8 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის ორ პირს 20-20 წელი მიუსაჯეს

პროკურატურის ცნობით, სენაკის რაიონულმა სასამართლომ ორი პირი, ბ.გ. და ზ.გ. წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, გაუპატიურების ფაქტზე დამნაშავედ ცნო. ასევე, ზ.გ. დამნაშავედ იქნა ცნობილი წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ძალადობით, ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე. „2020 წლიდან 2021 წლის 21 ივნისის ჩათვლით, ბ.გ.-მ და ზ.გ.-მ დაზარალებულის …

52 წლის ქალს ბათუმში ტყუპი შეეძინა

52 და 65 წლის ცოლ-ქმარს ბათუმში ტყუპი გოგო-ბიჭი შეეძინა. კლინიკა „მედინას“ ინფორმაციით, სადაც ტყუპები დაიბადნენ, დავითის წონა დაბადების დროს 2.34 კგ იყო, ხოლო მარიამის – 2.44. ტყუპები სიმაღლეში ერთი ზომა აქვთ – 45 სმ. არიან. ახალშობილები საკეისრო ოპერაციის გზით გაჩნდნენ. ქირურგიული ოპერაცია მეან-გინეკოლოგებმა, ჯუმბერ უნგიაძემ და ირინა ნიკურაძემ ჩაატარეს. მთავარი ფოტო: ნარი ფაღავა ახალშობილ ტყუპებთან …

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას ბათუმსა და სხვა ქალაქებში პატივი მიაგეს

დღეს, 19 მარტს, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში პატივი მიაგეს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების, გია ბერიაშვილისა და დავით რატიანის ხსოვნას. შეკრებები “დროას” ორგანიზებით თბილისში, ზუგდიდში, ბათუმში, თელავში, სამტრედიასა და ფოთში დაიგეგმა. დედაქალაქში მოქალაქეები პარლამენტის წინ შეიკრიბნენ, სადაც უკრაინის ელჩი საქართველოში, იგორ დოლგოვიც იმყოფებოდა. მან დაღუპულთა სურათებთან გვირგვინი მიიტანა: თბილისსა და სხვა ქალაქებში პატივი მიაგეს უკრაინაში …

„რუსული გემების კაპიტნები აწი ვარსკვლავებს უნდა დააკვირდნენ“ – კაპიტანი

„ეს ნიშნავს იმას, რომ მოუწევთ ასტრონავიგაციის გამოყენება, ანუ აწი უნდა დააკვირდნენ მთვარეს, ვარსკვლავებს, რომ უსაფრთხოდ მივიდნენ ნაპირამდე,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ამირან წერეთელი. ის შორეული ნაოსნობის კაპიტანია და ვთხოვეთ შეეფასებინა „Lloyd`s Register Voyage“ სისტემიდან რუსული გემების ჩახსნა. Charter97.org -ის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებით რუსული გემები ვეღარ ისარგებლებენ ელექტრონულ სანავიგაციო სქემებს. კომპანია „Lloyd`s Register“ არის საერთაშორისო სერვისების მიმწოდებელი …

„დეშეკა არ შემხვდა“ – დეპუტატი ალეკო ელისაშვილი უკრაინაშია

„დეშეკა არ შემხვდა. მაინც ვჩალიჩობ ))) ძაან მაგარი ამბავია რომ უცხოური ლეგიონის ლამის ნახევარი ქართველები ვართ,“ – წერს ფეისბუქში ალეკო ელისაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, რომელიც საბრძოლველად უკრაინაში წავიდა. დეპუტატის თქმით, ამ ეტაპზე საბრძოლო დავალებას ელოდება. ის ფეისბუქგვერდზე ფოტოსაც აქვეყნებს. „ამ ფოტოზე შუაში ედიშერ შუკვანია, აფხაზეთში ნაომარი მგელი. მე და ჯუღელს ისედაც ნაპერწკლები გვცვიოდა, ასეთი მეომრების …

სამხედრო დანაკარგები რუსეთ-უკრაინის ომში – 19 მარტის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 19 მარტამდე პერიოდში რუსეთის არმიის დაახლოებითი საბრძოლო დანაკარგი ასეთია: პერსონალი – დაახლოებით 14 400 ადამიანი, ტანკები – 466 ერთეული, ჯავშანტექნიკა / APV – 1 470 ერთეული, საარტილერიო სისტემები – 213 ერთეული, MLRS – 72 ერთეული, საზენიტო საბრძოლო სისტემები – 44 ერთეული, თვითმფრინავი – 95 ერთეული, ვერტმფრენები …

დადასტურდა კოვიდის 849 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 13 პაციენტი – 19 მარტი

19 მარტის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 849 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსით გარდაიცვალა 13 პაციენტი. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 849 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 383 შემთხვევა, აჭარა – 34, იმერეთი – 136, ქვემო ქართლი – 29, შიდა ქართლი – 67, გურია – 43, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 70, კახეთი – …

კიევი დღეს | ფოტო

23 დღეა უკრაინა თავს იცავს რუსეთის შეიარაღებული ძალებისგან. დაბომბილია უკრაინის ქალაქები და სოფლები, მათ შორის ქვეყნის დედაქალაქი, კიევი. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ კიეველები მშვიდად ცხოვრობდნენ, დადიოდნენ სამსახურში, სკოლაში, სეირნობდნენ ქუჩაში… სულ რაღაც ერთი თვის წინ ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ მალე ქალაქში განგაშის სიგნალი მათ ბუნკერებსა და სარდაფებში დამალვისკენ მოუწოდებდა და კიევს რუსეთი დაბომბავდა. 18 …

ინტერვიუ მწერალთან, რომელმაც იცის, რატომ ირჩევენ რუსები პუტინს

ინტერვიუ ჩაწერა მალხაზ ჭკადუამ ____________________________ ბერნარ ლ. მორმა, მწერალმა, ჟურნალისტმა და რედაქტორმა, ოსლოს უნივერსიტეტის რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიიდან მალე, ნორვეგიელ მკითხველს შესთავაზა სხვადასხვა ამბად აკინძული მოსაზრებები კითხვაზე, თუ რატომ ირჩევენ რუსები პუტინს. ავტორმა, რომელიც 2000-იან წლებში ერთ-ერთი მსხვილი ნორვეგიული მედიაკომპანიის პროექტებს კურირებდა მოსკოვსა და პეტერბურგში, დეტალურად აღწერა ეკონომიკური ტრანსფორმაცია, …

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სახელმწიფო გადმოასვენებს – სამინისტრო

უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლის საქართველოში გადმოსვენებას სახელწიფო უზრუნველყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „უკრაინაში დაღუპული საქართველოს მოქალქეების გია ბერიაშვილის და დავით რატიანის სამშობლოში გადმოსვენებას სახელმწიფო უზრუნველყოფს. საქართველოს საელჩოს დაწყებული აქვს შესაბამისი პროცედურები“ – წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ქართველი მებრძოლები გუშინ, 17 მარტს, უკრაინაში, ქალაქ ირპენთან გამართულ ბრძოლაში დაიღუპნენ. …

„ჩვენ მოგვეცით აქ ბინები“ – აქცია გოგოლის ქუჩაზე

ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე, უკანონოდ აშენებულ კორპუსებთან, უსახლკაროები მივიდნენ და მოითხოვეს, რომ ეს „ბინები მათ გადასცენ“. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ამ კორპუსების დემონტაჟი იგეგმება და ამის უფლებას არავის მისცემენ. „ბევრი ადამიანია უსახლკარო, რატომ უნდა დაანგრიონ. მოგვცენ ჩვენ“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები. ბათუმში, გოგოლის 11-ში, 9 კორპუსი უკანონოდ აშენდა.  ამის მიუხედავად ხელისუფლებას ეს მშენებლობა არ შეუჩერებია. ოფიციალურად ბათუმის …

29 წლის ინგლისურის მასწავლებელი ხულოდან – „ფერადი პრინტერიც კი არ გვაქვს სკოლაში“

29 წლის დათო მამულაძე ხულოში, სოფელ გორგაძეებში უკვე მესამე წელია, რაც ინგლისურს ასწავლის. მისი თქმით, როცა მიხვდა, რომ მასწავლებლობა უნდოდა, გამიზნულად აირჩია მაღალმთიანი აჭარა სამუშაო ადგილად. „როცა სოფელში ვსწავლობდი, არ გვქონდა ინტერნეტთან წვდომის, განვითარების შესაძლებლობა. სოფელში ძალიან ჩაკეტილი წრეა. მინდოდა, რომ სოფელში მცხოვრებ მოსწავლეებამდე მიმეტანა ყველაფერი, რაც მე ვიცოდი, რასთანაც შეხება მქონდა და რისი გაზიარებაც …

ვინც მემუქრება, პოლიციას არ გამოუკითხია – სამირას ალტ ინფოს პარტიამ „2 დღე მისცა“

„არ ვიცი, რა გააკეთეს ჩემი უსაფრთხოებისთვის… 10 ადამიანზე მივაწოდე ინფორმაცია, ვინც მემუქრება და არავინ გამოუკითხავთ. მე რეალურ საფრთხეს ვხედავ“, – ამბობს სამირა ბაირამოვა, სამოქალაქო აქტივისტი მარნეულიდან. მან 14 მარტს მარნეულში პრორუსული „ალტ-ინფოს“ პოლიტიკური პარტიის – „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის ფანჯრებზე პროტესტის ნიშნად უკრაინისა და ევროკავშირის დროშები დახატა. სამირა ბაირამოვამ ფეისბუქის მესინჯერში შეურაცხმყოფელი და მუქარის შინაარსის შემცველი …

კაცებს აშიშვლებენ და ამოწმებენ იარაღს ხომ არ მალავენ – რას ყვება კაცი ოკუპირებულ ხერსონიდან 

უკრაინის ქალაქი ხერსონი რუსმა ოკუპანტებმა 2 მარტს აიღეს. მიუხედავად ამისა, ხერსონში თავისუფალი უკრაინის მხარდასაჭერად და ოკუპაციის გასაპროტესტებლად არ წყდება ქუჩის აქციები. „ბათუმელების” რესპონდენტი ოკუპირებული ხერსონიდან, რომელსაც უსაფრთხოების მიზნით საკუთარი ვინაობის გამხელა არ სურს, გვეუბნება, რომ საპროტესტო აქციებზე ათობით ათასი უკრაინელი გამოდის ყოველდღე. იგორ რუბინენკო (გვარი შეცვლილია) გვიამბობს, რა ხდება ახლა ხერსონში და როგორია ოკუპირებული ქალაქის …

რუს და ბელარუს დიპლომატებს ევროპარლამენტში შესვლა აუკრძალეს

ევროპარლამენტმა რუს და ბელარუს დიპლომატებს ევროპარლამენტში შესვლა აუკრძალა. „დღეიდან რუსეთისა და ბელარუსის დიპლომატიურ და სამთავრობო პერსონალს ევროპარლამენტის შენობებში შესვლა ეკრძალებათ. დემოკრატიის სახლში არ არის ადგილი მათთვის, ვინც დემოკრატიული წესრიგის დანგრევას ცდილობს,“ – წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა ტვიტერზე. ასევე, დღესვე ცნობილი გახდა, რომ ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი და ბულგარეთი რუს დიპლომატებს აძევებენ. „ბიბისის“ ცნობით, ბულგარეთმა ათი …

ომში დაღუპული 109 ბავშვი და 109 ცარიელი საბავშვო ეტლი ლვოვში | ფოტო

დღეს, 18 მარტს, უკრაინაში, ქალაქ ლვოვის ცენტრალური ბაზრის მოედანზე, 109 ცარიელი საბავშვო ეტლი განათავსეს იმის ნიშნად, რომ 24 თებერვლიდან დღემდე, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს, უკრაინაში 109 ბავშვი დაიღუპა საომარი მოქმედებების შედეგად. უკრაინის ომბუდსმენის, ლუდმილა დენისოვას განცხადებით, წინასწარი გამოძიების ცნობით, რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან 109 ბავშვი დაიღუპა და 130-ზე მეტი დაშავდა. „დაღუპული …

ბათუმის მერიის შენობაში წყალი ჩადის, დაზიანებულია საკრებულოს დარბაზი

ბათუმის მერიამ ადმინისტრაციული შენობების სახურავებისა და საკრებულოს სხდომათა დარბაზის შეკეთებაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 154 ათას 194 ლარია. სამუშაოები გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 90 დღეში უნდა დასრულდეს. წინადადებების მიღება კი, 25 მარტს დაიწყება და 28 მარტს დასრულდება. ლადო ასათიანის ქუჩაზე მდებარე ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, შესაკეთებელია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული – ლ. …

კაჩინსკის ძეგლის დამზადება პოლონეთმა დააფინანსა, ესკიზი შეთანხმებული იყო – ძეგლის ავტორი

„გვინდოდა გამოსულიყო არა როგორც პრეზიდენტი, არამედ, როგორც რიგითი პოლონელი, უშუალო ადამიანი, ადამიანებთან ახლოს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მოქანდაკე თემურ მახარაძე. ის პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ძეგლის თანაავტორია. ძეგლზე თემურ მახარაძემ ოლეგ პატარიძესთან ერთად იმუშავა. კაჩინსკის ძეგლი ბათუმის ახალ ბულვარში გუშინ, 17 მარტს, საქართველოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრებმა გახსნეს. „კაჩინსკი გამოვიდა წინასწარმეტყველი. ლეხ კაჩინსკის მსგავსი გვერდით დგომა …

ზელენსკის სურს იაპონიის პარლამენტს მიმართოს – მედია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიას მიმართა პარლამენტში პირდაპირი ჩართვის თხოვნით – ინფორმაციას ამის შესახებ იაპონური მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, იაპონიის მთავრობა და მმართველი კოალიცია დაინტერესებულია ამ საკითხით და ამჟამად განიხილება ტექნიკური დეტალები. „ზელენსკის გამოსვლა საშუალებას მისცემს იაპონიის პარლამენტს, გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი მთელს ქვეყანაში და მსოფლიოში,“ – უთხრა ჟურნალისტებს მმართველი, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა პარლამენტში, …

„რაშა თუდეის“ ლიცენზია დიდმა ბრიტანეთმაც გააუქმა

რუსულ ტელეარხ Russia Today-ს [RT], რომელიც რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი მედიამაუწყებელია, გაერთიანებულ სამეფოში მაუწყებლობის ლიცენზია შეუჩერეს. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მარეგულირებელმა – კომუნიკაციების ოფისმა დღეს განაცხადა. როგორც მარეგულირებლის განცხადებაში ვკითხულობთ, გადაწყვეტილება „ძალაშია დაუყოვნებლივ“. „მივიჩნევთ, რომ RT-ს ლიცენზიანტი ANO TV Novosti არ ერგება და შეუსაბამოა გაერთიანებული სამეფოს მაუწყებლობის ლიცენზიის ფლობისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში. კომუნიკაციების …

უკრაინა მომხრეა თურქეთი იყოს უსაფრთხოების გარანტორ ქვეყნებს შორის – ჩავუშოღლუ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, უკრაინა უსაფრთხოების შესაძლო შეთანხმების გარანტორთა შორის თურქეთის შეყვანის მომხრეა. ამის შესახებ ჩავუშოღლუმ ლვოვში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრი კულებასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს. ჩავუშოღლუს თქმით, მოსკოვი არ არის წინააღმდეგი, თურქეთი იყოს უკრაინის უსაფრთხოების შესაძლო შეთანხმებაში ერთ-ერთი გარანტორი. მან განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ წინადადება …

„ოცნება“ უმაღლეს საბჭოში უკრაინის მხარდასაჭერ რეზოლუციაზე უარს ამბობს – ენმ

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, გია აბულაძის ინფორმაციით, „ოცნების“ ფრაქციამ უარი თქვა რეზოლუციაზე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დაგმობას და უკრაინისთვის სოლიდარობის ოფიციალურად გამოხატვას ითვალისწინებს. ენმ-ს წევრ გია აბულაძის თქმით, რეზოლუციაზე ხელმოწერა და მისი გამოქვეყნება უმაღლეს საბჭოს ოპოზიციამ შესთავაზა. რეზოლუციის პროექტი – „უკრაინის მხარდაჭერის შესახებ“  – უმაღლეს საბჭოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციამ 2 კვირის წინ დაარეგისტრირა. გია აბულაძის …

უკრაინაში 2 ქართველი მებრძოლი დაგვეღუპა – ჩალაგაშვილი

უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაცია „ბათუმელებს“ გურამ ჩალაგაშვილმა დაუდასტურა, რომელიც უკრაინაში ქართველ მებრძოლებთან ერთად იბრძვის რუსული არმიის წინააღმდეგ. ქართველი მებრძოლები გუშინ, ღამით, მორიგი საბრძოლო იერიშის დროს დაიღუპნენ. გურამ ჩალაგაშვილის თქმით, მებრძოლები დაბომბვის დროს დაიღუპნენ. გურამ ჩალაგაშვილი ამბობს, რომ ოჯახებისთვის მებრძოლების დაღუპვის შესახებ ჯერ არ უცნობებიათ. „ამ დროისთვის საელჩოში საქართველოს 2 მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 მარტის 21 საათიდან 19 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით თოვლ-ჭყაპი, მთაში – თოვა, მაღალ მთაში – ნისლი და ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 1 – 6 გრადუსი სითბო  ღამით: 3 გრადუსი სითბო – 2 …

რუსეთ-უკრაინის ომში მხარეთა სამხედრო დანაკარგები – 18 მარტის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 18 მარტამდე პერიოდში რუსეთის არმიის დაახლოებითი საბრძოლო დანაკარგი ასეთია: პერსონალი – დაახლოებით 14 200 ადამიანი ტანკი – 450 ერთეული ჯავშანტექნიკა / APV – 1 448 ერთეული საარტილერიო სისტემა – 205 ერთეული MLRS – 72 ერთეული საზენიტო საბრძოლო სისტემა – 43 ერთეული თვითმფრინავი – 93 ერთეული ვერტმფრენი …

აჭარაში კოვიდის 27 ახალი შემთხვევაა | 18 მარტის მონაცემები

18 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 872 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 18 331 ტესტი კორონავირუსზე. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 18 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდის დიაგნოზით. გასულ 24 საათში აჭარაში კოვიდის 27 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 4,76 პროცენტი. დღეის მონაცემებით, 920 ადამიანი კორონავირუსზე კლინიკებში მკურნალობს.

ყვითელი და ცისფერი – მოდა, როგორც იარაღი, პოლიტიკა და პოზიცია

„მოდა, ყველაფერთან ერთად, პოლიტიკურია,“ – აღნიშნა 14 მარტს ბერლინში, Mercedes-Benz Fashion Week-ის გახსნაზე ბერლინის მერმა, ფრანცისკა გიფეიმ.  მოდის კვირეული ბერლინში სწორედ პოლიტიკაზე აქცენტით გაიხსნა – წუთიერი დუმილით, უკრაინელი ხალხის სოლიდარობისა და ომში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის ხსოვნის ნიშნად. კვირეულის ფარგლებში რამდენიმე საქველმოქმედო ღონისძიება იმართება უკრაინელებისთვის თანხისა და ჰუმანიტარული დახმარების შესაგროვებლად. კვირეულზე საქველმოქმედო აუქციონიც იგეგმება: შემოსული თანხა …

„რუსები ცდილობენ დაბლა იფრინონ“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„ახლა პუტინი სარგებლობს მოლაპარაკების პერიოდით, იყენებს ოპერატიულ პაუზას იმისთვის, რომ მოახდინოს გადაჯგუფებები და ძალები მოიკრიბოს,“ – აღნიშნა ვახტანგ კაპანაძემ, გადამდგარმა გენერალ-მაიორმა, როცა მას ვკითხეთ: რა დატვირთვა აქვს ახლა მოლაპარაკებებს რუსეთ-უკრაინას შორის? სამხედრო ექსპერტი თვის ბოლოსთვის რუსეთისგან ფართომასშტაბიანი შეტევის მეორე ტალღას ელოდება უკრაინაში. რა მოხდება ამჯერად? ვახტანგ კაპანაძე გადამდგარი გენერალ-მაიორია და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი. ის საქართველოს …

უკრაინელ ბავშვებს ბათუმის სკოლები ვერ იღებენ – სამინისტრო საპირისპიროს ამტკიცებს

ნატალია ოლეინიკი ლტოლვილია უკრაინიდან. ის ბათუმში მეექვსეკლასელ შვილთან ერთად ჩამოვიდა. ოც დღეზე მეტია უკრაინაში ომია. ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საომარი მდგომარეობა ქვეყანაში აპრილის ბოლომდე გაახანგრძლივა, რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ კიდევ 1 თვე უკრაინაში სასწავლო პროცესი სკოლებში ვერ აღდგება სრულფასოვნად. ნატალიამ გადაწყვიტა მეექვსეკლასელი შვილისთვის ბათუმში სკოლა მოეძებნა. რუსული სექტორი ბათუმის ორ სკოლაშია – მესამე და …

ცნობილი ბრენდების დაკეტილი მაღაზიები მოსკოვში | ფოტო

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის საპასუხოდ, დასავლეთმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესა, რის შედეგადაც, ისეთმა ცნობილმა ბრენდებმა, როგორიცაა: McDonald’s-ი, Ikea, Louis Vuitton-ი, Chanel-ი, Prada, Gucci, Dior-ი, Apple-ი, Master Card Visa და სხვებმა შეაჩერეს ან შეზღუდეს თავიანთი საქმიანობა რუსეთის ბაზარზე. რუსული ჯარები უკრაინას 2022 წლის 24 თებერვალს დაესხა თავს, უკრაინაში დღემდე იბომბება მშვიდობიანი მოსახლეობა. მთავარი ფოტო: …

4 ბავშვი და 2 ქალი, რომლებსაც ორ საწოლზე სძინავთ – უკრაინელები ბათუმში

ბათუმში თანდათან იმატებს ლტოლვილების რაოდენობა უკრაინიდან. ზოგიერთი მათგანი ბათუმში ქირით იწყებს ცხოვრებას, ზოგიერთს ახლობლები ან უცნობები უთმობენ სახლს. რამდენიმე ადგილას ლტოლვილებისთვის პირველადი საჭიროების ნივთებსა და საკვებ პროდუქტებსაც აგროვებენ. 34 წლის ვალერია ტილიკი უკრაინის ქალაქ კრივოი როგიდანაა. იგი 8 მარტს ჩამოვიდა ბათუმში სამ შვილთან ერთად. ომს გამოექცა. მისი მეუღლე, დედ-მამა და ძმა უკრაინაში დარჩნენ. „ახლახან გავიგე, …

ყველა მეთოდით ვანგრევთ რკინიგზას მტრის გზაზე – არესტოვიჩის მიმართვა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ უკრაინელებს „სარკინიგზო ომისკენ“ მოუწოდებს. არესტოვიჩის თქმით, ამის მიზანია რუსეთის ჯარებმა რკინიგზის გამოყენებით ვერ შეძლონ სამხედროების გადაყვანა და იარაღის გადატანა. „მეგობრებო, ტოტალური სალიანდაგო ომი, ყველა მეთოდით ვანგრევთ მტრის გზაზე რკინიგზას, რომლითაც სამხედროები გადაჰყავთ. შემდეგ მივხედავთ, შევაკეთებთ, ძალიან ბევრ ქვეყანას სურს ჩვენი დახმარება. მტრის სარკინიგზო მომარაგების (და …

თვეში 15 დღე სკოლას ვაცდენ – ბიჭი ხულოდან, რომელიც რეაბილიტაციაზე ბათუმში დაჰყავთ

18 წლის შოთა გელაძე დაბა ხულოს საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა. მას ბავშვობიდან აქვს შშმ პირის სტატუსი, დიაგნოზი – ბცდ (ბავშვთა ცერებრალური დამბლა). შოთა ამბობს, რომ ყოველ თვე 10-15 დღე უწევს სკოლის გაცდენა, რადგან ხულოში არ არის რეაბილიტაციის ცენტრი: მინდა, რეაბილიტაციის ცენტრი იყოს ხულოში, რადგან  რეაბილიტაციისთვის ბათუმში მიწევს ჩასვლა და ხშირად ვაცდენ სკოლას, თვეში დაახლოებით …

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ჩავიდა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ უკრაინაში ჩავიდა. ჩავუშოღლუს დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ უმასპინძლა. „ჩემს უკრაინელ კოლეგას ანტალიის შემდეგ ამჯერად ლვოვში შევხვდი. კიდევ ერთხელ გამოვთქვი ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. გრძელდება ჩვენი მუშაობა ომის დასასრულებლად და ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად,“ – დაწერა მევლუთ ჩავუშოღლუმ ტვიტერზე. დმიტრო კულებასთან …

ზელენსკი მოუწოდებს გერმანიას, დაანგრიოს ახალი რუსული „კედელი“ ევროპაში

დღეს, 17 მარტს, გერმანიის ბუნდესტაგში ოცწუთიანი გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიას სთხოვა დახმარება იმ „კედლის“ დანგრევაში, რომელსაც რუსეთი აშენებს დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპას შორის. „მოგმართავთ და შეგახსენებთ იმას, რაც საჭიროა, რის გარეშეც ევროპა ვერ გადარჩება, ვერ შეინარჩუნებს თავის ღირებულებებს. ყოფილმა მსახიობმა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, რონალდ რეიგანმა, ერთხელ ბერლინში თქვა: „დაანგრიეთ ეს კედელი!“ …

ეკლესია უნდა იყენებდეს იესოს ენას და არა პოლიტიკის – რომის პაპი რუსეთის პატრიარქს

რომის პაპი ფრანცისკე უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ რუსეთის პატრიარქ კირილს ვიდეოზარით ესაუბრა და უთხრა, რომ ეკლესიის ლიდერებმა უნდა გამოიყენონ იესოს ენა და არა – პოლიტიკის. ვატიკანის ცნობით, საუბარი შეეხო „უკრაინის ომს და ქრისტიანებისა და მათი წინამძღვრების როლს მშვიდობის დამყარებაში“. „ჩვენ ვართ იმავე წმინდა ხალხის მწყემსები, რომლებსაც სწამთ ღმერთის, სამების, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის. ამიტომ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ …

Exit mobile version