მთავარი,სიახლეები

ბრძოლა სევეროდონეცკისთვის გრძელდება, ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს ბაზარს – გაიდაი

07.06.2022 • 955
ბრძოლა სევეროდონეცკისთვის გრძელდება, ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს ბაზარს – გაიდაი

უკრაინის ქალაქ სევეროდონეცკში ბრძოლა გრძელდება.  ლუგანსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის თქმით, რუსეთის არმიამ ქალაქ ლისიჩანსკში ცეცხლი გაუხსნა ბაზარსა და სკოლას.

„რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს ლისიჩანსკის ბაზარს, სამთო კოლეჯსა და სკოლას, სადაც ორი ადამიანი დაშავდა, სევეროდონეცკისთვის ბრძოლა მიმდინარეობს,“ – წერს გაიდაი ტელეგრამზე.

მისივე თქმით, 6 ივნისს, დილით, რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს ლუგანსკის ოლქის ქალაქი ზოლოტე, სადაც, წინასწარი მონაცემებით, 13 სახლი განადგურდა, შემდეგ კი ოკუპანტებმა ქალაქ გორსკოიეს შეუტიეს, სადაც 11 სახლი დაზიანდა.

გაიდაი წერს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში მოწინააღმდეგის ათი შეტევა მოიგერიეს, გაანადგურეს ერთი ტანკი, სამი საარტილერიო სისტემა, ორი ჯავშანტექნიკა, ერთი მანქანა და საბრძოლო მასალის ორი საცავი. ასევე, მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალების საჰაერო თავდაცვამ ორი უპილოტო საფრენი აპარატი Orlan-10 ჩამოაგდო.

___________________________

ფოტოზე: მეხანძრეები აქრობენ დაბომბვის შედეგად გაჩენილ ხანძარს ლისიჩანსკში. ფოტო სერგეი გაიდაის ტელეგრამ არხიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: