მთავარი,სიახლეები

„ეს არ არის პუტინის ომი, ეს რუსეთის ომია“ – გერმანელი ისტორიკოსი

07.06.2022
„ეს არ არის პუტინის ომი, ეს რუსეთის ომია“ – გერმანელი ისტორიკოსი

„კოლექტიური პასუხისმგებლობის საკითხი იოლი არ არის. ერთის მხრივ, ცხადია, რომ პუტინი დიქტატორია, რომელმაც პირადად მიიღო ამ ომის გაჩაღების გადაწყვეტილება. მაგრამ, გარდა ამისა, არის რუსეთისა და რუსების პასუხისმგებლობაც.

პუტინი არ მოქმედებს ცარიელ სივრცეში, ის მოქმედებს კულტურულ კონტექსტში და შეიძლება ითქვას, რომ ის ამ კონტექსტის პროდუქტია. ამ კულტურულ კონტექსტში ძალიან ძლიერია რუსოფობიის იდეა, დასავლეთის მიერ რუსეთის ბლოკირების იდეა, ისევე როგორც დასავლეთის მიმართ უკმაყოფილების იდეა. მთელი ეს კულტურული იდეები ხელს უწყობს რუსეთის აგრესიას“ – ამბობს გერმანელი ისტორიკოსი, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორ მარტინ შულზე ვესელი „ბიბისისთან“ ინტერვიუში.

მარტინ შულცე ვესელი. კადრი ვიდეომასალიდან

მისი თქმით, ძნელია შეადარო თანამედროვე რუსეთი და გერმანია მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში, თუმცა:

„ორივე შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ პოლიტიკური ლიდერობა ხალხის მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია. რუსეთში ეს არის ჯარის მხარდაჭერა, ბიზნესის მხარდაჭერა და, შესაბამისად, ეს არ არის პუტინის ომი, ეს რუსეთის ომია“ – ამბობს ისტორიკოსი.

მისივე თქმით, არსებულ სიტუაციაში პუტინის შეცვლა მისივე წრიდან სხვა ლიდერით, ბევრს არაფერს შეცვლის. ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ რუსეთში ცვლილება შესაძლებელია ორ შემთხვევაში:

„რეალური ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხდება რევოლუცია ან ტრანსფორმაციის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, რის შედეგადაც რუსეთში ღია საზოგადოება მეტ სივრცეს მიიღებს. მაგრამ ეს ათწლეულების საქმეა და არა წლების.

…უკრაინის გამარჯვება, რა თქმა უნდა, პუტინის დასასრული იქნება, რადგან ის ვერ დარჩება პოლიტიკურ ლიდერად მას შემდეგ, რაც უკრაინა თავის ტერიტორიებს დაიბრუნებს.

მაგრამ არ არის აუცილებელი ამან გამოიწვიოს რევოლუცია რუსეთში. თუმცა, შესაძლოა, გამოიწვიოს ავტორიტარული მმართველობის სხვა ფორმა. ამ შემთხვევაში, ამ ომის გამოცდილების გაცნობიერება ძალიან ნელა მოხდება“.

_____________

ფოტოზე: უკრაინის დროშები ქალაქ ჩერნიგოვის სასაფლაოზე. ჩერნიგოვი ერთი თვის განმავლობაში იბომბებოდა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ. ქალაქი პირველ აპრილს გაათავისუფლეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა. ფოტო: EPA-EFE/STR

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: