მთავარი,სიახლეები

ჩავუშოღლუ და ლავროვი შავ ზღვაში მარცვლეულის უსაფრთხოდ გადატანას განიხილავენ

08.06.2022
ჩავუშოღლუ და ლავროვი შავ ზღვაში მარცვლეულის უსაფრთხოდ გადატანას განიხილავენ

დღეს, 8 ივნისს, ანკარაში ერთმანეთს ხვდებიან თურქეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, მევლუთ ჩავუშოღლუ და სერგეი ლავროვი.

თურქული მედიის ცნობით, მოლაპარაკების თემაა მშრალი ტვირთის, მარცვლეულისთვის უსაფრთხო დერეფნის უზრუნველყოფა შავ ზღვაში.

„საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელები განიხილავენ ანკარასა და მოსკოვს შორის ორმხრივ ურთიერთობებს და პერსპექტივებს და რეგიონულ საკითხებს, მათ შორის, უკრაინის ომს.

ორი ქვეყნის დელეგაციაში ასევე შედიან თავდაცვის სფეროს წარმომადგენლები“ – წერს თურქული ახალი ამბების სააგენტო „ანადოლუ“.

გუშინ, 7 ივნისს, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა, რომ თურქეთი აქტიურ ძალისხმევას გასწევს უკრაინის შავი ზღვის პორტებში ომის შედეგად დაგროვილი მარცვლეულის ექსპორტისთვის დერეფნის შესაქმნელად.

„ჩვენ ვცდილობთ ამ საკითხზე რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ შედეგს. გარკვეული პროგრესი მიღწეულია. თუმცა არის ტექნიკური საკითხები, რომლებსაც განხილვა სჭირდება. კერძოდ: როგორ იმუშავებს დერეფანი? როგორ და ვინ გაწმენდს პორტებს ნაღმებისგან, რომელი გემები გაჰყვებიან მშრალი ტვირთის გემებს“, – განაცხადა აკარმა.

_________________

ფოტოზე: ლავროვი და ჩავუშოღლუ. ფოტო: სააგენტო „ანადოლუ“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: