუსი მსახიობი გამოქვეყნდა „ნოვაია გაზეტაში“, 2022 წლის 12 მარტს. ბოლომდე, 24 რიცხვამდე – იმ მომენტამდე, როცა დაახლოებით ხუთ საათსა და ორმოც წუთზე ტელეფონზე მომივიდა შეტყობინება პუტინის სასწრაფო ვიდეომიმართვაზე, სადაც მან სპეცოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა, არ მჯეროდა, რომ ეს შეიძლებოდა მომხდარიყო. როცა პუტინმა თქვა, რომ სამხედრო სპეცოპერაციას იწყებს, ისე ხმამაღლა ვიყვირე, რომ პოლინას [ავტორის …

უკრაინის მუფთი რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის

უკრაინის მუსლიმთა სამმართველოს მუფთმა, საიდ ისმაგილოვმა, რელიგიური შესამოსელი გაიხადა, ჯარისკაცის ფორმა ჩაიცვა და უკრაინის არმიის რიგებს შეუერთდა. მუფტი მოუწოდებს ყველას, მათ შორის უკრაინელ მუსლიმებს, რომ სამშობლოსთვის იბრძოლონ. საიდ ისმაგილოვმა პარასკევის ლოცვის შემდეგ ახსნა, როდის აქვთ მუსლიმებს, ასევე, რელიგიურ ლიდერებს ომში ჩართვის უფლება. მუფტმა წმინდა წიგნიდან – ყურანიდან ის სურა წაიკითხა, რომლის მიხედვითაც ადამიანებს აქვთ ბრძოლის …

აპრილიდან მხოლოდ გენერიკულ მედიკამენტებს გამოწერენ, ექიმი ვერ მიუთითებს ბრენდს – მინისტრი

აპრილიდან საქართველოში ექიმებს მხოლოდ გენერიკული მედიკამენტების გამოწერა შეეძლებათ. ეს ნიშნავს, რომ ექიმი წამლის გამოწერისას ვერ მიუთითებს კონკრეტულ ბრენდს. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა. აზარაშვილის განმარტებით, ამ რეგულაციის მიზანია არ მოხდეს ექიმების მხრიდან მედიკამენტების მიკერძოებულად ან ჭარბი რაოდენობით გამოწერა. აზარაშვილის თქმით, ეს რეგულაცია ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობის სამოქმედო გეგმის ნაწილია, გეგმა …

პრორუსულ „ალტ-ინფოს“ პარტიას ოფისის დახურვა ქობულეთშიც მოსთხოვეს

„გამოვიდა ოფისიდან კაცი და გვითხრა, რა, ომი გინდათო? ჩვენ ვუთხარით, რომ ომში ვართ უკვე,“ – ამბობს მოძრაობა „სირცხვილიას“ ხელმძღვანელი ბათუმში, თამარ კურატიშვილი. ის დღეს, 14 მარტს, ქობულეთში „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისთან გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა და ოზურგეთში წავიდა, სადაც აქცია ისევ ამ პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ დაიწყო. „კონსერვატიული მოძრაობა“ პრორუსული „ალტ-ინფოს“ პოლიტიკური პარტიაა და მას ოფისები დაატოვებინეს …

ლონდონში რუსი ოლიგარქის სასახლეში შეიჭრნენ და უკრაინის დროშა გადმოფინეს

14 მარტს ლონდონის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში მდებარე სასახლეში აქტივისტები შეიჭრნენ და გადმოფინეს უკრაინის დროშები და ბანერი – „ეს საკუთრება გათავისუფლდა“. მედიის ცნობით, სასახლე რუსი ოლიგარქის, ოლეგ დერიპასკას საკუთრებაა, რომელსაც ევროკავშირის სანქციები შეეხო. აქტივისტები აცხადებენ, რომ სახლი ცარიელია, ამჟამად იქ არავინაა. მედიის ცნობით, სასახლის ღირებულება 50 მლნ ფუნტია. „ბიბისი“ წერს, რომ ეს სასახლეში შეჭრილი აქტივისტების პროტესტია …

შეწყდეს თავდასხმა სამედიცინო დაწესებულებებზე – მიმართვა რუსეთის ხსენების გარეშე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, იუნისეფი და UNFPA ერთიანი ძალებით მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეწყდეს თავდასხმა უკრაინის ჯანდაცვის დაწესებულებებზე, თუმცა განცხადებაში რუსეთი ნახსენები არ არის. „დღეს ჩვენ მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ შეწყდეს ყველა თავდასხმა უკრაინაში ჯანდაცვაზე. ამ საშინელი თავდასხმების შედეგად კვდებიან და სერიოზულ დაზიანებებს იღებენ პაციენტები და ჯანდაცვის მუშაკები, ნადგურდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის ინფრასტრუქტურა და ათასობით ადამიანს ეზღუდება ჯანმრთელობის სერვისებზე წვდომა, …

15 მარტს სკოლებში სწავლა განახლდება

ხვალ, 15 მარტს, სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება. სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყო. როგორც აჭარის განათლების სამინისტროში გვითხრეს, სკოლის პედაგოგების ტესტირება კორონავირუსზე ხვალიდან განახლდება. არადადეგების დროს ტესტირება შეჩერებული იყო. განათლების მინისტრის ბრძანებით, სკოლები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებულნი არიან დაიცვან კოვიდრეგულაციებთან დაკავშირებული წესები. ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით სრულად დისტანციურზე 32 სკოლა სწავლობდა, დისტანციურად მუშაობდა 97 …

ქვეყნის სისუსტის პროპაგანდა არის დაუშვებელი დანაშაული – უსუფაშვილი

დღეს, 14 მარტს, საქართველოს პარლამენტის წევრმა „ლელოდან“, დავით უსუფაშვილმა, პარლამენტში განაცხადა, რომ დაუშვებელია ქვეყნის თავდაცვის სისუსტის პროპაგანდა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე. „საქართველომ არ უნდა დაუშვას ომში ჩართვა, საქართველომ თავიდან უნდა აიცილოს ომი, ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ამავდროულად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო მზად იყოს თავდასხმის მოგერიებისთვის, ქვეყნის დაცვისთვის, იმისთვის, რაც კონსტიტუციაში გვიწერია, რისთვისაც შეიარაღებული ძალები გვყავს. …

ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ისტორია გვკარნახობს – პრეზიდენტი

დღეს, 14 მარტს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მოხსენებით წარსდგა. მან მკაცრად გააკრიტიკა ხელისუფლების დღევანდელი პოლიტიკა უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და თქვა, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც  თავიანთი ქმედებებით სცოდავენ. „დღეს კი ორივე მხარე, პოზიციაც და ოპოზიციაც, სცოდავს ქვეყნის წინაშე. უმრავლესობა თანხმობის ძიების მაგივრად ყველას, ვინც არ ეთანხმება, ხან მოღალატედ და ხან ომის პარტიად ნათლავს. ოპოზიცია, …

სალომე ზურაბიშვილი მთავრობას: საზოგადოება თქვენზე ფხიზელი და მამაცია

დღეს, 14 მარტს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს მოხსენებით მიმართავს. „ჩვენ თვალწინ შემზარავი კადრები იშლება, რუსეთის მიერ დაბომბილი საავადმყოფოები, ონკოლოგიური საავადმყოფოები, ბაგა-ბაღები და სკოლები, თუნდაც  ერთმორწმუნე ერის ეკლესიები, მოხუცთა და ორსულების ევაკუაცია. უკრაინელი მეომრების თავგანწირული ბრძოლა საკუთარი მიწის, სამშობლოსა და დამოუკიდებლობის გადასარჩენად. რუსულ აგრესიასთან ასეთი თავგანწირული ბრძოლა ჩვენში მხოლოდ პატივისცემას, სოლიდარობას და გვერდში დგომას იწვევს. …

დაიღუპა ორსული ქალი, რომელიც მარიუპოლის საავადმყოფოს დაბომბვისას დაშავდა

დაიღუპა ორსული ქალი, რომელიც 9 მარტს მარიუპოლში ბავშვთა და სამშობიარო საავადმყოფოს დაბომბვისას დაშავდა. ორსული ქალის გარდაცვალების შესახებ ცნობას უკრაინის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, ვერც ბავშვის გადარჩენა მოხერხდა. რუსეთის სამხედრო ძალებმა სამხრეთ უკრაინის ქალაქ მარიუპოლში ბავშვთა საავადმყოფო და სამშობიარო 9 მარტს დაბომბეს. მეორე დღეს, 10 მარტს, უკრაინულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარიუპოლში სამშობიაროს დაბომბვის შედეგად დაიღუპა …

კორონავირუსის 466 ახალი შემთხვევა – 14 მარტი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 466 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 15 პაციენტი. stopcov.ge-ის ინფორმაციით, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის 1 461 ადამიანი. 

დეპუტატი ალეკო ელისაშვილი: უკრაინაში ვარ, მოხალისე მებრძოლთა უცხოურ ლეგიონში

საქართველოს პარლამენტის წევრი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ის უკრაინაში იმყოფება და მოხალისე მებრძოლთა უცხოურ ლეგიონს შეუერთდა. „არასოდეს გულგრილი არ ვყოფილვარ. არ შემეძლო ისე მეცხოვრა, რომ სხვისი დარდისა და განსაცდელისთვის თვალი ამერიდებინა. ახლა უკრაინა, ჩვენი ჭირის და ლხინის თანაზიარი უკრაინელები განსაცდელში არიან. იბრძვიან ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ. ამ ბრძოლის შორიდან ყურება არ შემეძლო. ამიტომაც აქ ვარ, …

რუსეთი და უკრაინა გაერთიანდება, იქნება ერთი წმინდა რუსეთი – სხალთის მთავარეპისკოპოსი

სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი ქადაგებისას რუსეთ-უკრაინის ომს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ძმები ჩხუბობენ“ და „ჩვენ არ უნდა ჩავერიოთ“. სხალთელი ეპისკოპოსი ირწმუნება, რომ არის წინასწარმეტყველებები ამ ომზე, გაერთიანდება სამი ქვეყანა – რუსეთი, ბელარუსი და უკრაინა და ეყოლებათ ერთი მეფე. „არის წინასწარმეტყველება მამების, რომ ეს მოხდებოდა ასე და შემდეგ გაერთიანდება და შედგება ერთი წმინდა რუსეთი. ეს არის უკრაინა, …

შეიძლება რუსეთმა გამოიყენოს ქიმიური იარაღი – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„ამ მეთოდის მიზანია ის, რომ უკვე მოსახლეობამ აიძულოს ზელენსკი წავიდეს მოლაპარაკებებზე, ასევე იმ მებრძოლებმა, რომლებიც არიან წინა პოზიციებზე და აქვთ პირდაპირი საფრთხე,“ – მიიჩნევს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ კაპანაძე. მას ვკითხეთ, რამდენად რეალურია დღეს რუსეთმა უკრაინაში გამოიყენოს ქიმიური იარაღი, როგორც ეს გააკეთეს სირიაში? სირია, კონკრეტულად კი, ალეპო, ვახტანგ კაპანაძემ „ბათუმელების“ წინა ინტერვიუშიც ახსენა, როცა გვესაუბრა რუსეთის …

„ჩვენ აქ არ გველოდებიან“ – „დოჟდის“ ქართველი ჟურნალისტი, რომელიც ოჯახთან ერთად თბილისშია

„ჩვენ აქ არ გველოდებიან,“ – ეს შთაბეჭდილება გაუჩნდა ჟურნალისტ ეკატერინე კოტრიკაძეს, რომელიც რამდენიმე დღეა უკვე საქართველოშია. ეკატერინე კოტრიკაძე „დოჟდის“ ჟურნალისტია, იმ სატელევიზიო არხის, რომელიც ომის დაწყების შემდეგ დახურეს პუტინის რუსეთში, ხოლო კრიტიკული არხის ერთ-ერთი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს. ეკატერინე კოტრიკაძეს ვესაუბრეთ რუსეთის იმ აუდიტორიაზე, რომელიც „დოჟდის“ უყურებდა და, ბუნებრივია, კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდა პუტინის რეჟიმის მიმართ. …

უკრაინაში მოკლეს ამერიკელი ჟურნალისტი – მედია

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინაში, ქალაქ ირპენში, რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს ჟურნალისტი, 51 წლის ამერიკის მოქალაქე ბრენტ რენო. უკრაინულ მედიაში ვრცელდება ადგილზე გადაღებული ფოტოებიც, რომლებზეც ასახულია მოკლული ჟურნალისტი და მისი დოკუმენტები, რომელთა მიხედვითაც იგი „ნიუ იორ თაიმსის“ ვიდეოჟურნალისტი იყო. ინფორმაციას მედიასთან ადასტურებს კიევის რეგიონის პოლიციის უფროსი ანდრეი ნებიტოვი. მისივე თქმით, ასევე დაჭრილია ორი კორესპონდენტი, რომელთა გამოყვანაც მოხერხდა …

რუსეთი აკრძალულ ფოსფორის ნაღმებს იყენებს – უკრაინის ომბუდსმენი

უკრაინის ომბუდსმენის, ლუდმილა დენისოვას განცხადებით, რუსეთი უკრაინის მშვიდობიან ქალაქებში აკრძალულ ფოსფორის ნაღმებს იყენებს. „ღამით ქალაქ პოპასნაში, ლუგანსკის რეგიონში, ფოსფორიანი საბრძოლო მასალის ჭურვები ამოიღეს. ასეთი ჭურვები შეიცავს აალებად სახსარს, რომლის ტემპერატურა აღემატება 800 °C-ს და ვრცელდება რამდენიმე ასეულ კვადრატულ მეტრზე. ამ საბრძოლო მასალით დაჭრამ შეიძლება გამოიწვიოს განსაკუთრებით მძიმე და მტკივნეული ტრავმები ან  ნელი და მტკივნეული სიკვდილი. …

35 წლის კაცი სხვისი საბანკო ბარათების კოდებს იმახსოვრებდა და თანხას ითვისებდა – შსს

პოლიციამ თბილისში ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფის ბრალდებით 35 წლის კაცი დააკავა. „გამოძიებამ დაადგინა, რომ შ.ს. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში, თბილისში, სხვადასხვა მისამართზე მდებარე, ერთ-ერთი ბანკის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატების სიახლოვეს მყოფი აკვირდებოდა და იმახსოვრებდა მოქალაქეების მიერ გამოყენებული პლასტიკური ბარათის პინ-კოდებს. შემდეგ ბრალდებული, გახსნილ მდგომარეობაში დარჩენილი ჩარიცხვის გვერდის გამოყენებით მოქალაქეების …

რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე 85 ბავშვი ემსხვერპლა – უკრაინის პროკურატურა

უკრაინის პროკურატურის ცნობით, უკრაინაზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შედეგად 85 ბავშვი დაიღუპა და 100-მდე დაშავდა. მსხვერპლთა უმრავლესობა კიევში, ხარკოვში, დონეცკის, სუმის, ხერსონის, მიკოლაივის და ჟიტომირის რაიონებში მცხოვრები ბავშვია. უკრაინის პროკურატურის ცნობით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა 369 სასწავლო დაწესებულება, აქედან 57 მთლიანად განადგურდა. თავდასხმა განხორციელდა 11 სამედიცინო დაწესებულებასა და 3 სარეაბილიტაციო ცენტრზე, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის …

სანამდე გაგრძელდება თოვლ-ჭყაპი ბათუმში | ამინდის პროგნოზი

ბათუმში უკვე მეორე დღეა თოვლ-ჭყაპია. სინოპტიკოსების ცნობით, ავდარი კიდევ რამდენიმე დღეს გასტანს. გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 13-14 მარტს აჭარის სანაპირო რაიონებში კვლავ ნალექია მოსალოდნელი თოვლ-ჭყაპის სახით, აჭარის მთიან სოფლებში კი ისევ მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 1 – 6 გრადუსი სითბო  ღამით: 0 – 2 გრადუსი …

9 ადამიანი დაიღუპა სამხედრო ცენტრის დაბომბვის შედეგად – ლვოვის გუბერნატორი

ცხრა ადამიანი დაიღუპა და 57 დაიჭრა ლვოვის მახლობლად მდებარე იავორივში, სამხედრო სასწავლო მოედანზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად. ინფორმაციას ლვოვის ოლქის გუბერნატორი, მაქსიმ კოზიცკი ავრცელებს. გუბერნატორის თქმით, რუსეთმა პოლიგონზე 30 რაკეტა გაისროლა. იავოროვის პოლიგონი პოლონეთის, ნატოს წევრი სახელმწიფოს, საზღვართან ახლოს მდებარეობს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეს ერთ-ერთია იმ ორი პოლიგონიდან, რომელსაც უკრაინა საერთაშორისო სამშვიდობო წვრთნებისთვის იყენებს. პოლიგონი ქალაქ …

რუსეთმა შესაძლოა უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს – ნატოს გენერალური მდივანი

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა გამოიყენოს ქიმიური იარაღი უკრაინაში – წერს გერმანული გამოცემა Welt -ი. „ბოლო დღეებში ჩვენ მოვისმინეთ აბსურდული პრეტენზიები ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის ლაბორატორიების შესახებ“, – განაცხადა  სტოლტენბერგმა გამოცემასთან და აღნიშნა, რომ კრემლი იგონებს ცრუ საბაბებს იმის გასამართლებლად, რაც არ შეიძლება იყოს გამართლებული. „ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად. შესაძლოა, რუსეთმა …

აჭარაში კოვიდის 42 ახალი შემთხვევა დადასტურდა

13 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 823 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 7 729 ტესტი კორონავირუსზე. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 24 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდის დიაგნოზით. აჭარაში გასული დღე-ღამის განმავლობაში დადასტურდა კოვიდის 42 ახალი შემთხვევა.  დადებითობის დღიური მაჩვენებელია 10,65% პროცენტი. დღეის მონაცემებით, 1 443 ადამიანს კორონავირუსზე კლინიკებში მკურნალობენ.

Exit mobile version