მთავარი,სიახლეები

ნახევარი მილიონი ლარის არადეკლარირებული სიგარეტი აღმოვაჩინეთ – შემოსავლები

08.06.2022
ნახევარი მილიონი ლარის არადეკლარირებული სიგარეტი აღმოვაჩინეთ – შემოსავლები

შემოსავლების სამსახურმა ნინოწმინდის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების, არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

სიგარეტი სამ ტრაილერში იყო გადანაწილებული.

„სამართალდამცველების მიერ ინფორმაციის ანალიტიკურად დამუშავების შედეგად, შეჩერებული იქნა საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი, უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნის მქონე 3 სატვირთო ავტომობილი. ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, მისაბმელი კონსტრუქციის იატაკში მოწყობილ სამალავში დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების, არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს,“ – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ რელიზში.

ოპერაცია ფინანსთა სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩაატარეს.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: