განათლება,მთავარი,სიახლეები

მასწავლებლის საგნობრივი გამოცდები 6 ივლისს დაიწყება

07.06.2022 • 2571
მასწავლებლის საგნობრივი გამოცდები 6 ივლისს დაიწყება

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

წელს მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების 2022 წლის გამოცდებზე 34 500-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა. მათგან საგნის გამოცდა 19 500-მდე მსურველმა აირჩია, 2 500-ზე მეტმა კი – უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა.

12 500-ზე მეტმა მასწავლებელმა წამყვანისა და მენტორი მასწავლებლის გამოცდა აირჩია.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2022 წელს უფროსი და წამყვანი მასწავლებლები გამოცდას ერთი ტესტით ჩააბარებენ. საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულაა 70.

წელს წამყვანი და მენტორის სტატუსის მიღების მსურველი პედაგოგები განსხვავებულ გამოცდას აბარებენ. მათ პრეტესტებიც დაწერეს გაზაფხულზე. წინასწარი ინფორმაციით, მხოლოდ ერთმა პედაგოგმა შეძლო 45 ქულის დაგროვება, მინიმალური – 3 ქულა აიღო ერთმა, დანარჩენმა კი – 45 ქულაზე ბევრად ნაკლები.

________________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი/მასწავლებლის გამოცდები

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: