მთავარი,სიახლეები

სამხედრო დანაკარგები რუსეთ-უკრაინის ომში – 7 ივნისის მონაცემები

07.06.2022
სამხედრო დანაკარგები რუსეთ-უკრაინის ომში – 7 ივნისის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 7 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 31 360 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +110]
  • ტანკი – 1 390 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 3 416 ერთეული [+16]
  • საარტილერიო სისტემა – 694 ერთეული [+4]
  • MLRS – 207 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 96 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 212 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 177 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 553 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 125 ერთეული [+3]
  • გემი/ნავი – 13 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 405 ერთეული [+10]
  • სპეცტექნიკა – 53 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 7 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 190 თვითმფრინავი
  • 129 ვერტმფრენი
  • 1 139 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 333 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 3 443 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 478 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 1 807 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 3 464 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

როგორ არიან აზოვსტალის მებრძოლები – ინტერვიუ „აზოვის“ მეთაურის, დენის პროკოპენკოს ცოლთან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: