საფინანსო ინსტიტუტები საქართველოში გადმორიცხვებს სტანდარტულ რეჟიმში აგრძელებენ – ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, „ბოლო დღეებში ვრცელდება დეზინფორმაცია ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში ტრანზაქციების აკრძალვის შესახებ. საზოგადოებას მივმართავთ, რომ აღნიშნული არის ტყუილი და მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის მცდელობა.“ „რეგიონში გაზრდილი რისკებიდან გამომდინარე, როგორც უცხოური, ისე ქართული ბანკები აანალიზებენ, თუ რამდენად მისაღებია მათთვის იმ რესურსის გაღება, რომელიც საჭიროა კონკრეტული ტრანზაქციების სანქციებთან შესაბამისობის დასადგენად. სწორედ ამ შეფასებისა და კომერციული ბანკის …

ესპანეთში დააკავეს „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა

ესპანეთში დააკავეს იახტა, რომელიც, სავარაუდოდ, რუსული ნავთობის გიგანტის, „როსნეფტის“ აღმასრულებელ დირექტორს, იგორ სეჩინს ეკუთვნის. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. საუბარია 135 მეტრის სიგრძის იახტაზე, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ იახტად მიიჩნევა და მისი სავარაუდო ღირებულება, მედიის ცნობით, 600 მლნ აშშ დოლარია. წყარომ ესპანეთის პოლიციდან „როიტერს “განუცხადა, რომ იახტა ეკუთვნის სეჩინს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირეს, რომელიც …

ხულოს სოფელ თხილვანაში 1 მეტრი თოვლია – „მარტში არ მახსოვს ამხელა თოვლი“

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში დიდთოვლობაა. ერთ მეტრზე მეტი სიმაღლის თოვლია სოფელ თხილვანაში.  „არ მახსოვს მარტში ამხელა თოვლი მოსულიყოს,” – უთხრა „ბათუმელებს“ თხილვანის მცხოვრებმა თემურ ქამადაძემ. „გუშინ იყო თოვლი, მაგრამ ამხელა არა. წუხელ მთელი ღამე თოვდა. დილით ერთი მეტრი დაგვხვდა. ზოგან მეტიც,“ – თქვა თემურ ქამადაძემ. მისივე თქმით, გუშინ, 16 მარტს, სოფელში შიდა გზები გაწმინდეს, მაგრამ ერთ …

აჭარაში კოვიდის 32 შემთხვევა დადასტურდა – 17 მარტის მონაცემები

17 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათის  განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 888 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 17 ადამიანი. stopcov.ge-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარდა 21 620 კვლევა, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 218, PCR ტესტით – 2 402.  დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 888 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 434 შემთხვევა, აჭარაში – 32, იმერეთში – 111, ქვემო ქართლში – 29, შიდა ქართლში – 50, გურიაში – 42, სამეგრელო – ზემო სვანეთში …

პოლონეთის პრემიერი ბათუმში ღარიბაშვილს შეხვდება

დღეს, 17 მარტს, ბათუმში პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მათეუშ მორავიეცკი ჩამოდის. ის საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მხარეები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრები ერთობლივად გახსნიან პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის …

„თქვენ უყურებთ ახალი უკრაინის დაბადებას, ჩვენ ვგავართ დავითს გოლიათის წინააღმდეგ“

„თქვენ ხართ ახალი უკრაინის დაბადების მომსწრე. ვერ წარმომიდგენია სხვა ევროპული ქვეყანა, რომელიც ასეთ წინააღმდეგობას აჩვენებდა. ჩვენ ვგავართ დავითს გოლიათის წინააღმდეგ,“ – უთხრა უკრაინის ქალაქ ლვოვის მერმა, ანდრეი სადოვიმ, Financial times-ს. გამოცემა სტატიაში წერს უკრიანელთა ერთიანობაზე რუსეთზე თავდასხმის შემდეგ. უკრაინაში გამოკითხულთა 80% ამბობს, რომ მზადაა იარაღით დაიცვას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. სოციოლოგიური კვლევის ავტორი უკრაინული Ratinggroup-ია. 2020 წელს …

სად დგას ჩინეთი უკრაინის საკითხზე – ელჩის წერილი და პეკინის პოზიცია

„მტკიცება, რომ ჩინეთმა წინასწარ იცოდა, დაეთანხმა ან ჩუმად დაუჭირა მხარი ამ ომს, არის წმინდა დეზინფორმაცია”, – წერს ჩინეთის ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩინ განგი. მან აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯეიკ სალივანისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრის იან ჯიეჩის რომში შეხვედრიდან ორ დღეში The Washington Post-ში გამოაქვეყნა მოსაზრება, სახელწოდებით – „რა პოზიცია გვაქვს უკრაინის საკითხთან …

ლტოლვილები ლაპარაკობენ, რას ააშენებენ ომის შემდეგ – ქართველი მზარეული უკრაინიდან

„იმის მიუხედავად, რომ ჯოჯოხეთური დღეები გამოიარეს, ბუნკერში მყოფი ლტოლვილები იცინიან, მღერიან კიდეც და მუდმივად საუბრობენ აშენებაზე. ლაპარაკობენ იმაზე, ეს ომი რომ დამთავრდება, ვინ რას იზამს, რას ააშენებს,“ – უყვება „ბათუმელებს“ ირაკლი ბერიძე. ის რვა წელია დასავლეთ უკრაინაში ცხოვრობს მეუღლესთან და შვილთან ერთად. ირაკლი და მისი უკრაინელი მეუღლე მზარეულები არიან. ომის დაწყებიდან მალევე მათ შესთავაზეს უკრაინის …

რუსულ კომპანიებს ქართულ ტენდერებში მონაწილეობა ისევ თავისუფლად შეუძლიათ

რუსულ კომპანიებს საქართველოს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა კვლავ თავისუფლად შეუძლიათ და მათთვის რაიმე შეზღუდვა სახელმწიფოს ამ დროისთვის არ დაუწესებია. შეზღუდვები ტენდერებში მონაწილეობაზე დაწესებული არ არის არც იმ რუსული კომპანიების მიმართ, რომლებსაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო სანქციები უკვე დაუწესა სხვადასხვა სახელმწიფომ თუ ევროკავშირმა. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს საჯარო რეესტრს ასობით რუსეთის მოქალაქემ მიმართა. ისინი საქართველოში ახალ …

ბათუმის „რეპროარტის“ მეან-გინეკოლოგ, რეპროდუქტოლოგ ზეინაბ ბერიძის სემინარი

მარტი ენდომეტრიოზის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. თუ ენდომეტრიოზი გაწუხებთ ან დაინტერესებული ხართ ამ თემით, შეგიძლიათ დაესწროთ ჩვენს სემინარს, რომელსაც ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა „რეპროარტის“ ბათუმის ფილიალის მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ზეინაბ ბერიძე ონლაინ ჩაატარებს. სემინარის თემა: „როგორ გავხდე მშობელი ენდომეტრიოზის დიაგნოზით“. თარიღი: 25 მარტი, 19:00 საათი. სემინარზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://rb.gy/zogzkz დასწრება უფასოა. ან დაგვირეკეთ : +995 595 …

უკრაინის კულტურის სამინისტრო: რუსეთი ანადგურებს ეკლესიებს, მეჩეთებსა და სინაგოგებს

მაშინ, როცა კრემლის პროპაგანდისტები, რუსეთის პატრიარქის ჩათვლით, უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად „მართლმადიდებლობის დაცვას“ ასახელებენ, რუსული შეიარაღებული ძალები უკრაინაში ანადგურებენ მართლმადიდებლურ ეკლესიებსა და სხვა სალოცავებს: სინაგოგებს, მეჩეთებსა თუ რელიგიურ-საგანმანათლებლო დაწესებულებებს –  უკრაინის კულტურის სამინისტრო რუსეთის მიერ დაზიანებული და განადგურებული რელიგიური ნაგებობების ონლაინ ბაზას აწარმოებს. სამინისტროს ცნობით, მასალები გროვდება, როგორც რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების …

რა საფრთხეს ქმნის კოვიდის უფასო PCR ტესტირების გაუქმება? – „გვეყოლება მეტი ინფიცირებული“

საქართველოში PCR ტესტი პირველი მარტიდან ფასიანია. კორონავირუსის გავრცელების ყოველდღიურ სტატისტიკას თუ დავაკვირდებით, მცირდება ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი. თუმცა ასევე მცირდება მოქალაქეების მიერ გაკეთებული PCR ტესტების რაოდენობაც. მაგალითისთვის: 26 თებერვალს კორონავირუსის 6 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჩატარდა – 33 926 ტესტი. აქედან 20 408 – ანტიგენტესტი და 13 518 – PCR ტესტი. 2 მარტს, როცა PCR ტესტი …

სოფელ ირემაძეებში გზაზე მეწყერი ჩამოწვა

დღეს, 16 მარტს, დღის პირველ ნახევარში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ირემაძეების ცენტრალურ გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რომელიც სოფელს მუნიციპალიტეტთან და მეზობელ სოფლებთან აკავშირებს. მეწყრის ჩამოწოლის შედეგად არავინ დაშავებულა. „ბათუმელებთან“ საუბრისას ხულოს მერიის სპეციალისტმა დიდაჭარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ირემაძეებში, თამაზ გობაძემ, აღნიშნა, რომ ცენტრალურ გზაზე თოვლის საფართან ერთად ჩამოწვა მიწა და ჩამოიტანა ხეები. „მხოლოდ თოვლი არ არის ჩამოსული, …

მე-11 დაღუპული – დეპარტამენტში ამბობენ, რომ ქობულეთის შემოვლითი გზა უსაფრთხოა

დღეს ყველა წუხს, მაგრამ ხვალ ალბათ მხოლოდ სტატისტიკაში ასახავს ქობულეთის შემოვლით გზაზე ახალგაზრდა თეა ვადაჭკორიას დაღუპვას შინაგან საქმეთა სამინისტრო. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტსაც გადაუგზავნიან, სადაც ამ დრომდე მიიჩნევენ, რომ ქობულეთის შემოვლითი გზა უსაფრთხოა. ორი მცირეწლოვანი შვილის დედა, თეა ვადაჭკორია, აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი იყო და გუშინ, 15 მარტს, დაიღუპა ქობულეთის შემოვლით გზაზე. ამავე ავარიის …

“ფორბსი”: რუსეთიდან წასული კომპანიები 200 000-ზე მეტ ადამიანს უზრუნველჰყოფენ სამსახურით

საერთაშორისო კომპანიებში, რომლებიც ნაწილობრივ ან მთლიანად ტოვებენ რუსეთს, 200 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმეული, ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული ბიზნეს ჟურნალი Forbes აქვეყნებს. გამოცემის ცნობით, მაკდონალდსი არის უმსხვილესი დამსაქმებელი იმ კომპანიებიდან, რომლებმაც გამოაცხადეს ქვეყნიდან გასვლა. რუსეთში სწრაფი კვების რესტორნების ქსელში 62 000 ადამიანია დასაქმებული. ამ სიაში “პეპსიკო” თანამშრომლების რაოდენობით სიდიდით მეორე კომპანიაა. იქ საერთო ჯამში 19 ათასი …

სომხეთს თურქეთთან საზღვრის გახსნა სურს

„სომხეთში ხალხი მხარს უჭერს თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას,“ – უთხრა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა 15 მარტს წერილობით ინტერვიუში თურქულ მედიაგამოცემა „ანადოლუს“. არარატ მირზოიანი ანტალიაში, სამდღიან საერთაშორისო ფორუმში იღებდა მონაწილეობას, რა დროსაც ის შეხვდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მევლუთ ჩავუშოღლუს. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სომხეთი მზად არის დიპლომატიური ურთიერთობების დასამყარებლად. „სომხეთი მზად არის დაამყაროს …

ევროკავშირი რუსეთში 300 ევროზე მეტი ფასის ფუფუნების საგნების შეტანას კრძალავს

ევროკავშირმა სანქციების მეოთხე პაკეტი დაუწესა რუსეთს უკრაინაში ომის გამო. ევროკავშირი ახალ პერსონალურ სანქციებს აწესებს  რუსი ოლიგარქების, კრემლის ლობისტებისა და პროპაგანდისტების, ასევე, საავიაციო, მანქანათმშენებელი და შეიარაღების მწარმოებელი კომპანიების წინააღმდეგ. სანქციების მეოთხე პაკეტი შეეხება შემდეგ კომპანიებსა და პირებს: ოლიგარქ რომან აბრამოვიჩს რუსეთის პირველი არხის გენერალურ დირექტორს, კონსტანტინ ერნსტს Альфа-Групп-ის მსხვილ აქციონერებს, ჰერმან ჰანსა და ალექსეი კუზმიჩევს Роснефти-ის …

უკრაინაში ომმა 691 მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა, თუმცა რეალური რიცხვი გაცილებით მეტია

გაეროს ცნობით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 691 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, დაშავდა  – 1143. 2022 წლის 24 თებერვლის დილის 4 საათიდან, როდესაც დაიწყო რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმა უკრაინაზე, 2022 წლის 14 მარტის შუაღამის 24:00 საათამდე, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა დააფიქსირა 691 მშვიდობიანი მოქალაქის გარდაცვალება და 1143 დაშავებული. გაეროს მონაცემებით, 691 დაღუპულ მოქალაქეთაგან 135 კაცია, …

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეკონომიკა, როგორც ქალაქის ისტორიის გადარჩენის გზა

რა დროს კულტურული მემკვიდრეობაა? – ასეთი რეაქცია აქვთ ძეგლების დამცველებსაც კი, ამ თემაზე საუბრის დაწყებისთანავე მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება უკრაინა-რუსეთის ომზეა მიპყრობილი, როცა ადამიანური დანაკარგი ყოველდღე დრამატულად იზრდება და არავინ იცის, როდის დასრულდება ეს ყველაფერი. ომით გამოწვეული შოკის პარალელურად არსებობს ვალდებულებები, რომლებიც ასეთ დროსაც კი გვახსენებს, რომ აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ, მაგალითად, მემკვიდრეობაზე. სწორედ ამაზე წერდა …

ავარია ავტობანზე – როგორია დაშავებულების მდგომარეობა

„პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია,“ – გვითხრეს ბათუმის სამედიცინო კლინიკებში, სადაც ქობულეთის შემოვლით გზაზე გუშინ, 15 მარტს, მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული სამი ადამიანი მოათავსეს. ავარიის დროს დაიღუპა აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი, თეა ვადაჭკორია. ავარიის შედეგად დაშავდა მაია ხაჯიშვილი, აჭარის განათლების მინისტრი. ის „მედცენტრშია“ მოთავსებული. კლინიკაში გვითხრეს, რომ მას საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნება. რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება განათლების …

პუტინი სამხედრო დამნაშავეა – აშშ-ის სენატმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია

16 მარტს აშშ-ის სენატმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელშიც პუტინი სამხედრო დამნაშავედაა შეფასებული. რეზოლუციაში დაგმობილია რუსეთის ქმედებები უკრაინის მიმართ. დოკუმენტში სენატი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელებს, აიღონ პასუხისმგებლობა უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისთვის. რეზოლუციის ინიციატორი რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრეჰემია. რეზოლუციას მხარი დაუჭირეს ორივე პარტიის კანონმდებლებმა. დოკუმენტი ასახავს კონგრესის ზედა პალატის შეხედულებებს რუსეთის მიერ უკრაინაში გამოვლენილ აგრესიაზე. „ვგმობთ …

კორონავირუსის 1099 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 16 მარტის მონაცემები

16 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 099 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში კოვიდით საქართველოში გარდაიცვალა 10 ადამიანი. stopcov.ge-ის მონაცემებით, ჩატარებულია სულ 21 281 ტესტი, მათ შორის, PCR ტესტი – 19 101. დღეის მონაცემებით, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 1068 პაციენტი.  

ავარია ავტობანზე – დაიღუპა აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი

დღეს, 15 მარტს, საღამოს, ავტოავარია მოხდა ქობულეთის შემოვლით გზაზე. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთ-ერთ ავტომანქანაში იმყოფებოდნენ აჭარის განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი და სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი თეა ვადაჭკორია. ავარიის შედეგად თეა ვადაჭკორია დაიღუპა. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა აჭარის განათლების პრესსამსახურში. ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, აჭარის განათლების მინისტრი. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება. ____________ …

3 მილიონამდე ლტოლვილი და 2 მილიონამდე დევნილი უკრაინიდან – ომის შედეგები

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ბოლო მონაცემებით, 24 თებერვლიდან 15 მარტამდე, რუსეთის უკრაინაზე შეიარაღებული თავდასხმის გამო უკრაინიდან 2 969 600 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა ლტოლვილის სტატუსით, ხოლო სულ მცირე 2 მილიონი – იძულებით გადაადგილდა ქვეყნის შიგნით. გაეროს ლტოლვილთა სააგენტო შიშობს, რომ ომის გაგრძელების შემთხვევაში კიდევ მილიონობით ადამიანს მოუწევს იძულებით გადაადგილდება. სააგენტოს გათვლით, უკრაინა, შესაძლოა, დაახლოებით …

„ზურაბიშვილი ოცნების გუნდის წევრი არც ყოფილა“ – „ოცნების“ დეპუტატები ბათუმში

„პრემიერმა განმარტა“ – გვიპასუხეს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, რომლებსაც ვკითხეთ, რამდენად სამართლიანი იყო მათთვის კრიტიკა ამჯერად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან. დეპუტატები მიიჩნევენ, რომ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკა ცილისწამებაა სინამდვილეში. დღეს, 15 მარტს, პარტია „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ მთავრობა სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლებს. „პრეზიდენტ ზურაბიშვილს კონსტიტუცია არ დაურღვევია“ – ეს შეფასება უკვე დადო ორგანიზაცია IDFI-მ და თავის …

უკრაინელი პაციენტებისა და ჩვილი ბავშვების ცხოვრება სარდაფებში | ფოტო

რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. უკვე მე-20 დღეა რუსეთის არმია განუწყვეტლივ უტევს უკრაინას როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით. რუსეთის შეჭრას ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო ემსხვერპლა. ინტენსიურად იბომბება უკრაინის ქალაქები, სკოლები, საავადმყოფოები. მაგალითად 9 მარტს რუსეთმა მარიუპოლში სამშობიარო დაბომბა, შედეგად გარდაიცვალა 3 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი და …

ზელენსკის უახლოესი გარემოცვა – ვინ არიან ისინი?

იცით თუ არა, ვინ არიან პრეზიდენტ ზელენსკის გუნდის წევრები? მაგალითად, მიხაილო პოდოლიაკი, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი ონლაინჩართვების დროს ხშირად ახსენებს ან თან ახლავს, ის წლების განმავლობაში ჟურნალისტად მუშაობდა და ბელარუსიიდან გამოაძევეს. პოდოლიაკი ახლა ზელენსკის ძირითადად საინფორმაციო პოლიტიკის კუთხით აძლევს რჩევებს. პოდოლიაკი არ არის ერთადერთი, ვინც ზელენსკის გარემოცვაში საინფორმაციო ტექნოლოგიებს კარგად იცნობს. „ბათუმელებმა“ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გუნდის …

სად და რამდენი ხნით გაითიშება დენი აჭარაში 16 მარტს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ ბათუმში, ქობულეთსა და ხულოში მცხოვრებ ქსელში ჩართულ აბონენტებს. ბათუმში – 12:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ურეხის დასახლებასა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს. ქობულეთში – 11:00-დან 13:40 საათამდე დენი მონაცვლეობით გაითიშება ფიჭვნარისა და ჩოლოქის დასახლებების ნაწილში. ასევე, დავით აღმაშენებლისა და რუსთაველის ქუჩებზე. ხულოში – …

ბათუმში თანხას აგროვებენ 15 უკრაინელი შშმ პირის დასახმარებლად

„ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“ 15 უკრაინელი შშმ პირის დასახმარებლად თანხას აგროვებს. ცენტრის თავმჯდომარე, თომა კაკაბაძე ამბობს, რომ უკრაინელი შშმ პირების მხარდასაჭერი კამპანია უკრაინაში ომის დაწყებისთანავე წამოიწყეს და კარგად იციან, როგორი მძიმე მდგომარეობა და სპეციფიკური საჭიროებები შეიძლება ჰქონდეთ უკრაინელ შშმ პირებს მათი შეზღუდვებიდან გამომდინარე ახლა: უჭირდეთ ევაკუაცია, გადაადგილება, საჭმლის მომარაგება და ა.შ. თომა კაკაბაძე „ბათუმელებთან“ აღნიშნავს, …

„წმინდა ჯაველინმა“ 1 მილიონი დოლარი შეაგროვა უკრაინისთვის – მარკეტოლოგის წარმატებული იდეა

კანადაში მცხოვრებმა 35 წლის მარკეტოლოგმა და ყოფილმა ჟურნალისტმა კრისტიან ბორისმა შექმნა გამოსახულება, რომელიც ცნობილია, როგორც „წმინდა ჯაველინი“. წარმოშობით უკრაინელ კრისტიან ბორისის მიერ შექმნილ გამოსახულებაზე ღვთისმშობელს ხელში უჭირავს ამერიკული წარმოების FGM-148 ტანკსაწინააღმდეგო იარაღი „ჯაველინი“.  „ჯაველინი“ ხელით გადასატანი სარაკეტო სისტემაა, რომელსაც აშშ-ის არმია და საზღვაო ქვეითი შენაერთები იყენებენ მოწინააღმდეგის ტანკების გასანადგურებლად. თავდაცვითი სისტემა მოქმედებაში მოჰყავს ორ ადამიანს …

25 000 ლარი და 4 წელი დავხარჯე – აბიტურიენტი რომ ვიყო, უნივერსიტეტში არ ჩავაბარებდი

გოჩა ხმალაძემ საჯარო მართვისა და პოლიტიკის სპეციალობა ბათუმში, ერთ-ერთ უნივერსიტეტში ისწავლა. მან ბაკალავრი 2018 წელს დაამთავრა. ამბობს, რომ სტუდენტობის წლებში თავს თურქეთში, სეზონური სამუშაოებით ირჩენდა და მხოლოდ სწავლის საფასურში 20 000 – 25 000 ლარი აქვს დახარჯული. გოჩა ახლა 31 წლისაა და იხსენებს, რომ სტუდენტობის წლებში ქირით ცხოვრობდა და ცდილობდა, უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად  ემუშავა კიდეც. …

დიდი ბრიტანეთის ახალი სანქციები ზახაროვას, პესკოვს, სალავიოვს, მედვედევსა და სხვებს

დღეს, 15 მარტს, ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი ახალ სანქციებს აწესებს რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის საპასუხოდ. ახალი სანქციების თანახმად რუსეთის  სამთავრობო და რეგიონული ხელისუფლების 370-ზე მეტ წარმომადგენელს, პარლამენტარებს, ბიზნესმენებსა და მათი ოჯახების წევრებს, ეკრძალებათ გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე შესვლა, მათი აქტივები კი დიდ ბრიტანეთში, აღმოჩენის შემთხვევაში, გაიყინება. სიაში არიან: პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი …

14 საარჩევნო უბანი, 20 202 ამორჩეველი და 2 კანდიდატი – შუალედური არჩევნები ბათუმში

2 აპრილს ბათუმში შუალედური არჩევნები გაიმართება. #4 მაჟორიტარული ოლქის ამომრჩეველი საკრებულოში თავის წარმომადგენელს აირჩევს. ამ ოლქში ხელახალი არჩევნების გამართვა დღის წესრიგში საკრებულოს არჩეული წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის  გარდაცვალების შემდეგ დადგა. ნუგზარ ფუტკარაძე ახალარჩეული საკრებულოს  შეკრებამდე გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადა, რომ ნუგზარ ფუტკარაძეს აშანტაჟებდნენ, ამის დამადასტურებელი აუდიოჩანაწერი გაავრცელა და საქმის სწრაფად გამოძიება …

საქართველოში 4.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

დღეს, 15 მარტს, დაახლოებით 16:25 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 4.7 მაგნიტუდა იყო. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციის თანახმად, მიწისძვრის ეპიცენტრი ვანთან ახლოს მდებარე სოფელი სულორი იყო.

ონკოპაციენტი ბავშვების მკურნალობა დაფინანსდეს სრულად – PHR-ი სასამართლოში დავობს

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ონკოდაავადების მქონე ბავშვებისთვის ცვლილებებს ითხოვს. ორგანიზაციის სარჩელი ონკოდაავადების მქონე ბავშვებისთვის სახელმწიფო დაფინანსების გაზრდას უკავშირდება. 2022 წლის მარტის დასაწყისში თბილისის საქალაქო სასამართლომ PHR-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო. უფლებადამცველი ორგანიზაცია პრობლემის მასშტაბზე წერს. მათ მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ 100 ბავშვს უსვამენ ონკოდაავადების დიაგნოზს. PHR-ის ინფორმაციით, 2015-2020 წლებში სიმსივნით 169 ბავშვი გარდაიცვალა. …

რა წამლები გაიაფდა? – თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტების სია

მთავრობის განცხადებით, აპრილიდან ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე თურქეთიდან შემოსული 200-მდე მედიკამენტი იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა ამ მედიკამენტების სია დაზუსტებული ჯერაც არ არის. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ინიციატივის ფარგლებში, ამ ეტაპზე საქართველოში თურქეთიდან შემოტანილია 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი, რომელთა შეძენა „ფარმადეპოსა“ და „ავერსის“ სააფთიაქო ქსელში 60-80%-ით დაბალ ფასად არის შესაძლებელი. „ჩვენ საიდან ავიღეთ ეს 200 მედიკამენტი – გასული წლების …

Exit mobile version