მზია ამაღლობელმა კობახიძის, მდინარაძის და სუბარის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა

მზია ამაღლობელმა დღეს, 7 მაისს, სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძის და სოზარ სუბარის წინააღმდეგ. მოსარჩელე სარჩელით ითხოვს ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძის და სოზარ სუბარის მიერ სხვადასხვა დროს  სხვადასხვა მედია-საშუალებებში მზია ამაღლობელის შესახებ გაკეთებული განცხადებების ცილისწამებად მიჩნევას და იმავე საშუალებით აღნიშნული განცხადების უარყოფას. მზია ამაღლობელი პირველად 11 იანვარს დააკავეს, …

დღეს, 7 მაისს – ავტომობილების მარში ბათუმში

დღეს, 7 მაისს, ბათუმში, 18:00 საათზე დაიწყება საპროტესტო მარში ავტომობილებით. მარშის მონაწილეები ბათუმის დრამატულ თეატრთან შეიკრიბებიან. ორგანიზატორთა განცხადებით, მარშის მიზანია კიდევ ერთხელ გააჟღეროს საზოგადოებამ თავისი მოთხოვნები, – „გადადგეს „ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობა და ჩატარდეს ახალი არჩევნები“. მარშის მონაწილეები მხარდაჭერას გამოუცხადებენ სინდისის პატიმრებს. „მსვლელობის დროს, მოსახლეობას ასევე ვაცნობებთ 8 მაისს ბათუმის  სასამართლოში გასამართი მზია ამაღლობლის პროცესის შესახებ, …

არის თუ არა დავით რიჟვაძე დაკავებული? – რას ამბობს შსს-ს წარმომადგენელი

დღეს, 7 მაისს, „ბათუმელებმა“ ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის შესახებ ჰკითხა შს სამინისტროს წარმომადგენელს, იურისტს თეა ლაღაძეს. დავით რიჟვაძე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოს უფროსი იყო. მას შემდეგ, რაც თორნიკე რიჟვაძემ დატოვა თანამდებობა, გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ თანამდებობა დატოვა დავით რიჟვაძემაც და მეტიც, თითქოს ის დააკავეს. შს …

კიდევ ერთი საქმე მზია ამაღლობელის წინააღმდეგ – რა ხდებოდა სასამართლო სხდომაზე

მზია ამაღლობელის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე გაჩნდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ამჯერად მოსამართლემ უნდა გაარკვიოს, მზია ამაღლობელის მიერ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ღობეზე სტიკერის მიკვრა არის თუ არა სამართალდარღვევა. ეს 2025 წლის 11 იანვარს მოხდა, შსს-მ კი ოქმი სამთვენახევრის შემდეგ შეადგინა. მზია ამაღლობელი ჟურნალისტი და მედიამენეჯერია, გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი. მზია ამაღლობელს სილის გაწვნის …

ბათუმში აქტივისტს ამჯერად სტიკერის გაკვრისთვის ასამართლებენ – ციალა ქათამიძის სასამართლო პროცესი

დღეს, 7 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე მარიანა ფომაევამ ბათუმელი აქტივისტის, „ციალა ქათამიძის საქმის“ განხილვა დაიწყო. პროევროპული აქციის აქტივისტი ამჯერად სასამართლოში სტიკერის გაკვრისთვის დაიბარეს. სტიკერი ციალა ქათამიძემ პოლიციის დეპარტამენტის წინ, ასფალტზე სტიკერი 2025 წლის 11 იანვარს გააკრა. იგი ამისთვის დააკავეს და ეს ვიდეოკადრებზეცაა ასახული. 2025 წლის მაისში, სტიკერის გაკვრიდან 4 თვის შემდეგ, მოსამართლემ უნდა გაარკვიოს, …

იმავე ქმედებისათვის ახალი მუხლით უპირებენ დაჯარიმებას – ქურდოვანიძე მზია ამაღლობელის საქმეზე

„ბათუმელების“ მენეჯერის მზია ამაღლობელის წინააღმდეგ შს სამინისტრომ კიდევ ერთი დავა წამოიწყო. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის [საია] თავმჯდომარის ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, შეადგინეს ახალი ოქმი, სადაც მზია ამაღლობელს შენობის იერსახის დამახინჯებას ედავებიან. „ამჯერად ედავებიან, რომ შენობის იერსახე დაამახინჯა იმ საპროტესტო პლაკატით, რომელიც გაკვრისთანავე ააძრეს. შეგახსენებთ, რომ მზია ამ ქმედების გამო ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყავდათ, თუმცა, მიხვდნენ, რომ პლაკატის …

შსს-მ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ სასამართლოს კიდევ ერთხელ მიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ კიდევ ერთი ახალი ადმინისტრაციული საქმე დაიწყო. სასამართლო პროცესი დღეს, 12:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. მზია ამაღლობელს შსს 2025 წლის 11 იანვარს პოლიციის დეპარტამენტის წინ, დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრას ედავება, თითქოსდა ამ ქმედებით იერსახე დამახინჯდა. საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილითაა სასამართლოში შესული. მზია ამაღლობელი 2025 წლის …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 7 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 7 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 960 770 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 270] ტანკი – 10 780 ერთეული [+14] ჯავშანტექნიკა – 22 419 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 27 502 ერთეული [+71] MLRS – 1 378 ერთეული [+0] …

„დაზიანებული აქვს თვალის რქოვანა“ – რა ზიანი მიაყენეს აქტივისტებს თბილისში

აქტივისტებს, რომლებსაც თბილისში, 5 მაისს, ლიფტიდან გამოსვლისას წიწაკის სპრეი და საღებავი შეასხეს სახეზე, პირველი ხარისხის დამწვრობა აღენიშნებათ. ამის შესახებ ერთ-ერთი აქტივისტი ნუცა მახარაძე წერს ფეისბუქზე. „კარგად ვართ, მხნედ, შემართებით და ამათი დაშინებული არ გაიშვას. აქვე ვიტყვი, რომ მხნეობასთან ერთად ქეთევანს [ჯანანაშვილს] და სალომეს [სარიშვილი] აქვთ პირველი ხარისხის დამწვრობა. სალომეს დაზიანებული აქვს თვალის რქოვანა, აქვს საშინლად …

„რეალურად, ეს თავდამსხმელები მშიშრები არიან“ – რუსული ხელწერა აქტივისტების წინააღმდეგ

„უნდა გაირკვეს როგორ გადაადგილდებოდნენ გოგონები, რომლებსაც სახეში მწვანე სითხე შეასხეს. სად გადაადგილდებოდნენ, სად შენიშნეს თვალთვალი, რომელ ქუჩებზე, საიდან გაუჩნდათ ეს შეგრძნება რომ უთვალთვალებდნენ და მოიმოქმედეს თუ არა რაიმე. როცა საშიშროებას გრძნობ, ამაზე დროულად და ხმამაღლა უნდა ილაპარაკო“ – ამბობს გიორგი მელაძე, ორგანიზაცია „კანვას საქართველოს“ დირექტორი. რა ეტაპზე გადადის აქტივისტების დევნა, როცა ქალებს ღამით, სახლთან ჩასაფრებით …

რას ცვლის „მეგობარი აქტი“ აშშ-ს და საქართველოს ურთიერთობებში? – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

„მიუხედავად იმ მოლოდინისა, რაც ჰქონდა „ქართულ ოცნებას“, რომ ტრამპის მოსვლის შემდეგ მოხდებოდა აშშ – საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვა, ასე არ მოხდა. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა ერთი შეხედვით იდეოლოგიური თანხვედრის ფონზე ტრამპის და „ქართული ოცნების“ რიტორიკას შორის,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია, რომელსაც „ბათუმელები“ მეგობარი აქტის მხარდაჭერაზე ესაუბრა. პოლიტიკის ანალიტიკოსი აქტის მხარდამჭერი ამერიკელი კონგრესმენების რაოდენობაზეც ამახვილებს ყურადღებაზე – …

26 მაისს ფიცის დადების ღონისძიებაში თავდაცვა 2 მილიონს დახარჯავს

26 მაისს ჩასატარებელ ღონისძიებაში თავდაცვის სამინისტრო 2 მილიონ 200 ათასამე ლარს ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით დახარჯავს. თავდაცვის სამინისტროს თბილისსა და ქვეყნის ხუთ რეგიონში ფიცის დადების საზეიმო ღონისძიების ჩატარება, ტექნიკის გამოფენა, სატელევიზიო პირდაპირი ტრანსლაციის უზრუნველყოფა, ავიაციის საჩვენებელი გადაფრენის მოწყობა და ფიცის ცერემონიალზე დასასწრებად მოსაწვევების დაბეჭდვა-დარიგება ევალება. აღნიშნული ღონისძიებების ჩატარება თავდაცვის სამინისტროს „26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზების …

„რუსთავი 2“-ს სთხოვენ კობახიძის ცილისწამების პასუხად ეთერი დაუთმოს მზია ამაღლობელის ადვოკატს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს სთხოვენ, გადაცემა „ღამის კურიერში“ მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა ირაკლი კობახიძის ცრუ ბრალდებებს პასუხი გასცეს. სწორედ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა „ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ 16 აპრილს, რომ თითქოს მზია ამაღლობელმა ვიღაცის დავალებით მიაყენა პოლიციელს შეურაცხყოფა. „რუსთავი 2-ს“ ჩავაბარეთ განცხადება, რომელსაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში 6 ადამიანი ვაწერთ ხელს: ეთერ თურაძე, ნინია კაკაბაძე, ლიკა …

სალომე ზურაბიშვილი: 9 მაისს უნდა გამოვიდეთ და დავუპირისპიროთ ევროპა რუსიფიკაციას

დღეს, 6 მაისს, ბრიფინგი გამართა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. ზურაბიშვილი გამოეხმაურა „მეგობარი აქტის“ მიღებას აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში და საქართველოში მიმდინარე უახლეს ამბებს. „წინააღმდეგობის პლატფორმის“ დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ის საზარელი სურათი, რაც ქვეყანაშია. ეს თავდასხმები ახალგაზრდა გოგოებზე, ციხეში გარდაცვლილი პატიმარი, რომელსაც 30 დაზიანება დაუფიქსირდა ოფიციალურ დოკუმენტში. ეს არის სურათი ჩვენი დღევანდელი ქვეყნის და კიდევ უფრო …

რატომ არის ჩაბნელებული „საოცრებათა პარკთან“ ბათუმში

ბათუმში, რუსთაველის ქუჩიდან „საოცრებათა პარკთან“ მისასვლელ ტერიტორიაზე განათებები გამორთულია. აქ ათამდე რკინის მაღალი ბოძია განთავსებული. თითო ბოძზე რამდენიმე ნათურაა დამაგრებული, თუმცა ყველა გამორთულია. მხოლოდ ერთ ბოძზე მუშაობს რამდენიმე ნათურა. რატომ არ მუშაობს განათება? –  ვკითხეთ ბათუმის მერიას, თუმცა აქ გვითხრეს, რომ პარკი ბულვარის საკუთრებაა და მიზეზის გასარკვევად ბულვარისთვის უნდა მიგვემართა. „ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციაში კი განაცხადეს, …

საია თემურ ქათამაძის ქვეყნიდან გაძევების შეჩერებას მოითხოვს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშის, თემურ ქათამაძის [გაფფარ ილმაზის] ქვეყნიდან გაძევების შეჩერებას მოითხოვს. ამის თაობაზე საიამ დღეს, 6 მაისს განაცხადა. საიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თემურ ქათამაძის  საქართველოდან გაძევების პროცედურები უკვე დაიწყო. „გაძევების პროცედურების დაწყების წინაპირობა გახდა 2025 წლის 29 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ  თემურ ქათამაძისათვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უკანონო და დაუსაბუთებელი …

შსს ამბობს, რომ აქტივისტებზე საღებავის შესხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შსს-ს ინფორმაციით, აქტივისტებზე სახეში საღებავისა და წიწაკის სპრეის შესხმის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 126-ე მუხლით, რაც გულისხმობს ძალადობას. 5 მაისს, საღამოს, თბილისში, აქტივისტებს ნუცა მახარაძეს, სალომე სარიშვილსა და ქეთევან ჯანანაშვილს, ლიფტიდან გამოსვლისას სახეში მომწვანო-მოლურჯო ფერის საღებავი და წიწაკის სპრეი შეასხეს, ასევე, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. როგორც ნუცა მახარაძე პირდაპირ ჩართვაში ამბობდა, პირი, რომელმაც მას საღებავი და …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 მაისის 21 საათიდან 7 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 19 – 24 გრადუსი სითბო ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 5 …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 6 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 6 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 959 500 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 430] ტანკი – 10 766 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 22 416 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 27 431 ერთეული [+61] MLRS – 1 378 ერთეული [+1] …

349 მომხრე, 42 წინააღმდეგი – აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა

5 მაისს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა.„მეგობარი აქტი“ ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესებას და აშშ-საქართველოს ურთიერთობის სრულ გადასინჯვას, მათ შორის ყველა დახმარების პროგრამის. 5 მაისს გამართულ კენჭისყრაზე კანონპროექტ მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო 42-მა წინააღმდეგ მისცა ხმა. მხარდამჭერებს შორის 168 რესპუბლიკელი კონგრესმენია და 181 – დემოკრატი. მანამდე, 27 მარტს, „მეგობარი აქტი“ აშშ-ის …

ხარისხიანად აშენებენ ბათუმში მე-3 სკოლის შენობას? – „გასწორდება… ხვალ მოვა ხელოსანი“

ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, მე-3 სკოლის ახალი კორპუსი შენდება, თუმცა მშენებლობის ხარისხი კითხვებს აჩენს. ქუჩიდან ჩანს, რომ ბლოკის ნაწილი ჩამომტვრეულია, კედლებში ბევრგან ღრიჭოებია დარჩენილი. სკოლის მშენებლობის ხარისხი ამ ქუჩაზე ჩავლისთანავე შესამჩნევია, თუმცა ამას არც განათლების სამინისტრო იმჩნევს და არც საჯარო სკოლის ადმინისტრაცია. „4 ცალი ბლოკია არასწორად დაშენებული. ხელოსანმა მითხრა, შიგნიდან რომ ავაშენე, ბოლოში ვიყავი ასული, გარედან …

ახალციხეში ბაგა-ბაღში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა

გამოცემა „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, დღეს, 5 მაისს, ახალციხეში კერძო ბაგა-ბაღში მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა. გამოცემის ინფორმაციით, სამხარაულის ახალციხის ბიუროს ექსპერტის განმარტებით, ბავშვი 2 წლის იყო. რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 116-ე მუხლით, რაც გულისხმობს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას.

რატომ გადაიყვანეს ბესელია კრიმინალურ პოლიციაში – „მოძალადეების დაწინაურებას გააგრძელებენ“

„ისინი [„ოცნება“] გააგრძელებენ მოძალადეების დაწინაურებას, რათა არავის ჰქონდეს იმედი, რომ დაუსჯელობის ატმოსფერო შეიცვლება“ – ამბობს „ბათუმელებთან“ უჩა ნანუაშვილი, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, ყოფილი სახალხო დამცველი. რატომ გადაიყვანეს აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში დირექტორის მოადგილედ? – „ბათუმელები უჩა ნანუაშვილს ამ თემაზე ესაუბრა. ბატონო უჩა, გრიგოლ ბესელია ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია მზია ამაღლობელის საქმეში. …

„ვიხრჩობით მტვერში“ – ჩახერგილი და დანაგვიანებული ქუჩები ბათუმში

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათ წელზე მეტია ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობა ბათუმის ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ყველაზე დიდი ფულიც სწორედ ამ მიმართულებით იხარჯება, მოქალაქეები ჩივიან, რომ ქალაქი დანაგვიანებულია და ამის მიზეზი, ძირითადად, სამშენებლო კომპანიების და კომერციული ობიექტების დაუდევრობაა. „არ შეიძლება მშენებელმა ტროტუარი, თავისი შესასვლელი გარეცხოს და ცემენტიანი არ დატოვოს?“ – გვეკითხება ნოდარ ბედინაძე, პენსიონერი. მას ჭავჭავაძის …

„27 დაზიანება აქვს თავის არეში“ – გარდაცვლილი პატიმრის ძმა

„იოსების შემთხვევაში ეს გააკეთეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა, სადაც ის იხდიდა სასჯელს. დარწმუნებული ვარ ამაში და ამის ფაქტებიც არსებობს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ კლინიკა „ვივამედში“ გარდაცვლილი პატიმრის, იოსებ გორგაძის ძმა, შოთა გორგაძე. 46 წლის პატიმარი იოსებ გორგაძე გლდანის ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს. პაციენტი 3-თვიანი მკურნალობის შემდეგ დაიღუპა. იოსებ გორგაძე კლინიკაში 2025 წლის 29 იანვარს …

რა შეცვალეს ანაკლიის პორტის პროექტში – კონსულტანციებში 3,4 მილიონი დაიხარჯება

ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის შერჩეულ ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან საქართველოს არალეგიტიმური მთავრობა ხელშეკრულების გაფორმებას არ ჩქარობს. პარალელურად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო კონსულტანტების დაქირავებაში მიმდინარე წელს 3,4 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს უტენდეროდ. კიდევ ერთმა სახელმწიფო კომპანიამ – „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა“კი პორტის მშენებლობის პროექტში ცვლილებები შეიტანა. „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ ინფორმაციით, პროექტში შეტანილი ცვლილებების გამო საჭირო გახდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების …

„რეპრესიები იმატებს და კიდევ მოიმატებს, სანამ ხალხისგან წნეხი არ გაიზრდება“ – საბა სხვიტარიძე

სინდისის პატიმარი საბა სხვიტარიძე, რომელსაც პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ადანაშაულებს, ფეისბუქზე წერს, რომ მისი აზრით, „ოცნების“ მხრიდან რეპრესიები მოიმატებს და „რეჟიმთან ბრძოლა და კომფორტის ზონაში დარჩენა ერთად არ გამოვა“. „პირველ რიგში მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ნანუკა ჟორჟოლიანს და ფონდებს. რეპრესიები იმატებს და კიდევ უფრო მოიმატებს, სანამ ხალხისგან წნეხი არ გაიზრდება. სამწუხაროდ დაქსაქსულები ვართ და ერთმანეთის კრიტიკაზე ვართ …

ეროვნულმა ბანკმა ხელფასებში 81 მილიონი ლარი დახარჯა ორ წელში – რა დარღვევებზე წერს აუდიტი

საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომელთა ხელფასებში, პრემიებსა და „პერსონალის შენახვის“ სხვა ხარჯებში ჯამში 81,9 მილიონი ლარი დაიხარჯა ორი წლის განმავლობაში. ეროვნული ბანკის 2022-2023 წლების ხარჯებზე ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტმა გამოაქვეყნა. აუდიტის მიხედვით აღნიშნულ წლებში: საქართველოს ეროვნული ბანკის [სებ] ზოგ თანამშრომლებზე გაცემული პრემია არ იყო საკმარისად დასაბუთებული; სებ-ის თანამშრომლებზე ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების მიხედვით გაცემულია დამატებითი ანაზღაურება, თუმცა სებ-ის …

როგორ იშოვეს მილიონები ადიგენის მერიასთან დაახლოებულმა პირებმა – „გამჭვირვალობა“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, ადიგენის თვითმმართველობის ათამდე თანამშრომლის ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა, 2017-2025 წლებში, ადიგენის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვებით 2,189,863 ლარი მიიღეს, აქედან 1,713,942 ლარი (78.2%)  პირდაპირი შესყიდვებითა და უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებით დაერიცხათ. „გამჭვირვალობის“ ცნობით, არის შემთხვევები, როდესაც ძმა ძმის შესრულებულ სამუშაოებს ისე იბარებს, რომ  ინტერესთა კონფლიქტის შესახებ არ უთითებს. „ადიგენი მცირებიუჯეტიანი მუნიციპალიტეტია. მისი საკუთარი …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 5 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 5 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 958 070 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 260] ტანკი – 10 763 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 22 411 ერთეული [+8] საარტილერიო სისტემა – 27 370 ერთეული [+43] MLRS – 1 377 ერთეული [+1] …

გრიგოლ ბესელია კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილედ დანიშნეს

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის მოადგილედ დანიშნეს. ინფორმაცია „ბათუმელებს“ შს სამინისტროში დაუდასტურეს. გრიგოლ ბესელია 2022 წელს დაინიშნა აჭარის პოლიციის უფროსად, მანამდე იგი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, პოლიციაში მუშაობდა როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ისე „ოცნების“ დროს. ბესელია მზია ამაღლობელის საქმის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა. გრიგოლ ბესელია და ბათუმის …

ზებრა, რომელიც მანქანის გზაზე გტოვებს – არაადაპტირებული გადასასვლელები ბათუმში

ბათუმში, ერთ-ერთ ხალხმრავალ ადგილზე, სადაც იუსტიციის სახლი, პროკურატურა, სასტუმროები და გმირთა ხეივანია, მოუწესრიგებელი და არაადაპტირებულია ზებრა გადასასვლელები. შარტავას გამზირზე ზებრა გადასასვლელი [ფოტოები იხილეთ ქვემოთ] მუნიციპალური ავტობუსის გაჩერებას გმირთა ხეივანთან აკავშირებს. უფრო სწორად, უნდა აკავშირებდეს, რადგან თუ ამ ზებრაზე გადახვალთ, სამანქანო გზას ვერ გასცდებით – ზებრა გმირთა ხეივნის ნაცვლად ბეტონის ქოთნებთან მიგიყვანს. შემდეგ კი გზა სამანქანო …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 მაისის 21 საათიდან 5 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით უმეტესად – უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო ღამით: 9 – 14 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 15 …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 4 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 4 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 956 810 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 340] ტანკი – 10 758 ერთეული [+11] ჯავშანტექნიკა – 22 403 ერთეული [+24] საარტილერიო სისტემა – 27 327 ერთეული [+52] MLRS – 1 376 ერთეული [+1] …

სავალუტო ჯიხურებს ეროვნულმა ბანკმა სანქციები გაუმკაცრა – ახალი ბრძანება

ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი დირექტორების მიმართ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციები გაამკაცრა. ბანკის პრეზიდენტის სხვა ბრძანებებით სანქციები გამკაცრდა ასევე სესხის გამცემი სუბიექტების, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებისა და მათი ადმინისტრატორების მიმართ. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემთხვევაში ეროვნულ ბანკს [სებ] ამ დრომდე უფლება ჰქონდა დარღვევების დროს პუნქტი დაეჯარიმებინა. ახალი ბრძანებით კი, ერთხელ უკვე დაჯარიმებულ პუნქტს, დარღვევის განმეორების შეთხვევაში, …

„ჩვენ უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა“ – მზია ამაღლობელის მიმართვა

3 მაისს, მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს, საქართველოში მედიასაშუალებები ერთობლივი პირდაპირი ეთერით აღნიშნავენ. საერთო ეთერი დღეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის ხმოვანი მიმართვით გაიხსნა: „მოგმართავთ კოლეგებს, კოლეგებს, რომლებიც ქართულ კრიტიკულ მედიას და საზოგადოებრივ ინტერესებს წარმოადგენთ. შთამაგონებელია თქვენი სოლიდარობა და დასანანია, თქვენს გვერდით რომ არ ვარ ახლა, როცა სრულიად დაუცველ გარემოში გიწევთ მუშაობა და …

Exit mobile version