პლატფორმა „მეტა“, რომელიც მოიცავს სოციალურ ქსელებს ფეისბუქსა და ინსტაგრამს დროებით დასაშვებს ხდის სიძულვილის ენის გამოყენებას რუსი სამხედროების, პუტინის და ბელორუსის პრეზიდენტის ლუკაშენკოს მისამართით. ამ ინფორმაციას როიტერსი, სოციალური ქსელის მოდერატორების შიდა მიმოწერაზე დაყრდნობით ავრცელებს. როიტერსი წერს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ „მეტა“ დროებით უშვებს პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვის ისეთ ფორმებს, რომელიც ჩვეულებრივ არღვევს წესებს. მაგალითად, დასაშვები ხდება …
Category Archives: მთავარი
20 გარდაცვლილი და კოვიდის 1543 შემთხვევა – 11 მარტი
ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურდა კორონავირუსის 1543 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 20 პაციენტი. stopcov.ge-ის ინფორმაციით, ჩატარდა 13 873 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტი – 10 859, PCR ტესტი – 3 014. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 1 695 ადამიანი.
„მეც სოხუმელი დევნილი ვარ“ – სტუდენტები კიოლნიდან უკრაინელების დასახმარებლად
კიოლნის უნივერსიტეტის სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნიდან უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გაერთიანდნენ. მათ შორისაა ელენე შუბლაძე, კიოლნის უნივერსიტეტის მაგისტრანტი. 31 წლის ელენე შუბლაძისთვის უკრაინელების დასახმარებლად აქციაში ჩართვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. „მე თვითონ დევნილი ვარ სოხუმიდან. ომის შესახებ მოსმენილი ისტორიებით გავიზარდე. ომი ჩემი ყოველდღიურობა იყო. ამასთან, ჩემი ოჯახის წევრი უკრაინელია და კიევში ჰყავს ოჯახის წევრები“, – გვითხრა …
Continue reading “„მეც სოხუმელი დევნილი ვარ“ – სტუდენტები კიოლნიდან უკრაინელების დასახმარებლად”
აჭარაში მიწისძვრა მოხდა – ეპიცენტრი შუახევია
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 10 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე, დაბა შუახევთან მიწისძვრა მოხდა პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 3.0 (ML) მაგნიტუდა იყო. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა სოფელ მოფრინეთთან მოხდა.
სკოლებმა ხულოში ჰუმანიტარული დახმარება შეაგროვეს უკრაინაში გასაგზავნად
ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებმა და მუნიციპალიტეტის რესურსცენტრმა უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული ტვირთი შეაგროვეს. ხულოს სოფელ თაგოს საჯარო სკოლის დირექტორი ილია ბოლქვაძე გვიყვება, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის დირექტორებსა და სკოლის მასწავლებლებს უკრაინელების მხარდასაჭერი კამპანიის წამოწყების ინიციატივა რამდენიმე დღის წინ გაუჩნდათ. მისი თქმით, კამპანიის წამოწყების ინიციატივა მათ უკრაინის დასახმარებლად, მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ჯგუფის აქტიურობამ გაუჩინა. „უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული …
Continue reading “სკოლებმა ხულოში ჰუმანიტარული დახმარება შეაგროვეს უკრაინაში გასაგზავნად”
ოჩხამურში სახლი დაიწვა და ფულიც, რომელსაც ოჯახი აგროვებდა
ქობულეთში, დაბა ოჩხამურში, დღეს, 10 მარტს, საცხოვრებელი სახლი დაიწვა. სახლში 8 ადამიანი ცხოვრობდა, მათ შორის, სამი მცირეწლოვანი ბავშვია. „სახლი სულ დაიწვა, გარეთ ვართ, ვერაფრის გამოტანა ვერ მოვასწარით, ფულიც დამეწვა დაახლოებით 8 ათასი ლარი,“ – ამბობს კაკო შავაძე, ვისი სახლიც დაიწვა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ოჯახი ფულს საცხოვრებელი ბინის შესაძენად აგროვებდა. ქობულეთის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ოჯახს დღეს …
Continue reading “ოჩხამურში სახლი დაიწვა და ფულიც, რომელსაც ოჯახი აგროვებდა”
15-20 უკრაინელ ლტოლვილს ვეპატიჟები მარტვილის სახლში – მოქალაქე
46 წლის თეა შენგელია ქალაქ მარტვილში, მშვიდობის ქუჩაზე ცხოვრობს. თეა უკრაინიდან დევნილ მოქალაქეებს საკუთარ საცხოვრებელ სახლს სთავაზობს. თეა ამბობს, რომ ამ ეტაპზე 15-20 ადამიანის მიღება შეუძლია. მისი თქმით, უკრაინელ დევნილებს მანამდე შეუძლიათ მის სახლში ცხოვრება, სანამ თვითონ არ გადაწყვეტენ წასვლას. „დიდი სახლი მაქვს, სადაც ძირითადად ჩემი მეათეკლასელი შვილი და დედა ცხოვრობს. მე და ჩემი მეუღლე …
Continue reading “15-20 უკრაინელ ლტოლვილს ვეპატიჟები მარტვილის სახლში – მოქალაქე”
ტურისტი, რომელიც უკრაინაში ვეღარ ბრუნდება: ჩემი მეგობრები ომობენ, მშობლები ნიკოლაევში არიან
32 წლის უკრაინელი მარკეტოლოგი ირინა დუდკო კიევიდან საქართველოში დასასვენებლად 19 თებერვალს ჩამოვიდა და 26 თებერვალს სამშობლოში დაბრუნებას აპირებდა, თუმცა 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ირინა სამშობლოში ვეღარ ბრუნდება. „19 თებერვალს ჩამოვედი მეგობრებთან ერთად, ბათუმიდან წავედით სვანეთში სასრიალოდ. 26 თებერვალს უკრაინაში ვაპირებდით გამგზავრებას. საქართველოსა და უკრაინის დროს შორის ორი საათია სხვაობა. 24 თებერვალს, ღამით, ცუდად …
ჩინური სმარტფონების უმსხვილესი მწარმოებლები ამცირებენ რუსეთის მომარაგებას
სმარტფონების მსხვილი ჩინური მწარმოებლები, პეკინის მხრიდან მოსკოვის მხარდამჭერი ზეწოლის მიუხედავად, რუბლის გაუფასურებისა და დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო, ამცირებენ რუსეთის მომარაგებას. ყველაზე მეტად მიწოდება შეამცირა Xiaomi-მ, Oppo-მ და Huawei-მ. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ამ კომპანიების მიწოდების მოცულობა სულ მცირე განახევრდა, წერს გაზეთი Financial Times. ინფორმაცია ტვირთის მოცულობის შესახებ ფიზიკური ან ფულადი თვალსაზრისით არ …
Continue reading “ჩინური სმარტფონების უმსხვილესი მწარმოებლები ამცირებენ რუსეთის მომარაგებას”
პირველი სამხედრო მფრინავი ქალი დამოუკიდებელი საქართველოდან
36 წლის ეკატერინე ქვლივიძე დამოუკიდებელი საქართველოს პირველი სამხედრო მფრინავი ქალია. შეიარაღებულ ძალებში 2007 წელს შევიდა. სამხედრო მუნდირი ბავშვობიდანვე იზიდავდა და მტკიცედ სწამდა, რომ სამხედრო საქმე ერთადერთი რეალური გზა იყო ქვეყნის დასაცავად. საკუთარ ოცნებაზე ხმამაღლა ვერ საუბრობდა, სახლში ფიქრობდნენ, გაიზრდება და სამხედრო მფრინავობასაც გადაიფიქრებსო. მხოლოდ დედა იყო მის მხარეს. ეკა ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო საგარეჯოს …
Continue reading “პირველი სამხედრო მფრინავი ქალი დამოუკიდებელი საქართველოდან”
ჩინეთი რუსეთს თვითმფრინავის სათადარიგო ნაწილებს არ მიაწვდის
რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ წერს, რომ ჩინეთმა უარი თქვა რუსული ავიაკომპანიებისთვის თვითმფრინავების ნაწილების მიწოდებაზე. „ინტერფაქსის“ ცნობით, ამის შესახებ ვალერი კუდინოვმა, „როსავიაციის“ დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთი თვითმფრინავების ნაწილების მიწოდებისთვის შესაძლებლობების მოძიებას თურქეთში, ინდოეთსა და სხვა ქვეყნებში გეგმავს. აღნიშნულის შესახებ რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერს ჰონგკონგური გამოცემა South China Morning Post-იც, თუმცა ჩინური მხარეს ამ საკითხზე …
Continue reading “ჩინეთი რუსეთს თვითმფრინავის სათადარიგო ნაწილებს არ მიაწვდის”
პრორუსულ „ალტ-ინფოს“ პარტიისთვის ნაქირავები ოფისი შუახევშიც დაატოვებინეს
ხულოს შემდეგ პრორუსული „ალტ-ინფოს“ პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისი შუახევშიც დახურეს. „3 დღის წინ იქირავეს ჩემი საკუთრება. მე მეგონა ძიძიგურის პარტია, კონსევრატორები ვართო, ასე მითხრეს და მერე გავიგე, რომ თურმე სხვა პარტია ყოფილა… 600 ლარი უნდა გადაეხადათ, ასე შევთანხმდით ზეპირად, ხელშეკრულება არ დაგვიდია. არ მომწონს ის, როგორც მოიხსენებენ ისინი მუსლიმებს, მე ეს გადმომცეს და ვნახე… მოვთხოვე …
Continue reading “პრორუსულ „ალტ-ინფოს“ პარტიისთვის ნაქირავები ოფისი შუახევშიც დაატოვებინეს”
ბსუ-ში სწავლა 21 მარტს განახლდება, ლექციები კვლავ დისტანციური იქნება
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი 21 მარტს განახლდება. ბსუ-ს ადმინისტრაციის ცნობით, ყველა ტიპის პრაქტიკული, ჯგუფური და ლაბორატორიული მუშაობა საუნივერსიტეტო სივრცეში განახლდება და მხოლოდ სალექციო პროცესი დარჩება დისტანციურ რეჟიმში. სწავლების ეს მოდელი შეეხება ყველა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას – ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურებს. ბსუ-ში გაზაფხულის სემესტრი 14 მარტს იწყებოდა, თუმცა ერთი …
Continue reading “ბსუ-ში სწავლა 21 მარტს განახლდება, ლექციები კვლავ დისტანციური იქნება”
ომის დანაშაულზე თქვენც აგებთ პასუხს – ზელენსკიმ კრემლის პროპაგანდისტები გააფრთხილა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ცოტა ხნის წინ ვიდეომიმართვისას პროპაგანდისტებზე ისაუბრა და თქვა, რომ საომარი დანაშაულები შეუძლებელი იქნებოდა პროპაგანდისტების მხრიდან ხელის დაფარების გარეშე. ზელენსკიმ გაიხსენა, რომ გუშინ მარიუპოლის სამშობიარო და ბავშვთა საავადმყოფოს რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 17 ადამიანი (ქალი, ბავშვი, ექიმი) დაშავდა, სამი კი დაიღუპა (მათ შორის, ერთი ბავშვი, გოგონაა). ზელენსკის თქმით, ამ თემაზე …
რა არის ბაირაქტარი, რომელსაც უკრაინის „იმედის იარაღს“ უწოდებენ
„შემოდის ძლიერი რაკეტები და ტექნიკა. ჩვენ ამ ყველაფერზე ერთი პასუხი გვაქვს – ბაირაქტარი. ძალით უნდოდათ ჩვენი გაძევება და ჩვენ გავბრაზდით ამ ორკებზე, რუს ბანდიტებს მოჩვენებებად აქცევს ბაირაქტარი“ – ეს ციტატაა უკრაინული სიმღერიდან, რომელიც უკრაინელებმა თურქული წარმოების Bayraktar TB2-ს, დარტყმის უპილოტო საფრენ აპარატს მიუძღვნეს, იარაღს, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის წინააღმდეგ ომში დღემდე აქტიურად იყენებენ. გერმანული …
Continue reading “რა არის ბაირაქტარი, რომელსაც უკრაინის „იმედის იარაღს“ უწოდებენ”
ვწყვეტ შიმშილობას – მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, შიმშილობას წყვეტს. ამის შესახებ მან დღეს, 10 მარტს, 14:37 საათზე საკუთარი ფეისბუქის გვერდზე დაწერა. როგორც სააკაშვილი წერს, ის მე-20 დღეა, რაც შიმშილობდა. „მივიღე წერილი იმ ქართველი მებრძოლებისგან, რომლებიც 2014 წლიდან იცავენ უკრაინას, რომლებითაც ძალიან ვამაყობ და მათთან ვმეგობრობ. ისინი მთხოვენ, შევწყვიტო შიმშილობა და რაც შეიძლება სწრაფად, ძალების სრული მოკრებით ჩავერთო …
სკოლებში „საქართველოს ისტორია“ ცალკე საგნად გამოიყო
საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, გამოსცა ახალი ბრძანება, რომელიც საქართველოს ისტორიის ცალკე საგნად გამოყოფას ითვალისწინებს მე-10 და მე-12 კლასებში. ბათუმის მე-15 საჯარო სკოლის დირექტორის, ნინო მოდებაძის განმარტებით, „დღევანდელი მდგომარეობით, საგანი ისტორია ისწავლება მე-7 კლასიდან მე-12 ჩათვლით, ოღონდ საქართველო და მსოფლიო ისტორია ერთად“. მოდებაძის თქმით, მეცხრე კლასის სახელმძღვანელოები ახალია, თუმცა მასაც „საქართველო და მსოფლიო ისტორია“ აწერია. …
Continue reading “სკოლებში „საქართველოს ისტორია“ ცალკე საგნად გამოიყო”
ოპოზიცია ბათუმში რიჟვაძის გადადგომას ითხოვს – იმპიჩმენტი არ იქნება
ოპოზიცია ბათუმში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს. „კითხვაზე – ვინ დაიწყო ომი უკრაინაში? აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და პოლიტსაბჭოს წევრს პასუხი არ ჰქონდა. უფრო მეტიც, უკრაინაში მიმდინარე ომის შეფასებისას არც ერთხელ არ უხსენებია რუსეთი, როგორც აგრესორი და ოკუპანტი ქვეყანა,”- აღნიშნულია ოპოზიციური ერთობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამავე თემაზე: ვინ დაიწყო ომი უკრაინაში? – თორნიკე …
Continue reading “ოპოზიცია ბათუმში რიჟვაძის გადადგომას ითხოვს – იმპიჩმენტი არ იქნება”
რუსეთმა ომი წააგო, ის ახლა აალებული დრაკონია, რომელიც კუდს ურტყამს ყველაფერს – რუსი მწერალი
რუსეთიდან ემიგრირებული მწერალი, ვიქტორ შენდეროვიჩი, Настоящее Время-სთან ამბობს, რომ პუტინმა უკრაინასთან ომი წააგო, რუსეთში იმპერიალიზმის დაშლა დაიწყო, თუმცა წუხს, რომ საამისოდ უკრაინას დიდი მსხვერპლის გაღება მოუწია და არავინ იცის, კიდევ რამდენი სისხლის დაღვრა მოუწევს. „პუტინი უკვე დამარცხდა ომში, რუსეთმა წააგო ომში, რუსეთმა მომავალი, ყველაფერი წააგო, მათ (ხელისუფლებამ) ყველაფერი გადაწვეს მომდევნო რამდენიმე ათწლეულით წინსწრებით. რუსეთის სახელმწიფო …
3 ადამიანი, მათ შორის, 1 ბავშვი დაიღუპა მარიუპოლში სამშობიაროს დაბომბვის შედეგად – მედია
9 მარტს ქალაქ მარიუპოლში სამშობიარო და ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა. დაღუპულებს შორის ერთი ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ და უკრაინული მედია ავრცელებენ მარიუპოლის საკრებულოს ტელეგრამის არხზე დაყრდნობით. ქალაქ მარიუპოლში სამშობიარო სახლი და ბავშვთა საავადმყოფო წუხელ დაბომბეს. შემთხვევის ადგილიდან არაერთი ფოტო და ვიდეომასალა გავრცელდა.
335 ტანკი, 12 000-ზე მეტი ადამიანი – უკრაინა რუსეთის არმიის დანაკარგებზე
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განახლებული მონაცემებით, 10 მარტის დილის მდგომარეობით, რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის არმიის დაახლოებითი საბრძოლო დანაკარგი ამ დროისთვის ასეთია: პერსონალი – 12 000-ზე მეტი ადამიანი ტანკი – 335 ერთეული ჯავშანტექნიკა / APV – 1105 ერთეული საარტილერიო სისტემა – 123 ერთეული MLRS – 56 ერთეული საზენიტო საბრძოლო სისტემა – 29 ერთეული თვითმფრინავი – 49 …
Continue reading “335 ტანკი, 12 000-ზე მეტი ადამიანი – უკრაინა რუსეთის არმიის დანაკარგებზე”
კანადა უკრაინას 50 მლნ დოლარის იარაღს და სამხედრო აღჭურვილობას გაუგზავნის
კანადის თავდაცვის მინისტრი, ანიტა ანანდი აცხადებს, რომ კანადა უკრაინას 50 მლნ დოლარის იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას გაუგზავნის, მათ შორის, კანადურ კამერებს, რომლებიც სამხედრო დრონებისთვის გამოიყენება. კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ, გუშინ, 9 მარტს, განაცხადა, რომ კანადა უკრაინას სამხედრო აღჭურვილობის კიდევ ერთ პარტიას გაუგზავნიდა. გუშინ ტრუდო გერმანიაში, ბერლინში იმყოფებოდა. „დოიჩე ველეს“ ცნობით, ტრუდომ განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია …
Continue reading “კანადა უკრაინას 50 მლნ დოლარის იარაღს და სამხედრო აღჭურვილობას გაუგზავნის”
როდის განახლდება სამგზავრო მატარებლების მოძრაობა თბილისის მიმართულებით
რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე, სოფელ მარელისთან მეწყერი 7 მარტს ჩამოწვა, რის გამოც სამგზავრო მატარებლების მოძრაობა ამ დრომდე შეჩერებულია. დღეს, 10 მარტს, „ბათუმელებმა“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და „საქართველოს რკინიგზას“ ჰკითხა, რა სამუშაოები შესრულდა პრობლემის აღმოსაფხვრელად და როდის განახლდება მოძრაობა რკინიგზაზე. „გაწმენდის სამუშაოები ჩავატარეთ, გუშინ საღამოს უკვე გაწმენდილი იყო ხიდის ნარჩენებისგან გზა. როგორ ვიცი, დარჩენილი იყო ელექტროსისტემასთან …
Continue reading “როდის განახლდება სამგზავრო მატარებლების მოძრაობა თბილისის მიმართულებით”
კორონავირუსის 1970 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 10 მარტი
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1970 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 29 პაციენტი. stopcov.ge-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარდა 12 645 კვლევა ტესტით, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10 240, PCR ტესტით – 2 405. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 1 889 პაციენტი.
პროექტი შუახეველი ახალგაზრდებისთვის
შუახევის სოფლებში, ჭვანასა და ნენიაში, პროექტში – „ქალთა და ახალგაზრდების გაძლიერება შუახევის მუნიციპალიტეტში“ ჩართული ახალგაზრდები თანატოლებს შეხვდნენ და მათ თვითმმართველობის კომპეტენციასა და სამოქალაქო ბიუჯეტზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს. პროექტში შეძენილი ცოდნის გაზიარებასთან ერთად, შეხვედრის მონაწილეებს საჩუქრად ამავე პროექტის ფარგლებში მომზადებული კედლის კალენდრებიც გადასცეს, რომლებზეც დამატებითი ინფორმაციის სახით, თვითმმართველობის კომპეტენციაა დატანილი. აღნიშნული პროექტის მხარდამჭერია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის …
15-წლიანი ან უვადო პატიმრობა – ღალატისა და მაროდიორობისთვის უკრაინამ კანონი გაამკაცრა
უკრაინის უმაღლესი რადას ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომლის მიხედვითაც ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საომარი მდგომარეობის დროს ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელი მკაცრდება. საომარი მდგომარეობის დროს ღალატისა და საბოტაჟისთვის პირი დაისჯება 15-წლიანი თავისუფლების აღკვეთით ან უვადო პატიმრობითა და ქონების კონფისკაციით. ეს კანონი დაარეგულირებს ასევე მშვიდობიანი მოსახლეობისთვის იარაღის გადაცემისა და დაბრუნების პროცედურას. ახალი …
„კავკასია ვეღარ იქნება ისეთი, როგორც ომამდე იყო“ – ინტერვიუ კავკასიოლოგთან
„ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველ თვითორგანიზებულ აქციას მოაწყობენ ჩეჩნეთში დედები,“ – ამბობს კავკასიოლოგი ალექსანდრე კვახაძე, რომელსაც ვკითხეთ: რა ხდება ახლა კავკასიაში? რამდენად შეცვლის კავკასიას რუსეთ-უკრაინის ომი? კავკასიოლოგის დაკვირვებით, ომში ჩართული ჩრდილოეთ კავკასიელების მოტივაცია უკიდურესად დაბალია და ამის გამოხატულებაა დედების აქციაც. ექსპერტის აზრით, განსხვავებულია, მაგალითად, ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის მიზნები, ხოლო კავკასიაში რეალობის შეცვლა მეტწილად იმაზეა …
Continue reading “„კავკასია ვეღარ იქნება ისეთი, როგორც ომამდე იყო“ – ინტერვიუ კავკასიოლოგთან”
რას უყვება მაყურებელს მედია რუსეთში
რუსეთში რამდენიმე დღეა დაიხურა მედიაგამოცემები, რომლებიც კრემლის პოლიტიკას კრიტიკულად აფასებდნენ. ქვეყანაში მედიას აეკრძალა უკრაინაში რუსეთის შეჭრას უწოდოს ომი. ვინც ახალ კანონს არ დაემორჩილება, მათ 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. კანონის ამოქმედების შემდეგ რუსეთის ფედერაციაში არაერთმა მედიასაშუალებამ შეწყვიტა მაუწყებლობა, მათ შორისაა „დოჟდი“ და „ეხო მასკვი“. ახლა რუსეთში მაყურებლები მხოლოდ იმ ტელევიზიებს უყურებენ, რომლებიც მხარს ღიად უჭერენ კრემლის …
„რუსეთს მე მოკლული ბავშვების სახელებით ვპასუხობ“ – უკრაინის პირველი ლედის ღია წერილი
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ქვეყნის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას წერილს ავრცელებს. 8 მარტით დათარიღებული წერილით ზელენსკა მიმართავს მედიას და საერთაშორისო საზოგადოებას. „ბოლო დროს ინტერვიუს თხოვნით მთელი მსოფლიოდან უამრავმა მედიასაშუალებამ მომმართა. ეს წერილი არის პასუხი ამ თხოვნებზე და ჩემი ჩვენება უკრაინიდან“ – წერს ოლენა ზელენსკა. იგი ამბობს, რომ შეუძლებელი იყო იმის დაჯერება, რაც მოხდა უკრაინაში. „რეალურად ეს …
რა მოხდა ბათუმში 9 მარტს, ზუსტად 120 წლის წინ
ავტორი: ცოტნე ცხვედიანი ___________________ 1902 წელს, ამ დღეს, ბათუმელი მუშები მღეროდნენ ინტერნაციონალს და შიშველი ხელებით დაანგრიეს ციხის კედლები, უსამართლოდ დაპატიმრებულების გასათავისუფლებლად. რუსეთის იმპერიის ჯარმა, გენერალ გუბერნატორის ბრძანებით, მათ ცეცხლი გაუხსნა. ბრძანებას არ დაემორჩილა დავით კლდიაშვილი, რომელიც იმ დროს ბათუმში მსახურობდა. კლდიაშვილმა სამხედრო სასწავლებელი 1882 წელს დაასრულა და ბათუმში გაემგზავრა. ბათუმი ამ დროისთვის პორტო-ფრანკო იყო. ნამდვილი …
Continue reading “რა მოხდა ბათუმში 9 მარტს, ზუსტად 120 წლის წინ”
ზელენსკის თქმით, მარიუპოლის სამშობიარო დაბომბეს და „ბავშვები არიან ნანგრევებში“ | VIDEO
Walla News-ის საგარეო საკითხთა განყოფილების რედაქტორი, გაი ელსტერი წერს, რომ ქალაქ მარიუპოლის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსული ბომბდამშენებით დაბომბვის შედეგად, მთლიანად განადგურდა ქალაქის ბავშვთა საავადმყოფო და სამშობიარო სახლი – რამდენიმე კორპუსი. დაბომბილი საავადმყოფოს ვიდეო ვრცელდება Украина Online-ის ტელეგრამის არხზეც. თვითმხილველები აცხადებენ, რომ „უამრავი ადამიანი მოჰყვა ნანგრევებში“. მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი: „მარიუპოლი! რუსი სამხედროების პირდაპირი შეტევა …
50 და მეტი წლის ადამიანები 200 ლარს მიიღებენ, თუ 31 მარტამდე აიცრებიან
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების პროგრამა მარტის ბოლომდე გაგრძელდება. სამინისტროს ინფორმაციით, 200-ლარიან ერთჯერად დანამატს ავტომატურად მიიღებს 50 წლის და მეტი ასაკის ყველა ის მოქალაქე, ვინც 2022 წლის 31 მარტის ჩათვლით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრება. ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ. მოქალაქეებისთვის თანხის ჩარიცხვას სოციალური მომსახურების სააგენტო …
Continue reading “50 და მეტი წლის ადამიანები 200 ლარს მიიღებენ, თუ 31 მარტამდე აიცრებიან”
ჩერნობილს დენის მიწოდება შეუწყდა, არის რადიაციული გაჟონვის საფრთხე – რა თქვა ზახაროვამ
რუსეთის თავდასხმის შედეგად დღეს, 9 მარტს, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს მთლიანად შეუწყდა ელექტროენერგიით მომარაგება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ელექტრომომარაგების ოპერატორი “უკრენერგო” ავრცელებს. „დაზიანებულია ერთადერთი ელექტროქსელი, რომელიც ამარაგებს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს და მის ყველა ატომურ ობიექტს, რომლებიც ოკუპირებულია რუსული არმიის მიერ. ჩერნობილის ატომურმა სადგურმა დაკარგა ელექტრომომარაგება. მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, სასწრაფოდ მოსთხოვოს რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა და სარემონტო განყოფილებებს …
ბათუმის ახალ ბულვარს ისევ უტევს ზღვა, რა გადაწყვიტა მერიამ?
„მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრები“, – გვიპასუხეს ბათუმის მერიის პრესცენტრში, სადაც დღეს, 9 მარტს, ვიკითხეთ: რა გადაწყვიტა მერიამ ბათუმის სანაპირო ზოლის ნაპირგამაგრების კუთხით? გუშინ, 8 მარტს, ბათუმის ახალ ბულვარში პრომინადის ნაწილი ისევ ჩავარდა და ტრაქტორიც ჩაიყოლა. ამ ტრაქტორით ზღვაში შემავალი სანიაღვრე არხის გაწმენდას გეგმავდა „ბათუმის წყალი“. პრომინადის ნაწილი წაიღო და პლაჟის ინფრასტრუქტურა დააზიანა ზღვამ შტორმის დროს, 7 …
Continue reading “ბათუმის ახალ ბულვარს ისევ უტევს ზღვა, რა გადაწყვიტა მერიამ?”
უკრაინის 300 მოქალაქე აჭარაში კერძო სექტორმა შეიფარა, 110 კი – სახელმწიფომ
უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდნენ, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის გამო ვეღარ ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას, საქართველო შეიფარებს. საქართველო მზადაა უკრაინელი დევნილებიც მიიღოს, რომლებიც ყოველდღიურად რეკავენ ცხელ ხაზებზე. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარაში ამ დროისთვის უკრაინის 410 მოქალაქე იმყოფება. მათგან 110 ტურისტული მიზნით იყო შემოსული ქვეყანაში, 300-მდე ადამიანი კი უკრაინიდან ლტოლვილია. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის …
Continue reading “უკრაინის 300 მოქალაქე აჭარაში კერძო სექტორმა შეიფარა, 110 კი – სახელმწიფომ”
პროექტის გამარჯვებული გოგო შუახევიდან: ნამუშევრების უცხოეთში გატანაზეც ვფიქრობ
თამუნა ქარცივაძე შუახევის სოფელ ტაკიძეებში ცხოვრობს. ამბობს, რომ ბავშვობიდან უყვარდა სხვადასხვა ნივთებისთვის ახალი სახის მიცემა, ბოლო დროს კი სტრინგ არტით დაინტერესდა. სტრინგ არტი, ძირითადად ლურსმნებითა და ძაფებით ახალი დეკორაციების და ნივთების შექმნაა. თამუნამ მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პროგრამაშიც გაიმარჯვა, რითაც საყვარელი საქმე ერთგვარ ბიზნესად აქცია. „ნივთების შეძენის სურვილი გაჩნდა უცხოეთიდანაც და სამომავლოდ, რა თქმა უნდა, ექსპორტზეც ვფიქრობ“, …
Continue reading “პროექტის გამარჯვებული გოგო შუახევიდან: ნამუშევრების უცხოეთში გატანაზეც ვფიქრობ “